IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მრავალს დაესწარით !, ( სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულები )
A.V.M
პოსტი Jul 13 2012, 12:35 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამ თემაში იქნება ხოლმე საუბარი სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებზე ჩემო ტკბილო ხალხო...

დღეს სვეტიცხოვლობაა და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს.მრავალს დაგასწროთ უფალმა.

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

IPB-ს სურათი

ამ დღესასწაულის შესახებ ქადაგებს დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jul 28 2012, 04:43 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)
15 (28) ივლისი

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.

- „შეიბრალე თავი, ივლიტა, - ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, - დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“

- „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს - მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ - პასუხობდა ნეტარი.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა“.

ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

გილოცავთ ამ დღესასწაულს!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   მრავალს დაესწარით !   Jul 13 2012, 12:35 PM
toka@   გილოცავთ ხალხი,მრა...   Jul 13 2012, 12:36 PM
marine   ღმერთმა მრავალს და...   Jul 13 2012, 01:16 PM
ნაინა   გილოცავთ! :)   Jul 13 2012, 01:36 PM
A.V.M   წმიდა მოწამენი კვი...   Jul 28 2012, 04:43 PM
marine   დღეს წმინდა მკურნა...   Aug 9 2012, 01:24 PM
tatia27   marine გაიხარე მარინე ...   Aug 9 2012, 02:41 PM
marine   [b]marine გაიხარე მარინ...   Aug 9 2012, 02:43 PM
mariami-k   გილოცავთ ყველას... მ...   Aug 9 2012, 02:42 PM
A.V.M   წმ. პანტელეიმონი ი...   Aug 9 2012, 04:11 PM
zaz   დღეს წმიდა ალექსან...   Sep 12 2012, 05:37 PM
A.V.M   zaz გაიხარე...   Sep 12 2012, 05:38 PM
.zakaria.   გილოცავთ ღვთისმშო...   Sep 21 2012, 01:50 AM
izi-bartki   Gparavdet yovladwmida gvtismshobeli,daglocot ,gaga...   Sep 21 2012, 01:47 PM
აკაკი   მეც გილოცავთ ყველა...   Sep 21 2012, 01:52 PM
dr.house...   შობამან შენმან, ღვ...   Sep 21 2012, 02:46 PM
A.V.M   გილოცავთ ხალხნო!   Sep 21 2012, 07:50 PM
Tushi   ყველას ვულოცავ დღე...   Sep 21 2012, 07:51 PM
ქევანა   გილოცავთ ქეთევანო...   Sep 26 2012, 09:58 AM
George Leluashvili   ქევანა გილოცავ ქეთ...   Sep 26 2012, 10:13 AM
A.V.M   გილოცავთ ყველას! ...   Sep 26 2012, 12:29 PM
ქევანა   A.V.M ეს ბაღანე qetevani-82 რა...   Sep 26 2012, 01:11 PM
k@the   გილოცავთ ყველას! ...   Sep 26 2012, 03:15 PM
A.V.M   ,,დასწყევლოს ღმერთ...   Sep 26 2012, 04:41 PM
marine   ყველა ქეთევანს გილ...   Sep 26 2012, 04:46 PM
ქევანა   k@the ქე[თე]ვან უნდა და...   Sep 26 2012, 07:27 PM
.zakaria.   ჯვართამაღლების დღ...   Sep 27 2012, 10:53 AM
A.V.M   ჯვართამაღლებას გი...   Sep 27 2012, 01:15 PM
mariami-k   მრავალს დაესწარით   Sep 27 2012, 03:27 PM
zaz   ყველას გილოცავთ   Sep 27 2012, 03:37 PM
marine   გილოცავთ!!!!! ...   Sep 27 2012, 05:39 PM
marine   გილოცავთ ათცამეტი ...   Sep 28 2012, 04:17 PM
A.V.M   გაიხარე მარინე!   Sep 28 2012, 06:33 PM
მხევალი ნინო   სოფიობას გილოცავთ...   Sep 30 2012, 12:35 PM
A.V.M   გფარავდეთ მთელს ფო...   Oct 15 2012, 02:07 AM
qetevano   კი გადასცდა 12-ს მაგ...   Oct 15 2012, 02:18 AM
A.V.M   qetevano მართლა ლამაზია....   Oct 15 2012, 02:25 AM
qetevano   qetevano მართლა ლამაზია...   Oct 15 2012, 08:09 AM
marine   qetevano რა სილამაზეა!...   Oct 15 2012, 04:17 PM
qetevano   qetevano ყველას გილოცა...   Oct 15 2012, 06:12 PM
A.V.M   დღესაა ხსენება ივე...   Oct 26 2012, 02:31 AM
A.V.M   მოლოცვამდე შეგახს...   Nov 21 2012, 01:20 AM
zaz   მთავარანგელოზობა...   Nov 21 2012, 02:17 PM
marine   ყველას გილოცავთ!...   Nov 21 2012, 02:45 PM
zaz   ყოვლადწმიდა ღვთის...   Dec 4 2012, 05:09 PM
A.V.M   ყოვლადწმიდა ღვთის...   Dec 5 2012, 01:19 AM
A.V.M   გილოცავთ ყველას წმ...   Dec 13 2012, 04:37 AM
marine   გილოცავთ ყველას წ...   Dec 13 2012, 10:44 AM
zaz   ყველას გილოცავთ. ა...   Dec 13 2012, 07:04 PM
A.V.M   ყველას გილოცავთ წმ...   Dec 17 2012, 02:12 AM
zaz   ყველას გილოცავთ. წ...   Dec 17 2012, 11:33 AM
marine   მეც გილოცავთ!!! ...   Dec 17 2012, 12:33 PM
Mako-Mako   გილოცავთ ყველას, მ...   Dec 17 2012, 07:38 PM
ბადრი   გილოცავთ :)   Dec 17 2012, 11:32 PM
marine   ყველას გილოცავთ სა...   Dec 18 2012, 10:31 AM
A.V.M   ძალიან დატვირთული ...   Dec 19 2012, 12:50 AM
marine   ყველას გილოცავთ ნი...   Dec 19 2012, 10:30 AM
zaz   ყველას გილოცავთ ნი...   Dec 19 2012, 08:52 PM
marine   დღევანდელი დღე დღე...   Dec 20 2012, 03:23 PM
marine   დღეს ყოველთა ქართვ...   Dec 24 2012, 12:15 PM
zaz   ყველას გილოცავთ ქა...   Dec 24 2012, 09:38 PM
marine   დღეს უსაყვარლესი წ...   Dec 25 2012, 11:16 AM
marine   ფორუმელებო, უკლებლ...   Dec 31 2012, 11:39 AM
A.V.M   წინადაცვეთა უფლის...   Jan 14 2013, 12:14 AM
marine   დღეს წმინდა ანტონი...   Jan 30 2013, 12:02 PM
A.V.M   გილოცავთ ამ ბრწყინ...   Jan 31 2013, 01:13 AM
A.V.M   ყველას გილოცავთ წმ...   Feb 3 2013, 02:41 PM
A.V.M   აფხაზს და მთელ ფორ...   Feb 8 2013, 12:42 AM
zaz   გილოცავთ ყველას წმ...   Feb 8 2013, 12:35 PM
marine   აფხაზს, კანონისტს ...   Feb 8 2013, 12:44 PM
marine   თამარებო და არათამ...   Feb 13 2013, 12:47 PM
izi-bartki   Tamarobas gilocavt, chemo tamarebo! Gvparavdes...   Feb 13 2013, 07:00 PM
A.V.M   უწმიდესი და უნეტარ...   Feb 15 2013, 01:11 AM
marine   ყველას გილოცავთ!...   Feb 15 2013, 10:31 AM
zaz   ყველას გილოცავთ. ღ...   Feb 15 2013, 08:42 PM
A.V.M   ივერიის ღვთისმშობ...   Feb 24 2013, 09:49 PM
marine   გილოცავთ!!! ივე...   Feb 25 2013, 11:59 AM
qetevano   დღეს წმინდა ქეთევა...   Mar 1 2013, 11:06 PM
A.V.M   qetevano შენ და გვანცის ...   Mar 3 2013, 09:08 PM
qetevano   A.V.M მადლობა, ისევ შე...   Mar 3 2013, 09:41 PM
A.V.M   qetevano გაბწითლდებოდი ...   Mar 3 2013, 09:43 PM
qetevano   ნამუსი რომ მქონდე...   Mar 3 2013, 09:48 PM
marine   qetevano არ ვიცოდი, ქეთ, ...   Mar 4 2013, 01:55 PM
qetevano   marine მადლობა, მეც არ ვ...   Mar 4 2013, 02:31 PM
marine   marine მადლობა, მეც არ ...   Mar 4 2013, 03:32 PM
A.V.M   კვირაცხოვლობას გი...   May 12 2013, 01:03 PM
marine   გილოცავთ!!! მრა...   May 13 2013, 04:27 PM
G_saxva   დღევანდელ დღეს გილ...   May 13 2013, 04:48 PM
marine   დღევანდელ დღეს გი...   May 13 2013, 04:49 PM
G_saxva   ასევე წმ. ეგნატე ბრ...   May 13 2013, 04:56 PM
marine   ასევე წმ. ეგნატე ბრ...   May 13 2013, 04:59 PM
A.V.M   თამარობა დგება და ...   May 13 2013, 09:39 PM
G_saxva   გილოცავთ თამარობა...   May 14 2013, 09:16 AM
zaz   ყველას გილოცავთ თა...   May 14 2013, 04:45 PM
marine   ყველა ფორუმელს და ...   May 15 2013, 04:26 PM
marine   ნიკოლოზობას და შიო...   May 22 2013, 04:30 PM
A.V.M   ნიკოლოზობას და შიო...   May 22 2013, 04:36 PM
qetevano   ნიკოლოზობას გილოც...   May 22 2013, 05:36 PM
G_saxva   მეც გილოცავთ ორივე...   May 22 2013, 05:44 PM
G_saxva   გილოცავთ ამ ორი წმ...   Jun 3 2013, 11:56 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 01:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი