უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
marine |
Mar 27 2008, 03:57 PM
პოსტი
#121
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რათქმაუნდა გარემო პირობა, და თუკი ის უარყოფითია, უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე.
თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს, მაგალითად მრუშობის ცოდვა შინაგანად არ უზის, სადაც არ უნდა წავიდეს თავის სიწმინდეს დაიცავს. ამავდროულად ისიცაა, რომ მშობლები დიდ შეცდომას უშვებენ, როცა მოზარდობის ასაკში, როცა ბავშვი პიროვნებად ყალიბდება და მშობლის მეთვალყურეობა მუდმივად სჭირდება, უშვებენ საზღვარგარეთ, სადაც სიბინძურეს ეჩეხება ახალგაზრდა და ეს მის სულიერებაზეც აისახებ შემდგომ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი_ცქნაფო |
Mar 27 2008, 05:15 PM
პოსტი
#122
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
თამარ, ნამდვილად ცუდია, როცა სუფთა ქართველი წყვილების შვილები ქართულად ვერ მეტყველებენ. მაშინ რაღა უნდა ვთქვათ შერეული ქორწინებების შედეგად დაბადებულ ნახევრადქართველებზე. მეც მინახავს ასეთი შემთხვევები და მაგრად მწყენია. მაგრამ აი ის, რომ სამშობლო არ აქვთ ნანახი ან რამდენიმეჯერ მხოლოდ, მაქ მასე ზედაპირულად ვერ მივუდგებით საკითხს, უნდა ვიცოდეთ ისიც, რატომ არიან მშობლები უცხოეთში და იქნება ეს იყოს მიზეზი. ჩემი შვილები კი რაც აქ არიან ერთხელაც არ ყოფილან საქართველოში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურვილი არ აქვთ ან მე არ მაქვს სურვილი (სურვილი კი არა, ქართულ ჯარში მსახურებაზეც კი ოცნებობენ, ეს მაგალითად). არსებობს ფაქტორები, რომლებიც ამის აღსრულებას ხელს უშლიან. სამაგიეროდ ასე შორიდან ეთაყვანებიან მას და თავისით იძევენ ყველა საინტერესო ინფოს საქართველოს შესახებ, ჩემგან დამოუკიდებლად. ასევე ფოლკლორი იქნება და თუ თანამედროვე მუსიკა და კულტურა. ამიტომ ვამბობ, ეს მეტად სათუთი საკითხია და ყველას ვერ გავაიგივებთ სიტუაციების გამო. რასაკვირველია, ყველაფერში გეთანხმები. უბრალოდ, დასანანია, რომ სხვადასხვა მზიეზის გამო, ვერ ნახულობენ-მეთქი, ეს იულისხმებოდა ჩემს სიტყვებში -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
Mar 28 2008, 02:29 AM
პოსტი
#123
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
რასაკვირველია, ყველაფერში გეთანხმები. უბრალოდ, დასანანია, რომ სხვადასხვა მზიეზის გამო, ვერ ნახულობენ-მეთქი, ეს იულისხმებოდა ჩემს სიტყვებში მასეა თამარ, მე სხვანაირად არც გამიგია, უბრალოდ უფრო დავაკონკრეტე მიზეზები პ.ს. დღეს დილას ბელგრადში მივდივარ ქართველების სანახავად და ძალიან მიხარია, მისამართი დავადგინე და იმედია ვნახავ, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მივაგნო, ტელეფონი არ ვიცი, მაგრამ მისამართი ვიცი მადლობა თამარ სახელებისთვის |
KAIROS |
Mar 28 2008, 04:28 AM
პოსტი
#124
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეროვნულ თვითშეგნებას კარგავენ, შერეული ან თუნდაც არ შერეული ოჯახის შვილები, როცა ისინი არ იზრდებიან საქართველოში და არ აქვს მნიშვნელობა დედაა ქართველი თუ მამა. მესმის რასაც წერ, ქალობა გალაპარაკებს ალბათ, თორემ მე ხომ ფაქტებით ვსაუბრობ, ამათზე რას მეტყვი? ციტატა რაიმე დისკრიმინაცია ჩემგან შორსაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნულობის დაკარგვის საშიშროება რეალურად უფრო დიდია, როცა გოგონა თხოვდება, რადგან ის თხოვდება, გადადის სხვა ოჯახში, მისი შვილი უცხოელი იქნება, უცხო გვარის და ფესვების მქონე, მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა მომხდარიყო ვინმე "თამარის ძედ" წოდებულიყო, სხვაგან არ ვართ ჩვენ ებრაელები, ინგლისელი კაცის და ქართველი ქალის შვილი ინგლისელია, მაქსიმუმ მის შვილიშვილს ახსოვდეს, რომ ბებიამისი სადღაც კავკასიის მთებში ჩაკარგული პატარა ერის შვილი იყო, რომელსაც შეიძლება დიდი კულტურაც ქონოდა, რადგან ბებიამისი მაგრად ამაყობდა მისი ეროვნებით, სულ ესაა; კაცის შემთხვევაში კი სხვა ვითარებაა, ახლა მთლად თუ არ "გათხოვდა" ეს კაცი, გვარი მაინც შეუნარჩუნა შვილებს ქართული შესაბამისად, გვარი ბევრს ნიშნავს, გარკვეულწილად იძულებულს ხდის ყველა შთამომავალს იცნობდეს მის წარმომავლობას, ცოტა მაინც უკეთ მაინც ვიდრე ის ინგლისელის შვილი მაინც ვფიქრობ რომ ასეა და ბუნებრივიცაა, აბა ვიღაც სმითი როგორ შეინარჩუნებს დედის ქართველობას? უფრო ბუნებრივი არაა რომ იმ სმითის გვერდით მცხოვრებმა ქართველიშვილმა დაფიქრდეს ხანდახან და შთამომავლობით ატაროს ეს გვარი, რასაა რომ ნიშნავს ეს გვარიო? თან მამაა ხომ ოჯახის თავი? იგი ხომაა სიმბოლო ოჯახისა? უბრალოდ ვწერ, გოგონები უფრო იკარგებიან ვიდრე კაცები მეთქი... თორემ ორივეც შეიძლება დაიკარგოს... იხარე და ქართველისათვის გვენანებით მხოლოდ შენისთანა ჭკვიანები და ლამაზები კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Mar 28 2008, 06:35 AM
პოსტი
#125
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ციტატა უშვებენ საზღვარგარეთ, სადაც სიბინძურეს ეჩეხება ახალგაზრდა და ეს მის სულიერებაზეც აისახებ შემდგომ. თუ შვილი სწორად გყავს აღზრდილი და ენდობი მას არავითარ სიბინძურეს არ გადაეყრება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თვით ამ პიროვნების შინაგანი სამყარო და თვითშეგნებაა, თორემ ისეთებიც ბევრი მინახავს, მშობლების "თვალწინ" ათას სიბინძურეს რომ "ეჩეხებიან"... ხომ გვსმენია "მარტო აღზრდა რას უშველის...." ციტატა ეროვნულ თვითშეგნებას კარგავენ, შერეული ან თუნდაც არ შერეული ოჯახის შვილები, როცა ისინი არ იზრდებიან საქართველოში და არ აქვს მნიშვნელობა დედაა ქართველი თუ მამ ვერ დაგეთანხმებით, კიდევ და კიდევ წმინდა ქართულ ოჯახში აღზრდილებიც (ნუ როგორც მივხვდი წმინდა ქართულს ეროვნების მიხედვით არჩევთ, გვარის ) უამრავი მინახავს ეროვნული თვითშეგნება და სულიერება სასირცხვილოდ დაბალ დონეზე რომ აქვთ დასული და უამრავი "შერეული" ოჯახის შვილებიც საქართველოს რომ აღმერთებენ და ეროვნული ფასეულობები მათთვის უმთავრესია... მოკლედ ასე ცალსახად ამას ვერ განსაზღვრავ. ციტატა ვწერ, გოგონები უფრო იკარგებიან ვიდრე კაცები მეთქი... თორემ ორივეც შეიძლება დაიკარგოს... ვისაც დაკარგვა არ სურს არასოდეს დაიკარგება, გოგო, ბიჭი სმითი თუ ქართველიშვილი.... ჩემი აზრით ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ენა, მამული, სარწმუნოება არ იკარგება, მათ კარგავენ... აი ასე შეგნებულად, გააზრებულად და ასე უბრალოდ... იმიტომ რომ არც არასოდეს ქონიათ გათავისებული ეს მცნებები სათანადოდ, ვისაც ეს შესისხლხორცებული აქვს ვერასოდეს დაკარგავს მას რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და არც თავის შთამომავალს მიცემს ამის დაკარგვის უფლებას... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
marine |
Mar 28 2008, 11:23 AM
პოსტი
#126
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუ შვილი სწორად გყავს აღზრდილი და ენდობი მას არავითარ სიბინძურეს არ გადაეყრება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თვით ამ პიროვნების შინაგანი სამყარო და თვითშეგნებაა, თორემ ისეთებიც ბევრი მინახავს, მშობლების "თვალწინ" ათას სიბინძურეს რომ "ეჩეხებიან"... ხომ გვსმენია "მარტო აღზრდა რას უშველის...." რათქმაუნდა ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული და ამიტომ ვთქვი, რომ თუ შინაგანად არ უზის ადამიანს ცუდი, რაც თავის სამშობლოშია ის იქნება საზღვარგარეთ. მაგრამ როცა მოზარდი, პიროვნებად ჩამოსაყალიბებელი ბავშვი წლობით მიდის საზღვარგარეთ, მის სულიერებაში კარგის გარდა ძალაუნებურად გადადის ის ცუდიც, არაჩვენეული, არატრადიციული, რაც იმ ქვეყანაში ხვდება და რასაც აწყდება. ჩემი და ლონდონში ცხოვრობდა 3 წელი და რომ ჩამოვიდა თქვა, ის ქართველი ქართველი არ იქნება, ვისაც მათი ტრადიციები მოეწონება და შეითვისებსო. მე რომ მოზარდი შვილი მყავდეს ასეთ სიბოროტეს არ გავუკეთებ, რომ სასწავლებლად რამდენიმე წლით იქ გავგზავნოო. მშობელი მისდაუნებურად "იმეტებს" შვილს, რომ პრობლემების პირისპირ მარტო დადგეს, იმ პრობლემებისა, ბავშვმა მშობლების დახმარებით რომ უნდა დაძლიოს და არა სასოწარკვეთილებაში, მარტო მყოფმა. ზოგი ფიქრობს რომ ამით დამოუკიდებლობას აჩვევს შვილს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს მცდარი შეხედულებაა. ღმერთმა ყველა იმ მშობელს გაუმარჯოს, რომელიც ისე ღრმად ქართული სულიერებით აღზრდის შვილს, რომ ბავშვი თავის ქართულს მაქსიმალურად არ დაკარგავს და სხვის ცუდ ტრადიციას არ მიიკარებს. მე პირადად მოზარდი შვილი რომ მყავდეს და მისი საზღვარგარეთ გაშვების მატერიალური შესაძლებლობაც მქონდეს, გვერდიდან არ მოვიცილებდი და საქართველოშიც მოვახერხებდი რომ კარგი განათლება მიმეცა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
KAIROS |
Mar 28 2008, 05:20 PM
პოსტი
#127
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა . ჩემი აზრით ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ქეთუ, გეთანხმები, რომ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მე უბრალოდ რეალობას გავუსვი ხაზი, რომ თანაბარ პირობებში ქართველიშვილი უფრო იქნება ქართველის შვილი, ვიდრე სმითი სმითის შვილი მეთქი... თორემ დანარჩენში გეთანხმები ციტატა საქართველოშიც მოვახერხებდი რომ კარგი განათლება მიმეცა. მარინე , მესმის რასაც წერ, მაგრამ ხანდახან აუცილებელიცაა ადამიანმა საზღვარგარეთის განათლება მიიღოს, იქამდის დიდი მამებს განათლება წარმართულ სკოლაში ქონდათ მიღებული, გიორგი მთაწმიდელს კი ბავშვები ათონზე წაუყვანია, ჩვენი დიდი განათლებული თაობა წინარე საუკუნეში სწორედ საზღვარგარეთ ღებულობდა განათლებას, და მერე ის განათლება საქართველოში ჩაქონდათ და თესავდნენ... დანარჩენში შენც მართალია ხარ იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Mar 28 2008, 10:32 PM
პოსტი
#128
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა იხარე და ქართველისათვის გვენანებით მხოლოდ შენისთანა ჭკვიანები და ლამაზები მეც მასე ვფიქრობ, კაიროს მეც მენანება. და რატომ: მუდამ იქნები სხვა, უცხო, რაფერც ხოხობი შინაურ ქათმებში მითუფრო, თუ არამშობლიურ ენაზე კონტაქტობ. ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა და თუ ვინმეს სხვანაირად ესმის, რათქმაუნდა არ ვედავები.ძირითადად კი ასეა. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ქალი საკუთარი ბუნებით ვაჟკაცია და სხვასაც ვაჟკაცს აირჩევს, ვერ წარმომიდგენია სხვანაირად როგორ უნდა მოეწონოს ვინმე სოფტი...მაგრამ ალბათ არიან კატეგორია ისევ ქალებისა, ვისაც ნაზიკოები ურჩევნიათ, რას გეიგებ... დღეს ბელგრადში ვიყავი და ჩვენი ბიჭები ვნახე, თეოლოგიის სტუდენტები, საუკეთესონი და ერთმა მითხრა ერთი ქართველი კაციაო, დიდი ხნის წინათ ჩამოსული და სერბი ცოლი ყავსო, ბავშვებიც რამოდენიმე, მაგრამ ბავშვები ქართულად ვერ ლაპარაკობენო თუმცა ქალი ძალიან კაი ქალია, დედასავით გვყავსო, ხშირად ვსტუმრობთო და რომ რამდენიმე ხანი არ შევეხმიანოთო, თვითონ გვეძებენო ასე რომ , როგორც ჩანს მარტო გვარი არ წყვიტავს ენის ამბავს მაინც. ეს ჩემი გამოცდილებიდანაც ასეა ანუ ჩემს შEმტხვევაში, მაგრამ გოგონებო, ვერ გიმეტებთ რა ვქნა რომ იცოდეთ რა ძნელია, რომ იცოდეთ რა თმენაა, რამდენ რამეზე თევზივით უნდა იმუნჯო, რამდენი პრობლემაა რომ იცოდეთ ( სხვა თუ არაფერი, მუდამ გრჩება შეგრძნება, რომ უბრალო პრობლემაზეც კი იფიქრო, ჩემიანი რომ იყოს ეს ასე არ იქნებოდაო... მე ჩემი გითხარით და სხვა ყველას ბედნიერებას გისურვებთ და დიდ და ლამაზ სიყვარულს... ეს კი მუდამ ძალაშია : შენს იავნანას სხვა ვერ გაიგებს ... ქართველობაზე არ მაქვს საუბარი მხოლოდ, არამედ ერთნაირ მენტალიტეტზე. |
ქეთუ |
Mar 29 2008, 04:46 AM
პოსტი
#129
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
KAIROS
ციტატა ქეთუ, გეთანხმები, რომ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მე უბრალოდ რეალობას გავუსვი ხაზი, რომ თანაბარ პირობებში ქართველიშვილი უფრო იქნება ქართველის შვილი, ვიდრე სმითი სმითის შვილი მეთქი... თორემ დანარჩენში გეთანხმები მეც გეთანხმები რომ გარკვეული მნიშვნელობა მართლაც აქვს მაგრამ გადამწყვეტი მართლა არა. : ) ამაზე გამახსენდა ამას წინად ვიღაც მიყვებოდა,არ მახსოვს მეგობარი მყავს გრუზინსკიაო და ვკითხე სადაური ხარო და არ ვიციო ქართველობას მაბრალებენ და ვიქნები ქართველიო თუ რაღაც მასეთი,(ხო გამახსენდა დათომ მითხრა ) მოკლედ ასეა რა მთავარი შინაგანად რად გრძნობ თავს... marine მესმის შენი რასაც ამბობ და გარკვეულწილად გეთანხმები კიდეც მაგრამ... ციტატა მაგრამ როცა მოზარდი, პიროვნებად ჩამოსაყალიბებელი ბავშვი წლობით მიდის საზღვარგარეთ, ნუ მოზარდი, ალბათ 12 13 წლის ბავშვი მარტო არც ერთ ვარიანტში არ უნდა გაუშვა, მარტო ამის გამოც არა ელემენტარულად დამოუკიდებლობა ასე ადრეულ ასაკში არ უნდა მიცე ბავშვს. ციტატა მის სულიერებაში კარგის გარდა ძალაუნებურად გადადის ის ცუდიც, არაჩვენეული, არატრადიციული, რაც იმ ქვეყანაში ხვდება და რასაც აწყდება. ეს ცუდი ყველგანაა და ამას ყველგან გადააწყდება თუ ბავშვს შინაგანად აქვს ამ ცუდის გაკეთების სურვილი. ციტატა ჩემი და ლონდონში ცხოვრობდა 3 წელი და რომ ჩამოვიდა თქვა, ის ქართველი ქართველი არ იქნება, ვისაც მათი ტრადიციები მოეწონება და შეითვისებსო. მე რამოდენიმე ქვეყანაში მიცხოვრია, მათ შორის ინგლისშიც : ) მათი ზოგიერთი ტრადიცია ძალიან მომწონს და უდიდეს პატივს ვცემ. ზოგი ალბათ ცოტა მიუღებელია, ისევე როგორც საქართველოში, უცხხოელისთვის, მაგალითად მე ძალიან მომწონს გერმანელების პუნქტუალურობა, (კაი ნუ ამას ნუ ჩათვლით ) ამერიკელების საშობაო ტრადიციები და უამრავი მოკლედ, უკვე მაქვს მეტნაკლებად შეთვისებული მაგრამ არც ქართული დამიკარგავს : ) და რატომ აღარ ვარ ქართველი? : ) მოკლედ ეს ლოგიკა არ მუშაობს სწორად. მთავარია ამ ტრადიციებმა შენი საკუთარი არ დაგაკარგვინოს და ეროვნული სახე არ დაგაკარგვინოს და თუ რაიმე კარგს გადმოიღებ თუნდაც სხვა ერის კულტურიდან ამაში რა არის ცუდი? ციტატა მე რომ მოზარდი შვილი მყავდეს ასეთ სიბოროტეს არ გავუკეთებ, რომ სასწავლებლად რამდენიმე წლით იქ გავგზავნოო. ჩემი ბოროტი მშობლებიიიიიიიი ციტატა მშობელი მისდაუნებურად "იმეტებს" შვილს, რომ პრობლემების პირისპირ მარტო დადგეს, იმ პრობლემებისა, ბავშვმა მშობლების დახმარებით რომ უნდა დაძლიოს და არა სასოწარკვეთილებაში, მარტო მყოფმა. ზოგი ფიქრობს რომ ამით დამოუკიდებლობას აჩვევს შვილს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს მცდარი შეხედულებაა. მიმეტებს კი არა ყველაზე საუკეთესო რაც გამიკეთეს ჩემმა მშობლებმა სწორედ ესაა . ( ნუ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო მათგან, ის რომ არა ალბათ ამდენს ვერ შევძლებდი.) მაგრამ უამრავი პრობლემის გადატანა ნამდვილად მომიწია მარტოს, სასოწარკვეთილი არასოდეს ვყოფილვარ ბოლომდე, თუმცა დეპრესიული პერიოდები მქონდა, ალბათ არაა რთული წარმოსადგენი რა რეჟიმში მიწევს ცხოვრება, ჩამოვედი აბსოლიტურად გამოუცდელი და მანამდე არასოდეს არანაერი პრობლემების მოგვარება არ შედიოდა ჩემს კომპეტენციაში, აქ რომ დავინახე მარტო ვიყავი ორი თვე მიჭირდა, ახლა კიდევ გაცილებით ძლიერად ვგრძნობ თავს და ვგრძნობ რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. და სასოწარკვეთილებაში რატომ უნდა ჩავარდეს? განა რა პრობლემებს ეჯახება ასეთს, უცხოეთი მთლად ასეთი ჯოჯოხეთიც არაა. იმედია პირადი გამოცდილებიდან მაქვს ამის თქმის უფლება, მთავარია ძლიერი ფსიქოლოგია და სულიერება ქონდეს ადამიანს, პრობლემები ყველგანაა. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
Mar 29 2008, 12:22 PM
პოსტი
#130
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ქეთუ მართალი ხარ, და გეთანხმები, მაგრამ რასაც მარინე წერს ეს გამოწვეულია რეალური ტკივილიდან, რადგან არა აქვს ყველას ეს
ციტატა ძლიერი ფსიქოლოგია და სულიერება . სულიერების სიძლიერის რა მოგახსენო, ჩემნაირი ცოდვილები მწყრალად ვართ ამასთან და ძლიერი ფსიქოლოგია კი აუცილებელზე აუცილებელია, როცა ხარ მარტო, ვერ ენდობი ვერც უცხოელს და ვერც ქართველს, არავინ მშობლიურთაგანი გვერდით არ გყავს, არც არაფერია შენი და ხარ "სტრანიერი" ( უცხოელი იტალიურად, მაგრამ ასე უფრო ცუდად ჟღერს), ალბათ ესაა ის ტკივილი რაც მარინეს აწუხებს და არ აშვებინებს აქეთ არავის...ჩემი აზრით ერთადერთი ეკლესიაა უცხოეთშიც ( და ყველგან ) ნავსაყუდელი და ნუგეშისმცემელი, ამიტომ ვიმეორებ ( კანონისტ!) სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ საქმეს, უნდა დაისახოს ეს თავის პროგრამად! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
neo |
Mar 29 2008, 12:43 PM
პოსტი
#131
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
არა ამის კითხვა მე არ შემიძლია
-------------------- www.cordesign.ge
|
ქეთუ |
Mar 29 2008, 04:52 PM
პოსტი
#132
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
KAIROS
ციტატა სულიერების სიძლიერის რა მოგახსენო, ჩემნაირი ცოდვილები მწყრალად ვართ ამასთან ხო სამწუხაროდ ეს ასეა, და ამიტომაცაა რომ ხშირად ძალიან გვიჭირს ამ ნოსტალგიის და ნებისმიერი პრობლემის დაძლევაც, მეც ასე ვარ ხოლმე. ხანდახან საშინლად პესიმისტიც და მოწყენილიც, სულიერად ძლიერი რომ ვიყო ასე ხომ არ იქნებოდა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ძალიან სუსტი ფსიქოლოგია მაქვს, ეს ალბათ ბევრად მეხმარება. ციტატა ალბათ ესაა ის ტკივილი რაც მარინეს აწუხებს და არ აშვებინებს აქეთ არავის... კი რათქმაუნდა და არც თუ უსაფუძვლოდ აშინებს, ზემოთაც დავუწერე რაღაც მომენტში გეთანხმები კიდეც თქო, მაგრამ ამის შიშით ხომ არ შეიძლება უარის თქმა ყველაფერზე. მოკლედ ერთი და იგივე რაღაცას ვამბობთ ცოტა განსხვავებულად ყველა. ციტატა ჩემი აზრით ერთადერთი ეკლესიაა უცხოეთშიც ( და ყველგან ) ნავსაყუდელი და ნუგეშისმცემელი, ამიტომ ვიმეორებ ( კანონისტ!) სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ საქმეს, უნდა დაისახოს ეს თავის პროგრამად! კი ამაშიც აბსოლიტურად გეთანხმები, საშინლად არეული ვარ ხოლმე თუ რაღაც პერიოდი ისე გავიდა რომ ტაძარში ვერ წავედი, აქ ერთი ბერძნული ტაძარია, ქართული წირვა-ლოცვა კი თვეებია არ მომისმენია, მაგრამ ნამდვილად ვგრძნობ ხოლმე უფრო გაძლიერებული და დამშვიდებული გამოვდივარ ტაძრიდან. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
May 16 2009, 11:36 AM
პოსტი
#133
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა 1. გახსნილი ურთიერთობების ნაკლებობა 2.მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ოფიციალური დამოკიდებულება 3. "ჩაშვების"და უნდობლობის ინსტიტუტი ( მართლაც ასეა ყველა შელაპარაკებაზე 112 ურეკავენ) 4. გარყვნილების თავისუფლება (მაგ: ე.წ. ვიკენდური დისკოთეკები, სადაც უმეტესწილად ნარკოტიკებზე და სუსტ სქესზე მიდის ნადირობა... ) 5. ზოგადი აპათია და ფულომანია 6. არელიგიურობა ან ათეიზმი 7. გაცივება სამშობლოს მიმართ 8. კრიმინალი და ნარკომანია 9. იდენტურობის დაკარგვა ანუ გათქვეფა სხვა ერში... 10. შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ფაშისტური ან რელიგიური აგრესიისა , ანუ რელიგიურ-ეროვნული დისკრიმინაციის მაღალი ალბათობა. 11. ქართველი ხშირად უცხოეთში უცხო ქართველს უნდა ერიდოს (თან ძალიანაც) და ხანდახან კიდევ არცთუისე უცხოსაც... 12. უხშირესად გოგონათა ( და ხანდახან ვაჟებისაც) დაოჯახება ნიშნავს პირველ ან მეორე თაობაშივე ეროვნული თვითშეგნების დაკარგვას, ასე ვკარგავთ უამრავ ულამაზეს და უნიჭიერეს გოგონებს, ალბათ ასობით ყოველ წელს... სამწუხაროდ ამ სიას ვაგრძელებ, საშიშროება რასაც უნდა ერიდოს ან რაც ემუქრება ქართველს უცხოეთში: 13. ურთიერთგარყვნილება ქართველებს შორის. სამწუხაროდ და ისევ სამწუხაროდ, ისევდაისევ ვაწყდები უამრავ თუ არა საკმაოდ ბევრ შემთხვევას, როცა ქართველები ერთმანეთის საყვარლები ხდებიან, არა ტრადიციული გაგებით, რაც არ არის დიდი დროის განმავლობაში წყვილი, არამედ უბრალოდ ვნების დასაკმაყოფილებლად, ეს განსაკუთრებით ეხება უქმრო ცოლებს ( ანუ ვისაც დატოვებული ყავს სახლში) და უცოლო ქმრებს ან საერთოდ უცოლოებს, იცვლიან ერთმანეთს ხელსახოცებივით, მეტიც ზოგჯერ ქალიც ფულს იხდის, რომ სექსუალური კავშირი ქონდეს, ეს იქ სადაც ქალებია ბევრი, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის ქალაქებში კი ქართველი გოგონები ელემენტალურად ნადირობენ ბიჭებზე და ბიჭებს ხომ ნადირობა საერთოდ არ ჭირდებათ, ძალიან მოხშირდა ურთიერთგარყვნილება ქართველთა შორის, ანუ მოდით ვიმსჯელოთ, ის რაც ქართველს გარყვნილებისაგან აკავებს საქართველოში არის 1.რელიგიური კრედო 2. ნაციონალური ფაქტორი 3. ქართული ტრადიცია 4.ნათესაობითი და ნაცნობობითი კავშირები. აქედან პირველი რწმენის სფეროა, და საზღვრები არა აქვს, ვინც ურწმუნოა მას ეს შემკავებელი საქართველოშიც აქვს მოხსნილი, ეროვნული ფაქტორი ერთხანს მუშაობდა უცხოეთში, განსაკუთრებით ემიგრაციის პირველ ათწლეულში, როცა გრუზინული მენტალიტეტი შემორჩენილი იყო, კაცები გულაობენ, ქალები მარხულობენ-ის დევიზით, ესეც გაქრა... დამკვიდრებული ტრადიცია იმისა, რომ მრუშობა ქუჩის ქალობას უთანაბრდება უცხოეთში აბსურდია და შესაბამისად ესეც გაქრა და ბოლოს აღმოიფხვრა ნაცნობობა და ნათესაობაც, ელემენტალურად "ატარებენ", ჭორებს და ხალხის შურს დააბრალებენ ყველაფერს და გონიათ რომ ყველაფერი ხახვივით შერჩებათ... თუმცა ეს მაინც შემაშფოთებელია, ქართველს ქართველთან უცხოეთში მრუშობის რომ არ შერცხვება და მეტიც ერთმანეთს რომ "დააწერენ" კაცებს ან ქალებს, ან უარესი ამაში ფულს რომ გადაიხდიან, ეს ერის დაცემის ერთერთი ნათელი მაჩვენებელია. 14. სულიერი და ფსიქიური შერყევა! არ ვაჭარბებ, უკვე რამდენი წელია აქ ვარ, და ძალიან ბევრს ვიცნობ, ვინც ჩემს ირგვლივ შორს თუ ახლოს ტრიალებდა და ელემენტალურად, ნერვოზის მძიმე ფორმიდან დაწყებული ჭკუაზე შერყევის მსუბუქი გამოვლინებებით ( და ზოგჯერ ე.წ. "შეპყრობილობის" ნიშნებით) დაავადნენ... ესაა დიდი რაოდენობა უცხოეთში მცხოვრები ადამიანებისა, რომლებიც გარდა იმისა, რომ გონებრივად ფაქტობრივად ჩლუნგდებიან, სულ ფულზე ფიქრში და ერთმანეთის მტრობაში, ნელნელა ეშლებათ ნერვული სისტემა და ბოლოს უმძაფრეს ფორმებსაც ვღებულობთ, რამოდენიმეჯერ საქართველოში გაამგზავრეს უკვე ფსიქიურად მოშლილი ქართველები და მათ შორის უმრავლესობა არ ცდებოდა 40 წელს... ეეეჰ-ით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
May 16 2009, 03:58 PM
პოსტი
#134
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ქართველს ქართველთან უცხოეთში მრუშობის რომ არ შერცხვება და მეტიც ერთმანეთს რომ "დააწერენ" კაცებს ან ქალებს, ან უარესი ამაში ფულს რომ გადაიხდიან, ეს ერის დაცემის ერთერთი ნათელი მაჩვენებელია. სამწუხაროდ , მასეა, კაიროს ტრაბახობენ კიდეც, რა შერცხვენაზეა საუბარი. ამაზრზენის ერთად მეტად საწყენია ეს ფაქტი. მე უკვე თუ კარგად არ ვიცნობ ვინმეს, იმასთან ყოველგვარი ახლო ურთიერთობის დამყარებას ვერიდები. შენს მიერ აღწერილის მიზეზს მე გაუნათლებლობას და ხამობასაც მივამატებ. ესეც არის დასაბამი ასეთი საქციელისა. მეგობრის ცოლმა მომიყვა, თუ როგორ დაატოვებინა დაქალმა (*ვერ ვიტან ამ სიტყვას ბავშვობიდან) ფეხმძიმე ცოლი ქმარს და მერე კიდევ დასცინოდა ამ საწყალ გოგოს: მე შენს ქმარს თავიდანვე დავადგი თვალი და ჩემი მიზანიც ეს იყოო. ან მომავლის არ ეშინიათ ? ვის შერჩენია სხვისი გაუბედურებით ბედნიერება განა... |
kato_Bato |
May 16 2009, 04:26 PM
პოსტი
#135
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
alilo |
May 26 2009, 11:04 PM
პოსტი
#136
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
ციტატა ევროპა არის ღმერთის მიერ ბოძებულ თავისუფლებასთან მიახლოებული მოდელი... ერთი კარგად გამეცინა ამ ციტატაზე -------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
იმედა |
Jun 14 2009, 03:12 PM
პოსტი
#137
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,124 |
ამ ძალიან საჭირო განყოფილებაში, რომელიც იმ თემას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართული ინტერნეტ სივრცეში, აუცილებელია ჩვენი თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს, კერძოდ სადაა საფრთხე ევროპაში თუ აშშ-ში, ზოგადად უცხოეთში, რატომაა ის ფაქტი ასეთი მწავე რეალობა, რომ ჩვენი რჩეული ახალგაზრდობა გაირყვნა? ვერანაირად ვერ ვეთანხმები მათ ვინც ამბობს იმას, რომ ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, უბრალოდ უცხოეთში მიეცათ საშუალებაო, არა, არც ასეა... არის აქ თავისი საფრთხეები, თავისი ორმოები, სადაც შეიძლება ამ სრულიად შემთხვევითი ჩავარდეს... ხშირად გარემო დამღუპველია ან ხშირად გარემო განაპირობებს ადამიანში ჩაბუდებული მავნე თვისებათა გაძლიერებას! ამ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რა საზოგადოება უცხო საზოგადოება, როგორია ახალგაზრდობა, რაა აქ პრობლემა, და რა არაა, მოკლედ, დავწეროთ ერთგვარი ერთერთი ნაწილი,ას უნდა ერიდოს მორწმუნე ქართველი უცხოეთში... ძალიან მაფიქრებს ეს პრობლემა და ძალიან მტკივნეულია... მშვიდობა აქა! გაგიმარჯოს კაიროს და ფორუმელემო! კაიროს, ალბათ უცხოეთში ცხოვრობ და კარგად დაგინახია ის მანკიერი მხარეები, რომლებიც დასავლურ ცივილიზაციას ახასიათებს. მე მგონია, რომ საქართველოში უფრო მეტი საფრთხეა, რასაც ქართველი ახალგაზრდა უნდა ერიდოს. დღეს, დასავლური ყველაფერი მოდურად აღიქმება და ხდება ყოველივეს კოპირება რაც დასავლეთშია. უმეტესწილად ზნეობის და მორალის გამხრწნელი იდეების კოპირება ხდება ძალუმად. არ ვიცი იჯახი გყავს თუ არა, მაგრამ ვისაც ბავშვები ეზრდება ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი. სკოლაში სულ სხვას ასწავლიან და სახლში სულ სხვა ესმით. ბავშვები დაბნეულები არიან. |
KAIROS |
Jun 14 2009, 04:41 PM
პოსტი
#138
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჰო, იმედა სადღაც მართალი ხარ, აქ /ანუ უცხოეთში/ სხვა ბრძოლაა, საქართველოში სხვა, ნუ შეფასებას იქ მეტია აქ ნაკლები არ ვეთანხმები, მაგრამ იდეაში სწორია.
დასავლეთში უამრავი კარგია, ძალიან ბევრი, მაგრამ ჩვენ ხომ მაქსიმალისტები ვართ ან უნდა ვთქვათ მატუშკა რასია და შევვარდეთ სნგ-ში ან კიდე პაპზე მეტი კათოლიკები უნდა გავხდეთ და ევროპელებს გავასწროთ ევროპულ და დასავალურ მანკიერებებში, ან მთლიანად უნდა უარვყოთ დასავლეთი ან მთლიანად უნდა მივიღოთ, ეს დიდი სიმახინჯეა და დანაშაული. დაოჯახებული არ ვარ , მაგრამ პრობლემა მესმის. იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
იმედა |
Jun 15 2009, 03:56 AM
პოსტი
#139
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,124 |
ჰო, იმედა სადღაც მართალი ხარ, აქ /ანუ უცხოეთში/ სხვა ბრძოლაა, საქართველოში სხვა, ნუ შეფასებას იქ მეტია აქ ნაკლები არ ვეთანხმები, მაგრამ იდეაში სწორია. დასავლეთში უამრავი კარგია, ძალიან ბევრი, მაგრამ ჩვენ ხომ მაქსიმალისტები ვართ ან უნდა ვთქვათ მატუშკა რასია და შევვარდეთ სნგ-ში ან კიდე პაპზე მეტი კათოლიკები უნდა გავხდეთ და ევროპელებს გავასწროთ ევროპულ და დასავალურ მანკიერებებში, ან მთლიანად უნდა უარვყოთ დასავლეთი ან მთლიანად უნდა მივიღოთ, ეს დიდი სიმახინჯეა და დანაშაული. დაოჯახებული არ ვარ , მაგრამ პრობლემა მესმის. იხარე; კაიროსი! მაქსიმალისტობა მამულისა და რწმენის დასაცავად ურიგო არ უნდა იყოს - არა? მატუშკა რასიას ვინც უძვრებოდა და უძვრება იმას უფრო სხვა სახელი შეეფერება ალბათ. არც სხვა რომელიმე ქვეყნისადმი შევრდობა-შეძრომა იქნება მაქსიმალიზმი და დაახლოვებით მატუშკობანას გავს. ხო იცი მედროვეობა რომ ჰქვია მაგას. ევროპელებს ნამდვილად გაასწრეს ქართველებმა ცუდი ზნე-ჩვეულებების ათვისებაში. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები უფრო ითვისებენ ევროპულ მანკიერებებს ვიდრე ეთნიკური ქართველობა. მთლიანად ყველაფერს ვერ ვუარყოფთ, ვინაიდან საზღვრებს ვერ ჩავკეტავთ. ისე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რათა სარწმუნოებრივად მტკიცე ახალგაზრდობა გაიზარდოს. მართლმადიდებლობის დაცვაშია ჩვენი ერის გადარჩენის საფუძველი. ღმერთმა დაგვლოცოს სუყველა. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია k@the: Jun 15 2009, 11:32 AM |
KAIROS |
Jun 15 2009, 04:35 AM
პოსტი
#140
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რატომღაც მგონია, რომ ქართველი ამას არ იზამდა. ყველა ერს პატივს ვცემ, მაგრამ ქართველის ასეთი საქციელი ძალიან გამიკვირდებოდა. ნუ ეროვნული საკითხი არაა ეგ, უფრო პირადი არჩევანია, თორემ რა თამარაშვილი ნაკლები ქართველი იყო თუ თარხნიშვილი, ან ზუბალაშვილი? სხვაა ჭეშმარიტების არჩევანი და სხვაა ეროვნება, მნათე ჩემთვის კარგი ახლობელი ქართველია ადრეც და ახლაც. ისე კი აქ ამაზე არ გვინდა გთხოვ აქ მხოლოდ იმის შესახებ, რაზეც თემა გაიხსნა. იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი