IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამა გაბრიელი
A L U B A L A
პოსტი Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 24-November 06
წევრი № 519



მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში.
1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!).
მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან.

თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი Aug 7 2007, 09:25 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



რამდენიმე მაგალითებს მოვიყვან სალოსი-წმინდანების ცხოვრებიდან კომენტარების გარეშე. დასკვნები ყველამ თავისთვის დააკეთოს:

წმინდა სვიმეონ სალოსი (VI ს.) - ის უმეტესად განმარტოებული ცხოვრობდა, იშვიათად თუ ჰქონდა ვინმეს შემთხვევა, ენახა როგორ ლოცულობდა, როდის ტრაპეზობდა, მარხვაში იყო, თუ შიმშილობდა. დროდადრო ხედავდნენ მას გზებსა და დიდ მოედნებზე. იგი ამ დროს ჭკუიდან გადამდგარს, გონებასა და აზრს მოკლებულს ჰგავდა. ზოგჯერ კი მშიერ-მწყურვალი მალულად შევიდოდა რომელიმე სასტუმროში და ხარბად დააცხრებოდა, რასაც დიინახავდა.
ქალაქგარეთ ნეტარმა ნაგვის გროვაზე იპოვა მკვდარი ძაღლი: შეიხსნა სარტყელი, რომელსაც ატარებდა, ძაღლის ფეხებს მოაბა და ასე თრევა-თრევით შევიდა ქალაქში. ბავშვებმა დაინახეს და ყვირილი მორთეს: "მონაზონი - გიჟი, მონაზონი - გიჟი", ქვებს ესროდნენ და ჯოხებით სცემდნენ. მეორე დღეს, კვირას, უბეში კაკლები ჩაიწყო, შევიდა ეკლესიაში და ლიტურგიის დროს კაკლებით დაიწყო სანთლების ჩაქრობა. გაგდება მოუნდომეს, მაგრამ ამბიონზე ავიდა და ახლა იქიდან ესროდა ქალებს კაკლებს. ძლივს გამოაგდეს ტაძრიდან. ეკლესიიდან გამოვარდნილმა პურებით სავსე მაგიდები გადააყირავა. პურით მოვაჭრეებმა ისე სცემეს, რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს.
დავამატებ, რომ წმ. სვიმეონი უამრავ სასწაულს აღასრულებდა და წინასწარმეტყველებდა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მიხვდნენ, რომ ღვთისთვის სულელი უგონო კი არა, "ბრძენთა შორის უბრძენესი" იყო. სალოსი შლეგის საქციელით ფარავდა თავის ღმერთშემოსილებას და ადამიანთა წინაშე თავის სათნო ცხოვრებას.

წმინდა ანდრია სალოსს უფალმა გამოცხადებით მოუწოდა სალოსობისკენ: "ამიერითგან... ისწრაფე სრბად გზასა კეთილსა, განშიშვლებულმან სალოსად ჩემთვის და დღესა კეთილსა მთავარ გყოს მეუფემან ჩემმან".
ამის შემდეგ ანდრიამ შლეგის ნიღბით ქუჩებში სირბილი დაიწყო. ბევრი ლანძღავდა, როგორც უგონოს, სხვები ეშმაკეულად მიიჩნევდნენ, ბავშვები ხშირად ხელს კრავდნენ და სცემდნენ; ის ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ლოცულობდა მათთვის. თუ ვინმე მისთვის მოწყალებას გაიმეტებდა, მოსაგრე ხან ხუმრობით, ხან კი ლანძღვით ღატაკებს "მიუგდებდა", რათა არავის დაენახა, როგორ გასცემდა მოწყალებას. დღისით სვიმეონ სალოსივით დარბოდა, ღამით კი დაუცხრომელად ლოცულობდა.
წმინდა ანდრია სალოსი მრავალი ხილვის ღირს ჰყო უფალმა, მათ შორის უკანასკნელი საფუძვლად დაედო დიდი მართლმადიდებლური ზეიმის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის აღნიშვნას.

ნეტარი სიმონ სალოსი - თავიდან უდაბნოში და ტყე-ღრეში ცხოვრობდა და ბალახით იკვებებოდა. ერთხელ ის გლეხებმა იპოვეს ტყეში, მიუახლოვდნენ და გამოჰკითხეს, რა ერქვა და საიდან მოვიდა ამ ტყეში. ის არაფერს პასუხობდა და ისე იქცეოდა, ვითომ მართლაც შეშლილი იყო, მხოლოდ თავის სახელს იმეორებდა ხშირ-ხშირად: სიმონი, სიმონი, როგორც ამას ჩვეულებრივ გიჟები აკეთებენ.
სიმონი სოფელში წაიყვანეს, სადაც მძიმე სამუშაოს ასრულდებდა და მრავალ დამცირებას და შეურაცხყოფას იტანდა. ეკლესია ერთადერთი ნუგეში იყო მის ტანჯულ ცხოვრებაში, მაგრამ ის იქაც ისე იქცეოდა, როგორც შეშლილი... ბოროტი ადამიანები ხშირად ძალიან მწარედ შეურაცხყოფდნენ ხოლმე ნეტარს, დასცინოდნენ, როგორც შეშლილს, ამხელდნენ თვალთმაქცობაში, ხელებს კრავდნენ და სცემდნენ კიდეც. მაგრამ მორჩილი სიმონი ყველა შეურაცხყოფას მოთმინებით იტანდა, თავსაც კი არ არიდებდა წყენას და, ხანდახან, თვითონაც იწვევდა ადამიანებს, რათა იგი დაემცირებინათ, სპეციალურად იქცეოდა თავხედურად, თუმცა შინაგანად ქრისტესმიერი მორჩილება ჰქონდა. ბოროტებას ბოროტებით არასდროს პასუხობდა და მათთვის ლოცულობდა კიდეც, ვინც ამცირებდა.
ხშირად დადიოდა ნეტარი სამიკიტნოებში იმ იმედით, რომ იქ ვინმე დაამცირებდა, როგორც ღვთის გლახას. იქ მყოფები აიძულებდნენ მას, არაყი დაელია. ზოგიერთისგან გამოწვდილ სასმისს ნეტარი იღებდა და ვითომ სვამდა, სინამდვილეში კი ზედ ისხამდა, ხოლო ზოგიერთისგან გამოწვილს ხელსაც არ ჰკიდებდა. ისეც ხდებოდა, რომ, თუკი ვინმე თვითონ სვამდა და მას არ უმასპინძლდებოდა, ძალით ართმევდა ხელიდან სასმისს და არაყს მიწაზე ღვრიდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ საკუთარი ნებით გამოცხადებული სალოსობა დაემალა. ზოგიერთი იტანდა მის ასეთ თავხედობას, რადგან იცნობდნენ და ცუდს არაფერს უკეთებდნენ, ხოლო სხვები ამისთვის სცემდნენ.


ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ პარალელები გავავლოთ მამა გაბრიელის ცხოვრებასთან და თავი დავიცათ განკითხვის ცოდვისგან, თუმცა შეიძლება ბევრი რამე ვერ ავხსნათ და გავიგოთ მათი ცხოვრებიდან. ზემოთ ხსენებულ წმინდანებსაც ბევრი ადამიანი განიკითხავდა, მაგრამ ამით მათ სიწმინდეს არაფერი დაკლებია. ისევე, როგორც მამა გაბრიელს არაფერი დააკლდება ჩვენი განკითხვით. შეგვეწიოს მისი ლოცვა. იმედი მაქვს, რომ მისი კანონიზაციის საკითხიც დადგება smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A L U B A L A   მამა გაბრიელი   Dec 1 2006, 09:15 PM
waska81   დიდი მამა იყო. მამა ...   Dec 2 2006, 02:28 AM
iako   მამა გაბრიელი დღეს...   Dec 2 2006, 06:45 PM
A L U B A L A   მეც ზუსტად მასე ვა...   Dec 2 2006, 07:02 PM
.:თამარი:.   "საქართველოში წმ...   Dec 2 2006, 10:28 PM
NaNuKa   ძალიან მიყვარს მამ...   Dec 3 2006, 12:35 AM
NaNuKa   როგორც მამა გაბრიე...   Dec 3 2006, 12:52 AM
iako   გაბრიელ ბერის ანდე...   Dec 3 2006, 03:54 PM
.:თამარი:.   http://orthodoxy.wanex.net/biografiebi/beri_gabrie...   Dec 3 2006, 04:16 PM
kavkasieli   მამ გაბრიელი არის ...   Dec 13 2006, 08:50 PM
glaxa   ქავთარაძე ჩვენ უკვ...   Dec 14 2006, 12:04 PM
kavkasieli   მე როგორც ვიცი ჯერ...   Dec 14 2006, 01:06 PM
მარიამი   ეგ არაფერ შუაშია, ე...   Dec 14 2006, 12:13 PM
მნათე   ეს შემდგომი პროცე...   Dec 14 2006, 01:09 PM
გუჯა   ეს შემდგომი პროცე...   Dec 14 2006, 03:49 PM
solomony   უფალმა ბრძანა ხე ნ...   Dec 15 2006, 03:13 AM
kaxa-beri   თუ ადამიანს გინდა ...   Dec 15 2006, 11:52 AM
marine   "დაღაცათუ იხილო კ...   Dec 21 2006, 02:18 PM
usgar   ეს ამბავი თანამშრო...   Dec 21 2006, 02:47 PM
glaxa   usgar დაააააა... :unsure: :unsur...   Dec 23 2006, 04:53 PM
usgar   usgar დაააააა... :unsure: :unsure...   Dec 23 2006, 05:05 PM
ana-xatia   უამრავი სასწაულებ...   Dec 23 2006, 09:57 PM
anastasia   წელს ბედიანის დედა...   Dec 24 2006, 11:45 PM
marine   მამა გაბრიელის ეს ...   Dec 25 2006, 05:46 PM
lashashar   ცოტა უცნაურობები გ...   Jan 10 2007, 01:09 AM
დავით ივერიელი   აი მამა გაბრიელის ...   Jan 10 2007, 02:06 AM
solomony   როცა მე ბერების ცხ...   Jan 10 2007, 02:54 AM
მხევალი ნინო   იცი რა? კანონიზირ...   Jan 10 2007, 10:31 AM
ნიკოლოზ_V   მართლაც საოცარი ბე...   Jan 10 2007, 12:40 PM
lashashar   მხევალი ნინო ''. . ...   Jan 13 2007, 05:50 PM
გუჯა   მხევალი ნინო ''. ....   Jan 13 2007, 09:57 PM
teo..   კანონიზირება? სანა...   Jan 18 2007, 01:00 AM
მხევალი ნინო   lashashar მე ლაშა აი ამ ...   Jan 18 2007, 11:51 AM
შეხვეწილი   მამა გაბრიელის სახ...   Feb 13 2007, 04:13 PM
ლეონტი   რასაც ქვევით დავწე...   Mar 30 2007, 02:41 PM
leluka   ამიტომ ყველანი მი...   Mar 30 2007, 03:16 PM
ლეონტი   "მოვა დრო მთებში ...   Apr 1 2007, 12:22 PM
izi-izi   მამა გაბრიელს მართ...   Apr 5 2007, 02:07 AM
sofi89   izi-izi უი მართლა?რა კარ...   Apr 5 2007, 05:13 PM
marine   "განსაკუთრებით მ...   Apr 11 2007, 03:07 PM
SainT_Sinner   მამა გაბრიელზე ცოტ...   Apr 22 2007, 01:27 AM
marita26   მამა გაბრიელი საოც...   Apr 30 2007, 05:30 PM
marine   "საოცარი იყო, მის...   May 2 2007, 11:55 AM
likita   მამა გაბრიელი ღვთი...   May 2 2007, 02:12 PM
marine   "ვიდრე ცხრა აპრილ...   May 2 2007, 02:21 PM
ilarion90   ერტხელ მამა გაბრიე...   Jun 8 2007, 03:37 PM
nat   ხალხო,დედაჩემს ფეხ...   Jun 11 2007, 02:14 PM
sofi89   :კი: მამა გაბრიელი ...   Jun 11 2007, 05:27 PM
sofi89   ზოგიერთები იხსენე...   Jun 20 2007, 08:11 PM
ხათუნა   სწორედ დღეს ვიყავი...   Jun 21 2007, 03:00 AM
NaNuKa   მამა გაბრიელის სურ...   Jun 23 2007, 06:02 PM
italieli-dato   მამა გაბრიელი ჩემთ...   Jun 26 2007, 04:11 AM
nika_nika   მამა გაბრიელზე გად...   Jun 27 2007, 12:30 PM
Tamro   ,,ყველა წესსა და კან...   Aug 3 2007, 03:43 PM
სანდრო38   , [color=#FF0000],,[color=#FF0000]ქართ...   Aug 5 2007, 11:37 AM
ზებედე   ანუ ეს სიტყვები მა...   Aug 6 2007, 12:14 AM
მართა   მე ვფიქრობ რომ ფილ...   Aug 6 2007, 12:16 AM
ზებედე   რატო ფიქრობ მასე,რ...   Aug 6 2007, 12:35 AM
მართა   ნუ ურევ! მე არ ვამ...   Aug 6 2007, 12:37 AM
ზებედე   მე ჩემ აზრს ვწერ რო...   Aug 6 2007, 12:40 AM
Sotiris   მე ვფიქრობ რომ ფილ...   Aug 6 2007, 02:01 AM
კანუდოსელი   ,,[color=#FF0000]ქართველი ერ...   Aug 6 2007, 12:40 PM
alilo   მართლა სასწაული ად...   Aug 4 2007, 06:32 PM
abo   alilo ამენ!   Aug 4 2007, 06:40 PM
inkvizitor   იქნებ და შეუმცდარ...   Aug 6 2007, 01:18 AM
მნათე   მართა აბა რას ამბო...   Aug 6 2007, 01:34 AM
მართა   არა ეგ ვიცი მნათ მე ...   Aug 6 2007, 01:40 AM
მნათე   მართა აბა დაფიქრდ...   Aug 6 2007, 01:44 AM
მართა   ხო აი სწორად მიმიხ...   Aug 6 2007, 01:56 AM
Sotiris   ხო აი სწორად მიმიხ...   Aug 6 2007, 02:14 AM
მართა   მადლს რად უნდა ზომ...   Aug 6 2007, 02:48 AM
მართა   როცა ბერმა იცის რო...   Aug 6 2007, 03:36 AM
ზებედე   როცა ბერმა იცის რო...   Aug 6 2007, 03:41 AM
მართა   ისიც არ იცი რომ მ...   Aug 6 2007, 03:49 AM
ზებედე   ისიც არ იცი რომ მას...   Aug 6 2007, 03:51 AM
მართა   ყველაფრის აგდ...   Aug 6 2007, 04:01 AM
ზებედე   მართა სოტირისმა დ...   Aug 6 2007, 04:11 AM
მართა   კი ბატონო არაა პრო...   Aug 6 2007, 04:13 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ზაზა, ...   Aug 6 2007, 05:46 PM
გიორგი   კანუდოსელი ზაზა, ა...   Aug 7 2007, 02:36 AM
მართა   მართალი ხარ, მაგრა...   Aug 7 2007, 02:39 AM
კანუდოსელი   კანუდოსელი ზაზა, ა...   Aug 7 2007, 01:58 PM
მართა   სხვათა შორის მას უ...   Aug 7 2007, 02:28 AM
ლილიანა   თემას თვალს ვადევნ...   Aug 7 2007, 12:17 PM
southruislip   ""ეს ამბავი თანა...   Aug 7 2007, 01:20 PM
მარიამი   სალოსებზე რამე გა...   Aug 7 2007, 01:22 PM
athos   ბევრი წმიდანი გინ...   Aug 7 2007, 01:52 PM
მარიამი   მამა გაბრიელს რომ ...   Aug 7 2007, 02:01 PM
კანუდოსელი   მამა გაბრიელს რომ ...   Aug 7 2007, 02:05 PM
მნათე   მხოლოდ მონაზვნებ...   Aug 7 2007, 02:05 PM
მხევალი ნინო   მამა გაბრიელი ჩემთ...   Aug 7 2007, 02:39 PM
მარიამი   რამდენიმე მაგალით...   Aug 7 2007, 09:25 PM
გიორგი   მართალია, სალოსობა...   Aug 7 2007, 09:58 PM
კანუდოსელი   სწორი ანალიზი გაუ...   Aug 9 2007, 01:05 PM
მარიამი   აი ამ კონტექსტში მ...   Aug 9 2007, 01:14 PM
კანუდოსელი   შეიძლება, სიმთვრა...   Aug 9 2007, 01:16 PM
მარიამი   არ ვიცი არ ვიცი... მ...   Aug 9 2007, 01:20 PM
კანუდოსელი   შენ ისე ამბობ, როგო...   Aug 9 2007, 01:31 PM
armani   გიორგი ქრისტესთვი...   Aug 9 2007, 12:45 PM
7 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 06:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი