IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მართალ ნიკოდიმოს გამალიელის ცხოვრების შესახებ
tedo881
პოსტი May 8 2012, 01:15 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 8-May 12
წევრი № 12,332



ძალიან მაინტერესებს იოანეს სახარებაში ნახსენები ნიკოდიმოსის ცხოვრება, ვერც წმინდანთა ცხოვრებებში, ვერც სასულიერო წიგნებში, ვერც ინტერნეტში მოვიძიე მასზე ინფორმაცია. გთხოვთ მირჩიოთ კონკრეტულად სად შეიძლება წავიკითხო მისი ცხოვრება, ან მოკლედ მომწერეთ მის შესახებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი May 12 2012, 12:13 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



http://www.belmagi.ru/apostoly/nikodim.htm


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Nov 27 2013, 02:46 PM
პოსტი #3


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



საინტერესოა, ვინმეს ხომ არ შეგიძლიათ დაასახელოთ ლიტერატურა ნიკოდიმოსთან დაკავშირებით, თუ სადმე ნახსენები. მისი წარმომავლობიდან დაწყებული სიკვდილით დამთავრებული. ძალიან მესაჭიროება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 27 2013, 11:08 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
თუ არადა 1 კვირაში შენ დაუდე შენი თემა და ,,მოუყომარე'' ყველას...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Nov 28 2013, 12:31 AM
პოსტი #5


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ვნახოდ ვნახოდ რა გამოვა, როგორც ღმერთი ინებებს, ყველანაირად ვცდილობ შუალედის დაცვას...

პ.ს. რათქმაუნდა პირად რვეულში არა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 12 2013, 05:39 PM
პოსტი #6


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



შესავალი

ღვთაებრივი მოციქული და მახარებელი იოანე სანამ უშუალოდ ნიკოდიმოსის ამბავის თხრობას დაიწყებდა, წერს: „და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა... და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა“. ჩვენ შეგვიძლია ეს ნათქვამი ნიკოდიმოსის ამბავის შესავლადაც მივიჩნიოთ, რადგან როგორც მომდევნო მუხლებიდან ირკვევა, ნიკოდიმოსიც ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელთაც მაცხოვარი მის მიერ აღსრულებული სასწაულების მეშვეობით შეიცნეს. ასევე, მაცხოვრის მიერ, ნიკოდიმოსისათვის გამხელილი სწავლებები (მეორედ შობა, სულიწმიდის მოქმედება, მაცხოვრის ღვთაებრიობა, წინასწარუწყება ჯვარცმაზე, მაცხოვრის მოვლინების მიზეზი, ადამიანების დამოკიდებულება ნათლისადმი...) ცხადყოფს, რომ უფალმა იცის ნიკოდიმოსის გული და აძლევს მას საშუალებას განიქარვოს ეჭვები, რომელთა გამოც მისულა ნიკოდიმოსი უფალთან.
მოციქულ იოანეს სახარების ეს მონაკვეთი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. ზოგი მას იყენებდა იმ სწავლებების შესამეცნებლად, რომელთაც მაცხოვარი გადმოსცემს, ზოგიც კი - „საკუთარი სწავლებების“ გასამყარებლად. ამიტომ, ჩვენს ნაშრომში შევეხებით თემებს, რომელნიც გამოწვეულნი არიან იოანეს სახარების ამ თხრობის არასწორი გაგებითა და გააზრებით.
საჭიროა სახარების ესა თუ ის მონაკვეთი განხილული და გააზრებული იყოს სულიწმიდის მიერ განათლებულ წმიდა მამათა შრომების მიხედვით და არა თვითნებურად (ან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად), როგორც სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები იქცევიან. რამეთუ: „ქრისტეს ღვთაებრივ ნათელზე ყოველივეს ნამდვილი სახე ჩანს“.

ნიკოდიმოსი

იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა.
ნიკოდიმოსი იყო იერუსალიმის დიდი სინედრიონის წევრი , რჯულით - ფარისეველი . ეს ის ნიკოდიმოსია, რომელმაც აღიმაღლა ხმა სინედრიონში მაცხოვრის დასაცავად , რომელიც იოსებთან ერთად „შევიდა წინაშე პილატესა და ჰკითხა გუამისათვის ქრისტესისა“ , რომელმაც შემურა უფლის სხეული მურითა და ალოითა . იგი გაიგებს რა მაცხოვრის საქმეებს, თვითონ მიდის უფალთან. ნიკოდიმოსი საუბრის დასაწყისში არც წმიდა წერილს მოიხმობს, არც ვინმეს მოწმობას, არამედ მაცხოვრის მიერ აღსრულებულ საქმეებს - ესაა მისთვის მოწმობა. “ეს მოწმობს თვითნ ნიკოდიმოსზე. ის არის ადამიანი, რომელიც არა გარეგნული ნიშნით, არა ვინმეს კარნახით, არა საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით, არამედ განცხადებული საქმეებით, ნაყოფით იცნობს ხეს “. ნიკოდიმოსის პირველივე სიტყვები მიანიშნებს, რომ ის მოლოდინშია, ის ელოდება ხსნას და ელოდება ამ მთავარ კითხვაზე პასუხს. „მას არ სჭირდება არც სასწაული, არაფერი, მხოლოდ პასუხი. ის ხვდება, რომ იესოსთან ღმერთია და თუ ეს ასეა, მაშინ მან (იესომ) იცის ნიკოდიმოსის გულისწადილი და ამ კითხვის მთავარი აზრი“. აღსანიშნავია, თუკი ნიკოდიმოსი ფიქრობს, რომ „ქრისტე ღვთისგანაა“ და ჭეშმარიტებას ქადაგებს, მაშინ რატომ მიდის ღამე? წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „ნიკოდიმოსს ჯერაც იუდეური სისუსტეები სძლევდა. ამიტომაც მოვიდა ღამით, რაკიღა დღისით მოსვლას შიშობდა“. აგრძელებს აზრს წმიდა იოანე ოქროპირი და დასძენს: „ნიკოდიმოსი ერეტიკულ აზრს გამოთქვამს, როდესაც ამბობს, რომ იესო გარეშე დახმარებით აღასრულებს თავის საქმეებს და სხვისი შეწევნა ესაჭიროება“ , „ნიკოდიმოსი ფიქრობდა, რომ ამით რაღაც დიდებული თქვა ქრისტეზე“ . თუმცაღა კაცთმოყვარე ღმერთი არ უარყოფს ნიკოდიმოსს ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არამედ უდიდესი თავმდაბლობით ესაუბრება და რწმენის საკმაოდ მაღალ საკითხებს უმხელს. წმიდა იოანე ოქროპირი: „იხილე რაოდენი თავმდაბლობაა! ქრისტე უჩვენებს, რომ ნიკოდიმოსს ჯერ არ შეუღწევია ჭეშმარიტი მჭვრეტელობის შენობაში, მისი კარიბჭის წინაც კიარ დგას ჯერ, არამედ სადღაც მისი სამეფოს გარეთ დაეხეტება - ისიც და სხვა ყველაც, ვინც მის მსგავსად ლაპარაკობს; რომ ჭეშმარიტი ცოდნისთვის არ მიუღწევია, მას, ვინც ამგვარად აღიქვამს მხოლოდშობილს“. მაშინ იწყებს უფალი ნიკოდიმოსის განსწავლას და პირდაპირ იმ მთავარ კითხვაზე პასუხობს, რომელიც მას ასე ძალიან აწუხებს: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ“. „ანუ შენ სასუფევლის მოლოდინში ხარ, შენ გინდა ცხონება... და უფალი ამით უმოწმებს ნიკოდიმოსს, რომ ის მართლაც ის არის - გულთამხილავი, მაგრამ იგი ცდილობს თავად ნიკოდიმოსი მივიდეს ამ დასკვნამდე. უფალი არავის ახვევს თავზე, რომ მე ვარ განხორციელებული ღმერთი, არამედ ეს თვითონ ადამიანში უნდა განცხადდეს და ეს უკვე საკუთრივ მისი რწმენა იქნება და არა გარეგნული ცოდნა. ნიკოდიმოსი მიიღებს რა პასუხს თავის შინაგანზე, ხვდება, რომ არ შემცდარა იესოში, მაგრამ ვერ ხვდება თავად მაცხოვრის სიტყვებს“.


მეორედ შობა

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ.
მაშასადამე პასუხი მიღებულია. ნიკოდიმოსი რწმუნდება, რომ არ შემცდარა იესოში, მაგრამ მისთვის ეს პასუხი ძალზედ უჩვეულოდ ჟღერს. მაცხოვარი მას ეუბნება: „თუკი არ დაიბადები მეორედ, თუკი არ ეზიარები წმიდა სულს ნათლობის მეშვეობით, მაშინ ვერ შეძლებ, სათანადოდ შემიცნო; ხოლო შენი ახლანდელი ცოდნა მშვინვიერია და არა სულიერი“. მაცხოვარი ერთი მხრივ პასუხს სცემს ნიკოდიმოსის შინაგან კითხვას და მეორე მხრივ კი უჩვენებს გზას თუ როგორ მიაღწიოს იმას, რაც ასე სწადია. უფალი ანახებს ნიკოდიმოსს, რომ მისი ხედვა მიწიერია (რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ) და საჭიროა სხვა ხედვა, რომელიც ნათლისღებისას, მეორედ შობისას, მიეცემა ადამიანს სულიწმიდის მეშვეობით. საჭიროა ადამიანებმა ქრისტეში დაინახონ უფრო მეტი, ვიდრე „ღმრთისა მიერ მოსრულ“-ი. საჭიროა ადამიანებმა დაინახონ ქრისტეში თავად უფალი, განხორციელებული ღმერთი და ეს იქნება მათთვის მეორედ შობის საწინდარი, რომელიც დაუმკვიდრებს მათ ცათა სასუფეველს.
აშკარაა, ნიკოდიმოსი ვერ ხვდება ქრისტეს ნათქვამს, ის „თითქოს ბოდავს, თითქოს ღვინით დამთვრალა, რაკიღა თქმულს იმაზე მეტად გამოიკვლევს ვიდრე ეს ღმერთს სთნავს, და არ იღებს რწმენის უბრალოებით“. იგი გაოგნებით ეკითხება, თუ რა გზითაა შესაძლებელი ამის ჩადენა? მიხვდა რომ ნათქვამი მასაც ეხება და ამის გამო შფოთავს, დაბნეულია იმიტომ, რომ „იგი ისე მივიდა იესო ქრისტესთან, ვით ადამიანთან, ესმის კი მისგან რაღაც ზეადამიანური, რაც ჯერ არავის სმენია“. მას ესმის სულიერ შობაზე, მაგრამ არ ფიქრობს სულიერზე, არამედ ხორციელ გაგებამდე ამცრობს გაგონილს და ესოდენ დიად და მაღალ მოძღვრებას საგანთა ჩვეულ წესში მოაქცევს. წმიდა იოანე ოქროპირი სვამს კითხვას: „როგორ? მოძღვარს უწოდებ მას და ამბობ, რომ ღმერთისგანაა მოსული, მის სიტყვებს კი არ იღებ და მასწავლებელს უჩვეულო გაოცებას უჩვენებ?“ და იქვე თვითონვე პასუხობს, რომ ნიკოდიმოსის მიერ ნათქვამი „ვითარ“ – „მიწიერი ფიქრებით შეპყრობილთა გაოცებაა“, იგი ამას ადრის სარას სიცილით ნათქვამ „ვითარს“.
მაცხოვარი ცდილობს, როგორმე მოწყვიტოს მიწიერ აზროვნებას ნიკოდიმოსი და პირდაპირ ეუბნევა, რომ იგი სულ სხვა სულიერ შობაზე საუბრობს. „სულიერი შობა შეიცავს ორ შემადგენელ ნაწილს -წყლისაგან და სულისგან შობას“.
მეორედ შობა, ანუ ნათლისღება, მართლმადიდებელ ეკლესიაში შემდეგნაირად ხდება: მღვდელი (ეპისკოპოსი) 3 გზის ასხავს თავზე წყალს (ან სრულად ჩაფლავს მას ემბაზში) მოსანათლ პიროვნებას და წარმოთქვამს: ნათელს იღებს მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ. და ძისათა, ამინ. და სულისა წმიდისათა, ამინ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ამას მოსდევს მირონცხება, როდესაც სასულიერო პირი ჯვრის სახით სცხებს მირონს მონათლულს სიტყვებით: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა“... ეკლესიის სწავლებით, ნათლისღებით ადამიანს მიეტევა ყოველი ცოდვა ნათლობამდე ჩადენილი, ხოლო მირონცხებით მას მიეცემა სულიწმიდის ნიჭები, რწმენის განვითარებისათვის და სულიერი წინსვლისთვის.
წყლისგან შობის მნიშვნელობაზე წერს იოანე დამასკელი: „საღვთო წერილი გვიმოწმებს, რომ გამნწმენდია წყალი. ნოეს დროს ღმერთმა წყლის მიერ გადარეცხა ქვეყნიური ცოდვა. რჯულის მიხედვით, წყლის მიერ განიწმიდება ყველა უწმინდური... ელიამ სულის მადლი წყალთან თანაშეზავებულად გააცხადა, წყლით დაწვა რა ყოვლადდასაწველი და თითქმის ყვლაფერი, რჯულის თანახმად, წყლით განიწმინდებოდა (რადგან ხილულნი გონისეულთა სიმბოლოები არიან)“. სულიწმიდა ერთხელ მოეფინა ყველას - წყლის გარეშე , თუმცა მოციქული განაგრძობს თხრობას და ამბობს, რომ არავინ უნდა დაბრკოლდეს წყლისგან ნათლისღებაში და ამოწმებს ამით, წყლით ნათლისღების აუცილებლობას.
წმიდა იოანე ოქროპირი წყლით ნათლისღებაზე წერს: „წყალში სიმბოლურად გამოიხატება კუბო და სიკვდილი, აღდგომა და სიცოცხლე, და ყველაფერი ეს ერთდროულად ხდება. როდესაც თავს ვუშვებთ წყალში, ვით კუბოში, ამ დროს დაიმარხება ძველი ადამიანი და, ქვე ჩაშვებული, სრულიად იფარება. შემდეგ, როდესაც ავიმართებით - ახალი ადამიანი იშვება. როგორადაც ჩვენთვის იოლია წყალში ჩაშვება და ამართვა, ასევე იოლია ღმერთისათვის ძველი კაცის დაფვლა და ახლის გამოჩენა. მაგრამ ეს სამგზის ხდება, რათა უწყოდე, რომ ყოველივე მამის, ძს და სულიწმიდის ძალით აღესრულება“. ყოველივე ამის დასტურად ღვთაებრივ პავლეს მოვუსმინოთ: „და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა“ , „ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა“ და „თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა“ . მაგრამ არა მხოლოდ ნათლისღებას ეწოდება ჯვარი, არამედ ჯვარსაც ეწოდება ნათლისღება, მაცხოვარი ამბობს: „ნათლის-ღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ“ და „ნათლის-ღება მაქუს ნათლის-ღებად“.
რამხელა თავმდაბლობაა! ნიკოდიმოსის უგუნური კითხვის (ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად?) შემდეგ, მაცხოვარი არ უარყოფს მის სისუსტეს და ღვთაებრივი მოთმინებით ცდილობს მის სულიერ სიმაღლეზე აყვანას და განუმარტავს, რომ ხორციელ შობასა და სულიერ შობას შორის უდიდესი სხვაობაა და რომ ნიკოდიმოსმა სულიერს უნდა მიაპყროს მზერა და აიძულოს თავი ამაღლდეს ამქვეყნიურზე, რადგან სხვანაირად არ (ვერ) შეიმეცნება უფალი. წმიდა თეოფილაქტე ბულგარელი მაცხოვრის პასუხს ასე განმარტავს: „თუ მე თქვენ გითხარით „მიწიერ“ შობაზე, და თქვენ არ ირწმუნეთ, ე.ი. მე თქვენ აღორძინებაზე გესაუბრეთ, რომელიც ნათლობაში სრულდება და თქვენ ეს სიტყვა არ მიიღეთ, არამედ იკითხეთ: „როგორ?“ მაშინ, როგორღა ირწმუნებთ, როცა გაიგებთ ზეციურ, ენით გამოუთქმელ შობაზე, როგორითაც იშვა (მარადჟამს იშვება ს.ყ.) მამა ღმერთისგან - მისი მხოლოდშობილი ძე?“. მაცხოვარი უჩვენებს ნიკოდიმოსს გზას, მეორედ შობას, რის საშუალებითაც მას შეეძლება გაიგოს ის ზეციური, შემაძრწუნებელი საიდუმლოებები, რასაც საუბრის გაგრძელებისას ნიკოდიმოსი მოისმენს. ის, რომ ნიკოდიმოსს არ ესმის ნათქვამის ჭეშმარიტი აზრი, როგორც სჩანს ქრისტე ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს, არამედ მის სულს ამზადებს უფრო დიდის მისაღებად - როგორიცაა რწმენა, პირადი გამოცდილებით. რამეთუ ეს საუბარი ვერ გაეგო ნიკოდიმოსს, მაგრამ აი, როცა თავისი თვალით იხილავს წინასწარ უწყებულს, მაშინ დარწმუნდება ყოველივეში და გაეფანტება ყოველგვარი ეჭვი...
დიახ, „ნუ გიკვირნ“ ნიკოდიმოს, რამეთუ შენ გეძლევა საშუალება საკუთარი გამოცდილებით შეიმეცნო ქრისტე და განვითარდე მასთან მყოფობაში. „ნუ გიკვირნ“, რამეთუ პასუხი შენს გულის კითხვაზე თავად ქრისტეს პიროვნებაა. „ნუ გიკვირნ“ „არამედ გრწმენინ“.

სულიწმიდა
(ვითარ შესაძლებელ არს ესე)

სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია? ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?
ქრისტე კვლავ ხედავს, რომ ნიკოდიმოსი შეშფოთებულია, ამიტომ გრძნობად მაგალითს მოიხმობს. „ნუ გიკვირნ“, ამბობს იგი, „რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობა.. სულსა ვიდრეცა უნებნ ქრინ“. სიტყვით: „ნუ გიკვირნ იგი გამოხატავს ნიკოდიმოსის გულის შფოთვას და სხეულთაგან უნატიფესზე მიაქცევს მის ყურადღებას. სიტყვით: შობილი იგი სულისაგან სული არს, ქრისტე უკვე განაშორებს ნიკოდიმოსს ხორციელ წარმოდგენათაგან. ქრისტე „ცდილობს“ ხილული მაგალითით უჩვენოს ნიკოდიმოსს თავისი ნათქვამი, ის რაღაც შუალედურს პოულობს ხორციელ და უხურცო არსებებს შორის - კერძოდ, ქარის მოძრაობას, - და ამ მაგალითით შეაგონებს მას“. „და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან“ „ამით უკვე ყველაფერია თქმული. ქრისტე ამბობს: თუ არ შეგიძლია ახსნა არც დასაწყისი, არც მიმართულება ქარისა, რომელსაც შეიგრძნობ სმენითა და შეხებით, მაშ, რად ცდილობ ღვთის სულის ქმედების გაგებას? შენ, ვისაც ქარის გზებიც ვერ გაგგია, თუმც კი მისი ხმაური ჩაგესმის“.
სიტყვები: „სულს ვიდრეცა უნებნ, ქრინ“ - ნუგეშინისმცემლის ძალაუფლების აღსანიშნავადაა ნათქვამი. როგორც ქარი ქრის სადაც მოესურვება, ასევე სულიწმიდა მოქმედებს სადაც სურს და მას (მის ქმედებას) ვერაფერი ვერ შეაკავებს. როგორც ჩანს ნიკოდიმოსი დაბნეულია. ერთი, რომ მას სურს მთელი არსებით შეიმეცნოს ქრისტეს სწავლება, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ის უკვე დარწმუნებულია, რომ სწორედ მასთან მოვიდა - ვისაც აქვს მის კითხვებზე პასუხი. მეორე მხარე მისი დაბნეულობისა კი - იმ კითხვიდან ჩანს, რომელსაც სვამს: „ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე?“. ნიკოდიმოსი ისევ ადამიანურად უდგება ნათქვამს და ცდილობს თავისი განათლებითა თუ უბრალოდ ლოგიკით მისწვდეს იმის აზრს, რაც ქრისტესგან მოისმინა, მაგრამ რა თქმა უნდა მან ეს ვერ შეძლო. აქედან გამომდინარეობს მისი კითხვაც, რომელიც ეჭვზე მეტად, ჩემი აზრით, გაოცებას შეიცავს. მაშ რაღას ვიტყვით ქრისტეს პასუხზე? საყვედურობს? არა, არ საყვედურობს. წმ.იოანე ოქროპირი ამ ადგილის განმარტებისას წერს: „დაუკვირდი, რომ იგი ამ ადამიანს ამხელს არა ბოროტ განზრახვაში, არამედ - უგუნურებასა და სიბრიყვეში“. ისმის კითხვა: რომელ უგუნურებაში? პასუხი ქრისტეს სიტყვებიდანვე ნათელია: „შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია?“. მაცხოვარი ამ შემთხვევაშიც ცდილობს ნიკოდიმოსის მიწიდან მოწყვეტას და სურს, რომ მან (ნიკოდიმოსმა) თავის ცოდნას სხვა მხრიდან შეხედოს. ამით ვამბობთ, რომ მაცხოვარი ცდილობს ნიკოდიმოსის გონება წარმართოს იმ მოვლენებისკენ, რაც ძველ აღთქმაში მოასწავებდა ნათლობას და ამ შემთხევაში, რაღა თქმა უნდა, წმიდა სულის მოქმედებას. მაცხოვარი განაგრძობს და შემდეგი სიტყვებით უკვე სხვა მხრიდან ცდილობს დაუდასტუროს ნათქვამის ჭეშმარიტება, თან მოწყალედ ითვალისწინებს ნიკოდიმოსის უძლურებას. მაშინ მაცხოვარი ამზადებს მას უმეტესის მოსასმენად და ეუბნება: ნიკოდიმოს თუ შენ ქვეყნიურს არ იგებ (არ გჯერა), მაშ, როდესაც ახლა მე შენთვის გამზადებული მაქვს ზეციური საიდუმლოებების თხრობა, მას როგორღა მისწვდები? ამით მაცხოვარი თითქოს „წააქეზებს“, უბიძგებს ნიკოდიმოსს გამოფხიზლდეს და თავისი ხედვა ზეცისაკენ მიმართოს.

მაცხოვრის ღვთაებრიობა

და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ. რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
ნიკოდიმოს! გაეცა პასუხი შენს გულის კითხვას. ეს ის არის - ყოვლადძლიერი, რომელსაც ასე მოელი! მაცხოვარი უსწორებს ნიკოდიმოსს იმ მცდარ შეხედულებას, რომელიც გამოსჭვივის მთელი საუბრის განმავლობაში: „რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად“. მაცხოვარი ეუბნება: „ნუ იფიქრებ, თითქოსდა მეც ისეთივე მოძღვარი ვარ, როგორიც იყო მრავალი წინასწარმეტყველი მიწაზე შობილი; მე ზეციდან მოვედი. წინასწარმეტყველთაგან არავინ ამაღლებულა იქ, მე კი მუდამ იქ ვსუფევ“. „მაშ, როცა გაიგებ, რომ მოვედი, არ იფიქრო, თითქოს მე იქ აღარ ვარ; მაგრამ მე აქაც (მიწაზე) ვიმყოფები ხორციელად და იქაც (ზეცაში) ტახტზე ვზივარ მამასთან ერთად - ღვთაებრივი ბუნებით“. მაცხოვარი აძლევს ნიკოდიმოსს ცოდნას, რომელიც ჯერ არავის მიუღია - უმხელს რა მას უდიდეს საიდუმლოს და ამით კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთელი გონება მისი (იესოს) პიროვნებისკენ მიმართოს. მოისმენს რა ნიკოდიმოსი ამ ღვთაებრივ, გამაოგნებელ საიდუმლოს, როგორც სჩანს გაოგნებულია და მაცხოვარი მას, როგორც ჯერ ისევ მიწიერად მოაზროვნეს, აძლევს საშუალებას ეს თვითონ შეიმეცნოს. კერძოდ, ის მოუყვანს მაგალითს მოსეს ქმედებიდან, როდესაც მან გველი აღმართა შუა უდაბნოში, რათა მისი რწმენით შემხედვარე ისრაელიანები არ დაღუპულიყვნენ დაგესვლისგან.
მაცხოვარი ერთი მხრივ ანახებს ნიკოდიმოსს, რომ მთელი ძველი რჯული მისი წინასახეა, მეორე მხრივ იმიტომ უთხრობს წინასწარ ჯვარცმაზე, რომ იგი ჯერ მეტისთვის მზად არ არის და მაშინ როდესაც ნიკოდიმოსი იხილავს, მაშინ უნდა დარწმუნდეს. დარწმუნდება კიდეც, ის ერთადერთია რჯულის მოძღვართაგან, რომელიც შევა პილატესთან და გამოითხოვს მაცხოვრის სხეულს.
მაცხოვარი აგრძელებს მის განსწავლას და ეუბნება, რომ როგორც იქ მოსეს დროს არაფერი ევნებოდათ (ხორციელად) რწმენით შემხედვარეთ, ახლა აქ, როდესაც განდიდდება ძე ღვთისა, როდესაც ამაღლდება ჯვარზე და გაიმარჯვებს სიკვდილზე - არაფერი ევნებათ მის მორწმუნეებს და მეტსაც გეტყვის შენ იგი ნიკოდიმოს, არა თუ არ ევნებათ, არამედ საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებენ. ნიკოდიმოსმა იცის, რომ ერთადერთს, ღმერთს ძალუძს დაუმკვიდროს ადამიანს საუკუნო ცხოვრება და რომ ერთადერთი მისი (ჭეშმარიტი ღმერთის) რწმენითაა შესაძლებელი გადარჩენა. ამის პასუხად და ნათქვამის განსამტკიცებლად რომ ნიკოდიმოსი ეჭვებში არ ჩავარდეს, მაცხოვარი დასძენს, რომ ის ზუსტად ის ერთადერთია, რომელიც მამამ მოავლინა სოფლის სიყვარულისთვის. ნიკოდიმოსი აშკარად ხვდება რას ეუბნება მას ქრისტე, რადგან როგორც ვიცით, როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს ბრალად ზუსტად იგივე წაუყენეს: ძედ ღვთისად ხმობ თავს და ამით საკუთარ თავს ღმერთს უტოლებო. დიახ, ნიკოდიმოს! „ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“. მწამს, იმ მომენტშიც იერემიასავით უგალობდა ნიკოდიმოსის გული უფალს: „შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო“.

არა განკითხვად, არამედ საცხოვნებლად

რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.
მოუთხრო რა მაცხოვარმა თავის ღვთაებრიობაზე, არ სურს ნიკოდიმოსის სული შეაწუხოს კითხვებმა და განუმარტავს თავისი მოსვლის მიზეზს. უხსნის, რომ იგი არა სოფლის დასასჯელადაა მოსული, არამედ - გადასარჩენად. „რადგან გასასამართლებლად რომ მოსულიყო, რამეთუ ყველა ადამიანმა შესცოდა, ჩვენი ცოდვების მიხედვით უკვე ყველანი ვიქნებოდით დასჯილნი.“ ვინც ირწმუნებს ის გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს ის უკვე დასჯილია. მაცხოვრის ეს სიტყვები ასე უნდა გავიგოთ: ვინც ნათელში არ არის (სულით), ანუ ვინც არ ირწმუნა ქრისტესი და არ ცდილობს მასთან ყოფნას - ესაა მისთვის უკვე უდიდესი სასჯელი, რომელსაც საკუთარ თავს ადებს. მართალია ურწმუნო ჯერ გეენიის ცეცხლში არ არის ჩაგდებული, მაგრამ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, მიჰყავს საუკუნო სასჯელისაკენ. ამასაც განუმარტავს უფალი ნიკოდიმოსს, რომ ნათელი მოვიდა სოფელში, ადამიანებმა კი ბნელი შეიყვარეს და არ სურთ ნათელი, ანუ ადამიანებისვე არჩევანია მათი ბნელში ყოფნა და საუკუნო წარწყმედა. ხოლო ის, ვინც კეთილია, ხედავს ნათელს და მიილტვის მისკენ. ამ უკანასკნელი სიტყვებით მაცხოვარი კვლავ მოუწოდებს ნიკოდიმოსს, რომ მივიდეს მასთან, ერთადერთ ჭეშმარიტ ნათელთან, ერწმუნოს მას და დაიმკვიდროს მისთვის გამზადებული ცათა სასუფეველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 12 2013, 06:06 PM
პოსტი #7


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



დანართი
უნათლავ ჩვილთა ხვედრის შესახებ
სამწუხაროა, როდესაც ამ თემაზე გვიწევს ყურადღების გამახვილება. ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის სახარების თვითნებური განმარტებები, რაც არ შეესაბამება ქრისტეს წმიდა ეკლესიის სწავლებას. მართლმადიდებლობის სახელით იქადაგება ის, რაც არც მაცხოვარს, არც ერთ წმიდა მოციქულს თუ წმიდა მამას* არასდროს და არსად არ უთქვამს. მახსენდება იერემია წინასწარმეტყველის წიგნში დაწერილი: „მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი“. საუბარი გვაქვს მუცლადმოწყვეტილ ჩვილთა ხვედრის შესახებ, რადგან მავანნი ამბობენ: „მოუნათლავი ჩვილები უპირობოდ დაიღუპებიან“! და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ამ მოსაზრების დასტურად მოჰყავთ ციტატა იოანეს სახარებიდან: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ“ და „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ . მათი აზრით, მშობლები, რომელთაც მკვლელობა ჩაიდინეს, შესაძლებელია ცხონდნენ - თუ მოინანიებენ, ხოლო მათ მიერ მოკლული ჩვილები (რომლებსაც არც ნება გააჩნიათ და არც შეგნება) კი საუკუნო ტანჯვისთვის გაუმეტებიათ... საინტერესოა, რატომ უშვებენ მაცხოვრის ამ სიტყვებს მათზე, რომელნიც ჯერაც არ შობილან, არ შეუცვნიათ სიკეთე და ბოროტება. მეორედ შობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვსვამთ კითხვას: როგორ უნდა იშვას მეორედ ის ვინც ჯერ პირველადაც არ შობილა? ვგონებთ, პასუხს წმიდა მამათა სწავლებებიდან მივიღებთ, რითაც თავიდან ავირიდებთ ყოველგვარ თვითნებობას.
საინტერესოა ასევე ვინ მონათლა უამრავი ის წმიდანი, რომელნიც არ ნათელღებულან? მაგალითისთვის ვიტყვით: წმ. სიდონიას, ანდაც მაცხოვრის შობისას მოწყვეტილ 2 000 ჩვილს, რომელთაც ქრისტეს ეკლესია მსახურებისას მიუძღვნის მათ სულიერ ჰიმნებს და განადიდებს, როგორც მოწამეებს და გვირგვინოსნებს. უამრავი ასეთი შემთხვევაა მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში და ყველაზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, ვიკითხოთ: ვინ მონათლა ის, ვისზეც მაცხოვარმა ბრძანა: „არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა“ ? წმ.იოანე დამასკელი წერს: „ნათელ-იღო იოანემ მეუფის საღვთო თავზე ხელის დადებით და საკუთარი სისხლით“.
სანამ უშუალოდ წმიდა მამათა ნათქვამს მოვიხმობდეთ, უნდა დავსვათ მთავარი კითხვა: „წარსაწყმედელს გადასცემს თუ არა საუფლო მართლმსაჯულება უნათლავობის გამო იმათ, რომლებიც საკუთარ უნათლავობაში არანაირად დანმაშავენი არ არიან?“
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველა ადამიანის პიროვნული ნება ღვთივმონიჭებულია, ანუ საღვთოა და ეს ნება თუკი მას ცნობიერად არ გავაუკუღმართებთ, ბუნებითად არის ღვთისკენ, ცხონებისკენ მიმდრეკი. ამიტომ, ჩვილებში, რომლებშიც ცნობიერების არავითარი გაუკუღმართება არაა, პიროვნული ნება უთუოდ ნათლობის მოსურნეა, რადგან ეს ნება სრულიად შეურყვნელია მათში.
ე. ჭელიძე თავის ნაშრომში „მოუნათლავ ჩვილთა შესახებ“ სვამს კითხვას, რომელიც ვგონებ თვითვეა პასუხი ამ კითხვისა, ის წერს: „ვთქვათ, კატეგორიულად დავადგინეთ, რომ თუნდ მუცელში მოწყვეტილი ჩვილები, სრულიად უდანაშაულოდ უნათლავად აღსრულებულნი, საუკუნო წარწყმედას და მარადიულ ცეცხლს მიეცემიან. განა აქედან ის უეჭველი დასკვნა არ გამოდის, რომ ეს ჩვილები შექმნისთანავე განწირულნი ყოფილან წარსაწყმედად, რადგან ისინი მუცელში მოწყდნენ და, ცხადია, ვერანაირ ნათლობას ვერ მიიღებდნენ. გამოდის, რომ უფლისმიერი გამოსყიდვა მათთვის არ აღსრულებულა, რომ უფალი მათ გამოსახსნელად არ ჯვარცმულა. ვფიქრობთ, უეჭველზე უეჭველია, რომ უფლის როგორც ყოვლისმცოდნესთვის წინდაწინვეა ცნობილი, თუ ვინ მოწყდება მუცელში (და მოწყდება, ცხადია, უნათლავად). შესაბამისად, თუ მუცელში მოწყვეტილობა უპირობო წარწყმედას ნიშნავს, გამომდინარეობს ერთადერთი უცილობელი დასკვნა, რომ ამგვარი შექმნითვე, ყოველგვარი პიროვნული არჩევანის შესაძლებლობის მიცემის გარეშე, წარწყმედისათვის გაჩენილან და, ცხადია, უფალი მათთვის არ მოსულა, უფლის გამომსყიდველობითი ღვაწლი მათზე არ გავრცელებულა. მაცხოვრის მოსვლის ჟამსაც და, ცხადია, შემდეგშიც აურაცხელი ადამიანი მოწყვეტილა დედის საშოში. მუცელში მოწყვეტილობა, რა თქმა უნდა, უნათლავობაა და თ ამ სახით მოწყვეტილთა სრულ უდანაშაულობას ანუ მათ მიერ პიროვნული არჩევანის გამოხატვის შეუძლებლობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია უზენაესი მართლმსაჯულებისათვის, მაშინ უნდა დავადგინოთ, რომ ამგვართა გამოსახსნელად არ ჯვარცმულა უფალი. წარმოდგენილი კატეგორიული „განჩინებით“... უფალს ისინი, წინასწარვე მარადიული ცეცხლისათვის შეუქმნია“.
აქ კი მოჰყავთ მოსაზრება, რომ „ის ჩვილები, რომელნიც მუცლად მოწყდნენ, რომ დაბადებულიყვნენ მათი ნება მიდრეკილი იქნებოდა წარწყმედისაკენ, რაც უფალმა დასაწყისშივე აღკვეთაო“. ასეთი მოსაზრება მიუღებელია ეკლესიისთვის. მოვუსმინოთ რას წერს წმიდა იოანე დამასკელი: „ღმერთს სიკეთის გამო არარსებობიდან არსებობაში შემოჰყავს ქმნილებანი და სამომავლოთა წინასწარმცოდნეა იგი. ამიტომ თუ [ქმნილებანი] არ იარსებებდნენ, არც ბოროტნი იარსებედნენ და არც წინასწარცოდნანი იქნებოდა მათ შესახებ, რადგან არსებულთათვის არის ცოდნა, წინასწარცოდნა კი - უეჭველი მომავლისათვის. მართლაც, პირველია არსებობა და მეშდეგია კეთილად თუ ბოროტად არსებობა. ამიტომ, თუკი იმათ, რომლებსაც ღვთის სიკეთის მიერ არსებობა ელოდათ, დაუბრკოლდებოდათ შექმნა იმის გამო, რომ საკუთარი არჩევნით ბოროტნი უნდა გამხდარიყვნენ, მაშინ ბოროტება გამარჯვებული იქნებოდა საღვთო სიკეთეზე.
ამიტომ, ღმერთი ყოველივეს, რასაც ქმნის, კეთლს ქმნის, მაგრამ თითოეული, საკუთარი არჩევნისაგან გამომდინარე, ან კარგი ხდება, ან ბოროტი“. აქვე გავიმეორებთ, რომ მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა თავისი პიროვნული ნების გამოხატულებისა და რომ ყოველი ადამიანის ნება ღვთივმონიჭებულია და მიმდრეკია იგი სიკეთისაკენ(განსაკუთრებით ჩვილებში, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ ბოროტება).
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა: ჩვილი ბავშვები „... რომლებიც მოუნათლავნი წავიდნენ, მართალი მსაჯულის წინაშე არ იქნებიან არც განდიდებულნი და არც დასჯილნი ვინაიდან მართალია დაბეჭდილნი არ არიან, მაგრამ არც დაწუნებულნი“.
სამწუხაროდ, გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ სიტყვებსაც არასწორად იგენებ, ამიტომ საჭიროდ მივიჩნევთ მოვიყვანოთ წმიდა გრიგოლის კიდევ ერთი გამონათქვამი: „შესაძლებელია, ისინი იქ ცეცხლით იქნენ მონათლულნი - ამ ბოლო ნათლობით, ყველაზე რთულით და ხანგძლივით, რომელიც სჭამს ნივთიერებას როგორც თივას და შთანთქავს ყოველ ცოდვას“. ამასთან დაკავშირებით, თავის ნაშრომში, მოსკოვის სასულიერო აკადემიის ლექტორი ა.ზაიცევი წერს: „აღსანიშნავია, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ზემოთ მოყვანილი უნათლავი ადმიანების სიკვდილის მერე ხვედრზე ხედვა იმ დროს რაიმე უკიდურეს გამონაკლისს კი არ წარმოადგენდა, არამედ სწორედ საპირისპიროს. მაგალითად, მისი თანამედროვე ღირსი ეფრემ ასური დარწმუნებულია, რომ ყველა გარდაცვლილი ჩვილი მიუხედავად იმისა მონათლულია თუ არა, მიიღებს ღვთიური ნეტარების მთელ სისავსეს“.
წმ.ბასილი დიდის ძმა წმიდა გრიგოლ ნოსელი სპეციალურ ნაშრომში სახელწოდებით „ნაადრევად მომწყდარ ჩვილთათვის“ პირდაპირ ამტკიცებს, რომ ჩვილებს, როგორც არანაირი ბოროტის ჩამდენს, არაფერი არ აღუდგებათ წინ რათა ღვთის ნათელის თანაზიარნი იყვნენ. აი, როგორ ამბობს ის: „ჩვილი, გამოუცდელი ბოროტისაგან, ვინაიდან მის სულიერ ხედვას არანაირი ავადმყოფობა არ ეღობება იყოს თანლის თანაზიარი, იმყოფება ბუნებრივ მდგომარეობაში და არ ესაჭიროება განწმენდა სულიერი ჯანმრთელობის აღდგენაში, რადგან დასაწყისშივე არ შეუშვია სულში ავადმყოფობა“.
„მღვდელი ა. ბურგოვი წერდა: „წმიდა წერილის სწავლების საწინააღმდეგოა პროტესტანტ მკაცრ ღვთისმეტყველთა ის მტკიცებულება, რომ პირველქმნილი ცოდვა თავის თავად არის „ვერე სიტ პეცცატუმ“ [არის ნამდვილი ცოდვა], რომლის გამო ყველა მოუნათლავი და ასევე ჩვილი განწირულია საუკუნო სასჯელისათვის“.
თვით ფაქტი ადამიანის მიერ ნათლობის მიღებისა წმინდა მამების მიერ არ განიხილებოდა როგორც რაიმე იდულიგენცია. ნათლობის მადლმოსილება - ეს არის ნიჭი, და როგორც ყოველი ნიჭი, ის თავისუფლად უნდა იყოს შეთვისებული. ჩვილთა ნათლობისას მადლი ღვთისმსახურებისას პოტენციურად მიეწოდება შესაძლებლობისდა მიხედვით („საწყისში“, როგორც „გარეგანი ბეჭედი“ ), და მისი აქტუალიზაცია ხდება ადამიანის ნების გამოვლენისას, რამდენად თავისუფლად და შეგნებულად უახლოვდება იგი ღმერთს. წინააღმდეგ შემთხვევაში - „წყალი რჩება წყლად“ , „რამეთუ ადამიანი არ იშვება სულისაგან წმიდისა ძალით...“ . ანუ, ნათლობის მადლი, რომელიც როგორც შეუქმნელი ენერგია ღვთისა თავის თავად სრულყოფილი და უცვლელია, ადამიანის თავისუფალ ძალისხმევაზე დამოკიდებულებით ან თავს იჩენს ადამიანში, „ანათებს“ მასში, ანდა ადამიანის მიერ იკარგება და „ქრება“.
იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს მიერ მოწერილ წერილში (პასუხად საქართველოს სამოციქულო ეკლესიას) აღნიშნულია: „ამავე სულით შეეხო ამ საკითხს წმ. ანასტასი სინელიც, რომელიც თავის „კითხვა-მიგებაში“ გვაწვდის პასუხს, კითხვას სვამს რა ამგვარად: „სად ვამბობთ, რომ მიდიან ხუთი წლის ან ოთხი წლის უბოროტო ბავშვები იუდეველებისა და უნათლავებისა? სასჯელში თუ სამოთხეში?“ მისი პასუხი ასეთია: „რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რაც ამბობდა, რომ მამათა შეცოდებანი გადადის შვილებზე და რადგან თქვა მან წინასწარმეტყველთა მიერ, რომ არ წარიწყმიდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო, მე მიმაჩნია, რომ არ შევლენ ისინი გეჰენიაში, თმც არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა“ (კითხვა-მიგება 81-ე, PG.89, 709 cool.gif. და რომ „სასჯელი მათი უნათლავობის გამო აქვს მშობლებს...“ ჩვენ ვერწმუნოთ წმ. ანასტატის, რომელიც სწორედ უნათლავ ჩვილებთან დაკავშირებით ბრძანებს, რომ არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა, გავიშოროთ კატეგორიულობა და ოლიმპიადორე ალექსანდრიელის კვალობაზე, უფალს მივანდოთ უნათლავად აღსრულებულ უდანაშაულო ჩვილთა ხვედრის განსაზღვრა.
ასევე აღნიშნავენ, რომ თითქოს უნათლავ ჩვილთა წარუწყმედელობა კართაგენის კრების 110-ე კანონის უარყოფაა. ეს კანონი კი შეაჩვენებს მათ, რომლებიც თვლიან, რომ ჩვილებს არა აქვთ ადამისეული პირველცოდვა და თითქოს ამიტომ ნათლობაც არ სჭირდებათ. ამგვარი აზრი რათქმაუნდა უმართებულოა. ხსენებულ კანონში კი აბსოლუტურად არაფერია თქმული სრულიად უდანაშაულოდ უნათლავად აღსრულებულთა საუკუნო წარწყმედის შესახებ, არადა ამის აღნიშვნას, თუკი ამგვარი დოგმატი (ე.ი. დოგმატი უდანაშაულოდ უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო წარწყმედის შესახებ) მართლაც არსებობდა, სწორედ მითითებულ კანონში უნდა ჩაწერილიყო, რადგან ეს კანონი საკუთრივ ჩვილთა ნათლობას ეხება.
„ამრიგად საბოლოო დასკვნის სახით ავღნიშნავთ: ზემოდდამოწმებული მასალების სიმრავლე, ვფიქრობთ, უეჭველად ცხადყოფს, რომ უნათლავ ჩვილთა საკითხს ეკლესიის მოძღვარნი განიხილავდნენ უდიდესი სიფრთხილით, არ გამოაქვთ კატეგორიული დასკვნები და არათუ არ განაჩინებენ გარდაუვალად ხსენებულ ჩვილთა უპირობო მარადიულ დაღუპვას და ტანჯვას, არამედ, როგორც ვნახეთ, რიგ გამონათქვამებში უთუოდ იხრებიან ხსენებულ ჩვილთა წარუწყმედელობისკენ, მათთან დაკავშირებული უფლისმიერი მართალი წინაგაგების მიუწვდომლობისა და განუჩხრეკელობისკენ“.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 13 2013, 09:18 AM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



†სერგი†
გაიხარე სერგი როცა მოვიცლი ჩავუჯდები და წავიკითხავ kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 13 2013, 05:02 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ძმა ხარ ძმა....


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli sharabidze
პოსტი Dec 20 2013, 06:08 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 20-December 13
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 13,472



სერგი ჯიგარი ხარ ძმაო,მიხარია რომ ვიღაც ჩემნაირი გამოჩნდა ვინც მთელი გულით ცდილობს ჩასწვდეს წმიდა წერილს ...............განაგრძე ეგრე,შენს ყველა პოსტს წავიკითხავ )))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 20 2013, 07:49 PM
პოსტი #11


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



მადლობელი ვარ. ღმერთმა ქნას. მე უბრალოდ წმიდა მამაების შუქზე ვცდილობ რაღაც მეტი გავიგო საკუთარ რწმენასა თუ ღმერთზე, ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli sharabidze
პოსტი Dec 20 2013, 07:54 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 20-December 13
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 13,472



გაიხარე ძმაო მე უკვე 3 წელიწადია რაც ვუღრმავდები "ჩემი მიწიერი სიბრძნით რაც ღმერთის თვალში სისულელეა" წმიდა წერილს,ასევე წმიდათა ცხოვრებებს,მათ გამოცდილებას,ისიხასტურს,მეუდ
აბნოეობას,ასკეტიზმს და ...... happy.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 21 2013, 10:55 AM
პოსტი #13


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



აბა გვითხარი გაგვეცანი ვინ ხარ სად მოღვაწეობ kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 21 2013, 02:18 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
[quote][quote]აბა გვითხარი გაგვეცანი ვინ ხარ სად მოღვაწეობ [/quote[/quote]
ოღონდ ამ განყოფილებაშI არა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 21 2013, 02:30 PM
პოსტი #15


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



რა თქმა უნდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 02:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი