IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შევიდე სახლსა შენსა...
Irine
პოსტი Aug 20 2006, 06:30 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63




ტაძარში შესვლისას

უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს „სჭირდება“. პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ.

სახლი ღმრთისა არის „სახლ სალოცველ“ და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“.

ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის, ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

ხატებთან სანთლის დანთებით, პირჯვრის გამოსახვითა და მათ წინაშე მეტანიის შესრულებით, გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს სიწმინდეთა მიმართ.

ტაძარში დანთებული სანთელი, ეს პირველ რიგში ღმერთისთვის შეწირული მსხვერპლია. მსხვერპლი არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით. მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით. მნიშვნელობა არა აქვს, რა მატერიალური ფასეულობისაა ეს მსხვერპლი. მამას ხომ დაბადების დღეზე შვილის მიერ ნაჩუქარი, მისი ხელით შესრულებული ნახატი იმდენადვე გაახარებს (თუ უფრო მეტად არა), როგორც მის მიერვე დედის მიცემული ფულით ნაყიდი ძვირფასი ნივთი.

ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ უფალთან „კომერციული ურთიერთობა“ დაამყაროს. მაგ: „ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ“. ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს.

პირჯვრის გადაწერისას ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქრისტიანები და გვაქვს ღვთის დახმარების სასოება. გარდა ამისა, პირჯვრის გადაწერა გვიცავს ყველა უბედურებისაგან.

მეტანია ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. მას აღვასრულებთ ღმრთის წინაშე ჩვენი ცოდვებისა და უღირსების შეცნობის ნიშნად და სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ. მცირე მეტანიის აღსრულებისას პირჯვარს ვიწერთ და ქედს ვიხრით, ხოლო დიდი მეტანია სრულდება მუხლმოდრეკით, როდესაც თავითა და ხელებით მიწას ვეხებით.

ლოცვა შეგიძლიათ, როგორც ძველქართულად - ასევე თანამედროვე ქართულით. როდესაც კანონიკური ლოცვანის ტექსტებს შეეჩვევით, თანდათან თვითონვე გამოიყენებთ საეკლესიო ქართულ სიტყვებს და გამოთქმებს, რადგან იგრძნობთ, რომ საეკლესიო ენა თავისი ხატოვნებით, აზრის გამოხატვის სიზუსტითა და მხატვრული გამომსახველობით გაცილებით მოსახერხებელია უფალთან სასაუბროდ, ვიდრე ჩვენი სალაპარაკო, გამარტივებული და დამახინჯებული ენა.

ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე უნდა მივიდეთ, რათა მოსახსენებლის შეგზავნა, სანთლების დანთება და ხატების წინაშე ლოცვა მოვასწროთ, შედეგ გავჩერდებით რომელიმე ადგილას - მამაკაცები მარჯვნივ, ქალები - მარცხნივ - პირით საკურთხევლისაკენ და მსახურების განმავლობაში ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ.

თუ უძლურებაში ხართ, ანდა - ხანშიშესული, შეგიძლიათ მსახურებისას იჯდეთ (ამისთვის ტაძრის დასავლეთ მხარეს არის სკამები) და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვებისას წამოდგეთ.

ღმრთისმსახურებისას ეცადეთ ყურადღებით ისმინოთ კითხვა და გალობა, რადგან საეკლესიო ტექსტების შინაარსი ღრმააზროვანია, მათში ღმრთისადმი დიდი სინანულია გამოხატული, მოთხრობილია წმიდანებზე და ღმრთის მიერ ქმნილებისადმი გარდამოვლენილი დიდი წყალობის შესახებ. შეეცადეთ, მსახურება იმდენად სმენით კი არა, უმეტესად - გახსნილი გულით მიიღოთ, ტაძრის კეთილისმყოფელი ატმოსფერო შეიწყნარეთ. ქვეყნიურ პრობლემებს განერიდეთ და ისაუბრეთ ღმერთთან.

მხოლოდ ჩვენზე, ჩვენი რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული - გულის სიმშვიდესა და მადლმოსილ შემწეობას მივიღებთ, თუ მწუხარენი და უნუგეშონი დავრჩებით.

ღმერთთან თვალთმაქცობა შეუძლებელია, მას ვერ მოვატყუებთ; „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8). მხოლოდ წმიდა გულიდან ამომავალ სიტყვებს ისმენს უფალი და სულიწმინდის მადლით აღავსებს მას.

ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს საიმისოდ, რომ გულის განწმენდა მოვინდომოთ, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, უზაკველად მივმართოთ უფალს, რომელმაც იმისთვის, რომ მარადიული სიკვდილისაგან გამოვესყიდეთ, საკუთარი თავი სატანჯველად გაცოფებულ ბრბოს ნებით გადასცა. რომელმაც უდიდესი დამცირება და საშინელი სიკვდილი დაითმინა, რათა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა.

და ამიტომ ჩვენი ვალია, საკუთარი თავი ვაიძულოთ და კეთილი საქმეები აღვასრულოთ, ლოცვის ღვაწლი ვიტვირთოთ, შემბილწველ ვნებათაგან განვიწმინდოთ გულები, შეწევნისა და მფარველობისათვის დედა ეკლესიას მივმართოთ, ყველა იმ მადლმოსილი საშუალებით განვიმტკიცოთ სულები, რომელთაც ტაძარში უხვად ვიპოვით.

იმისთვის, რომ ტაძარი თქვენს მეორე და უმთავრეს სახლად იქცეს, იმისათვის, რომ იგრძნოთ, რომ იგი „თქვენია“, იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა აიროთ ტაძარში და უნდა იმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც თქვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგსწავლით, რომ ხელი მაგრამ ჩასჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგაყენებთ.

მოამზადა თინათინ გოგიჩაიშვილმა
„ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ.



--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   შევიდე სახლსა შენსა...   Aug 20 2006, 06:30 PM
marine   "ეკლესია" ბერძნ...   Jan 18 2021, 05:16 PM
marine   "ყოველ ტაძარს ჰყა...   Feb 4 2021, 01:17 PM
marine   "ნუ ებრძვით ეკლეს...   Feb 4 2021, 01:30 PM
marine   "ქრისტიანული ეკლ...   Feb 4 2021, 05:49 PM
marine   "ეკლესია მიწიერი ...   May 20 2021, 05:11 PM
marine   "სიფხიზლე გვმართ...   May 24 2021, 06:00 PM
marine   "სიტყვა "ეკლესი...   Jun 17 2021, 06:05 PM
marine   "საეკლესიო ლოცვა...   Jun 18 2021, 03:08 PM
marine   "კაცი, რომელსა სუ...   Jun 18 2021, 03:22 PM
marine   "ეკლესია მარადჟა...   Jul 7 2021, 12:14 PM
marine   "შესაძლოა, ტაძარშ...   Sep 9 2021, 07:47 PM
marine   "როცა შეგვიძლია, ...   Sep 20 2021, 06:37 PM
marine   "ზოგიერთნი, ტაძარ...   Sep 20 2021, 06:56 PM
marine   "ეკლესია სავსე იყ...   Oct 21 2021, 09:12 PM
marine   "მართლმადიდებლუ...   Dec 20 2021, 12:45 PM
marine   "კომუნისტურმა სი...   Feb 3 2022, 08:11 PM
marine   "ყოველ ტაძარს ჰყა...   Feb 16 2022, 02:29 PM
marine   "მერვე მცნების წი...   Feb 16 2022, 09:01 PM
marine   "ქრისტიანული ტაძ...   Feb 17 2022, 08:41 PM
marine   "უფრთხილდით, რასა...   Feb 19 2022, 04:39 PM
marine   "გიყვარდეს ღვთის ...   Feb 22 2022, 02:21 PM
marine   "შეიძლება ითქვას,...   Mar 7 2022, 09:30 PM
marine   "როდესაც ღვთის ტა...   Mar 16 2022, 08:31 PM
marine   "არიან ისეთი ადამ...   Apr 14 2022, 03:40 PM
marine   "ყოფით ურთიერთობ...   Apr 30 2022, 09:35 PM
marine   "თუ ტაძრის აშენებ...   Apr 30 2022, 10:00 PM
marine   "შეგიძლია, წყალი ...   May 1 2022, 06:44 PM
marine   "მაცხოვარმა ბრძა...   May 1 2022, 07:54 PM
marine   "გუნდრუკი მოგაქვ...   May 2 2022, 08:17 PM
marine   "იესო ქრისტეს მიე...   May 5 2022, 10:13 PM
marine   "თუ მეფის სახლში ...   May 7 2022, 12:43 PM
marine   "ლოცვის სახლიდან ...   May 7 2022, 07:44 PM
marine   "წარმოიდგინე, რომ...   May 7 2022, 10:14 PM
marine   "რა სარგებელი აქვ...   May 8 2022, 06:14 PM
marine   "ტაძარში ღვთისმო...   May 8 2022, 07:01 PM
marine   "სულით შექმნილი ტ...   May 8 2022, 07:28 PM
marine   "წმინდა მამათა სწ...   May 21 2022, 09:13 PM
marine   "ცოლის თავი - ქმარ...   Jun 16 2022, 07:35 PM
marine   "ჩვენი გადარჩენა ...   Jul 6 2022, 09:50 PM
marine   "ლოცვას რომ განარ...   Aug 16 2022, 08:03 PM
marine   "სიტყვა "ეკლესი...   Aug 23 2022, 10:05 PM
marine   "გინდა ცხონება? - ი...   Aug 23 2022, 10:23 PM
marine   "ქრისტიანულმა ეკ...   Sep 2 2022, 05:16 PM
marine   "18. ნუთუ ნამდვილად...   Oct 20 2022, 10:06 PM
marine   "როდესღაც ერთმა მ...   Nov 18 2022, 01:19 PM
marine   "ყველაზე მთავარი ...   Dec 28 2022, 05:36 PM
marine   "როდესაც შინაგან...   Mar 8 2023, 09:25 PM
marine   "როცა ღვთის ტაძარ...   Mar 9 2023, 04:51 PM
marine   "ეკლესია ჩვენი დე...   Apr 7 2023, 08:36 PM
marine   "ტაძარში ყოფნისა...   Apr 19 2023, 09:34 PM
marine   "ეკლესია უფალ იეს...   May 9 2023, 03:00 PM
marine   "იარე ეკლესიაში დ...   May 15 2023, 09:44 PM
marine   "მახსოვს, განსაკუ...   Jun 8 2023, 12:36 PM
marine   "ლოცვაზე, როგორც ...   Jun 8 2023, 01:40 PM
marine   "სადაც ტაძარი არა...   Jun 8 2023, 03:05 PM
marine   "აღდგომის წინ საკ...   Jun 8 2023, 04:26 PM
marine   "ეკლესია ქრისტეს ...   Jun 27 2023, 08:19 PM
marine   "შეეცადეთ, ყოველ ...   Jul 2 2023, 08:53 PM
marine   "ღვთისმსახურები...   Jul 2 2023, 09:13 PM
marine   "იყავი ეკლესიის გ...   Jul 5 2023, 09:08 PM
marine   "ქრისტე, უპირველს...   Jul 14 2023, 08:11 PM
marine   "ჩემო კარგებო, და...   Jul 19 2023, 08:27 PM
marine   "ტაძარი ეს არის გ...   Jul 20 2023, 02:47 PM
marine   "ძველი ეკლესია იყ...   Sep 14 2023, 06:38 PM
marine   "ერთი მღვდელი მათ...   Feb 3 2024, 04:53 PM
marine   "ტაძარი, ეს არის კ...   Feb 11 2024, 06:15 PM
marine   "ჩემო ძვირფასებო,...   Feb 25 2024, 04:19 PM
marine   "ჩვენ მოვდივართ ე...   Feb 28 2024, 09:33 PM
marine   "მე მგონი, თავადვ...   Mar 4 2024, 08:27 PM
marine   " - რა არის ეკლესია...   Mar 6 2024, 03:39 PM
marine   "ეკლესიის, ამ ღმე...   Jun 10 2024, 03:15 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Jun 10 2024, 07:49 PM
marine   "შეკითხვას "როგ...   გუშინ, 05:28 PM
4 გვერდი V « < 2 3 4


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 02:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი