IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ოთარ ჭილაძე აღარ გვყავს, დღეს დილით გარდაიცვალა
ochokochi
პოსტი Oct 1 2009, 02:01 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1



გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე ...... სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც....
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 1 2009, 02:03 PM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ღმერთმა გაანათლოს!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 1 2009, 02:10 PM
პოსტი #3


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ღმერთმა აცხოვნოს.
მაგის "მარტის მამალი" მიყვარს ძალიან იმიტომ რო სიღნაღზეა დაწერილი და ილიას მკვლელობის, საინტერესო ინტერპრეტაცია აქვს. ბევრი საინტერესო პერსონაჟიცაა მაგ რომანში. ღმერთმა გაანათლოს.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 1 2009, 02:19 PM
პოსტი #4


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რა სამწუხაროა... sad.gif სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა...


...პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს...
მზე ამოვიდა,
მზემ გაგვაბრუა,
მზეს გავახსენდით,
მზის შვილები ვართ,
მზით მორთულები
მზედ უნდა ვიქცეთ.
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 1 2009, 02:25 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები...



ღმერთმა აცხონოს sad.gif


ისე ვარ, ცრემლებს ძლივს ვიკავებ


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Oct 1 2009, 02:31 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



უიიი, პირველ გვერდზე სათაური არ ჩანდა სრულად და მეთქი ჭილაძის შემოქმედებაზე გაიხსნა თემა-თქო ...
არ ვიცოდი თუ გარდაიცვალა sad.gif

აცხონოს ღმერთმა!



ეს მიყვარს:

...შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 1 2009, 02:31 PM
პოსტი #7


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ოთარ ჭილაძე
ბედნიერი ტანჯული


ესე
პუბლიცისტიკა
ინტერვიუ

გამომცემლობა
«ლოგოს პრესი»


ოთარ ჭილაძის «ბედნიერი ტანჯული» სხვადასხვა დროს (1968-2002) ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხისადმი მიძღვნილი ესეების, პუბლიცისტური წერილებისა და ინტერვიუების კრებულია. ერთ წიგნში თავმოყრილთ მათ პირველად გაეცნობა ქართველი მკითხველი.
მწერლობის რაობა და მწერლის დანიშნულება, ერი და ეროვნულობა, თავისუფლება და მონობა, სიყვარული და ომი, აფხაზეთის საკითხი და ზოგადად ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ქართველთა მითოლოგიური წარსული და კოლხი მედეას ფენომენი, ქართული ემიგრაციის ზრდა და ჭეშმარიტი პატრიოტიზმის არსი, სახელმწიფო სიმბოლიკა, ქართული ტოლერანტობა და შენიღბული ანექსიის საშიშროება – ესაა არასრული წყება იმ აქტუალური საკითხებისა, რომელთა შესახებაც საკუთარ თვალსაზრისს გვთავაზობს მწერალი.
გამომცემელი
ლაშა ბერაია
საგამომცემლო რედაქტორი
მარინე ხუციშვილი
პირველი გამოცემა
© გამომცემლობა «ლოგოს პრესი», 2003
© ოთარ ჭილაძე, 2003
ISBN 99928-926-0-9
გამომცემლობა «ლოგოს პრესი»
ილია ჭავჭავაძის გამზირი 15ა, 0179 თბილისი
ტელ. 915101, www.logospress.com.ge
გარეკანის გაფორმებისას გამოყენებულია ლადო გრიგოლიას ქანდაკების «სამშობლო» ფოტორეპროდუქცია


საინტერესო წიგნიაა, შეიძლება მაგის ატვირთვაც შემდგომ.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი Oct 1 2009, 02:38 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა.


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 1 2009, 02:44 PM
პოსტი #9


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ჩემთვის ყველაზე მეტად საყვარელი ''თიხის სამი ფირფიტა''


რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
ხვალ შეიძლება განახლდეს ისევ,
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე
და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი
და გაახილოს თვალები უკეთ.
მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ვინ იცის ისიც სცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.
იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.

თურმე არავია აარა აქვს ნება,
იცქიროს უცხო ფარდების იქით,
აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება,
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირვს სიცხეს ქალაქი.
და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,
რმოელიც მოყვა თიხის ფირფიტას
შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,
გონებას განგებ გამოიფიტავ.
თუმცა არავის არა აქვს ნება
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი
და აკივლებულ ფიქრსა და ვნებებს
ხმა ჩაუწიოს, და ჩაკლას ძალით.
ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას.
უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალი ვიდრე მარილი,
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები უკვე გადატანილი.
წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები...
წვანან ჩაძირულ გემის აფრები...
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს
უნდათ თუ არა მიწაში სძინავთ.
არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ
რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს
ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები


sad.gif sad.gif sad.gif



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 1 2009, 02:58 PM
პოსტი #10


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



თამარი_ცქნაფო
უძლიერესია sad.gif



ნეტა სად დაკრძალავენ sad.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 1 2009, 03:25 PM
პოსტი #11


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



გალაკტიონ ტაბიძეს


ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,

მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.

მე ვფხიზლდებოდი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.

მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით.


***

რა დამაძინებს,რა დამაძინებს,
უსაშველოა წუხილი ჩემი,
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე
იმედისა და ოცნების გემი.
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც-
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე,
რატომ შემხედე ასე თამამად,
თვალები რატომ შემომანათე.
მას მერე ჩემთვის ყველგან ღამეა,
და ყოველ წუთას უფრო ღამდება,
ჩემი სიმღერაც განა რამეა,
ოღონდ ეგაა-არ დამთავრდება.
რა დამაძინებს,რა დამაძინებს,
უკვე მეძინა მე ჩემი წილი,
მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ-
არ გეღირსება შენც მშვიდი ძილი!



რა კარგი ლექსია არა? smile.gif


ვისაც ლექსის კითხვა არ გეზარებათ

ცირკი

უკვე ზარია და ვღელავ თითქოს.
გულმაც რაღაცა მანიშნა ისევ.
და ცხოველების სუნი და სითბო
მძიმე ხელივით მომისვა პირზე
ცირკის არენამ.

გულს კი საყურე
უცვნია შენი და მეც მანიშნებს.
და ერთნაირად ჩაცმულ მსახურებს
კლოუნი ზურგზე აწყობს ბალიშებს.

აი, მუსიკაც!
ვისთან ხარ ნეტავ...
ანდა ამ კლოუნს რა მოუვიდა,
თოკზე შედგომას რომ ვეღარ ბედავს
და ცრემლის ნაკადს ასხამს ყურიდან.

არაფერს ფასი არა აქვს ისე
თუ არ დამალა შიში კლოუნმა.
და ალბათ ისიც მოიმტვრევს კისერს,
ხიფათი თუ ვერ იგრძნო დრუოლად.

მეც უნდა დროზე მეგრძნო ხიფათი,
თუმცა ხიფათზე სულ არ ვფიქრობდი.
მე მქონდა ფრთები და რაც მხიბლავდა,
დაუფიქრებლად მისკენ მივქროდი.

დუმილს და ყოყმანს გადაჩვეული,
დაუფიქრებლად მივქროდი ასე.
და ცა მიმქონდა, როგორც რვეული,
ჯერ გაურკვეველ ნიშნებით სავსე.

სურვილი იყო ჩემი ბატონი.
მეც ვუჯერებდი, რადგან მომწონდა
ჩემი სურვილი... და საათობით
ვმღეროდი, როგორც ბავშვი კოცონთან.

შენ არ გესმოდა, რადგან ბუნება
მაღლა ახედვას გიშლიდა მაშინ,
და სანამ თვითონ არ გაცდუნებდა,
ცის მეტს ვერაფერს ნახავდი ცაში.

მეც ვეჩვეოდი ამ ამბავს თითქოს
და უშენობით ყელამდე სავსე,
ვიძენდი ხუთი კაპიკის სითბოს
და ავტობუსის გაცვეთილ სკამზე

ვჯდებოდი ჩემთვის და დიდი წვიმის
მოახლოებას ვგრძნობდი გუმანით.
და მთებში, როგორც ლტოლვილთა მწკრივი,
ძლივს შედიოდა გარეუბანი.

პირველად იმ დღეს ვიფიქრე, მგონი,
რომ ავცდებოდით...
რომ ჩვენი გზები
სხვადასხვა იყო და ყველა ღონეც
იყო ამაო, თუ ღმერთის ნებით
არ მოხდებოდა...

ღმერთი კი ისევ
შორს იყო ჩვენგან, რადგან არავის
აღარ გვახსოვდა,
არ ვთვლიდით ღირსად.
მაგრამ სიმართლის ხმა, შემზარავი,
მაინც ცოცხლობდა.
და თურმე დღემდე
იმ ხმას კი არა, დანას ვმალავდი,
დანას,
რომელიც მკვლელობის შემდეგ
შემომაჩეჩეს ხელში ძალათი.

შენ კი ნამდვილად გეძინა მაშინ
და იზრდებოდი ძილში ტოტივით,
რომ გაგეღვიძა და უცხო ხალხში
გასულიყავი, როგორც მოტივი
ახალ სიმღერის...

ვინ გაჭრა, ნეტავ,
თოკი, რომელიც ჩვენ გვაერთებდა...
მე ახლა უფრო გარკვევით ვხედავ:
შენ ზიხარ მაღლა...
თითქმის კედელთან...

თოკი,
რომელიც ჩვენ გვაერთებდა,
ამ თოკს მაგონებს, რომელზეც ახლა
კლოუნი გადის.
შენ ზიხარ მაღლა...
ძალიან მაღლა...
თითქმის კედელთან...

მე კი მარტო ვარ და ბევრი დრო მაქვს,
რომ ყველაფერზე ვიფიქრო მშვიდად.
მე ვერ შევძელი იმ თოკზე დგომა
და შენ დაგკარგე.
და აღარ მინდა,
რომ ერთხელ კიდევ დავარტყა კეფა
რკინის იატაკს.
კლოუნს კი რაღაც
აშინებს ისევ და მხოლოდ ხელფასს
დაკარგავს, თუ ვერ გაბედა ახლაც.

მე შენ დაგკარგე და ეგ საყურე
ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა,
მარტო რომ ვზივარ.
აი, მსახურებს
აკრობატების ბადე გამოაქვთ.

ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად.
მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა.
მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით
ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს.
ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ,
როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად
მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით
მაჯილდოვებდა.
თვალი კი საფარს
და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა,
მაგრამ ამაოდ.
და ჩემი ქროლვა
შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან
და კლოუნებთან.
მაგრამ მე დრო მაქვს,
რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად,
ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად.
ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ,
მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.

თუმცა საბრალო ადამიანი
ყოველთვის რჩება ადამიანად.
რაც უნდა ძველი იყოს იარა,
არ მოშუშდება მაინც მთლიანად.

არ გამოჩნდება მაინც გარედან,
მაგრამ ყოველთვის გემახსოვრება...
და რაც უხდება ცირკის არენას,
ის სასაცილოდ ხდის ჩვენ ცხოვრებას.

აი, ვეფხვების ცნობილი მწვრთნელიც
განებივრებულ ქალის უფლებით,
იძახებს ვეფხვებს და ვეფხვიც ნელა
შემოდის,
როგორც ჭრელი ღრუბელი.

მუსიკამ დარბაზს გადასცა ყინვა.
ქალი კი გაწვა ვეფხვის ტორებთან
და ყველა ყალბი ალმასის ბრწყინვა
აღმოუჩინეს პროჟექტორებმა.

მე ვერ გამწვრთნიდა.
მე როცა მტკივა,
ვეძებ და ვებრძვი ხოლმე იარას.
ამიტომ მარტო დავრჩი და ვზივარ:
მხეცი, ქცეული ადამიანად.

ვისთან ხარ, ნეტავ...
ვინ არის, ნეტავ...
ვინ ისაკუთრებს შენს ცას და სითბოს...
ცირკის მსახური არენას ხვეტავს
და ალბათ ისიც ვეფხვებზე ფიქრობს.

მაგრამ არენა ისევ ნათდება
და გაწვრთნილ ძაღლებს ეკუთვნის ახლა
და პაწაწინა ძაღლის თათებმა
ვეება ბურთი ისროლეს მაღლა.

მაღლა შენ ზიხარ... თითქმის კედელთან...
აღიარებულ სიმართლის მსგავსად.
მე კი გიყურებ და მახსენდება
დაახლოებით ასეთი ფრაზა:

`მაშინ ის თვითონ დადგა კედელთან...
და თვითონ გასცა სროლის ბრძანებაც.
თვითონ უარყო, რაც აერთებდა
ან ქვეყანასთან და არ დანებდა
მტრის უხეშ ხელებს...~

მე კი მეგონა,
რომ შენთვის მხოლოდ სიკეთე მსურდა
და როგორც გზებით დაღლილ მეგობარს,
მიიხუტებდი ჩემს სურვილს გულთან.

მაგრამ ვცდებოდი და შენი შუქიც
ნატრობდა მხოლოდ თავისუფლებას.
დღეს კი ხეს გავხარ, რომელსაც უკვე
გადაუარეს თავზე ღრუბლებმა.

მეც ღრუბელი ვარ,
მაგრამ შენს მხარეს
არ წამომიღებს ქარი დღეიდან.
კლოუნი რასაც დაამტვრევს გარეთ,
ბნელ კულისებშიც თვითონ შეიტანს.

აღარ გავუშვებ ოცნებას არსად.
დავთმობ სულისთვის ყველაზე მთავარს
და ცირკის დიდი აფიშის მსგავსად
გარკვევით ვიტყვი: ვინ ვარ და რა ვარ!

და თუკი ვინმე მიმიტანს გულთან,
ასეთი ვინმე ამქვეყნად თუა,
მე უარს ვეტყვი და მხოლოდ უარს,
მხოლოდ და მხოლოდ უარს და უარს.
რომ ჩემი ტლანქი ვნებების გამო
კიდევ ერთი ხე არ დადგეს ჩრდილში,
არ იქცეს ჩრდილად და ყოველ ღამე
არ გაილიოს გაქრობის შიშით.

თვითონაც წვალობ და სხვასაც ერჩი,
შენ გიჭირს სუნთქვა და სხვასაც უშლი,
როცა სხეულში იბუდებს ეჭვი,
ვით შემთხვევითი მარცვალი ხნულში.

შემზარავია ეჭვის ობობა,
შემზარავია და თუკი აცლი,
შენც დაიჯერებ, რომ უნდობლობა
თანდაყოლილი გრძნობაა კაცის.

მე, რა თქმა უნდა, არ ვაზვიადებ
ტკივილს, რომელსაც ვიტან და ვუვლი.
მე ვიყავ მიწა და ჩემს წყვდიადში
ფესვივით მშვიდად ფეთქავდა გული.

ათასნაირი გული არსებობს:
ცხელიც და ცივიც,
შლეგიც და მშვიდიც...
ზოგი სავსეა, ანდა სავსებით
ცარიელია და მაინც მიდის.

მიდის ბუნების გზით და ბრძანებით,
წვას და წვალებას გადაჩვეული,
და მხოლოდ ფეთქვა არ ეზარება,
რომ ფიტულივით ზიდოს სხეული.

მაგრამ გათავდა!
მართლა გათავდა!
უნდა გადაწყდეს:
რა ვარ თუ ვინ ვარ!
და სანამ ჩემთვის დავთვლი ათამდე,
სულში გადნება ათი წლის ყინვა

და მზე ამოვა,
რომელსაც ასე
ველოდებოდი, ახლა კი ისიც
ამოვა დღემდე უჩინარ ცაზე
და ჩემს სიბნელეს დააყრის სიცილს.

თუმცა მე მზად ვარ, რომ მოვუმზადო
ახალ ტკივილებს სულიც და ხორციც.
და როგორც ბრძოლის შემდეგ მუზარადს
ჩემს ტკივილს ხელში ვიღებ და ვკოცნი.

ყველა სიმღერა ტკივილით ჩნდება,
ყველას დაყვება ტკივილის კვალი,
რომ შეამჩნიონ მაშინვე სხვებმაც,
რასაც ვერ ამჩნევს უბრალო თვალი.

და დაიჯერონ, რომ შენც გაძელი
და არ აკეთე მორჩილი სახით
ის, რასაც სტვენით და ღრიანცელით
მოითხოვს ცირკში მოსული ხალხი.

ზღვისა და მიწის და ცის მპყრობელი
უცნაურია სული ბუნების,
ხან თუ ბავშვივით გვედიდგულება,
ხან გვეხმარება როგორც მშობელი.

ის გვცვლიდა დღემდე
და კვლავაც შეგვცვლის,
რომ თვითონ მარად დარჩეს მთლიანი
და ამქვეყნიურ ვნებათა ცეცხლში
ყელამდე იდგეს ადამიანი.

***

ეცემა თოვლი, თეთრი-ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა-მიფრინავს ჩიტი.
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი,
მე კი ყოველთვის მემახსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს მიყვება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 1 2009, 04:10 PM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ღმერთმა აცხოვნოს, ძალიან დამენანა : (



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 1 2009, 04:50 PM
პოსტი #13


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



სამწუხაროა...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Oct 1 2009, 05:21 PM
პოსტი #14


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ღმერთმა აცხოვნოს


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 1 2009, 06:04 PM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პოეტი და მწერალი...

ვფიქრობ საკმარისად არ დაფასებული, ღრმა და საოცარი ენის და შედარებების ავტორი, სულ დახაზული მაქვს მისი წიგნები და არასდროს დაივიწყებ...

ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?


მართლაც რომ ღმერთანაა და ღმერთმა აცხოვნოს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 1 2009, 06:22 PM
პოსტი #16


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ღმერთმა აცხონოს sad.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 1 2009, 07:18 PM
პოსტი #17


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ვაი, გული მწყდება ასეთი ადამიანები, ასე რომ გვეცლება ხელიდან. cray.gif cray.gif
ღმერთმა აცხონოს.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 1 2009, 11:01 PM
პოსტი #18


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



როგორ დამწყდა გული sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Oct 1 2009, 11:57 PM
პოსტი #19


დაურეგისტრირებელი









ზე მაგარი კაცი არის...


აბა ამ ქვეყანაში ცხოვრებას და ვიღაც ბანჯგვლიანი ჯუღაზას უბორნიისთვის წერას სიკვდილი ჯობია... რამდენჯერ მინახავს ჭილაძის , ჩოხელის და ლეონიძის წიგნები უნივერსიტეტის საპირფარეშოში... მაგისთვის წერდნენ?
ქართველების ის ნაღები ფენა კიდე ტკბება იმ ხალხის ტვინის ნაჭყლეტით იმ ქაღალდზე რო ასხავდნენ და სულ ფეხებზე კიდია რა უჭირს იმ ადამიანს...

_ვა მოქდა საწხალეეე...
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Oct 2 2009, 09:48 AM
პოსტი #20


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ოთარ ჭილაძისნაირებზე ითქმის: დაბადებით მწერალი.
ქონდა საკუთარი სამყარო, სადაც ცხოვრობდა, სათუთად აგროვებდა შთაბეჭდილებებს და ქმნიდა ძალიან, ძალიან ლამაზ ხელოვნებას
ჩვენ კი მისი სულის მუზეუმების ნებადართული მნახველობის ფუფუნების შესაძლებლობა გვეძლევა yes.gif
ეს სამყარო ირეალური რეალობაა და ძალიან, ძალიან მშვენიერია.

ოთარის კითხვისას მარკესი მხოლოდ ოცნების ძალდატანებაა.... (ეს ფრაზა ერთერთ აღმოსავლეთევროპელ კრიტიკოსს ეკუთვნის)
სამწუხაროდ არ იყო სათანადოდ შეფასებული...
თუმცა იმედია მასაც, ისევე როგორც ბევრ უდიდეს მწერალს, სიკვდილის შემდეგ მაინც უცილოდ დასდებენ სათანადო პატივს...

რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.


ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.




მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

...მტკივნეულია
აცხოვნოს ღმერთმა


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 06:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი