თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ქართული გერბები და დროშები

პოსტის ავტორი: death თარიღი: May 1 2007, 01:33 PM

ბაგრატიონთა გერბი

http://images.ge/

ბაგრატიონთა (ვახუშტის ატლასი 1735) გერბი

http://images.ge/

ბაგრატიონ-მუხრანელების გერბი

http://images.ge/

http://images.ge/

ბაგრატიონ-ბაბადიშების გერბი

http://images.ge/

ბაგრატიონ-დავითიშვილების გერბი

http://images.ge/

http://images.ge/

ბაგრატიონ-გრუზინსკების გერბი

http://images.ge/

http://images.ge/

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: May 10 2007, 12:06 AM

ხოო ეს გერბები კეთილი და პატიოსანი მაგრამ მათ შესახებ ცოტა ინფორმაციასაც თუ მოგვაწვდიდით დიდად მადლობელი დაგრჩებოდით smile.gif მაგ: ვინ შექმნა? რომელი მეფის დროს? ან საერთოდ ვინმემ იცის პირველი გერბი როდის და ვისი მეფობის ხანაში შეიქმნა???

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jun 20 2007, 04:39 PM

http://imageshack.usეს არის ერეკლე II დროინდელი საქართველოს სახელმწიფო გერბი

http://imageshack.us
vaxtang VI DORIS GERBI

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2007, 01:32 PM

IPB-ს სურათი


ქართლ-კახეთის სამეფო გერბი ერეკლე II-ის მეფობის დროს:

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Oct 16 2007, 05:29 PM

ქართული დროშები და გერბები


დროშები

სახელმწიფო დროშა ეროვნული დამოუკიდებლობის გამომხატველი სიმბოლოა. ერის ისტორიაში მას უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება ეკისრება.

ძველი ქართული სახელმწიფო დროშები ჩვენი ერის ისტორიული წარსულის მრავლისმეტყველი დოკუმენტებია. ტერმინი „დროშა“ ქართულ წერილობით წყაროებში IX საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ იგი უფრო ადრე უნდა გაჩენილიყო. დროშის ტარს ეწოდება „ძელი“ ან „ბუნი“, ტარზე შებმულ ტილოს კი „ალამი“.

დროშები სხვადასხვაგვარი იყო. არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის (ლაშქრის ცალკეულ რაზმებსაც თავიანთი დროშები ჰქონდათ). სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა და იგი ძალაუფლების სხვა ნიშნებთან ერთად მეფისაგან ტახტის მემკვიდრეს გადაეცემოდა. სახელმწიფო დროშას ქართველები სეფე-დროშასაც უწოდებდნენ. იგი ორგვარი ყოფილა: დიდი დროშა და პატარა დროშა.

დიდი დროშა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰქონდათ. მაგალითად, მეფის კურთხევის ან დაქორწინების დროს, ლაშქრობებშიც მეფეს ეს სახელმწიფო დროშა მიჰქონდა.

პატარა დროშა აღმართული იყო მეფის სასახლის თავზე, ასევე, წირვალ-ლოცვების დროს ტაძარში.

XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს... ბედნიერად ხმარებულს, დროშას სვიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს შემაკავშირებელი, მისი სიძლიერისა და სიამაყის გამომხატველი. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდიოდა.

საქართველოს „გორგასლიანი და დავითიანი“ სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით.


IPB-ს სურათი



XIV საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა ერთი კატალონელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც ქართული დროშებიცაა აღწერილი. ამ აღწერილობით, ქართული დროშის ალმის თეთრ ფონზე მთელ სიგრძე-სიგანეზე შინდისფერი ჯვრის სწორი ხაზებია გამოსახული, რომელთა კუთხეებშიც ასევე პატარა ჯვრებია ჩახატული. სავარაუდოდ, ასეთი დროშა XIII საუკუნიდან უნდა წარმოშობილიყო.


IPB-ს სურათი



XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ.


IPB-ს სურათი


XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


„გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა XIX საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს ჩაუგდიათ ხელში და გაუტაცნიათ.

1801 წელს შეწყდა საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთმა აქ თავისი მმართველობა დაამყარა და ქართულმა დროშამაც არსებობა შეწყვიტა. შეიქმნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, რომელთაც ეროვნული დროშის ნაცვლად რუსული საგუბერნიო დროშები მისცეს.

IPB-ს სურათი



მეფის რუსეთის ბატონობის 117 წლის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა დაიბრუნა სახელმწიფოებრიობა და თბილისში აღიმართა ეროვნული, სამფეროვანი (შინდისფერი დროშა თავში შავი და თეთრი ზოლებით) დროშა. მაგრამ სულ მალე საქართველომ კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკად იქცა. მას თავისი, საბჭოთა დროშა მისცეს. ეს იყო წითელი დროშა, ცისფერი ზოლითა და ცისფერი მზით, რომელშიც ნამგალი და ურო იყო ჩახატული.

IPB-ს სურათი



საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. სახელმწიფო დროშად კვლავ სამფეროვანი დროშა აღიარეს. დღეს კი სახელმწიფო დროშად აღდგენილია ერთ-ერთი ძველი ქართული დროშა - თეთრ ალამზე ხუთი წითელი ჯვრით.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Oct 16 2007, 05:59 PM

გერბები


IPB-ს სურათი
საქართველოს ამჟამინდელი გერბი



საგერბო ანუ ჰერალდიკური გამოსახულებები საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. გერბებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყნების, ქალაქების, გვარებისა და ა.შ. განსასხვავებლად. ამისდა მიხედვით, არსებობდა სახელმწიფო, საგვარეულო, სამიწაწყლო და სხვა სახის გერბები.

გერბები გამოისახებოდა დროშებზე, მონეტებზე, ბეჭდებზე, იარაღზე და ა.შ. გერბებზე სხვადასხვა გამოსახულებებს, ანუ ემბლემებს გამოსახავდნენ. ემბლემა არის საგანი ან საგნის გამოსახულება, რომელსაც რაიმე იდეის სიმბოლოდ იყენებენ.

საქართველოში თითქმის ყველა კუთხეს თავისი გერბი ჰქონდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, რომელიც სოციალისტური რეჟიმის დროს გაუქმდა, შემდეგ კი 1990 წელს აღსდგა და 2004 წლამდე იარსება, 1918 წელს შეიქმნა და მასზე გამოსახული იყო თეთრი გიორგი, თავზე მზით, მთვარითა და ვარსკვლავებით. ეს სიმბოლიკა ძველი ქართული თქმულებებიდან არის აღებული

IPB-ს სურათი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი



IPB-ს სურათი სამეფო კვართიანი
(საქართველოსი)

IPB-ს სურათისაქართველოსი

IPB-ს სურათისაქართველოსი

IPB-ს სურათიქართლის

IPB-ს სურათიკახეთის

IPB-ს სურათიიმერეთის


IPB-ს სურათიგურიის

IPB-ს სურათიოდიშის

IPB-ს სურათისამცხე-საათაბაგოსი

IPB-ს სურათიაფხაზეთის

IPB-ს სურათისვანეთის

IPB-ს სურათირანის


პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Oct 16 2007, 10:45 PM

რანის გერბი ძალიან საინტერესოა -

რაა არის ზედ გამოსახული და რატომ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2007, 06:51 AM

მალადეც, ალ 2kiss.gif

ეგება დააზუსტო თამარის ნათქვამი გერბის შესახებ, ობობა რას ნიშნავს ნეტა?

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Oct 17 2007, 03:50 PM

ადმინისტრაციას და მოდერატორს ბოდიშს ვუხდი ვერ დავინახე ეს თემა

ხოლო რანის გერბს რაც შეეხება მოვძებნი რას ნიშნავს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2007, 11:04 AM

ციტატა(ბოლქვაძე @ Oct 17 2007, 03:50 PM) *

ადმინისტრაციას და მოდერატორს ბოდიშს ვუხდი ვერ დავინახე ეს თემა



საბოდიშო არაფერია, ალექსანდრე, პირიქით მადლობა შენ smile.gif wub.gif

იმედი მაქვს, უფრო მეტ მასალას მოგვაწვდი smile.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 18 2007, 02:38 PM

http://imageshack.us


თბილისის გერბი


http://imageshack.us


http://imageshack.us
ახალქალაქი 1867 წელი

http://imageshack.us


ბათუმის გერბი 1881 წელი

http://imageshack.us


დუშეთის გერბი 1875 წელი

http://imageshack.us


http://imageshack.us


gori 1843

http://imageshack.us


KUTAISI 1843


http://imageshack.us


ქუთაისი 1870

http://imageshack.us


ონი 1858 წელი

http://imageshack.us


ოზურგეთი 1843 წელი

http://imageshack.us


ფოთი 1858 წელი

http://imageshack.us

შორაპანი 1858 წელი

http://imageshack.us


სიღნაღი

http://imageshack.us


telavi

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Oct 18 2007, 05:28 PM

ბაგრატიონ–მუხრანელების გერბი

http://imageshack.us

დადიანების გერბი

http://imageshack.us

გელოვანების გერბი

http://imageshack.us

ჯავახიშვილების გერბი

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 18 2007, 05:48 PM

ვალერი
ეს გერბები მოქარგულია თეა მამუკელაშვილის მიერ და უნიჭიერესი ადამიანი ჩანს მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 13 2008, 04:34 PM

ქართული დროშები

IPB-ს სურათი
V საუკუნე

IPB-ს სურათი
IX საუკუნე

IPB-ს სურათი
XII საუკუნე

IPB-ს სურათი
ბაგრატიონთა სამეფო შტანდარტი (სეფე დროშა)

IPB-ს სურათი
აფხაზეთი

IPB-ს სურათი
ქართლი

IPB-ს სურათი
კახეთი

IPB-ს სურათი
იმერეთი

IPB-ს სურათი
გურია

IPB-ს სურათი
ოდიში (სამეგრელო)



IPB-ს სურათი
სვანეთი

IPB-ს სურათი
ოსეთი

IPB-ს სურათი
ჰერეთი

IPB-ს სურათი
სამცხე

IPB-ს სურათი
შირვანი

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 13 2008, 05:51 PM

ბატონო კანონისტ.. უკაცრავად და იქნებ გვითხრათ საიდან იცით რომ V, IX და XII საუკუნეებში ასეთი ტიპის დროშა იყო? არ შემორჩენილა რამდენადაც მახსოვს და აღწერილობა არის წყაროებში? თუ ეს უბრალოდ ვარაუდია, ასეთი იქნებაო... huh.gif
მე სხვაგვარად ვიცი და მაგიტომ.. დავაზუსტოთ... smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 13 2008, 06:11 PM

ketino
შესაძლოა

მე რაც მათი განთავსების საიტზე ეწერა, ის გადმოვწერე yes.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Mar 13 2008, 06:46 PM

მე მაქვს ერთი საინტერესო და კაი წიგნი სადაც საქართველოს დროშებია ახწერილი. აქ ვერ ვხედავ იმ დროშებს რომლებიც ადრე იყო.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 14 2008, 02:13 PM

ციტატა
საქართველოს „გორგასლიანი და დავითიანი“ სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით.


აღწერით როგორი იყო წმინდა გიორგი...
იმ ვარიანტში როგორიც დავითმა მოგვცა ეგ წმინდა გიორგი კი არა ძველი გერბისეული თეთრი გიორგია smile.gif

ციტატა
XIV საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა ერთი კატალონელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც ქართული დროშებიცაა აღწერილი. ამ აღწერილობით, ქართული დროშის ალმის თეთრ ფონზე მთელ სიგრძე-სიგანეზე შინდისფერი ჯვრის სწორი ხაზებია გამოსახული, რომელთა კუთხეებშიც ასევე პატარა ჯვრებია ჩახატული. სავარაუდოდ, ასეთი დროშა XIII საუკუნიდან უნდა წარმოშობილიყო.


ნეტავ ინტერნეტში არაა ეს ატლასი სადმე?

ქართველ მკვლევარებიდან სარა ბარნაველის წიგნია ქართული დროშების შესახებ,.. smile.gif წაკითხული ჯერ არ მაქვს, იმედია ამ კვირას შევძლებ biggrin.gif

საინტერსო საკითხია, ნეტა აქამდე ყურადღება როგორ ვერ მივაქციეთ.. unsure.gif

პოსტის ავტორი: natiamaxaradze თარიღი: Jan 5 2010, 09:02 PM

ძალიან საინტერესო საკითხია მართლაც... გვარების გერბები და დროშები თუ მოგეპოვებათ დავყაროთ

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jan 5 2010, 10:11 PM

სულხანიშვილის საგვარეულო გერბი მინდა,ნეტავ თუ არსებობს?თუ კი,მაშინ ვისაც გაქვთ იქნებ ატვირთოთ?წინასწარ გმადლობთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 10 2010, 12:23 AM

ციტატა(maikusi @ Jan 5 2010, 10:11 PM) *

სულხანიშვილის საგვარეულო გერბი მინდა,ნეტავ თუ არსებობს?თუ კი,მაშინ ვისაც გაქვთ იქნებ ატვირთოთ?წინასწარ გმადლობთ kiss1.gif


ჩემს მეგობარს ააქვს მრავალი გერბის ფოტოასლები და თუ მას მოეპოვება სულხანიშვილები საგვარეულო გერბი შევეცდები გამოვართვა და ავტვირთო smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2013, 04:13 PM

"საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921წლები) 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის გერბი არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით.

1990-იან წლებში საქართველომ ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად ეროვნულ სიმბოლოდ 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი გერბიც აღადგინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2013, 12:07 PM

„საქართველოს სამეფო გერბი ოფიციალურად XVII საუკუნის II ნახევრიდან, 1672 წლიდან დასტურდება.

იმხანად საქართველოს სახელმწიფო გერბს გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგის ფიგურა განასახიერებდა.“

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 1 2014, 03:47 PM

რას ფიქრობთ როგორი უნდა იყოს საქართველოს დროშა? და როგორი იყო მანამდე ვერავინ ამტკიცებს, რომ 5 ჯვრიანი დროშა გვქონდა წარსულში საიდან მოვიდა დღევანდელი დროშა? წმინდა ნინოს ჯვრიანი დროშა ძალიან კარგია იქნებ ასეთი დროშაა ჩვენთვის შესაფერისი? ან რამდენად შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიასაც და საქართველოსაც ერთი და იგივე დროშა ქონდეს?IPB-ს სურათი

ეს კი დღევანდელი დროშა
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2014, 07:05 PM

მე პირადად, დღევანდელი დროშა მომწონს ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 4 2014, 05:24 PM

ეს დროშა კარგია?
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2014, 05:26 PM

ციტატა(sanfol @ Nov 4 2014, 06:24 PM) *

ეს დროშა კარგია?
IPB-ს სურათი


ki.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 5 2014, 10:40 AM

იდეას მიხვდით ალბათ სადღაც შემხვდა ადრე ასეთი წარწერა და მერე ფოტოშოპში ვიფანტაზიე
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2014, 11:25 AM

ციტატა(sanfol @ Nov 5 2014, 11:40 AM) *

იდეას მიხვდით ალბათ სადღაც შემხვდა ადრე ასეთი წარწერა და მერე ფოტოშოპში ვიფანტაზიე
IPB-ს სურათი


კარგი ბიჭი ხარ შენ mpua.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 5 2014, 11:57 AM

ციტატა(marine @ Nov 5 2014, 11:25 AM) *

კარგი ბიჭი ხარ შენ mpua.gif

მადლობა ზოგს არ მოეწონა რატომღაც 90-იანი წლები გაახსენდათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2014, 11:59 AM

ციტატა(sanfol @ Nov 5 2014, 12:57 PM) *

მადლობა ზოგს არ მოეწონა რატომღაც 90-იანი წლები გაახსენდათ biggrin.gif


smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:26 PM

"საქართველოში ანთიმოზ ივერიელსა და მის მოსწავლეებთან, სასტამბო საქმის განვითარებასთან ერთად, დაკავშირებულია ჰერალდიკის განვითარებაც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირველი ქართული გერბები საქართველოში იშტვანოვიჩის მიერ დასტამბულ წიგნზე გვხვდება, არამედ - ამ გერბების ფორმის, არქიტექტონიკისა და ორნამენტული მორთულობის ტიპოლოგიური პარალელების არსებობაც რუმინულ, კერძოდ, ანთიმოზის მიერ დაბეჭდილ წიგნებზე არსებულ შესაბამის ნიმუშებთან.

პირველად ბაგრატიონთა გერბი 1709 წელს დასტამბულ "სამოციქულოში" თავფურცლის მეორე გვერდზე დაიბეჭდა (უფრო ადრე საქართველოს სამეფო გერბების არსებობა მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან დასტურდება, მაგრამ ეს ნიმუშები რუსულ ისტორიულ წყაროებშია დაცული).

აკაკი შანიძემ ვახტანგის სტმის წიგნებში გერბის მოთავსების წესი რუმინული გამოცემების გავლენით ახსნა. "სამოციქულოდან" მოყოლებული ყოველი გამოცემათა თავფურცლის მეორე გვერდზე ვხვდებით ბაგრატიონთა სამეფო გერბის ამა თუ იმ ვარიანტს".

/"თვენი" წიგნი 27, გვ.207/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2021, 07:27 PM

"კახაბერ კახაბერიძე-ბაღვაში ქართველ მამულიშვილთა კოხტასთავის მონღლოთა წინააღმდეგ ცნობილი შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ. მისი ასული გვანცა კი, ულუ-დავითის მეუღლე (ავაგ ათაბაგის ქვრივი) და დემეტრე თავდადებულის დედა, ყველა მის შემდგომ ბაგრატიონთა დიდი დედაა.

ტარსაიჭ ორბელი-ბაღვაში დემეტრე თავდადებულის აღმზრდელი იყო.

დავით აღმაშენებელმა უბოძა მათ დროშა, საოცრად მსგავსი მეფისეულისა, მხოლოდ საპირისპირო ფერების - წითლისა თეთრი ჯვრით".

/"კარიბჭე" N1,2021, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 05:54 PM

"სვანებს ჰქონდათ საერთო სასვანო დროშა - ლემ, რომელიც ზემო სვანეთის დროშად ითვლებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 168/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2022, 07:00 PM

"კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა საქართველოს ისტორიის პალიტრის წიგნი "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები".

დაინტერესებულებმა შეიძინეთ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)