IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შევიდე სახლსა შენსა...
Irine
პოსტი Aug 20 2006, 06:30 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63




ტაძარში შესვლისას

უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს „სჭირდება“. პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ.

სახლი ღმრთისა არის „სახლ სალოცველ“ და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“.

ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის, ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

ხატებთან სანთლის დანთებით, პირჯვრის გამოსახვითა და მათ წინაშე მეტანიის შესრულებით, გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს სიწმინდეთა მიმართ.

ტაძარში დანთებული სანთელი, ეს პირველ რიგში ღმერთისთვის შეწირული მსხვერპლია. მსხვერპლი არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით. მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით. მნიშვნელობა არა აქვს, რა მატერიალური ფასეულობისაა ეს მსხვერპლი. მამას ხომ დაბადების დღეზე შვილის მიერ ნაჩუქარი, მისი ხელით შესრულებული ნახატი იმდენადვე გაახარებს (თუ უფრო მეტად არა), როგორც მის მიერვე დედის მიცემული ფულით ნაყიდი ძვირფასი ნივთი.

ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ უფალთან „კომერციული ურთიერთობა“ დაამყაროს. მაგ: „ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ“. ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს.

პირჯვრის გადაწერისას ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქრისტიანები და გვაქვს ღვთის დახმარების სასოება. გარდა ამისა, პირჯვრის გადაწერა გვიცავს ყველა უბედურებისაგან.

მეტანია ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. მას აღვასრულებთ ღმრთის წინაშე ჩვენი ცოდვებისა და უღირსების შეცნობის ნიშნად და სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ. მცირე მეტანიის აღსრულებისას პირჯვარს ვიწერთ და ქედს ვიხრით, ხოლო დიდი მეტანია სრულდება მუხლმოდრეკით, როდესაც თავითა და ხელებით მიწას ვეხებით.

ლოცვა შეგიძლიათ, როგორც ძველქართულად - ასევე თანამედროვე ქართულით. როდესაც კანონიკური ლოცვანის ტექსტებს შეეჩვევით, თანდათან თვითონვე გამოიყენებთ საეკლესიო ქართულ სიტყვებს და გამოთქმებს, რადგან იგრძნობთ, რომ საეკლესიო ენა თავისი ხატოვნებით, აზრის გამოხატვის სიზუსტითა და მხატვრული გამომსახველობით გაცილებით მოსახერხებელია უფალთან სასაუბროდ, ვიდრე ჩვენი სალაპარაკო, გამარტივებული და დამახინჯებული ენა.

ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე უნდა მივიდეთ, რათა მოსახსენებლის შეგზავნა, სანთლების დანთება და ხატების წინაშე ლოცვა მოვასწროთ, შედეგ გავჩერდებით რომელიმე ადგილას - მამაკაცები მარჯვნივ, ქალები - მარცხნივ - პირით საკურთხევლისაკენ და მსახურების განმავლობაში ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ.

თუ უძლურებაში ხართ, ანდა - ხანშიშესული, შეგიძლიათ მსახურებისას იჯდეთ (ამისთვის ტაძრის დასავლეთ მხარეს არის სკამები) და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვებისას წამოდგეთ.

ღმრთისმსახურებისას ეცადეთ ყურადღებით ისმინოთ კითხვა და გალობა, რადგან საეკლესიო ტექსტების შინაარსი ღრმააზროვანია, მათში ღმრთისადმი დიდი სინანულია გამოხატული, მოთხრობილია წმიდანებზე და ღმრთის მიერ ქმნილებისადმი გარდამოვლენილი დიდი წყალობის შესახებ. შეეცადეთ, მსახურება იმდენად სმენით კი არა, უმეტესად - გახსნილი გულით მიიღოთ, ტაძრის კეთილისმყოფელი ატმოსფერო შეიწყნარეთ. ქვეყნიურ პრობლემებს განერიდეთ და ისაუბრეთ ღმერთთან.

მხოლოდ ჩვენზე, ჩვენი რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული - გულის სიმშვიდესა და მადლმოსილ შემწეობას მივიღებთ, თუ მწუხარენი და უნუგეშონი დავრჩებით.

ღმერთთან თვალთმაქცობა შეუძლებელია, მას ვერ მოვატყუებთ; „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8). მხოლოდ წმიდა გულიდან ამომავალ სიტყვებს ისმენს უფალი და სულიწმინდის მადლით აღავსებს მას.

ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს საიმისოდ, რომ გულის განწმენდა მოვინდომოთ, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, უზაკველად მივმართოთ უფალს, რომელმაც იმისთვის, რომ მარადიული სიკვდილისაგან გამოვესყიდეთ, საკუთარი თავი სატანჯველად გაცოფებულ ბრბოს ნებით გადასცა. რომელმაც უდიდესი დამცირება და საშინელი სიკვდილი დაითმინა, რათა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა.

და ამიტომ ჩვენი ვალია, საკუთარი თავი ვაიძულოთ და კეთილი საქმეები აღვასრულოთ, ლოცვის ღვაწლი ვიტვირთოთ, შემბილწველ ვნებათაგან განვიწმინდოთ გულები, შეწევნისა და მფარველობისათვის დედა ეკლესიას მივმართოთ, ყველა იმ მადლმოსილი საშუალებით განვიმტკიცოთ სულები, რომელთაც ტაძარში უხვად ვიპოვით.

იმისთვის, რომ ტაძარი თქვენს მეორე და უმთავრეს სახლად იქცეს, იმისათვის, რომ იგრძნოთ, რომ იგი „თქვენია“, იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა აიროთ ტაძარში და უნდა იმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც თქვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგსწავლით, რომ ხელი მაგრამ ჩასჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგაყენებთ.

მოამზადა თინათინ გოგიჩაიშვილმა
„ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ.



--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   შევიდე სახლსა შენსა...   Aug 20 2006, 06:30 PM
marine   "ეკლესიის რომელი...   Dec 14 2016, 09:46 PM
marine   "როცა ტაძარში შევ...   Jan 5 2017, 06:08 PM
marine   "ეკლესიაში მლოცვ...   Jan 9 2017, 09:51 PM
marine   "მართლმადიდებლუ...   Jan 23 2017, 07:54 PM
marine   "დღედაღამ მარხვა...   Feb 2 2017, 11:01 AM
marine   სქემიღუმენმა საბა...   Mar 28 2017, 10:19 PM
marine   "ეკლესიაში რომ აღ...   Apr 2 2017, 01:35 PM
marine   "- ზოგიერთი სწორე...   Apr 6 2017, 10:40 AM
marine   "შეიძლება ითქვას,...   Apr 6 2017, 10:50 AM
marine   "ტაძარში, ღვთის წ...   Apr 7 2017, 01:29 PM
marine   "ეკლესიას სხვადა...   Apr 8 2017, 11:58 AM
marine   "მეუღლე რომ გარდა...   Apr 9 2017, 11:18 AM
marine   "ადამიანები ხშირ...   Apr 10 2017, 12:19 PM
marine   "პირობითად ეკლეს...   Apr 12 2017, 10:54 AM
marine   "სულის მოკვდინებ...   Apr 18 2017, 04:34 PM
marine   - აუცილებელია თუ არ...   Apr 27 2017, 12:18 PM
marine   "ეკლესიის ყოველი ...   May 10 2017, 11:36 AM
marine   "ეკლესიაში ტურის...   May 15 2017, 09:47 PM
marine   "როცა კაცი ხილულ ...   May 16 2017, 11:15 AM
marine   "ერთი წელი ვიცხოვ...   May 17 2017, 07:26 PM
marine   "შინაგანად სულზე ...   May 20 2017, 08:03 PM
marine   "ტაძარი სულიერი ს...   Jun 1 2017, 01:01 PM
marine   "მორწმუნე ეკლესი...   Jun 2 2017, 08:59 PM
marine   "ეკლესია გონების ...   Jun 6 2017, 03:40 PM
marine   "მიტოვებულ ტრაპე...   Jun 11 2017, 12:00 PM
marine   "[ღირსი სერგი რად...   Jun 25 2017, 03:23 PM
marine   "ერთხელ მამა ეპიფ...   Jun 29 2017, 12:52 PM
marine   "აქტიურად დავდივ...   Jul 3 2017, 05:58 PM
marine   "დღეს ეკლესიას ხშ...   Jul 5 2017, 09:48 PM
marine   "ასაკმა ხელი დამა...   Jul 9 2017, 01:35 PM
marine   "ეკლესიის სიფაქი...   Jul 9 2017, 07:37 PM
marine   "ეკლესია ჩემი დიდ...   Jul 14 2017, 10:23 AM
marine   "ქართველი ერი საზ...   Jul 16 2017, 10:07 PM
marine   "ბენედიქტეს მიერ ...   Jul 19 2017, 10:57 AM
marine   ღვთისმსახურებაზე ...   Aug 1 2017, 02:59 PM
marine   "წმიდა იოანე ოქრო...   Aug 2 2017, 08:40 PM
marine   "ტაძარში ლოცვის დ...   Aug 3 2017, 10:53 AM
marine   "ადამიანი, რომელს...   Aug 3 2017, 07:21 PM
marine   "ჩვენი ერთადერთი ...   Aug 6 2017, 03:10 PM
marine   "როცა აღარც კი მქ...   Aug 19 2017, 08:13 AM
marine   "მამა მაქსიმეს [ფ...   Aug 19 2017, 08:37 AM
marine   "ისე არასდროს გამ...   Aug 21 2017, 06:24 PM
marine   "ერთი სულიერი შვი...   Aug 24 2017, 10:56 AM
marine   "ეკლესიაში სიარუ...   Aug 24 2017, 01:43 PM
marine   "ტაძარში ტყუილის ...   Sep 8 2017, 11:47 AM
marine   "ჩემთვის ეკლესია ...   Sep 14 2017, 10:31 AM
marine   "[ეკლესიაში] ირგვ...   Sep 25 2017, 10:56 AM
marine   "ეკლესიაში წასვლ...   Sep 25 2017, 09:43 PM
marine   "თავისი არსით ეკლ...   Oct 4 2017, 11:54 AM
marine   "აღთქმის მიხედვი...   Oct 9 2017, 07:49 PM
marine   "ეკლესიაში საუბა...   Oct 16 2017, 09:21 AM
marine   "ღირსი ისააკ ოპტე...   Oct 21 2017, 09:18 AM
marine   "ჩვენ ვაშენებთ ტა...   Oct 25 2017, 09:53 AM
marine   "კრიტიკა მათგან ი...   Nov 1 2017, 10:59 PM
marine   "მრევლი სინდისია ...   Nov 7 2017, 10:32 PM
marine   "შენ ან ეკუთვნი ე...   Nov 13 2017, 10:21 AM
marine   "მამა ონუფრე იმდე...   Nov 15 2017, 10:53 AM
marine   "ნუ შევუშინდებით ...   Nov 23 2017, 01:57 PM
marine   "ეკლესიაში მოსვლ...   Dec 3 2017, 01:57 PM
marine   "თქვენ დგახართ ტა...   Dec 6 2017, 10:50 AM
marine   "მე უწინარესად, მ...   Dec 6 2017, 07:41 PM
marine   "ჩვენს წინაპრებს ...   Dec 13 2017, 07:54 PM
marine   "მე ღმერთი მხოლოდ...   Dec 17 2017, 11:00 PM
marine   "ეკლესია ის წმინდ...   Dec 18 2017, 10:48 AM
marine   "წმინდა ეკლესია ა...   Dec 22 2017, 09:27 PM
marine   "როცა ადამიანი მო...   Dec 29 2017, 10:18 AM
marine   "ხმაური, სიცილი დ...   Jan 11 2018, 11:47 AM
marine   "ღვთის სახლი ადამ...   Jan 16 2018, 12:56 PM
marine   "რომელი იყო თქვენ...   Jan 19 2018, 10:13 PM
marine   "ყოველი ადამიანი,...   Jan 22 2018, 09:27 PM
marine   "ფარისეველია კაც...   Jan 28 2018, 02:32 PM
marine   "უფალი სახარებით...   Jan 31 2018, 11:20 AM
marine   "ერთხელ ერთ მღვდე...   Feb 11 2018, 06:53 PM
marine   "ტაძარში შესულნი ...   Feb 12 2018, 10:25 AM
marine   "სადაც არ არის ტა...   Feb 13 2018, 07:59 PM
marine   "ეკლესიაში საღვთ...   Feb 16 2018, 08:04 PM
marine   "მღვდელი ამბობს: ...   Feb 23 2018, 11:06 AM
marine   “გეშინოდეთ ეკლესი...   Feb 23 2018, 11:29 PM
marine   "ადამიანისთვის მ...   Feb 26 2018, 10:15 AM
marine   "რაც არ უნდა ეცად...   Jun 22 2018, 07:23 PM
marine   "მოდით, ძალზე ბან...   Jul 16 2018, 09:49 PM
marine   "ტაძარი არის სწორ...   Jul 16 2018, 10:18 PM
marine   "ეკლესიური ცხოვრ...   Jul 19 2018, 09:04 PM
marine   "მამა ვიტალი სიდო...   Aug 6 2018, 08:04 PM
marine   "ეკლესიაში დუმილ...   Aug 17 2018, 06:15 PM
marine   "ანგელოზები იწერ...   Aug 20 2018, 12:14 PM
marine   " ერთი მღვდელი ინ...   Aug 22 2018, 04:11 PM
marine   "ჩვენ, ცოცხალნი, რ...   Aug 22 2018, 09:09 PM
marine   "ტაძარში ადამიან...   Aug 23 2018, 09:30 PM
marine   "დავითი (57 წლის): არ...   Aug 27 2018, 02:19 PM
marine   "როცა ეკლესიაში დ...   Aug 29 2018, 05:04 PM
marine   "ზოგი ეკლესიაში წ...   Aug 30 2018, 08:37 PM
marine   "მცონარება, სიზარ...   Sep 9 2018, 01:33 PM
marine   "კვირას მზერა მიწ...   Sep 12 2018, 11:24 AM
marine   "არ შეიძლება ეკლე...   Sep 12 2018, 05:36 PM
marine   "არ შეიძლება ეკლე...   Sep 12 2018, 05:36 PM
marine   "ეკლესია ერის სიძ...   Oct 16 2018, 07:19 PM
marine   "ტაძარში მივდივა...   Jan 29 2019, 11:25 AM
marine   "სახარება წაიკით...   Jan 29 2019, 11:48 AM
marine   "ჩვენი დედა ეკლეს...   Feb 11 2019, 07:30 PM
4 გვერდი V < 1 2 3 4 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 12:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი