მივდივართ ბავშვვთა სახლში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მივდივართ ბავშვვთა სახლში |
qetevano |
Dec 2 2013, 01:38 PM
პოსტი
#41
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
მოდით ახალ თემას გავხსნი ბარემ.
მოკლედ, დავუკავშირდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს, რომელიც მდებარეობს კოჯორში. შევუთანხმდი, რომ ვესტუმრებით დეკემბრის მეორე ნახევარში. ზუსტი დღე ერთად გადავწყვიტოთ, უბრალოდ რამდენიმე დღით ადრე დავუკავსირდებით მერე და ეგაა. ამჟამად ჰყავთ 23 ბავშვი. (ვიფიქრე რომ ძალიან ბევრ ბავშვიანში ვერ გავწვდებოდით და ეს იმიტომ ავირჩიე). რა სახის დახმარება გირჩევიათმეთქი მაინც ვკითხე, იქნებ რამე სჭირდებათ განსაკუთრებულად და თუ შეგვიძლია დავეხმაროთთქო. მაგაზე მითხრეს თანხას ვერ ავიღებთ პირდაპირ და თუ რამე დაგვჭირდება დაგიკავშირდებითო, თუ არადა ჩვენ რაც გვინდა იმას მივუტანთ. დავწერ ჩემი ანგარიშის რეკვიზიტებს მაინც. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ ჩარიცხეთ. ან მხევალმაც დაწეროს, მაინც ძირძველი ფორუმელია ძველ ფორუმელებსაც უთხარი ნინ და იმედია ენდომებათ. მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი" ბანკის კოდი: CBASGE22 მიმღების დასახელება: მიმდინარე ანგარიში კოპეიკინი ქეთევანი IBAN: GE08 BS00 0000 0019 2363 80 თუ ვინმე ჩარიცხავს ან აქ დაწეროს, ან მე მომწეროს. პ.ს. აბა ჩვენ ვიცით, 2 კვირაში უნდა მოვაგროვოთ ბევრი თანხა, ნებისმიერი გზით! (ნებისმიერში მთლად ყველაფერი არ იგულისხმება ) პ.პ.ს. ახლა არ დაიწყოთ მანდ არა, სხვაგან წავიდეთო, მთავარია სადმე წავიდეთ, დახმარება ყველას უნდა! თარიღი იყოს სავარაუდოდ 22 დეკემბერი? თუ უფრო ახალი წლისკენ გირჩევიათ? მოკლედ ეგ თქვენ გადაწყვიტეთ. ხოოო ამ წუთას დამირეკა იმ ქალმა და სპორტულებს თუ მოგვიტანთ 8-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეგ გვჭირდებაო. მგონი უნდა შევძლოთ. 23 ბავშვისთვის თუ ვერ შეძლებთ რამდენსაც მოახერხებთო. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი