IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მსოფლიოს შექმნის შვიდი დღე, (დაბადება)
nato_temo11111
პოსტი Apr 22 2011, 11:31 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 17-April 11
წევრი № 10,880



თავდაპირეველად ღმერთმა შექმნა მიწა და ზეცა,
იყო უკუნი, არემარეს ბნელეთი ეცვა,
მიწას უსახურს,არსით შუქი არ ანათებდა,
და წყალსა ზედა სულიწმინდა დაფარფატებდა.

ბრძანა უფალმა:ყოფილიყო ქვეყნად ნათელი,
იშვა ნათელი, თითქოს ცაში აანთესო დიდი სანთელი.
თავადაც ძლიერ მოეწონა ნამოქმედარი,
ერთურთს გაჰყარა, სიბნელე და შუქი ნეტარი.

სურდა დაერქვა სახელი და ეწოდა რამე,
ნათელს დაარქვა დღე სახელად,უკუნს კი ღამე,
იყო საღამო, იყო დილა, გასაკვირველი,
ასე დასრულდა საღამო და დღე პირველი.

და თქვა უფალმა:გამოჩნდესო წყალთ შუა მყარი
ასე გაჰყარა ერთურთისგან მიწა და წყალი,
მყარს წყალსა ზედა გადაწყვიტა ეწოდა ზეცა,
იყო საღამო და დასრულდა მეორე დღეცა.

მამა ღმერთს სურდა, რომ შეექმნა წყალთა ნაერთი,
და გააჩინა ცის ქვეშეთში მყარი ხმელეთი.
წყალს ზღვა ეწოდა , მყარს კი არქვა მიწა-ტალახი,
ბრძანა უფალმა:აღმოცენდეს ხე და ბალახი.

წარმოშვა მიწამ მცენარენი, ბალახი, ხენი,
თესლის მომცემი და ხეები ნაყოფის მსხმელი,
სიმწვანე ფერთა გადაიკრა ბუნებამ მკერდსა,
იყო საღამო და დასრულდა მესამე დღეცა.

კვლავ უფლის ნებით,ცაზე გაჩნდა მანათობლები,
დღისა და ღამის გამყრელები და გამგებლები,
და მყარსა ქვედა გაჩნდა სხივი შუქის მომცველი,
წელიწადების და დღეების ჟამთამრიცხველი.

ცის მთავარ მნათობს წილად ერგო მიწის ნათება,
ღამის გამგებელ მცირე მნათობს,ცის განათება,
ვარსკვლავებითაც გადაჭედა უფალმა ზეცა,
მოეწონა და დაასრულა მეოთხე დღეცა.

ბრზანა უფალმა:აფუთფუთდეს სულდგული წყალში,
და მიწის ზემოთ ფრინველებმა იფრინონ ცაში.
შეიქმნას ქვეყნად თევზები და წყლის ბინადარი
ყველა სხვადასხვა ჯიშისა და სხვადასხვაგვარი.

გულით უსურვა გამრავლება, თანაც აკურთხა,
ფრინველებს ზეცა და თევზებს ზღვა დაუსაკუთრა,
ასე შეამკო მამა ღმერთმა ზღვები და ზეცა,
მოეწონა და დაასრულა მეხუთე დღეცა.

კვლავ უფლის ნებით წარმოიშვა სულდმული მისწის,
ყველა სხვადასხვა გვარისა და სხვადასხვა ჯიშის,
მიწის ქვემძრომი, ნადირ-მხეცი, პირუტყვ_ნახირი,
სხვადასხვა ხმაზე გაისმოდა გამოძახილი.

და ამ ყველაფერს ჭირდებოდა მომვლელ-პატრონი,
ყველა აკურთხა ერთი ასად, ერთი ათასად,
და გააჩინა მამაკაცი ყოვლის ბატონი,
მან თავისივე ხატებად და თავისევე მსგავსად.

რადგან მამაკაცს მარტოობა აღარ შესწევდა
მას დედაკაცი მოუვლინა თანაშემწედა,
აკურთხა აღმერთმა,გამრვალება დასდო მისიად,
რადგან თქვენახართ, თვით სიცოცხლის დასაწყისია.

და რაც კი შექმნა, ყოველივე მათ დაულოცა,
ის რაც დაცურავს, რაც დაფრინავს, და რაც დაცოცოავს,
და რაც მცენარეა არსებობდა, მათვე აზღო და
ყველა ბალახი და ნაყოფი, მისცა საზრდოდა.

რასაც სიცოცხლის სული ედგა დედამიწაზე,
გადახედა და მოეწონა თვალითნანახი,
ყველა ფრინველს თუ, ყველა ქვემძრომს მიწის ბინადარს,
საჭმელად მისცა ნაყოფი და მწვანე ბალახი.

ღმერთმა ექვს დღეში დაასრულა სამყაროს მორთვა,
მეშვიდე დღეს კი დაისვენა, უკვდავჰყო ისიც,
აკურთხა იგი დასაბამი მისცა სამყაროს,
ასეთი იყო დაბადება ზეცის და მიწის .


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 12:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი