IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V « < 14 15 16  
Reply to this topicStart new topic
> რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა...
marine
პოსტი Nov 10 2023, 05:42 PM
პოსტი #301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს ოჯახში მოხდა ნამდვილი უბედურება - ჩემმა ვაჟმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი, შვილი და ჰქონდა კარგი სამსახური, მოულოდნელად მიატოვა ყველაფერი და წავიდა სხვა ოჯახში. იქ ის გალოთდა, დამეგობრდა კრიმინალებთან, პერიოდულად სადღაც იკარგებოდა. ასე დაეშვა მისი ცხოვრება გეენისკენ.

მე მირჩიეს სოფელ გოროდიშეში გამგზავრება, სადაც იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. მე ასეც მოვიქეცი.

ტაძარში მე მივედი მღვდელთან და მას ყველაფერი ვუამბე. მან ხელი ჩამკიდა და პირდაპირ "სწრაფშემწე" ღვთისმშობელთან მიმიყვანა. დავიწყე ლოვცა ცრემლებით.

სახლში დაბრუნებისას იქ ჩემი ვაჟი დამხვდა. ის ორი კვირა დარჩა ჩემთან, სპირტიანი სასმელები არ დაულევია, სულ დუმდა, ჩანდა, რომ რაღაცაზე ფიქრობდა. შემდგომ მოემზადა და წავიდა ცოლ-შვილთან. ცოლმა მას ყველაფერი აპატია და მიიღო.

რაღაც დროის შემდგომ ის მოეწყო სამსახურში, ყოფილ "მეგობრებთან" შეწყვიტა ურთიერთობა.

დღეს კვლავ მივედი "სწრაფშელმწესთან" და კვლავ ცრემლებით, ოღონდ ამჯერად სიხარულის ცრემლებით, გადავუხადე მადლობა"

/ანასტისია, ქალაქი ეკატერინბურგი
"ქვაკუთხედი", N11, 2023, გვ.33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 7 2024, 06:14 PM
პოსტი #302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ დღეს განსაკუთრებული სითბო, სიყვარული და სიმშვიდე შეიგრძნო ღვთისმშობლისგან [ღირსი პაისი ათონელმა]. დაეჭვდა, თუ რატომ ხდებოდა ეს და კალენდარზე აღნიშნა თარიღი. მოგვიანებით შეიტყო, რომ დედამისი გარდაცვლილიყო. ის, ვინც განსაკუთრებულად უყვარდა, მაგრამ ქრისტეს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიყვარულით მიატოვა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დედა ღვთისა ეუბებოდა: "ნუ წუხარ, მე ვარ შენი დედა". იშვილა იმ წუთიდან, რაც ბერი გახდა. მამა პაისი არაერთხელ გახდა ყოვლადწმიდასთან გასაუბრების ღირსი და საზრდოც მიიღო მიის უბიწო ხელებიდან"

/მღვდელმონაზონი ისააკი, "ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება", გვ.139/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2024, 08:08 PM
პოსტი #303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გვიამბო ნეტარმა მამამ [ღირსი პაისი ათონელი]: თხუთმეტ აგვისტოს, საღვთო წირვის შემდეგ, მოძღვარმა სამუშაოდ გამგზავნა. გადაღლილი ვიყავი ღამისთევის მერე და წირვის მერე არაფერი ჰქონდა ნაჭამი, რადგან არ ვუკურთხებივარ მოძღვარს.

მივაღწიე ივერთა მონასტერს და ველოდი ხომალდს, რომელიც შუადღეს უნდა მოსულიყო, მაგრამ საღამოვდებოდა და ჯერ კიდევ არ ჩანდა. დაღლილი და ძალაგამოცლილი ვიყავი. ვიფიქრე სკვნილის ლოცვას წავიკითხავ და ყოვლადწიდა იქნებ შემეწიოს მეთქი. მერე კი ვთქვი: "ასეთი პატარა რამისთვის შევაწუხო ღვთისმშობელი?" ვერ მოვასწარი ფიქრის დასრულება, რომ მონასტრიდან ერთი ბერი გამოვიდა და მომაწოდა ქაღალდში გახვეული რაღაც და მითხრა: "მიიღე ძმაო ღვთისმშობლის წყალობა". გავხსენი და შიგნით ნახევარი პური, ლეღვი და ყურძენი იყო. ბერის წასვლამდე ძლივს შევიკავე თავი ცრემლებისგან"

/მღვდელმონაზონი ისააკი, "ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება", გვ.92/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2024, 07:40 PM
პოსტი #304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა ღვთისა ჩვენი უპირველესი შემწეა ეშმაკებთან, ცოდვებთან და ვნებებთან ბრძოლაში. იგი ყველა ჩვენთა სნეულებათა უპირველესი მკურნალია და მხსნელი ყოველთა უბედურებათაგან.

ოღონდ კი მიწყივ ყოვლადწმიდასთან ვიყოთ მისდამი გულმოდგინე ლოცვებში, ოღონდ კი მუდამ მის დედობრივ საფარველს ვესწრაფოდეთ მტკიცე რწმენით და არცერთი ჩვენი ლოცვა, არცერთი წვეთი ცრემლისა, არცერთი ჩვენი ლოცვითი სულთქმა უკვალოდ არ გაქრება"

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი, "ქადაგებანი", გვ.35/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2024, 08:23 PM
პოსტი #305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაული - დედამ ღვთისა დამალა ბავშვი

"ქალი იყო 34 წლის, როცა ის დაფეხმძიმდა. ეს იყო დიდხანს ნანატრი ბავშვი. მაგრამ მეორე თვის ორსულობაზე ექიმებმა სამწუხარო დასკვნა გააკეთეს - ნაყოფი აღარ სუნთქავდა, გულისცემაც აღარ ისმოდა. მათ აბორტის გაკეთება გადაწყვიტეს.

ქალი დააწვინეს საავადმყოფოში ოპერაციაზე. ნარკოზიდან გამოსვლის შემდგომ უბედური დედა ატირდა - მას ხომ ასე უნდოდა ეს ბავშვი. და აი, ის აღარ იყო...

მწუხარე ფიქრები დაარღვია ქმრის სატელეფონო ზარმა. მან ცოლს უთხრა, რომ იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე და ილოცა მის წინაშე.

- ყოვლადწმიდა აუცილებლად გვიშველის, - ანუგეშა მან ცოლი.

კლინიკიდან გაწერის წინ ქალი ექოსკოპიაზე გააგზავნეს. ექიმი გაოცებული უყრებდა ეკრანს და ბუტბუტებდა:

- ნუთუ თქვენ გაგიკეთეს ოპერაცია? თქვენი შვილი ცოცხალი და ჯანმრთელია! მას არაფერი მოსვლია!

მოვიდა განყოფილების გამგე. ის იყო შეძრული:

- პირველად ვხედავ ასეთ რამეს... შესაძლოა, თქვენი შვილი კუნთის უკან დაიმალა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ის ვიღაცამ გადამალა.

ზუსტად დროულად ქალს ეყოლა გოგონა და მას დარია დაარქვეს - ის ხომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საჩუქარი იყო (дар - საჩუქარი)"

/"ქვაკუთხედი" N3, 2024, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V « < 14 15 16
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი