IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამა გაბრიელი
A L U B A L A
პოსტი Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 24-November 06
წევრი № 519



მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში.
1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!).
მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან.

თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
32 გვერდი V « < 30 31 32  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(620 - 622)
marine
პოსტი Feb 29 2024, 06:44 PM
პოსტი #621


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამის საფლავის გახსნა უდიდესი სიფრთხილითა და მოკრძალებით აღესრულა. გაითხარა სამარხის მიმდებარე ტერიტორიაც, რომ წმინდა ნაწილების აღმოყვანება თავისუფლად მომხდარიყო. საფლავში ჩასული იყო 4-5 მოძღვარი, რომლებიც წმინდა ნაწილებს მიწის მტვრისაგან არქეოლოგიური ფუნჯებით წმენდნენ. ერთ-ერთი მოძღვარი, რომელსაც წილად ხვდა პატივი მონაწილეობა მიეღო, იყო დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე, რომელსაც თავისი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: "ყოველივე ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. საფლავში რომ ვიყავით და ვთხრიდით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს სხვა სამყაროში ვიმყოფებოდით. რაღაც განსაკუთრებული მადლი იგრძნობოდა. არც საუბრის სურვილი გვქონდა და არც სხვა რამეზე ფიქრი შეგვეძლო; მხოლოდ ერთადერთი აზრით ვიყავით მოცულნი... ბოლო ეტაპზე, როგორც არქეოლოგები, ისე ვმუშაობდით ფუნჯებით, რომ არ დაზიანებულიყო არაფერი. გათხრების დროს მიწიდან გამოანათა ასევე მამა გაბრიელის სკვნილის თეთრმა ბურთულებმა... აშკარად გვქონდა დიდი სიწმინდის შეგრძნება. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რას განიცდის ადამიანი და ჩვენ ყველანი უდიდეს მადლს ვგრძნობდით!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2024, 04:06 PM
პოსტი #622


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკურთხეველშიც შევიყვანე [დეკ. გიორგი ბერძნიშვილი]. ტრაპეზს მოეფერა და სურათიც მაშინ გადავუღე...

"- აი, ეს ჯვარი კი გაბრიელის ნაქონია", - მითხრა უკან რომ დავბრუნდით და კვლავ ჩვენს სკამზე ჩამოვჯექით. "- ხედავ როგორი გაცვეთილია? გაბრიელს უხეში ხელები ჰქონდა და ჯვარს რომ სულ ეფერებოდა, იმისგან გაცვდა...

- მე რომ მაკურთხა პატრიარქმა ილიამ ეს ჯვარი მომცა და მითხრა: ' - აჰა, გაბრიელის ჯვარს გაძლევ და აბა შენ იცი, როგორ ატარებო..." მამა გიორგიმ ჯვარი მოიხსნა და მომაწოდა "- წაიკითხე რა აწერიაო" " - 1797, ,220 წლის ყოფილა", - ვემთხვიე ჯვარს და რადგან მოხუცებულს ხელები უკანკალებდა, მკერდზე ჯვარი ჩემი ხელით ჩამოვკიდე.

" - სულ მალე, სწორედ მასე დამკიდებენ მაგ ჯვარსო", - თქვა და კვლავ გულიანად გაიცინა...

მერე ძლივძლივობით ადგა, მამაპაპურად დაგვლოცა და ფარფატით კვლავ ნიავს გაყვა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2024, 05:12 PM
პოსტი #623


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მონასტერში ხდებოდა მონაზვნად აღკვეცა. შევიდა მამა გაბრიელი და ყველას აიძულა, მუხლი მოედრიკათ, ეპისკოპოსსაც კი, რომელიც აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

"ყველამ დაიჩოქეთ! აქ მე ვარ მთავარსარდალი", - თქვა მან.


ყველამ მართლაც დაიჩოქა.

"რას ტანჯავთ ამ საწყლებს?! დედებო, ყველანი ადექით, წამოდით ჩემთან", - გააგრძელა მან.

სხვა ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას? - მამა გაბრიელმა ჩაშალა აღკვეცა და ყველა თან წაიყვანა. თან უთხრა მათ:

- ოღონდ არა საჭირო, ნუ მეტყვით, რომ თქვენ ორ-ორი ამ სამ-სამი ფრთა გაქვთ. არავის არ გაქვთ ფრთები. მალე მოვა სული წმიდა და თქვენ ყველა მას დაინახავთ.

ყველა ელოდა ზეციდან ხილვას, სინამდვილეში კი ორ საათში მოვიდა გლახაკი და სთხოვა მათ:

- მაჭამეთ რამე, - მაგრამ მას არავინ მიაქცია ყურადღება.

და როცა მათხოვარმა დააპირა წასვლა, მამა გაბრიელმა თავისთან უხმო, მისცა ფული, აჭამა და უთხრა მონაზვნებს:

- სული წმიდა მოვიდა, თქვენ კი ყურადღებაც არ მიაქციეთ!

და ყველა სინანულში ჩავარდა.

დიდება უფალს!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 30 31 32
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 03:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი