ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სოფი |
Mar 21 2008, 12:26 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." + ნათიას ადრენდელი ხელმოწერა გამახსენდა,რომელიც ძალიან მიყვარს: "როცა ზრუნავ სხვის ბედნიერებაზე,პოულობ საკუთარს." მართლა ძნელია ხოლმე სხვის მდგომარეობაში შესვლა. კი,ჩაუვლი გვერდით და დაგენანება,შენც მოიწყენ მათ შემხედვარე,მაგრამ იმ მწუხარების ნახევარსაც კი ვერ შეიგრძნობ,რასაც ისინი გრძნობენ. -------------------- "Happiness only real when shared."
|
marine |
Mar 21 2008, 01:13 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სოფი
ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა "დღეს" ქვაზე ამოკვეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა. დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიადი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით. ჩვენი პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 24 2008, 03:48 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთმან... კეთილსა კაცსა წინაშე მისსა მისცა სიბრძნე და მეცნიერება, და სიხარული."
/ეკლესიასტე 2.26/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
makiki |
Mar 24 2008, 05:17 PM
პოსტი
#5
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
მართლა ძალიან ძნელია ისე გაითავისო სხვისი ტკივილი,რომ შეიგრძნო ის რასაც სხვა გრძნობს ამ ტკივილით . კარგია როცა ადაიანს შეუძლია მოწყალება გასცეს უსაზღვროდ და უანგაროდ,მაგრამ ხშირად მოვხვდებით ხოლმე ისეთ სიტვაციაში ,რასაც ეს ქართული ანდაზა ასახავს ზუსტად : სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას რომ ამ ანდაზის მთავარი გმირები არ გავხდეთ
-------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
zviadauri |
Mar 24 2008, 05:36 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
სოფი ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა "დღეს" ქვაზე ამოკვეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა. დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიადი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით. ჩვენი პატრიარქი ილია II უმაგრესი სიტყვებია და აბსოლუტურად ვეთანხმები,ხელ აწევით.. |
marine |
Mar 25 2008, 10:46 AM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი.
აქ ერთი მხრივ იგულისხმება ღვთის მოწყალება, მიყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ - მიცემული პირობისა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისათვის ზრუნვა. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 25 2008, 01:27 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენი დღეები - ის ფიჭებია, რომელნიც ფუტკრის მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ."
ასეთი ლამაზი სიტყვები ხომ მხოლოდ ჩვენს ტკბილ პატრიარქს შეუძლია თქვას -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 26 2008, 11:22 AM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსი არქიელის გორაზე ცხოვრობდა. ერთ ზამთარს მისმა მორჩილმა შენიშნა, რომ ღამ-ღამობით შეშა იკარგებოდა. ადგა და დაუდარაჯდა.
შუაღამისას, მართლაც, გამოჩნდა კაცი, რომელმაც შეშა აიღო და გაპარვას აპირებდა. მოსამსახურემ ზურგში სდრუზა "ქურდს." ნელა, შე ოჯახაშენებულო - წამოიყვირა კაცმა... გაოგნებულმა მორჩილმა იცნო გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა. აღმოჩნდა, რომ მღვდელმთავარი ერთ ღარიბ მრავალშვილიან ოჯახს შეშას უზიდავდა ჩუმად. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
zviadauri |
Mar 26 2008, 02:38 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსი არქიელის გორაზე ცხოვრობდა. ერთ ზამთარს მისმა მორჩილმა შენიშნა, რომ ღამ-ღამობით შეშა იკარგებოდა. ადგა და დაუდარაჯდა. შუაღამისას, მართლაც, გამოჩნდა კაცი, რომელმაც შეშა აიღო და გაპარვას აპირებდა. მოსამსახურემ ზურგში სდრუზა "ქურდს." ნელა, შე ოჯახაშენებულო - წამოიყვირა კაცმა... გაოგნებულმა მორჩილმა იცნო გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა. აღმოჩნდა, რომ მღვდელმთავარი ერთ ღარიბ მრავალშვილიან ოჯახს შეშას უზიდავდა ჩუმად. მადლი ისაა მარინე ალბათ, რომ ასე დაფარულად აკეთო..როგორი კარგი რამ დაწერე,მაგარია |
marine |
Mar 26 2008, 02:41 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მადლი ისაა მარინე ალბათ, რომ ასე დაფარულად აკეთო..როგორი კარგი რამ დაწერე,მაგარია სამწუხაროდ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე ძნელია სიკეთე დაფარულში გავაკეთოთ, მაგრამ სულ არარაობას ასე ჯობია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 26 2008, 04:25 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი - დღევანდელზე უფრო კარგნი... ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს, სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს."
ჩვენი პატრიარქი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
xornabujeli |
Mar 26 2008, 04:36 PM
პოსტი
#13
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
კარგი თემაა,მარინე გაიხარე. როგორც დედა ეკლესია გვასწავლის, ამ მარხვაში რამდენადაც შესაძლებელია მორწმუნე ადამიანმა ხშირად გაიღოს მოწყალება,ხოლო მოწყალების ფორმები შეიძლება სხადახვაგვარი იყოს...
ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება ,სხვისი გახარება უნდა იყოს.ალბათ,თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული,რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს.ამ დროს გულში სიხარული სუფევს,რადგან ვგრძნობთ,რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ,რომელსაც ის,რაც გავეცით ვერც კი შეედრება.აი სწორედ ეს არის ის სრული სიხარული,რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს. ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ღმერთმა ყველას გონება და გული,სიკეთის შეძლება დაგვირიგა,ზოგს,მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა,რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში,ან მიწაში დავმალოთ, -იმისათვის,რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ,უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) პ.ს. ღმერთმა , ყველას მოგვცეს უნარი მოწყალებისა. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
ნათია |
Mar 26 2008, 04:38 PM
პოსტი
#14
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
marine
მაპატიე, ეხლა შევამჩნიე ეს თემა დიდი მადლობა მარი! ციტატა სამწუხაროდ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე ძნელია სიკეთე დაფარულში გავაკეთოთ, მაგრამ სულ არარაობას ასე ჯობია კი ასეა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Mar 26 2008, 04:52 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ალბათ,თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული,რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ეს განვიცადე როცა ინვალიდს მობილური ვუყიდეთ და სიხარულისგან ატირებულ დედამისს ვესაუბრე. რამდენიმე დღე გაღიმებული დავდიოდი საოცარი განცდა იყო, ძლივს დავოკდი marine მაპატიე, ეხლა შევამჩნიე ეს თემა დიდი მადლობა მარი! შენ მადლობა, ნათი, რომ ფორუმზე ასეთი ადამიანი ხარ და ბოროტებას ანეიტრალებს შენი განყოფილება -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 28 2008, 02:09 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად."
"გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს." "გააკეთე ის, რაც ღირსია ჯილდოსი, მაგრამ ნუ ეძიებ მას." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
- თეკლა - |
Mar 28 2008, 03:15 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 19-March 08 წევრი № 4,245 |
"შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად." "გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს." "გააკეთე ის, რაც ღირსია ჯილდოსი, მაგრამ ნუ ეძიებ მას." ყველა ის სიკეთე, რომელსაც ამ ქვეყნად დავთესად, მხოლოდ მცირედია იმ სიხარულისა, რითაც ნეტარნი გაიხარებენ "ცათა შინა" ვისურვებდი ყველას მხოლოდ სიკეთე გვეკეთებინოს და არასოდეს გაგვევლოს გულში ბოროტება. ვთესოთ სიკეთე ჩვენი სულის გადასარჩენად შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ. წმ. თეოფანე დაყუდებული - მიხვდებით ჩემო კარგებო, ეს მხოლოდ სიტყვებს არ ეხება გვიყვარდეს ერთმანეთი და არასოდეს დავიღალოთ კეთილი საქმეების კეთებით თიკო -------------------- არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება. ილია II |
marine |
Mar 28 2008, 03:28 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ. გაიხარე, თიკუნა რა ლამაზი სიტყვებია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2008, 10:42 AM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოწყალების რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ:
ებრაელთა წინაპარი ისააკი თავის სახლეულთან ერთად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მას ჩვეულებად ჰქონდა ჭების ამოთხრა, რომ სხვა ხალხსაც ესარგებლა წყლით. ისააკმა ასე მრავალი ჭა ამოთხარა და ამით თავისებურად მოწყალების საქმე აღასრულა. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი იყო ლინკოლნი. მას, როგორც ყველა ადამიანს, ჰყავდა კეთილისმყოფელებიც და, რათქმაუნდა, მტრებიც. იყო ვინმე სტენონი, რომელიც იმდენად ვერ იტანდა ლინკოლნს, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მას მდაბალ, ვერაგ ჯამბაზს უწოდებდა: გამუდმებით დასცინოდა და ზედმეტ სახელადაც "ნამდვილ გორილას" უწოდებდა. სტენონი ამბობდა: სულ ტყუილად ირჯებიან, როცა აფრიკაში მიემგზავრებიან გორილას დასაჭერად; გორილა ხომ შეიძლება ამერიკაში, სპირინგ-ფილდში, ილინოისის შტატში შევიპყროთო. ლინკოლნი დიდხანს ითმენდა ასეთ შეურაცხყოფას; მერე კი უპასუხა იმით, რომ სტენონი, როგორც სამხედრო საქმის კარგი მცოდნე, ამერიკის თავდაცვის მინისტრად დანიშნა. გავიდა წლები; სიყვარულმა და მოთმინებამ ბოლოს გაიმარჯვა. და, როცა პრეზიდენტი თეატრში მოკლეს, მის კუბოს სტენონი ცხარედ დასტიროდა: აქ განისვენებს დიდებულთა შორის ყველაზე გამორჩეული ხელმძღვანელი, ვინც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. აი, ასე კურნავს სიკეთე ბოროტებას, სიყვარული - სიძულვის. /სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2008, 01:31 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოწყალების ძალა
წმინდა ონოფრე დიდი (IV ს.) სპარსეთი მეფისწული იყო. უფლის ბრძანებით, ის ბავშვობიდანვე მონასტერში მიაბარეს. შვიდი წლის რომ შესრულდა, მონასტრის ბერები ერთი სასწაულის მოწმენი გახდნენ: მონასტრის მნე ბავშვს დღეში ერთხელ თითო ნაჭერ პურს აძლევდა. ერთხელ ერთმა ბერმა შემთხვევით დაინახა, რომ ონოფრე ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა ფეხისწვერებზე შემდგარი ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა და ფეხისწვერებზე შემდგარი ღვთისმშობლის კალთაში მჯდომ ყრმა იესოს პურს უწვდიდა, თან ეუბნებოდა: აიღე ჩემი პური და შეჭამე, შენც ჩემსავით პატარა ხარ, მაგრამ მნე პურს არ გაძლევს, გეშიებაო. ყრმა იესომაც გამოუწოდა ხელი და პური აიღო. გაოგნებულმა ბერმა ნანახი სხვა ბერებს უამბო, მაგრამ არავინ დაუჯერა, არც მნემ დაიჯერა და წინამძღვარს შეატყობინა. წინამძღვარმა უბრძანა, აღარ მიეცა მეორე დღეს ონოფრესათვის პური. - დღეს შენთვის პური აღარ დამრჩა. წადი და იესოს გამოართვი, აი, იქ, ხატზე რომ არის - უთხრა მნემ ბავშვს მეორე დღეს. ონოფრე მორჩილად მიტრიალდა და ხატთან მივიდა. ბერები ჩუმად გაჰყვნენ და სუნთქვაშეკრულნი დაელოდნენ, რა მოხდებოდა. პატარა ონოფრე ხატს მიუახლოვდა, პირჯვარი გადაიწერა და მიმართა: „მნემ დღეს პური არ მომცა, აღარ დამრჩაო, ასე მითხრა, იესოსთან მიდი და ის მოგცემსო. გთხოვ პაწია ნატეხი მაინც მომეცი, თორემ უკვე ძალიან მომშივდა.“ ამის თქმაზე ხატიდან იესომ ხელი გამოუწოდა და საუცხოო პური გადასცა. პატარა ნატეხი კი არ იმხელა იყო, ბავშვმა ძლივს მიიტანა წინაძღვართან. მთელი მონასტერი ერთხმად ადიდებდა უფალს. /“საკვირველი ამბები წმინდანთა ცხოვრებიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი