IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ოთარ ჭილაძე აღარ გვყავს, დღეს დილით გარდაიცვალა
neo
პოსტი Oct 2 2009, 10:21 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



აცხონოს უფალმა


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Oct 2 2009, 03:11 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენოოო smile.gif


”...მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი...”


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 2 2009, 03:14 PM
პოსტი #23


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



დღეს ვფიქრობდი, სად თუ აარ მთაწმინდაზე-მეთქი smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 2 2009, 04:01 PM
პოსტი #24


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პირველი სტრიქონები რამაც ასე მომხიბლა იყო...

და სკამზე, როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა...

ამის შემდეგ ( ჩემი მეგობრის მამა მიქაელის (მაშინ მერაბის) დამსახურებაცაა ამაში) დავუახლოვდი და ჩავუღრმავდი...

მოდი რამდენიმე მის ლექსს დავდებ...

და მერე ვინც მის დაკრძალვაზე მიხვალთ ერთი სანთელი და ერთიც ყვავილი კაიროსის სახელით არ დაგეზაროთ ....


მეფეებივით ფიქრობენ მთები....
ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს ....

ისე მაკლიხარ , ისე მომწყურდი-
ლამის არაგვი შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლიავს ამოსული,
ისევ უარესს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს რამე რომ ვკითხო
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები
და აი ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დადრთხნენ ღრუბლები

ოთარ ჭილაძე

ეცემა თოვლი


ეცემა თოვლი, თეთრი-ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.

და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა-მიფრინავს ჩიტი.

ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი,
მე კი ყოველთვის მემახსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.

ეცემა თოვლი და დროს მიყვება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.


ო.ჭ.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 4 2009, 12:43 AM
პოსტი #25


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც
ტოტებში ქარი წიოდა მწარედ
და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე

ბნელში ბრწყინავდა ძველი ნათურა
ვით უმნიშვნელო ნამტვრევი მთვარის
და უსასრულო ფიქრში გართული
ათასში ერთხელ ბრწყინავდა მტკვარიც

ბრწყინავდა რკინაც, ცივი და ბასრი
და კიდევ რაღაც ბრწყინავდა იქვე
და როგორც დენთით გატენილ კასრებს
მოაგორებდნენ ჩრდილები ფიქრებს

და საიდუმლო, როგორც სერობა
ტრამვაის ხაზი წყდებოდა უცებ
ხოლო საათი მძიმე შენობას
კოპივით ეჯდა გაცრეცილ შუბლზე...

დღეს სამებაში ყოფილა პანაშვიდო, ახლა გავიგე... sad.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 4 2009, 10:13 PM
პოსტი #26


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



დღეს გავაცილეთ... მთაწმინდის უკანასკნელი ბინადარი ...sad.gif

ტაძრის შუაგულში ესვენა....

კეთილთა შინა განისვენოსმისმა სულმა....


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 13 2009, 09:23 AM
პოსტი #27


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440




http://www.link.ge/file/289072/17--miwaze-...iladze.wma.html


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 13 2009, 09:31 AM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მთაწმინდის უკანასკნელი ბინადარი ...



ვერ ავიტანდი იქ რომ არ ყოფილიყო, იმდენად მიყვარს ( და არა მიყვარდა)...

"მიწაზე მძიმე"-ს ელ. ვერსია არსადაა ხომ მატას?

კარგი გოგო ხარ, მადლობა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 13 2009, 10:14 AM
პოსტი #29


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



KAIROS
ციტატა
მეფეებივით ფიქრობენ მთები....
ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს ....

ისე მაკლიხარ , ისე მომწყურდი-
ლამის არაგვი შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლიავს ამოსული,
ისევ უარესს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს რამე რომ ვკითხო
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები
და აი ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დადრთხნენ ღრუბლები

ოთარ ჭილაძე

sad.gif
ეს ჩემი საყვარელი ლექსია.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Oct 13 2009, 11:44 AM
პოსტი #30


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(KAIROS @ Oct 13 2009, 09:31 AM) *
"მიწაზე მძიმე"-ს ელ. ვერსია არსადაა?

მე მაქვს კაიროს, ოღონდ ზეპირად ვიცოდი და ისე დავბეჭდე ტექტსი, თანაც წიგნი არ მაქვს რომ გავასწორო პუნქტუაციურად sad.gif
თუ ასეთი გაწყობს ... a075.gif
თანაც წიგნი შენთუ მოგეპოვება სასვენ ნიშნებს თავად ჩაამატებ, რავი აბა...



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 13 2009, 11:54 AM
პოსტი #31


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სასვენ ნიშნებს

არა, რა სასვენი ნიშნები smile.gif
მატასიმ დადო ბმული smile.gif
და იმაზე ვუთხარი, შენ მთლიანად გიწერია?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Oct 13 2009, 12:08 PM
პოსტი #32


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(KAIROS @ Oct 13 2009, 11:54 AM) *

არა, რა სასვენი ნიშნები smile.gif
მატასიმ დადო ბმული smile.gif
და იმაზე ვუთხარი, შენ მთლიანად გიწერია?

კი სრულად მიწერია ... smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 2 2010, 11:33 PM
პოსტი #33


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



არტკაფე “ქარავანში” ოთარ ჭილაძის ჩანაწერების პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი წიგნი - ”ცა მიწიდან იწყება” მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე გამოიცა. მასში შესულია ყველა ის ჩანაწერი, რაც აქამდე არ გამოცემულა და მხოლოდ მწერლის პირად დღიურებში ინახებოდა.


ჩანაწერები შედგენილია ოთარ ჭილაძის ძმის, მწერალ თამაზ ჭილაძის მიერ, ხოლო წიგნში გამოყენებულია თავად ოთარ ჭილაძის ნახატები, რომელიც მის განწყობას და სულიერ მდგომარეობას ასახვას.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თამაზ ჭილაძემ განუცხადა, ოთარ ჭილაძეს აუარებელი საარქივო მასალა დარჩა, რომელიც მთლიანადაა გადასამუშავებელი და ეს ჩანაწერების კრებული არის ძალიან მწირი ნაწილი, იმ უბის წიგნაკებიდან, რომლიდანაც ამ წიგნისთვის მასალა ამოიკრიფა.
“მე ვთვლი, რომ ეს წიგნი თამამად დაიდება ოთარ ჭილაძის რომანების გვერდით. ამ წიგნს აქვს იგივე წონა და იგივე ფუქნცია, მე ასე მიმაჩნია ყოველშემთხვევაში. ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ჩანაწერებისა, რაც ოთარს დარჩა. ძალიან ბევრი ნაწილი არის გადასამუშავებელი, ვინაიდან ეს ყველფაერი არის კალიგრაფიით, მისივე ხელით ჩაწერილი, ამიტომ არის დასაზუსტებელი ტექსტები. ალბათ მომავალში კიდევ გამოიცემა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები. ახლა გამოვეცით მხოლოდ ის, რაც ჩავთვალეთ რომ ამ დროის შესაფერისი იქნებოდა”, – აღნიშნა თამაზ ჭილაძემ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 05:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი