IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ღვთისმშობლის ხუთგზის სალმობა-ვედრებანი
izi-bartki
პოსტი Sep 21 2007, 06:01 PM
პოსტი #1


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



მაინტერსებს რა შემთხვევაში იკითხება "ღვთისმშობლის ხუთგზის სალმობა ვედრებანი"?შეიძლება თუ არა რომ ეს ლოცვაც,წავიკითხო ღვთისმშობლის სხვა ლოცვებთან ერთად??თუ ეს ლოცვა მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისას იკითხება? გამარკვიეთ ძალიან გთხოვთ,წინასწარ დიდი მადლობა.იზა


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Sep 25 2007, 12:00 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



რამდენადაც ვხვდები, თქენ გულისხმობთ წმიდა დიმიტრი როსტოველის მიერ შედგენილ ლოცვებს ღმრთისმშობლის ხუთი ტკივილის მოსახსენებლად. თვით ლოცვის სიტყვები მართლაც მშვენიერია და დიდად შეეწევა ყურადღებით და მონდომებით მლოცველს. მაგრამ დამაფიქრებელია დამოკიდებულება ლოცვისადმი.

ეს ლოცვა ბოლო დროს "მოდური" გახდა, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა ლოცვა. არის შემთხვევები, როცა მორწმუნეები დროის ნაკლებობის გამო ტოვებენ საყოველთაოდ მიღებულ დილა–საღამოს ლოცვებს, მაგრამ აუცილებლად კითხულობენ "განსაკუთრებულ" ლოცვებს (ზოგიერთი მათგანი საგანგებოთ ვრცელდება მათი გამრავლების და გავრცელების მოთხოვნით). ასეთი დამოკიდებულება ხალხურ ოკულტიზმს (შემლოცველობას) უფრო ახასიათებს, ვიდრე მართლმადიდებლობას. ლოცვა არ არის შელოცვა. ლოცვა ყურადღებით კითხვისას ჩადის გულში, აიყოლიებს მას, ლოცვის სიტყვები შეეთვისებიან ადამიანის გულს, მის საკუთარ სიტყვებად იქცევიან. რაღაც განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ცალკეული ლოცვებისათვის უფრო შელოცვებისადმი დამოკიდებულებას წააგავს. არ უნდა ვიყოთ ლოცვის სიტყვების მოიმედენი, არამედ გავითავისოდ და ვეცადოთ გულითაც ავყვეთ მათ.

დამწყები ქრისტეანისათვის დამაბრკოლებიც კი შეიძლება გახდეს ის მოკლე ანოტაცია, რომელიც ამ ლოცვას უძღვის წინ. ასე მაგალითად ვკითხულობთ: "მიუგო მას (ბერს – დეკ. ა.) უფალმა: … მეორე ტკივილის მოხსენებისათვის შევუნდობ ყველა ცოდვას". წარმოგიდგენიათ ახლადმოსული, რომელიც წაიკითხავს, რომ თურმე საკმარისია წაიკითხო ყოველდღე ეს მოკლე ლოცვა და შეგენდობა ყველა ცოდვა. მაშ რა საჭიროა აღსარება? სამწუხაროდ ვერცერთ ჩემთვის ცნობილ ლოცვანში ვერ ვნახე უფრო ვრცელი განმარტება.

კვლავ ვიტყვი, რომ ეს ლოცვები წმიდანის შედგენილია და დიდადშემწეა, მაგრამ თუ სწორად მივუდგებით და არ შევმოსავათ განსაკუთრებულობის სამოსში.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 07:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი