IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ტერენტი გრანელი, ლექსები.მოგონებები,ისტორიები
Terenti_Graneli
პოსტი Feb 1 2011, 09:32 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), (დ. 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა ― გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი), ქართველი პოეტი.
უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ > http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%...%83%9A%E1%83%98

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.


http://publish.dlf.ge/vaxtangvi/terentigraneli/ ძალიან საინტერესო საიტია


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Feb 1 2011, 09:47 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



ციტატა
ახლანდელი ქ. წალენჯიხა


მაშინაც წალენჯიხა იყო... smile.gif

წალენჯიხა

მოდის საღამო, ეს დღე ილევა
და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.
აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება
და წალენჯიხა ისევ ისეა.
მწვანეა ველი ახლო მდებარე
და გზაზე შეშა მიაქვთ ვიღაცებს.
ქრიან ბავშვობის მოგონებანი
და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე.
ახლოს მტერია დაუნდობელი
და მოდის წვიმა, სუფევს ავდარი.
ჩანს წალენჯიხა - ჩემი სოფელი,
ჩანს წალენჯიხის ძველი საყდარი.
და ქარიშხალი სოფელს არ აცდა,
ამნაირ იღბალს არც მე ავცდები.
კვლავ ჭადრებია ეკლესიასთან
და იქვე ახლო დგანან ცაცხვები.
მოდის საღამო, ეს დღე ილევა
და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.
აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება
და წალენჯიხა ისევ ისეა

დიდ პატივს ვცემ გრანელის პოეზიას და მეამაყება რომ ის წალენჯიხელი იყო...

ასევე მეამაყება ისიც, რომ მამაჩემის ბაბუას, კიდევ 2 სხვა წალენჯიხელთან ერთად მიუძღვის წვლილი ტერენტის თბისისშ სასწავლებლად გაშვების გადაწყვეტილების მიღებასა და შემდგომ დაფინანსებაში...

ხო, სხვათა შორის წალენჯიხა ახლაც "ისევ ისეა" biggrin.gif


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Terenti_Graneli
პოსტი Feb 1 2011, 09:51 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



მახოროგა,
გაიხარე რომ გამოგვეხმაურე და დიდი მადლობა რომ პატივს ცემ ამ ადამიანს : ))

მახოროგა,
მე ვფიქრობ რომ ტერენტის საფლავი ძალიან მიუხედავია რას იტყოდი ამაზე?


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Feb 1 2011, 11:48 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



მიყვარს ტერენტი
http://www.youtube.com/watch?v=odG7u78r6Sk

http://www.youtube.com/watch?v=9A2I9dOxGQg&feature=related


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 1 2011, 11:57 PM
პოსტი #5


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ისე მთრგუნავს.. ალბათ, გარკვეული ემოციური მდგომარეობა სჭირდება, რომ მისი კითხვა გინდებოდეს ხშირად.

როგორც ჩემს სოფელში, ჩემს აბალახებულ ეზოკარს ვეღარ ვუყურებ ნელთბილად, დიდი დკივილის გარეშე, ისე არ შემიძლია ტერენტის გადაკითხვა, სხვათა შორის..
ძალიან მძიმეა.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 2 2011, 02:08 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



Terenti_Graneli

ბოდიშით ურწმუნომ რომ დააკომენტაროს ამ თემაში გაბრაზდებით?


ძალიან მიყვარს ეს ლექსი... smile.gif


ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....


პ.ს. ბოდიშს ვიხდი შემოჭრისთვის...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Terenti_Graneli
პოსტი Feb 2 2011, 09:28 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ციტატა(Otherguy @ Feb 2 2011, 02:08 AM) *

Terenti_Graneli

ბოდიშით ურწმუნომ რომ დააკომენტაროს ამ თემაში გაბრაზდებით?
ძალიან მიყვარს ეს ლექსი... smile.gif
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....
პ.ს. ბოდიშს ვიხდი შემოჭრისთვის...

კი ნამდვილათ კარგი ლექსია...


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 2 2011, 10:20 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



მურმან ლებანიძეს აქვს კარგი ლექსი ტერენტიზე, თუ მოვიცალე მოვძებნი და დავდებ, შენ ხომ არ გახსოვს ისე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Terenti_Graneli
პოსტი Feb 2 2011, 10:26 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ციტატა(damiane80 @ Feb 2 2011, 10:20 PM) *

მურმან ლებანიძეს აქვს კარგი ლექსი ტერენტიზე, თუ მოვიცალე მოვძებნი და დავდებ, შენ ხომ არ გახსოვს ისე

“გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით!”-
ტერენტი გრანელზე იტყვიან პოეტები-
ხბოს აღტაცებით დამუხტული,
ხორციანი, მხნე პოეტები…

“გამოაგდოო სამეგრელომ უხვანჯროდ კარში!
რა იცოდაო უკვდავების, თუ ძმა ხარ, არსი
უწიგნურმა მეგრელმა წიემ?!”

“ვერ ამოუდგაო ეპოქას მხარში!
შეშინებული სიკვდილისგან იყოო ბავშვი!
უცნობ კუბოებს დასდევდაო თოვლიან ქარში!”
ამასაც იტყვიან…



ხბოს აღტაცებით დამუხტული პირაღიები -
ხორციანი და ვარდისფერი
მხნე პოეტები!


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 2 2011, 10:31 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ხო ეგ არის, კარგი ლექსია ძალიან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Terenti_Graneli
პოსტი Feb 2 2011, 10:32 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ციტატა(damiane80 @ Feb 2 2011, 10:31 PM) *

ხო ეგ არის, კარგი ლექსია ძალიან

რავიცი რავიცი


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 2 2011, 10:40 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



Terenti_Graneli

ბოლო ორი სტროფი კარგია, პირველი სტროფი - არა... მე უფრო უკეთეს ლექსებს ვწერ მგონ ვიდრე მაგ პირველი სტროფია...

ეხლა არ დაიწყოთ ხიბლში ხარო, მე დიდ გალაკტიონს და სხვებს კი არ ვედრები... მითუმეტეს ყველა ლექსი არაა კარგი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 2 2011, 10:45 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
ხბოს აღტაცებით დამუხტული პირაღიები -
ხორციანი და ვარდისფერი
მხნე პოეტები


ეს არის შესანიშნავი შედარება, ხშირად გამხსენებია ხოლმე smile.gif მხოლოდ არა პოეტებზე, არამედ ზოგადად, სხვადასხვა სიტუაციაში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Terenti_Graneli
პოსტი Feb 2 2011, 10:49 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ციტატა(damiane80 @ Feb 2 2011, 10:45 PM) *

ეს არის შესანიშნავი შედარება, ხშირად გამხსენებია ხოლმე smile.gif მხოლოდ არა პოეტებზე, არამედ ზოგადად, სხვადასხვა სიტუაციაში

ტერე მოგწონს?


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 2 2011, 10:49 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
მე უფრო უკეთეს ლექსებს ვწერ მგონ


აბა წაგვიკითხე ერთი (ანუ დადევი-მეთქი მინდოდა მეთქვაbiggrin.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 2 2011, 11:03 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(damiane80 @ Feb 2 2011, 10:49 PM) *

აბა წაგვიკითხე ერთი (ანუ დადევი-მეთქი მინდოდა მეთქვაbiggrin.gif)


მედო ფორუმზე, არ ვიცი სად აორთქლდა ეგ თემა, ფორუმელთა პოეზიაში იყო... biggrin.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 3 2011, 01:50 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



"ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,

ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.

ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი - ეს Memento mori-ა."




ეს ლექსი ზეპირად ვიცოდი იყო დრო... საუბარია სრულ ლექსზე, მე მხოლოდ პირველი სტროფი დავდე... smile.gif


ეს კი ბოლო სტროფი:

"ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,

მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.

ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი - ეს MEMENTO MORI-ა."


პ.ს. MEMENTO MORI - ლათინური ფრაზაა და ნიშნავს "გახსოვდეს სიკვდილი"...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Feb 3 2011, 12:15 PM
პოსტი #18


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ციტატა
“გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით!”-
ტერენტი გრანელზე იტყვიან პოეტები-
ხბოს აღტაცებით დამუხტული,
ხორციანი, მხნე პოეტები…

“გამოაგდოო სამეგრელომ უხვანჯროდ კარში!
რა იცოდაო უკვდავების, თუ ძმა ხარ, არსი
უწიგნურმა მეგრელმა წიემ?!”

“ვერ ამოუდგაო ეპოქას მხარში!
შეშინებული სიკვდილისგან იყოო ბავშვი!
უცნობ კუბოებს დასდევდაო თოვლიან ქარში!”
ამასაც იტყვიან…



ხბოს აღტაცებით დამუხტული პირაღიები -
ხორციანი და ვარდისფერი
მხნე პოეტები!

ასეთ პოეზიას ვერ ვიტან,ლექსი იმიტომ დაარქვეს რომ რაღაც ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს(რითმაში ჯდებოდეს,ხმოვნების რაოდენომა ერთი უნდა იყოს).მაგიტომ არ მიყვარს თანამედროვე პოეტები,ძველი ქართველი პოეტები კარგ ლექსებს წერდნენ,გესიამოვნებოდა წაკითხვა.ეხლა კიდე დაწერენ მოთხრობას,ხაზებზე გაშლიან და ლექსს ეძახიან
P.S - ესეთ მოთხრობებს რომ დაწერთ ხოლმე მიაწერეთ რომ ლექსია,იქნებ ისე რო შევხედოთ როგორც ლექსს მართლა დაემსგავსოს


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 3 2011, 02:29 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Berckley
ეგ მურმან ლებანიძეა...




ციტატა
ესეთ მოთხრობებს რომ დაწერთ ხოლმე მიაწერეთ რომ ლექსია,იქნებ ისე რო შევხედოთ როგორც ლექსს მართლა დაემსგავსოს

laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 3 2011, 03:48 PM
პოსტი #20


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



Terenti_Graneli

ბატო ტერენტი biggrin.gif

ტერენტი გრანელზე უკვე არსებობს თემა შესაბამის,ენა და ლიტერატურის, განყოფილებაში http://church.ge/index.php?showtopic=3415&st=0

იმედია,საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ,მას რომ მივუერთოთ თქვენი თემაsmile.gif
Otherguy
ციტატა
აბა წაგვიკითხე ერთი (ანუ დადევი-მეთქი მინდოდა მეთქვა)

მედო ფორუმზე, არ ვიცი სად აორთქლდა ეგ თემა, ფორუმელთა პოეზიაში იყო...

შენმა თვალებმა ააორთქლა ეტყობა,თორემ ისევ იქ არის tongue.gif

http://church.ge/index.php?showtopic=1852&st=240


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი