სასჯელი თუ. . . |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასჯელი თუ. . . |
A L U B A L A |
Jan 24 2007, 05:40 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამაო, რატომ ხდება ისე რომ ყველა ადამიანის ცხოვრება განსხვავებულად წარიმართება. ზოგი მორწმუნე, ეკონომიურად ძლიერ ოჯახში იბადება და თავიდანვე კარგ გარემოში ხვდება, ზოგი კი პირიქით, ისეთ ოჯახში რომელსაც ხშირად ძნელია "ოჯახი" უწოდო. ასეთები საშინელ პირობებში იზრდებიან, მშობლები თავიდანვე აჩვევენ მანკიერებას ან სულაც უპარტო ბავშვთა სახლებში ხვდებიან და მათი ცხოვრებაც შესაბამისად წარიმართება: "საუკეთესო" შემთხვევაში ჯიბის ქურდები, ან ყველაზე უარესი: მკვლელები და ყაჩაღები ხდებიან, მართალია, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სასწაული მოხდეს და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს (უკეთესობისკენ), მაგრამ თუ ასე არ მოხდა, რატომ მოეკითხებათ მათაც ისე როგორც ფუფუნებაში გაზრდილებს. ან რატომ იბადება ერთი ისეთ ოჯახში სადაც სითბოთი და სიყვარულით ხვდებიან, მეორე კი იქ სადაც თავიდანვე განწირულია საშინელი ცხოვრებისთვის. ნუთუ ყველაფერი გამართლებაა? მაშინ ღვთის ნება სადღაა? რატომაა ზოგის ჯვარი მძიმე, ზოგის მსუბუქი და რამდენად დამნაშავეა ადამიანი რომელიც დაბადებიდან მძიმე ჯვარს ეზიდება, მაგრამ ვეღარ უძლებს ამ სიმძიმეს და ცოდვის მორევში ეშვება?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 01:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი