სკვნილი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სკვნილი |
mariami-k |
Feb 27 2007, 04:56 PM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ. სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს. დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით. სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
marine |
Feb 27 2007, 05:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. მახსოვს ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება, როცა ჩემს მოძღვარს ვთხოვე მოეცა კურთხევა სკვნილის ტარების და მასზე ლოცვის, მაგრამ მან ამის უფლება არ მომცა. ახლა ვხვდები რომ ის სწორად მოიქცა, რადგან მაშინ არ ვიყავი სულიერად ძლიერი და სკვნილი უფრო ჩემი ხელის სამშვენისი იქნებოდა.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
გლახა |
Feb 27 2007, 05:47 PM
პოსტი
#3
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
mariami-k
სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. რატომ? რაღაც იდუმალებასთან გვაქვს საქმე... |
მნათე |
Feb 27 2007, 05:51 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რატომ? რაღაც იდუმალებასთან გვაქვს საქმე... ტვირთია.. თუმცა ამას შენ რას გაიგებ :ფხუკუ: -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
Feb 27 2007, 05:56 PM
პოსტი
#5
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მნათე
ციტატა ტვირთია.. თუმცა ამას შენ რას გაიგებ :ფხუკუ: ნუ შენ თუ კიდევ ტვირთი გინდა კარგად გქონია საქმე ... ციტატა მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე და რატომ არის სახიფატო მაინც ვერ გავიგე.. ახლა მნატეს დავუშვატ ჭირდება სკვნილი, რადგან თვკლა არ იცის...და სახიფათო? |
მნათე |
Feb 27 2007, 05:59 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ნუ შენ თუ კიდევ ტვირთი გინდა კარგად გქონია საქმე ... შენ ალბათ. ხუმრობის აკადემიაში სწავლობდი ოღონდ ეჭვი მაქვს, რომ გაგრიცხეს ციტატა ახლა მნატეს დავუშვატ ჭირდება სკვნილი, რადგან თვკლა არ იცის...და სახიფათო? ალეგორია-ასეთი კატეგორიაც არსებობს როდესაც სკვნილზე ლოცულობ, თავისი წესი აქვს...თუ ამ წესს ვერ იცავ, მატრაკვეცა ხარ პ.ს თავის დროზე ასიანი ავიხონხლე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
Feb 27 2007, 06:04 PM
პოსტი
#7
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მნათე
ციტატა ალეგორია-ასეთი კატეგორიაც არსებობს როდესაც სკვნილზე ლოცულობ, თავისი წესი აქვს...თუ ამ წესს ვერ იცავ, მატრაკვეცა ხარ პ.ს თავის დროზე ასიანი ავიხონხლე შენ იმ წესს ვერ იცავ რომ 18 საათი კომპთან ჯდომა არ შეიძლება...და უფალმა ღამე მოსასვენებლად მოგცა და არა "ლაინზე სატასაოდ"... სანამ სკვნილამდე მიხვალ, 6 000 წლის წინათ დადგენილ წესს დაემორცილე ჯერ.. ახლა რაც შეეხება ჩემს ხუმრობის აკადემიას... ამას დრო უნდა რომ გითხრა დრო კი ფულია ბავსვებისტვის არ მცალია |
სოფი |
Feb 27 2007, 06:30 PM
პოსტი
#8
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მე, დაახლოებით, ერთი წლის წინ ვთხოვე მამაოს კურთხევა ფსკვნილზე,მაგრამ ასე მითხრა ჯერ ერთი თვე ისე თქვი ლოცვები და მერე მოდიო,აშკარად ეტყობოდა კურთხევის მოცემა არ სურდა.ახლა, ამ რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ვუთხარი და ცოტა ყოყმანის შემდეგ, მაინც დამთანხმდა,ოღონდ სასტიკად ამიკრძალა გარეთ ხმარება,ასე მითხრა მხოლოდ ლოცვის დროს დაიჭირეო,მე არ მომწონს,როდესაც ხშირად ადამიანები ქუჩაში უაზროდ იქნევენ,ათამაშებენ ფსკვნილსო.
ციტატა დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს მართლაც,ადრე მეგონა,რომ ფსკვნილს მხოლოდ სასულიერო პირები და ღრმად მორწმუნეები ატარებდნენ,მერე გაოგნებული დავრჩი,როდესაც ბევრ ახალგაზრდაზე შევნიშნე. ციტატა და რატომ არის სახიფატო მაინც ვერ გავიგე.. ალბათ ამიტომ ციტატა დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. ციტატა არ შეიძლება თამაში სკვნილით. ციტატა მაშინ არ ვიყავი სულიერად ძლიერი და სკვნილი უფრო ჩემი ხელის სამშვენისი იქნებოდა.. -------------------- "Happiness only real when shared."
|
mariami-k |
Feb 27 2007, 06:34 PM
პოსტი
#9
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
sofi89
აბსოლუტურად გეთანხმები. ბევრი მოძღვარისაერთოდ არ აძლევს სულიერ შვილებს სკვნისზე ლოცვის კურთხევა. სკვნილი საერთოს ბერ-მონაზვნებისთვის არი განკუთვნილი და იგი მათი "სულიერი იარაღია". მათ კანონის სახით ყოველდღიურად აქვთ გარკვეული რაოდენობის ლოცვა სათქმელი. ერის კაცის მიერ ყოველდღიურად სკვნილზე ლოცვის ერთი და იგივე რაოდენობის დაკანონება არ შეიძლება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
mariami-k |
Feb 27 2007, 06:38 PM
პოსტი
#10
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
გლახა
თავად თუ ლოცულობ სკვნილზე? -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
სოფი |
Feb 27 2007, 06:48 PM
პოსტი
#11
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა დააააა..........ალბათობა..რამდენის შემცველია სიტყვა ესე .. ხოოოოო...... რომ დამეწერა პირდაპირ,ამიტომ-მეთქი,შენი რო ვიცი,მერე დაიწყებდი,არ გეთანხმებიო,შენ რა იციო,დარწმუნებული ხარო?აბა დამიმტკიცეო, ისაო,ესაო..... ალბათში ვიგულისხმე-ჩემი საკუთარი აზრი. -------------------- "Happiness only real when shared."
|
ბექა |
Feb 27 2007, 07:49 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ნუ მონასტერში როგორც განმიმარტეს როგორც მებრძოლისთვის ავტომატია იარაღი ასევეა ბერისთვის ფსკვნილი და მერე ათონის მთის წმინდა ბერების ცხოვრებაშიც კი წავიკითხე ესეთი ამბავი რომ ერთი ბერი წმინდა ფსკვნილზე ლოცულობდა და გარედან უცნაური ხმაური შემოესმა და როცა გავიდა ეშმაკთა არმია დახვდა და ეს ამბავი ხდებოდა აღდგომის პირველ კვირას თუ არ ვცდები და ამ არმიის მხედართმთავარი ამბობდა რომ აი ეს ერთი ბერი გვაფერხებსო რომ ხალხში გავიდეთო და ხალხი ვაცდუნოთო.
ერთხელ მეც ავიღე ბერის ფსკვნილი და ისეთი ამბავი დამაყარეს რომ ვაი მერე მითხეს ამ ფსკვნილს შეეძლო სულიერად დავეჭერი ნუ იმ წამს ვე რმივხვდი რა მითხრეს მარა მერე გავიაზრე და იმის მერე არ ვეკარები ბერის ფსკვნილს |
გლახა |
Feb 27 2007, 08:11 PM
პოსტი
#13
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
beqa.shuxoshvili
ციტატა ნუ მონასტერში როგორც განმიმარტეს როგორც მებრძოლისთვის ავტომატია იარაღი ასევეა ბერისთვის ფსკვნილი და ღვთის სიტყვაზე თუ წაგიკითხია, რომ მორწმუნეთათვის ღვთის სიტყვაა იარაღი? |
ბექა |
Feb 27 2007, 08:14 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
|
mariami-k |
Feb 27 2007, 09:08 PM
პოსტი
#15
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
beqa.shuxoshvili და ღვთის სიტყვაზე თუ წაგიკითხია, რომ მორწმუნეთათვის ღვთის სიტყვაა იარაღი? ღვთის სიტყვა და ლოცვაა იარაღი. სკვნილზე კი ლოცულობენ. თან დათვლაშიც გეხმარება და გონებაც ნაკლებად გეფანტება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ბექა |
Feb 27 2007, 09:16 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ხალხნო ეშმაკს ღვთის სიტყვას გააგებინებთ
|
mariami-k |
Mar 6 2007, 10:12 AM
პოსტი
#17
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
საბოლოოდ როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
დავით ივერიელი |
Mar 6 2007, 11:15 AM
პოსტი
#18
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
სკვნილი არაფერი საშინელება არაა.... და არ უნდა ეშინოდეს მრევლსა ასე...
პახუმი დიდმა გამოიგონა პირველი სკვნილი რომ მონოზვნებს კანონს რომ უნიშნავდა თვლა არ იცოდნენ მამებმა და ამიტომ იყენებდნენ სკვნილსა... უბრალოდ სკვნილი ახლად მოსული მრევლისთვის მართლა ტვირთIა იმიტომ ორმ მალე ბეზრდებათ და რჩებათ კანონები წაუკითხავი... რაც ურჩობაში აგდებთ.... mariami-k მე ვფიქრობ რომ შეიძლება რომ ლოცულობდეს.... თუმცა ვინ თვლა იცის იმას ისედაც შეუძლია ლოცვა... რაც შეეხება მის ავტომატობას... მონოზვნად აღკვეცისას მონოზონს ეძლევა რამდენიმე საგანი რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვსა... 1.ჯვარი რომელიც ფარის სიმბოლოა და წელს არტყია 2.კუნკულ-ბარტყული რომელიც გლოვის სიმბოლოა და 3.სკვნილი რომელიც მახვილის სიმბოლოა, მახვილის რომელზე ლოცვითაც მონოზონი ებრძვის ცუდ აზრებს მორჩა... ეგაა და ეგა... ჩემი შმოქმედება აქა ნახეთ http://church.ge/index.php?showtopic=1035 -------------------- მერე რა რომ . . .
|
mariami-k |
Mar 6 2007, 11:27 AM
პოსტი
#19
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
დავით ივერიელი
ძალიან მომეწონა შენი მოქსოვილი სკვნილი. მე ამ თემით ხალხის აზრი მაინტერესებდა. ზოგი მოძღვარი არ აძლევს არავის სკვნისზე ლოცვის კურთხევას. მე პირადად ვლოცულობ სკვნილზე. მოძღვარმა მომცა ლოცვის კურთხევა. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
shota1 |
Mar 6 2007, 04:35 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
სკვნილი მგონია რომ ძალიან პრაქტიკული საშუალებაა იმისათვის რომ ქრისტეს სახელი გახსოვდეს, მაგრამ არ უნდა გააუფასურო ეს ხსოვნა, სახიფათო აქ ეს არის, სკვნილი თავითავად სკვნილია და მეტი არაფერი, უბრალოდ განწყობის შესაქმნელადაა კარგი...
რა ვიცი რაც მე მისი გამოყენება დავიწყე უფრო უკეთესად დავდივარ, თუმცა დღის განმავლობაში 20 წუთით აინც ვვარჯიშობ ხომე სკვნილზე ლოცვაში ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი