IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

42 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> თხოვნები, ვის რა თხოვნა და სურვილი გაქვთ
ნათია
პოსტი May 8 2007, 10:42 PM
პოსტი #21


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ეს ილიას წმინდანად შერაცხას არ ეხება, მაგრამ მაინც დავწერ, საინტერესოა.

ერთი მეფე საქართველოსი

ილია ჭავჭავაძე თავიდანვე აღიარა ხალხმა უგვირგვინო მეფედ. ჯერ კიდევ ლევ ტოლსტოის სიცოცხლეში იასნაია პოლიანაში ამბობდნენ, ამიერიდან რუსეთს ორი მეფე ჰყავს, ერთ-ერთი ლევ ტოლსტოიაო. რუსეთისგან განსხვავებით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ერთ მეფე ჰყავდა და ის ერთი ილია ჭავჭავაძე იყო.


მსოფლიოს პრეზიდენტი

1936 წელი.
ქართული კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეთა დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. იგი კრემლში მიიღო საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურმა იოსებ სტალინმა. დელეგატთა შორის იყო გამოჩენილი მწერალი და მეცნიერი, ძველი ქართული მწერლობის შეუდარებელი მკლევარი და პატრიარქი კორნელი კეკელიძე.
სტალინსა და კორნელი კეკელიძეს შორის გაიმართა დიალოგი.
სტალინი - პირდაპირ მითხარი, ილია ჭავჭავაძე უფრო დიდია თუ მე?
კორნელი კეკელიძე - ცხადია, თქვენ, იოსებ ბესარიონის ძევ!
ბელადს უხერხულად გაეღიმა.
- თუ ნამდვილად არ იცი, - განაგრძო სტალინმა, - ძალიან მეცოდები. თუ იცი და მეპირფერები, უფრო მეცოდები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ილია ჭავჭავაძე მსოფლიოს პრეზიდენტად გამოდგებოდა.

ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი აღარავის ეპარება.


ილიას მკვლელობის ადგილი


ეს არის გოლგოთა და ქრისტეს ჯვარცმა,
მამულში დაღვრილ სისხლს სისხლითაც ვერ მოშლი.
- ვინ მოკლა ილია? - ქართველმა კაცმა!
- სად მოკლეს ილია? - საქართველოში!
ილიას მკვლელობის ადგილი საქართველოა,
საქართველოა ილიას მკვლელობის ადგილი.
იქ, სადაც წიწამურის ტყე და მდელოა,
უცრემლოდ გავლა არაა ადვილი.
ჯერ მოვკალით და მერე თავს ვევლებით,
ის თავს გვევლებოდა, მამულის ველებო,
ილიას მკვლელები ვართ ქართველები,
ქართველები ვართ ილიას მკვლელები.
მოკალით ილია. "დაეშვა ფარდა"...
მიწა შევღებეთ პოეტის სისხლით,
ვინ არის შემდეგი ილიას გარდა,
საქართველოში მკვლელობის ღირსი?!
იქ, სადაც წიწამურის ტყე და მდელოა,
შავი ყორანი შავ ტყეს თავს ევლება...
ილიას მკვლელობის ადგილი საქართველოა,
ილიას მკვლელები ჩვენ ვართ, ქართველები!



ვაი ქართველნო... sad.gif


* * *

თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 10 2007, 11:57 AM
პოსტი #22


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ლეგენდას დღეს ჯავახეთში ასე გადმოსცემენ, თამარ მეფე პატარობისას ჩამორჩა ამალას და ბუნებით მოხიბლული დაიკარგა, მერე დიდხანს ეძებდნენ და ხმა რომ შემოესმა უპასუხა აქ ვარ ძიაო.
ამის მერე ადგილს ვარძია ეწოდა.
პრიმიტიულია, ხომ, მაგრამ ვინ იცის....


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2007, 03:56 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემო ძვირფასო ემიგრანტო ფორუმელებო, ამ წუთას მივიღე წერილი ჟურნალ "თანამემამულის" მთავარი რედაქტორისგან, ბ-ნ . ზაზა მესხისგან, რომელიც მწერს:

"შემთხვევით ხომ არ იცნობთ უცხოეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველ ჟურნალისტს, მწერალს, პოეტს, ან უბრალოდ წერის მოყვარულს.

ჩემი ჟურნალის საკორესპონდენციო ქსელი დღეისათვის 20 ქვეყანას მოიცავს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ ავტორებს."

თუ რომელიმე ემიგრანტი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებთ და გსურთ ამ ჟურნალთან თანამშრომლობა, გთხოვთ მომწეროთ საფოსტო მისამართზე makagelashvili@yahoo.com ან ფორუმში PM-ი.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით

მარინე

პ.ს. ველი თქვენს გამოხმაურებას smile.gif





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2007, 01:26 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ მომაწოდოთ წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტროპარი.

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მანანა
პოსტი Jun 29 2007, 02:37 AM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 16-November 06
წევრი № 483



ციტატა(marine @ Jun 27 2007, 01:26 PM) *

თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ მომაწოდოთ წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტროპარი.

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif wub.gif


წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტროპარი
მოწამეთა შენთა, უფალო, კვირიკე და ივლიტამ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი. ამინ.

http://www.kvirike.ge/?m=static&s=33
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2007, 05:26 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მანანა

გაგახაროს, მანანა, უფალმა!! smile.gif უღრმესი მადლობა wub.gif 2kiss.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2007, 11:24 AM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



2 სათხოვარი მაქვს კიდევ:

1. თუ რომელიმე ფორუმელი დიდ დიღომში ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძრის მრევლი ხართ, გამომეხმაურეთ.. ფორუმში ობლად ვარ smile.gif

2. თუკი ვინმეს გაქვთ წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დაუჯდომელი, იქნებ მათხოვოთ, რომ გადავაქსეროქსო.. ან ხომ არ იცით სადმე თუ იყიდება?

წინასწარ დიდი მადლობა wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 7 2007, 03:46 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



helpppppppp

დამეხმარეთ რაა... გთხოვთ

ეროვნული ბიბლიოთეკის საიტი არავინ იცით??
არ დაიზაროთ რაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jul 7 2007, 04:15 PM
პოსტი #29


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



http://www.nplg.gov.ge/

ეს არის მგონი, აბა შენ იცი წარმატებებს გისურვებ
ისა და მგონი კი არ ეგ არის smile.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jul 13 2007, 03:15 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



di_onise
www.nplg.gov.ge

zviadauri
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოდი, მეგზურობას გაგიწევ.. smile.gif დამიკავშირდი მანამდე და ვნახოთ რამე, აუცილებლად იქნება smile.gif

III კორპუსში, ქართველოლოგიის განყოფილებაში უნდა მოიაზრებოდეს მსგავსი რამ.. smile.gif ნუ, მოკლედ, თუ მოიფიქრე, დაგეხმარები smile.gif


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 15 2007, 06:57 PM
პოსტი #31


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ადრე რომ ფილმი გადიოდა "იესო ქრისტეს" ცხოვრებაზე,(ქართულად თარგმნილი) თუ ვინმეს სადმე გეგულებათ ძალიან გთხოვთ ლინკი მომცეთ... ფილმის სახელი არ მახსოვს ნამდვილად მაგრამ იმას გეტყვით რომ თვითონ მსახიობი სახით ძალიან გავს იესოს.. ძალიან გთხოვთ თუ იცით სად შეიძლება ვნახო მომწერეთ... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jul 17 2007, 12:49 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



წმიდა იოანე კრონშდატელის ხატი მჭირდება სასწრაფოდ და იქნებ მოგეპოვებოდეთ რა


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 17 2007, 12:58 PM
პოსტი #33


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



IPB-ს სურათი
ეგ ვნახე ინტერნეტში 2kiss.gif

აი აქ წერია მაგ წმინდანზე http://www.holy-transfiguration.org/librar.../pr_about3.html

მაგდალინა
უი რუსული ვერსიაც აქვს საიტს smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 17 2007, 01:00 PM
პოსტი #34


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მაგდალინა @ Jul 17 2007, 12:49 PM) *

წმიდა იოანე კრონშდატელის ხატი მჭირდება სასწრაფოდ და იქნებ მოგეპოვებოდეთ რა

IPB Image
IPB Image


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jul 17 2007, 01:24 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



მარიამი
გენაცვალეეეეეეეეე, დიდი მადლობა 2kiss.gif გადამეხადოს

k@the
უღრმესი მადლობა, ქეთ 2kiss.gif smile.gif


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvantsi
პოსტი Jul 19 2007, 05:26 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 15-July 07
წევრი № 2,465



ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.)smile.gifsmile.gif


--------------------
ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2007, 05:38 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(gvantsi @ Jul 19 2007, 05:26 PM) *

ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.)smile.gifsmile.gif


ამ საიტზე შეგიძლია მიიღო ინფორმაცია: http://www.kvirike.ge/

smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvantsi
პოსტი Jul 19 2007, 05:39 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 15-July 07
წევრი № 2,465



marineუღრმესი მადლობა!!!:)გაიხარეsmile.gif


--------------------
ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jul 19 2007, 05:52 PM
პოსტი #39


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(gvantsi @ Jul 19 2007, 06:26 PM) *

ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.)smile.gifsmile.gif


წმინდა ივლიტესა და კვირიკეს სახელობის ტაძარი კიდევ მდებარეობს ზემო სვანეთში, სოფელ კალაში მთის თავზეა, ძალიან ლამაზია, მთის ბოლოდან უშბაც მოსჩანს და შხარას ნაწილიც, თვითონ ტაძარში ძველი ფრესკები თითქმის სრულყოფილად არის შემონახული, მათ შორის კვირიკესი და ივლიტასიც, თუმცა მრავალი ხატი ისევ სეიფში არის განთავსებული და ჩაკეტილი. რამოდენიმე ფოტო მაქვს მგონი და მერე გამოგიგზავნი თუ გინდა. მეორე ნაირად მაგ ტაძარს სვანები თუ არ ვცდებ ,,ლიგურკას" ეძახიან, და ყოველ წელს აღნიშნავენ კვირიკობის დღესასწაულს, საკმაოდ მაშტაბურადაც, როგორც მითხრეს. ასე რომ ღირს მგონი მაგ დროს სვანეთში წასვლა, წინა კვირიკობას მგონი მეუფე ილარიონმა და მეუფე სტეფანემ ერთობლივად წირეს კიდეც


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvantsi
პოსტი Jul 19 2007, 05:54 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 15-July 07
წევრი № 2,465



piligrimiგაიხარე!!!უფალმა გაგაძლიეროს!კარგი ადამიანები ხართsmile.gifsmile.gif


--------------------
ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

42 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 9 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი