IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე
KAIROS
პოსტი Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...

http://church.ge/index.php?showtopic=576

"ლოცვა უცნობი ადამიანისათვის"

მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს:

"... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..."

და სხვაგან:

" ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით."

ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ?

მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ:

"უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)"

რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ...

საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 10 2007, 02:28 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



დილის ლოცვებში ჩვენ ვამბობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წარმწყმედელთა წვალებათაგან დაბნეულნი..." ნებისმიერი მწვალებლობა არის მართალი სარწმუნოების უარყობა და ჭეშმარიტების გზიდან გადახვევა. როგორც ლოცვის სიტყვებიდან ჩანს, ჩვენ ვიხსენიებთ მათ, ვინც შეცდა და დაიბნა. არის სხვა კატეგორია ადამიანებისა, რომელთა მდგომარეობას მიესადაგება ტერმინი "სასიკვდინე ცოდვა". მარიამის კითხვაზე ჩემს მიერ გაცემულ პასუხში იყო ბმულები წმიდა თეოფილაქტე ბულგარელის და წმიდა იუსტინეს (პოპოვიჩი) წიგნებზე, რომლებშიც ვკითხულობთ შემდეგს (შენდობას ვითხოვ რუსული ტექსტის მოყვანისათვის): "о грехе к смерти говорит: пусть не просит, то есть не молится: ибо не будет услышан, потому что просит не на добро. Разумеет того, кто не показывает никакого обращения. Ибо грех к смерти тот и есть только, в котором не приносят раскаяния" (ნეტარი თეოფილაქტე); "каждый грех, в котором остается человек добровольно, благодарно и непреклонно, есть грех к смерти" (ღირსი იუსტინე). როგორც ვხედავთ ეს მამები სასიკვდინე ცოდვაში მყოფებს უწოდებენ მათ, ვინც არ აჩვენებს არანაირ ნიშანს სინანულისა და მოქცევისა, ნებაყოფლობით და მოუდრეკელად რჩება ცოდვაში. შევნიშნოთ, რომ წმიდა მოციქული იოანე ხსენებულ ეპისტოლეში ლაპარაკობს ცოცხლებზე, რომელთა მდგომარეობა ჯერ კიდევ იძლევა არჩევანის გაკეთების საშუალებას და მაშასადამე მათთვის ლოცვითი შეწევნა შეიძლება კეთილ საქმედაც კი ჩანდეს. თითქოს უცნაურია სიყვარულის მოციქულისაგან მსგავსი მიდგომა. მაგრამ ღმერთი, რომელიც აძლევს ადამიანს ნების თავისუფლებას, ითვალისწინებს მის [ადამიანის] არჩევანს, პატივსსცემს მის მიერვე მინიჭებულ ამ თავისუფლებას, არ ართმევს მას ადამიანს და მისი გამოყენებისდამიხედვით განსჯის. ჩვენ ვერ ვშველით მათ, ვინც გაიგებს უფლის სიტყვებს, მაგრამ მაინც ჯიუტად გაიძახის თავისას. ასე მაგალითად, რასელისტებს ჩვევიათ პატიოსანი ჯვრის სისულელედ წოდება თითქოსდა წმიდა პავლეს სიტყვებით (თეს. 5,18). მაგრამ როცა წაუკითხავ წინადადებას სრულად, გადაგიან სხვა თემაზე. რატომ არ დაფიქრდებიან თავიანთი შეხედულებების სიმცდარეზე, რატომ არ დაეჭვდებიან თავიანთი მოძღვრების არაგულწრფელობასა და არაკომპეტენტურობაში? იმიტომ, რომ მათ გარკვეული მიზეზის გამო აწყობთ სიცრუის არათუ მიღება, არამედ ქადაგებაც კი. ძნელად დასაჯერებელია არ კითხულობდნენ ამ წინადადებას სრულად. ასე რომ არის განსხვავება მათ შორის, ვინც ცდება და ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას.

ლოცვა სასიკვდინედ მცოდველთათვის, თუ დავუჯერებთ ნეტარ თეოფანეს და ღირს იუსტინეს, ვერ იქნება აღვლენილი. ვერ აღევლინება იმდენად, რადნენადაც ეს იქნება კადნიერება, რომელსაც ჩვენს მიერ "სიყვარულად" წოდებული ემოცია ვერ გაამართლებს. სიყვარულის ნიჭი ბევრად მეტი ჰქონდათ იმ მამებს, რომლებიც შეაჩვენებდნენ მწვალებლებს და ანათემატიზმები დაგვიტოვეს. როცა ადამიანი კადნიერდება და აკეთებს იმას, რაც არ ეთანხმება წმიდა წერილსა და მამათა მცნებებს, განსაცდელის წინაშე აყენებს თავს. ეს არ არის მოყვასის გადასარჩენად ტვირთული განსაცდელი, არამედ უგუნური კადნიერების შედეგი. განსაცდელის სახე ყოველთვის არ არის ერთნაირი. მძიმე შედეგი ასეთი კადნიერებისა არის სარწმუნოებრივი ეჭვები. მაგრამ ყველაზე საშინელი, თუმცა ნაკლებად საგრძნობი არის სულიერი მდუღარების დაკნინება, წუთისოფელთან შერიგების გზების ფარული ძიება.

უამრავი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, რომელთაც არ იციან ღმრთის სიტყვა და მათი ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობა არცოდნას ეყრდნობა. უმეტესი მათგანი მონათლულიც კი არის. როცა იცი ის საშინელება, რომელიც ქრისტეს გარეშე დარჩენილს ელოდება, შეუძლებელია დარჩე გულგრილი და არ შეეწიო სიტყვით თუ ლოცვით. მაგრამ სხვაა ის, ვინც იცის და თვალს ხუჭავს. მათთან შეიძლება საუბარი, უფრო იმისათვის რომ გული მოვულბოთ, მაგრამ ლოცვა ვერ (ანუ – არ) აღესრულება.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaxa
პოსტი Feb 13 2007, 04:27 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 26-July 06
წევრი № 17



როგორ ფიქროთ, დღევანდელი ჩვენი ქვეყანა "სოდორი და გომორის" ცოდვაში არ არის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 13 2007, 09:26 PM
პოსტი #4


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ციტატა(kaxa @ Feb 13 2007, 04:27 PM) *

როგორ ფიქროთ, დღევანდელი ჩვენი ქვეყანა "სოდორი და გომორის" ცოდვაში არ არის?

ის, რაც ხდება საქართველოში ზნეობის მხრივ, მართლაც საშინელებაა. მაგრამ სოდომსა და გომორში არ მოიძებნა თუნდაც ათი მართალი ადამიანი. ჩვენში მართალი წირვა დგას, ქრისტეს სისხლი და ხორცი გვეძლევა, მადლმოსილი საიდუმლოებები აღესრულება. ღმერთმა დაგვიფაროს სოდომელთა ხვედრისაგან. დღეს ის დროა, როცა ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის ლოცვა თითოეული ჩვენგანის პირადი კანონის განსაკუთრებული ნაწილი უნდა იყოს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 14 2007, 01:51 PM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პასუხის პასუხი

დიდი მადლობა მამა ანდრია, გავკადნიერდები და ისევ დავუბრუნდები იმ საკითხს, ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ერთხელ შეგაწუხოთ და შემდეგ ამ თემაზე აღარ შეგეკითხებით, იმედია გამიგებთ, რომ ეს კითხვები, სწორი პასუხის ძებნას ემსახურება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!

ახლა, ყოველგვარი ჩემი კომენტარის გარეშე, დავსვამ ორ კითხვას, რომელიც თქვენი პასუხიდან გამომდინარეობს:

1)
ციტატა
ჩვენ ვიხსენიებთ მათ, ვინც შეცდა და დაიბნა ... არის განსხვავება მათ შორის, ვინც ცდება და ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას.


ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ მწვალებელთა ერთი ნაწილი უნდა მოვიხსენოთ, მეორე კი არა? და როგორ განვასხვავოთ ისინი?
ციტატა
აწყობთ სიცრუის არათუ მიღება, არამედ ქადაგებაც კი
ასე ვერ განვასხვავებთ, რადგან სექტაში ყველა მქადაგებელია... და სად წერია, რომელ მამასთან, ის რომ "მქადაგებელი ან თავი სექტანტთა ლოცვებში არ მოიხსენოთო"?

2)
ციტატა
ლოცვა სასიკვდინედ მცოდველთათვის ... ვერ იქნება აღვლენილი


ციტატა
სხვაა ის, ვინც იცის და თვალს ხუჭავს. მათთან შეიძლება საუბარი, უფრო იმისათვის რომ გული მოვულბოთ, მაგრამ ლოცვა ვერ (ანუ – არ) აღესრულება.



სასიკვდინე ცოდვებში საერთო საეკლესიო გამოცდილებით იგულისხმება მცნებისეული ცოდვების დარღვევა, გავამარტივებ, მრუშობა, ქურდობა და ა.შ. რა ვქნათ მამაო, არ მოვიხსენოთ ჩვენი ერში მყოფი ძმები, რომლებიც შეიძლება მრუშობენ ( ან თუნდაც ქურდობენ) , აკი ორივემ შესანიშნავად იცის, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით არ შეიძლება, მაგრამ მოსაქცევები არიან და ახლა არც ვილოცოთ მათზე, რომ მოექცნენ? სად წერია, ის რომ მათთან საუბარი შეიძლება,თხოვნით რომ მოექცნენ, და იგივე თხოვნით ღმერთთან საუბარი არ შეიძლება?

ვფიქრობ საკმარისად ნათლად დავწერე ჩემი აზრი, კიდევ ერთხელ დიდად გმადლობთ!

დაგვლოცეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 20 2007, 05:31 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



და კიდევ, ვიცი, რომ აქ სხვა მოძღვრებიც შემოდიან, იქნებ მათაც გვიპასუხონ, დავღალეთ მამა ანდრია smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 1 2007, 05:54 PM
პოსტი #7


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ყოველი ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ არის საკუთარი მსოფლმხედველობის მქადაგებელი. ამასთან ერთად, შეუძლებელია ადამიანი იყოს უცდომელი. გვინდა ეს თუ არა, ჩვენ ერთმანეთს ზოგჯერ ვუქადაგებთ ცდომილებას. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანი შეგნებულად ცრუობს სარწმუნოებრივ სწავლებაში (ამის მაგალითია ადრე ხსენებული რასელისტები), სულიერი სიკვდილს აზიარებს მოსაუბრეს. იცის, რომ ცრუობს, იცის, რომ უფალი ასე არ ამბობს და წმიდა წერილში ასე არ წერია, მაგრამ შეხედულებების გადახედვა არ უნდა, რადგან მაშინ თვითონ უნდა შეცვალოს ცხოვრება. ასეთი ადამიანი სასიკვდინედ სცოდავს.

ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, რომ, ვიდრე ვილოცებდეთ, დავკითხოთ ადამიანი. ვერ ვლოცულობთ მხოლოდ მაშინ, როცა აშკარად ვხედავთ, რომ ადამიანი ამახინჯებს სახარებისეულ სწავლებას, ცოდვას სიკეთეს უწოდებს. მრუშობა, კაცკვლა, ქურდობა და სხვა მრავალი მძიმე ცოდვა უმეტეს შემთხვევაში ზნეობრივი ძალების სისუსტის გამოვლინებაა და არა ღმრთისადმი შეგნებული წინააღმდეგობისა. ამიტომ მათთვის უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა მიმადლოს სინანული, იხსნას ბოროტის ტყვეობიდან. მაგრამ როცა კაცი არ იჩენს არანაირ სინანულს (не показывает никакого обращения – ნეტარი თეოფილაქტე), ნებსით და უდრეკად რჩება ცოდვებში (добровольно, благодарно и непреклонно – ღირსი იუსტინე), როცა თვლის, რომ მას უნდა მოეკლა, ემრუშა, მოეპარა და ა.შ., და ეს არ მიაჩნია ცოდვად, – ის ხშავს გულს და ღმრთის მადლის ვერმიმღები ხდება. ეს არის სასიკვდინე ცოდვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერ ვლოცულობთ მისთვის. მაგრამ, ისევ ვიტყვი – ჩვენ არ ვიძიებთ მოყვასის სულის მდგომარეობას და ნაკლს, არამედ ვსჯით იმით, რასაც ვხედავთ.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 1 2007, 10:40 PM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან დიდი მადლობა მამაო, ვგონებ უფრო ნათლად მივედით ბოლო პასუხამდე
ანუ
ციტატა
ვერ ვლოცულობთ მხოლოდ მაშინ,


1) როდესაც არის სარწმუნოებრივი სიჯიუტე:


ციტატა
როცა ადამიანი შეგნებულად ცრუობს სარწმუნოებრივ სწავლებაში (ამის მაგალითია ადრე ხსენებული რასელისტები), სულიერი სიკვდილს აზიარებს მოსაუბრეს. იცის, რომ ცრუობს, იცის, რომ უფალი ასე არ ამბობს და წმიდა წერილში ასე არ წერია, მაგრამ შეხედულებების გადახედვა არ უნდა


ისე ასეთი ჯიუტი, რასელისტიც შეიძლება იყოს და ბაპტისტიც...

და

2) ზნეობრივად გაუკუღმართებაში გამყარებულნი:

ციტატა
როცა კაცი არ იჩენს არანაირ სინანულს , ნებსით და უდრეკად რჩება ცოდვებში , როცა თვლის, რომ მას უნდა მოეკლა, ემრუშა, მოეპარა და ა.შ., და ეს არ მიაჩნია ცოდვად


სწორედ გავიგე მგონი...

ბოლო კითხვებს დავსვამ ამ საკითხთან დაკავშირებით და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ისევდაისევ, ამ კითხვების შემდეგ მე პირადად ამ საკითხს აქ აღარ დავუბრუნდები, მიუხედავად პოზიციისა.

კითხვაც ორია, თქვენს მიერ გამოყოფილი ორი შემთხვევის შებამისად:

1) მამაო, ყველა მწვალებელი დარწმუნებულია რომ მართალია, მხოლოდ მართლაც უიშვიათესია შემთხვევა, ვინმემ მიხვდეს, რომ ცდება და მაინც ჯიუტად მწვალებლობა გაავრცელოს, აქედან კითხვა, თუკი ჩვენ მათზე ვერ ვილოცებთ ( ანუ ვერ ვიტყვით რომ ღმერთმა გული მოულბოს (?) ), მაშინ კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ რიგითი სექტანტი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მართალია, და აგრძლებს ქადაგებას, იმისაგან ვინც მიხვდა, რომ ცდება და მაინც თავისას ქადაგებს?

2) ზნეობრივ გაუკუღმართებაში გამყარებულები, ერთწილად მანიაკები არიან, სერიული მკვლელები, ავადმყოფურად მექალთანენი, მათ რიცხვშია ასევე აზროვნებით ქურდები, როდესაც ქურდობა და შავი სამყარო მათთვის ცხოვრების წესია, ასევე რაღათქმაუნდა ჰომოსექსუალისტები, ასევე ნარკომანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ იციან რომ ცოდვაა,ნებით თუ უნებლიეთ, მაინც ცოდვაში რჩებიან, აქაც საზოგადოების მცირე ნაწილზეა საუბარი, და განცხადება იმისა, რომ ეკლესია მათზე არ ლოცულობს, და მეტიც მორწმუნეთაც უკრძალავს მათ ლოცვებში მოხსენებას, ხომ არ არის ამ ადამიანთა მოკვეთა? თუ მოკვეთა არ ხდება, ანუ მათთან საუბარს ვაგრძელებთ, შევაგონებთ, მაშინ ვიმეორებ ისევ კითხვას:
ციტატა
თუკი მათთან საუბარი შეიძლება,თხოვნით რომ მოექცნენ, მაშ, იგივე თხოვნით ღმერთთან საუბარი რატომ არ შეიძლება?


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დამატების სახით, ამ მოსაზრებას კერძო შეიძლება დავარქვათ თუ უფრო ფართოდაა გაზიარებული?

გმადლობთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 2 2007, 06:10 PM
პოსტი #9


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ალექსანდრეს კითხვა--
მაინტერესებს ქრისტეს აღდგომის შემდეგ კიდევ არსებობს აბრაამის წიაღი თუ შეიმუსრა მაცხოვრის მიერ?

დეკ.ანდრია წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, აბრაამი არის მამა ყოველთა მორწმუნეთა (რომ.4,16), რადგან "სჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა" (რომ.4,13). ტერმინი "აბრაამის წიაღი" არის ხატოვანი გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს არა იმდენად ადგილის, რამდენადაც მდგომარეობას. ეს არის სიმბოლური გამოხატვა მათი მდგომარეობისა, ვინც განისვენებს აბრაამთან. ძველი აღთქმის მათალი ადამიანები მოელოდნენ მაცხოვრის მოსვლას და ხსნას. ისინი არ იყვნენ სამოთხეში, რადგან როგორც ყოველი ადამიანი ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში, მაგრამ არ იტანჯებოდნენ. მეტიც, მათ ანუგეშებდათ რწმენა და მოლოდინი მესიისა. ამიტომ აბრაამის წიაღში განსვენება იყო საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა ენატრა ძველაღთქმისეულ ადამიანს. უფალიც მდიდარსა და ლაზარეზე იგავში ხმარობს ამ ხატოვან გამოთქმას, რათა გვაჩვენოს ლაზარეს მდგომარეობა. თუნცა შევნიშნოთ, რომ ის იმდენად ახლოსაა წარწყმედილთა სამყოფელთან, სადაც არის ტანჯვა, რომ მდიდარმა გაახილა თუ არა თვალი, უმალვე იხილა ლაზარე.

მაცხოვრის აღდგომით "შეიმუსრნეს მოქლონნი ჯოჯოხეთისანი" და მამათმთავარ აბრაამის და მასთან ერთად ძველი სამყაროს ყოველთა მართალთა სულები აღტაცებულ იქნენ სამოთხედ. დღეს "აბრაამის წიაღი" აღმნიშვნავს იმ ადგილს, სადაც მკვიდრობს აბრაამი, ძველი და ახალი აღთქმის წმიდანები. ამ კონტექსტში მოიხსენიება "აბრაამის წიაღი" წმიდა ეფრემ ასურის, წმიდა გრიგოლ პალამას და სხვა მამათა მიერ. მიცვალებულთა მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვისას მღვდელი იტყვის: "... წიაღსა შინა აბრაჰამისასა განუსვენოს...". ამასთან ერთად გამოთქმა "აბრაამის წიაღი" ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოხსენიებულ იქნას უწინდელ კონტექსტში, ანუ ჯოჯოხეთში მყოფთა ნაწილის აღსანიშნავად. ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკვირდეთ ტექსტს, რათა არ მოხდეს მცნებების აღრევა. ის ადგილი, სადაც განისვენებდა აბრაამი გამოხსნამდე, დღეს, მართალია არ არის ტანჯვის ადგილი, მაგრამ არ ატარებს ძველ დატვირთვას, რადგან იქ მყოფთათვის არ არის იმედი გამოხსნისა, თუმცა ისინი არ არიან მიცემული სატანჯველს და იქ მოხვედრილებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი წარწყმდნენ.

-------------------------------------------------------


მამაო მე მაქვს ამაზე დამატებით კითხვა, თუ დრო გექნებათ გთხოვთ მიპასუხეთ.

მამა-ანდრია- მიცვალებულთა მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვისას მღვდელი იტყვის: "... წიაღსა შინა აბრაჰამისასა განუსვენოს...".

მამაო ამ შემთხვევაში რა იგულისხმება "აბრაამის წიაღში" ჯოჯოხეთის ის ადგილი სადაც "სულები არ იტანჯებიან" თუ სად არის ამ შემთხვევაში აბრაამის წიაღი?


მამა ანდრია- ის ადგილი, სადაც განისვენებდა აბრაამი გამოხსნამდე, დღეს, მართალია არ არის ტანჯვის ადგილი, მაგრამ არ ატარებს ძველ დატვირთვას, რადგან იქ მყოფთათვის არ არის იმედი გამოხსნისა, თუმცა ისინი არ არიან მიცემული სატანჯველს და იქ მოხვედრილებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი წარწყმდნენ.


მამაო, არსებობს ეკლესიის სწავლება რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ანუ ეშმაკები არ სტანჯავენ? ან კიდევ სადაც აბრაამი განისვენებდა, ის ადგილი რომ ისევ არსებობს და იქ ვინც ხვდება არ არის მათი გამოხსნის იმედი ესეც ეკლესიის სწავლებაა?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 7 2007, 02:17 PM
პოსტი #10


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



როცა ადამიანის ცდომილების მიზეზი არის განუსწავლელობა და, თუ იგი არის გულწრფელი, აუცილებლად შეისმენს; როცა იმხილება მისი ცდომილება, აუცილებლად დაფიქრდება. მაგრამ ამისთვის მართლაც საჭიროა გულწრფელობა და არა მზაკვრობა. თუ არ მივსულვართ და არ სმენია ჩვენგან, ან თუ არ არის ცნობილი, რომ ვინმეს ეთქვა მისთვის, ვფიქრობ არ არის სწორი არ მოვიხსენიოთ შემცდართა შორის. მაგრამ როცა ადამიანი ჯიუტობს, - არ გვიტოვებს მისთვის ლოცვის კადნიერებას.

რაც შეეხება მანიაკალურ მიდრეკილებებს ადამიანებში, ეს უკვე ეშმაკეულობაა. ძალიან ძნელია მისგან გათავისუფლება. ადამიანს არ ჰყოფნის ზნეობრივი ძალები საბრძოლველად, თუმცა აღიარებს, რომ მისი ქმედება და სურვილი არ არის კეთილი. მახსოვს შემთხვევა, როცა კაცს პერიოდულად უჩნდებოდა ვინმეს მოკვლის სურვილი, უბნელდებოდა გონება. ძალიან უჭირდა ასეთი პერიოდების გადატანა, მაგრამ არ განგვიყენებია ზიარებისაგან, თუმცა მისი აღსარების მოსმენას გვარიანი ძალა ჭირდებოდა. ასეთების არმოხსენიება ცოდვად მეჩვენება. იშვიათია ნარკომანი, რომელსაც არ უნდა სენისაგან გათავისუფლება. სამწუხაროდ, დღეს უმეტესობისთვის ეს შეუძლებელია. არადა ამ სენის გამო გარდაცვლილის საქციელი თავისი სიმძიმით თვითმკვლელობას უახლოვდება. არ შეიძლება მათი არდახმარება. მაგრამ არიან სხვაგვარი ადამიანები, რომლებიც შეგნებულად განადიდებენ მანკიერებას, თვლიან მას ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად. ასეთები ნებით კლავენ სულს. აქაც ვიტყვი, სანამ დანამდვილებით არ ვიცით მისი მდგომარეობა, მისი შეხედულებები, არ გვაქვს მიზეზი მისთვის ულოცველობისა.

ადამიანის გადარჩენის აუცილებელი პირობაა მისი თავისუფალი ნების და მისი მსოფლხედვის თანხმობა ღმრთის სიტყვასთან, ან თუნდაც ჭეშმარიტების არშეწინააღმდეგება. ამის გარეშე ჩვენც არ გვეძლევა კადნიერება მისთვის ლოცვისა. ადამიანთან საუბარი კი არის მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძების მცდელობა, რათა მას გაუჩნდეს თუნდაც მცირედი სურვილი ჭეშმარიტებასთან სიახლოვებისა.

ყურადღების მიღმა გვრჩება მოციქულის სიტყვა, სასიკვდინედ მცოდველზე თქმული: "არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს". აქ არ არის პირდაპირი აკრძალვა, არ ამბობს "ნუ ილოცებთ", არამედ უმჯობესს გვირჩევს. როცა ადამიანის სიტყვა და ქცევა ცხადჰყოფს მის ურყევობას მოუქცეველობაში, მისთვის მლოცველი თავის თავზე იღებს მის მაცდუნებელ ბოროტთან და ცოდვასთან ბრძოლას. რაციონალურად ამის გაგება შეუძლებელია, მაგრამ ყოველმა მღვდელმა, რომელსაც უხდება აღსარებების მოსმენა იცის, თუ რა შედეგი მოაქვს ასეთ კადნიერებას.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 7 2007, 07:20 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გმადლობთ მამაო!

ვფიქრობ ჯერჯერობით მეტს არ საჭიროებს ეს თემა ჩაძიებას, აღმოჩნდა, რომ ეს არის კერძო აზრი და არა საეკლესიო კანონი ან დადგენილება, ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ უკიდურესად ვიწროა იმ ადამიანთა წრე, რომლებზე, როგორც თქვენ ამბობთ
ციტატა
ჩვენც არ გვეძლევა კადნიერება მისთვის ლოცვისა
...


ციტატა
ადამიანთან საუბარი კი არის მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძების მცდელობა, რათა მას გაუჩნდეს თუნდაც მცირედი სურვილი ჭეშმარიტებასთან სიახლოვებისა.


და მაინც ზოგი პასუხგაუცემელი ჩნდება, ღმერთს რომ ვთხოვო . "მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძებისათვის" დახმარება რამდენადაც შეიძლება, ამით არა მგონია რაიმე დაირღვეს, ან რა დანაშაულია ცოცხალ, ღვთის შვილზე, თუნდაც ყველაზე მეტად შეპყრობილზე და ცოდვილზე, რომ ვთქვა "ღმერთო, უშველე"?

და ბოლოს:

ციტატა
მლოცველი თავის თავზე იღებს მის მაცდუნებელ ბოროტთან და ცოდვასთან ბრძოლას.


ეს კი ძალიან ბუნდოვნად ჟღერს, რაღაც მაგიასავითაა,მე არაფერი დამიშავებია და პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ უნდა ავიღო, რომ სხვას კარგი ვუსურვე.... მე ღმერთს ვესაუბრები და რა ბოროტთან ბრძოლაზეა საუბარი? მაშინ ასე მაცდუნებელი ბოროტები, იხარეთ, ყველას ბლომადა გვყავს, არ მოვიხსენოთ ერთმანეთი? ან მლოცველი თუკი ლოცულობს ამით ის სიკეთეს აკეთებს და მადლი ეძლევა და არა განსაცდელი ან რაიმე ის ბრძოლა, რომელიც მას არ ეკუთვნის...


მოკლედ, მართალია კითხვები დარჩა, მაგრამ ძალიან შეგვეწია თქვენი საუბარი, რათა საკითხში ჩავღრმავებულიყავით!

დიდად გმადლობთ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 8 2007, 04:04 PM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მამაოსადმი დიდი პატივისცემით!

მამა ანდრია, სამწუხაროდ, ფორუმს შემუშავებული აქვს, ჩემი პირადი აზრით, ძალიან ჩარჩოებში ჩასმული კანონები, რომელთა გამო, ერთიდაიგივე კითხვაზე სხვადასხვა თემის გახსნას გვთავაზობენ...

ამიტომ კითხვა, რომელიც იქ დავსვი აქ გადმოვიტანე, ეს იყო ერთგვარი მეორე კითხვა, იმ პასუხზე, რაც თქვენ ზებედეს კითხვაზე გაეცით:


მომყავს თქვენი პასუხიდან ორი ნაწყვეტი:


პირველი ციტატა:
"...თუ წარწყმედაში ვგულისხმობთ ტანჯვას, მაშინ წარწყმედილს ვერ ვუწოდებთ ყველას, ვინც აღმოჩნდა ჯოჯოხეთში."

მეორე ციტატა:

"...მაგრამ ჯოჯოხეთში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სატანჯველში ყოფნას. ასეთი ადამიანები იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებოდნენ აბრაამი და მართლები, რომელთა ნუგეში იყო მაცხოვრის მოლოდინი"


ანუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც ტანჯვა არ არის? და სად წერია რომ "აბრაამის წიაღი" ჯოჯოხეთში ისევ არსებობს? იქნებ ეს ყველაფერი დამიდასტუროთ დოგმატიკით ან მამებით, ძალიან მნიშნველოვანი საკითხია და მომიტევეთ ჩაძიება...


მაინტერესებს არის თუ არა ზემოთ მოცემული სწავლებები წმ. მამათა გადმოცემული? და თუკი გთხოვთ მიანიშნოთ.


და გთხოვთ ზუსტად ( აბზაცი, და არა მხოლოდ ციტატა) მიანიშნოთ, რომელიც ამ სწავლებას გადმოცემს, მე რაცა მაქვს ესაა ინფორმაციები წმიდა მამებისა, რომლებიც არსად არ წერენ რომ ჯოჯოხეთში შეიძლება იყოს ისეთი ადგილი სადაც ტანჯვა არ იქნება, არამედ ერთხმად მიანიშნებენ საყოველთაო ტანჯვაზე:

მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი:

"იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს! ამაში რათა დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ ის ბევრად უფრო შემაძრწუნებელია აქაურობასთან შედარებით? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებელად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ სჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება."

აქ როგორც ვნახეთ ხსენებაც არაა "აბრაამის წიაღის ისევ ფუნქიონირების და ჯოჯოხეთში არსებული უტანჯველი ადგილის შესახებ" სწავლებისა

პირიქით, ოქროპირს ყველაზე დიდ ტანჯვა სწორედ სამოთხეში არ ყოფნა მიაჩნია და შესაბამისად ეს სრულიად გამორიცხავს, რაიმე უტანჯველობას ჯოჯოხეთში:

"..но я считаю гораздо тягчайшим геенны наказанием - не быть в той славе; и тому, кто лишился ее, думаю, должно скорбеть не столько от геенских мучений, сколько о лишении небесных благ: ибо это одно есть тягчайшее из всех наказаний. "

ნაკრები ამ აზრებისა იხილეთ აქ (აქაც არც ერთი მსგავს რაც დაწერეთ არაფერს წერს):

http://www.4shared.com/file/11846335/5e9eeb3b/jojo.html

და კიდევ, თქვენ ადრე ბრძანეთ, რომ სულთმოფენობამდე ნათლისღება დაწესებული არ იყოო, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ თავად უფალი ნათლავდა და მოციქულებიც:

26. და მოვიდეს იოანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათვის შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა (იოანე, 3.26)

სჯობს გავაღრმავო, რადგან შეიძლება თქვენ ეს მიპასუხოთ, რადგან ამაზე არსებობს ასეთი ვარაუდი,რომ მოგვიანებით იოანე აზუსტებს, უფალი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფენიო

( ამ ვარაუდს აქვს მნიშნველობა, რადგან თუკი ნათლისღება იწყება აღდგომის შემდეგ, მაშინა ავაზაკის საკითხი, შედარებით თითქოსდა ადვილად იხსნება, მაგრამ სიდონიაზე პასუხი ისევ გაუგებარი რჩება, ვფიქრობ მიახლოებით მაინც შეგვიძლია ვთქვათ, როდის გარდაიცვალა წმ.სიდონია...)

წმ. იოანე მახარებელი წერს:

"1. ვითარცა გულისხმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესოს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოანეს,
2. რამეთუ თვის იესო არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი" (იოანე 4;2)

და ის რომ ეს ნათლობა მოწაფეთა იყო იგივე, რაც ნათლისმცემლის სინანულის ნათლობა, ეს აზრი არსებობს, მაგრამ მაინც ვერ ამართლებს სულთმოფენობამდე ნათლისღების აუცილებლობის უქონლობის შესახებ, ახლა მოვიყვან ტერტულიანეს ( შეიძლება აქ თქვან, რომ იგი წმიდანი არ არის, მაგრამ დავაზუსტებ, რომ ტერტულიანეს ეს სწავლება მიღებულია ეკლესიის მიერ და არ არის ანათემიტიზირებული), რომელი შავით თეთრზე უსვამს ხაზს, რომ ნათლისღება, როგორც საიდუმლო დაწესდა მაცხოვრის აღდგომის ანუ გამოხსნის აღსრულების შემდეგ

"...не существует иного крещения, чем после Христа. Оно, конечно, не могло быть дано учениками, так как Господь не достиг еще тогда вершин Своей славы, и не сообщил еще действенности крещению страстями и воскресением. Ибо ни смерть наша не могла быть уничтожена ничем, кроме страдания Господа, ни жизнь восстановлена без Его Воскресения"

სხვათაშორის ეგ ძალიან საინტერესო ტექსტია, შეგიძლიათ აქ იხილოთ:

http://www.4shared.com/file/11876925/db2257c/_online.html

მაპატიეთ, თუ სიტყვა გამიგრძელდა...

დაგვავალებთ, თუკი თქვენს აზრსაც გაამყარებთ მამებით.


ამ საკითხებთან დაკავშირებით მამა დავითის აზრიც მაინტერესებს!

დიდი ბოდიში და დიდი მადლობა, მოუთმენლად ველი პასუხს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Mar 11 2007, 02:04 AM
პოსტი #13


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



KAIROS
დიდი ხანია მინდა გამოვეხმაურო შენს კითხევბს ლოცვასთან დაკავშირები, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე...

მაგალითისთვის წარმოიდგინე ადამიანი თუ ადამაინები, რომლებიც ძალიან კარგად არაინ განსწავლულები მართლმადიდებლობაში... რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ სწავლება გაავრცელონ მართლმადიდებელ მრევლში... რომლებსაც შეცნობილი აქვთ ლოცვის ძალა და ეშინიათ ლოცვის... რომლებსაც ასევე შეცნობილი აქვთ ჯვრის ძალა, მაგრამ მაინც შეურაცხყოფენ... რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები... რომლებიც საკუთარი ნებით და სრულიად გაცნობიერებულად მყოფობონ ეშმაკთან...
რა უნდა ვთხოვო ღმერთს ასეთი ადამიანებისთვის? მართლა არ ვიცი რა ვთხოვო ... და თუ მაინც ვილოცებ მათთვის, ვუთანაგრძნობ მათ, მოვა ეშმაკი და მეტყვის: სინამდვილეში შენ მე მითანაგრძნობ... და მომიწევს თქმა: უარვყოფ ამ აზრს ღვთის წინაშე... და ეშმაკიც გაიძურწება, მაგრამ უხილავი ბრძოლა მაინც გაგრძელდება... ეს კი ძნელია და საშიში...

მაგრამ ვიცი რა ვთხოვო ღმერთს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სურვილის მიუხედავად დღეს ასეთ ადამიანებს ემორჩილებიან...

ასე ვიფიქრე რამდენიმე თვის წინ და დღესაც ასე ვფიქრობ... თუ სწორად აღვიქვი მამა ანდრიას ნაწერები, მგონი სწორად ვფიქრობ unsure.gif

ადმინ, ძალიან გთხოვ არ წაშალო რაც დავწერე...




--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 12 2007, 01:31 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არ უნდა წაშალოს ადმინმა, მხოლოდ იმისათვის, რომ მთელი სიმცდარე რაც მაგ "ქრისტიანულ არლოცვაშია" ( ისე ნუთუ არ გეხამუშება არვილოცოთ მოყვასისათვის? ნუთუ ეს ქრისტიანული სიყვარულის გამომჟღავნებად მიგაჩნია?) შენ აქ დაწერე და აჩვენე, ბევრი თავისი მცდარი კუთხით, ვიცოდი, მე რასაც ფიქრობენ ამ უცნაური სიახლის მიმდევარნი, მაგრამ მთლად ასე შორს თუ წავიდოდნენ და ქრისტიანობას მაგიას დაამსგავსებდნენ არ მეგონა...

მოდი, ახლა მე აქ გიპასუხებ, მერე ვიცი აქაური გამოცდილებით, რომ არ დამეთანხმები და შემეკამათები, ამიტომ, იქნებ შემდგომში გახსნა თემა "ლოცვისათვის" და იქ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი , უბრალოდ ეს კუთხე დავუთმე უშუალოდ მამაოსთან ერთად ზოგიერთ საკითხის ჩაღრმავებას... იმედია ამაში ბატონი ადმინიც დაგვეთანხმება, რომ იმ შენს ახლადგახსნილ თემაში ეს შენი კითხვაც და ჩემი პასუხიც იქნეს გადატანილი!

მადლობა!

ახლა პასუხი:

იწყებ იმ ადამიანთა ტიპების დახასიათებით, რომლებისათვის ლოცვა "არაქრისტიანულად " მიგაჩნია:

1)
ციტატა
ადამაინები, რომლებიც ძალიან კარგად არაინ განსწავლულები მართლმადიდებლობაში... რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ სწავლება გაავრცელონ მართლმადიდებელ მრევლში


ამათ ექსპერტი ანუ ძლიერი სექტანტები ან სხვა რელიგიის წევრები ჰქვია, მაგრამ მათთვის ლოცვას არ გვიშლის ეკლესია, პირიქით მათ ჩვენ დილის ლოცვებში ვიხსენებთ, მამაოს არგუმენტი, რომ იქ მხოლოდ "შეცდომილებზეა" საუბარიო, სუსტია, რადგან ყველა ვინც არაა ჭეშმარიტებაში, შეცდომილია და არანაერი გარჩევა იქ, სექტის უბრალო წევრები მოვიხსენოთ თუ მათი წინამძღოლები არ არის!

2)
ციტატა
რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები... რომლებიც საკუთარი ნებით და სრულიად გაცნობიერებულად მყოფობონ ეშმაკთან...


მოდი ახლა, სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდე, ერთი გულახდილად მითხარი, რა საჭიროა ამდენი კამათი, რატომ უნდა ვაბრკოლებდეთ ქრისტიანული სიყვარულით ანთებულ მრევლს, იმის სწავლებით,რომ არიან ადამიანები ვინც არ უნდა უყვარდეთ? და თუკი ამას არ ვეუბნებით, მაშინ რასა გავს ეს წესდება, მიყვარს მაგრამ არ ვლოცულობ? თუ გიყვარს შე კაი ადამიანო, მაშინ კეთილი რომ უსურვო, ეშმაკის მახიდან გამოხსნა და გონების განათლება რომ უსურვო ეს ცოდვად გეჩვენება? ეს არაა ქრისტიანობა! და კიდევ, დავიჯერო, ასეთ სუპერსატანისტებს იმდენს იცნობ, რომ მოსახსენებლის გადახედვა გჭირდება შენ ან უბრალო მრევლის წევრებს? ან ღირს კი ამდენ კამათად?

ეს ტიპი ადამიანებისა, რომელიც შენ დაწერე, არიან პროფესიონალი სატანისტები ( რომლებიც ცოტაა, არც იცნობ ალბათ და საერთოდ არ მესმის რაზე მეკამათები!) , მაშინ კითხვა ასე უნდა დაისვას, როგორც გამოჩნდა, მწვალებელთა მოქცევაზე ვლოცულობთ, მაშინ შეიძლება თუ არა რომ ვილოცოთ ჯადოქარზე, მჩხიბავზე, ან თუნდაც სატანისტზე? აქ ბუნებრივია კითხვა, დავიჯერო, თქვენი მოსახსენებლები სავსეა ასეთი ხალხით? ( არაა და ღია კარებს რატომ ამტვრევთ მაინც ვერ გავიგე), ახლა აქ შენ ამბობს უარს, მაგრამ შენს არგუმენტს ამის შესახებ არაფერი ესაქმება ქრისტიანობასთან, არის წმინდა წყლის მაგია:

"
ციტატა
და თუ მაინც ვილოცებ მათთვის, ვუთანაგრძნობ მათ, მოვა ეშმაკი და მეტყვის: სინამდვილეში შენ მე მითანაგრძნობ... და მომიწევს თქმა: უარვყოფ ამ აზრს ღვთის წინაშე... და ეშმაკიც გაიძურწება, მაგრამ უხილავი ბრძოლა მაინც გაგრძელდება... ეს კი ძნელია და საშიში...


რა დაწერე ეს? რა ეშმაკი მოვა? რა თანაგრძნობა, რის გაძურწვა?
ვფიქრობ სულ თავიდან უნდა ისწავლო რაა ლოცვა და რაა ეშმაკი, ღმერთთან მოსაუბრესთან ეშმაკს რა ესაქმება? ან რა მოტივია ეგ შენ მას თანაუგრძნობ? აქ ვერც გავიგე რა იგულისხმე? რათქმაუნდა რომ თანაუგრძნობ, მისი ტკივილი და დაბრკოლება შენი ტკივილია, ქრისტიანობა აბა რა გგონია? მარტო წმიდანებისათვის უნდა ილოცო? თუ მართლაც მადლით მოსილ ადამიანებზე? წმ.ნიკოლოზ მოიხსენე ყველა ვინც ჭეშმარიტებაში მყარადაა, ვინც არაა კი კისერიც უტეხია, როგორ მოგწონს?
თუკი, თანაგრძნობაში მისი ბოროტი საქმეების გაზიარება იგულისხმე ( აქ ტერმინი შეგშლია ე.ი.), მაშინ ეგ ტყუილია, და რომელ აზრს განაგდებ ეგეც ვერ გავიგე, და კიდევ ხშირად გესაუბრება ასე ეშმაკი, როცა ადამიანების ხსნაზე ლოცულობ? ან იქნებ ვინმემ მოგიყვა ეგ? მაშინ გეტყვი, რომ ის ხიბლში ყოფილა, იქნებ აქ პატერიკი მომიყვანო, რომელიმე ,როდესაც წმ. მამას ( და არა იოანას ან კაიროსს, ან ნებისმიერს აქ მყოფს! ) ლოცვისას ეშმაკი გამოეცხადა, მაგრამ ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავ, სადაც ეშმაკი აგულიანებდეს აბა ილოცეო, პირიქით ყველაგან ფიქრობს ცოდვაში ჩააგდოს, ლოცვას განაშოროს, გონება გაუფანტოს, ხიბლში შეიყვანოს! რომელი მამა წაგიკითხავს, ცოდვილის მოხსენების რომ ეშინოდეს, არიქა ეშმაკი არ მოვიდესო ? რა საოცრებები დაწერე? როცა ადამიანის მოქცევაზე, მისი გონების განათლებაზე და ხსნაზე ლოცულობ, ეშმაკს თანაუგრძნობ? აქ უმარტივესი ლოგიკაც არ არსებობს, არათუ ქრისტიანობა!

და ბოლოს გამოარჩიე ის კატეგორია, რომელებზეც ლოცვა თურმე უკვე ნებადართული ყოფილა:

ციტატა
მაგრამ ვიცი რა ვთხოვო ღმერთს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სურვილის მიუხედავად დღეს ასეთ ადამიანებს ემორჩილებიან...


ეგ საკუთარი სურვილის გარეშე დამორჩილება რაღა უბედურებაა? რა მაგიებს წერ აქ? ე.ი. ვინც საკუთარი სურვილით არის ჯადოქარი ის არ უნდა მოიხსენო, მაშინ არასაკუთარი სურვილით სატანისტი ვინღამ მოიგონა? თუკი ნება არ გამოუხატვს, მაშინ რომელ მორჩილებაზე წერ? უზარმაზარი და უამრავი შეცდომები გიწერია, ასეთ პატარა პოსტში, იონა!
ამ საოცარ ჩახლართულ აზროვნებაში, ცოტა არ იყოს და ადამიანი ხომ არ შემოგისატანდა ხელში? ღვთის ცოცხალი შვილი, რომელსაც ყოველწამს აქვს შანსი, რომ შენზე ადრე შევიდეს სამოთხეში, და შენზე მეტად წმიდანი იყოს, როგორ გაბედე და ლოცვის ობიექტიდან გამორიცხე? ან საერთოდ არ მოგსვლია აზრად რომ გაგეხსენებინა წმ. კვიპრიანე მღვდელმოწამე? აკი ეს ატრიბუტიკა:
ციტატა
რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები...
ზუსტად მიდიოდა მასზე? და რა მისნაერების მოქცევაზე ლოცვა არ შეიძლება? ღმერთს რომ ვთხოვო, რომ ამ საწყალ, ეშმაკის დამონებულ ადამიანსაც, რომ თავისი იუსტინა გამოუჩინოს, ცოდვაა? თუ ასე ფიქრობ, მაშინ მძიმედაა სიტუაცია, მაშინ მოყვასის გაგება საერთოდ არ გაგიგია, რას ნიშნავს ქრისტიანობაში!


ციტატა
ძნელია და საშიში


და ამით მოვრჩები: აბა ადვილი და უზრუნველი იცი რაცაა შენც, ფეხის ფეხზე გადადობა და წუთისოფლით ტკბობა, მოყვასის ეგოისტურად გამორჩევა და ლოცვა იმაზე ვინც გაწყობს და ვინც "დაფრინავს", ქრისტიანობა კი ერთურთის ტვირთის ზიდვაა, შიშების და სიძნელის მიუხედავად, სიყვარულით ლოცვა ყველასათვის, რამეთუ ღმერთი სიყვარულისა უძლეველია და ყველგანმყოფია!

ციტატა
მგონი სწორად ვფიქრობ


არა მგონია, ახლაც ასე ფიქრობდე, ყოველშემთხვევაში იმედს ვიტოვებ, მკითხველი მაინც არ იფიქრებს ისე, როგორც შენ დაწერე...

საუკეთესო სურვილებით და ლოცვაში მოხსენიებით:

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 12 2007, 05:45 PM
პოსტი #15


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



აი ვისთვის არ შეიძლება ლოცვა:
Святитель Петр (Могила), Патриарх Адриан (в Указных ст. Правило 24, 698 г.) и многие святитель всех времен, обращая свой голос к священникам, которых прежде всего просят родственники совершить отпевание и молитвы о самоубийцах, взывают:

“О иерей! О самоубийцах сказал Христос в Евангелии, когда говорит: “Кто будет хулить Духа Святаго, тому не будет прощения вовек, но подлежит он вечному осуждению...” (Мк. III, 28).

Церковь заповедала и утвердила не совершать молитв о самоубийцах.

Помни, иерей: всю силу зла направляет сатана на тех, кто совершает поминовение самоубийц. Им пользы никакой, а тебе великий вред. Ты ли милосерднее Бога? Что же на деле свидетельствуешь это, молишь Господа и самой молитвой говоришь: вот я милосерднее Тебя. Ложное милосердие. И за это Бог попускает диаволу возобладать и душой твоей и телом”.
მაგრამ ამავ დროს თვითმკვლელია მამათა სწავლებით ის ცოცხალი ადამიანიც, ვინც შეგნებულად განეშორება და
თავს არიდებს (მამათა განმარტებით შეგნებულად ხელს კრავს ანუ გმობს) სულიწმინდის მადლს, ანუ ფიზიკურად ცოცხალია მაგრამ თავს იკლავს და ხდება მოსიარულე გვამი.
სწორედ ამაზე საუბრობს მამა ანდრია (ციტატა):
" მაგრამ არიან სხვაგვარი ადამიანები, რომლებიც შეგნებულად განადიდებენ მანკიერებას, თვლიან მას ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად. ასეთები ნებით კლავენ სულს. "
ხოლო თუ ვინმე "ძაან" ქრისტიანია და "ძაან" უყვარს ამ კატეგორიის "მოყვასი" და მისთვის ილოცებს, მერე არ თქვას არავის უთქვია და არ ვიცოდიო.
mellow.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 12 2007, 09:19 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მინდა ორი რამ დავაზუსტოთ:
1) მომიყვანეს ასეთი არგუმენტი კვეთებულის ლოცვას ერიდებიან მოძღვრები და ჩვენც უნდა მოვერიდოთ ლოცვებში მოხსენიებასო, ეს შედარება სუსტია და ვერცერთ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან იქ მოძღვარი უშუალოდ ეშმაკს მიმართავს და მას განაგდებს, აქ კი მე უფალს ვესაუბრები და მას ვთხოვ შეეწიოს იმ ადამიანს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება! ( წმ. მღვდელმოწამეზე კი მექანიკურად "კართაგენელი" დავწერე, ახლა შევასწორე და მივანიშნე, რომელ კვიპრიანეს ვგულისხმობ).

2)თვითმკვლელზე არც კი ვკამათობთ, ანუ ცრუ და გადამეტებული მოჩვენებითი სიყვარული წირვაში თვითმკვლელის მოხსენებაზეა დაწერილი!
ციტატა
ამავ დროს თვითმკვლელია მამათა სწავლებით ის ცოცხალი ადამიანიც, ვინც შეგნებულად განეშორება და
თავს არიდებს (მამათა განმარტებით შეგნებულად ხელს კრავს ანუ გმობს) სულიწმინდის მადლს, ანუ ფიზიკურად ცოცხალია მაგრამ თავს იკლავს და ხდება მოსიარულე გვამი.


აქ ლეონტი ბატონო სამი რამ უნდა დააზუსტო: პირველი შენის აზრით, ვინ არის ეს ადამიანები? და მეორე წყაროც უნდა მოიყვანო, საიდან იწერ ამას და მესამეც რამდენად არის ეს გაზიარებული მამათა მიერ, რომ ცოცხალი თვითმკვლელს უიგივდება და ლოცვებში მათი სახელიც არ ახსენოთო ( ohmy.gif ) ?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Mar 13 2007, 08:02 PM
პოსტი #17


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



კაიროს
user.gif
შენთან არც კამათი მინდა და არც ომი სიტყვებით... დაწვრილებითი პასუხი მინდოდა გამეცა, მაგრამ გადავიფიქრე...
მოკლედ ვიტყვი: ადამიანებთან, რომლებიც ზემოთ დავახასიათე, რამდენიმე წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. არც მათთვის გულმხურვალე ლოცვა იყო ჩემთვის უცხო...
მათი მოქცევის შემთხვევაში, ერთ-ერთი იმათთაგანი ვიქნები, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდება მათი მოქცევა, მაგრამ დღეს ლოცვა ვერა (პირველ პოსტში წერია ვისთვის კი და ვისთვის არა). არ ვამბობ, რომ ეს ცოდვაა და არც თქვენ ილოცოთ მათთვის-მეთქი (ან რა უფლება მაქვს) უბრალოდ ვახმოვანებ საკუთარ პოზიციას. რამე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვიტყვი, რომ დილის ლოცვებში იმ ნაწილს, რომელზეც შენ საუბრაობ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვკითხულობ, მაგრამ დღეს მოაზრებითაც არ ვიაზრებ ზემოთ დახასიათებულ კატეგორიას.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
admin
პოსტი Mar 22 2007, 01:33 AM
პოსტი #18


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



ამ მიპინულ თემაში, თქვენ შეგეძლებათ დასვათ ხელმეორედ შეკითხვა მამაოსთან, იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის მამაოს მიეგ გაცებული პასუხი გაუგებარია ან რაიმე დასაზუსტებელი გაქვთ და ა.შ.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი Mar 22 2007, 06:33 AM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოს შვილო კაიროს!

შენდობას ვითხოვ მაგრამ, რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრა...

ჩემო საყვარელო შვილო, შენს მიერ გამძაფრებით დასმული კითხვები, რატომღაც იმ მწიგნობართა მიერ დასმულ განმაქიქებელ კითხვათა ასოციაციას იწვევს, რომლებიც სწორედ თავისი განსწავლულებით ცდილობდნენ იესო ქრისტეს "მხილებას".

მაპატიე მაგრამ, შვილო თუ აღმსარებელი და მაზიარებელი ხარ, სადაა შენი კრძალულება მოძღვრის წინაშე? ასეთი კატეგორიულობით და დაჟინებით, რომ მოითხოვ მამა ანდრიასგან დასაბუთებულ პასუხებს, ამით რისი დადგენა გსურს? მამა ანდრიას განსწავლულების თუ საკუთარ რწმენაში ჩაღრმავებულობის? ან იქნებ გგონია ყველა შენს დასმულ კითხვაზე "ამომწურავ" პასუხს თუ მიიღებ, ამით ან კითხვები ამოიწურება ან პასუხები? ან თუ ყველაფერს განისწავლი ამით სასუფეველს დაიმკვიდრებ?.... გთხოვ დაფიქრდი შვილო!

მაპატიე , მაგრამ შენმა "მიმომწვლილვებლობამ" გული მატკინა, იმ მოყვასის სიყვარულს, რომელსაც შენ ქადაგებ, შენივე ამ დამოკიდებულებით უარყოფ.

ალბათ საინტერესო იქნება ერთი ასეთი მომენტის გახსენება ღირსი მამა პაისის ცხოვრებიდან....

ერთხელ ღირს მამასთან ერთი ყმაწვილი კაცი მივიდა და სთხოვა, მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი გაეცა...
მამა პაისი დაეთანხმა და მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით, დაიწყო პასუხების გაცემა, მაგრამ ყმაწვილი ამით ვერ კმაყოფილდებოდა და მრავალგზის კითხვათა ჩაკირკიტებით, ცდილობდა საკითხზე "ჩაღრმავებას".
ასე კითხვა-პასუხში რამდენიმე საათმა განვლო... უცბად ღირსი მამა დადუმდა, მაგრამ ყმაწვილი არ ჩერდებოდა და კიდევ უფრო "უღრმავდებოდა" .... მამა პაისიმ ხელი მოკიდა ყმაწვილს და კელიასთან ამომავალი გზისკენ გაახედა....
შვილო, აი ხომ ხედავ ამ ფერდობზე ამომავალ მოხუც ბერს, რომელიც ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობდით ამ აღმართზე თუნგებით წყალს ეზიდებოდა და შენ ეს წყალი რამდენჯერმე მიირთვი.... რა ფასი აქვს შვილო , თუნდაც მთელი ქვეყნიერების სიბრძნის შესწავლას, თუკი ერთი უბრალო მოხუცებულის დახმარების სურვილიც კი არ გაგიჩნდა?

შვილო კიდევ ვითხოვ შენდობას და ეს არამარტო შენ გეხება, ზოგადად ვიტყვი... ფორუმი მართლმადიდებლურია და ამიტომ მრევლისა და მოძღვრის ურთიერთდამოკიდებულებაც შესაბამისი უნდა იყოს. არც მე და არც მამა ანდრია(მომიტევე მამაო) "ყოვლისგანსწავლულებაზე" არ ვდებთ თავს, ჩვენი დროის, ცოდნის და კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ ყველა თქვენ კითხვაზე ქრისტესმიერი სიყვარულით გაგცეთ პასუხი და მდაბლად შენდობას ვითხოვთ თუ პასუხი "ყოვლისამომწურავი" არ იქნება.


ისე ლოცვა, შენი პირადი და ინდივიდუალური საუბარია უფალთან და შენივე გადასაწყვეტია რაზე ან ვისზე ესაუბრები უფალს.... ანუ, უფლის მიერ თავის-უფალი ხაარ და ინიციატივაც და ამასთანავე პასუხისმგებლობაც, შენ დაგეკისრება...მოძღვრის რჩევა და ლოცვა-კურთხევა, მხოლოდ შენი გადარჩენისა და სიკეთის გაკეთების მიზნიდანაა გამოწვეული.... დანარჩენი შენ გადაწყვიტე!!!


შვილო ეს პასუხი თუ მკაცრად მოგეჩვენა, მერწმუნე მხოლოდ შენდამი სიყვარულმა დამაწერინა.

მომიტევეთ და შემინდეთ თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 22 2007, 06:36 PM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



შემინდეთ მამაო,

ე.ი. კითხვები აღარ უნდა დავსვათ, იქნებ გაგეუქმებინათ ეს თოფიქიც, აზრი არა აქვს, აწი შიშით ვინღა დაგისვამთ განმეორებით კითხვებს?!... ჩემს ხელმოწერას ვიმეორებ უბრალოდ: " მიყვარს პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად", გამაჩნია შესაბამისი განათლებაც და გამოცდილებაც და შემიძლია რაღაც საკითხებზე ჩაღრმავება ვთხოვო მამაოს, მითუმეტეს, რომ ერთ კითხვაზე მხოლოდ სამჯერ დავკონკრეტდით და მერე სხვაზე გადავედით...

ნამდვილად არ მინდოდა ასე გამოსულიყო, სამწუხაროა, რომ ქრისტეს უარმყოფ მწიგნობარის კითხვებს და აზროვნებას შეადარეთ ჩემი კითხვები... გული დამწყდა... მითუმეტეს გიცნობთ...

იქნებ, მითხრათ სად მივმართე მამაოს უხეშად? სად იყო ჩემი დამოკიდებულება არამართლმადიდებლური? სად არ იგრძნობოდა ჩემი კრძალულება? კითხვებში მამაო? აბა მეტი რა დანიშნულება აქვს ამ ფორუმს? იქნებ იმაში რომ ვთხოვე რასაც წერდა მამებით გაემყარებინა? და რაა აქ შეურაცხმყოფელი? მე რა კითხვებსაც ვსვამ მხოლოდ ჩემი არასოდეს ყოფილა, ამ ფორუმის ბევრ წევრს აინტერესებდა მასზე პასუხები, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ პოზიციაზე ბევრ მოძღვარს განსხვავებული შეხედულება აქვს...

რაც შეეხება მამა ანდრიას, მე მას წერილი მივწერე და ვთხოვე , თუკი ჩათვლიდა, რომ კითხვები ცუდ ფორმას ღებულობდა, მაშინვე წავშლიდი, მამაოსაგან პასუხი არ მიმიღია, და ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ფიქრი და მსჯელობა გაგვეგრძელებინა... სამწუხაროა, რომ შევცდი... რაც შეეხება წყლის მოტანას, დიდება ღმერთს მამაო, ამ ფორუმის იქით მეც, ცოდვილი, ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო, ღვთის შეწევნით, ეს საქმე სწორედ ესაა, განათლება და სარწმუნოება... აღარ მინდა დაზუსტება...

აქ მხოლოდ კეთილი მიზნები მამოძრავებს მამაო, ვიცი, რომ თქვენ დაკავებულები ხართ და დიდად მიხარია ( გულითადად ვამბობ) , რომ მოძღვრები აქ შემოდიხართ... უბრალოდ, ძალიან განვიცადე რაც დამიწერეთ, არც კი ვიცი, ღირს კი აქ საუბრის გაგრძელება? იქნებ ამ კითხვების იქითაც გადაგეხედათ მამაო, რას ვწერ, რას ვფიქრობ, სანამ ასეთ მძიმე დასკვნებს გამომიტანდეთ...

შემინდეთ კიდევ ერთხელ!

მხოლოდ თქვენთან საუბრის შემდეგ გავარკვევ დავრჩე თუ არა ისევ ფორუმზე...

გმადლობთ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი