თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ სიტყვის მნიშვნელობა და ძალა

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 19 2007, 06:01 PM

შესაძლოა მსგავსი შინაარსის თემა სადმე არის, მაგრამ ამჯერად მინდა აღნიშნული ავტორის ერთი პატარა სტატია შემოგთავაზოთ.

სიტყვის მნიშვნელობა და ძალა

ადამიანებს შორის ურთიერთობა ძირითადად სიტყვის მეშვეობით მყარდება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სიტყვა, რომელიც ადამიანებს მოგვეცა, არის ანარეკლი სიტყვისა, რომელიც "ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (იოან. 1,14). ღმერთმა თქვა, იყოს ნათელი!" (დაბ. 1,3) და არარსებულმა, სიტყვის მეშვეობით შეიძინა არსებობა. სიტყვა უდიდესი ძალაა: "უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა" (ფს. 32,6). ადამიანშიც სიტყვის მეშვეობით აშკარავდება დაფარული. აქედან ჩანს, რამდენად ფრტხილად უნდა მოვეკიდოთ სიტყვას; რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიტყვას თან ახლდეს სიკეთის ატმოსფერო. სიტყვიერი ურთიერთობის მეშვეობით ვცდილობთ მოვიპოვოთ და ჩვენს არსებაში დავამკვიდროთ მადლი. თუკი საუბრისას მადლიანი სიტყვის ძალით ავივსეთ, დიდხანს გვრჩება კეთილი გრძნობა რაღაც უაღრესად ფასეულთან შეხებისა, რაც ღვთაებრივთან გვაერთიანებს. ადამიანტა ურთიერთობაში სიტყვა მათს დაახლოებასა და გაერთიანებას უნდა იწვევდეს და არა დაშორებასა და განცალკევებას. რეზონირებად სივრცეში მოხვედრილ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ ცოდვიან მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ჩვენს სიტყვას ჩვენი ცოდვიანობა ასუსტებს და ცხოვრებაში სრულხმიანი ვერ შედის. მხოლოდ ცოდვისგან განწმენდილ სიტყვას აქვს სრული ძალა, რამდენადაც ამ შემთხვევაში იგი ქვეყნიერების შემქმნელ სიტყვასთან არის შეერტებული. სიტყვა, რომელიც ჩვენი სულის საგანძურიდან მომდინარეობს და ადამიანური ბუნების ცოდვიანობით არ არის შესუსტებული, ჩვენს არსებაში დასადგურებული პოტენციური სიკეთის გამო, სიკეტისა და სინატლის მატარებელია, რამდენადაც სიტყვა-ღმერთთან არის შეერთებული. ასეთი სიტყვა ხორცს ისხამს.

ჩვენ ყოველგვარი ყურადღების გარეშე ვფანტავტ სიტყვებს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ზეცამდე აღმავალ და მარადისობაში მიმავალ ამ სიტყვებს შეიძლება დაშორება და დაშლა შეჰქონდეთ ოჯახში, საზოგადოებაში, სამყაროში. სასაუბროთ რომ შევიკრიბებით, ჩვენ, ჩვეულებრივ, მსჯელობას ვიწყებთ ამა თუ იმ საგანზე და სწრაფად მივდივართ სხვის დადანაშაულებამდე, დაგმობამდე, განკითხვამდე, და თანაც ამას ცოდვადაც კი არ მივიჩნევთ. განკითხვა ეს არის წყლული, რომელსაც ლპობა შეაქვს მთელ ჩვენს ცხოვრებაში. დაგმობა ერთმანეთისაგან გვაშორებს, ხოლო დაშორებას მოსდევს ყველაფერი კარგის დაშლა და ლპობა, რაც ჩვენს არსებაში ცოცხლობს. სიტყვა ჩვენს ცხოვრებას უნდა ქმნიდეს, შემოიკრებდეს სიკეთეს, გვაახლოებდეს ერთმანეთთან, მოჰქონდეს ერთობა და არა დაშლა, განცალკევება და სიკვდილი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სიტყვას - ლოგოსის ამსოფლიურ ანარეკლს, ყოფიერების სინათლე და სიხარული მოჰქონდეს ჩვენთვის განცალკევებისა და მტრობის იმ ატმოსფეროში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ სიტყვით მივაწერთ ადამიანებს იმგვარ თვისებებს, რომლებიც სინამდვილეში მათ არ აქვთ, ვაბრალებთ რაღაც ისეთს, რაც სინამდვილეში საერთოდ არ ყოფილა და არ არსებობს. სიტყვის ასეთი გამოყენება მხოლოდ განცალკევებას თესავს ჩვენს შორის. მადლიანი სიტყვა, როდესაც იმგვარ სივრცეში ხვდება, სადაც მას გამოძახილი აქვს, ისეთ ძალას იძენს, რომ შეუძლია მთებიც კი აამოძრაოს. ჩვენ ამის მაგალითებს გამუდმებით ვხედავთ კაცობრიობის მთელ ისტორიაში.

ჩვენს ურთიერთობას სიტყვების მეშვეობით დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვა მარადიულია და ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები ჰაერში კი არ ქრება, მარადისობაში მიემართება. სიტყვები ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ პასუხი არ ვაგოთ მათ გამო საშინელ სამსჯავროზე, რადგან ნათქვამია: "ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს" (მათე 12,36). საჭიროა, რომ სიტყვამ არ გაგვამტყუნოს. უფალი ამბობს: "მას ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის მას უკანასკნელ დღეს" (იოან. 12,48).

სინათლე მოვიდა დედამიწაზე, ხოლო ჩვენ ვერ ვამჩნევთ მას. სიკეთე დაშლილ-დანაწევრებული სახით ცოცხლობს ჩვენში. არკონცენტრირებული სიკეთე გზას ვერ გვინათებს და ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რამდენად ძლიერია იგი. ურთიერთობაში ჩვენ უნდა ვეძებოთ ის, რაც სხვებთან გვაერთიანებს და ჩამოვიშოროთ ყველაფერი, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. სიხარულით ვივსებით, როდესაც სხვაში აღმოვაჩენთ ღვთაებრივ საწყისს, რომელიც ადამიანტა გამაერთიანებელია. რაც შეეხება სხვა ადამიანის ცოდვიანობას, დადგება განკითხვის დღე, როცა უფალი თვითონ გაარჩევს მართალს და ცოდვილს და თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მიაგებს. ეს არ იქნება გარეგანი სამართალი. ჩვენ თვითონ ვისამართლებთ თავს იმ საქმეებით და ცოდვებით, რომლებსაც ამქვეყნად ჩავდივართ. უფალმა ტქვა: "ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ ქვეყნის სახსნელად" (იოანე 12,47). ჩვენც უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოტ სხვის განსჯას და ამქვეყნად სიკეთე ვეძებოთ. ღვთის სასუფეველი - სინათლე და სიხარული - აქვეა, ჩვენს გვერდით, ჩვენში. ოღონდ, საჭიროა ვებრძოლოთ ჩვენს ვნებებს - იმ სიბნელეს, რომელიც ეშმაკს შემოაქვს ჩვენს გულში და ჩვენი მეშვეობით - დედამიწაზეც.

ძნელია ცოდვასთან ბრძოლა. თავმოყვარეობა, განკითხვა, გაღიზიანება, პატივმოყვარეობა - აი, ეკლები, რომლებიც ჩვენც გვჩხვლეტს და ირგვლივ მყოფ ხალხსაც. საჭიროა, ეს ეკლები სხეულიდან ამოვიძროთ, რაც აგრეთვე მტკივნეულია, მტანჯველია, ჯვარცმაა... სამაგიეროდ, როდესაც ჩვენს გულს გარდავქმნით და იქ უფალს დავაბრძანებთ, სიხარულს ვიგრძნობთ. ასეთ დროს ჩვენს გულს უფლის ნათეი ანათებს. ამაოდ როდი გალობენ, რომ ჯვარცმა მსიხარული მოუტანა ქვეყნიერებას. აღმართულ ჯვარს მივყავართ დედამიწაზე ღვთის სასუფევლის დამყარებისკენ, მადლმოსილებისკენ, ღვთის დიდებისკენ.

ჩვენი ცოდვიანობის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა არის ჩვენი ვნებებისა და ცოდვიანი სურვილების ჯვარცმა. სწორედ ეს არის ჯვარი, რომელიც ასე გვაშინებს ყველას. ცხადია, ჯვარი მძიმეა. მისი სიმძიმემ თვით მაცხოვარიც კი წააქცია გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ჯვრის მეშვეობით აღდგომის სიხარულსაც ვხედავთ. აღდგომის იდეა არის სიკეთის გამარჯვების იდეა. ცოდვის დაძლევით ხდება ჩვენი აღდგომა: "მკვდრეთით აღმდგარო იესო, აღადგინე ჩვენი სულები".

საუბრისას ჩვენ ხშირად განვიკითხავთ სხვას, ხოლო სიკეთის შესახებ ლაპარაკი გვრცხვენია: ვაითუ, დაგვცინონ. ასეც რომ მოხდეს, ქრისტეს გულისთვის უნდა მოვითმინოთ. ბოროტებას ეშინია კეთილი სიტყვის და დასცინის მას. ჩვენი კეთილი სიტყვა შემოქმედი ძალაა, რადგან იმ შემოქმედებითი ძალით არის აღბეჭდილი, რომელსაც ფლობს სიტყვა - ღმერთი; სიტყვით, როგორც ღვთაებრივი ძალით, ვძლევთ ბოროტებას. სიტყვა მდუმარებაშიც არის; ესაა შინაგანი სიტყვა. ძალა თვით უთქმელ სიტყვასაც აქვს. ხშირად, კეთილი სიტყვა დაცინვისა და უარყოფის პლასტს გაივლის ხოლმე, მაგრამ ამის არ უნდა გვეშინოდეს. ვიდრე ყანა აბიბინდებოდეს, ხორბალი ღვთისგან ბოძებული ძალით მიწის ბელტს გაივლის და მწვანე ჯეჯილად ამოდის. კეთილი სიტყვაც ასევეა, მასაც შემოქმედებითი საწყისი აქვს. "ყველაფერი მისგან შეიქმნა".

ნუ გეშინიათ კეთილი სიტყვის თქმისა. ნოყიერ ნიადაგზე სიტყვამ შესაძლებელია, მოქმედებაში შეისხას ხორცი და უმდიდრესი მოსავალი მოგვცეს. სიტყვა, რომელშიც ბოროტი დაიბუდებს, ძალას კარგავს. ჩვენ თვითონ გამოვაცალეტ სიტყვას ძალა და მასში სიკვდილი ჩავასახლეთ. ასეთ სიტყვას, ჭეშმარიტების ნაცვლად, ჩვენთან განცალკევება, არყოფნა, სიკვდილი მოაქვს. რაკიღა ბოროტს არ განვეშორეთ, ჩვენმა სიტყვამ განცალკევება მოიტანა და ეს სიტყვა განკითხვის დღეს საშინელ სამსჯავროზე აღმოჩნდება.

შინაგანი სიტყვის დაბადებისას დახმარებისათვის უნდა მივმართოთ ღმერთს. ღვთისთვის მიმართვით ჩვენ სინათლე ჩამოგვაქვს ზეციდან და იგი ჩვენს არსებაში მკვიდრდება. და მაშინ ახალშობილ სიტყვას ამქვეყნად სინათლე მოაქვს და დაბადებისას შემოქმედებითი გამაერთიანებელი ძალით არის სავსე.

სიბნელეს ეშინია ნათლისა. იგი ფარულად, დაცინვით ასუსტებს ჩვენს ნებას. ჩვენ გვაშინებს თავის გამჟღავნება, კეთილი სიტყვის თქმა, ხოლო ბოროტი ხარობს, რაკიღა მისი მოქმედება ჩვენს უძლურებაში ვლინდება. სიკეტის ენერგიის სისავსე დაცინვის შიშით დასუსტდა. ჩვენი ამოცანაა განვაცხადოთ, რომ უარვყოფთ ბოროტების ძალას და გვჯერა სიკეტის

ადამიანი სულ რარაცას უცდის. ჩვენ ახლა ცდის დრო არა გვაქვს, საჭიროა მოქმედება. ნუ იტყვი, მებრძოლი არ ვარო. იმ საჭურველით, რომელიც ღმერთმა მოგვცა, შენ მებრძოლი ხარ. უნდა ვეცადოთ, ვთქვათ კარგი, კეთილი სიტყვა. სიკეთე გაბედულია. კარგ სიტყვას, რომელშიც სიკეთე ბუდობს, მონათესავე სულებში სინათლე შეაქვს, ხოლო ბნელ სულებში სიბნელეს ამხელს. ცოდვას ჩვენთვის ილუზიური ცხოვრება მოაქვს, ხოლო სიკეთეს - მარადისობაში მიმავალი რეალური ცხოვრება. და კეთილი სიტყვა არის საძირკველი იმ სამყოფელისა, რომელსაც უფალი ჩვენც ისევე გვიმზადებს, როგორც მოუმზადა სამოთხე მასთან ერთად ჯვარცმულ ბოროტმოქმედს იმავე წამს, როგორც კი მან კეთილი სიტყვა წარმოთქვა.

კეთილი სიტყვა, ისევე როგორც მარცვალი მთესავის იგავში, პოხიერ ნიადაგზე რომ დაეცემა, იძლევა ნაყოფს: ზოგი - ერთიოცდაათად, ზოგი - ერთისამოცად, ხოლო ზოგი - ერთიასად.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 19 2007, 06:10 PM

შესანიშნავი თემაა!


"სიტყვა არ არის უბრალოდ რაღაც ბგერების ერთობლიობა გარკვეული ენის და მეტყველების მიერ გადმოცემული და არც უბრალოდ მხოლოდ აზრის მატარებელი. სიტყვა ჩვენი სულის ნაწილია. ცხოველი ვერ საუბრობს, თუმცა მასაც აქვს გარკვეული კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ ადამიანისათვის სიტყვა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. კომუნიკაციას ახერხებს ადამიანი გარკვეული ჟესტებითაც, მინიშნებებითაც, მაგრამ სიტყვას გაცილებით ღრმა დატვირთვა აქვს. იგი ჩვენი სულის ნაწილია. და ყოველი სიტყვა გამოსული ადამიანის ბაგეებიდან, გამოდის არა მარტო ბაგეებიდან, არამედ გულიდან. უფალი ამბობს, რომ ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი. ანუ ბაგეებიდან გამოდის ის, რაც გულში აღარ ეტევა. შეიძლება ითქვას, რომ სულის გარკვეული მდგომარეობა ტრანსფორმირდება ფიზიკურ ტალღებში სამეტყველო აპარატის საშუალებით. რომ ჩვენს სიტყვას ისმენს მეორე ადამიანი, რომელსაც ისეთივე სისტემა აქვს, რომ ამ ჰაერის რხევის ტალღებს ისმენს რა ყურით, მასში ტრანსფორმირდება, გარდაისახება სულის სამეტყველო ენად, რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა და მისი სული იღებს იმ ინფორმაციას, რომელიც შენ წარმოსთქვი. ე.ი. ჩემი სულის ნაწილია სიტყვა და ამიტომ ყოველი წარმოთქმული სიტყვა ადამიანს ან ფიტავს სულიერად, ან აძლიერებს. "

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 19 2007, 06:16 PM

მთავარეპისკოპოს იოანეს უნივერსალური რჩევა სიტყვის გამოყენების შესახებ: „კარგია არაფერი ვთქვათ ისეთი, რისი სხვა ადამიანის სულში სამუდამოდ დატოვებაც არ იქნებოდა უპრიანი“.



marine
მახსოვს, მაშინ საუბარი იყო სიტყვის "მაგიურ" ძალაზე...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 19 2007, 06:35 PM

ნათია

ციტატა
ნურავის დაავიწყდება რომ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს... ავიღოთ სამყაროს შექმნა

სიტყვის ძალა...

ნათ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იქნებ აქ ადამიანთა შორის ურთიერთობისას სიტვყვის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. მე მგონი მთავარი აქცენტი ზემოთ წარმოდგენი სტატიაში აქეთკენ იყო.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 20 2007, 02:15 AM

ციტატა
მაგიურ" ძალაზე...


აი, აქ უნდა გავავლოთ ხაზი, სად იწყება ფსევდომართლმადიდებლობა და სად მთავრდება ის რაზეც ამ შესანიშნავი სტატიის ავტორი წერს,
ციტატა
კეთილი სიტყვა, ისევე როგორც მარცვალი მთესავის იგავში, პოხიერ ნიადაგზე რომ დაეცემა, იძლევა ნაყოფს: ზოგი - ერთიოცდაათად, ზოგი - ერთისამოცად, ხოლო ზოგი - ერთიასად.
ესაა მთავარი...

ეს კი დამახასიათებელი პრობლემაა და ცოტა ხანში ამაზე ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში ვისაუბრებთ

ციტატა
სასაუბროთ რომ შევიკრიბებით, ჩვენ, ჩვეულებრივ, მსჯელობას ვიწყებთ ამა თუ იმ საგანზე და სწრაფად მივდივართ სხვის დადანაშაულებამდე, დაგმობამდე, განკითხვამდე, და თანაც ამას ცოდვადაც კი არ მივიჩნევთ. განკითხვა ეს არის წყლული, რომელსაც ლპობა შეაქვს მთელ ჩვენს ცხოვრებაში


ეს კი დანიშნულებაა და მიზანი

ციტატა
უნდა ვეცადოთ, ვთქვათ კარგი, კეთილი სიტყვა. სიკეთე გაბედულია. კარგ სიტყვას, რომელშიც სიკეთე ბუდობს, მონათესავე სულებში სინათლე შეაქვს, ხოლო ბნელ სულებში სიბნელეს ამხელს. ცოდვას ჩვენთვის ილუზიური ცხოვრება მოაქვს, ხოლო სიკეთეს - მარადისობაში მიმავალი რეალური ცხოვრება. და კეთილი სიტყვა არის საძირკველი იმ სამყოფელისა, რომელსაც უფალი ჩვენც ისევე გვიმზადებს, როგორც მოუმზადა სამოთხე მასთან ერთად ჯვარცმულ ბოროტმოქმედს იმავე წამს, როგორც კი მან კეთილი სიტყვა წარმოთქვა.


კარგი სტატიაა, ყოჩაღ აფხაზ, ასე უნდა ამოიკრიბოს სტატიები და მერე სადმე უნდა გაერთიანდეს!

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 20 2007, 02:45 PM

ციტატა
ნუ გეშინიათ კეთილი სიტყვის თქმისა. ნოყიერ ნიადაგზე სიტყვამ შესაძლებელია, მოქმედებაში შეისხას ხორცი და უმდიდრესი მოსავალი მოგვცეს


აი ეს შემთხვევა ჩემი აზრით ღრმა ანალიზს მოითხოვს რა იგულისხმება "ნოყიერ ნიადაგში " ? ჩვენ თუ ის ვისთვისაც გვიწევს კეთილი სიტყვის დათესვაა ?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 20 2007, 02:51 PM

ლილიანა

ციტატა
რა იგულისხმება "ნოყიერ ნიადაგში " ? ჩვენ თუ ის ვისთვისაც გვიწევს კეთილი სიტყვის დათესვაა ?

ალბათ ის ვისკენაც ამ კეთილ სიტყვას მივმართავთ, როგორც სახარებისეულ იგავშია გადმოცემული.

უფალი ყველა ადამიანში თესავს სიკეთის მარცვალს,. მაგრამ ყველას ერთნაირი ნაყოფი არ გამოაქვს, ზოგში კი საერთოდ ვერ ხარობს.



პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 20 2007, 04:11 PM

smile.gif

სიტყვაში შეიძლება ვიგულისხმოთ უბრალოდ ბგერების ერთობლიობა, შეიძლება ინფორმაციის გადაცემის სრული მექანიზმები და შეიძლება ვიგულისხმოთ ,,აზრი"...

აქვს თუ არა ,,აზრს" ანუ ,,იდეას" ძალა ? რა თქმა უნდა გასულ კვირაში ერთ ჩემს მეგობარს ისეთი იდეა მოუვიდა კომპანიის მოგება ნახევარი მილიონით გაზარდა... ნუ როგორ ვთქვა რომ ძალა არ ქონდა ამ კაცის სიტყვებს laugh.gif


ეს ხუმრობით, სერიოზულად კი:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი... ეს წინადადება ყველაფრს ამბობს... ხატოვნად მე მამა ღმერთი გონად წარმომიდგენია ძე ღმერთი იდეად, ანუ სიტყვად ხოლო სული წიდა გონის მიერ ნაშობის სიტყვის განმახორციელებელ ძალად... ნუ შეიძლება ვცდები...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 20 2007, 04:27 PM

ციტატა(neo @ Dec 20 2007, 05:11 PM) *

ნუ შეიძლება ვცდები...



ანათემის ტექსტს თავად დაწერთ, თუ მე მომანდობთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 20 2007, 05:11 PM

ციტატა
ანათემის ტექსტს თავად დაწერთ, თუ მე მომანდობთ?



ჯერ არგუმენტები, ჯერ არგუმენტები... smile.gif

პოსტის ავტორი: tatia333 თარიღი: Dec 25 2007, 05:45 PM

ნათქვამია რომ ვინც სიტყვით არ ცოდავს ის სრულყოფილებასთან ახლოს არისო. ალბათ ყველას შეგვიძლია რო შევეცადოთ სიტყვით არ შევცოდოთ,ზოგჯერ ეს გამოგვდის ზოგჯერ კი გვიჭირს,თუმცა მცდელობა აუცილებელია.(სიტყვის მნიშვნელობის ძალა ძალიან კარგად არის განმარტებული.მადლობა)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2008, 12:39 PM

მამა პიმენმა თქვა: "თუ კაცი გაიხსენებს სახარების სიტყვებს, "სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო" (მათე 12,37), დუმილს აირჩევსო. ერთმა ძმამ ჰკითხა: "მამაო, რაიმე რომ ვნახო, მოგიყვეო?" ღირსმა პიმენმა უთხრა: "დაწერილია, - "რომელმა თქვას სიტყვა ვიდრე კითხვამდე, სიცოფე არის მისთვის და საყვედრელი" (იგავ. 18,13). თუ ვინმემ გკითხოს, უპასუხე, თუ არა, დადუმდი. "მამა პიმენ, სიტყვის თქმა სჯობს თუ დუმილი?" - ჰკითხა ვინმე ბერმა. "კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის იტყოდეს და კარგია, თუ ვუნმე ღვთისთვის დუმდეს" - უპასუხა ღირსმა მამამ.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 5 2008, 07:58 PM

"თავდაპირველად იყო სიტყვა"

პოსტის ავტორი: sisunia თარიღი: Feb 7 2008, 03:32 PM

,,, და სიტყაი იგი იყო ღმერთი,,,,

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2016, 04:38 PM

ამ თემას ვეძებდი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2016, 11:05 AM

"სოკრატე ამბობს: "სიტყვის ძალა იმდენად დიდია, რომ მას ძალუძს დიდი - მცირედ აქციოს, ხოლო მცირე - დიდად გამოსახოს და ყველასთვის დიდი ხნის ნაცნობი ამბავი ახლებურად გამოთქვას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 08:19 PM

"მუდმივი ზრუნვა გულქვასაც ალმობიერებს - სწავლა მამა პიმენისა:

"ბუნებაი წყლისაი ჩჩვილ არს და ქვისაი - ფიცხელ, ხოლო და-რაი-ეცემინ ზედაის-ზედა, დაჰხურიტის ქვასაცა მას. ეგრეცა სიტყუაი ღმრთისაი ჩჩვილ არს და გულნი ჩუენნი ფიცხელ, არამედ ოდეს ზედაის-ზედა ესმინ კაცსა სიტყუაი ღმრთისაი, განეღოს გონებაი და შეიწყნარის შიში ღმრთისაი".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 01:55 PM

"ვთვლი, რომ სულიერება არის გონიერება. ადამიანს დიდი გონიერება, სიფრთხილე, მოზომილი სიტყვა, წინდახედულება სჭირდება. თითოეულ ჩვენს სიტყვას ხომ უფალი იმახსოვრებს. ამიტომ ყოველი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ. ეს რომ გაითავისოს ადამიანმა, მერე ზედმეტსაც აღარ იტყვის, ყოველთვის საზრიანად მოიქცევა. გარშემო მყოფთაც თავისი სიტყვით სიკეთისთვის განაწყობს.

ყოველი სიტყვა ხომ ქადაგებაა. ყოველ სიტყვას სჭირდება დაფიქრება. სიტყვას თავისუფლად არ უნდა უყურო - სულერთია, ქადაგებ თუ ახლობელს ესაუბრები. ყოფაშიც ეს გვევალება. ამას წინათ ვკითხულობდი ერთ-ერთი თანამედროვე მამის ნაწერს, - ჩვენ ვერიდებით ტელეფონზე ბევრ საუბარს, რადგან ამას ბევრი გადასახადი მოჰყვება. უფრო დიდი პასუხისგება გვაწევს თითოეული სიტყვის გამო და ვერ ვაცნობიერებთ, რა იქნებაო. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს".

/იღუმენია ზოილე (ალთუნაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2016, 08:58 PM

"ჩვენ ერთმანეთის მეხსიერებაში, ერთმანეთის გულებში სიტყვებად ვრჩებით".

/პოეტი ვაჟა ოთარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2016, 10:56 PM

"ადამიანი მეტყველად მხოლოდ იმიტომ იწოდება, რომ მას უფალთან შეუძლია ურთიერთობა, თორემ ერთმანეთთან კავშირს მცენარეები და ცხოველებიც ამყარებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2016, 11:00 AM

"სიტყვით მასიამოვნებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2016, 09:39 PM

"სიტყვადამშრალნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 09:35 PM

"როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2016, 11:38 AM

"იგი [წმ. ექვთიმე მთაწმინდელი] თითოეულ სიტყვას გრძნობდა, როგორც ცოცხალ არსებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2016, 11:37 AM

"მისი სიტყვა თითქოს გულსა და ტვინს ერთნარიად ხვდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 09:15 PM

"მის ბაგეთაგან მწყობრად გადმოღვრილი სიტყვები ნათელს გიღვრის სულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:51 AM

"როცა მოდის მადლი, მაშინ დუმდება სიტყვა: ძალაში შედის სულიერი ინტუიცია, უშუალო აღქმა იმისა, რაც ხორციელი გრძნობების ზღურბლს მიღმაა".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 01:27 PM

"შვილებო, ეცადეთ, ყოველთვის უბრალოდ და გულწრფელად წარმოთქვათ სიტყვები ღვთის ჭეშმარიტებისა და ღმერთიც გაკრთხებთ. მაშინ ისინი მიემსგავსებიან ბრწყინვალეფრთიან თეთრ მტრედებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:22 AM

"მისი ჩვეულებრივი ნათქვამიც კი არ იყო მოკლებული სულიერ ძალას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2017, 08:12 PM

"თხრობისას უნდა დაუტეო ყოველი უსარგებლო წვრილმანი და ეცადო, რაც შეიძლება ნაკლები დრო და ყურადღება წაართვა შენს თანამოსაუბრეს. სიტყვებში ლაკონურობა - სიტყვის დიადი ღირსებაა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2017, 11:32 PM

"მოყვრებთან საუბარში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ვთქვით, არამედ ისიც თუ როგორ, და რა გრძნობით ვესაუბრებოდით ჩვენ მათ.
მოყვასის წყენინება შესაძლებელია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აგრეთვე ხმის ტონით, სიტყვის წარმოთქმის მანერით. ამ უკანასკნელის ქვეშ იმალება ის გრძნობა, რომელიც სიტყვებს კარნახობდა. ეს გრძნობა გულიდან მომდინარეობს და ძალუძს ან სიყვარულით, მოფერებით, სინაზით გათბობა, ან, პირიქით, ხელს გარტყმის გარეშე შეურაცხყოფა.
მეორე მხრივ, მხოლოდ მოყვასთა მიმართ წარმოთქმული ალერსიანი, ტკბილი სიტყვებითაა შესაძლებელი მოვიხვეჭოთ სულიერი „კაპიტალი“.
ერთი ქრისტიანი მანდილოსნის მამა ცხოვრებაში გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სიკეთით და ამასთანავე, თავის დახმარებას კაცთადმი აუცილებელი ალერსიანობით წამართავდა.
გარდაცვალების შემდგომ, ის სიზმარში გამოეცხადა თავის ქალიშვილს და უთხრა მას: „იცი კი შენ, რომ ყოველი ალერსიანი სიტყვა წარმოთქმული ჩვენი სიცოცხლის ჟამს მარადისობას ემსახურება?“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 11:41 AM

"ღირსი მამის წმინდა აზრები - მადლმოსილი ქმედებების შედეგად შეძენილი ფასდაუდებელი სულიერი საგანძურია".

/ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:31 PM

"მიწამდე თაყვანი ვეცი მამა გრიგოლს, შენდობა ვთხოვე და მისი სულიერებით აღსავსე სიტყვები, ვითარცა ოქროს საგანძური, გულში დავიმარხე."

/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 08:10 PM

"რაოდენ უცნაურია: მამა საბას [ოსტაპენკო] ნათქვამი სხვისგან რომ მომესმინა, ალბათ გონებიდან გამიქრებოდა, მაგრამ ის გულის სიღრმეში მახვილივით შემეჭრა და იქ სამუდამოდ დარჩა."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 11:06 AM

"მოისმენ რა უჯერო საუბარს, საკუთარ თავს დააბრალე და არა მის მთქმელს, რამეზე ცუდ მსმენელს ცუდი მოსაუბრე გყავდა".

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 12:15 PM

"ნუ შეეხებით მოყვასის ღირსებას თქვენი ენით, არამედ გამოიყენეთ იგი მხოლოდ ღმერთის სადიდებლად ანდა ვინმეს სასარგებლოდ და დასამოძღვრად. ხოლო თუ მოინდომებთ ბოროტსიტყვაობას, გაიხსენეთ სიჭაბუკიდან ჩადენილი თქვენი ცოდვები და ამხილეთ საკუთარი თავი მათი ჩადენისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 11:00 AM

"სიტყვაში გამოიხატა, სიტყვამ შემოგვინახა წინაპართა ფიქრები და უნარები".

/პროფესორი ლაურა გრიგოლაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2017, 11:21 AM

"თუ გინდა სიტყვა ძლიერი გქონდეს, ეცადე, ღვთისმოშიშებით იცხოვრო. ყველა ღვთისმოშიშს ძლიერი სიტყვა აქვს."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 08:59 AM

"იმას, რასაც ამბობ, ყურადღება უნდა მიაქციო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 09:56 PM

"მამა დავითის სიტყვას საოცარი მადლი დაჰყვება"

"საოცარი ძალმოსილება სიტყვისა"

"რაც კი ქართულ ლექსიკონში კარგი სიტყვაა, ყველას იმსახურებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2017, 10:32 PM

"ქუჩაში აკრეფილი სიტყვების დაჯერებას, ბ. მოწაფევ, ისა სჯობდა, ჩემთვის გეკითხათ".

/დეკანოზი იასონ აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 11:19 AM

"კაზმული სიტყვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2017, 11:03 AM

"ამაოდ დაკარგული, ამაოდ გაფრენილი სიტყვა შესაძლოა ქარიშხლის დარ დამანგრეველ ენერგიად გადაიქცეს. მაგრამ რატომ ვლაპარაკობთ მუდამ უარყოფითზე, თითქოს ეშმაკი დაგვდევდეს და საშველი აღარ იყოს? ჯეროვან სიტყვას სილამაზე მოაქვს და, დოსტოევსკის თქმით, სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. ისე ვართ ნეგატიურზე კონცენტრირებულები, დამფრთხალ ნაცრისფერ აჩრდილებს ვემსგავსებით, სიცოცხლის ლამაზ ფერებს რომ ვეღარ იტევენ და ვერც იტანენ."

/მამა კახაბერ კურტანიძე/

"- როდესაც კაცის გული ბოღმით, ბრაზითა და შფოთით არის აღსავსე, იგი ამ ღრმა, ფსიქოლოგიურ კრიზისს ბილწსიტყვაობით გამოხატავს. როგორ მოქმედებს შინაგან სამყაროზე ბილწსიტყვაობის ცოდვა?

- მოქმედებს, რადგან სიტყვა გამოხატავს გარკვეულ ენერგიას, ემოციას. სიტყვით შენ აფორმებ შენს ენერგიას და ის ამგვარად აგრძელებს არსებობას. როდესაც "ბილწად" გააფორმებ ენერგიას, მაშინ იგი "ბილწად" დაიწყებს მოქმედებას და შენს გარშემო "ბილწ" გარემოს შექმნის. სახარებაში ნათქვამია, რომ ადამიანს შეაგინებს არა პირში შემავალი, არამედ გამომავალი. როდესაც იგინები, უწინარეს შენს თავს აგინებ, ანუ "ბილწ" მდგომარეობაში ხარ. ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვის: "გულში ჩვენ გვაქვს ძირითადად ბოღმა, შური, უამრავი ცუდი ფიქრი, რომელსაც ბადებს ეშმაკი ან შენი ქვეცნობიერი და იგი ფორმდება "ბილწ" სიტყვად". მაგრამ გულშივე ან ქვეცნობიერშივე გვაქვს სილამაზე და სიყვარული. ამიტომ ნუ გავამძაფრებთ სიტუაციას. ადამიანმა შეიძლება თქვას უხეირო სიტყვა და ამით გზა მისცეს ჩაბუდებულ უკონტროლო სტიქიას და ასე დაინახოს თავისი შინაგანი სამყაროს მოუწესრიგებლობა – მოუწესრიგებლობა და არა სიავე. სამყარო არ არის მხოლოდ ბილწად და უბიწოდ დაყოფილი. არავინ არის უცოდველი. ყველანი ადამიანები ვართ და ცოდვა-მადლის შვილები..."

/მამა კახაბერ კურტანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:20 PM

"როცა ჩვენი პირიდან ავი სიტყვა ამოდის, ამით უფალს შეურაცხვყოფთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2017, 11:46 AM

"ძალზე ძვირფასი თვისებაა მოსმენის უნარი - როცა მხოლოდ მოსაჩვენებლად კი არ უსმენ, არამედ ღრმად სწვდები ადამიანის ნათქვამს, მის საფიქრალსა და სატკივარს. მოსმენის კულტურის ქონა სულიერების ერთ-ერთი ნიშანია."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 10:35 AM

"იმისათვის, რომ კეთილად თქვა სიტყვა და სწორი გზა მისცე მას, უნდა იცოდე სიტყვის თქმის ჟამი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 11:04 PM

"სიმართლით ანთებული სიტყვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:34 AM

"სამეფო სიტყვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 11:00 AM

"ავად ნათქვამ სიტყვას ჯანსაღი ზნეობის ადამიანი მდუმარებას არჩევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:45 PM

"სიტყვა მაშინ არის გზიანი, როდესაც მთქმელს კარგად აქვს გააზრებული, რას ამბობს, როგორ ამბობს და ვის ეუბნება; როდის უნდა თქვას სიტყვა და როდის დუმდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 10:22 PM

"აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო ან მერცხალი ჭიკჭიკებსო".

/სულხან-საბა ორბელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 10:43 PM

"სიტყვა წმინდად უნდა ვატაროთ"

/პოეტი ეკა ბაქრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:26 AM

"ცოტას თუ ახსოვს უფლის სიტყვები, რომ ადამიანი მხოლოდ ბოროტი საქმეების გამო კი არა, ყოველი ფუჭად წარმოთქმული სიტყვის გამოც დაისჯება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 11:12 AM

"ღირს დომნინას გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანულის ცრემლები ახლდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:08 PM

"...21-ე საუკუნეში ღმერთსა და ადამიანს შორის სასაუბრო ენა გაქრა, გაიცრიცა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 11:21 AM

"განსაკუთრებული იყო ბატონი რეზოს სეფე-სიტყვა, სათავადო სიტყვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 11:05 AM

"ცუდი სიტყვა კეთილსაც ბოროტად აქცევს, კეთილ სიტყვას კი ავის კეთილად ქცევა შეუძლია".

/წმ. მაკარი ეგვიპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 03:10 PM

"ადამიანის სიტყვა საღვთო სიტყვის ანარეკლია"

/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 10:51 AM

"რაკი ყოველ სიტყვას აქვს ძალა, მეტად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს და რას გამოთქვამს ადამიანი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 03:12 PM

"მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ჩვეულებრივ, ცოტას ლაპარაკობდა და ისიც მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო. მისი სიტყვები, ჭეშმარიტი თავმდაბლობით სავსე და მტკიცე რწმენით გამსჭვალული, ადამიანს გულს უთბობდა, სულიერ თვალს უხელდა, გონებას უნათებდა, სინანულს ჰგვრიდა, სულიერ სიმშვიდეს ანიჭებდა და აძლიერებდა. სწორედ მასზე ითქმოდა მაცხოვრის სიტყვები: "ხოლო რომელმან ჰყოს და ასწავოს, მას დიდი ერქვას სასუფეველსა ცათასა" (მათ. 5,19).
იგი არასოდეს აწყვეტინებდა სიტყვას თანამოსაუბრეს, არ კამათობდა, გამოთქვამდა სწორ აზრს. მასთან მოსაუბრე თვითონვე გრძნობდა თავის მცდარობას, გზააბნეულობას და თავისთვის სასარგებლო დასკვნები გამოჰქონდა. მას უყვარდა ადამიანები და ყველა, ვინც თუნდაც მცირე ხნით გასაუბრებია, გრძნობდა, რაოდენ დიდი მადლი მოედინებოდა ამ კაცისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:35 PM

"წმინდა მაკარი ოპტელის სიტყვებს დიდი ძალა ჰქონდა, მისი ნათქვამი უდიდეს გავლენას ახდენდა მსმენელის სულზე. მისი კელიიდან გამოსული ნიკოლოზ გოგოლი ამბობდა: - მართალი უთქვამთ, ის ერთადერთია ჩემს ნაცნობთა შორის, რომლის სიტყვასაც აქვს ძალა და ხელმწიფება, მიიყვანოს ადამიანები ცხოვრების წყაროსთან. შევედი ღირს მამასთან ერთი ადამიანი და გამოვედი მეორეო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:38 AM

"[წმ. ექვთიმე კერესელიძეს] ღუღუნა ხმა ჰქონდა, რაჭული კილოთი დამრიგებლური, შთამაგონებელი საუბარი იცოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:58 AM

"ბილწსიტყვაობა ადამიანის დაცემის შედეგია"

"კაცისთვის ავი სიტყვის თქმას მისთვის ქვის სროლა სჯობსო".

"საუბარი ადამიანის შინაგან სამყაროს წარმოაჩენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:06 PM

"- ბილსწიტყვაობის ცოდვად თუ ითვლება უხამსი ამბების, ანეკდოტების თხრობა, ვნებიანი სიმღერები და ლექსები, უხამსი სიცილი?..

- როცა მღვდელი აღმსარებელს იღებს, დაწვრილებით ეკითხება ყველა ცოდვის შესახებ. მათ შორის - ბილწი ანეკდოტები თუ მოუყოლია, ადამიანებისთვის ხომ არ დაუცინია, ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე მკრეხელური რამ ხომ არ უთქვამს. ბილწი სიცილიც და ხუმრობაც, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ფარულად შეზავებულია მრუშობის ცოდვასთან. ღირსი ისააკ ასური წერს: "არაფერი ისე არ განგვაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას, როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი". მაცხოვარი მოცინარი არავის უნახავს, ანკი რა ჰქონდა სასაცილო, როდესაც ხედავდა, თუ რა დღეში იყო კაცობრიობა. სახარებაში წერია, რომ უფალი "ცრემლოოდა" ადამიანებისთვის. ოპტელი ბერი ბარსანოფი თავის სულიერ შვილებს ეუბნებოდა: "ერიდეთ ხუმრობებს და გაუფრთხილებელ სიტყვებს".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 08:59 AM

"სიტყვა ცოცხალია, ისევე როგორც წიგნი, რომელსაც ავტორის სული დაჰყვება. თუმცა ცოცხალი სიტყვა წიგნთან შედარებით უფრო ძალმოსილია, რადგან მას შინაარსთან ერთად ხმით, ინტონაციით და ემოციით წარმოვთქვამთ. ამქვეყნად სიტყვა ცოცხლობს მანამ, სანამ მისი ხსოვნა ერთ პიროვნებაში მაინც არსებობს, ხოლო ღვთაებრივი სამსჯავრო კი მის უკვდავებაზე მიანიშნებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 10:02 AM

"ოქრონეტარი სიტყვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 11:27 AM

"ყოველი უხეში სიტყვა კოსმოსურ ბოროტებას უერთდება, რაც შემდეგ ეპიდემიების, წყალდიდობებისა და სხვა უბედურებების სახით უბრუნდებათ ადამიანებს. იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თითეული ჩვენგანიც არის დამნაშავე...
დაგეხმარებათ ეკლესიის ლოცვა, საიდუმლოებებში მონაწილეობა, მოძღვრის მორჩილება, ხშირი აღსარება, ზიარება და, რასაკვირველია, ამ ცოდვის დაძლევის სურვილი. ასევე საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ყოველი ნათქვამი სიტყვა მოგვეკითხება."

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 10:54 PM

"ღვთის სიტყვის შიმშილია გამეფებული"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:50 AM

"თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:28 PM

"დავით წინასწარმეტყველი ყველა სათნოებაზე უპირატესად ენისა და ბაგის დაცვას მიიჩნევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:43 PM

"პავლე მოციქული ბრძანებს: რომელმაც სულიწმინდის ტაძარი გახრწნას, უფალი მასაც გახრწნისო. ადამიანის სული იხრწნება, როცა იგი ბილწსიტყვაობს".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 05:46 PM

"მამა მაკარის [ოპტელი] საუბარი ღრმად მებეჭდებოდა მართალ სიტყვას მოწყურებულ სულში. არასოდეს მიგრძნია ისეთი ტკბილი სიმშვიდე, როგორიც ამ მადლმოსილ მოსაგრესთან საუბრისას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 11:04 AM

"როგორც მუხლუხებიანი მანქანა უკვალოდ ვერსად დადის, ასევეა ბაგეთაგან გამომავალი სიტყვაც".

/მამა დიონისე გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:41 AM

"სკაბრეზული სიტყვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 09:23 PM

"ადამიანის ბაგე უნდა იქცეს სუფთა წყაროდ, საიდანაც გადმოედინება მოყვასისათვის სასარგებლო სიტყვები".

/მამა მათე ვაშაყმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2017, 04:29 PM

"დიდი რამეა კაცისთვის, როდესაც სიტყვას ბოლომდე გზა დაუბნეველად გაიტანს და როდესაც მისი სიტყვა ყოველთვის ჭეშმარიტებას ეთანხმება".

/მამულიშვილი მაქსიმე შარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2017, 04:44 PM

"პირიდან გამოფრენილი სიტყვა ჩიტი არ არის, კაკანათი დაუგო და დაიჭირო, იგი მარადისობაში გადადის და მის გამო მოგვეკითხება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2017, 10:41 AM

"- უთუოდ ვახსენოთ ბილწსიტყვაობა...

- ეს ცოდვა განსაკუთრებით მამაკაცებს შორის არის გავრცელებული... რაც დრო გადის, მით უფრო ამაზრზენი და უშვერი ხდება გინების შინაარსი და ფორმა. ერთი მხრივ, ის მეტისმეტად უსიამოვნოდ ხვდება ადამიანის ყურს, მეორე მხრივ კი მათი მოსმენისას უნებურად ფიქრობ, რომ ღმერთი უსმენს ამ ყველაფერს... მერე კიდევ, რა ძნელი ასატანია ბილწსიტყავობით შეპყრობილი ადამიანი! როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანში ღვთაებრივმა მადლმა დაივანოს!"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:18 AM

"ისეთი მოყოლა იცის, სმენით ვერ გაძღები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:11 AM

"იყავი ალერსიანი, მოკრძალებული, ფრთხილი, კეთილგონიერი, მდგომარეობის მიხედვით ყრუ და ბრმა. იფიქრე, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთანაც საუბრობ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 01:49 PM

"კეთილი სიტყვა ყველაზე საჭიროა!"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 01:45 PM

"ჩვენს სიტყვებს სიმყარე ექნება მაშინ, როცა ცოდნით იქნება გამყარებული".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 11:12 AM

"მომხიბლავი ამოდ მოუბარი კაცი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 10:57 AM

"თავისი საუბრით დიდად მანუგეშა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:47 PM

"მის გადმოცემას ძალიან ცოცხალი ფორმა ჰქონდა, რათა უკეთ დაემახსოვრებინათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 06:32 PM

"დარბაისლური სიტყვებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:27 PM

"ოქრონეტარი სიტყვით შეეწეოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:26 PM

"დაწურული ფრაზებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 06:41 PM

"ადამიანის მიერ სიტყვის წარმოთქმა და ამ სიტყვის ქარტიაზე დაწერა ღვთისმეტყველი გონისათვის სიმბოლურობის გასაღები ხდება. აქამდე უხილავი და ხელშეუვალი სიტყვა, როგორც ღვთის სიტყვა მის განკაცებამდე, წარმოთქმისა და დაწერის შემდეგ, ისევე, როგორც ადამიანის სხეულით განკაცებული და ხორცშესხმული სიტყვა, ხილული და შეგრძნებადი ხდება.

ქარტიაზე აღბეჭდილი წერილები ან ხმებად ქცეული ადამიანის ამონათქვამი, ნააზრევი, ხატოვნად რომ ითქვას, "შინაგანი გონი", საუბრის პროცესში "წარმოთქმულ სიტყვად" ან უფრო ზუსტად, დამწერლობით ნიშნებად გარდაქმნის შემთხვევაში, "განხორციელებულ სიტყვად" გარდაიქმნება.

ყოველ წარმოთქმულ სიტყვასთან, "ადამიანის ნაწერ" ყოველ დაწერილ ნიშანში სიმბოლურად აისახება და ადამიანს სულს ღვთის განკაცების შესახებ მიანიშნებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:45 PM

"ყველას საგულისხმო სიტყვა გვიწყალობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 08:10 PM

"ასეთი სიტყუა ჰქონდა, მტერნი მოყუარედ შეცვალის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:51 PM

"ინუსხებოდნენ მისი კეთილმეტყველებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:38 PM

"პანაგულაკისის უბრალო, ღვთის სიყვარულით ანთებული გულიდან მომდინარე სიტყვებმა მრავალი ადამიანის სული ააღორძინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 06:46 PM

"ალალად ნათქვამ მართალ სიტყვას რა დაუდგება წინ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 03:19 PM

"მადლით შეზავებული მისი სიტყვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 06:02 PM

"ყოველი უხეში სიტყვა კოსმოსურ ბოროტებას უერთდება, რაც შემდეგ ეპიდემიების, წყალდიდობებისა და სხვა უბედურებების სახით უბრუნდებათ ადამიანებს. იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თითეული ჩვენგანიც არის დამნაშავე."

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:29 PM

"ქართული სიტყვის მეჩუქურთმე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 06:06 PM

"გულთაზრიანი სიტყვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2019, 12:02 PM

"შორეულ პალესტინაში ოდესღაც მომხდარი ამბების მოთხრობას არ ძალუძს ადამიანებზე მსგავსი შთაბეჭდილების მოხდენა, ეს მხოლოდ ქრისტეს ცხოველი სიტყვისთვის არის შესაძლებელი!"

/წმ .გრიგოლ ნოსელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 12:09 PM

"შექმნილი სამყაროსადმი ღვთის სიტყვა არის სიტყვათა სიტყვა, აზრთა აზრი, სიბრძნე ღვთისა, რადგანაც მასშია თავმოყრილი აზრები ყოველ ქმნილებაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 08:57 PM

"შთამაგონებელი სიტყვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:44 PM

"სიტყვა ძალაა, თუ მას ახლავს ჭეშმარიტება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:21 PM

"სიტყვა ჭეშმარიტი უპირველესი და უკანასკნელიც უფლისაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2019, 11:24 AM

"კითხვა: მორწმუნე ადამიანებისგან გამიგია გამოთქმა: „შეიმოსეთ მახვილით”. რამდენად მიზანშეწონილია ქრისტიანისთვის ეს სიტყვები?

პასუხი: „საქმე მოციქულთაში” არის ასეთი სიტყვები: „შეიმოსეთ მახვილით, რომელ არს სიტყვაი ღვთისაი“. როგორც ხედავთ, აქ სიტყვა „მახვილი” იარაღს კი არა, ღვთის სიტყვას ნიშნავს. მისი განმარტება კი ასეთია: ჩვენი სამოსის გაყიდვაც რომ დაგვჭირდეს, ანუ, ნებისმიერი საშუალებით, უნდა მოვიპოვოთ უფლის სიტყვა და მისი მცნებები აღვასრულოთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2019, 10:08 PM

"რაზეც არ უნდა ისაუბროთ - ეს ის ცუდი სიტყვებია, რომლებიც ვიღაცისგან მოისმინეთ. შეიძლება დაგესვაროთ ფეხსაცმელი და შეიძლება დაგესვაროთ სული. ადამიანი, რომელიც სახლში ჰყვება, რაც გზაში უგუნურისგან მოისმინა, ჰგავს იმას, ვინც სახლში დაბრუნდა და ჭუჭყიანი ფეხსაცმელი არ გაიხადა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 06:40 PM

"ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომელმაც, შესაძლოა, შენს ძმას ჭრილობა მიაყენოს. კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი - ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები"

/ბერი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2019, 05:08 PM

"მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას სჩვევია დაჯდომა და თავის მოწონება"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2019, 04:31 PM

"ცუდი სიტყვა კეთილ საქმეებსაც ცუდს ხდის, კეთილი სიტყვა კი ცუდ საქმეებსაც აკეთილშობილებს".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2019, 05:27 PM

"გაუფრთხილებელი სიტყვით შეიძლება დაღუპო ადამიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2019, 04:44 PM

"მოიძულე უქმადმეტყველება, როგორც ყინვისა და გვალვის მშობელი, რადგან უქმადმეტყველება თვალში ცრემლს დაგვიშრობს და სულს დაგვიჭკნობს"

/ბერი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 08:18 PM

"წუთში თბილი სიტყვების კორიანტელი დადგა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2019, 10:42 PM

"ღვთის სიტყვა ტკივილებით იშვება ადამიანის გულში"

/მამა იოანე კავსაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2020, 10:48 PM

"სიტყვები არსაიდან მოცვენილი ქვებივით ჩამოიყარა მათ შორის"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 08:51 PM

"მომთაბარე ტომივით, სიტყვებს მისამართი არ ჰქონდა, მთელ დედამიწას ედებოდა"

"უნდოდა, ეპასუხა, კიო, მაგრამ ტუჩებს სიტყვა ვერ ათქმევინა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:34 PM

"- კარგი, მაგრამ ხმა არ ამოიღო, კრინტი არ დაძრა.
- ჰო, ცხედარივით ვიჯდები"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 06:49 PM

"სიტყვები დაკლაკნილ ნაკადულს ჰგავდა, იოლად მიედინებოდა"

"ქარაგმებით ნათქვამი სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვრცელდებოდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2020, 08:24 PM

"არ არის უკეთესი სიტყვები ჩვენს ენაზე, ვიდრე: "უფალო, მიხსენ მე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2020, 06:39 PM

"უსიყვარულოდ და ბოროტად ნათქვამი სიტყვა ტყვიაზე უარესია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2020, 03:23 PM

"ცუდი სიტყვა კეთილ საქმეებსაც ცუდს ხდის, კეთილი სიტყვა კი ცუდ საქმეებსაც აკეთილშობილებს"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:01 PM

"მრავალმეტყველი ადამიანი არ უტოვებს თავის თავში ადგილს სულიწმინდას"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:30 PM

"სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა"

/სიბრძნე ზირაქისა/

"ცხოვრება უსიტყვოდაც მოძღვრავს, სიტყვა კი - ცხოვრების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძლიერად და ბრწყინვალედაა გადმოცემული, მსმენელს მხოლოდ ამძიმებს"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2020, 06:31 PM

"ერთგულებაა დასაფასებელი და არა ლამაზი სიტყვები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 06:00 PM

"სიტყვამოფიქრებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:17 PM

"ღმერთი სიტყვა იქცა ადამიანად - იესო ქრისტედ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 02:55 PM

"რამდენადაც თვითონ არის დიდებული ობიექტი ქებისა, ამდენად ძალაც სიტყვისა ამ ობიექტის შესაფერის უნდა იყოს"

/წმ. გრიგოლი ღმრთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2020, 02:55 PM

"დაამშვიდა და დიდსულოვნების სამკურნალო სიტყვებით განკურნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:17 PM

"ცხოვრებაში ბევრი რამ წაღმა-უკუღმა სათქმელი და საფიქრალია"

"მე მივხვდი, რომ ყოველი სიტყვა ქვევრივით არის, რითაც აავსებ, იგივე დაგიღვინდება"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:17 PM

"როცა მსჯელობა ერთხელ მოსწყდება ჭეშმარიტებას, ცდომილების თანმიმდევრობას იგი მრავალ და საშიშ უაზრობამდე მიჰყავს"

/წმ. ბასილი დიდი/

"ვინც ფუჭად მეტყველს ეკამათება, რამდენადმე თვითონაც მას ემსგავსება"

/წმ. ბასილი დიდი/

"წყობილსიტყვაობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:35 PM

"ძალიან სახიფათოა ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა"

/სულიერი მარგალიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:22 PM

"ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამბობთ სიცრუეს, ცილს ვწამებთ ერთმანეთს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:57 PM

"ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს, ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე - როგორც საჭიროა"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 06:26 PM

"ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები"

/იგავნი სოლომონისა, 20, 19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 07:05 PM

"ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისთვისაც"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 06:56 PM

"სიტყვები გაათამაშა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:14 PM

"სულ მალე უფრო ღრმად და მკვეთრად დარწმუნდა, რომ სიტყვები ხშირად ვერ გამოხატავენ თავის შინამნიშვნელობას"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:26 PM

"გაჰკრა სიტყვიერი ნემსი"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:28 PM

"სიტყვამუნჯა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 11:20 PM

"არ იფიქრო, რომ მარტო იარაღით შეგიძლია მოკლა ადამიანი... სიტყვა ყველაზე დაუნდობელი იარაღია... არც ის იფიქრო, რომ სასწაულის მოხდენა არ შეგიძლია... თუ მოინდომებ, შენი სიტყვით მკვდარსაც გააცოცხლებ!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 09:58 PM

"თითქოს ქარმა ძირში მოუწყვიტა სიტყვა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 10:28 PM

"ჩქარსიტყვაობა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 09:52 PM

"გრძელ-უზრდელა ენა"

"დინჯხუმარა საუბარი"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:29 PM

"ქალს ორივე სიტყვა გულში მოხვდა. როყიოდ მორტყმული კი, ნიშანში მორტყმულზე უარესია!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:07 PM

"თანდათან დავძარი შერღვეული სიტყვის მასალა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:31 PM

"გული შემიხუთა სიტყვამ"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 02:21 PM

"თქმული სიტყვა - ამოუწურავი მორევია... მას იმდენი კილო აქვს, რომ ხშირად მთქმელს არ მოეხსენება - რა სთქვა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 03:09 PM

"ყოველი გულწრფელი სიტყვა ხომ მისი მთქმელის სულის სახეა!.."

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:24 PM

"კეთილი სიტყვებისაგან ენა არ გახმება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2020, 08:55 PM

"სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც ნებავს, სწორედ იმას განმარტავს სიტყვა."

/წმ.ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 09:40 PM

" - ფრთხილად უნდა ვიყოთ საუბრებში?

- საუბრებში აუცილებლად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხშირად უბრალოდ ნათქვამ სიტყვას ცუდად განმარტავენ ხოლმე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2020, 08:03 PM

"ადამიანს ესაუბრე მხიარული სახით, რათა შენი მოსაუბრეც მხიარული იყოს, თავად კი შინაგანად ოხრავდე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2020, 03:38 PM

"სიტყვა ჩვენს ცხოვრებას უნდა ქმნიდეს, შემოიკრებდეს სიკეთეს, გვაახლოებდეს ერთმანეთთან, მოჰქონდეს ერთობა და არა დაშლა, განცალკევება და სიკვდილი"

/მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელ (კოროლიოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:50 PM

"მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია, არ შესცოდო. ამ დროს სულში ჩნდება სევდა, რაც იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ ჩვენ უფალს დავშორდით"

/წმინდა თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 07:57 PM

"სიტყვა სულის ნაწილია, უფალი ამბობს, რომ ყოველი უქმი სიტყვისათვის პასუხს აგებ - სიტყვითა შენითა განმართლდები, სიტყვითა შენითა დაისჯები. ლოცვაც სულის ნაწილია, იქიდან ამოდის და ღვთისაკენ მიემართება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 03:38 PM

"წაქცეულ ადამიანს ერთი თბილი სიტყვა ფეხზე დააყენებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 07:01 PM

"სულიერ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყოველი სიტყვის გაკონტროლებას, რადგან ყოველი ამაო სიტყვა - ადამიანის ძვირფასი სულიერი ენერგიის დანაკარგია, სწორედ ამიტომ უჩნდება ადამიანს ხანგრძლივი და უშინაარსო საუბრის შემდგომ დანაკარგისა და სიცარიელის შეგრძნება, თითქოს სული სიმძიმილით და ბურუსით აღივსოო და საკუთარივე თავისთვის საძაგელი შეიქმნება."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2020, 02:35 PM

"ყოველი ცრუ სიტყვა - იარაა და ნაჭდევი ადამიანის სულის სახეზე, ყოველი ბილწი და გამხრწნელი სიტყვა კი - აყროლებული ჭრილობა, რამეთუ უფალმა ბრძანა, რომ ყოველი ამაო სიტყვისთვის საშინელ სამსჯავროზე ვაგებთ პასუხს და, მით უფრო, ცოდვილი სიტყვისთვის.

აქ ურთიერთკავშირია სულსა და სიტყვას შორის. გული წარმოშობს ზრახვას, რომლისგანაც წარმოიშვოა სიტყვა, წარმოთქმული სიტყვა კი ბუმერანგივით უბრუნდება კაცს. სული საკუთარივე სიტყვის სამიზნე შეიქმნება."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2020, 08:16 PM

"სიტყვა, რომელიც სხვას გადაარჩენს, არასდროს დაგენანოს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2020, 08:39 PM

"არ იფიქრო, რომ მარტო იარაღით შეგიძლია მოკლა ადამიანი... სიტყვა ყველაზე დაუნდობელი იარაღია... არც ის იფიქრო, რომ სასწაულის მოხდენა არ შეგიძლია... თუ მოინდომებ, შენი სიტყვით მკვდარსაც გააცოცხლებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2020, 08:26 PM

"სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2020, 01:48 PM

"ყოველთვის ისეთი სიტყვა მონახე, რომ ადამიანი გადაარჩინო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 03:11 PM

"გრცხვენოდეს ჭორის გამეორებისა და დაფარულ სიტყვათა გამჟღავნებისა"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2020, 09:33 PM

"მრავალსიტყვაობა ძალას ართმევს ლოცვას, კონტროლის უნარს უკარგავს გონებას, აცარიელებს და აამაყებს სულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 08:49 PM

"ხელში კვერთხივით ეჭირა [შოთა ნიშნიანიძეს] ქართული სიტყვა"

/ზაალ ბოტკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 03:09 PM

"ფრაზა: "ისე, უბრალოდ ვთქვი" - მიუღებელი იყო. მამა ვიტალისთვის [სიდორენკო] სიტყვას განსაკუთრებული ფასი და მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც მასში უფალი მჟღავნდებოდა. მან იცოდა, რომ პირველიდგან იყო სიტყვა და ეს უკიდეგანო, ულამაზესი სამყარო ღვთის სიტყვით შეიქმნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 04:24 PM

"თუკი სიმდაბლით არ მივიღებთ სალანძღავ სიტყვებს, ვერ ვარგებთ ჩვენს სულებს. "შემიწყალე და მიხსენ მე უფალო". ხოლო თუკი მაინც შფოთავს შენი გული, ეცადე, რომ მრისხანე და ავი სიტყვები მაინც დაიოკო, გაჩუმდი: "დასდევ საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:53 PM

"მხოლოდ ღმერთი გაიგებს, რისი თქმა გსურს.
ადამიანებს პირიქით ესმით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2020, 08:32 PM

"ბერი გამუდმებით გვარიგებდა და მის ნათქვამს ცეცხლოვანი ძალა ჰქონდა. მოუთმენლად ველოდით მის სიტყვას. ქრისტეს მიერ მოწოდებული ადამიანი მხოლოდ მას ეძებს და მის შესახებ სიტყვა სწყურია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 09:29 PM

"თუ საუბრობ, ისეთი სიტყვა წარმოთქვი, ადამიანი გადაარჩინო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 10:05 PM

"ადამიანი შეიძლება ერთმა სიტყვამ გადაარჩინოს, ან იმ ერთი სიტყვით გაანადგურო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 06:01 PM

"ადამიანი ზოგჯერ ერთმა მცირე სიტყვამ შეიძლება გადაარჩინოს...
იმ მცირესაც ნუ დაინანანებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2021, 08:30 PM

"ენა არის ადამიანის მორთულობა, რადგან ის არის წინასწარმეტყველური სიტყვის იარაღი, რითაც გონიერი ადამიანები განვსხვავდებით უსიტყვო მხეცთაგან და დავანახვებთ ადამიანებს ჩვენს აზრებს, რაც გულში გვაქვს"

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 09:51 PM

"სხვა თუ არაფერი, ისეთი სიტყვა უთხარი, სიცოცხლე მოუნდეს ადამიანს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2021, 06:21 PM

"აბბა მაკარიმ თქვა: ამაყი და ბოროტი სიტყვა კეთილ ადამიანებსაც კი ბოროტებისკენ მიმართავს, ხოლო თავმდაბლური და კეთილი სიტყვა ბოროტ ადამიანებსაც სიკეთისკენ მოაქცევს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:24 PM

"ნუ იფიქრებთ, ნუ ილაპარაკებთ და ნუ გააკეთებთ ნურაფერს, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღვთის სიტყვის თანხვდომილი იქნება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2021, 06:05 PM

"ვიდრე სიტყვას იტყვი, გამოსცადე, როგორი იქნება მისი მოქმედება; და - კიდევ უფრო მკაცრად: ვიდრე საქმეს გააკეთებ, გამოსცადე, რას იტყვის იგი, რამეთუ საქმე სიტყვაზე მეტად ლაპარაკობს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2021, 09:23 PM

"დაე, თქვენი სიტყვა იყოს სასიამოვნო; არ იყოს გაურკვეველი და თავაწყვეტილი, არამედ თავდაჭერილი. რადგან სწორედ ამას ნიშნავს მარილი. არ იყოს ზედმეტად მხიარული და ზედმეტად მკაცრი. როგორც უმარილო საკვები უსიამო შესაჭმელია, ხოლო ზედმეტად მარილიანს პირში ვერ ჩაიდებ და ორივე შემთხვევაში არასასურველი შესაჭმელია, ასევეა სიტყვაც. ნუთუ არ გახსოვს, როგორ განკურნა დანიელმა სიტვით უღვთო ადამიანი? ვერ ხედავ, სამმა ყრმამ იმგვარი სიმამაცე და სიმტკიცე გამოიჩინა, მკაცრი და შეურაცხმყოფელი სიტყვა არ დასცდენია? რადგან კადნიერი სიტყვა არა სიმამაცის, არამედ ამპარტავნობის ნიშანია".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 08:00 PM

"წმინდა იოანეს საღვთისმეტყველო ენაზე, სიტყვა, ყოვლადწმიდა სამების მეორე პირის ერთ-ერთი სახელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 06:56 PM

"მკაცრად დააკვირდი შენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, შემდეგ არ ინანო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 08:46 PM

"ერთხელ გამოფრენილი სიტყვის უკან დაბრუნება შეუძლებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:53 PM

"სადაც სიტყვა მრავლადაა, იქ, ჩვეულებრივ, მრავალი ცოდვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 05:34 PM

"ზოგიერთი ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 05:25 PM

"მხოლოდ ის ფლობს ბოლომდე სიტყვის მადლს, ვინც არცერთ სიტყვას ამაოდ არ განაბნევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:47 PM

"ცუდი სიტყვა კეთილ საქმეებსაც ცუდს ხდის, კეთილი სიტყვა კი ცუდ საქმეებსაც აკეთილშობილებს"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 10:00 PM

"ნათქვამ სიტყვას უკანე ვერ დააბრუნებ; ვიდრე არ წარმოგითქვამს იგი, მისი ბატონი ხარ; ხოლო როცა წარმოთქვამ, იგია შენი ბატონი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:25 PM

"უმჯობესია მეტი აკეთო და ცოტა ილაპარაკო; ჩვენში კი პირიქითაა: მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე - ვაკეთებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2021, 05:05 PM

"გაუაზრებლად წარმოთქმული ერთი სიტყვა ხანდახან საკმარისი ხდება, რომ უბედურება გვეწვიოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:41 PM

"არავითარ შემთხვევაში არ გაფლანგო სიტყვა უგუნურად, სიტყვის შექმნილი შემოქმედებითი სიტყვაა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 08:50 PM

"სიტყვა ისარი არაა, მაგრამ ხშირად ისარზე მტკივნეულად ესობა გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2021, 10:19 PM

"ენა, მართალია, პატარა ნაწილია, მაგრამ დიდ საქმეებს იქმს. ერთი კეთილი სიტყვა, და მკაცრი ყინული გალღვება და, პირიქით, - ერთი ცუდი სიტყვა, და სიცხეში კანკალს დაგაწყებინებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:36 PM

"არ ილაპარაკო ყველაფერი, რაც იცი, მაგრამ აუცილებლად იცოდე ყველაფერი, რასაც ამბობ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 07:56 PM

"ერთმა კეთილმა სიტყვამ ოდესღაც ერთი ბილწი ავაზაკი სუფთა და წმიდა გახადა და სამოთხეში შეიყვანა. და ერთმა ცუდმა სიტყვამ გადაუღობა მოსეს აღთქმულ მიწაზე შესასვლელი. დაე, ნუ ჩავთვლით მრავალმეტყველებას სუსტ ავადმყოფობად; რამეთუ ბოროტად მეტყველნი და ფუჭად მოლაპარაკენი ცათა სასუფევლის დაკარგვას მიუსჯიან თავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 10:23 PM

"ნება არ მისცე ენას გაუსწროს შენს ფიქრებს!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2021, 09:38 PM

"წმიდა ადამიანები, ჩვეულებრივ, ლაპარაკობენ წმიდა საგნებზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 04:13 PM

"სიტყვები არაფერს ნიშნავს, როდესაც ისინი საქმით არ არის განმტკიცებული და გამაგრებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 06:41 PM

"იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები!"

/წმ. ანტონ დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:00 PM

"ისეთი სიტყვა გაიმეტე, რაც ადამიანს გულს გაუთბობს…
შენც მოიპოვებ სიმშვიდეს და ბედნიერებას!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:19 PM

"სიტყვით თუ ვერ გააცოცხლებ ადამიანს, არც უნდა მოკლა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 07:00 PM

"სიტყვა ფიქრების სახეა და ჩვენს გრძნობებს გამოხატავს; შესაბამისად, სიტყვიდან იოლად შეიძლება შეიცნო მოსაუბრე ადამიანის შინაგანი, სულიერი მდგომარეობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 03:07 PM

"ვინც დაუფიქრებლად ლაპარაკობს იმის მსგავსია, ვინც უმიზნოდ ისვრის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:14 PM

"როგორიცაა ადამიანი, ისეთია მისი საუბარი", - თქა სოკრატემ, და როდესაც მას წარუდგინეს ახალგაზრდა, რათა აზრი გამოეთქვა მასზე, პირდაპირ მასთან საუბარი წამოიწყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:45 PM

"დაე, იყოს ჩვენი საუბრები ისეთი, რათა მათ გამო პასუხი არ ვაგოთ საუკუნო სატანჯველით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 05:39 PM

"როდესაც დასრულდება საუბარი, საკუთარ თავს ანგარიში მოსთხოვე, რომ მადლობა გადაუხადო უფალს, თუ საუბრისას ისეთი იყავი, როგორიც უნდა ყოფილიყავი, ანდა, შენს მიერ ჩადენილი შეცდომები გამოასწორო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 06:26 PM

"მსჯელობა ყველაზე უკეთესია, მოთმინება - ყველაზე საჭირო, მდუმარება - ყველაზე უკეთესი, მრავალმეტყველება - ყველაზე ცუდი"

/სქიმმონაზონი პართენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2021, 09:59 AM

"გამოსცადე საკუთარი თავი: იმას ლაპარაკობ, რაც გონებაში გაქვს? ხანდახან გული შხამითა და ბოღმით ხომ არ გაქვს სავსე?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 09:55 PM

"ვისთვისაც სიტყვა საქმეა, ის ძლიერია სიტყვაშიც და საქმეშიც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 05:29 PM

"ენის მოსუსტებული აღვირი აჩვენებს, რომ იგი შორსაა სათნოებებისაგან"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:45 PM

"ბაღი ღობის გარეშე გაითელება და გაჩანაგდება: და ვინც არ ინახავს თავის ბაგეებს, იგი დაღუპავს ნაყოფს (სათნოებებისა)".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2021, 07:27 PM

"სარგებლით იყურე, სარგებლით ისმინე, სარგებლით ისაუბრე, სარგებლით უპასუხე!"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 04:52 PM

"ცუდი საუბრებისკენ მიდრეკილება არის გზა ცუდი საქმეებისკენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 01:02 PM

"საკმაოდ დამრიგებლური უნდა იყოს ის სიტყვა, რომლის გამოც შეიძლება, მდუმარება დაარღვიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 09:34 PM

"ერთგულებაა დასაფასებელი და არა ლამაზი სიტყვები!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2022, 05:21 PM

"ჭეშმარიტად სერიოზული საქმეა, რომ იყო ბატონი შენი ენისა. როგორც ამბობენ წმინდანები: "დიდ დაცემამდე მიიყვანს ენა".

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:21 PM

"ღვთის მიმართ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა უფალთან იწერება, ხოლო ბილწ სიტყვებს ბოროტი ძალები აღნუსხავენ"

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 09:35 PM

"სიტყვას ნუ აჭიანურებ!...
მოკლედ გამოსთქვი... გადასჭერ!!"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 06:24 PM

"სიტყვაა მხოლოდ წამალი
გულისთქმის, ურვილისაო"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:18 PM

"სადაც გული წმინდა არ არის და სული წრფელი, იქ სიტყვა ქრისტესი ვერ ისადგურებს"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 03:48 PM

"თუ ჯერარს თქმა და დადგა თქმის დრო, დამოძღვრის სიტყვა თქვი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 09:15 PM

"სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 02:49 PM

"არ არსებობს ერთნაირი სიტყვა და ერთნაირი დრო; ზოგიერთი სიტყვა ზოგიერთ დროს ხმალზე უარესია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:27 PM

"დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე, ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:36 PM

"ცნობილია, რომ ექიმები ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ავადმყოფის ენას აკვირდებიან; შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სიტყვებიც მართებულ ნიშნებად ემსახურებიან ჩვენი სულის კეთილ ან ბოროტ განწყობილებებს. "რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 09:34 PM

"ნაყოფით დახუნძლული ხე მწვანე ფოთლებითაც ირთვება: ასევეა სულიერი, დამრიგებლური სიტყვაც: იგი თავისთავად გამოედინება ადამიანისგან, რომელსაც აქვს კეთილი საქმეები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2022, 10:02 PM

"ენა არის ყველაზე კეთილისმყოფელი და ყველაზე მავნე ორგანო ადამიანისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2022, 09:31 PM

"მეტად ძნელია ხელოვნება ცოცხალი სიტყვის.
ჰმართებს სიფრთხილე სიტყვის ხელოვანს, არც როდის რყევა, არც უკუდგომა! ტრფიალი მისი, სიკვდილამდინ მას მსახურება!"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 09:17 PM

"ესროდა მათ კეთილ სიტყვას, საამო თქმას არ იშურებდა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:38 PM

"ნაკადობდა შენს ბაგიდან ტურფა სიტყვა ყვავილოვანი"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 08:08 PM

"მიარხევს სიტყვას კარგ ზღაპარივით"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 04:14 PM

"მკაცრი სიტყვა კარგსად სულელად გახდის, მოკრძალებულ ნათქვამს კი ყველასთვის სარგებლობა მოაქვს"

/ძველი პატერიკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 10:25 PM

"მცონარება ჩათვალე სულის დაბნელების დასაწყისად; დაბნელებას დაბნელება ერთვის. უსაზღვროდ სასარგებლო საუბრებიც კი ბოლოსდაბოლოს მავნებელი ხდება, მით უმეტეს - ამაო საუბრები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 07:00 PM

"ვისაც დრო ამაოდმეტყველების სიფხიზლეში გაჰყავს, იგი უკეთესად მოიქცეოდა, თუ დაიძინებდა"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 02:17 PM

"რა არის მხოლოდ სწავლება ქმნის გარეშე, ანდა მხოლოდ სიტყვა საქმის გარეშე, მათი ცხოვრებაში აღსრულების გარეშე, თუნდაც ეს იყოს საცხოვნებელი სიტყვები და სწავლებები, თუ არ იქნება ცოდნისა და სიბრძნის სრულყოფილება? მით უმეტეს, ვერ აცხოვნებენ იმას, ვინც ასე საუბრობს და ასწავლის, ვერც უხელმძღვანელებს მათ ცხონებას, ვისაც ამას ეუბნებიან და ასწავლიან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 09:54 PM

"უჭკუო ადამიანის სიტყვა ზღვის ხმაურიანი ტყლაშუნია, რომელიც ნაპირზე ეხეთქება, მაგრამ სანაპიროს მცენარეებს ვერ ვნებს"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:43 PM

"საქმეები სიტყვებზე მეტად მეტყველებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:54 PM

"სიტყვა წინასწარ მომზადებული და დაწურული არ მქონია"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:13 PM

"ვერცერთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეყრდნობა, ყურს ვერ გასცდება, მაგრამ როდესაც სიტყვა საქმესთან ერთიანდება, ცოცხლდება და გულამდე აღწევს"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:39 PM

"სიტყვა საქმის გარეშე ჰგავს ნახატს, რომელიც გახუნებული საღებავებითაა დახატული: ქარი და წვიმა შლის მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 08:06 PM

"მოიქეცი ისე, რომ საქმემ სიტყვის მაგივრობა აღასრულოს, და ილაპარაკე ისე, რომ სიტყვა საქმის ნაცვლად იყოს!"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 12:31 PM

"ხანდახან ხდება, რომ შეკრების დროს, ძმათა შორის რაღაცის უდროოდ თქმის პატივმოყვარე აზრი იჭრება, ანგელოზებრივი აზრები კი გინერგავენ, განაგდო ეს ლაქლაქი, უდროო აზრი. ასე რომ, თუ არ განაგდებ მას კეთილი მდუმარებით, არამედ ნებას მისცემ გარეთ გამოვიდეს ის, რაც ამპარტავნებით იყო ნაკვები, ცუდ შედეგს მოიტანს. ერთმა კეთილმა სიტყვამ ოდესღაც ერთი ბილწი ავაზაკი სუფთა და წმიდა გახადა და სამოთხეში შეიყვანა. და ერთმა ცუდმა სიტყვამ გადაუღობა მოსეს აღთქმულ მიწაზე შესასვლელი. დაე, ნუ ჩავთვლით მრავალმეტყველებას სუსტ ავადმყოფობად; რამეთუ ბოროტად მეტყველნი და ფუჭად მოლაპარაკენი ცათა სასუფევლის დაკარგვას მიუსჯიან თავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 10:04 PM

"კარგზე საუბარი მასაც მართებს, ვინც კარგს არ სჩადის, რათა სიტყვებით შერცხვენილმა საქმის კეთებაც დაიწყოს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 09:11 PM

"ქრისტიანო, "ნუ გისწრებს ენა!". მიეცი თავს საშუალება, გააანალიზოს, სასიკეთო იქნება თუ არა შენთვის დ სხვებისთვის სიტყვა, რომელსაც შენ შობ სამყაროში და რომელიც, როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს, უკანასკნელ სამსჯავრომდე იცოცხლებს და წარსდგება მასზე ან შენს მოწმედ, ან - წინააღმდეგ. ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდე, დაფიქრდი და შემდეგ თქვი ან უპასუხე სამაგიერო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 05:47 PM

"ხელიდან გაგდებულ ქვაზე უკვე აღარ გვაქვს ძალაუფლება; ისევე, როგორც თითოეულ დაუფიქრებელ სიტყვაზე, ჩვენი ბაგეებიდან რომ გამოფრინდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 04:33 PM

"ო, რაოდენ ცოტაა ისეთი საუბრები თვით მათი მხრიდან, ვინც საქადაგებლადაა მოწოდებული, რისთვისაც პასუხისგება მოუწევთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2022, 09:26 PM

"მავანნი გულუხვნი და მოსიყვარულენი არიან ახლობლებისადმი, მაგრამ თავიანთი ენით ვნებენ ადამიანებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 09:05 PM

"ნეტარებას მადლიანი, ღვთისთვის სათნომყოფელი სიტყვები მიანიჭებს ადამიანს. ავსიტყვაობამ კი შეიძლება თავადაც დაგვღუპოს და სხვებიც დააზიანოს, ჩვენს ნათქვამს შესაძლოა ადამიანის მკვლელობაც მოჰყვეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:02 PM

"მთის ყვავილებივით ლამაზი სიტყვებით"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2022, 06:08 PM

"წმინდა ამბროსი ოპტელი გვაფრთხილებს, ფხიზლად ვიყოთ სიტყვის წარმოთქმისას: "სიტყვა ბეღურა არ არის - რომ გაფრინდება და ვერ დაიჭერ. ხშირად გაუფრთხილებლად ნათქვამ სიტყვებს უფრო მეტი უბედურება მოაქვს, ვიდრე საქმეს". ადამიანს პირმეტყველი იმიტომ ჰქვია, რომ სიტყვები გონივრულად, მოფიქრებულად წარმოთქვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2022, 08:58 PM

"ჭეშმარიტად ერთ უქმ სიტყვასაც კი ძალუძს, გონება ღვთის ხსოვნას განაშოროს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2022, 08:48 PM

"სიტყვა ადამიანის შემოქმედების იარაღიცაა. ჩვენ განვანათლებთ და გავნათლდებით სიტყვით. ბილწსიტყვაობით კი ითესება სიბნელე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:55 PM

"სულიერ ცხოვრებაში, რაც მეტს ილაპარაკებ, მით მეტის გადახდა მოგიწევს თითოეულ სიტყვაზე"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 10:15 PM

"ხშირად თამამი სიტყვების უკან, ლაჩრული საქმეები იმალება"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 02:31 PM

"ერთხელ ისეთი რამ ვკითხე, რაც სარწმუნოებასთან დაკავშირებული არ იყო. მან შემაჩერა და მითხრა: "ეს ლაპარაკი სასუფეველში ვერ შეგიყვანს. ყოველი უქმი სიტყვისათვის პასუხისმგებელი ვართ ღვთის წინაშე"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 07:58 PM

"სიტყვა წამექცა, ვეღარ ვახერხებ,
როგორმე ფეხზე წამოვაყენო"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2023, 01:56 PM

"ზოგი ბევრს, ზოგი ცოტას, მაგრამ ფუჭ სიტყვებს ყველა წამოვისვრით ხოლმე, მხოლოდ მდუმარებაა ამისგან თავისუფალი.

ძმაო, გაფრთხილდი! შენ ბატონობ იმ სიტყვებზე, რომლებიც არ გითქვამს და ემონები უკვე ნათქვამს!"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:40 PM

"ყველაზე მავნე უნარი - არის ყბედობა"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2023, 10:02 PM

"ამაოდმოუბრობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 10:52 AM

"ჩვენ როდესაც სიტყვით ვცოდავთ, უპირველეს ყოვლისა, თვით უფლის წინაშე ვცოდავთ, რადგან ყველა სიტყვას ღვთის წინაშე წარმოვთქვამთ"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 06:57 PM

"ჩვენ წუთში დაახლოებით 150 სიტყვას ვამბობთ, ერთ საათში - 9000 სიტყვას, ათ საათში 90000, ხოლო თუ ვთქვათ, ყოველდღიურად 10 საათს ვსაუბრობთ, მაშინ წელიწადში წარმოვთქვამთ 32 მილიონ სიტყვას, მაშასადამე, მთელი ცხოვრების მანძილზე - მრავალ ასეულ მილიონობით სიტყვას. და ვინ არის ჩვენ შორის ისეთი, რომ მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა წმინდა, ბრძნული და ღვთივსულიერი იყოს?!

ამიტომ ძვირფასებო, წარმოვიდგინოთ, იმ ასეულ მილიონობით სიტყვიდან, ჩვენ რომ მთელი ცხოვრების მანძილზე წარმოგვითქვამს და წარმოვთქვამთ, რამდენია მათ შორის - ცრუ, ამაო, ფუჭი, უსამართლო, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, უხამსი, უცენზურო, ბილწი...

ხომ გახსოვთ უფლის გაფრთხილება:

- თქვენი სიტყვებითა და საქმეებით გამართლდებით და თქვენი სიტყვებითა და საქმეებით გამტყუნდებითო"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2023, 06:40 PM

"და ადამიანები დუმან ღმერთზე. საშინელი სიმპტომია. ქვეყნიერება ილეკება სიტყვათა ლეგიონებით, ადამიანის ენა შეპყრობილია ამ ცარიელი ლეგიონებით - და არცერთი სიტყვა, თითქმის არცერთი სიტყვა არ გაისმის ღმერთზე, ყოველივეს დასაბამსა, დასასრულსა და შუაგულზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 08:20 PM

"ოქრონეტარი სიტყვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 04:56 PM

"ყველა მრავალმეტყველთათვის ვინანიებ, უფალო, რამეთუ შენი უძვირფასესი ძღვენი - მეტყველების ნიჭი - იაფფასიან ქვიშად აქციეს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 05:15 PM

"სიტყვა ადამიანის სულში იშობა.

სიტყვა გამოხატავს ყველაფერს, რაც სულში ხდება და აღესრულება"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2023, 02:25 PM

"სწორედ ერთ სიტყვას შეუძლია "ფრენა" გასწავლოს, საოცრებები გაკეთებინოს, შეუძლებელი შეგაძლებინოს. ამიტომ დააკვრიდი შენს თავს, დაიწყე ფიქრი, აზროვნება, გააკონტროლე შენგან გასროლილი თითოეული ბგერა - მას დიდი ძალა აქვს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2023, 08:26 PM

"უმარილო საჭმელი ხომ უგემურია და მისი ჭამა არ გინდება. ასევეა მაშინ, როდესაც ზედმეტი მარილი მოგვდის. ამიტომაც უხვი სიტყვებიც და ზედმეტი მდუმარებაც ორი უკიდურესობაა. სიტყვა განსჯითა და ყურადღებით უნდა წარმოითქმებოდეს"

/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 12:03 PM

"არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი... რათა მადლი მიანიჭოთ მსმენელებს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 10:37 AM

"როცა მართალ, კეთილ და წმინდა სიტყვებს წარმოვთქვამთ, ათასობით და ათასობით ადამიანის გულში მადლი ან სიკეთე მრავლდება და ბოროტება მცირდება, ხოლო თუ ცრუ და ბოროტ სიტყვებს წარმოვთქვამთ, ბოროტება ათიათასობით ადამიანთა გულებში მრავლდება და სიკეთე მცირდება"

აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 05:26 PM

"ნურაფერს იტყვი დაუფიქრებლად. მტკიცედ გახსოვდეს, რომ დრო ცოტააა და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ყოველი უსარგებლო სიტყვისთვის".

/ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2024, 08:44 PM

"მრავალსიტყვაობის ბოლო სულის დაცარიელება და მადლის დაკარგვაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)