IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რომის პაპის პირველობის შესახებ, სჯულის კანონის მუხლებზე მითითებით
შოთა
პოსტი Nov 17 2006, 04:23 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



კ.: სწორად ამტკიცებენ კათოლიკეები, თითქოს რომის პაპი არის თავი ეკლესიისა და ღმერთის მოადგილე დედამიწაზე?
მ.: არასწორია, მცდარია. ეკლესიის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა; წმ. მოც. პავლე ამბობს რომ ღმერთმა „ყოველივე დაამროჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიისა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო (ეფ. 1,22-23).


კ.: ეკლესიის მეთაურად დედამიწაზე მოციქულთაგან ვინმე ხომ არ დაადგინა იესო ქირსტემ?
მ.: არა, არ დაუდგენია; უფალმა აუკრძალა კიდეც მოციქულებს ფიქრი პირველობასა და უფროსობაზე (მარკ: 10, 35-44).


კ.: როგორღა ამტკიცებენ კათოლიკეები, თითქოს უფალმა მოც. პეტრე დაადგინა მეთაურად ეკლესიისა და ღმერთის მოადგილედ დედამიწაზე?
მ.: კათოლიკეები დიდად ცდებიან იმის გამო, რომ პეტრე მოციქულის მიმართ მაცხოვრის მიერ თქმული სიტყვები არასწორად ესმით: „... შენ ხარ კლდე და კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ეროედნენ მას“ (მათე 16, 18-19).

კ.: რას ნიშნას სიტყვები: „ამას კლდესა ზედა“?
მ.: წმ. იოანე ოქროპირი თავის 53-ე საუბარში მათეს სახარების შესახებ ამბობს: „მას კლდესა ზედა აღვაშენო, ანუ აღმსარებლობის რწმენაზე; იგივე აზრის არის ნეტარი ავგუსტინე: „კლდეს“ უწოდებს მაცხოვარი არა პეტრეს, არამედ მის რწმენას ძე ღვთისას მიმართ. აი ისიც: „შენ ხარ ქირსტე, ძე ღმრთისა ცხოველისა.


კ.: რა მტკიცებანი მოყავთ კათოლიკეებს წმ. სახარებიდან მასზედ, რომ თითქოს მოციქული პეტრე დააყენა უფალმა ეკლესიის მეთაურად და თავის მოადგილედ დედამიწაზე?
მ.: კათოლიკეებს მოჰყავთ მაცხოვრის სიტყვები: „სვიმონ, სვიმონ, აჰა - ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი“ (ლუკა 22,31-32). ამ სიტყვებიდან კათოლიკეები ასკვნიან თითქოს პეტრე მოციქულს დაევალა დანარჩენი მოციქულების განმტკიცება, სხვა მოციქულებზე უფროსობა და მათზე ბატონობა.
ასევე ამბობენ თითქოს სიტყვები: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ (ინ. 21,15-17) ნიშნავდეს პეტრეს უფროსობას თვით მოციქულებზე.


კ.: როგორ უნდა ვუყურებდეთ მაცხოვრის სიტყვების კათლიკეებისეულ განმარტებას?
მ.: ზემოთ მოყვანილი განმარტება თავისთავად არასწორია და მცდარი. ერთი მხრივ, არვითარი საფუძველი არა გვაქვს „ცხოვართა“ შორის ვიგულისხმოთ მოციქულები. მეორე მხირვ მოციქულებს თავად არასდროს არ ჩაუთვლიათ პეტრე თავიანთ გამგებლად.


კ.: საიდან ჩანს ეს?
მ.: ეს ჩანს მაცხოვრის სიტყვებიდან თორმეტი მოციქულის მიმართ, საიდანაც ცხადია, რომ მოციქულთათვის ერთადერთი მოძღვარი იესო ქრისტეა, და არა რომელიმე მოციქულთაგანი. აი, ეს სიტყვებიც: „ხოლო თქვენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქვენი ქრისტე, ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ჰხადით ქვეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქვენი, რომელი არს ცათა შინა“ (მათე, 23, 8-9).


კ.: იქნებ ეს სიტყვები მოქიცულთა გარდა ყველა ქრისტიანს ეხება?
მ.: არა, რადგან მოციქულნი ქრისტიანებს თავიანთ შვილებს უწოდებდნენ (1-იოანე 2,1-18),


კ.: საიდან ჩანს კიდევ, რომ მოციქულები არ თვლიდნენ პეტრეს თავის წინამძღვრად?
მ. ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იერუსალიმში მოციქულთა კრებას წარმართავდა არა პეტრე, არამედ იაკობი (საქმე მოც. 15,13).


კ.: რა მიზანი ამოძრავებთ კათოლიკებს, როდესაც ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ მოციქულთაგან პეტრე იყო უფროსი, ანუ მათი წინამძღვარი?
მ.: კათოლიკეთა აზრით, მოციქული პეტრე იყო არა მხოლოდ თავი ეკლესიისა, არამედ ქალაქ რომის ეპისკოპოსიც და აქედან გამომდინარე ასკვნიან, რომ რომის პაპი, როგორც მემკვიდრე მოციქული პეტრესი, არის თავი მთელი ეკლესიისა.


კ.: სინამდვილეში თუ იყო პეტრე მოციქული რომის ეპისკოპოსი?
მ.: ფრიად საეჭვოა. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს:
„და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა (პეტრე) და იოანე, რომელნი - იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თვისთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისა , რათა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ“. (გალ. 2,7). როგორც აქედან ჩანს, პეტრე მოციქულს დავალებული ჰქონდა ქადაგება წინადაცვთილიბთან (იუდეველებთან) და გაუგებარია როგორ შეიძლება იგი ყოფილიყო რომის ეპისკოპოსი (ანუ წარმართთა). გარდა ამისა, პავლე მოციქულმა, როგორც ცნობილია, რომაელ ქრისტიანებს გაუგზავნა ეპისტოლე, რასაც არ იზამდა იმ შემთხვევაში, იქ რომ ეპისკოპოსად პეტრე ყოფილიყო, მით უფრო, რომ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: „თანაც ვცდილობდი ისე დამეცვა ჩემი ღირსება, რომ არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა (რომ. 15,20).


კ.: ცნობდნენ თუ არა ძველი ქრისტიანები რომი პაპის პირველობას მსოფლიო ეკლესიაში?
მ.: არა, არ ცნობდნენ, ცნობილია, რომ მოციქულთა გარდაცვალების შემდეგ (მათ შორის პეტრე მოციქულისაც) კიდევ საკმაო ხანს იცოცხლა იოანე ღვთისმეტყველმა. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ პირველი ქრისტიანები რომის პაპს უფრო წინ აყენებდნენ, ვიდრე იოანე მოციქულს.


კ.: იქნებ შემდეგ პერიოდში (იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების შემდე) ცნობდნენ პირველი ქრისტიანები რომის პაპს მსოფლიო ეკლესიის წინამძღვრად?
მ.: არა, არც შემდეგ პერიოდში არ თვლიდნენ რომის პაპს მსოფლიო ეკლესიის წინამძღვრად. მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, რომლებიც წარმოადგენენ მთელი ეკლესიის ხმას, (და არა მხოლოდ ერთი რომელიმე ეკლესიის ხმას) რომის პაპს განესაზღვრა სხვა პატრიარქების თანაბარი უფლებები.


კ.: რომელ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე იქნა ეს განსაზღვრული?
მ.: პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ (325 წ.) თავისი მე-6 კანონით დაადგინა: „ძველი წესი იყოს დაცული, რომელიც მიღებულია ეგვიპტეში, ლიბიასა და სუთქალაქში (პენტაპოლისში); რომ ყველა ამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიასა და სხვა სამთავროებშიც - დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება“. ამ კანონის საფუძველზე რომის პაპი თანასწორია სხვა სამთავროთა ეპისკოპოსებისა.
იმავე კრებამ მის მიერ მიღებული მე-7 კანონით დაადგინა: „რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიის პატივი“. ამ კანონით იერუსალიმის პატრიარქი აყვანილ იქნა რომის პაპის სიმაღლეზე.
მეორე მსოფლიო კრების მე-3 კანონი გვამცნობს: „კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულება პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინეპოლი არის ახალი რომი“. ის, რაც განისაზღვრა პირველ ორ მსოფლიო კრებაზე, შემდგომში დაამოწმეს მომდევნო მსოფლიო კრებებმა:
მე-4 მსოფ. კრების 28-ე კანონით დადგენილია: „ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, როადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ასორმოცდაათმა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის - კონსტანტინეპოლის უწმინდეს საყდარს. სამართლიანად განსაჯეს, რომ თუ კონსტანტინეპოლი და ძველი რომი ტოლია იმით, რომ ორივე სატახტო და სინკლიტის (სენატის) ქალაქია, საეკლესიო საქმითაც განდიდდეს კონსტანტინეპოლი, როგორც რომი და მეორე იყოს მის შემდეგ“...
იგივე დაამტკიცა 36-ე კანონით მე-6 მსოფლიო კრებამ; კონსტანტინეპოლის საყდარს ძველი რომის საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს და როგორც საეკლესიო საქმეებში განდიდებული, მეორე იყოს მის შემდეგ. შემდეგ იყოს დიდი ქალაქის - ალექსანდრიის საყდარი და მის შემდეგ - იერუსალიმის საყდარი“.
ამგვარად ყველა სამთავროთა პატრიარქებსა და ეპისკოპოსებს მსოფლიო კრების დადგენილებით ჰქონდათ თანასწორი ძალაუფლება.


კ.: ჰქონდათ თუ არა სამთავროთა ეპისკოპოსებს, და მათ შორის რომის პაპს, უფლება - გაევრცელებინათ თავიანთი ძალაუფლება სხვა სამთავროთა ეკლესიებზე?
მ.: არა. ასეთი უფლება არ ჰქონდათ. ამის თაობაზე მეორე მსოფლიო კრების (381 წ.) მე-2 კანონში ნათქვამია: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიათა აღრევა“.


კ.: როგორ უყურებს მსოფლიო საეკლესიო კრება პაპების მიდრეკილებას - გაევრცელებინათ თავიანთი ძალაუფლება სხვა ეკლესიებზეც?
მ.: მსოფლიო საეკლესიო კრებები გმობდა ასეთ მიდრეკილებას, ხოლო ავტოკეფალურ ეკლესიათა ეპისკოპოსებს, რომელნიც სიმართლის გასარკვევად პაპების სასამართლოს მიმართავდნენ სასჯელი ედებოდა, რაც გამოიხატებოდა ჩამოქვეითებასა ან გადაყენებაში. (კართაგენის ადგილობრივი კრება, 139-ე კანონი).


კ.: კიდევ რით ცდილობენ ლათინნი თავიანთი პაპების აღმატებულობის დამტკიცებას?
მ. ისინი, სხვათა შორის, ამბობენ, რომ ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო ერთი მღვდელმთავარი ყველა მორწმუნესათვის, რის გამოც ახალი აღთქმის ეკლესიაშიც ერთი სულიერი გამგებელი უნდა ჰყავდეს ქრისტიანებს, რომელთაც უწინამძღვრებს ღვთის წინაშე.


კ.: შეიძლება თუ არა ამის მტკიცება მოინახოს წმ. წერილში?
მ.: არა, შეუძლებელია, რადგან ასეთი მტკიცება არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ პავლე მოციქული ნათლად ბრძანებს, რომ ძველი აღთქმის მღვდელმთავართა მემკვიდრენი არ არიან ახალი აღთქმის მღვდელმთავარნი. არამედ ახალი აღთქმის მღვდელმთავრები თვით უფალი იესო ქრისტეა - ძე ღვთისა (ებრ. 7,21-28).


კ.: რა შეიძლება ითქვას ლათინთა საპასუხოდ, როცა ისინი ამბობენ, რომ იესო ქრისტეს არ შეუძლია ეკლესიის მართვა იმის გამო, რომ ზეცად ამაღლდა, ხოლო ჩვენ გვჭირდება ხილული მღვდელმთავარი და შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის?
მ.: მათ შეგვიძლია ვუპასუხოთ პავლე მოციქულის სიტყვებით: (ქრისტეს...) ძალუძს სრულიად გადაარჩინის ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიუახლოვდება ღმერთს, (ებრ. 7,25).


კ.: ზემოთქმულიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება კათოლიკეთა სწავლების შესახებ, თითქოს რომის პაპი არის თავის ეკლესიისა და ღმერთის მოადგილე დედამიწაზე?
მ.: დასკვნა ერთია: ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმინდა წერილსა და საეკლესიო გარდამოცემას.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
შოთა   რომის პაპის პირველობის შესახებ   Nov 17 2006, 04:23 PM
mogzaura   როგორც წავიკითხე დ...   Nov 17 2006, 06:14 PM
mendes masieli   კ.: სწორად ამტკიცებ...   Feb 17 2007, 06:08 PM
KAIROS   ათასი შეცდომაა მაგ...   Feb 17 2007, 06:37 PM
მნათე   სად შემიძლია ნახვ...   Feb 18 2007, 02:17 AM
KAIROS   ვინ გამოსცა? როგორ...   Feb 18 2007, 12:45 PM
მნათე   საინტერესო იქნებ...   Feb 18 2007, 02:39 PM
გლახა   წინ დაჯდეს მალე ჩა...   Feb 18 2007, 06:11 PM
ქავთარაძე   გლახა ხო მალე :D 15 წუ...   Feb 18 2007, 07:00 PM
მნათე   mendes masieli აბა ვნახოთ რ...   Feb 19 2007, 12:32 PM
კანონისტი   ordinatio - ხელდასხმა   Feb 19 2007, 04:26 PM
stch   ხო რომის პაპის შეუ...   Jul 4 2007, 02:28 AM
KAIROS   ეს დაუდასტურებელ...   Jul 4 2007, 02:30 AM
Sotiris   ეს დაუდასტურებელი...   Jul 4 2007, 06:08 PM
მხევალი ნინო   KAIROS ვითომ???? რა ვიცი...   Jul 4 2007, 10:40 AM
stch   კაცო შეუცდომელი თუ...   Jul 4 2007, 11:06 AM
კანონისტი   stch უთესლოდ და უბიწო...   Jul 4 2007, 01:55 PM
KAIROS   ხოომ... მოკლედ, ერთე...   Jul 4 2007, 05:12 PM
stch   კანონისტ გასაგები...   Jul 4 2007, 09:04 PM
ზურა   მშვიდობა თქვენა! ...   Aug 21 2007, 10:35 PM
ortodox_iveria   მე მგონი მსოფლიო ე...   Dec 19 2007, 05:38 PM
ortodox_iveria   თემის გაგრძელება: 2)...   Dec 19 2007, 06:13 PM
მამა ირაკლი   თემის გაგრძელება: 2...   Dec 19 2007, 09:12 PM
ortodox_iveria   პათოსიდან გამომდი...   Dec 21 2007, 04:35 AM
sable   [color=#CC0000]ასევე მოწიწ...   Dec 21 2007, 01:02 PM
KAIROS   ჯერ თავად ორთოდოქ...   Dec 20 2007, 03:05 AM
KAIROS   მოიცა ეგ "კარლოს...   Dec 21 2007, 03:00 PM
ortodox_iveria   კიდევ ერთხელ ვიმეო...   Dec 21 2007, 05:53 PM
გიორგი   ortodox_iveria დღესდღეობით...   Dec 21 2007, 06:20 PM
კანუდოსელი   ortodox_iveria ამდენი სისულ...   Dec 21 2007, 06:23 PM
ortodox_iveria   [b]ortodox_iveria ამდენი სის...   Dec 21 2007, 06:36 PM
კანუდოსელი   ჩემი შენ გითხარიო, ...   Dec 21 2007, 06:43 PM
ortodox_iveria   რა იყო, მეტ ორიგინა...   Dec 21 2007, 08:37 PM
staywhite   მოიცა ეგ "კარლოს...   Dec 22 2007, 12:04 PM
კანონისტი   ortodox_iveria თქვენ ბრალი დ...   Dec 22 2007, 05:23 PM
ortodox_iveria   [b]ortodox_iveria თქვენ ბრალი...   Dec 22 2007, 06:18 PM
თამარი_ცქნაფო   [b]ძვირფასო კანონის...   Dec 27 2007, 01:38 AM
ortodox_iveria   ortodox_iveria KAIROS', შენ ისე ...   Dec 27 2007, 03:49 PM
თამარი_ცქნაფო   [b]ortodox_iveria KAIROS', შენ ის...   Dec 27 2007, 03:56 PM
KAIROS   :) გამეცინა, ჩემო ა...   Dec 22 2007, 10:13 PM
თამარი_ცქნაფო   სტილი მეცნობა... მრე...   Dec 22 2007, 10:27 PM
RKO   ვაიმე ეს რა მესმის...   Dec 23 2007, 01:44 AM
ortodox_iveria   ვაიმე ეს რა მესმის...   Dec 23 2007, 03:30 AM
შოთაძე   [b][color=#990000]გაიხარე RKO, შ...   Dec 23 2007, 04:13 AM
ortodox_iveria   და ამ საიტზე მყოფნ...   Dec 27 2007, 09:02 PM
მამა ირაკლი   თუ მართლმადიდებლე...   Dec 27 2007, 11:03 PM
ortodox_iveria   ისე როგორც მოძღვა...   Jan 1 2008, 10:47 PM
მამა ირაკლი   [b][color=#990000]გაიხარე RKO, შ...   Dec 27 2007, 01:43 AM
RKO   არც ეგრეა საქმე რ...   Dec 23 2007, 03:58 AM
KAIROS   RKO ვგონებ, უბრალოდ...   Dec 23 2007, 05:13 AM
RKO   kairos. მე მესმის შენი. ...   Dec 23 2007, 04:16 PM
ortodox_iveria   kairos. მე მესმის შენი. ...   Dec 26 2007, 07:19 PM
ortodox_iveria   აპნისი, სურწყუნისი...   Dec 26 2007, 09:02 PM
KAIROS   აბა რეებს წერ კაც...   Dec 26 2007, 11:06 PM
ortodox_iveria   აბა რეებს წერ კაცო?...   Dec 26 2007, 11:45 PM
დავით ივერიელი   17. კუალად ჰრქუა მას ...   Dec 27 2007, 12:21 AM
KAIROS   ვფიქრობ მინიმუმ კ...   Dec 27 2007, 01:20 AM
ალექსანდრე   ტიტუ აქ რა ამბები ყ...   Dec 27 2007, 01:26 AM
KAIROS   არც დიდი არაფერი, ...   Dec 27 2007, 01:32 AM
ალექსანდრე   რაღაც თითქოს მეცნო...   Dec 27 2007, 01:51 AM
კანუდოსელი   ortodox_iveria სანამ არ დაგ...   Dec 27 2007, 01:01 PM
ortodox_iveria   [b]ortodox_iveria სანამ არ და...   Dec 27 2007, 07:22 PM
afxazi   კანუდოსელი :lol: :lol: ...   Dec 27 2007, 01:59 PM
კანუდოსელი   afxazi ეგ გიჟების პარა...   Dec 27 2007, 02:11 PM
afxazi   კანუდოსელი გიჟები...   Dec 27 2007, 02:19 PM
staywhite   ვინმეს რომ ეთქვა დ...   Dec 27 2007, 02:21 PM
ალექსანდრე   ეს რა საიტია :blink:   Dec 27 2007, 04:14 PM
თამარი_ცქნაფო   ეს რა საიტია :blink: აჰ...   Dec 27 2007, 04:18 PM
afxazi   ortodox_iveria არ მოგელანდო...   Dec 27 2007, 04:18 PM
ალექსანდრე   ერთი რამის თქმა შე...   Dec 27 2007, 04:22 PM
კანუდოსელი   ortodox_iveria რახან შენსა...   Dec 27 2007, 04:57 PM
მხევალი ნინო   ortodox_iveria ამ სიტყვები...   Dec 27 2007, 05:41 PM
მხევალი ნინო   ortodox_iveria ისევ გუჯა და...   Dec 27 2007, 07:25 PM
ortodox_iveria   ortodox_iveria ისევ გუჯა და...   Dec 27 2007, 07:31 PM
თამარი_ცქნაფო   ვერ გავიგე რა გინდ...   Dec 27 2007, 07:33 PM
kato_Bato   მდა.... ამ თემას პატრ...   Dec 27 2007, 07:29 PM
მხევალი ნინო   ortodox_iveria გამგები გაი...   Dec 27 2007, 07:34 PM
ortodox_iveria   [b]ortodox_iveria გამგები გაი...   Dec 27 2007, 07:39 PM
kato_Bato   მხევალი ნინო მიუჩ...   Dec 27 2007, 07:38 PM
ortodox_iveria   [b]მხევალი ნინო მიუ...   Dec 27 2007, 07:49 PM
მხევალი ნინო   ortodox_iveria რა საოცარია,...   Dec 27 2007, 07:41 PM
ortodox_iveria   ortodox_iveria რა საოცარია, ...   Dec 27 2007, 08:00 PM
შოთაძე   ortodox_iveria კარგი იქნება...   Dec 27 2007, 08:29 PM
თამარი_ცქნაფო   როგორც გურამიშვილ...   Dec 27 2007, 09:52 PM
კანონისტი   ბევრი ოფტოპიკი წავ...   Jan 1 2008, 03:36 PM
KAIROS   ისე შენ რა გითხარ...   Jan 2 2008, 01:14 AM
კანონისტი   კალენდრის თაობაზე ...   Feb 4 2008, 01:24 AM
staywhite   შესანიშნავი სტატი...   Feb 4 2008, 03:19 PM
Geogeorgia   შესანიშნავი სტატი...   Feb 6 2008, 08:53 PM
KAIROS   ვფიქრობ, თემამ დრო...   Feb 8 2008, 06:17 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 06:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი