IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> იესო ქრისტეს ცხოვრება
nato tcibadze111
პოსტი Apr 29 2011, 10:37 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 29-April 11
წევრი № 10,957



ცაზე ვარსკვლავი ციმციმებს,
ნათელმა სძლია ბნელსო
კაცობრიობა მოელის
ქვეყნის გადამრჩენ მხსნელსო.

დედათა შორის ბედნიერს,
სულით რომ ჩაგბერესო,
და ღმერთის ნებით მოვლენილს,
იესო დაგარქვესო.

მესიის მოსვლა ენიშნათ,
ვარსკვლავთამრიცხველებსო,
მოვიდნენ,მუხლი გიყარეს,
მყისვე თაყვანი გცესო.

შენი გაცენა ეწყინა
მარტოდენ ჰეროდესო
და სთქვა:მეუფე თუ გაჩნდა,
მყისვე ტახტს წამარტმევსო.

სასწრაფოდ გასცა ბრძანება,
ყურებს რა ესმა ესო,
და შენი ტოლა ყმაწვილებს
სულ მუსრი გაავლესო.

ღამით ცვენება ენახა,
შენს გამზრდელ იოსებსო,
გასწი, გაეცალ ბეთლემის
შუბლშეღერებულ მტრებსო.

სწრაფად წამოდგნენ,ჩაგაცვეს,
ბოხცები გამოკრესო
და წაგიყვანეს მშობლებმა,
მშობლიურ ნაზარეთსო.

მშობლების მორჩილს, თავმდაბალს,
დურგლობა გასწავლესო,
შენი ბავშვობა სხვა იყო
სულაც არ ჰგავდა სხვებსო.

30 წლისა მოგნათლეს,
უფლის ნათელი გჩხესო,
და სულიწმიდა მოჰქონდა,
შენთვის ფარფატა მტრედსო.

უცებ მოისმა ზეციდან,
თითქოს ცა გადახსნესო,
"თაყვანი ეცით, მიენდეთ,
ჩემს გამოგზავნილ ზესო".

გზად მოციქულებს იძენდი,
ყველას ეძახდი ძმებსო,
და სთავაზობდი მსოფლიოს,
ზეციურ სამოთხესო.

ყველას შველოდი, არჩენდი,
ბრმებსა და ხეიბრებსო,
წყალი ღვინოდაც აქციე,
პურად აქცევდი ქვებსო.

შენი შეცდენა უნდოდათ
ბოროტს და ეშმაკებსო,
მაგრამ წავიდნენ, გაგცილდნენ,
რომ ვერა დაგაკლესო.

სიკეთისათვის გაგწირეს,
კარგი რად ჰქენი ესო,
30 ვერცხლად გაგყიდეს
ჯალათებს გადაგცესო.

ბეჭზე დაგადგეს,ათრევდი
შენს საწამებელ ძელსო,
ოქროს გვირგვინის საკადრისს
ეკლისა დაგადგესო.

წყალი ითხოვე სანაცვლოდ
ნაღველი მოგართვესო,
ტანჯვას იტანდი ვერავინ,
ვერ შეგნიშნავდა ცრემლსო.

ვინც გაწამებდა იმათთვის,
სთხოვდი ზეციურ ღმერთსო,
"არა იციან რასა იქმნ"
და აპატიე ესო."

შენმა ლამაზმა ნაკვთებმა,
მეტს ვეღარ გაუძლესო,
ერთი სესძახე:"აღსრულდა"
და მიენდევი ბედსო.

მიწა შეირყა, დაბნელდა,
შუქი მოაკლდა მზესო,
შენზე ნაჩხვლეტი ლურსმნები
ყველა ჩვენთაგანს გვესო.

მაგ ჩვეულებრივ ძარღვებში,
რა სისხლი ჩაგტიესო,
20 საუკუნეს მოსჩქებს და
შიგაც მრავალი გრჩესო.

ყველას ერთად რომ შეინდობ,
ცოდვილს თუ უცოდველსო,
ეს რა დიდება ჰქონია,
მაგ შენი სისხლის წვეთსო.

გვაგლეჯ უწმინდურ ტანსაცმელს,
გვაცმევ თეთრ სამოსელსო,
ყველა ხალისით მოველით,
შენი განკითხვის დგესო.

მინდა რომ შენზე ვიმღერო,
შენი საქმენი ვლექსო,
დიდება ჰქონდეს მარადჟამს
მამას სულსა და ძესო.




საბავშვო საგალობელი

ღმერთო , შენი სამება, ერთარსებად ვიწამე,
მადლობა რომ მარგუმნე,საქართველოს მიწა მე,
შენზე ბევრი მსმენია,ლეგენდა თუ მითები,
პირჯვარს გადავისახავ ამ პატარა თითებით.

ქრისტევ მე შენს რწმენაში, გამზარდე და მადიდე,
სულიწმიდის თასი ვარ, შენი მათლისმადიდე,
როცა დაგვიბრუნდები გულში ჩაგეხუტებით,
შენს წინ დავიჩოქებით, ამ პატარა მუხლაბით.

ჩვენი სიკეთისათვის, თავი ჯვარზე იწამე,
ღმერთო გადამირჩინე საქარატველოს მიწა მე,
თავზე გადმოგვაფრქვიე,სიყვარული ულევი,
სულიწმიდით აგვივსე, ეს პატარა გულები.

შენს ხატებთან ვედრებით, დაჩოქილი მივედი,
დამიბრუნე სამშობლო, მარიამის წილხვედრი,
დამიბრუნე ალაგი,წვერიდან ბარამდე,
ნინოს თმებით შეკრუ;ლი ვაზის ჯვარი გვფარავდეს.

ჩემო მწყემსო კეთილო, მაცვი წმიდა სამოსი,
პაწაწინა კრავი ვარ, შენი დიდი საწმყოსი,
შენი მოსვლას უფალო,სიხარულით მოველი,
ციცქნა გულით მოგიძღვენ, დიდი საგალობელი.

მისამღერი:

ყველანი ვართ პატარები,ანგელოზის სადარები,
ყველანი ვართ პატარები, უფლის ხელით სატარები,
იესოა ჩვენი ღმერთი, ვერას გვავნებს სატანები.

871490245.საკონტაქტო ნომერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 07:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი