IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის, შერეული ქორწინების ღვთისმსახურება: სამოძღვრო წინადადებები
მნათე
პოსტი Apr 23 2009, 03:16 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



$ 1 – 1976 წელს მარსელში ჩამოყალიბდა შერეული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სამოძღვრო გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო ქორწინების საღვთისმეტყველო საკითხების შესწავლა. სამი წლის მუშაობის შემდეგ ჯგუფი საჭიროდ თვლის ჩამოაყალიბოს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ძირითადად ეხება მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინების ღვთისმსახურებას.

$ 2 – ამგვარი ქორწინებების ღვთისმსახურებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს მძაფრად გრძნობს მართლმადიდებლური მხარე. წარმოადგენს რა უმცირესობის ეკლესიას, მართლმადიდებლი ეკლესია საფრანგეთში სულ უფრო ხშირად აღასრულებს შერეული წყვილების ჯვრისწერას. Oორი ეკლესიის სასულიერო პირთა შორის კავშირების სიმცირის გამო ხშირად ჩნდება სამოძღვრო პრობლემები: მართლმადიდებელ და კათოლიკე სასულიერო პირთა შორის ურთიერთშეთანხმების არარსებობა, ღვთისმსახურების რიტუალი გაუგებარი რჩება მოუმზადებელი ოჯახებისათვის, არ არსებობს დადგენილი საერთო წესები. ამასთან ერთად ორ ეკლესიაში ქორწინების საიდუმლოს ღვთისმეტყველება სრულად იდენტური არ არის.

$ 3 – სამუშაო ჯგუფში შემავალი შვიდი მღვდელი უპირველეს ყოვლისა სულიერი მოძღვრები არიან, რომელთაც კარგად ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა საეკლესიო საიდუმლოებების ღვთისმეტყველების, კანონიკური სამართლის, ლიტურგიკის, ოჯახების დამოძღვრის და ეკუმენიზმის სფეროებში. მათ სურთ შესთავაზონ განსახილველად საკუთარ იერარქიებს თავიანთი შრომის შედეგი, როგორც საეკლესიო მსახურება, რომელიც აღსრულდა ძმური ურთიერთგაგების ატმოსფეროში, შერეული ოჯახების სასიკეთოდ და მომავალი ერთობის იმედით.
აღნიშნული კვლევა შეესაბამება ვატიკანის II კრების დეკრეტს ეკუმენიზმის შესახებ (ნიტატის რედინტეგრატიო) და მნიშვნელოვან ტექსტს, რომელიც მიღებული იქნა 1971 წელს სახელწოდებით : შერეული ოჯახების ერთობლივი დამოძღვრა; საფრანგეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კომიტეტისა და საფრანგეთის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კომიტეტის რეკომენდაციები (ოც. ჩატჰ, 1971, პ. 716 – 721). ეკლესიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შერეულ ოჯახებზე მოწოდებული არიან ყველა დონეზე იღვაწონ ქრისტიანთა სრული ერთობის აღსადგენად.

$ 4 – სამი წლის ურთიერთთანამშრომლობის პერიოდში ქორწინების საიდუმლოსთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას მოეფინა ნათელი, მაგრამ წინამდებარე დოკუმენტი ეხება მხოლოდ შერეული ქორწინების ღვთისმსახურებას.
სამუშაო ჯგუფის წევრი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათი კვლევის საფუძველი იყო ერთის მხრივ იმპერატიული სურვილი ერთგული ყოფილიყვნენ თავიანთი ეკლესიების ღვთისმეტყველების და კანონიკური სამართლის, ხოლო მეორეს მხრივ, ლტოლვა ყოფილიყვნენ გამბედავნი ყველა შესაძლებელ შემთხვევაში. და ყველაფერი ეს მორწმუნეთა სულიერი კეთილდღეობისა და მომავალი ერთობის აღდგენისათვის.
$ 5 – ჩვენი კვლევის პერიოდში მრავალი საკითხი გამოიკვეთა:

ა) არსობრივი ურთიერთთანხმობა.
ერთხმად ვადასტურებთ ჩვენს ღრმა რწმენას, რომ ორ მონათლულს შორის აღსრულებულ ქორწინებას საეკლესიო საიდუმლოებრივი ბუნება აქვს. იგი არის ხატება ქრისტესა და ეკლესიას შორის ერთობისა (ეფეს. 5). ქორწინების ღვთისმსახურება წარმოაჩენს ქრისტეს მყოფობას წყვილში და ოჯახში, აგრეთვე წყვილისა და ოჯახის ინტეგრაციას ეკლესიაში. ამიტომ, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ამჟამინდელი ურთიერთობის სტადიაზე, შესაძლებელი და სასურველია: - განისაზღვროს შერეული ქორწინების ისეთი ღვთისმსახურება, რომელშიც ორივე ეკლესიის სასულიერო პირები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას და რომლის დინამიზმიც ერთობისკენ იქნება ორიენტირებული, - ერთობლივად იქნას მოსმენილი ღვთის სიტყვა, - ერთობლივად იქნას წარმოთქმული ლოცვები ახლადდაქორწინებულთათვის.

განსხვავებები. - კათოლიკეებისათვის ქორწინების ღვთისმსახურების გადამწყვეტი ნაწილია მომავალი მეუღლეების მიერ თანხმობის წარმოთქმა. აქედან გამომდინარეობს სიძესა და პატარძლის პრიმორდიალური როლი ღვთისმსახურებაში. ზოგჯერ მათ “საიდუმლოს აღმსრულებლებსაც” უწოდებენ, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს სასულიერო პირის როლს. - მართლმადიდებლებისათვის ღვთისმსახურების კულმინაციას სასულიერო პირის მიერ მომავალი მეუღლეების გვირგვინის კურთხევა წარმოადგენს. სასულიერო პირის როლი აქ იგივეა, როგორც ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას. გვირგვინები მომავალ ცოლ-ქმარზე სული წმინდის გარდამოსვლის სიმბოლოა. სასულიერო პირის ჟესტი (და წარმოთქმული ლოცვები) სრულად შეესაბამებიან სული წმინდის მოწვევის (ეპიკლეზა) რიტუალს ევქარისტიული მსახურებისას. მეჯვარის მიერ გვირგვინების გაცვლა გამოხატავს ხალხის მონაწილეობას. ხალხი კი, როგორც ცნობილია, თვითონ აღასრულებს ყველა საეკლესიო საიდუმლოებას ეპისკოპოსისა ან მღვდლის აუცილებელი წინამდგომელობით.
გ) ევქარისტიული თანაზიარება შეუძლებელია.
Oორ ეკლესიას შორის სრული ერთობა ჯერ არ განხორციელებულა, ამიტომაც მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ღვთის სიტყვის ერთობლივი მოსმენა ვერ დაგვირგვინდება ერთი ბარძიმიდან ზიარებით, როგორც მომავალი მეუღლეებისათვის, ასევე ორი ეკლესიის სასულიერო პირებისათვის. ყველა საეკლესიო საიდუმლო ევქარისტიის საიდუმლოსთანაა დაკავშირებული და აქედან გამომდინარე ქორწინების საიდუმლოს “თანამსახურება” არ შეესაბამება რეალურ ერთობას, ამიტომაც უნდა გამოირიცხოს. Mმიუხედავად ამისა, საჭიროა განვიცდიდეთ ერთობის აღდგენისა და ერთი ბარძიმიდან ზიარების აუცილებლობას.

$ 6 – ქორწინების ღვთისმსახურების გრძელი ისტორია, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, ნებას გვაძლევს დავასკვნად:

ა) ქორწინების მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მიხედვით მღვდლის გადამწყვეტი როლი სრულიადაც არ ამცირებს სიძისა და პატარძლის თანხმობის მნიშვნელობას:
მათი თანხმობა გამოიხატება მართლმადიდებლური ღვთისმსახურების პირველ ნაწილში, რომელსაც “წინდობა” ეწოდება. სინამდვილეში ბერძნული სიტყვის “არაბონ” მნიშვნელობა უფრო მკვეთრია, ვიდრე წინდობა და ნიშნავს “ბეს”, “აღთქმის დადებას”. Aარაბონის მსახურებისას მამაკაცსა და ქალს შორის თანხმობის ურთიერთგაცვლა ხდება, რისი სიმბოლოცაა ბეჭდების ურთიერთგაცვლა. “ ეს წარმოადგენს საეკლესიო საქორწინო ხელშეკრულებას, რომელშიც წყვილის გარდა თვით ღმერთიც მონაწილეობს” (დეკანოზი იოანე მეიენდორფი).
სწორედ ამიტომ უწოდებს ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრების 98-ე კანონი სიძვას მამაკაცის ურთიერთობას იმ ქალთან, რომელიც სხვა მამაკაცზეა დაწინდული. ქრისტიანობის ფესვებისადმი ერთგულებით ცნობილი კვიპროსის ეკლესია “არაბონით” შექმნილი კავშირის დარღვევისათვის განქორწინების პროცედურას მოითხოვს; ელადის ეკლესია კი ამგვარი პროცედურის თავიდან ასაცილებლად “არაბონს” ყოველთვის უშუალოდ გვირგვინის კურთხევის მსახურების წინ აღასრულებს.
Uუნდა ვაღიაროთ, რომ საბერძნეთის საეკლესიო პრაქტიკაში სიძე-პატარძლის მიერ თანხმობის ურთიერთგაცვლა ექსპლიციტური არ არის (თუმცა გათვალოსწინებულია მსახურების ტიბიკონში). ეს გარემოება საკმაოდ წარუმატებლადაა გამოსწორებული რუსულ პრაქტიკაში: XVII საუკუნეში ტიბიკონში შემოტანილ იქნა მღვდლისა და მომავალი მეუღლეების დიალოგი, მაგრამ მხოლოდ “არაბონის” მსახურების შემდეგ.
დ) კათოლიკური ღვთისმეტყველების მიხედვით სიძე-პატარძლის გადამწყვეტი როლი სრულიადაც არ აუქმებს სასულიერო პირის მნიშვნელობას და მოითხოვს მის მონაწილეობას წყვილის კურთხევისათვის. ამასთან, საჭიროა ვაღიაროთ, რომ საეკლესიო საიდუმლოს “ეპიკლეტიკური” ასპექტი არ არის გამოკვეთილი ჯვრისწერის რომაულ რიტუალში, სადაც, მეუღლეების კურთხევისათვის სული წმინდის, როგორც ასეთის, მოწვევა არ ხდება.
Eეს დაკვირვებები არ გვაძლევს უფლებას სქემატურად დავუპირისპიროთ ერთმანეთს ქორწინების მართლმადიდებლური და კათოლიკური ღვთისმეტყველება. ორივე არეგულირებს ერთიდაიგივე სიტუაციას, რომელიც მდგომარეობს ადამიანური სიყვარულის წმინდაყოფასა და კურთხევაში. ორივე ერთნაირად მოითხოვს მეუღლეების თანხმობასა და მღვდლის ლოცვებს უფლის მიერ ოჯახის კურთხევისათვის.

$ 7 – შერეული ქორწინების ღვთისმსახურებაში ორივე ეკლესიის სასულიერო პირების გარკვეული მონაწილეობა შესაძლებლად და სასურველად მივიჩნიედ. ეს მონაწილეობა განსაზღვრული უნდა იყოს სამი იმპერატიული პირობით: ა) ორი ეკლესიის სასულიერო პირების მონაწილეობა არ უნდა წარმოადგენდეს თანამსახურებას. ბ) არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის მიყოლებით აღსრულდა ორი ღვთისმსახურება და ორი საეკლესიო საიდუმლოება ანუ ორმაგ ღვთისმსახურებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. გ) დაცული უნდა იქნეს ორივე ეკლესიის ღვთისმსახურებისათვის დამახასიათებელი რიტმი და დინამიზმი, ამისათვის მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორი რიტუალის ურთიერთშერევა, რაც გამოიწვევდა ღვთისმსახურების დაკნინებას.

$ 8 – ამ გზაზე მსვლელობისათვის საჭირო გახდა კიდევ ერთი გარემოების გათვალიწინება:
მნიშვნელოვანი ეკუმენური პროგრესი განახორციელა აღმოსავლური ეკლესიების კონგრეგაციის 1967 წლის 22 თებერვლის დეკრეტმა შერეული ქორწინებების შესახებ კათოლიკეებსა და არაკათოლიკე მონათლულ აღმოსავლელ ქრისტიანებს შორის (Aცტა Aპოსტოლიცაე შედის 1967, პ.165: Dეცრეტუმ დე ატრიმონიის მიხტის ინტერ ცატჰოლიცოს ეტ ორიენტალეს ბაპტიზატოს ეტ ა-ცატჰოლიცოს)
დეკრეტის მიხედვით კათოლიკური ეკლესია აღიარებს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღსრულებული შერეული ქორწინების ნამდვილობას, იმ შემთხვევაშიც, როცა არ არსებობს კათოლიკე ეპისკოპოსის მიერ გაცემული კანონიკური ნებართვა, იმ პირობით რომ დაცული იქნება კანონიკური სამართლის ყველა სხვა მოთხოვნა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ მიზეზის გამოც, რათა განმტკიცდეს ქრისტიანული ძმური სიყვარული და ერთობა კათოლიკეებსა და იმ ქრისტიანებს შორის, რომელთაც კათოლიკე ეკლესია “აღმოსავლელ არაკათოლიკე მორწმუნეებს” უწოდებს.
სამაგიეროდ, თავისი კანონიკური სამართლის დღევანდელი ნორმებით, მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლის მიერ აღსრულებულ შერეულ ქორწინებას. ჩვენ ვალდებული ვართ პატივ ვცეთ ამ პოზიციას და პროგრესი გავითვალისწინოთ მართლმადიდებელი ეკლესიაში აღსრულებული შერეული ქორწინების პერსპექტივაში.
$ 9 – მიუხედავად ამისა, არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ მომავალი მეუღლეები კათოლიკური რიტუალის მიხედვით დაქორწინდნენ. ეს საჭირო იქნება მაშინ, როდესაც კათოლიკურ მხარეს არ შეუძლია განაცხადოს თავისი თანხმობის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში. აგრეთვე სასურველად მიგვაჩნია შერეული ქორწინების საიდუმლოს აღსრულება კათოლიკურ ეკლესიაში მაშინ, როდესაც წყვილში მხოლოდ კათოლიკე არის ეკლესიური.
$ 10 – როდესაც ქორწინება აღსრულებული იქნება მართლმადიდებლური რიტუალის მიხედვით და კათოლიკე მღვდლის აქტიური თანდასწრებით, შემდეგი პირობები უნდა იქნეს დაცული:
ა) კათოლიკე მხარეს წინასწარ უნდა ჰქონდეს მიღებული მართლმადიდებლურ რიტუალში მონაწილეობის კანონიკური ნებართვა: კათოლიკე სასულიერო პირმა უნდა განუცხადოს დამსწრე მორწმუნეებს, რომ მისი ეპისკოპოსის მიერ გაცემული ნებართვის თანახმად ეს ქორწინება აღსრულებულია მართლმადიდებლური რიტუალის მიხედვით, განხორციელებულია კათოლიკურ ეკლესიასთან თანაზიარებაში და სრულად გააჩნია მისი შედეგები.
ბ) ღვთისმსახურება შეიძლება აღსრულდეს კათოლიკურ ან მართლმადიდებლურ ტაძარში.
გ) ორი ეკლესიის სასულიერო პირები თავისი დასწრებით და მონაწილეობით ერთიდაიგივე ღვთისმსახურებაში წარმოაჩენენ თავიანთ სასოებას იმ ცოცხალი ერთობისადმი, რომელიც გააჩნია ორივე ეკლესიას და აგრეთვე საიდუმლოებრივ მადლს, რომელიც აკურთხებს მომავალ მეუღლეებს და რომლის მსახურებიც არიან ეს სასულიერო პირები. ის ფაქტი, რომ ისინი არ “თანამსახურებენ”, წარმოაჩენს იმ სამწუხარო გარემოებას, რომელიც არსებობს მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის ურთიერთობაში თანამედროვე ეტაპზე და გამორიცხავს ყოველნაირ “ევქარისტიულ თანაზიარებას”.

$ 11 – პირველი წინადადება.
სრულიად მიღებულია ქორწინების ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ტიბიკონის მიხედვით, როგორც მისი სტრუქტურა, ისევე მისი ტექსტები. ცხადი უნდა იყოს, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირი არის საეკლესიო საიდუმლოს ერთადერთი აღმსრულებელი. კათოლიკე სასულიერო პირის მონაწილეობა (სახარების და ეპისტოლეების კითხვა, ქადაგება და ა.შ. . . .) ინტეგრირებული უნდა იქნას ღვთისმსახურების ტიბიკონში. ეს ყველაფერი ცერემონიის დაწყების წინ კათოლიკე სასულიერო პირმა უნდა განუმარტოს დამსწრე მორწმუნეებს. აღნიშნული წინადადება ნათლად ადასტურებს, რომ კათოლიკური ეკლესია აღიარებს მართლმადიდებლური ტიბიკონით აღსრულებულ ჯვრისწერას: ამიტომაც აღარ არის საჭირო შერეული ქორწინების დროს ორი საიდუმლოს აღსრულება. ამ წინადადების მიმართ არ არსებობს არც საღვთისმეტყველო, არც სამოძღვრო და არც კანონიკური შენიშვნა. პირველი წინადადება სრულად სცემს პატივს მართლმადიდებლური ტიბიკონისათვის დამახასიათებელ დინამიზმს; ტიბიკონის ერთიანობა წარმოაჩენს საეკლესიო საიდუმლოს ერთობას. გარდა ამისა, იგი ნერგავს ეკუმენურ სულიერ და ჰუმანურ კულტურას ორი ეკლესიის სასულიერო პირებსა და მორწმუნეებში. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქრისტიანების წინასწარი მომზადება ამგვარ მსახურებებზე დასწრებისათვის.

$ 12 – მეორე წინადადება.
კათოლიკე სასულიერო პირი აღასრულებს ქორწინების ღვთისმსახურების პირველ ნაწილს (არაბონი ანუ წინდობა) და მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღასრულებს ღვთისმსახურების მეორე ნაწილს (გვირგვინის კურთხევა). ქორწინების ღვთისმსახურების პირველ ნაწილში, როგორც უკვე ვნახეთ, მომავალი მეუღლეები აცხადებენ თავიანთ თანხმობას. მისი მნიშვნელობის წარმოსაჩენად ჩვენი წინადადებაა, რომ კათოლიკე მღვდელი აღასრულებდეს წინდობას: კათოლიკე მორწმუნეებისათვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათი მღვდელი აღასრულებს მთავარ როლს ღვთისმსახურების იმ ნაწილში, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათთვის, ამასთან კათოლიკე სასულიერო პირიც ახორციელებს იმ ფუნქციას, რომელიც შეესაბამება მისთვის ჩვეულ პრაქტიკას. რაც შეეხება მართლმადიდებლებს, მათ არ დააბრკოლეს ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირი არ აღასრულებს ღვთისმსახურების პირველ ნაწილს. Uუფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ღვთისმსახურების ენის პრობლემა, იგი მოგვარებული იქნება პირველი ნაწილის განმავლობაში. ღვთისმსახურების მეორე ნაწილის (გვირგვინის კურთხევა) აღსრულებისას მართლმადიდებელი სასულიერო პირი შეძლებს სრულად განახორციელოს მღვდლობის საიდულმლოს არსობრივად “ეპიკლეტიკური” ფუნქცია მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით. Gგვირგვინის კურთხევა უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს უფლის მიერ იმ წმინდა მეუღლეების (აბრაამი და სარა, იოაკიმი და ანა) კურთხევის ანამნეზას, რომელთაც შვეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ამით შესაძლებელი გახადეს ღვთის სიტყვის განხორციელება. შემდეგ იგი წარმოადგენს ეპიკლეზას (ანუ მოწოდებას), რათა უფალმა განწმინდოს და განანათლოს მის მიერ შეერთებული მეუღლეები. წინდობა და გვირგვინის კურთხევა წარმოაჩენს ქორწინების საიდუმლოს ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენდნენ ავთენტური ქრისტიანული ტრადიციის განუყოფელ ნაწილს. აღმასრულებელთა ცვლილებით ხდება ამ ორი ასპექტის გამოკვეთა რომელიმესათვის რაიმე პრივილეგიის მინიჭების გარეშე. თავიდან არის აცილებული თანამსახურების ყოველგვარი ელემენტი. მიუხედავად ამისა, ღვთისმსახურების აღნიშნულმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის მიყოლებით ორი სასულიერო პირი ორ საეკლესიო საიდულმლოებას აღასრულებს. აღნიშნული სიძნელის გადასალახავად საუკეთესო საშუალებაა, რომ თვითოეულმა სასულიერო პირმა აგრეთვე მიიღოს მონაწილეობა (სახარების კითხვა, კვერექსის თქმა) ღვთისმსახურების იმ ნაწილში, რომელსაც იგი არ აღასრულებს.

$ 13 – მესამე წინადადება (მეორე წინადადების გამარტივებული ვარიანტი)
მეორე წინადადების მიხედვით კათოლიკე სასულიერო პირი აღასრულებს ღვთისმსახურების პირველ ნაწილს, ხოლო მართლმადიდებელი კი მეორეს, მაგრამ შესაძლებელია საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის კურთხევანის გამოყენება. კათოლიკე მღვდლის მიერ აღსრულებული პირველი ნაწილის განმავლობაში მართლმადიდებლურ ტიბიკონში წინდობის ორ ლოცვას შორის და ზუსტად ბეჭდების გაცვლის წინ (რაც თანხმობების გაცვლის სიმბოლოა) შეტანილი იქნება მღვდელსა და სიძე-პატარძალს შორის წინასწარი დიალოგი და აგრეთვე თანხმობების განცხადება საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის კურთხევანიდან (რატიფიკაციის ფორმულის გარეშე). ჩვენ არ ვთავაზობთ აღნიშნულ წინადადებას რათა მართლმადიდებლურ ტიბიკონს მივუმატოთ ერთი ელემენტი, რომელიც თითქოს კათოლიკური ღვთისმეტყველების მიხედვით მას აკლია, არამედ იმიტომ, რომ ღვთისმსახურების მიმდინარეობაში არსებობდეს კათოლიკე მორწმუნეებისათვის ჩვეული რიტუალი. უფრო მეტიც, ორ მონათლულს შორის ქორწინების მახასიათებლების – თავისუფალი თანხმობა, ერთობა, ქორწინების დაურღვევლობა, ურთიერთდახმარება, პროკრეაცია – განცხადება ძალზე პოზიტიურ მნიშვნელობას იძენს როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკე ქტისტიანებისათვის. ამგვარად შესაძლებელია ერთიანი ტიბიკონის ჩამოყალიბება: პირველი ნაწილი: არაბონი – წინდობა – თანხმობების გაცვლა. ამ ნაწილს აღასრულებს კათოლიკე მღვდელი. მისალმება ტაძარში მოსულთადმი (სიტყვას წარმოთქვამს კათოლიკე ან მართლმადიდებელი მღვდელი), გალობა. 1) სიძე-პატარძლის დალოცვა 2) კვერექსი წმინდა წერილის კითხვა (მაგ. Dდაბ. 24: ისააკი და რებეკა). 3) პირველი ლოცვა (წარმოთქვამს კათოლიკე მღვდელი: “ღმერთო მარადიულო. . .”). 4) თანხმობების გაცვლა. მაგალითად: “N და N თქვენ პირობას დებთ ერთმანეთის მიმართ. თქვენი თანხმობა თავისუფალია ყოველგვარი ძალადობისაგან?. . . დიახ. თქვენ ერთმანეთს მისცემთ ერთგულების პირობას. მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიცავთ ამას? . . . დიახ. თქვენ დააარსებთ ოჯახს. მზად ხართ რომ იტვირთოთ მეუღლეებისა და მშობლების პასუხისმგებლობა? . . . დიახ. ღვთისა და აქ დამსწრე ადამიანების წინაშე გაუცვალეთ ერთმანეთს თქვენი თანხმობა. სიძე : , გსურს იყო ჩემი ცოლი? პატარძალი : დიახ, მე მსურს, რომ ვიყო შენი ცოლი; და შენ , გსურს, რომ იყო ჩემი ქმარი? სიძე : დიახ, მე მსურს, რომ ვიყო შენი ქმარი. ერთად : რათა ერთგულად გვიყვარდეს ერთმანეთი ბედნიერებასა და გასაჭირში მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში”. 5) ბეჭდების კურთხევა (მაგ. მართლმადიდებლური ტიბიკონის მეორე ლოცვა: უფალო ღმერთო ჩვენო ერთა შორის). 6) ბეჭდების გაცვლა მეჯვარეთა მონაწილეობით. 7) ლოცვა მეუღლეთა ერთობისათვის. L ლოცვებს წარმოთქვამს კათოლიკე მღვდელი, მაგრამ წმინდა წერილის წაკითხვა შეუძლია მართლმადიდებელ მღვდელს ან ერისკაცს. მეორე ნაწილი: გვირგვინის კურთხევა. ამ ნაწილს აღასრულებს მართლმადიდებელი მღვდელი. 1) კურთხევა. 2) კვერექსი. 3) ანამნეზის ლოცვა (ღმერთო ყოვლად წმინდაო. . . შემდეგ: კურთხეულ ხარ შენ უფალო. . .). 4) ეპიკლეზა: მღვდლის ლოცვა: “ღმერთო წმინდაო. . .”. გვირგვინთა დადგმა. 5) ზიარება, რომელიც წარმოადგენს ქორწინების საიდუმლოს უმაღლეს მწრვერვალს, მაგრამ ჯერ ვერ განხორციელდება შერეული წყვილის შემთხვევაში. ა) ეპისტოლეები (ეფეს. 5: 20-33). ბ) სახარება (იოანე 2: 1-11). გ) ქადაგება. დ) მამაო ჩვენო. . . ე) ბარძიმის ლოცვა: ღმერთო ყოვლისა შემოქმედო. . . წმინდა წერილის კითხვა და ქადაგების წარმოთქმა შეუძლია კათოლიკე მღვდელს. 6) ახლადშექმნილი ოჯახის კურთხევა. ა) პროცესია (ისაია მხიარული). ბ) გვირგვინების მოხსნა. გ) საბოლოო კურთხევა. ყველა ლოცვას წარმოთქვამს მართლმადიდებელი მღვდელი.

$ 14 – ამ წინადადებებს შორის არჩევანისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადგილობრივი სიტუაცია, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის არსებული რეალური ურთიერთობები, დამოკიდებულება ორი ეკლესიის სასულიერო პირებს შორის და აგრეთვე სიძე-პატარძლის ოჯახების პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. შერეული ქორწინების ღვთისმსახურების სხვადასხვა ტიბიკონთა შორის არჩევანის შესაძლებლობა ეხმაურება სიძე-პატარძლისა და მათი ოჯახების სხვადასხვა საჭიროებას ორი ეკლესიის კანონიკური ნორმების სრული დაცვით.
$ 15 – მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინების ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების სამწლიანი კვლევის შემდეგ ჩვენს მოვალეობად ვთვლით ერთობლივად სიხარულით განვაცხადოთ, რომ ნათლად დავინახეთ ქორწინების საეკლესიო საიდუმლოების არსობრივი ერთიანობა ჩვენს ეკლესიებში. ჩვენი განყოფის მიუხედავად, რაც რთული ისტორიისა და ჩვენი ცოდვების შედეგს წარმოადგენს, ქორწინების, ისევე, როგორც ნათლობის საიდუმლო, რჩება ჩვენი ერთობის ნიშნად : ქრისტიანი მეუღლეების სიყვარული ქრისტეს მიერ ეკლესიისადმი სიყვარულის ნიშანია. იმ ეკლესიისა, რომელსაც ბიწი და ცოდვა არ ეხება, არამედ წმინდა და უბიწოა. ჩვენი ეკლესიების შერეული ოჯახები ჩვენი სამოძღვრო ზრუნვის განსაკუთრებული ობიექტები უნდა იყვნენ, რადგან ღვთის მიერ კურთხეული მათი სიყვარული იესო ქრისტეს ეკლესიის მომავალი ერთიანობის წინახატს წარმოადგენს.
სამუშაო ჯგუფი: მართლმადიდებელი ეკლესია - არქიმანდრიტი სტეფანე ხარლამბიდისი, საფრანგეთის მიტროპოლიტის მთავარხუცესი – კონსტანტინოპოლის საპატრიარქო (ამჟამად ესტონეთის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის საჭეთმპყრობელი – მთარგმ.). - არქიმანდრიტი კირილე არგენტი, მარსელის მართლმადიდებლური სამრევლოს წინამძღვარი. კათოლიკური ეკლესია: - მღვდელი პოლ ბლანი, მარსელის ეპარქიის გენერალური ვიკარიუსი, ნოტრ-დამ დე ლა გარდის ტაძრის წინამძღვარი. - მღვდელი ანრი ბუისონი (იესოს საზოგადოება) – ოჯახებზე სამოძღვრო ზრუნვის რეგიონალური მდივანი. - მღვდელი ფილიპ გერენი – წმინდა ფრანსუა-ქსავიერის ტაძრის წინამძღვარი – ლიტურგიკასა და საეკლესიო საიდუმლოებებზე რეგიონალური პასუხისმგებელი. - მღვდელი შარლ სანტურიე, წმინდა ვიქტორის ტაძრის წინამძღვარი, ეკუმენიზმზე ეპარქიალური პასუხისმგებელი - მღვდელი ანდრე ეკენროტი, ეკუმენიზმზე რეგიონალური პასუხისმგებელი, სამუშაო ჯგუფის მდივანი.

ფრანგული მართლმადიდებლური ჟურნალი “ჩონტაცტს”, 1980, თ. XXXII

ფრანგულიდან თარგმნა ვასილ კობახიძემ

http://jvarosnebi.com/administrator/index....ent§ionid=5


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი