თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ კრება (24.06.07)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2007, 06:40 PM

მეგობრებო,

როგორც იცით, უწმიდესის კურთხევით რეგისტრაცია გაიარა ჩვენმა ორგანიზაციამ

24 ივნისს, კვირას, 15:00 საათზე, წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება გაერთიანებული კრება. გთხოვთ, მაქსიმალურად ყველანი მოხვიდეთ

ამასთან, ერთად შევიმუშავოთ დღის წესრიგი. რა საკითხები განვიხილოთ? მე უკვე მოფიქრებული მაქვს რაღაც-რაღაცეები და ხვალ დავდებ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 20 2007, 06:44 PM

ციტატა
რა საკითხები განვიხილოთ?


მე ვფიქრობ რომ მშობელთათვის კანონიერი უფლების შეხსენება, კარგი დასაწყისი იქნება. არ არის საჭირო ამდენი აქცია, ვუთხრათ მშობლებს აღზარდონ სასულიერო პირებთან ერთად თავისი შვილები smile.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 20 2007, 06:58 PM

ციტატა

მე ვფიქრობ რომ მშობელთათვის კანონიერი უფლების შეხსენება, კარგი დასაწყისი იქნება. არ არის საჭირო ამდენი აქცია, ვუთხრათ მშობლებს აღზარდონ სასულიერო პირებთან ერთად თავისი შვილები

yes.gif yes.gif კარგი იქნება

კანონისტი
აბა დაველოდებით ხვალ შენს მოხსენებასsmile.gif


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 20 2007, 07:00 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 20 2007, 06:40 PM) *

25 ივნისს, კვირას, 15:00 საათზე, წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება გაერთიანებული კრება.

ვეცდები მეც მოვიდე

პოსტის ავტორი: kiki თარიღი: Jun 20 2007, 07:35 PM

რა ორგანიზაციაა?


ისე ვეცდები მოვიდე........

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 20 2007, 11:03 PM

კანონისტი


ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის პრობლემატური საკითხები შედის თქვენს მიერ განსახილველ საკითხებთა შორის?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 20 2007, 11:07 PM

გილოცავ დავით ახალი განყოფილების გახსნას smile.gif


შევეცდები მოვიდე

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 21 2007, 02:47 AM

კანონისტი
ვეცდები მოვიდე ღვთის მადლით.
მაგას გამოვტოვებ ახლა მე?
თან დღეს ისეთი რამე მითხარი რო რო არ მოვიდე შანსი არაა.smile.gif

ხო გილოცავ კიდე ახალი განყოფილების გახსნას. და წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ორგანიზაციას.smile.gif

გაიხარე ძამიიი.2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 21 2007, 10:07 AM

დღის წესრიგი:

1. წევრების მიღების საკითხი
2. სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა
3. ქცევის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები
4. ზნეობრიობის მხარდაჭერა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად
5. მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილესთან დაკავიშრებული საკითხები
6. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხები

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 21 2007, 11:44 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 21 2007, 12:15 PM

ციტატა
25 ივნისს, კვირას, 15:00 საათზე, წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება გაერთიანებული კრება. გთხოვთ, მაქსიმალურად ყველანი მოხვიდეთ

ბატონო დავით, 25 ივნისი ორშაბათსაა smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 21 2007, 12:19 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 20 2007, 06:40 PM) *

25 ივნისს, კვირას, 15:00 საათზე


25 ივნისი კვირა არ არის!

გთხოვთ იხილოთ მიმდინარე თვის კალენდარი:

ორ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვ.

1 2 3

4 5 6 7 8 9 10

11 12 13 14 15 16 17

18 19 20 21 22 23 24

25 26 27 28 29 30

გთხოვთ გადაამოწმოთ და გაარკვიოთ თარიღი: არის ეს კვირა, 24 ივნისი თუ ორშაბათი, 25 ივნისი?

დროულად მოხდეს თარიღის კორექტირება, რათა არ მოხდეს გაურკვევლობა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 21 2007, 12:21 PM

გიორგი
გაიხარე! შევცვალე უკვე....


სათაურში გიო შეცვლის

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 21 2007, 01:20 PM

მე მოვდივარ რა თქმა უნდა tongue.gif

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Jun 21 2007, 01:58 PM

:-*

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 21 2007, 03:27 PM

შაკუნა
რაღაც საეჭვო სმაილაკებს წერ.smile.gif
ხო მოდიხარ ბოშო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jun 21 2007, 05:28 PM

ციტატა
2. სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა


ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ჩვენს სკოლაში სასულიერო სემინარიის სტუდენტები მოდიოდნენ ხოლმე და ასწავლიდნენ, ესაუბრებოდნენ ბავშვებს. დადებითი შედეგი გამოიღო, მინდა გითხრათ და გულისყურით უსმენდა ყველა. იქნებ ამ ხაზითაც განავითაროთ ეს საკითხი..

სამწუხაროდ კრებაზე ვერანაირად ვერ მოვალ sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 21 2007, 07:44 PM

დღის წესრიგი:

1. წევრების მიღების საკითხი
2. სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა
3. ქცევის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები
4. ზნეობრიობის მხარდაჭერა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად
5. მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილესთან დაკავიშრებული საკითხები
6. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხები
7. სამეცნიერო მუშაობის საკითხები და მიმართულებები

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 21 2007, 08:02 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 21 2007, 08:44 PM) *

დღის წესრიგი:

1. წევრების მიღების საკითხი
2. სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა
3. ქცევის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები
4. ზნეობრიობის მხარდაჭერა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად
5. მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილესთან დაკავიშრებული საკითხები
6. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხები
7. სამეცნიერო მუშაობის საკითხები და მიმართულებები


რომელ ქცევის კოდექსზე უნდა ილაპარაკო, როცა:
1. თვითონ ვერ მოგიძებნია ტექსტი
2. დარწმუნებული ხარ, რომ იქ მყოფთ სათითაოდ ექნებათ წაკითხული და ოდნავ მაინც აზრზე იქნებიან?
3. მეოთხე პუნქტი რაღაც გაურკვეველია, რისი ზნეობრივი მხარდაჭერა, როდის,ს ად და რატომ მაინცდამაინც ამ ცენტრთან ერთად?
4. საღვთოს სჯულის საკითხზე საუბარი გასაგებია, მაგრამ მიზანი? გვაქვს საიმისო ბერკეტი და ძალა, რომ კანონში ცვლილება მოვახდინოთ?
5. მეჩვენება, რომ რაღაც გლობალურ-განყენებული თემებია, უფრო სახელმწიფოებრივი აპარატის პრინციპეპზე აგებული

ჩემი აზრია ეს და ნუ ჩამქოლავთ, ცოტა კონკრეტიკა და მიზანმიმართულებაა საჭირო, ასე მეჩვენება. ისე კი, მივესალმები smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 21 2007, 08:32 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ისე კი, მივესალმები



შენი პოსტის შემდეგ ვერც კი მივხვდი რას მიესალმები laugh.gif

ციტატა
. თვითონ ვერ მოგიძებნია ტექსტი




მთალდ მტყუანი არა ხარ, თუ ტექსტი არა გაქვთ რაზე საუბრობთ?


ციტატა
2. სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა



ეს რაღაც მეც ვერ გავიგე. როგორც ვიცი არ ისწავლება, მერე?

ეგებ ცოტა დაკონკრეტდეთ.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 21 2007, 08:37 PM

მხევალი ნინო
ჰო, ცოტა ზოგადი მეჩვენება მაინც ყველაფერი, უცებ კონკრეტული კიტხვა რომ დასვა, არავინ აღმოჩნდება პასუხის გამცემი. თან ეს პრობლემები მაინც ძალიან ზოგა-გლობალურია და უსაზღვრო, პოტენციალის განსაზღვრაა მთავარი ამიტომ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 22 2007, 09:57 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
1. თვითონ ვერ მოგიძებნია ტექსტი
2. დარწმუნებული ხარ, რომ იქ მყოფთ სათითაოდ ექნებათ წაკითხული და ოდნავ მაინც აზრზე იქნებიან?

აზრზე რომ (თუ) არ იქნებიან, კონკრეტული დავალება გაიცემა. ამასთან, არსებობს საპროტესტო წერილი, რომელიც შემუშავებულია კოალიციის მიერ და რომლის ხელმომწერიც ვართ ჩვენც, შესაბამისად, გაერთიანების წევრები როგორც მინიმუმ საქმის კურსში უნდა იყვნენ

ციტატა
3. მეოთხე პუნქტი რაღაც გაურკვეველია, რისი ზნეობრივი მხარდაჭერა, როდის,ს ად და რატომ მაინცდამაინც ამ ცენტრთან ერთად?

იმიტომ რომ ეს ცენტრი გეგმავს.... tongue.gif (თუ რას, ამას მობრძანდი და გაიგებ biggrin.gif )

ციტატა
4. საღვთოს სჯულის საკითხზე საუბარი გასაგებია, მაგრამ მიზანი? გვაქვს საიმისო ბერკეტი და ძალა, რომ კანონში ცვლილება მოვახდინოთ?

ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, სხვა სხვისას - და სოფელიც აშენდება! biggrin.gif

ციტატა
5. მეჩვენება, რომ რაღაც გლობალურ-განყენებული თემებია, უფრო სახელმწიფოებრივი აპარატის პრინციპეპზე აგებული

ჩემი აზრით კი, ძალინა კონკრეტულია (ზოგადი საუბრები საშინლად არ მიყვარს) და სხდომის შედეგებს დავდებთ აქ smile.gif

მხევალი ნინო
ციტატა
ეს რაღაც მეც ვერ გავიგე. როგორც ვიცი არ ისწავლება, მერე?

ეგებ ცოტა დაკონკრეტდეთ.


ნინო და თამარ,

დაკონკრეტებულია ყველაფერი. თუკი ის საათიანი სასაუბრო, რაც იქ მაქვს, აქ დავწერე, მაშინ სხდომა რაღა საჭიროა? ყველაზე კონკრეტული სწორედ რომ საღვთო სჯულის საკითხებია smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 22 2007, 10:37 AM

კანონისტი

ციტატა
დაკონკრეტებულია ყველაფერი. თუკი ის საათიანი სასაუბრო, რაც იქ მაქვს, აქ დავწერე, მაშინ სხდომა რაღა საჭიროა? ყველაზე კონკრეტული სწორედ რომ საღვთო სჯულის საკითხებია




კარგი, მჯერა biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 22 2007, 06:13 PM

მე კი მეეჭვება wink.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 22 2007, 06:15 PM

მაქსიმალურად ვეცდები, რომ მოვიდე . . .

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Jun 22 2007, 10:30 PM

მე გავდივარ ახალგაზრდებში?


მიმიღებთ წევრად?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 22 2007, 11:52 PM

ციტატა(ana-xatia @ Jun 22 2007, 11:30 PM) *

მე გავდივარ ახალგაზრდებში?
მიმიღებთ წევრად?



მოდი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Jun 22 2007, 11:57 PM

მე მოვდივაარ...

პოსტის ავტორი: adminka თარიღი: Jun 23 2007, 03:52 AM

მოვალ აბა რა

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 23 2007, 04:42 PM

მეც მოვალ სიამოვნებითsmile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 23 2007, 10:04 PM

ukacravad, mainteresebs tu mimigebt?

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jun 23 2007, 10:28 PM

ციტატა(N. R. @ Jun 23 2007, 11:04 PM) *

ukacravad, mainteresebs tu mimigebt?


რათქმაუნდა კი smile.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jun 24 2007, 12:25 AM

ეჰ მე ვერ მოვდივარ ზეგ საშინელი გამოცდა მაქვს,მე მაპატიეთ,ზეგ ვამთავრებ გამოცდებს და მის მერე თქვენთან მიგულეთ....

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 01:39 PM

ვინც დღეს აპირებთ კრებაზე მოსვლას, გთხოვთ, თუ პრინტერი გაქვთ სანამ წამოხვალთ კრებაზე შემეხმიანეთ რაა პლლლზზ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 06:20 PM

აი დღევანდელი შეხვედრის სურათებიც

მოგზაურა და Kato_bato wub.gif

http://imageshack.us


miss_qartveli, ai_gogo, და adamis_nekni

http://imageshack.us


მნათე

http://imageshack.us


ნინოს მეგობარი , .nino და გიორგი

http://imageshack.us


იოანა, Kato_bato და მოგზაურა

http://imageshack.us


ცნობილი სახეები .... tongue.gif

http://imageshack.us

http://imageshack.us


ამდენ სახელს რა ჩამოწერს... ამოიცანით laugh.gif

http://imageshack.us


http://imageshack.us




ფაფუუ, მეტი აღარ არის laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 24 2007, 06:48 PM

გულახდილად გეტყვით დავტკბი. კატუნია რამხელა ხარ უკვე. 2kiss.gif . ჩვენი მნათუშკა სულ ლოცვაშია.

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 24 2007, 06:53 PM

ამ სურათებიდან მხოლოდ ერთს ვიცნობ ლაივში smile.gif კანონისტს smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 24 2007, 07:15 PM

როგორ მინდოდა მოსვლა sad.gif მაგრამ ვერ მოვახერხე sad.gif

მოყევით რა ხდებოდა რა... smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 24 2007, 07:18 PM

ნენა, რამსისქე ვარ laugh.gif

მხევალი ნინო

ციტატა
გულახდილად გეტყვით დავტკბი. კატუნია რამხელა ხარ უკვე. . ჩვენი მნათუშკა სულ ლოცვაშია.

ხოო, ბომბორა laugh.gif

კვირაში თითო კილოს ვიმატებ მგონი laugh.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 24 2007, 07:26 PM

kato_Bato
2kiss.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 24 2007, 08:45 PM

კატო, რავა დაქალებულხაარრრრ
საყვარელოოო! wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 24 2007, 09:07 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
კატო, რავა დაქალებულხაარრრრ
საყვარელოოო!



გავსივდი laugh.gif

აბა რა იქნება მაცივრის ფორმა მაქ მიღებული laugh.gif

სიზმრებსაც მაცივრის ირგვლივ ვნახულობ laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 24 2007, 10:31 PM

ჩამოვედი და ეხლა შემიძლია ყველგან წამოვიდე biggrin.gif აბა ჰე ეხლა დაბარებები წავიდა biggrin.gif დარიალიდა ფლოიდამ მოგიკითხაათ.... გაცხარებული მშენებლობა მიდის biggrin.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 24 2007, 11:15 PM

ყველანი ძალიან კარგები ხართ smile.gif 2kiss.gif ძალიან მიხარი რომ გაგიცანით biggrin.gif

პოსტის ავტორი: chven mshvidoba თარიღი: Jun 25 2007, 12:21 AM

გაიხარეთ ხალხნო, კარგები ხართ ძალია 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 25 2007, 12:30 AM

მოკლე შინაარსს არ მოყვება ვინმეlaugh.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 25 2007, 01:05 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 24 2007, 11:31 PM) *

დარიალიდა ფლოიდამ მოგიკითხაათ....

ეგ ვაჟბატონი შავნაბადას მონასტერში არაა? blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: seva თარიღი: Jun 25 2007, 01:19 AM

სამწუხაროდ მე ვერ შევძელი დასწრება, თუმც დარწმუნებული ვარ ძალაინ საინტერესო შეხვერდა იქნებოდა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ დამსწრე საზოგადოებას.
ბატონო დავით თქვენს სამსახურში მიგულეთ!
smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 25 2007, 05:15 AM

ციტატა(seva @ Jun 25 2007, 02:19 AM) *

სამწუხაროდ მე ვერ შევძელი დასწრება, თუმც დარწმუნებული ვარ ძალაინ საინტერესო შეხვერდა იქნებოდა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ დამსწრე საზოგადოებას.
ბატონო დავით თქვენს სამსახურში მიგულეთ!
smile.gif

არაფერია შემდეგში იმედია გნახავთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 10:32 AM

ხვალ დავდებ კრების ოქმს, სადაც ნახავთ რა იქნა განხილული და რა გადაწყვეტილება მიღებული

ციტატა(::სალომე:: @ Jun 24 2007, 07:53 PM) *

ამ სურათებიდან მხოლოდ ერთს ვიცნობ ლაივში smile.gif კანონისტს smile.gif

2kiss.gif 2kiss.gif

seva
ციტატა
ბატონო დავით თქვენს სამსახურში მიგულეთ!

გაიხარე!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 25 2007, 10:48 AM

ბექა.შუხოშვილი†
შავნაბადას მონასტერი აშენებს დარიალის მონასტერს wink.gif მისახმარებლად იქაა ამჟამად

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 25 2007, 12:07 PM

chven mshvidoba

ციტატა
გაიხარეთ ხალხნო, კარგები ხართ ძალია

გენაცალე შენ 2kiss.gif



ყველას გენაცალეთ smile.gif როგორ მიყვარხართ, ნენააა wub.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 25 2007, 12:19 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2007, 09:32 AM) *

ხვალ დავდებ კრების ოქმს, სადაც ნახავთ რა იქნა განხილული და რა გადაწყვეტილება მიღებული
2kiss.gif 2kiss.gif

seva

გაიხარე!


მეც ვიცნობ ერთს, კერძოდ გიორგის, ვაკის სამებაში შევხვედრილვარ, მე ვაკის სამების მრევლი ვარ
smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 12:22 PM

lamara

ციტატა
მეც ვიცნობ ერთს, კერძოდ გიორგის, ვაკის სამებაში შევხვედრილვარ, მე ვაკის სამების მრევლი ვარ

ჩემ ძმას?

და მე არ მიცნობ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 25 2007, 03:44 PM

მიმაგრებული სურათი

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2007, 11:22 AM) *

lamara

ჩემ ძმას?

და მე არ მიცნობ? rolleyes.gif

კი შენც გიცნობ, მაგრამ არ ვიცოდი თუ ეს შენ იყავი "კანონისტი", ეს ფსევდონიმი არაფერს მეუბნებოდა, სურათი, არ ჩანს, აბა როგორ მივხვდებოდი "კანონისტის" უკან ვინ "იმალებოდა"? biggrin.gif მე ლამარა რურუა ვარ მამა გიორგის მრევლი, ახლა ხშირად ვერ მივდივარ ვაკის სამებაში,რადგან წმიდა ილია მართლის ტაძარში (აგრარულ ინსტიტუტთან) ვმსახურობ მგალობლადbiggrin.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 25 2007, 07:38 PM

Kato Bato

რა ქალი,რა ქალიი smile.gif აფსუს,რა შანსი დავკარგე შენი გაცნობისა biggrin.gif არადა ძალიან მინდა smile.gif
მაგ მუცლიკაში რომ გიზის პაწაწუნა,აი იმას ვენაცვალე მეეე wub.gif ( რამე ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული ხომ უნდა მეთქვა? laugh.gif laugh.gif )

P.S. აქა იმდენს ვაოფებთ, რომ კანონისტი გადაირევა,ხოდა ჯობია მალე დადოს ის,რის დადებასაც აპირებს tongue.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ciracira21 თარიღი: Jun 26 2007, 11:03 PM

ვინმემ მითხარით რა მეც შემიძლია თუ არა გაერთიანება და რა ხდება ამ გაერთიანებაში,რითი შემიძლია დაგეხმაროთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 27 2007, 10:50 AM

ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების
II სხდომის
ო ქ მ ი


ქ. თბილისი, სამების საპატრიარქო ლავრა
2007 წლის 24 ივნისი


I. წევრების მიღების საკითხი
____________________________

აღინიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ფორუმელს შეიძლება არ სურს გაერთიანების წევრობა, ამასთან არიან წევრობის ისეთი მსურველებიც, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, სასურველია გაერთიანებაში გაწევრიანება მოხდეს ცალკე. აღინიშნა ისიც, რომ საიმისოდ, რათა წევრობის ყველა მსურველს სრული წარმოდგენა ჰქონდეს გაერთიანების საქმინობის შესახებ, გაერთიანების მიზნები განთავსდეს მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს შესაბამის განყოფილებაში და მომზადდეს მცირე ბუკლეტები. დაისვა გაერთიანების წესდების შემუშავების საკითხიც. განხილულ იქნა გაერთიანების დაფინანსების პრობლემა

1. დაევალოს გაერთიანების თავმჯდომარეს დ. ჩიკვაიძეს 2 (ორი) კვირის ვადაში შეიმუშავოს საწევრო-სარეგისტრაციო ფორმა
2. დაევალოს საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელს ბ. შუხოშვილს უზრუნველყოს შავ-თეთრი ბუკლეტების მომზადება
3. დაევალოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს ივ. პეტრიაშვილს სექტემბრამდე შეიმუშავოს გაერთიანების წესდება
4. დაევალოს გაწევრიანების ყველა მსურველს უზრუნველყოს გაერთიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ახალი წევრების მიღების მიზნით
5. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ გაწევრიანების პროცესის დაწყების შემდეგ დღის წესრიგში დადგება ფილიალების საკითხი, უპირველესად კი ბათუმის ფილიალის
6. საწევრო შენატანების საკითხი შეუთანხმებლობის გამო გადადებულ იქნეს შემდგომი სხდომისათვის

II. სკოლაში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა
__________________________________________________________________

აღნიშნა, რომ კონსტიტუციური შეთანხმებისა და "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საღვთო სჯულის სწავლება საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, თუმცა ეს უფლება, როგორც წესი, რეალიზებული არ არის. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანესაგან (კალაიჯიშვილი) მიღებულია ლოცვა-კურთხევა, რომ მომზადდეს საინფორმაციო ხასიათის ინსტრუქცია, რომელიც დარიგდება სკოლებში საიმისოდ, რომ სკოლების სამეურვეო საბჭოებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ აღნიშნული უფლების რეალიზაციის საშუალებების თაობაზე

1. დაევალოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს ივ. პეტრიაშვილს განათლების მიმართულების ხელმძღვანელ ნ. განაიასთან ერთად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე შეიმუშავოს საღვთო სჯულის სწავლების შემოღების თაობაზე ინსტრუქცია
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური რეკლამა უფასოა სსმ-ის ეთერში და შესაძლებელია დამატებით იქნეს განხილული აღნიშნული ინსტრუქციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება ტელევიზიის ეთერით

III. ქცევის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები
____________________________________________

"მაუწყებელთა ქცევის კოდექსი"-ს ის ვარიანტი, რომელსაც ამჟამად განიხილავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უარყოფილია საქართველოს საპატრიარქოს მიერ. აღინიშნა, რომ გაერთიანება ხელმომწერია "ზნეობრივი საქართველოსათვის" კოალიციის მიერ შემუშავებული საპროტესტო განცხადებისა

1. ცნობად იქნეს მიღებული გაერთიანების თავმჯდომარის დ. ჩიკვაიძის მოხსენება "ქცევის კოდექსთან" დაკავშირებით
2. ეთხოვოთ დამსწრეებს აქტიურად ჩაერთონ კოდექსის განხილვის პროცესში


IV. ზნეობრიობის მხარდაჭერა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად
___________________________________________________________________

აღინიშნა, რომ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს ზნეობრიობის მხარდაჭერის მიზნით, სადაც სასურველია ჩაერთოს გაერთიანებაც

1. ცნობად იქნეს მიღებული გაერთიანების თავმჯდომარის დ. ჩიკვაიძის მოხსენება ზნეობრიობის მხარდამჭერ ღონისძიებათა თაობაზე
2. ეთხოვოთ დამსწრეებს აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში


V. სამეცნიერო მუშაობის საკითხები და მათი მიმართულებები
_____________________________________________________

საგანგებოდ აღინიშნა, რომ გაერთიანების დასაფუძნებლად მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევა უპირველესად სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას შეეხებოდა. სასურველია, რომ გაერთიანებამ ფართო სპექტრი მოიცვას და უზრუნველყოს ახალგაზრდობის ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში, წახალისებულ იქნეს კონფერენციები, სემინარები და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებები

1. დაევალოს საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელს ბ. შუხოშვილს უზრუნველყოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდში დააზუსტოს სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსების საკითხები
2. დაევალოს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს ი. ჭიღლაძეს 30 სექტემბრამდე განსაზღვროს კონკრეტული პროექტები და კონფერენციები, რომელთა ორგანიზების თაობაზეც გაერთიანება იმსჯელებს შემდგომში
3. ეთხოვოთ დამსწრეებს სრული ინფორმირება მათთვის ხელმისაწვდომ პირთა წრეში გაერთიანების სამეცნიერო საქმიანობის თაობაზე
4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ წარმატებული თემები და პროექტები წახალისებული იქნება გაერთიანების მიერ


VI. მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილესთან დაკავშირებული საკითხები
_________________________________________________________________________

აღინიშნა, რომ მ/წლის 23 ივლისს არის მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილე. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანესაგან (კალაიჯიშვილი) მიღებულია ლოცვა-კურთხევა იუბილეს სამების საპატრიარქო ლავრის ახალგაზრდულ ცენტრში. აღინიშნა ისიც, რომ გაერთიანება აქტიურად უნდა ჩაერთოს ღონისძიების ორგანიზების საქმეში

1. დაევალოთ საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელ ბ. შუხოშვილსა და კულტურისა და ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელ ა. მიქაბერიძეს ფორუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყონ გაერთიანების მონაწილეობა ფორუმის იუბილეში
2. დაევალოს გაერთიანების თავმჯდომარეს დ. ჩიკვაიძეს საქართველოს უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევა აღნიშნულ იუბილეზე
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საიუბილეო ღონისძიების დეტალები დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ იუბილესათვის მზად იქნება ფორუმის მაისურები


VII. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხი
___________________________________________

მოხსნილია განხილვიდან


დავით ჩიკვაიძე,
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების
თავმჯდომარე

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jun 27 2007, 10:56 AM

მდააა

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jun 27 2007, 12:00 PM

აბა წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებას, მომავალში უფრო გაფართოება ისე რომ მთელი მსოფლიო მოვიცვათ, ღმერთმა გაგაძლიეროთ

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jun 27 2007, 12:14 PM

Tqven gaxarebas, wevri rom gavxde ra unda vqna mokled Tu metyvis vinme

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 27 2007, 12:51 PM

წარმატებებიიი ასეთი კარგი საქმეების განხორციელებაში 2kiss.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Jun 27 2007, 02:41 PM

წარმატებებს გისურვებთ .....

გულით და სულით...


პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 27 2007, 05:04 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM) *

II. სკოლაში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა


რა მაინტერესებს, საღმრთო სჯულის სახელმძღვანელო არსებობს? და განათლების სამინისტროს მიერ თუ არის დამტკიცებული?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 27 2007, 05:09 PM

Sotiris

ციტატა
რა მაინტერესებს, საღმრთო სჯულის სახელმძღვანელო არსებობს? და განათლების სამინისტროს მიერ თუ არის დამტკიცებული?


არსებობს რამდენიმე. ერთ-ერთი ძველი - ნესტორ ყუბანეიშვილის.... განათლების სამინისტრო, რამდენადაც ვიცი, არ ამტკიცებს

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 27 2007, 06:32 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 05:09 PM) *

Sotiris
განათლების სამინისტრო, რამდენადაც ვიცი, არ ამტკიცებს


ამას ვერ მივხვდი. სამინისტროს დამტკიცება არ ჭირდება სახელმძღვანელოს, თუ უარზეა ყუბანეიშვილის სახელმძღვანელო დაამტკიცოს?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 27 2007, 08:28 PM

რამდენი კალკია? ohmy.gif

პოსტის ავტორი: ciracira21 თარიღი: Jun 28 2007, 12:18 PM

ძალიან კარგი იდეაა,განხორციელება უფრო კარგი იქნებაsmile.gif წარმატებები ბევრი ბევრი ბევრი

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 28 2007, 10:51 PM

კანონისტი

ციტატა
2. დაევალოს საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელს ბ. შუხოშვილს უზრუნველყოს შავ-თეთრი ბუკლეტების მომზადება

მივხედავ აუცილებლად, გამოცდებს მოვრჩი უკვე და ახლო მომავალში მზად მექნება.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 29 2007, 12:21 AM

ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM) *


2. დაევალოს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს ი. ჭიღლაძეს 30 სექტემბრამდე განსაზღვროს კონკრეტული პროექტები და კონფერენციები, რომელთა ორგანიზების თაობაზეც გაერთიანება იმსჯელებს შემდგომში
3. ეთხოვოთ დამსწრეებს სრული ინფორმირება მათთვის ხელმისაწვდომ პირთა წრეში გაერთიანების სამეცნიერო საქმიანობის თაობაზე
4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ წარმატებული თემები და პროექტები წახალისებული იქნება გაერთიანების მიერ




ეს საკითხები იქნებ ცოტა განავრცო და დააკონკრეტო?

ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM) *

1. დაევალოთ საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელ ბ. შუხოშვილსა და კულტურისა და ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელ ა. მიქაბერიძეს ფორუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყონ გაერთიანების მონაწილეობა ფორუმის იუბილეში



ეს საკითხიც ბუნდოვანია


ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM) *


VII. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხი
___________________________________________

მოხსნილია განხილვიდან




ეს საერთოდ გაუგებარია

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 29 2007, 12:53 AM

ა. მიქაბერიძე ვინ არის? blink.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 29 2007, 01:53 AM

ციტატა(მაეასი @ Jun 29 2007, 01:53 AM) *

ა. მიქაბერიძე ვინ არის? blink.gif

არ იცნობ smile.gif

ციტატა
1. დაევალოს საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელს ბ. შუხოშვილს უზრუნველყოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდში დააზუსტოს სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსების საკითხები

ირაკლი ჩამოვიდეს გორიდან და მერე გავალთ ფონდში

ციტატა
1. დაევალოთ საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელ ბ. შუხოშვილსა და კულტურისა და ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელ ა. მიქაბერიძეს ფორუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყონ გაერთიანების მონაწილეობა ფორუმის იუბილეში

wink.gif

პოსტის ავტორი: mariami_484 თარიღი: Jun 29 2007, 11:43 AM

გამარჯობათ!

მე ფორუმის აქტიური დამთვალიერებელი ვიყავი. 24 ივნისის შეკრების შემდგომ გადავწყვიტე ფორუმის წევრი გავხდე. ვეცდები, კანონისტს დავეხმარო ინსტრუქციის შედგენაში (კანონისტის ჯგუფელი ვარ და ამის წყალობით ვესწრები ამ გაერთიანების შეკრებებს).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2007, 11:46 AM

წარმატებებს გისურვებთ!!! wub.gif

ციტატა(mariami_484 @ Jun 29 2007, 11:43 AM) *

გამარჯობათ!

მე ფორუმის აქტიური დამთვალიერებელი ვიყავი. 24 ივნისის შეკრების შემდგომ გადავწყვიტე ფორუმის წევრი გავხდე. ვეცდები, კანონისტს დავეხმარო ინსტრუქციის შედგენაში (კანონისტის ჯგუფელი ვარ და ამის წყალობით ვესწრები ამ გაერთიანების შეკრებებს).


მოხარულები ვართ, მარიამ, რომ შემოგვიერთდი smile.gif

პოსტის ავტორი: mariami_484 თარიღი: Jun 29 2007, 11:54 AM

მადლობა! smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 29 2007, 12:02 PM

mariami_484
გაიხარე, დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 29 2007, 04:17 PM

ციტატა(mariami_484 @ Jun 29 2007, 12:43 PM) *

გამარჯობათ!

მე ფორუმის აქტიური დამთვალიერებელი ვიყავი. 24 ივნისის შეკრების შემდგომ გადავწყვიტე ფორუმის წევრი გავხდე. ვეცდები, კანონისტს დავეხმარო ინსტრუქციის შედგენაში (კანონისტის ჯგუფელი ვარ და ამის წყალობით ვესწრები ამ გაერთიანების შეკრებებს).



გაიხარე!


პოსტის ავტორი: vaxtangi თარიღი: Jun 29 2007, 09:18 PM

გაუმარჯოს

პოსტის ავტორი: seva თარიღი: Jul 2 2007, 11:28 PM

ბატონო დავით! მესამე სხდომა როდისთვისაა დაგეგმილი? ალბათ ანსაბლის თაობაზე საკითხი ამ სხდომაზე განიხილება ხომ? იმედია მეს მაინც დავესწრები

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jul 3 2007, 05:32 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM)


2. დაევალოს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს ი. ჭიღლაძეს 30 სექტემბრამდე განსაზღვროს კონკრეტული პროექტები და კონფერენციები, რომელთა ორგანიზების თაობაზეც გაერთიანება იმსჯელებს შემდგომში
3. ეთხოვოთ დამსწრეებს სრული ინფორმირება მათთვის ხელმისაწვდომ პირთა წრეში გაერთიანების სამეცნიერო საქმიანობის თაობაზე
4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ წარმატებული თემები და პროექტები წახალისებული იქნება გაერთიანების მიერ





ეს საკითხები იქნებ ცოტა განავრცო და დააკონკრეტო?


ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM)

1. დაევალოთ საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელ ბ. შუხოშვილსა და კულტურისა და ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელ ა. მიქაბერიძეს ფორუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყონ გაერთიანების მონაწილეობა ფორუმის იუბილეში




ეს საკითხიც ბუნდოვანია



ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM)


VII. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხი
___________________________________________

მოხსნილია განხილვიდან





ეს საერთოდ გაუგებარია






კანონისტი

მერე მეტყვი რა შუაშია იგნორიო
e025.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 3 2007, 05:37 PM

N. R.

ციტატა
ეს საკითხები იქნებ ცოტა განავრცო და დააკონკრეტო?

ციტატა
ეს საკითხიც ბუნდოვანია

ციტატა
ეს საერთოდ გაუგებარია


საოქმო გადაწყვეტილება უფრო ფართოდ არ იწერება. ეს არის ოფიციალური ნაწილი

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jul 3 2007, 05:41 PM

ციტატა(კანონისტი @ Jul 3 2007, 05:37 PM) *

N. R.
საოქმო გადაწყვეტილება უფრო ფართოდ არ იწერება. ეს არის ოფიციალური ნაწილი



ოფიციალურია თუ არა ჩემთვის ეგენი გაუგებარია, და იქნებ არაოფიციალურად განმანათლო laugh.gif და თუ ეს არ შეიძლება მაშინ ვისთვის წერ? მე ვერ გავიგე და სხვამ იქნებ გაიგო კიდეც, ალო, არის აქ ვინმე რომ განმიმარტოს? smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 3 2007, 05:50 PM

N. R.

ციტატა
და თუ ეს არ შეიძლება მაშინ ვისთვის წერ?

იურიდიულად ეგრე ფორმდება biggrin.gif

ისე მგონი თავად იყავი იქ და კი უნდა გახსოვდეს.... wink.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jul 3 2007, 05:58 PM

ციტატა(კანონისტი @ Jul 3 2007, 05:50 PM) *

N. R.

იურიდიულად ეგრე ფორმდება biggrin.gif

ისე მგონი თავად იყავი იქ და კი უნდა გახსოვდეს.... wink.gif



ეგრე დაწვრილმანება არ მახსოვს იქ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: seva თარიღი: Jul 7 2007, 01:37 PM

ბატონო დავით აუცილებლად გავწევრიანდები თქვენს გაერთიანებაში!

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 15 2007, 12:46 PM

ციტატა
ბატონო დავით აუცილებლად გავწევრიანდები თქვენს გაერთიანებაში!

ამ დავითს სულ ბატონობით რომ მიმართავ,ერთი გაგვაცანი შენი თავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: anania თარიღი: Aug 31 2007, 05:12 PM

მიხარია ამ ფორუმსჰი მონაწილეობა


უფალი გფარავდეთ ყველა ფორუმელს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 31 2007, 05:14 PM

anania
გაიხარე! smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 3 2007, 12:40 AM

საწყენია რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის არსებობს ასაკობრივი ზგვარი, იქნებ როგორმე მოვახერხოთ და შევძლოთ ერთად დასახული მიზნების განხორციელება. მე 17 წლის ვარ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავაკეთო ის საქმე რასაც დამავალებთ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 4 2007, 01:53 PM

shota_shotadze
პრობლემა არ არის, შეგიძლია ჩვენთან იყო და ჩვენთან ერთად აკეთო საქმეები

მეგობრებო,

ზაფხული დამთავრდა და მგონი დროა შევუდგეთ საქმეს.

30 სექტემბრისათვის იგეგმება მორიგი შეხვედრა, სადაც უკვე კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრებთ. გთხოვთ დაწეროთ თქვენი მოსაზრებები, რის შემდეგაც გავხსნი ცალკე თემას და მოვემზადებით კრებისთვის

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 4 2007, 02:10 PM

ჩემი მოსაზრება ასეთია გამახვილდეს ყურადღება ნარკომანიაზე და საპატრიარქოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს რაღაც ჩვენც შევმატოთ,ამ საკითხზე მართლაც ღირს ჩვენი შEსაძლებლობების გამოყენება, თუ რამეს შევძლებთ რა თქმა უნდა! რას იტყვი ამაზე დავით?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 4 2007, 06:05 PM

იქნებ როგორმე შეიკრიბოს გარკვეული ჯგუფი და კონკრეტულად დავიწყოთ სკოლის პრობლემების გადაჭრა. ამას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება და საკმაოდ ძნელი იქნება, და სრულიად შესაძლებელია რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ღირსეული მამულიშვილები ვაჩუქოთ საქართველოს

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 5 2007, 03:52 PM

კარგი იქნება თუ დავსახავთ გზას, რითაც სასულიერო ლიტერატურის მიტანა იქნება შესაძლებელი ისეთ ხალხთან, ვისაც აქვს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა (არამარტო ფინანსური) smile.gif მაგ: რაიონებში, სოფლებში და ა.შ. ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს,რომ არ მიაკერონ პროპაგანდის იარლიყი და ვინმეს თვალში არ გამოიწვიოს აგრესია smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 5 2007, 05:54 PM

მართა
shota_shotadze
თათი87

დიდი მადლობა

გავითვალისწინებ აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: qutaiseli თარიღი: Sep 9 2007, 03:52 PM

გამარჯობათ,ჩვენს მოსვლას და თქვენს დახვედრას გაუმარჯოს. დიდი სურვილი გვაქვს თქვენთან ურთიერთობის. გფარავდეთ უფალი.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 21 2007, 01:14 PM

ციტატა(თათი87 @ Sep 5 2007, 02:52 PM) *

კარგი იქნება თუ დავსახავთ გზას, რითაც სასულიერო ლიტერატურის მიტანა იქნება შესაძლებელი ისეთ ხალხთან, ვისაც აქვს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა (არამარტო ფინანსური) smile.gif მაგ: რაიონებში, სოფლებში და ა.შ. ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს,რომ არ მიაკერონ პროპაგანდის იარლიყი და ვინმეს თვალში არ გამოიწვიოს აგრესია smile.gif

hello.gifგამარჯობათ! სასულიერო ჟურნალ-გაზეთების დიდი კოლექცია მაქვს,ალბათ გამოგადგებით!? smile.gif
გისურვებთ წარმატებებს! bye1.gif

პოსტის ავტორი: qutaiseli თარიღი: Oct 18 2007, 07:29 PM

აქ ხართ
smile.gif

პოსტის ავტორი: Anie თარიღი: Oct 18 2007, 10:10 PM

jump.gif რა კარგიაააა

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Oct 18 2007, 10:13 PM

ციტატა
კრება 24 ივნისს


ashkarad 18 oqtomberia ukve.. da es tema kidev arsebobs...

ver vxvdebi moderatorebis mushaobis princips blink.gif

პოსტის ავტორი: vakachi თარიღი: Nov 9 2007, 12:54 AM

თუ ჯიგრულათ მიმიღებთ ახალი ფორუმელი ვარ და ძველი მართლმადიდებელი.(რათქმაუნდა)

პოსტის ავტორი: maia-maia თარიღი: Jan 31 2008, 03:58 PM

ციტატა(მაგდალინა @ Jun 21 2007, 05:28 PM) *

ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ჩვენს სკოლაში სასულიერო სემინარიის სტუდენტები მოდიოდნენ ხოლმე და ასწავლიდნენ, ესაუბრებოდნენ ბავშვებს. დადებითი შედეგი გამოიღო, მინდა გითხრათ და გულისყურით უსმენდა ყველა. იქნებ ამ ხაზითაც განავითაროთ ეს საკითხი..

სამწუხაროდ კრებაზე ვერანაირად ვერ მოვალ sad.gif

სამწუხაროდ რადგან თბილისში არ ვარ ვერ მოვალ. ისე კი ძალია მინდა sad.gif თან ახალი ფორუმელი ვარ და თქვენს გაცნობასაც მოვახერხებდი ალბათ.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 1 2008, 06:14 PM

მე მიმიღებთ? smile.gif

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Jun 5 2008, 09:16 PM

ახალ წევრებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღებაა?

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jun 5 2008, 10:16 PM

ციტატა(milana @ Jun 5 2008, 08:16 PM) *

ახალ წევრებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღებაა?

კი ყველას შეუძლია, და უფრო კარგი არის ახალი წევრების შეკრებებზე სიარული! ki.gif

პოსტის ავტორი: მაიკოოოო.... თარიღი: Jun 6 2008, 06:17 PM

მეც მოვალ რა, თუ მიმიღებთ, ოღონდ რაიმე კრიტერიუმებს ხო არ უნდა შევესაბამებოდე (მყავდეს მამაო, შარვლით არ შეიძლება ხო მოსვლა? ახალი ვარ და რა ვქნა, არ ვიცი oops.gif)?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 6 2008, 06:18 PM

ეს ძველია, შარშანდელი yes.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jun 7 2008, 04:28 AM

ციტატა(კანონისტი @ Jun 6 2008, 05:18 PM) *

ეს ძველია, შარშანდელი yes.gif

დახურეთ მერე, თორე ხო ხედავთ ხალხი შეცდომაში შეყავს ამ თემას biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაიკოოოო.... თარიღი: Jun 7 2008, 09:11 PM

oops.gif წელს აღარ გაქვთ შეკრებები? ახლებისთვის ხო შეიძლება მოსვლა?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 8 2008, 03:43 PM

უკაცრავად და რას შვება ეს გაერთიანება, თვლემს?

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Jun 11 2008, 09:04 PM

ციტატა(შოთაძე @ Jun 7 2008, 03:28 AM) *

ხედავთ ხალხი შეცდომაში შეყავს ამ თემას biggrin.gif

tongue.gif ხოო

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Apr 29 2011, 10:33 PM

ციტატა(მაგდალინა @ Jun 21 2007, 05:28 PM) *

ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ჩვენს სკოლაში სასულიერო სემინარიის სტუდენტები მოდიოდნენ ხოლმე და ასწავლიდნენ, ესაუბრებოდნენ ბავშვებს. დადებითი შედეგი გამოიღო, მინდა გითხრათ და გულისყურით უსმენდა ყველა. იქნებ ამ ხაზითაც განავითაროთ ეს საკითხი..


კარგი აზრი იყო..
მაგრამ სტუდენტებიდანაც საჭიროა შეირჩეს, ვინ ნდა წავიდეს და ვინ არა.

პოსტის ავტორი: tradicia თარიღი: Aug 26 2011, 11:59 PM

http://www.facebook.com/pages/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/103351929770697 დაგვიჭირეთ მხარი
მე ვარ ქართველი...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)