კვეთებულის ლოცვები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კვეთებულის ლოცვები |
ლეონი |
Apr 10 2008, 03:47 PM
პოსტი
#41
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ციტატა კვეთებულის ლოცვასა ატარებს შეპყრობილთათვის, ხოლო ავადმყოფთათვის კი ლახვრით მკურნალობის ლოცვას ხო, ეხლა გასაგებია -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
saria-giorgi |
Apr 21 2008, 05:10 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
მე ვიცი რომ არა მარტო სულიერად დაავადებულთათვის და შეპყრობილთათვის იკითხება,არამედ მათთვისაც ვინც მძიმედ არის ავად(ფიზიკურ ავადმყოფობას ვგულისხმობ) ფიზიკური ავადმყოფობა კვეთებულითა არ იკურნება,კვეთებული გულისხმობს ეშმაკისგან დამონებული ადამიანის მისივე კლანჭებიდან ამ ლოცვით გამოხსნას.მძივე ავადობას თუ ეშმაკეულობა და ცოდვილი ცხოვრება უდევს საფუძვლად და ექიმის ჩარევა ამაოა ამ შემთხვევაში უშვებენ. კვეთებული ლამის საზოგადო ლოცვად გადააქციეს და თავის ტკივილის დროსაც კითხულობენ,რამდენად მისაღებია მკითხველმა განსაჯოს. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
tako@tako |
May 9 2008, 10:40 AM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 |
კვეთებულის ლოცვებს რამდენი მოძღვარი კითხულობს საქართველოში.იქნებ იცოდეთ ვინმემ? ზუსტად არ ვისი მაგრამ ვიცი ადამიანი რომელსაც მამა იობმა კვეთებულის ლოცვა წაუკითხა და მერე მთელი ამბავი მოყვა ამ ამბავს მამაო ამბობდა ცუდათ გახდა ბავშვიო ანუ იმას ნიშნავდა ტორმე რომ ეშმაკეილით ყოფილა შეპყრობილი,ის პიროვნება კი ამბობდა კვეთებულის ლოცვაზე ჯამრთელიც ცუდათ ხდებაო.ვერ გავიგე რატო ხდებიან ცუდათ ? თურმე ძალიან ცუდ რაღაცეებს ამბობენ მაგ დროს და მამაოებშაც აყენებენ შეურაჩყოფას.ეს უბრალოდ გაგონილია და არავის არ ვახვევ არადასაბუთებილ აზრს თავს |
lch |
May 18 2008, 01:12 AM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
mariami-k
ციტატა მეუფე იობიც კიტხულობს ხოლმე მეუფე ურბნისში რო კითხულობს ვიცი, მგონი აქაც კითხულობს ხოლმე, მაგრამ სად არვიცი... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
joriko86 |
May 22 2008, 09:00 PM
პოსტი
#45
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 9-May 08 მდებარ.: saqartvelo. tiflisi წევრი № 4,774 |
ამ თემის შესახებ, ყველა მოძღვარს სხვადასხვა აზრი აქვს, ზოგი აძლევს ნებას, თავის მრევლს იარონ და ზოგიც არა..... პირადად მე ვამბობ, რათქმაუნდა ჩემ აზრს,,, რომ ყველამ, ანუ ჩვეულებრივმა ადამიანმა არუნდა იაროს ''კვეთებულზე" რათგან შესაძლოა რამე ხიფათი შეემთხვეს, ბოროტისაგან. და რათქმაუნდა, ისაც გეცოდინებათ ამ ლოცვას ყველა მღველიც არასრულებს, რათგან ეს დიდი რისკია..... ამ ლოცვით, ადამიანი ეშმაკს "დუელში" იწვევს. ძირითადად ამ მსახურებას(კვეთებულს) შავი სამღდელოება ატარერებს. ასე და ამრიგად, მაინც მოძღვარმა უნდა განსაზღვროს, ვინ დაესწროს და ვინ არა... მთავარი კი ისარი, ადამიანი ყოველთვის ეკლესიის წიაღში იყოს.
|
ალექსანდრე |
May 31 2008, 11:55 PM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
-ზოგჯერ მოძღვარს “კვეთებულის” ლოცვის წაკითხვის უფლება აქვს. ეს დემონთა განსადევნათაა განკუთვნილი. არცთუ იშვიათად ასეთ მოძღვარს აკითხავენ ადამიანები, რომლებიც ფსიქიურად არიან დაავადებულნი და იმედოვნებენ, რომ ეს ლოცვები მათ უშველის. მრავალრიცხოვანი ლიტერატურა იბეჭდება დემონების ძალაუფლების შესახებ. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თუკი ერთხელ დემონი ადამიანში შევიდა, სამუდამოდ დამკვიდრდება მასში და მხოლოდ ამ ლოცვის წაკითხვა უშველის. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი: ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ყველა სულიერი დაავადება შეპყრობილობით როდია გამოწვეული. ამის დამადასტურებელი ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი ვიცი. პარიზში იყო ერთი ხატმწერი, რომელიც უეცრად ჭკუიდან შეიშალა, სხვადასხვა რაღაც ეჩვენებოდა. ახლობლებს მისი გაღიზიანება არ სურდათ და როდესაც ის კითხულობდა: “ვერ გრძნობთ გოგირდის სუნს?” _ყნოსავდნენ და ეთანხმებოდნენ მას. ეს კი მხოლოდ ამძაფრებდა მასში იმის შეგრძნებას, რომ ნამდვილად ასეა. შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას ზეთს აცხებდნენ, ხშირად აზიარებდნენ, მაგრამ მაინც არ გამოჯანმრთელდა. მაშინ ექიმი ვიყავი და ფსიქიატრიულ კლინიკაში ვმუშაობდი. ჩემმა მოძღვარმა, მამა ათანასემ მომმართა კითხვით: რა ვუშველოთ მას? ის ან შეპყრობილია, ანდა შეშლილი, როგორ მოვიქცეთ? მე ვუპასუხე: “მოიყვანეთ იგი ჩვენთან კლინიკაში, ელექტროშოკით ვმკურნალობთ.” მამა ათანასემ მკითხა: “და თუ ის ეშმაკითაა შეპყრობილი?” მაშინ მე ვუპასუხე (შესაძლოა, უკმეხადაც): “ელექტრულ დენს ეშმაკისათვის ზიანი არ მოაქვს, ადამიანი კი, შეიძლება, გამოჯანმრთელდეს”. ჩვენ იგი საავადმყოფოში დავაწვინეთ, ვუმკურნალეთ და ის გამოჯანმრთელდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და შესანიშნავი ის არის, რომ მას რაღაც უცნაური და გაუგებარი დაემართა. ის კარგი ხატმწერი იყო, მაგრამ მის ხატებში იყო რაღაც უცნაური და დაძაბული. ერთ-ერთი მისი ხატის წინ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიდექი და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მასში “რაღაც ისე არ იყო”. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მისი ხატები ღრმა, ნათელი, სულ სხვაგვარი გახდა. მოგვიანებით მე მღვდელ ალექსანდრე ელჩანინოვის “ჩანაწერებში” წავიკითხე, რომ არსებობენ ისეთი სათუთი და მგრძნობიარე სულები, რომ სამყარო დაანგრევდა მათ; ამიტომ ღმერთი გარკვეული დროით მათსა და ამ სამყაროს შორის შეშლილობის კედელს აღმართავს, რათა ისინი შინაგანად მომწიფდნენ და განმტკიცდნენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამ უხეშ სამყაროს შეხვდებიან. სწორედ ეს დაემართა ჩვენს მეგობარ ხატმწერს. ამიტომ ასეთ რამეს გეტყვით: ყველაფერი გააკეთეთ ადამიანური მოსაზრებით, წამლებით, მკურნალობით, ფსიქიატრიული საშუალებებით და ილოცეთ. მაგრამ ლოცვის დროს ადამიანს თავზე ნუ დაადგებით, რათა მასში ის შინაგანი დაძაბულობა არ გამოიწვიოთ, რის ატანაც მის ძალებს აღემატება. თუ ის ფსიქიატრიული დაავადებაა, დადგება დრო, როდესაც ის გამოჯანმრთელდება; და თუ ის შეპყრობილია, მაშინ ეკლესიის ლოცვამ შეიძლება იგი გაათავისუფლოს ამისაგან. მაგრამ კვეთებულის ლოცვა აუცილებელი არაა. ზოგჯერ ამან, შეიძლება, უფრო მეტად გაზარდოს მისი შინაგანი გაღიზიანება და დაბნეულობა. თუ იგი დაიქყებს იმის დაჯერებას, რომ იგი შეპყრობილია, შიძლება, ვერც გათავისუფლდეს ამისაგან. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
animani |
Jun 6 2008, 10:47 AM
პოსტი
#47
|
Ann ჯგუფი: Members პოსტები: 143 რეგისტრ.: 16-May 08 წევრი № 4,841 |
ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი? დაახლოებით 5-6 ჯერ ვარ ნამყოფი მამა სოგრატეს ლოცვებზე, მაგრამ არავარ ადარწმუნებული, რომ ეს კვეთებულის ლოცვები იყო, მე მგონი კითხულობს სულ სხვა ლოცვებს, ჯანმრთელობის და წყევლის საწინააღმდეგო. მაგრამ თუ არ გჭირდებათ არ არის საჭირო. |
::სალომე:: |
Jul 11 2008, 11:17 PM
პოსტი
#48
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ჩემი მოძღვარიც კითხულობს ამ ლოცვებს, მამა პეტრე ყრუაშვილი ( ბათუმის წმ.ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი)
-------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
კესო |
Jul 16 2008, 09:19 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 |
ჩემი მოძღვარიც კითხულობს ამ ლოცვებს, მამა პეტრე ყრუაშვილი ( ბათუმის წმ.ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი) სალომე ბათუმელი ხარ??? ხოო, მეც გამიგია მამა პეტრე კითხულობსო, კიდე მამა გიორგი (მულაძე) და მამა თეიმურაზი... გამიხარდა ბათუმელის დანახვა... ახალი ვარ და ჯერ არავის ვიცნობ. -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
MR.NOE |
Dec 20 2008, 11:07 AM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 20-December 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,137 |
ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი? მეც ნამყოფი ვარ ბევრჯერ კვეთებულის ლოცვებს რამდენი მოძღვარი კითხულობს საქართველოში.იქნებ იცოდეთ ვინმემ? მეგობარო მე როგორც ვიცი კვეთებულის წაკითხვის უპლება აქვს ყველა მოძღვარს. -------------------- სიკეთე-სამოთხის კარს გაგვიღებს
სიმდაბლე-შინ შეგვიყვანს სიყვარული-უფალს დაგვანახებს :) |
JoKeR |
Jan 22 2009, 07:23 PM
პოსტი
#51
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 22-January 09 წევრი № 6,357 |
მეც ნამყოფი ვარ ბევრჯერ მეგობარო მე როგორც ვიცი კვეთებულის წაკითხვის უპლება აქვს ყველა მოძღვარს. კი კვეთებულის წაკითხვის უფლება ყველა მოძღვარს აქვს -------------------- ღმერთს ებარებოდეთ!!!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა |
Lashab |
Jan 22 2009, 09:52 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
ერთხელ გამაგზავნეს ათეიზმის გამო მამა აკაკისთან კვეთებულის ლოცვებზე, მართალია დავესწარი მაგრამ მეტჯერ აღარ მივსულვარ
-------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
nat_uly |
Jan 22 2009, 10:17 PM
პოსტი
#53
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
მეც დავსწრებივარ რამოდენიმეჯერ ეშმაკეულების განკურნების პროცესს... მამა სერაპიონთან ბოლნისის მონასტერში, და უცნაური სანახაობებიც ვნახე... და უცნაური შეგრძნებებიც განვიცადე... ძალიან საინტერესო იყო... მეც მამა სერაპიონთან დავესწარი -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
Nikoloz_ |
Jan 22 2009, 11:15 PM
პოსტი
#54
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 26-December 08 მდებარ.: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია წევრი № 6,168 |
ჩემი მოძღვარიც კითხულობს ამ ლოცვებს, მამა პეტრე ყრუაშვილი ( ბათუმის წმ.ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი) გეთანხმები..ჩემი მოძღვარიც კითხულობს, მამა თეიმურაზი... ერთხელ ბიჭი ავარიაში მოხდა და ექიმებმა დაუსვენს დიაგნოზი, რომ ბიჭისათვის ერთ-ერთი ფეხი უნდა მოეკვეთათ....მამა პეტრემ და მამა თეიმურაზმა წინა ღამით წაუკითხეს კვეთებული....დილით, როდესაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს (თუ უკვე იყო საავადმყოფოში) და როდესაც ექიმებმა ნახეს პაციენტი, თქვეს რომ მდგომარეობა მკვეტრად გაუმჯობესდა და აღარ იყო საჭირო ფეხის მოკვეთა... მე ვიცი, რომ ყველა მღვდელი ვერ კითხულობს კვეთებულს..ისიც გამიგია, რომ ამის წაკითხვის შემდეგ ადამიანის ბრძოლები (ვისაც უკითხავენ) მოძღვარზე გადადის -------------------- ნუგეშინის საქართველო, ჩვენთან არს ღმერთი ! ! !
თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა ! ! ! ვისაც თავის თავში ღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს ! ! ! |
ალექსანდრე |
Jan 23 2009, 10:04 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
Lashab
ციტატა ერთხელ გამაგზავნეს ათეიზმის გამო მამა აკაკისთან კვეთებულის ლოცვებზე, მართალია დავესწარი მაგრამ მეტჯერ აღარ მივსულვარ მოკლედ ხანდახან ისეთ საინტერესო რამეებს ვიგებ რომ გაოცებული ვრჩები ათეიზმსაც თუ შველოდა კვეთებულის ლოცვა აქამდე ვერ მითხარით? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
lch |
Mar 2 2009, 10:06 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა მე როგორც ვიცი კვეთებულის წაკითხვის უპლება აქვს ყველა მოძღვარს. რაღაც არ მგონია ყველა მოძღვარს ქონდეს "კვეთებულის" კითხვის უფლება, ეგრე რო იყოს ყველა ტაძარში თვეში ერთხელ მაინც ჩატარდება, მასობრივი სახე ექნება.... "კვეთებულის" კითვის კურთხევა მოძღვარს ეპისკოპოსისგან ეძლევა... (შეიძლება ვცდები, არ ვიცი...) -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
Iona |
Mar 3 2009, 04:27 PM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა ათეიზმსაც თუ შველოდა კვეთებულის ლოცვა აქამდე ვერ მითხარით? დიდი სია იქ , სული ამისა სული იმისა .... ერთ ერთი ჩამონათვალში არის სული ურწმუნოებისა -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
gio_opizari |
Mar 20 2009, 11:42 AM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 190 რეგისტრ.: 15-March 09 წევრი № 6,644 |
ყველა სამღვდელო პირს აქვს კვეთებულის ლოცვის წაკითხვის უფლება, უბრალოდ არ კითხულობს ყველა მოძღვარი იმისგამო რომ როგორც აქ იყო აღნიშნული მასზე გადმოდის ბრძოლები, ხოლო მოძღვარს საკმაოდ აქვს ბოროტისგან ბრძოლები. ერთხელ დავესწარი ლახვრის ლოცვას, ჩემმა მოძღვარმა წაუკითხა ერთ ავადმყოფს, მოცულობით ძალიან პატარა ლოცვაა და ძლივს ჩაიკითხა იმხელა ბრძოლები დაეწყო
-------------------- უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო! |
gio_opizari |
Mar 20 2009, 11:52 AM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 190 რეგისტრ.: 15-March 09 წევრი № 6,644 |
ყველასთვის არაა საჭირო კვეთებულს დაესწროს. შენ ეზიარე და მასზე მეტს რას მიიღებ?! პირდაპირ ცეცხლი შემოდის მაშინ შენში და თუ უფალმა შენში ინება დავანება მაშინ ბოროტი როგორღა გაჩერდება?! ''მე ვარ ნათელი სოფლისა'' ბრძანებს უფალი და სადაც ნათელია იქ ბნელი დათრგუნული და გაფანტულია... ღმერთმა მადლი და წყალობა გიმრავლოთ!
-------------------- უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო! |
lch |
Mar 28 2009, 05:50 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა ყველა სამღვდელო პირს აქვს კვეთებულის ლოცვის წაკითხვის უფლება, უბრალოდ არ კითხულობს ყველა მოძღვარი იმისგამო რომ როგორც აქ იყო აღნიშნული მასზე გადმოდის ბრძოლები ყველას არ აქვს კურთხევა კვეთებულის ლოცვების წაკითხვისა... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი