რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
G_saxva |
Mar 20 2015, 04:26 PM
პოსტი
#581
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
ციტატა ბოდიში ბოდიში შემეშალა მოიცადე მოვძებნი სულ რავა გეშელბა შე კაცო ფაქტების მოყვანა კაი დაგელოდები -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Mar 20 2015, 04:45 PM
პოსტი
#582
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
მასოვკიზმის ერთ-ერთი გამოვლინება
კანონი 61 მორწმუნე, რომელსაც ბრალი ექნება წაყენებული და ამხილებენ სიძვაში, მრუშობაში, ან სხვა რაიმე კრძალულ საქმიანობაში, დასში არ უნდა იქნეს შეყვანილი ამ კანონში ნათქვამია, თუ რა თვისებებით უნდა გამოირთჩეოდნენ მღვდელმსახურობის კანდიდატები, რათა საზოგადოებაში პატიოსანი სახელი იქონიონ. სასულიერო პირთაგან წმინდა წერილი მოითხოვს, რომ ისინი მორწმუნეთათვის სამაგალითონი იყვნენ სიტყვით, ცხოვრების წესით, სიყვარულით, სულისკვეთებით, რწმენითა და სიწმინდით (შდრ. 1 ტიმ.-4,12; ტიტ. 2, 7; 1 პეტ. 5, 3). მაგრამ მღვდელი ვერასდროს იქნება თავისი სამწყსოსთვის სამაგალითო, თუ მას საყვედურობენ იმ ცოდვების გამო, რომლებშიც ის ოდესღაც მხილებული იყო და რომლებიც ყველასათვის ცნობილი გახდა. იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის სიტყვების განმარტებისას ამბობს, რომ სასულიერო პირი უნაკლო უნდა იყოს, ამბობს რომ ცუდად იქცევა ის, ვინც იცის ზოგიერთი საკუთარი ცოდვა და მაინც ცდილობს დაკავდეს ისეთი მსახურებით, რომლისგანაც მას თავისთავად აშორებენ მისი ცოდვები. როდესაც მოიხსენიებს სიძვას, მრუშობასა და სხვა მსგავს ცოდვებს რომელთა მიზეზითაც დასში მიღება არ შეიძლება, კანონი დასძენს რომ ასეთი ადამიანი უნდა იმხილოს, ანუ სამღვდელო კანდიდატის მიმართ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს. ბრალდების უსაფუძვლობის შემთხვევაში, იგი უყურადღებოდ უნდა დარჩეს, რადგან კანდიდატის მიმართ შეიძლება ვინმეს ღვარძლი ან პირადი სიძულვილი ჰქონდეს და ამის გამო დასდოს ბრალი. ამიტომ უსამართლო იქნებოდა მაშინვე მოეკლოთ მისთვის სამთვდელო მადლი; ხოლო თუკი ბრალდება საფუძვლიანია და დამტკიცებული, მაშინ ასეთი კანდიდატის ხელთასხა არ შეიძლება არც ამ და არც საკითხთა დაკავშირებულ საფუძველზე , გარდა ამისა თუ ხელდასხმისას არ იყო ცნობილი კანდიდატის რაიმე მძიმე ცოდვა და ის მხილების თანახმად, ასეთი პირს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას სასულიერო ხარისხი. სამღვდელო დასში არც ის პირები მიიღებიან, რომლებიც ეკლესიის წინაშე მთელი გულწრფელობით ინანიებდნენ საკუთარ მძიმე ცოდვას. ესეც მე-2, კიდევ რამდენია ვინ მოსთვლის კანონი 62 კლერიკოსი, რომელიც იუდეველის, ელინის ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელს უარყოფს, ეკლესიიდან განიკვეთოს; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს საეკლესიო დასიდან განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეწყნარებულ იქნეს როგორც ერისკაცი ....კვიპრიანეს მოჰყავს თავისი დროის რამდენიმე ასეთი სამწუხარო მაგალითი, როცა სასულიერო პირი, რომელიც მორწმუნეთათვის იმის მაგალითი უნდა იყოს, თუ როგორ უნდა გაიღოს მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე ქრისტიანის სახელისთვის, ამ დროს თვითონვე იმის შიშიტ, რომ რაიმე ხიფათი შეემთხვეს, ქრისტეს უარყოფს და განუდგება. ამ კანონის განწესების თანახმად, მსგავსი დანაშაულის გამო არა მხოლოდ მის მიერ გალანძღული სამღვდელო ხარისხიდან იკვეთება, არამედ სრულიად სამართლიანად როგორც განდგომილი, კანონიკური სამართლის უმაღლეს სასჯელს ექვემდებარება, ანუ ეკლესიიდან საბოლოო განკვეთას (ეკლესიის ჯანსაღი სხეულიდან იკვეთება იგი როგორც დამპალი წევრი).....ორივე შემთხვევაში ეს კანონი უშვებს, რომ თუკი ასეთი პირი მოინანიებს და ეკლესიისგან გულწრფელად გამოითხოვს შენდობას, მაშინ იგი დაბრუნებული იქნება საეკლესიო საზოგადოებაში, მაგრამ მხოლოდ როგორც ერისკაცი - იმ მსახურებაზე უფლების გარეშე რასაც ის განდგომამადე ასრულებდა. ეს განწესება ყველა კლერიკოსს ეხება, ანუ ეკლესიის მსახურებსა და ღვთისმსახურებს-წიგნის მკითხველიდან დაწყებული, ეპისკოპოსის ჩათვლით. -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Apr 1 2015, 01:40 AM
პოსტი
#583
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ჩატარდა საერთომართლმადიდებლური კრების მოსამზადებელი მესამე სხდომა 31/03/2015 ავტორი: შალვა ჯიხვაძე Chambesy-1-e14255136531672015 წლის 30 მარტს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზეში, ჩატარდა მესამე სხდომა საერთომართლმადიდებლური კრების მოსამზადებლად. მესამე სხდომაზე დასრულდა განხილვა დოკუმენტისა: ”მართლმადიდებლური ეკლესიის წვლილი მსოფლიოში, სამართლიანობაში, თავისუფლებაში, ქვეყნებს შორის ძმურ სიყვარულში და რასობრივ და თუ სხვა დისკრიმინაციებში”. ასევე ამ სხდომაზე რედაქტირება გაიარა ზოგიერთმა აქამდე მიღებულმა გადაწყვეტილებამ. სხდომის დაწყებას წინ უძღოდა სარედაქციო კომისიის ორ დღიანი მუშაობა (28-29 მარტი). ამას ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ამფილოქე (სერბეთის საპატრიარქო). ამის შემუშავებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, რუმინეთის საპატრიარქოებმა და ელადის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. სხდომა ჩატარდა მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასის (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო) ხელმძღვანელობით. სხდომაზე ასევე მონაწილეობა მიიღეს: კონსტანტინეპოლის საპატრიარქო – პროტოპრესვიტერი გიორგი ცეცისი; არქიმანდრიტი მაქსიმე პოფოსი ალექსანდრიის საპატრიარქო – კეიფთაუნის მიტროპოლიტი სერგი, არქიმანდრიტი ნიკილოზ იოანიდისი ანტიოქიის საპატრიარქო – აკარის მიტროპოლიტი ბასილი იერუსალიმის საპატრიარქო – მთავარეპისკოპოსი არისტარქე; ფ. იანგუ რუსეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ილარიონი; დეკანოზი ნიკალაი ბალაშოვი და დიაკონი ანატოლი ჩურაკოვი საქართველოს საპატრიარქო – მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა; პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სერბეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ამფილოქე და ეპისკოპოსი ირინეოსი რუმინეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ნიფონი; დეკანოზი ვიოლენი ბულგარეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი იოანე; მიტროპოლიტი სერაფიმე კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი გიორგი; მ.სპირუ ელადის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი ქრიზოსთომოსი; მიტროპოლიტი ეგნატე და მიტროპოლიტი ქრიზოსთომოსი ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი იოანე; ეპისკოპოსი ნიკოლოზი პოლონეთის ეკლესია – ეპისკოპოსი გიორგი; დეკანოზი ანდრეი კუზმა ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესია – მთავარეპისკოპოსი გიორგი; არქიმანდრიტი სერაფიმე. კომისიის სამდივნოს შეადგენენ შვეიცარიის მიტროპოლიტი იერემია, არქიდიაკონი იოანე ხრისავგისი და ვლასის ფიდასი(კონსტანტინეპოლის საპატრიარქო). http://www.orthodoxtheology.ge/saertomartlmadideblurikreba/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jul 16 2015, 01:54 AM
პოსტი
#584
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Δημοσίευση: 10 Ιουλ. 15 (17:26)
Ακολουθεί ανακοίνωση του Πατριαρχείου Ιεροσολύμων αναφορικά με την απόφαση του Πατριαρχείου Αντιοχείας για τη διακοπή της μεταξύ τους κοινωνίας: Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων ἐκφράζει τήν λύπην αὐτοῦ διά τήν πρόσφατον ἀπόφασιν τοῦ Πατριαρχείου Ἀντιοχείας νά διακόψῃ τήν κοινωνίαν μετ’ αὐτοῦ καί ἐνημερώνει τάς ἀδελφάς Ὀρθοδόξους Ἐκκλησίας καί τό ποίμνιον αὐτοῦ ἐν εἰλικρινείᾳ καί ἀληθείᾳ διά τῶν κάτωθι: 1ον. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων ἀνταπεκρίθη εἰς πρόσκλησιν τῶν Χριστιανῶν τοῦ Qatar, γεωγραφικήν περιοχήν τῆς ἐκκλησιαστικῆς δικαιοδοσίας αὐτοῦ, καί ἀπέστειλε ὡς λειτουργόν ἱερέα τόν νῦν Μακαριώτατον Πατριάρχην Ἱεροσολύμων κ.κ. Θεόφιλον τό ἔτος 1997, ὅτε οὔτε ναός ὑπῆρχε ἐκεῖ οὔτε χριστιανική λατρεία ἐξησκεῖτο. Ἔκτοτε, ἄχρι τῆς σήμερον, ὑπῆρξε συνεχής ἡ λειτουργική διακονία τῶν Ὀρθοδόξων Χριστιανῶν εἰς Qatar, ἀρχικῶς εἰς εὐκτηρίους οἴκους, ἀπό δέ τοῦ 2009 εἰς τόν Ἱερόν Ναόν τοῦ Ἁγίου ἐνδόξου Μεγαλομάρτυρος Γεωργίου τοῦ Τροπαιοφόρου καί τοῦ Ἁγίου Ἰσαάκ τοῦ Σύρου, τόν ὁποῖον ἵδρυσεν ἐκεῖ τό Πατριαρχεῖον εἰς ἔκτασιν γῆς παραχωρηθεῖσαν παρά τοῦ Ὑψηλοτάτου Πατρός Ἐμίρη Hamad bin Khalifa Al Thani. 2ον. Ὁ μακαριστός Πατριάρχης Ἱεροσολύμων Διόδωρος ἐπραγματοποίησε ποιμαντικήν ἐπίσκεψιν εἰς Qatar τό ἔτος 1999, ὁ δέ νῦν Μακαριώτατος Πατριάρχης Ἱεροσολύμων κ.κ. Θεόφιλος τό ἔτος 2010. Διαρκούσης τῆς δεκαοκταετοῦς ποιμαντικῆς ταύτης δραστηριότητος τοῦ Πατριαρχείου Ἱεροσολύμων, ἀλλά καί πολλῷ πρό ταύτης, οὐδεμία παρουσία ὑπῆρχεν ἐκεῖ τοῦ Πατριαρχείου Ἀντιοχείας καί οὐδεμία διαμαρτυρία ἠκούσθη παρ’ αὐτοῦ. Αἱ διαμαρτυρίαι αὐτοῦ ἤρξαντο, ὅτε τό Πατριαρχεῖον ἐχειροτόνησεν εἰς Ἀρχιεπίσκοπον Καττάρων τόν ἐκεῖ ὑπηρετοῦντα ἀπό τοῦ 2004 Ἀρχιμανδρίτην Μακάριον. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων, τῇ βοηθείᾳ τοῦ Θεοῦ, ἀνέπτυξε τό εἰς Qatar ἀρξάμενον ἔργον αὐτοῦ εἰς Διορθόδοξον πολύγλωσσον λειτουργικόν κέντρον μετά ποιμνίου 12.000 ψυχῶν περίπου ἄνευ οὐδεμιᾶς φυλετικῆς διακρίσεως. Ἀντιθέτως, τό Πατριαρχεῖον Ἀντιοχείας τοποθετεῖ τό θέμα ἐπί ἐθνοφυλετικῆς βάσεως, ὡς ἐμφαίνεται καί ἐκ τῆς ἐπιστολῆς αὐτοῦ, ἡ ὁποία ἀπηυθύνθη εἰς τό Ὑπουργεῖον Ἐξωτερικῶν τοῦ Qatar, καί ἡ ὁποία «διαλαμβάνει ὅτι ὁ Πατριάρχης Ἰωάννης Ι΄, Πατριάρχης Ἀντιοχείας καί πάσης Ἀνατολῆς, εἶναι ὁ μοναδικός ἀνεγνωρισμένος Πατριάρχης ἐκ τῆς Ὀρθοδόξου Κοινότητος (Τάϊφε) εἰς ὁλόκληρον τήν Μέσην Ἀνατολήν καί ἐκπροσωπεῖ τήν Ὀρθόδοξον Κοινότητα εἰς ὅλας τάς Ἀραβικάς χώρας, μή ἐξαιρουμένων ὡς ἐπί παραδείγματι (τοῦ Ἰράκ, τῆς Συρίας, τῆς Ἰορδανίας, τοῦ Λιβάνου, τῆς Ἱερουσαλήμ, τῆς Αἰγύπτου, τοῦ Μπαχρέϊν, τῶν Ἐμιράτων, τοῦ Ἰράν)». 3ον. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων διαψεύδει κατηγορηματικῶς τόν ἀνυπόστατον ἰσχυρισμόν τοῦ Πατριαρχείου Ἀντιοχείας περί γενομένης δῆθεν συμφωνίας μετονομασίας τοῦ τίτλου τοῦ Ἀρχιεπισκόπου Καττάρων Μακαρίου εἰς συνάντησιν εἰς τήν Διεύθυνσιν Ἐκκλησιῶν τοῦ Ὑπουργείου Ἐξωτερικῶν τῆς Ἑλλάδος τόν Ἰούλιον τοῦ 2013. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων εἰς τό σημεῖον τοῦτο ἐπικαλεῖται τήν μαρτυρίαν τῶν ἐκπροσώπων τοῦ Οἰκουμενικοῦ Πατριαρχείου καί τῆς Διευθύνσεως Ἐκκλησιῶν. 4ον. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων παραμένει ἀμετακίνητον εἰς τήν στάσιν τῆς συνδιαλλαγῆς καί τοῦ διαλόγου, τήν ὁποίαν ἐτήρησεν εὐθύς ἐξ ἀρχῆς καί προτείνει τήν Σύστασιν Ἐπιτροπῆς εἰδημόνων Κανονολόγων διά γνωμάτευσιν ἐπί τοῦ θέματος, χωρίς νά διακόπτῃ τό μνημόσυνον τῆς ἀδελφῆς Ὀρθοδόξου Ἐκκλησίας τῆς Ἀντιοχείας, χάριν τῆς ἑνότητος τῆς Ὀρθοδόξου Ἐκκλησίας. http://archiveshare.net/v2/15072015/2/7/b/...9/web/?archSh=1 ანტიოქიის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა ერუსალიმის ეკლესიასთან. (ყატარის გამო) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jul 21 2015, 11:47 PM
პოსტი
#585
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარყო საერთო მართლმადიდებლური კრების მომზადებული დოკუმენტი
21/07/2015 ავტორი: შალვა ჯიხვაძე 2P20121004-VSN-3763რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველმა ორგანომ უარყო დოკუმენტი, რომელიც უნდა განხილულიყო 2016 წლის საერთო მართლმადიდებლურ კრებაზე. დოკუმენტი სახელწოდებით: “მართლმადიდებლური ეკლესიის წვლილი მშვიდობაში, სამართლიანობაში, თავისუფლებაში, ძმურ ურთიერთობაში და ერებს შორის სიყვარულში, რასობრივ და სხვა სახის დისკრიმინაცულ გამოვლინებაში” აღმოჩნდა “ამჟამინდელი ფორმებით მიუღებელი” რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისთვის. რუსეთის ეკლესიის მმართველმა ორგანომ შესთავაზა ახალი დოკუმენტის მიღება, რომელის სახელიც იქნება: “მარხვის მნიშვნელობა და მისი აღსრულება დღესდღეობით” და ასევე მოითხოვა დოკუმენტის შეცვლა, რომელიც შესთავაზა ბიბლიურ-თეოლოგიურმა კომისიამ. http://www.orthodoxtheology.ge/rusetiseklesiisdadgenileba/ თუ კიდევ დაინტერესდებით ვის და რომელ ძალებს არ სურთ დიდი კრების ჩატარება და მისი ქმედუნარიანობა,მიმართეთ პუტინს,მის კლერიკოსებს და პუტინის პოლიტიკის გამტარ , რუსეთის ეკლესიის უმაღლეს პირებს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Aug 5 2015, 09:58 PM
პოსტი
#586
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გილოცავთ მორწმუნენო!!!
ა.შ.შ.-ს ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) ღვთისადმი ძლიერი სიყვარული და გადაჭარბებული რწმენა ფსიქიურ დაავადებად დააკვალიფიცირა. მეცხრე ნეტარება: ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდნენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა. (მათე-5;11-12) ანტონი დიდი: დადგება ჟამი, როდესაც სამყაროს ისეთი შეშლილობა დაეუფლება, რომ შეშლილები გონიერებს უგუნურებად გამოაცხადებენ, საკუთარ თავს კი - გონიერებად. /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 7 2015, 10:34 PM
პოსტი
#587
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ინტერნეტში გავრცელდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის აფრიკის ერთ-ერთი ტომი კრიმინალს:
როდესაც ადამიანი რამეს დააშავებს, ცუდ საქციელს ჩაიდენს, იგი მიჰყავთ სოფლის შუაგულში, გარს შემოევლებიან და 2 დღის განმავლობაში იხსენებენ მასზე ყველაფერს, რაც როდესმე კარგი ჩაუდენია, უყვებიან თავისი სიკეთეების შესახებ. ამ ტომს სჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება ”კარგი” - სიყვარულის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ბედნიერების მსურველი. მაგრამ ზოგჯერ, ამ ყველაფრის ძიების პროცესში, ადამიანი შეცდომას უშვებს, რასაც ტომი სასოწარკვეთის გამოძახილად აღიქვამს და დახმარების ხელს უწვდიან. ისინი ამ რიტუალით ცდილობენ დაუბრუნონ ადამიანს ნამდვილ სახე და გაახსენონ, რომ იგი ”კარგია” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
რობინი |
Sep 8 2015, 08:22 AM
პოსტი
#588
|
რობინ ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 15-May 15 მდებარ.: დუშეთი წევრი № 14,112 |
რელიგიური მსიფლიო დღეს... სამწუხაროდ დღეს რელიგიები ერთმანეთს ებრძვიან და მათი ბრძოლის იარაღი არის ფარისევლობა
-------------------- დ. კ.
|
რობინი |
Sep 10 2015, 11:14 PM
პოსტი
#589
|
რობინ ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 15-May 15 მდებარ.: დუშეთი წევრი № 14,112 |
მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა 2015 წლის ფესტივალის საზეიმო გახსნა. მონაწილეთა სახელით რუმინეთის ეკლესიის პატრიარქს,სინოდს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მივმართავ რუმინულად,მადლობას მოვახსენებ შეხვედრის ორგანიზების,მასპინძლობისა და ყურადღებისათვის.ამასთანავე ქრისტეს ვთხოვ,რომ დალოცოს ,ფესტივალის ყველა მონაწილე,ორგანიზატორი და მაყურებელი . მხოლოდ მართლმადიდებლები იყვნენ? -------------------- დ. კ.
|
A.V.M |
Sep 10 2015, 11:20 PM
პოსტი
#590
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რობინი
კი ბატონო,მხოლოდ მართლმადიდებლები ვიყავით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Sep 11 2015, 01:38 PM
პოსტი
#591
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
A.V.M
გენაცვალე იმრავლოს შენნაირმა ახალგაზრდებლმა!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
რობინი |
Sep 11 2015, 01:51 PM
პოსტი
#592
|
რობინ ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 15-May 15 მდებარ.: დუშეთი წევრი № 14,112 |
A.V.M გენაცვალე იმრავლოს შენნაირმა ახალგაზრდებლმა!!! ამინ! მართლას დასაფასებელია მაგ ბიჭის ასეთი მონდომება. წარმატებები ვუსურვოთ თავის საქმეში. არა მარინე??? -------------------- დ. კ.
|
marine |
Sep 11 2015, 03:37 PM
პოსტი
#593
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამინ! მართლას დასაფასებელია მაგ ბიჭის ასეთი მონდომება. წარმატებები ვუსურვოთ თავის საქმეში. არა მარინე??? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
რობინი |
Sep 12 2015, 07:28 AM
პოსტი
#594
|
რობინ ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 15-May 15 მდებარ.: დუშეთი წევრი № 14,112 |
ქალბატონო მარინე როგორ მიხარია რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი გვყავს...
-------------------- დ. კ.
|
G_saxva |
Oct 15 2015, 09:34 AM
პოსტი
#595
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა 2015 წლის ფესტივალის საზეიმო გახსნა. მონაწილეთა სახელით რუმინეთის ეკლესიის პატრიარქს,სინოდს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მივმართავ რუმინულად,მადლობას მოვახსენებ შეხვედრის ორგანიზების,მასპინძლობისა და ყურადღებისათვის.ამასთანავე ქრისტეს ვთხოვ,რომ დალოცოს ,ფესტივალის ყველა მონაწილე,ორგანიზატორი და მაყურებელი . ბრავისიმო გურამ პ.ს ქართულადაც გვითხარ რას უბრობ.... -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Jul 24 2020, 08:15 PM
პოსტი
#596
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თურქეთმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დამპყრობელი და მიმტაცებელია.
აია სოფია მსოფლიოს თვალში მუდამ დარჩება ბიზანტიის იმპერიის და ქრისტიანობის საუკუნოვანი ტრადიციის სინთეზად. მოზაიკით აწყობილი ღვთისმშობლის მზერა, არასდროს შეისმენს მოლას გაუგებარ ლოცვას. საუკუნეებიდან გადმოსული ფრესკები ვერ დაიფარება თეთრი ზეწრებით, რომელშიც უფრო გამოკვეთილად აისახა ოტომანთა მემკვიდრეების შავბნელი ზრახვები... ახლა იწყება შემთხვევით გაძლიერებული სახელწმიფოს რეგრესი და ამის მიზეზი იუსტინიანეს დროს აგებული ტაძრის მითვისებაა... დაინგრა ტროა, განადგურდა სემირამიდას ბაღები, დაიმხო ბაბილონის გოდოლის იდეა... დღევანდელი სიბნელე არაფრით შერჩება ქრისტეს ეკლესიის დამტყვევებელს!.." /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 17 2020, 08:54 PM
პოსტი
#597
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს:
„ეს გადაწყვეტილება ჩვენ ყველას ბევრ რამეს გვასწავლის. ახლა ორივე ფეხზე მყარად უნდა ვიდგეთ. არ არსებობენ ძმები, არ არსებობენ მოკავშირეები და მხარდამჭერები. ეს გვასწავლის, რომ დამოუკიდებლად ვიმუშაოთ და მხოლოდ საკუთარ ფეხზე ვიდგეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სუსტები ვართ. ჩვენ ვართ გაერთიანებულები, რომელთაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ სირთულეებს. მხარდამჭერად ახლა მხოლოდ ღმერთი უნდა გვყავდეს. ვგლოვობთ, მაგრამ აია სოფია არასოდეს დაკარგავს თავის ღირებულებას. მე-10 საუკუნეში ის იყო ქრისტიანობის სიმბოლო და მართლმადიდებლობის ცენტრი. თურქეთმა ისწავლა, როგორ გაანადგუროს ყველაფერი. მათ კარგად ვიცნობთ, საუკუნეების მანძილზე ის ანადგურებდა სხვადასხვა ძეგლებს და ზოგჯერ ამას მათთვის სარგებელიც კი არ მოჰქონდა, მაგრამ შემდეგ როგორც საკუთარ კულტურად ისე წარმოაჩენდა. თურქები რჩებიან გაუნათლებლებად, არაცივილიზებულ და უკულტურო ერად, ასეთები იყვნენ და ასეთებად დარჩებიან“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 9 2020, 11:18 AM
პოსტი
#598
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენ მოვიშორეთ მოძალადე, აგრესორი ხელისუფლება. მოვიშორეთ იმ იმედით, რომ ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლება, მისი სიცოცხლე და ღირებულება კანონით ყოფილიყო დაცული.
ვატყობ, ისევ იგივე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. არ ვარ არავის მხარეს, არ მაინტერესებს არც ერთი პოლიტიკური მიმდინარეობა. უბრალოდ, მაწუხებს იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც თვლის რომ მისი უფლება დაარღვიეს და ცდილობს იბრძოლოს სიმართლის აღსადგენად. წყლის ჭავლი?! სირცხვილია... შეიძლება იქ უამრავი ინფიცირებული ადამიანი იდგეს, რომლის მდგომარეობას უფრო გაართულებს ის ქმედება, რაც ,,გამარჯვებულმა” ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა. ვიმეორებ, ჩვენ ყველამ ერთად უარი ვთქვით ძალადობაზე და გადავწყვიტეთ აგვერჩია ჰუმანური მთავრობა. ოღონდ მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი... ადამიანებს ნურავინ გამოიყენებს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად... მთავრობა ყოველთვის იცვლება, ერის სურვილი კი ძალაში რჩება... ამდენი წლის მანძილზე მხოლოდ ის მესმის, რომ წინამორბედი ხელისუფლება იყო მოძალადე, იმდენჯერ გაიმეორეს, ვეჭვობ დაემსგავსნენ... ასეთი გამარჯვება კი დამარცხების პირველი ნაბიჯია!.." /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 22 2020, 09:46 PM
პოსტი
#599
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დაავადებამ არ იცის, ეპისკოპოსი, მღვდელი, მოხუცი, ახალგაზრდა.
არავინ არის დაცული პანდემიის წინაშე. ღამდება, დილისკენ კი აღარ ვიცით, ვის ვეღარ ვნახავთ ჩვენ გვერდით. ამ საყოველთაო უბედურების ფონზე ხომ შეიძლება მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ლანძღვით, გინებით, წყევლა-კრულვით შეჯიბრი არ მოვაწყოთ... ვერასდროს მოვინანიებთ, თუ ჩვენგან გულნატკენი ადამიანი მოულოდნელად წავიდა ამქვეყნიდან... ახლა მხოლოდ სიყვარულის, პატივისცემის, ერთსულოვნების დროა!.." /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი