IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მთვარისა კერესელიძე, პოეზია
მოაზროვნე
პოსტი Dec 2 2010, 11:27 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,725



მთვარისა კერესელიძე
მიძღვნა

უწმინდესსა და უნეტარესს,
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.
დაბადების 61-ე წლისთავზე თქმული ლექსი


სამოცდაერთი რა არის წელი
მსახურო ერის, მსახურო მრევლის,
ჯერ ღვთაებრივი საქმენი გელის,
სამოცდაერთი რა არის წელი!

შენი მირონით უნდა შემოსო,
ჯერ მრევლისათვის აქ უნდა ენთო...
მამულისათვის უნდა ილოცო
იმ ტაოელთა სულის ნაღვენთო!

რამეთუ ღმერთმა ასე ინება,
ზეცით ღვთის მადლი მოგეფინება...
მამულისათვის ანთია კვარი,
მამულისათვის - გეწეროს ჯვარი!

რამეთუ ქვეყნად ვიშვით, მოვედით
ზოგი ლოცვად და, ზოგიც ღვთაებად,
ნათლით მოსილა ძელი - ცხოველი
და უკვდავება -
დგას სვეტიცხოვლის მაღალ კარებთან
და ზენაარის ეფინება მცხეთას ნათელი,
იწვის დიადი კელაპტარიც, მცირე სანთელიც...

რამეთუ ღმერთმა ასე ინება,
შენში ღვთის მადლი მოედინება,
დაამწყალობო კვლავ უნდა ერი,
დაამწყალობო კვლავ უნდა მრევლი...

კვლავ შენი მადლი მოეფინოს უნდა სიონსაც;
შენი ნათელი აფენია ზედაზენს, ხერთვისს
და როცა ღამე ეძინება კავკასიონსაც,
შენი ლოცვაი ღვთაებრივი ზენაარს ერთვის...

შუბლი ნათელი გამოჩნდება აღსავლის კართან,
მიიმალება მაშინ, მჯერა, სადღაც არესიც.
და დგას ტაძარში გადარჩენილ იმედის კალთად
უწმინდესი და...
უნეტარესი!

ჯერ კიდევ ბევრი...
ჯერ კიდევ ბევრი...
ჯერ კიდევ ბევრი...
ერი და მრევლი,
ერი და ბერი შემოგყურებს ვითარცა
იმედს,
ჯერ კიდევ...
ჯერაც გოლგოთამდე ჯვარია მძიმე,
ჯერ კიდევ...
ჯერაც, მეც იმედი ლამპრად მინთია.
მწყემსი კეთილი -
საით მღერის, ბერო მინდიავ?
მწყემსი კეთილი -
გააღვიძებს იმერ-ამიერს...
მრევლს მოუხმობდე ჯადოსნური შენი კვერთხით და...
ერს მიუძღოდე მრავალჟამიერ!

მთვარისა კერესელიძე
სად მიდიოდით, წმინდა მამანო?

სად მიდიოდით, წმინდა მამანო?
თქვით, რა გინდოდათ პალესტინას, იერუსალიმს,
ათონს, პეტრიწონს, ანტიოქიას,
ანდა კვიპროსზე რომ აგებდით წმინდა ღალიას,
რად არ ააგეთ ეს ტაძრები ქართულ მიწაზე?

თუ უცხოეთის უცხო მიწა თქვენად იწამეთ,
მაშინ რა არის მადლი ჩვენი ქართული მიწის,
მაშინ რა არის მადლი ჩვენი ქართული პურის,
ანდა რა არის მაშინ მადლი ჩვენი ღვინისა?..

იქნებ გეგონათ, რომ ეს მიწა ვერ დაგიტევდათ,
უცხოეთისკენ გაჰყევით გზასა?
- რას ვამბობ, რასა???
თქვენ საქართველო გაიტანეთ ჩვენი მთებიდან,
აჩვენეთ სხვასა,
წმინდა მამანო, ზეცის მადლი თქვენს კეთილ გზასა!


1968 წლის იანვარი


მთვარისა კერესელიძე
სვეტიცხოველთან

ისევ და ისევ, ისევ და ისევ,
კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან.
ისევ და ისევ, ისევ და ისევ
მფარავდეს შენი მოწყალე კალთა,
რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო,
ჩემი შვილების სიკეთის გარდა.

ისე, ვითარცა მაღალი ღმერთი
მინათებს ეზოს და გზებს საესავს,
ნათელი ედგას სიონს და ხერთვისს
და ყველას, ვინაც შენთვის დაეცა...

გარს მახვევია ყველა ლტოლვილი,
ყველა შორეულ გზებით მოვლილი,
ყველა მშიერი, ყველა ეული,
ყველა ჩემსავით ჩამოხეული...

ვიცი, იოლი არ არის შენთვის,
ყველას სწყალობდეს სიკეთის ღმერთი,
მაგრამ ეს ერთიც,
მაგრამ ეს ერთიც
გამონაკლისი დაუშვი ჩვენთვის...

ნუთუ ვერ ხედავ, შენთვის უმწეო
სისხლს ღვრიან შენი საბრალო ძენი
თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი,
თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი,
შეგვინარჩუნე მამულის ბჭენი!

თუკი ჩემი ხმა საითმე გესმის,
გვეყოს ამდენი შხამი და გესლი,
დაუფიქრებლად წარსულს რომ ესვრის,
დაუფიქრებლად მამულს რომ ესვრის,
ჩამოგვაშორე ეს უცხო თესლი!

ისევ და ისევ, ისევ და ისევ,
კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან,
ისევ და ისევ, ისევ და ისევ
მფარავდეს შენი მოწყალე კალთა,
რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო,
ჩემი მამულის სიკეთის გარდა!

1994

მთვარისა კერესელიძე
ალავერდს, ილორს, ლომისას

ალავერდს, ილორს, ლომისას,
წმინდა გიორგის საყდარს,
იმ შენი პატარობისა
ნაფეხურები აჩნდა.

იმ შენი პატარობისა
კვლავ სურვილები მწველი,
ალავერდს, ილორს, ლომისას
გეძახის, გიხმობს, გელის.

ალავერდს, ილორს, ლომისას
შენი ბავშვობის ხმა ესმის,
ალავერდს, ილორს, ლომისას
გეძახის უზენაესი.

ალავერდს, ილორს, ლომისას
წმინდა გიორგის საყდარს,
ალავერდს, ილორს, ლომისას
ნეტავ რა ხდება ახლა?

ალბათ ტაძარზე ჰკიდია
სული, რაითაც გწამდი,
იქ, სადაც ბონდის ხიდია
გაკიდებული ცამდის...

ალავერდს, ილორს, ლომისას
ნეტავი ახლა რა ესმის,
ალავერდს, ილორს, ლომისას
გეძახის უზენაესი.

1994 წელი





მთვარისა კერესელიძე
ზმანება

ჩემს შესახვედრად გამოდიან ბრძენნი მამანი,
როს ფანჯარაში აინთება იასამანი
და სევდიანი გაქროლებით, ნელი ქარებით
თეთრ საუფლოში მივექანები.

მდუმარებაა თეთრ საუფლოში,
სად მთელი ქვეყნის მწუხარება არა ღირს გროში.
მაღალი ქოშით მიმოდის მნათი
და სახეებიც მოსჩანან მათი.

რა სახეები, ან რა ცვალება,
თან მომდევს ჩემი ფერისცვალება
ჰაეროვანი, გამჭვირვალე როგორც ზამბახი.
ო სახეები, სახეები სადღაც ნანახი
და ყველაფერი, ყველაფერი, როგორც ზმანება,
მაინც აქეთკენ მოექანება.
. . .
ჩემს შესახვედრად გამოდიან ბრძენნი მამანი,
როს ფანჯარაში იწვის ლურჯი იასამანი.

1977
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე
პოსტი Dec 5 2010, 12:09 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,725



მთვარისა კერესელიძე
დადგება ჟამი

ვინ ფსალმუნს მარცვლავს, ვინ რას მოელის,
ვინ სასოებით დაფრინავს ურთას,
უსასრულოა მწუხრი ყოველი
თურმე რჩეულთა.

ვინ უფლის სახეს ლოცავს თუბალთა,
ესათნოება ღამეგანათევს.
ვინღა დაჯდება ჩემს სასთუმალთან,
მხოლოდ ლექსები იანდამატებს.

თუ საოცარი იელვებს რითმი,
ესეც ხომ ხშირად დიდი რამეა,
„გამოუცნობი იეროგლიფი
თვალდაწინწკლული ბრწყინავს კამეა“.

თუ მოდის ჟამი მიწყივ მარები
და ზეთისხილის მწიფე რტოებად,
სხვა გრიგალების, სხვა გაქანების,
შეიმოსება უცხო დროება.

ვინ ფსალმუნს მარცვლავს, ვინ რას მოელის,
ვინ სასოებით დაფრინავს ურთას,
უსასრულოა მწუხრი ყოველი
თურმე რჩეულთა.

1969



მთვარისა კერესელიძე
ოი ნანა, დიდა ოი, ნანა

როცა გზებით და ბრძოლებით დაიღლები,
მთიდან მთაზე ნაკადულად მიხმე.
ვის უნახავს ქვეყნად ძალით დაკრეფილი ყვავილები,
ანდა მტრობით აგებული ციხე.

კანდამსკდარი იღიმება ბროწეული,
ალუბლები თეთრ ქალწულებს ჰგვანან.
ვის უნახავს ვაზი, ძალად მოწეული,
ანდა მტრობით აღებული ყანა.

ოი ნანა, დიდა ოი ნანა,
რას შრიალებ, რას ჩურჩულებ ქარო?
მტრობით? ვერა, ვერ მოიმკი ყანას,
ვერასოდეს ვერ გალეწავ კალოს.

1970


მთვარისა კერესელიძე
წამო

წამო, დავესახლოთ ბეთანიას,
ცისფერ ენძელათა საუფლოს,
წამო, დავესახლოთ ბეთანიას,
სადაც მზე უფალთან საუბრობს.

აქ მიწის სურნელით გავბრუვდეთ,
აქ უფრო ლამაზია საწუთრო.
წამო, დავესახლოთ ბეთანიას,
ცისფერ ოცნებათა საუფლოს.

1988
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე
პოსტი Dec 5 2010, 01:04 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,725




მთვარისა კერესელიძე
დილა ბეთანიისა

მთები, მთები, ო, რა მთები
და ფერები იისა,
რა ლამაზად მობრძანდება
დილა ბეთანიისა.

მოქნეული ბილიკები,-
მთების ნაიარევი;
გზას აქ ერთად მივიკვლევდით,
დღეს სად დაიარები?

მთებზე ნისლი მიბალახობს,
სუსტი, გაუბედავი.
ორბელიანთ სამოსახლოს
შევეფეთო ნეტავი.

მთები, მთები, ო, რა მთები
და ფერები იისა.
რა ლამაზად მოგრძანდება
დილა ბეთანიისა!

1968


მთვარისა კერესელიძე
გელათის იები

თამარის თვალებს შეუპყრიათ ფიქრი ყოველთა,
აქ ნაზი ია სავანებელს ვითა ჰპოებდა,
გალავნის ჩრდილებს შეფარვია და ჩუმად უმზერს,
ვით აბიჯებენ სამარეს გულზე.
. . .
მერე უმანკო აღავლენს ლოცვას,
მიეძინება გალავანში სულიერს როცა.

1964

მთვარისა კერესელიძე
თუ იპოვი…

მითხარ, საით წამოსულხარ, ენძელავ,
რას დადიხარ უკაცრიელ გზაზე?!
თუ თამარის სამოსახლოს დაეძებ
უკაცრიელ გზაზე,

მწვანე ეტლით მოიარე ბორცვები
და იქ, სადმე, ბეთანიის გზაზე,
თუ იპოვი საფლავს შოთას ოცნებით
და ცრემლებით სავსეს,…

ის იქნება სამოსახლო თამარის.

1963 წელი



მთვარისა კერესელიძე
კურთხეულ იყავ!

ვით მეროჭიკე ბერი ვივლი კარით-კარამდის,
კურთხეულ იყავ, საქართველოვ, აწ და მარადის!
ზეგარდმო ზეცის უნაზესი მადლი გფარავდეს,
კურთხეულ იყავ, საქართველოვ, კარით-კარამდე!

შემეგებება ალიონი შენი ქარებით,
კურთხეულ იყოს, საქართველოვ, შენი კარები.
ტანზე სამოსად სიყვარული მეც შენი მეცვას,
კურთხეულ იყოს შენი მიწა და შენი ზეცა.

ვით მეროჭიკე ბერი ვივლი კარით-კარამდის,
კურთხეულ იყავ, საქართველოვ, აწ და მარადის!


1973 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე
პოსტი Dec 9 2010, 01:28 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,725



მთვარისა კერესელიძე
მედეა

ეს ვინ დაიდო ცოდვა ამხელა,
ამხელა ცილი რისთვის დაგწამეს,
დღეს მოღალატე დედის სახელი
ამძიმებს ცრემლით დამწვარ წამწამებს.

ფიქრი მაწამებს,
დარდი მაწამებს,
ამხელა ცილი რისთვის დაგწამეს.

წრიალებს შენი დედური სული
და სადღაც ცოცხლობს ყრუ სინამდვილე.
მისი გამხელით იქნება სულაც,
დიდი ტკივილი გაგიადვილო.

საუკუნეებს რად ააფარე,
კოლხის ასულო, გაშლილი თმები?
სადღაც ფათურობს ძველი ზღაპარი,
სადღაც ცოცხლობენ ის ლეგენდებიც: –

კორინთელები ცოდვიან ხელებს ღმერთს ავედრებდენ,
არ შეიწყნარა უფალმა თურმე,
მერე ლეგენდა შეგითხზეს მრუმე,
შემოგახოცეს ცოდვები თვისი,
რომ შვება ეგრძნოთ ცოდვიან სულებს.

შემოგახოცეს ცოდვები დიდი,
რომელსაც დღემდე ამაოდ ზიდავ,
მე მხრები მტკივა შენთან ერთად ამ ცოდვის ზიდვით
და რა ხანია, ჩამოხსნა მინდა.

ყოველთვის, როცა ნათდება სცენა,
არ მასვენებენ მწარე ფიქრები,
ქართვლის დედისგან შვილის ღალატი? –
როგორ იქნება!

ქვას ამოხეთქავს სიმართლე სრული,
თუ ბალახების ძალას ახსენებ,
– რა უფრო გტკივა, დედური გული
თუ გამყიდველი ქალის სახელი?

კოლხთ სამრეკლოებს ზარები რეკენ,
ეს შენ გიხმობენ, მეფის ასულო,
საუკუნეთა ტკივილის შემდეგ
ცრუ ტრაგედია რომ დაასრულო.

1970 წელი



მთვარისა კერესელიძე
ვინ გაპატიებს, იყო კეთილი

ჩემი აწმყოთი, ჩემი წარსულით
შენს მაღალ კლდეზე ვარ მიჯაჭვული.
და შენზე ფიქრი გულ-ღვიძლს მიკორტნის,
როგორც მშიერი არწივი ნარბევს,
ეს მე ვარ, შენი დარდი იკორთის,
ამიყვანეს და... კლდეზე დამაბეს.

თუმცა ახლოა ზეცა ძალიან,
მიჭირს, დავტოვო ჩემი წარსული.
ასე მგონია, ამირანი ვარ,
სიკეთისათვის აქ მიჯაჭვული.

ძნელი ყოფილა ტანჯვის ატანა,
თუ გიფათურებს სულში სატანა;
მაგრამ სურვილი თუ დააურვე,
რაც უნდა გქონდეს გულს დარჩენილი,
ვერა წამება ვერ მოგკლავს, თურმე,
თუკი პოეტად ხარ გაჩენილი.

ზიზილებისთვის დაობენ კაცნი
და ვერ ამჩნევენ, ვხედავ, დანარჩენს.
დრო კი, ყოველთა ძლიერი, მკაცრი,
დრო საბოლოოს იტყვის განაჩენს.

თუმც მაღალ კლდეზე ვარ მიჯაჭვული,
მიჭირს შევიგრძნო სიმაღლის განცდა.
ვინ გაპატიებს, ზღვარს გადასცილდე
და სივრცეებში იფრინო კაცმა.

მე დავდიოდი თავაწეული,
მხრებს მიწიერი ტკივილი მაწვა.
მერე მოვიდა ვიღაც წყეული
და სიყვარულის კლდეს მიმაჯაჭვა.

მას აქეთ დამდის ცრემლი ღვარებად,
მაგრამ ეს ლოდი მაინც ვერ დალბა.
სათნოებისთვის,
სათნოებისთვის,
სათნოებისთვის გამწირეს ალბათ.

ვინ გაპატიებს, იყო კედელი,
ვინ გაპატიებს, იყო კეთილი.
სიკეთისათვის,
სიკეთისათვის,
სიკეთისათვის ვარ მოკვეთილი.

და შენზე ფიქრი გულ-ღვიძლს მიკორტნის,
როგორც მშიერი არწივი ნარბევს.
ეს მე ვარ, შენი დარდი იკორთის,
შენს მაღალ კლდეზე რომ მიმაჯაჭვეს.



მთვარისა კერესელიძე
თოლიგე

წაქცეულ მუხას ფეხი არ დაადგა, თოლიგე!
ჩაფერფლილ ბუხარს წყალი არ დაასხა, თოლიგე!
წამოჩოქილ ხარს სახრე არ დაარტყა, თოლიგე!
დამარცხებულ მტერს მკლავი არ წააჭრა, თოლიგე!

ცხოვრება კიბეა და ზიგ-ზაგია, თოლიგე,
ზოგნი ადიან და ზოგნი ჩადიან, თოლიგე.
მწვერვალზე ახვიდე, - არ გაიკვირვო, თოლიგე,
დამარცხდე, - თავი არ დაიტირო, თოლიგე.

მაინც ყველაფერი წარმავალია, თოლიგე,
დაიმახსოვრე, რაც მთავარია, თოლიგე, -
მარადიული მხოლოდ რწმენაა, თოლიგე
და რაღაც სულ სხვა აღმაფრენაა, თოლიგე.

...

წაქცეულ მუხას ფეხი არ დაადგა, თოლიგე!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 9 2010, 03:57 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ერთი იმის ტურა გამხადა, გავიგო, ვინაა მთვარისა


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე
პოსტი Dec 9 2010, 10:42 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,725



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 9 2010, 03:57 PM) *

ერთი იმის ტურა გამხადა, გავიგო, ვინაა მთვარისა


biggrin.gif თქვენ მხედველობაში გაქვთ, რომ ბიოგრაფია არ დამიდვია? biggrin.gif თუ რამე სახვა? rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 9 2010, 11:08 PM
პოსტი #7


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მოაზროვნე @ Dec 9 2010, 10:42 PM) *

biggrin.gif თქვენ მხედველობაში გაქვთ, რომ ბიოგრაფია არ დამიდვია? biggrin.gif თუ რამე სახვა? rolleyes.gif

ყოველივე... არაფერი ვიცით მასზე


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე
პოსტი Dec 10 2010, 12:08 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,725



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 9 2010, 11:08 PM) *

ყოველივე... არაფერი ვიცით მასზე


კარგით, აუცილებლად მოგაწვდით ბიოგრაფიას. ოღონდ შაბათ-კვირას, ალბათ. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე777
პოსტი Jan 15 2011, 12:38 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-January 11
წევრი № 10,282



მთვარისა კერესლიძე
მუნასიბი

რა ფერები, ნაფერები
ვარდისანი, იისანი,
დარიალთან დარახტულან
მთანი კავკასიისანი.

გადმოჰყურებს თბილის-ქალაქს
ნარიყალა და ისანი,
მაგრამ თუკი შეიცვალა
ცამან ფერი დარისანი,

აიშლიან ლომის ფაფარს
ალგეთის მგლის გვარისანი
და ვერ მოსთვლის იმათ ზღაპარს
ვერა ბრძენი და მისანი.

ასე მოგვდგამს, და უკუნით
ფერი გვადევს დილისანი,
კვლავ ცოცხლობენ საუკუნით
გამალული თილისმანი.

გაგაბრწყინებს, საქართველოვ,
საქმეები შვილისანი.

რა ფერები, ნაფერები
ვარდისანი, იისანი,
დარიალთან დარახტულან
მთანი კავკასიისანი.

1967 წ.
smile.gif

მთვარისა კერესელიძე
ერთხელ მეც გავიაპრილებ


ახლა წვიმებს თუ აპირებს,
მთებს ბიბინა მოლი ფარავს,
ერთხელ მეც გავიაპრილებ
და სიყვარულს მოვიპარავ.

ცის მახლობლად გავშლი კარავს,
კარავს ფერად ირაოთა.
შემომხედონ შუქშემპარავს
და ფიქრები ყირაობდნენ.

იდგეს დილა საოცარი
აპრილის და ჩემი ნების,
უნაზესი ქროდეს ქარი,
ქარი იასამანების.

ქვაბში ასი დევი მყავდეს,
გულში ოქროს ზოდი მქონდეს,
მთებზე ნისლი მიცურავდეს
და ირმების ჯოგი ქროდეს.

უსაზღვროს და უნაპიროს,
ცის მახლობლად გავშლი კარავს,
ერთხელ მეც გავიაპრილებ
და სიყვარულს მოვიპარავ.

1977 წ.

smile.gif

მთვარისა კერესელიძე
ლერწმის ყელში ჩამასახლეთ


გაზაფხულის წვიმა მასვით,
ატმის ტოტი დამხურეთო,
იის წყალში მაბანავეთ,
ვარდის წყალი მასხურეთო.

კლდეზე ალმად გადმომფინეთ,
ქარში ამაფრიალეთო,
ყაყაჩოსთვის მალოცვინეთ,
ლექსად ამაბრიალეთო.

ვაზის ფესვი მაკოცნინეთ,
ვარდის ძირში დამმარხეთო,
სამშობლოსთვის მალოცვინეთ,
კელაპტრებად ამანთეთო.

მამულისთვის მაგალობეთ,
ამ მინდვრების ცეცხლით ვიწვი,
თორემ მომკლავს სიყვარული
ჩემი ცის და ჩემი მიწის.

1987

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე777
პოსტი Feb 10 2011, 12:08 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-January 11
წევრი № 10,282



მთვარისა კერესელიძე
ფარდა

დახურულია ძვირფასი ფარდა,
ამოქარგული ვერცხლის სირმებით
და სურვილები, როგორც ირმები,
იმ ფარდას რქებით ეჯახებიან.

შეუცნობელის და სინამდვილის
ხილვა სწყურიათ უამრავ თვალებს,
მერე თანდათან ქრება მანძილი
და სცენა არვის აფორიაქებს.

იხსნება ფარდა, სხვადასხვა როლებს,
ვით ცხოვრებაში, თამაშობს ყველა.
ზოგი გვარწმუნებს თავისი ნიღბის სინამდვილეში,
ზოგი კი - ვერა.

ასე, ჩვენს შორის ჰკიდია ფარდა
შეუცნობელის შეცნობის კართან,
და იბადება ნიღბების ჩრდილში
შეუცნობელის შეცნობის შიში.

არავის ვუმხელთ საკუთარ დარდებს,
და ვიზეპირებთ როლებს ნიადაგ
და ჩვენს სცენაზეც ჰკიდია ფარდა,
და თვით ცხოვრებაც სცენას მიაგავს.

დედოფლის როლით ამაყობს ზოგი
და ზოგს კი ჩრდილავს პატარა როლი.
ზოგი თავის როლს გვიან მიაგნებს,
ზოგის ვარსკვლავი გვიან ამოდის
და ასეც ხდება, როცა იაგო
აბესალომის როლში გამოდის.

ზოგის არა გვწამს ნათალი ბროლის,
ზოგის კი - ბამბის ჩხრიალიც გვჯერა,
და ყველას უნდა ოტელოს როლი,
თუმცა ოტელო არ არის ყველა.

დახურულია ძვირფასი ფარდა,
ამოქარგული ვერცხლის სირმებით
და სურვილები, როგორც ირმები,
იმ ფარდას რქებით ეჯახებიან.



მთვარისა კერესელიძე
ფიქრები თემურ-ლენგის საფლავთან

ჰგავს სიცხისაგან გათანგულ მწევარს
შუა აზია,
გამაკვირვებს წარსული მე რით?
დგას სამარყანდი, მოხატული ათასი ფერით
და თემურ-ლენგის საფლავთან ვდგევარ.

სარკოფაგიდან დგება ველური
და მიზგითები იწყებენ ზრიალს,
საქართველოზე მოდის თემური
და კვალში მოსდევს მთელი აზია.

ჰა, სადაცაა, გადმოდგება ქართლის მთებიდან,
დარუბანდის ბჭეს მოადგება ნისლებშებურვილს,
აბა, ბიჭებო, წამოდექით საფლავებიდან,
საქართველოზე მოდის თემური!

რას გვეტყვის ახალს,
სასიკეთოს,
მხნეს და აზრიანს,
ცხენის ფაფარზე ჩაფრენილი კოჭლი აზია?

მოერეკება გამალებითა
მონღოლურ ცხენებს
და დარჩენილ ჭრილობებს იხსნის,
და კივის დაჭრილ ყივჩაღივით ტრამალებიდან
ტყე-ტყე დაღვრილი,
აზიური, ველური სისხლი.

ისე ცბიერად მოაკვესებს თვალებს ბრაზიანს,
გაჭენებული მოდის აზია!

აღარც ლაგამი, ცხენს მიუშვა ძუის აღვირი,
სანამ გაჭენდა, სანამ მისწვდა მისი მახვილი,
ლეწა, შემუსრა, ამოჟუჟა ვისაც ეკვეთა -
თავის ქალათა პირამიდა ტახტქვეშ ეკეთა.

ან რად უნდოდათ ველურ ცხენებს მოსართავები?
ვრცელი ტრამალი მოაფინა მოჭრილ თავებით.

ასე ამაღლდა და დიდებით მაინც ვერ გაძღა,
მაინც ვერ დაცხრა, საკუთარ თავს მაინც ვერ სძლია.
მთელი აზია მუჭაში ჰყავდა,
მაინც სულ სისხლის წყურვილი ჰკლავდა,
მაინც უნდოდა, სისხლი ექცია.

და რა წაიღო ამა სოფლიდან?
რად არ იცოდა,
ერთი მუჭა მიწა ჰყოფნიდა?!

ჰგავს სიცხისაგან გათანგულ მწევარს
შუა აზია.
გამაკვირვებს წარსული მე რით?
დგას სამარყანდი, მოხატული ათასი ფერით
და თემურ-ლენგის საფლავთან ვდგევარ.



მთვარისა კერესელიძე
მშობლიური სოფლის მონატრება სამარყანდში

მეძახდა შენი ბანი და ერდო,
სად ჭრაქის შუქი მენთო გლეხურად,
სასთუმლად შენი სიზმრები მეგო
და ყივჩაღური ღამე მეხურა.
. . .
ცა აზიური სარკმელში ენთო,
მეძახდა შენი ბანი და ერდო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 10 2011, 12:09 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ვინ არის მთვარისა კერესელიძე? :ძალიან ჩამოვრჩი:


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 10 2011, 03:37 PM
პოსტი #12


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 10 2011, 12:09 PM) *

ვინ არის მთვარისა კერესელიძე? :ძალიან ჩამოვრჩი:

რა ვიცი, კი შეგვპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ მრავალმა შაბათ-კვირამ განვლო...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 10 2011, 05:26 PM
პოსტი #13


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



თამარი_ცქნაფო
ციტატა
რა ვიცი, კი შეგვპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ მრავალმა შაბათ-კვირამ განვლო...

რომელი თვის, ან რომელი წლის შაბათ-კვირასო ეგ არ დაუკონკრეტებია და biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 10 2011, 05:33 PM
პოსტი #14


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



სამაგიეროდ, მე დავგუგლე და ისეთი შინაარსის პოსტებსაც კი წავაწყდი მეზობელ ფორუმებზე, რომ ეს პოეტი ანას დონისაა, ანა მას თავის მეგობარს თუ საყვარელ პოეტს უწოდებდა, უბრალოდ თავმდაბალია და ისე არ ჩანს, არ უყვარს მხაური და ა.შ. მის ლექსებზე სიმღერებია შექმნილი, მაგალითად, თათარაშვილიც მღერისო. მოკლედ, ვინც მხოლოდ კომპიუტერს არაა მიჯაჭვული, მან იცის ეს ავტორიო...
ჯერჯერობით, სხვა ვერაფერი გავიგე


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 10 2011, 05:36 PM
პოსტი #15


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



თამარი_ცქნაფო
ციტატა
სამაგიეროდ, მე დავგუგლე და ისეთი შინაარსის პოსტებსაც კი წავაწყდი მეზობელ ფორუმებზე, რომ ეს პოეტი ანას დონისაა, ანა მას თავის მეგობარს თუ საყვარელ პოეტს უწოდებდა, უბრალოდ თავმდაბალია და ისე არ ჩანს, არ უყვარს მხაური და ა.შ. მის ლექსებზე სიმღერებია შექმნილი, მაგალითად, თათარაშვილიც მღერისო. მოკლედ, ვინც მხოლოდ კომპიუტერს არაა მიჯაჭვული, მან იცის ეს ავტორიო...
ჯერჯერობით, სხვა ვერაფერი გავიგე

მაინც საინტერესო ინფორმაციაა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 10 2011, 07:19 PM
პოსტი #16


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



თამარი_ცქნაფო

ხოო,მეც დავგუგლე და მაგის მეტი ვერაფერი გავიგე. გადავწყვიტე, ისევ თემის ავტორის ბიოგრაფიას დავლოდებოდი :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 10 2011, 08:21 PM
პოსტი #17


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



თამარი_ცქნაფო
ვა..
ვნახოთ აბა, კიდომ დასწერემდეთ smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე777
პოსტი Apr 5 2011, 01:13 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-January 11
წევრი № 10,282



უდიდესი ბოდიშის მოხდით, რომ ვერ მოვახერხე მთვარისა კერესელიძის ბიოგრაფიის დადება. ვერც ახლა ვასრულებ ჩემს დანაპირებს. სამაგიეროდ ვდებ მის ლექსს "იმალებოდა მთვარე ღრუბლებში", რომელიც სწორედ რომ მის ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს:

მთვარისა კერესელიძე
იმალებოდა მთვარე ღრუბლებში


ივლისს უქსოვდა მზე ჭრელ-ჭრელ ფარჩებს,
იდგა სურნელი ნაძვის და ფიჭვის.
შორს, ბრძოლის ველზე წასულ მამაჩემს
ესიზმრებოდა გაჩენა ბიჭის.

- მოგილოცავო მეორე ასულს! –
სწერდა მას დედა აღელვებული,
ბიძას კი, ომში წინა დღით წასულს,
იქნება, ახლაც ბიჭად ვეგულვი.

აღარ გაშლილა სუფრა ქართული,
აღარც ზედი-ზედ თოფმა იქუხა,
იდგა სიჩუმე ხმალშემართული,
დაჭრილი მკერდი სტკიოდა მუხას.

რა სიავკაცის არის ჩამდენი -
ორმოცდაორი - ცხელი და ქუში;
მე დავიბადე, მაგრამ რამდენი
ველზე დაეცა, ალბათ, იმ წუთში

და ის დღე დარჩა ორმოცდაორში
სამარადისო მოსაგონარად.
მე სამი ბიძა დავკარგე ომში
და მათ ნაცვლადაც ვეტრფი მომავალს.

მე დავიბადე ივლისის თვეში
ოჯახის ფიქრად, დარდად, ხალისად;
იმალებოდა მთვარე ღრუბლებში,
მაინც შემარქვა დედამ მთვარისა.

1962
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოაზროვნე777
პოსტი Apr 21 2011, 04:29 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-January 11
წევრი № 10,282



მთვარისა კერესელიძე
დედამან წმინდამ...


დედამან წმინდამ შემინახა წმინდად კერია,
ქართველს აროდეს სხვა სიმღერა არ უმღერია.
ზრდიდნენ დედანი ვაჟკაცებს ლომებრს
და არ უკრთოდა სამშობლოი უმძიმეს ომებს.
რწმენაი იყო გოდოლ-ბურჯი ქართველის ოდით,
ურწმუნო კაცი რაღაია, განვსაჯოთ, მოდით.

- რწმენაი არის უზენაეს! - ბრძანა ქეთევან
და ვერ შეაკრთო ვერც წამებამ, ვერცა შეტევამ.
ვერ შეუცვალეს აზრი დედას ვერარა შანთით,
ასე ვიყავით, ვინც ვიყავით, მზესავით ვჩანდით.
ზრდიდნენ დედანი ვაჟკაცებს ლომებრს
და არ უკრთოდა სამშობლოი უმძიმეს ომებს!

დღეს რაღაი ვართ, წმინდა მანდილს ხელები ვუშვით,
მოგვმრავლებიან დედანი მრუში.
რომ გაძალებენ მეძავის მანდილს,
გაკარგვინებენ, სამშობლოო, შენს სახეს ნამდვილს.
ვეღარ წაგართვას დროთა ბრუნვამ შენი მანდილი,
როგორ წაგართმევს რწმენას ვიღაც, მრუშის გაზრდილი.

არა მეფენი, - ნათქვამია, - მეფობენ დრონი,
მუდამ სხვადასხვა დროი მოაქვს მეფეთა რონინს.
ეს ისტორია საოცარი კათედრონია,
ფოლიანტებში ხან მზეა, ხან მძიმე დრონია.

დედა ქართვლისა მრუში? - მითხარ, ყოფილა როდის?!
დედაო, მუდამ ემსგავსოდი მიუვალ კბოდეს!
არა! - დაცემავ ქართველისა, ნუ მენახვები!
თუკი დედაი გაგიმრუშდა, წაგლეკენ მტრები!
ცოტაც გაუძელ, შეინახე წმინდად მანდილი,
ცოტაც გაუძელ, შეიცვლება დროი, ნამდვილად!
. . .
დედამან წმინდამ შემინახა წმინდად კერია.

1978
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 04:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი