ნარკომანია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნარკომანია |
marine |
Oct 29 2022, 10:02 PM
პოსტი
#461
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი, ნარკოტიკი ყველა მძიმეა და ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ დეგრადირებას იწვევს. მძიმეა ხილვა, განსაკუთრებით დილით, ნარკოლოგიურის ცნეტრებში მეტადონის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების გრძელი რიგისა. სახეზეა მძიმე მასობრივი სულიერი სნეულება"
/დეკ. შიო პაიჭაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 17 2023, 01:20 PM
პოსტი
#462
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დღემდე ვინახავ სახლში ჩემი გარდაცვალების მოწმობას
"ეს მოხდა 1998 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე. იმ დროს ოჯახთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. ადრე ნარკომანი ვიყავი. იმ დღეს ახლობელმა მცხეთაში დამპატიჟა. მე ჰეროინის ბანგის ქვეშ ვიყავი. იმ დროს ეკლესიის დღესასწაულები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, მაგრამ იქ წავედი მცხეთობის აღსანიშნავად. ჩვენ ვიყავით კონცერტზე, შემდგომ რესტორანში. როცა ვბრუნდებოდით ჩემი მეგობრის მეუღლე თამარმა თქვა, რომ მცხეთაში არის ცნობილი არქიმანდრიტი გაბრიელის საფლავი და მას სურდა იქ წასვლა. ჩვენ მივედით, მაგრამ ეზოში არ შევსულვარ. მახსოვს, როგორ მივაძახე თამარს ირონიულად: - ჩემთვისაც დაანთე სანთელი, სთხოვე მას, რომ გადამარჩინოს. საღამოს ნაცნობმა მომაკითხა ჰეროინით. ისედაც მთვრალი ვიყავი, მაგრამ "ზრდილობის გამო" ვერ ვუთხარი უარი. შემდგომ რა მოხდა არ მახსოვს... ვხედავდი, თუ როგორ ათრევდნენ ჩემს სხეულს სამზარეულოში. ჩემმა მშობლებმა გამოიძახეს სასწრაფო. ექიმები ამაოდ ცდილობდნენ ჩემს გადარჩენას. პირველ ბრიგადას მეორე მოჰყვა, მერე მესამე... მეოთხე... სახლის წინ სასწრაფოების კორტეჟი იდგა. ჩემი ძმა უაზროდ დარბოდა... ყველა ყვიროდა... გულში გამიკეთეს ადრენალინი, ელექტროშოკი, მაგრამ არაფერმა მომაბრუნა. ჩემი სიკვდილიდან გავიდა 45 წუთი. ერთი საათის მერე იყო დაახლოებით ასეთი სურათი: მე სრულებით გაშავებული, ხელებშეკრული ვიწექი იატაკზე, მეფარა თეთრი ზეწარი. დედას წაუვიდა გული, მამა ზმუოდა. ყველა მეზობელი შეიკრიბა. ქალები ტიროდნენ. ექიმებმა შეავსეს ჩემი გარდაცვალების მოწმობა; ზოგიერთი ჩურჩულებდა: "კიდევ ერთი ახალგაზრდა მოკვდა ამ წყეული ნარკოტიკით, სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე?!" ამ მომენტში კარი გაიღო და შემოვიდა ჩვენი მორწმუნე მეზობელი მანანა, რომელიც სამთავროს მონასტრის მრევლი იყო. მან ზეწარი გადამხადა და მცხო მამა გაბრიელის ზეთი ჯვრის სახით. მას ეგონა, რომ ეს რამენაირად მიშველიდა იმქვეყნად. და ამ მომენტში მე წამოვჯექი შეკრული ხელებით. ახალგაზრდა ექიმს, რომელმაც მანამ შეავსო ჩემი გარდაცვალების მოწმობა, გული წაუვიდა. ატყდა ერთი ალიაქოთი. წამიყვანეს საავადმყოფოში. დღემდე ვინახავ სახლში ჩემი გარდაცვალების მოწმობას. მამა გაბრიელის ლოცვით დღემდე არ წყდება სასწაულები." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 12 2023, 08:42 PM
პოსტი
#463
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოგვითხრობს ექიმი ოლგა ანატოლის ასული კისილკოვა: "ერთხელ ახალმოწამეთა [ვასილი, ფერაპონტე და ტროფიმე ოპტინელები] საფლავებთან ნარკომანი ქალიშვილი მივიყვანე. მამა ტროფიმეს საფლავთან მითხრა: "ოჰ, რა ძლიერ მირტყამს, რა ძლიერ!" შემდეგ მისმა მშობლებმა მითხრეს, რომ ქალიშვილი განიკურნა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 27 2023, 07:46 PM
პოსტი
#464
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიახ, ერთიც და მეორეც, ნარკომანიაც და მემთვრალეობაც ისეთი მომაკვდინებელი ცოდვებია, ისეთ ბოროტ სულთა, ისეთ დემონთა მოდგმისაგან არიან, რომლებიც მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნებიან, თანახმად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიტყვებისა:
"ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვით" /აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 25 2023, 08:29 PM
პოსტი
#465
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მამაო, მეუღლესთან ერთად ჩამოვედი, რათა ვნების შვიდეულში თქვენს ტაძარში დავესწრო მსახურებებს. აღსარების თქმაც გვსურს და თუკი ღირსეულნი აღმოვჩნდებით გვსურს წმინდა საიდუმლოებებსაც ვეზიაროთ. მანამდის კი ერთ ისტორიას მოგიყვებით. დაახლოებით ექვსი თვის წინ ჩვენი ქალიშვილი, უნივერსიტეტის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, დაიკარგა. ერთხელ თესალონიკიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ საცხოვრებელ ადგილს იცვლის. ეს რომ შევიტყვეთ, სალონიკში გავემგზავრეთ. ჩვენი სახლი კომოპოლშია. დიასახლისმა, სადაც ჩვენს ქალიშვილს ბინ ჰქონდა ნაქირავები, გვითხრა: - შესაძლოა გოგონა რვა დღის წინ გაემგზავრა, რადგან მას პოლიცია უთვალთვალებდა, ნარკოტიკებთან ბრძოლის საგანგებო განყოფილება. ბოლო დროს ის გათენებისას ბრუნდებოდა და მთელი დღეები ეძინა.
უნივერსიტეტში გვითხრეს: - სასწრაფოდ მოძენეთ თქვენი ქალიშვილი, თორემ შესაძლოა ცუდად დამთავრდეს!" მაგრამ ყოველივე ამაო იყო. ორი თვის შემდეგ, მოულოდნელად, ტელეფონმა დარეკა. ქალიშვილი იყო. მან ბინძური სიტყვებით გალანძღა დედა, მოითხოვდა შეეწყვიტათ ძებნა და მის ცხოვრებაში არ ჩარეულიყვნენ. მას აღარ სურს იცნობდეს მშობლებს, არ სურს სწავლა. აი, მამაო, უკვე ექვსი თვეა ვეძებთ, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ან საბერძნეთიდან გაემგზავრა, ან ნარკოტიკის მომეტებული დოზით დაიღუპა. პასექის ამ დღესასწაულზე, სახლში გაჩერება აღარ შეგვეძლო. კვლავ სალონიკში გავემგზავრეთ, კვლავ ბინძურ საროსკიპოებსა და ბარებს ჩამოვუარეთ, მაგრამ უშედეგოდ. ის ჩვენი ერთადერთი ქალიშვილია. უმისოდ მარტოდ ვგრძნობთ თავს. ჩვენი უკანასკნელი იმედი - წმინდა იოანე [როსი] საკვირველთმოქმედია. მთელმა საბერძნეთმა უწყის მისი სასწაულების შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტეთ ვნების შვიდეული თქვენს ტაძარში გაგვეტარებინა და წმინდანს შევედრებოდით ჩვენი გოგონას ხსნისათვის". დიდ შაბათს, მსახურებაზე, მოესმათ ლმობიერმყოფელი სიტყვები - "სდუმენინ ყოველი ხორცი კაცობრივი"... და ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა პასექს თავიანთ სოფელში შეხვედროდნენ. დაადგნენ შორეულ გზას გულში ფარული იმედით, რომ შეწევნას მიიღებდნენ. თავად პასექის დღეს, გამოვიდნენ რა საპასექო სანთლით ხელში სამხერთის კარიდან, ჩემთვის ნაცნობ ცოლ-ქმარს შევეჩეხე. " - მამაო, მამაო, აი ჩვენი ქალიშვილი ეფი. ჩვენი საყვარელი ქალიშვილი. სახლში დაგვხვდა, იჯდა და გველოდა. დიდ წმინდანს როგორ გადავუხადოთ მადლობა! როგორ გადავუხადოთ მადლობა უფალს! დიდება შენდა, უფალო, და შენს წმინდანებს! "- აი, ეფი, ხედავ შენს მშობლების სიხარულს? - დავეკითხე. მოხარული ვარ, რომ წმინდა იოანესთან მოხვედი". " - მამაო, მთელი ეს კვირა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი. მე სიკვდილს ვირჩევდი, მაგრამ რაღაც არაადამიანურმა ძალამ სიკვდილის კლანჭებს გამომტაცა, სიცოცხლესთან დამაბრუნა, სახლში მომიყვანა, ახლა კი აქ, ტაძარში. და დღეს მე ყველასთან ერთად ვიაგლობებ: "ქრისტე აღსდგა მკვდერთით". და ეფი აცრემლებული ჩაეკრა მამას. მწუხრის საპასექო მსახურება 20 წუთით შეყოვნდა, მაგრამ იგი ეფის აღდგომით დაიწყო" /1980 წელი, პასექი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 28 2023, 08:10 PM
პოსტი
#466
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1976 წლის ივნისში, ქალაქ არტის მახლობელ მთიან სოფელში, გიმნაზიის ოთხი მოსწავლიდან სამი დაბრუნდა სახლში, მეოთხე კი - ათანასე, დიმიტრი პ.-ს შვილი, არ ჩამოვიდა. ოჯახის ერთადერთმა შვილმა, ნაადრევად დაკარგა მამა, რომელიც ღვიძლის დაავადებით იტანჯებოდა. სიღარიბის მიუხედავად, დედას სურდა რომ ესწავლა და ამიტომ გააგზავნა არტაში. აქ მან გიმანზია დაამთავრა, ხოლო შემდეგ ლიცეუმი. შვილი რომ არ ჩამოვიდა, ამბის გასაგებად, დედამ თანაკლასელ გ. მიუზელიანს მიაკითხა. გიორგიმ სრული სიმართლე უთხრა, რომ მარტის თვიდან ათანასემ პრაქტიკულად შეწყვიტა სწავლა, ცუდ წრეში მოხვდა, ოთახი გააქირავა და გაუჩინარდა. "- გაიგეთ, დეიდა დიმიტრა, ამს რაღაც ცუდი ემართება".
დედა შეძრწუნდა. მწუხარებამ ცრემლი გაუშრო. რისთვის იკლებდა ყველაფერს, რისთვის იყო ეგევითარ ნაკლულოვანებაში. ბოლოს არტაში გამგზავრება გადაწყვიტა. შვილის მეზობლებისგან ყველაფერი შეიტყო. მაგრამ სად წავიდეს, სად ეძებოს შვილი? სოფელში დაბრუნებული დედა, დღედაღამ ლოცვაშია, ღმერთს ევედრება შეწევნას. და აი, ოთხი დღის შემდეგ მისი ვაჟი ჩამოდის. პირგაუპარსავი, გაბოროტებული თვალებით. დედამ ვერ იცნო... რას დამსგავსებია... მისალმების ნაცვლად ერთადერთი ფრაზა ესმის: - ეი, შენ, ფული გაქვს? მომე დროზე, ვჩქარობ". დედა შეეცადა რაიმე ეთქვა და შეწინაარმდეგებოდა, მაგრამ ზურგში დაარტყა შვილმა. აიღო ფული და გაუჩინარდა. გაფლანგავდა ფულს და უკან ბრუნდებოდა, კვლავ და კვლავ დედა სცემდა, ფულს ართმევდა და ერთხანს კვლავ უჩინარდებოდა. ეს დრამა რვა წელიწადს გაგრძწელდა. დედა მოარულ ჩონჩხს დაემსგავსა. ჩამოშორდება მისი შვილი ნარკომანთა ბანდას თუ ციხეში ჩასვამენ? თუ ფიზიკურად დაიღუპება? უიმედობაში მყოფმა უბედურმა ქალმა ყურად იღო მეზობლის შეგონება: - კუნძულ ევბეაზე გაემგზავრე, წმინდა იოანე როსის უხრწნელ სხეულთან. ის სასწაულთმოქმედია. შეევდრე, გაითავისებს შენს ტკივილს, შეეწევა შენს წუხილს". დედა გაემგზავრა. წმინდანის ნაწილებთან პარაკლისი რომ აღავლინეს, უბედურმა დედამ შესძახა: "-შვილი დამიბრუნე, წმინდა იოანე. მოძებნე იგი, გულსხმაში მოიყვანე. დე, როგორც უწინ, კვლავაც დამიძახოს: - "დედა". მეორე დღეს ლიტურგია დავაყენეთ, მოვიხსენიეთ მისი გზააბნეული შვილი და დედა უკან გაემგზავრა. სახლში მისულს, სახლის კარი ღია დახვდა, შვილი ელოდა. პირველი სიტყვა, რაც შვილმა თქავ, იყო - დედა! "- დედა! მე დავბრუნდი, შენ ეს გინდოდა. მე ყველაფერი შევინანე, რაც ჩავიდინე... ამიერიდან ამ სახლში ვიცხოვრებ, მამაჩემის სახლში. მხოლოდ გუშინ მივხვდი, რომ დანაშაული ჩავიდინე შენს წინაშე და საკუთარი თავის წინაშე". დედა ცრემლებს ვეღარ იკავებდა. მხოლოდ საღამოს შეძლო წარმოეთქვა: " - კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შვილო ჩემო. ხვალ დილით მასთან წავალ სამადლობელად, ვინც მოგძებნა და სახლში დაგაბრუნა". ორი დღის შემდეგ ჩვენ კვლავ ვნახეთ ეს დედაკაცი ჩვენთან, ჯერ გამგზავრებულიც არ გვეგონა, მაგრამ არა, იგი დაბრუნდა სახლში, იპოვა თავისი შვილი, რომელმაც კვლავ უთხრა მას: - დედა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 22 2023, 11:21 AM
პოსტი
#467
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემი ქალიშვილის მეგობარს შვილი ჰყავდა ნარკომანი და ზედოზირებისგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი აღმოჩნდა საავადმყოფოში. ის სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში. დედამისმა არ იცოდა, როგორ ეშველა შვილისთვის, ხედავდა, თუ რა რთულ მდგომარეობაში იყო. და უცბად გაახსენდა, რომ მე დავდიოდი ეკლესიაში და ჩემი ქალიშვილის მეშვეობით დამიკავშირდა დახმარების თხოვნით.
მე მას მივეცი წიგნი "ნეტარი მატრონას ცხოვრება" და ვუთხარი: "ტამარა, წაიკითხე ეს წიგნი და თუკი ის შენს გულს ეამება, მაშინ ვისაუბროთ". საქმე იმაშია, რომ ის არასდროს დადიოდა ტაძარში და იყო თუ არა მონათლული - ესეც არ იცოდა. ორი კვირის შემდგომ მან მომიტანა წიგნი და წავიდა, შემდგომ კი ორი კვირის მერე ისევ დამირეკა და მთხოვა, ნეტარი მატრონას საფლავზე წასვლა. ეს იყო 2002 წლის აპრილში. ჩვენ მაშინვე გავემგზავრეთ. მე მას ავუხსენი, რა უნდა გაგვეკეთებინა საფლავზე: დაგვენთო სანთლები, აგვეღო საფლავის მიწა და მას უნდა ელოცა საუთარი სიტყვებით, რადგან არავითარი ლოცვა არ იცოდა. ამის მერე ის მარტო დავტოვე. შემდგომ წმ. მატრონას ხატთან მივედით, საიდანაც მდუმარედ დავბრუნდით სახლში. დაახლოებით ერთი თვის შემდგომ მან ჩემს ქალიშვილს უამბო ძილში ნანახი: ხედავს - ტაძარია. შევიდა შიგ, მარცხნივ შანდალია, მარჯვნივ - სასანთლე, პირდაპირ - რკინის კარი და ტაძარში შესასვლელი. "მე ხომ არასდროს ვიყავი ნამყოფი ტაძარში. მაგრამ როდესაც იქიდან გამოვდიოდი, დავინახე ბავშების ექსკურსია და მატრონუშკა, რომლიც თავისთან მეძახდა," - იხსენებდა ქალი. მისი აღწერის მიხედვით მივხვდი, რომ ეს სრეტენსკის მონასტერი იყო, რაზეც მე ვუთხარი: "მაშ, წავიდეთ, მატრონუშკა გეძახის". ორი დღის შემდგომ ჩვენ გავემგზავრეთ სრეტენსკის მონასტერში. და როგორი გაოცებული დავრჩი, როცა ის, ტაძრიდან გამოსული, მოთქვამდა: "ეს ყველაფერი ხომ ნანახი მაქვს..." - და ასე მრავალჯერ. ის დიდხანს იდგა ნეტარი მატრონას ხატთან და ცრემლები პირდაპირ იატაკზე სდიოდა. შემდგომ მესანთლესთან მივედით, რაღაცები ვიყიდეთ სახლისთვის, და როცა გამოვდიოდით დავინახეთ საკვირაო სკოლის მოსწავლეები. ამ დროს ტამარა მართლა გაოგნდა. მან წამოიძახა: "აი, ისინი, აი ისინი". მე ის ნელა გავიყვანე, გასვლისას კი მან კვლავ წამოიძახა: "აი, აქ მეძახდა მატრონუშკა თავისთან". სახლში მდმარედ მივედით. იმ დროიდან ნეტარი მატრონას ლოცვებით მისმა ვაჟმა შეწყვიტა ნარკოტიკების მოხმარება. მან მუშაობაც დაიწყო და ოჯახიც შექმნა. მე ვმადლობ წმიდა ნეტარ მატრონას მონისა ღვთისა ვიქტორის გადარჩენისთვი და ყველა იმ ადამიანის გამო, რომლებსაც ის დაეხმარა. დიდება უფალს ყველაფრისთვის!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 8 2024, 07:32 PM
პოსტი
#468
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგონებს სხვა ახალგაზრდა: "ანარქისტი ვიყავი, ნარკოტიკებს ვიღებდი და საყურეებს ვატარებდი, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მამა პაისის [ათონელი] წიგნი მათხოვა, ინტერესის გამო გადავფურცლე და გადავიკითხე ერთ ღამეში. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 15 2024, 08:50 PM
პოსტი
#469
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერი [ღირსი პაისი ათონელი] ბევრ ნარკომანს დაეხმარა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში. თავიდან ის ახერხებდა გაეღვიძებინა მათში ცხოვრების ინტერესი, დაემყარებინა კონტაქტი და მოეპოვებინა მათი ნდობა. გაუბედურებული ადამიანები ყურადღებით უსმენდნენ ბერს და იღებდნენ მის რჩევებს. ბერის ლოცვებისა და შემწეობის წყალობით ბევრი მათგანი გათავისუფლდა ამ საშინელი ვნებისგან და გახდა მხურვალე ქრისტიანი და ოჯახის თავი. ბერი თანაუგრძნობდა მათ ტკივილებს და ამბობდა: "უბედურები, მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა.დღევანდელ ახალგაზრდობას თვითონვე მოჰყავს თავისი თავი უსარგებლობაში". ბერი საკუთარი ხელით უკრავდა ამ ყმაწვილებს ფეხსაცმელზე გახსნილ თასმას, უდევნიდა ბუზებს, უსწორებდა თვალებზე ჩამოცვენილ თმებს; რჩევას აძლევდა ჩაებარებინათ აღსარება, დაეწყოთ სულიერი ცხოვრება, მოწყობილიყვნენ რაიმე უბრალო სამუშაოზე, რომ რაიმეთი დასაქმებულიყვნენ. ურჩევდა, ეჭამათ სტაფილო და საერთოდ, აძლევდა სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევას. ის მათ ისეთ ადამიანებთან აგზავნიდა, რომელთა გარემოცვაშიც გაუადვილდებოდათ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება; ეხმარებოდა მათ გამხდარიყვნენ საზოგადოების ღირსეული წევრები და შეექმნათ სრულფასოვანი ოჯახები.
ერთ ყმაწვილ-ნარკომანს უნდოდა მოეკვეთა ეს ვნება, რომლისგანაც მასთან ერთად მთელი მისი ოჯახი იტანჯებოდა. ბერი პაისის შესახებ მას ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, - რაღაც გაეგონა სხვებისგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მასზე თავისი ბოლო იმედი დაამყარა. როდესაც "პანაგუდისკენ" მიმავალ ბილიკზე ეშვებოდა, ყმაწვილი თავისთვის ფიქრობდა: "იქნებ მასთან მოვიძიო ის წამალი, რომელიც ამ ნარკოტიკებს გამაშორებს". ბერმა დაინახა თუ არა ის, ღიმილით უთხრა: "აბა, მოდი, მოდი აქ, მე შენ კარგი აბები მოგიმზადე", - და ხელში ჩაუდო რამდენიმე ტყის თხილი. ბერის "აბები" ძლიერმოქმედი აღმოჩნდა. მოხდა სასწაული: უბედური ყმაწვილის დამოკიდებულება ნარკოტიკებზე როგორც მახვილით, ისე მოიკვეთა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 7 2024, 04:20 PM
პოსტი
#470
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნურავისთვის იქცევი ზედამხედველად! ნუ ეცდები ვინმეს გამოსწორებას!
გახსოვდეს, რომ იძულებით ვერავის შეცვლი - ვერც ქმარს და ვერც შვილებს. რაც უნდა ბერი არიგო და ეჩხუბო შენს ვაჟს, მაინც არ შეეშვება მოწევას, სმას, ნარკოტიკებს, ღამის ცხოვრებას. თუ გინდა, რომ საწადელს მიაღწიო, ამისთვის მადლი უნდა მოიხვეჭო. მისთვის კი მთელი გულით უნდა ილოცო! უკან კი არ უნდა დაედევნო შენს ვაჟს, არამედ უფლისადმი ლოცვა უნდა აღავლინო და მფარველი ანგელოზი გააყოლო. სადაც არ უნდა იყოს ამ დროს, იგი შინაგანად იგრძნობს, რომ მის გულში რაღაც ხდება და უხილავი ხელი მას სწორ გზაზე დააყენებს. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს! ლოცვა უნდა იყოს თქვენი პირველი რეაქცია და არა უკანასკნელი იმედი!" /კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 13 2024, 06:45 PM
პოსტი
#471
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნარკომანია ისეთი ცოდვაა, სადაც სიკვილი წინასწარ არის გადაწყვეტილი. ამ მანკიერების, უფრო სწორად, თვითმკვლელობის მრავალი ფორმა არსებობს. ბავშვები წებოს, სხვადასხვა ზეთებსა და ნავთოპროდუქტებს ყნოსავენ. ნარკომანიის გავრცელებული ფორმაა მასტიმულირებელი აბების, საძილე აბების დიდი დოზებით მიღება. ნარკომანიის აშკარა სახეობაა ოპიუმის, ჰაშიშისა და სხვადასხვა სინთეზური ნარკოტიკის მიღება. თანამედროვე "ბაბილონი" დახვეწილია ინტოქსიკაციის სხვადახვა მეთოდებში, რასაც ადამიანის ნელი სიკვდილი მოჰყვება; შემთხვევითი არ არის, რომ ნარკოტიკებს "თეთრ სიკვდილს" უწოდებენ. ნარკომანი შემოქმედის წინაშე დამნაშავეა, როგორც თვითმკვლელი. თვითმკვლელობა კი წმინდა წერილში ღვთისმბრძოლობას უტოლდება. ნათქვამია: "არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაი წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ".
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი