IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944), მის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით კი ნოველაზე "ტრაგედია უგმიროთ&qu
milana
პოსტი May 12 2009, 07:39 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



”შელოცვა რადიოთი”
წავიკითხე და თითქოს ბოლომდე მაინც ვერ გავიგეო..
ვერ ჩავწვდი ბოლომდე..


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dato1992
პოსტი Mar 10 2010, 04:23 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
წევრი № 7,829



ციტატა(milana @ May 12 2009, 07:39 PM) *

”შელოცვა რადიოთი”
წავიკითხე და თითქოს ბოლომდე მაინც ვერ გავიგეო..
ვერ ჩავწვდი ბოლომდე..


თქვენი მოსაზრება მაინტერესებს.

ეს ნაწარმოები იწყება

აი ასე

"ეს არის სისხლი ჩემი მრავალთათვის დანთხეული, ცოდვათა მისატევებლად და ცხოვრების გასაწამებლად"

unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 10 2010, 04:44 PM
პოსტი #23


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოეები იდო ერთ გვერდზე, რომლის მისამართი სამწუხაროდ დავკარგე. მინიატურულ ჩანახატებში '' ლოცვა'' წვიკითხე , რომელიც ძალიან მომეწონა.

იქნებ მოვიძიო და დავდებ.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 10 2010, 05:18 PM
პოსტი #24


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(dato1992 @ Mar 10 2010, 04:23 PM) *

თქვენი მოსაზრება მაინტერესებს.

ეს ნაწარმოები იწყება

აი ასე

"ეს არის სისხლი ჩემი მრავალთათვის დანთხეული, ცოდვათა მისატევებლად და ცხოვრების გასაწამებლად"

unsure.gif

ეგერ არ იწუება, ეგ ეპიგრაფია და თან, ამ ნაწარმოებს ორი ეპიგრაფი აქვს, სახარებისუელი ციტატა კი მეორე ეპიგრაფად მოსდევს და თან პირდაპირი ციტირება სულაც არ არის. ასე რომ, ნუ ჩაუკირკიტდებით. ასე ლორთქიფანიძე ვითარებითი ბრუნვის ნიშნის - ად/დ-ს ნაცვლად თ-ს წერს, ეს მისი წერის მანერაა.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dato1992
პოსტი Mar 10 2010, 06:04 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
წევრი № 7,829



კი მაგრამ ეს ხომ წმინდა სიტყვების დამახინჯებაა?!

შეიძლება ამ სიტყვებს რაიმე გამართლება ჰქონდეს?!

გინდ პირველი იყოს გინდ მეორე?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 10 2010, 06:57 PM
პოსტი #26


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(dato1992 @ Mar 10 2010, 06:04 PM) *

კი მაგრამ ეს ხომ წმინდა სიტყვების დამახინჯებაა?!

შეიძლება ამ სიტყვებს რაიმე გამართლება ჰქონდეს?!

გინდ პირველი იყოს გინდ მეორე?!

კარგი რა, რომელ პერიოდში და რას წერდა, რატომ არა ქცევ ყურადღებას? ან რა სავალდებულოა, პირდპაირ ჰქონდეს მოხმობილი ციტირება? მაშინ დავწავთ ''ვეფხისტყაოსაბი'', იქ ნახევარზე მეტი სულ წმინდა წერილის სიტყვებია და რახან ზუსტი ციტირება არაა, დამახინჯებაა? ასე ჩარჩოებში ჩასმა ლიტერატურის პირიქით მკრეხელობა, სწორხაზოვნება და არაჯანსაღია.

პ.ს. ლორთქიფანიძის შესახებ რამე იცით? ასე ხლეის მოსმით რომ გადაეცით ანათემას?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dato1992
პოსტი Mar 10 2010, 07:30 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
წევრი № 7,829



ვიცი რა დროსაცაა დაწერილი. დამახინჯებას საერთოდ არ გამოეყენებინა ხომ ჯობდა.

ისაც ვიცი რომ მორწმუნე ადამიანი იყო ლექსებშიც გამოხატავს თავის სინანულს.

მე რათქმაუნდა არ მინდა გამოვიდეს ისე თითქოს ცუდი ქრისტიანია ან გმობს უფლალს.

მაგრამ უფლის წმინდა სიტყვებს რატომ უმატებს თავისას თან ისეთს რომელიც აზრს მოკლებულია?

განა ქრისტე იმიტომ ეცვა ჯვარს რომ ჩვენთვის სიცოცხლე გაემწარებინა?

შეიძლება მე არასწორად მესმის მწერლის ეს დამატება. მე არ ვჯუტობ და არც არაფერი


უბრალოდ მაინტერესებს რაში დაჭირდა მწერალს წმინდა სიტყვების დამახინჯება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 10 2010, 08:01 PM
პოსტი #28


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



არ დაუმახინჯებია. დაწერა ისე, როგორც ახსოვდა.
რატომ კირკიტებთ და ეძებთ ყოველთვის უარყოფითს, გუაგებარია? საერთოდ, ეპიგრაფი რას ემსახურეაბ და რაზეა ეს ნაწარმოები, იმას ჯობს დაუკვირდეთ, ვიდრე სიტყვებს გამოედევნოთ, ეს ხერხი მოცემულ შემთხვევაში აბსოლუტურად არაფრისმომცემია


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dato1992
პოსტი Mar 10 2010, 08:22 PM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
წევრი № 7,829



არასწორ არგუმენტს მეუბნები.

განა მე მინდა დავადანაშაულო ადამიანი გმობაში?


ლორთქიფანიზე არაა ის მწერალი რომ რამე შეშლოდა.

მითუმეტეს ასეთი რამ როგორ შეიძლება შეგეშალოს

ნუ დაუკვირდით

"ეს არის სისხლი ჩემი მრავალთათვის დანთხეული, ცოდვათა მისატევებლად და ცხოვრების გასაწამებლად"

ამას შეცდომას ვერ დავარქმევთ


უნდა აღიაროთ რომ ეს სიტყვები მართმადიდებლობის გმობა. მაგრამ ვითვალისწინებ რა რომ ნიკო იყო მორწმუნე ქრისტანი, რაც მის ლექსებში კარგათ ჩანს. შეძლება არსებობდეს განმარტება, რომელიც ყველაფერს ნათელს მოფენს

მაგრამ




თამარი_ცქნაფო

თქვენ ამას მწერლის შეცდომად მიიჩნევთ. რაც არასწორია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 10 2010, 11:19 PM
პოსტი #30


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



dato1992
ააა, თურმე რაზე ხართ განაწყენებული, მანდ ეგ განგებაა და ღვთის გმობა არაფერ შუაშია. ცოტა სხვაგვარად შეხედეთ. არ უნდა ამდენი დრამატიზმი.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 4 2010, 08:15 AM
პოსტი #31


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.


ნიკო ლორთქიფანიძე
1910 წ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Apr 4 2010, 10:10 PM
პოსტი #32


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(Atman @ Apr 4 2010, 08:15 AM) *

აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.
ნიკო ლორთქიფანიძე
1910 წ.


+1


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 10 2010, 04:11 PM
პოსტი #33


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.


ნიკო ლორთქიფანიძე
1910 წ.


ეს იმედია, იმედი რომ არა, საერთოდ არ ვიარსებებდით smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 16 2010, 11:46 PM
პოსტი #34


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



dato1992
ციტატა
”შელოცვა რადიოთი"
"ეს არის სისხლი ჩემი მრავალთათვის დანთხეული, ცოდვათა მისატევებლად და ცხოვრების გასაწამებლად"
კი მაგრამ ეს ხომ წმინდა სიტყვების დამახინჯებაა?!
შეიძლება ამ სიტყვებს რაიმე გამართლება ჰქონდეს?!
უნდა აღიაროთ რომ ეს სიტყვები მართმადიდებლობის გმობა.


წაკითხული არ მაქვს,მაგრამ ეპიგრაფი, როგორც წესი, გამოხატავს ავტორის დამოკიდებულებას ნაწარმოებში აღწერილისადმი. აქედან გამომდინარე, ეს სიტყვები შეიძლება ნახმარია არა ღვთის გმობის, არამედ კონკრეტულად რაღაც მიზნით. ანუ ავტორი, რა თქმა უნდა, არ იზიარებს ამ აზრს, მაგრამ წერს ამას, რადგან შეიძლება ის (ეპიგრაფი) ნაწარმოებში აღწერილ პერსონაჟს ან სიტუაციას შეესადაგება.
ძალიან ხშირად, მწერლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ ამისთვის, მაგ. ირონიას.. ამიტომ ასეთი რამეები არ გაგიკვირდეს ჩემო კარგოsmile.gif


მე კი “საშობაო მინიატურების” ეპიგრაფი გამახსენდაsmile.gif

იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნისა წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი...


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 05:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი