IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს
ikanosi
პოსტი Jul 30 2011, 12:23 PM
პოსტი #121


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



sandro40
ციტატა
რა, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა, ქრსტიანული ცხოვრების ნიმუში იყო თუ ღვთისმეტყველი,

ამის საწინააღმდეგოს მოწმობს ის ადამინები, რომლებიც განუწყვეტლივ ახვევია მამა გაბრიელის საფლავს ირგვლივ...
ციტატა
იყო არტისტული ბუნებით დაჯილდოვებული ორიგინალური პიროვნება რომელსაც ზოგჯერ მართლაც შეეძლო ვიღაც ადამიანების მომავალი დაენახა, მერე რა, ეს არაფერს ნიშნავს

გლახაკი უნდა მდაბალი, ტკბილისა ენაპირისა,
მლოცველი ყოვლის სულისა, სულ დიდისა და მცირისა;
უყვარს, ვით იობ, უფალსა გლახა მომთმენი ჭირისა;
სძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Jul 30 2011, 01:50 PM
პოსტი #122


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



კეთილი, თუკი ცალკე თემა იქნება მამა გაბრიელზე მაშინ ვისაუბრებ,
ძალიან კარგად მესმის თუ როგორ ბუნებრივ აგრესიას იწვევს ადამაიანში როდესაც შენთვის ძვირფას
ადამიანს არასათანადო პატივით ეპყრობიან, ძნელია მოთოკო ემოცია,
თუმცა კორექტულობის ფარგლებში აუცილებელია ადამიანმა დააფიქსიროს თავისი აზრი,
ტყუილზე აგებული მშვიდობა და კონფლიქტისგან თავის არიდა ვერანაირ სიკეთეს ვერ მოგვიტანს

(ზოგადად ვამბობ თორემ იკანოსს არც არავითარი აგრესია არ გამოუხატავს)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 30 2011, 05:16 PM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



დაიპყრობს. ის რაც ჩვენთან ხდება, მისი ტახტის გამალებული მზადების ერთერთი მომენტია.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 31 2011, 10:32 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



sandro40
sandro40
ციტატა
ასეთი ბუმბერაზი მართლმადიდებლების გვერდით მამა გაბრიელის მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ მკრეხელობაა..

რაოოო???blink.gif
მოდი რა, დაუკვირდი რეებს წერ და თუ მამა გაბრიელი არაა შენთვის ავტორიტეტი, წესივრად მაინც მოიხსენიე!
ციტატა
საკმაოდ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ,

რათქმაუნდა!
წმინდანების მიმართ კიბატონო, ასეა.მაგრამ მე სხვისმა არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ რატომ უნდა შემიქმნას მეც ანალოგიური დამოკიდებულება?რა სისულელეა!ასე რომ იყოს, წმინდანს ვერ ნახავ, რომელიც ყველას მოწონდეს.თვითონ მამა გაბრიელიც წუხილით ამბობდა"მე ვერ გამიგო ქართველმა ხალხმაო".რათქმაუნდა ძნელია წმინდანს და მითუმეტეს სალოსს გაუგო.
მამა გაბრიელი წმინდანია და ვისაც არ სჯერა მისი პრობლემაა.ამას ფაქტები ადასტურებს და ვსაც არ სჯერა ამ უდიდესი მამის,წესიერ კონტექსტში მაინც უნდა მოიხსენიოს!
ციტატა
გაურკვეველია რა მოტივით სარგებლობს მისი სახელი ასეთი პოპულუარობით

ეს შენთვის არის გაუგებარი, რადგან დანახვა არ გსურს.ქართველ (და არამარტო ქართველ) ხალხს მამა გაბრიელი ძალიან უყვარს, რადგან ამ მამისგანაც იგივეს ღებულობენ.ეს პიროვნება სიყვარულად იღვრებოდა ყველას მიმართ, ჩვენი სიყვარულით ცოცხლობდა.
ციტატა
რა, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა, ქრსტიანული ცხოვრების ნიმუში იყო თუ ღვთისმეტყველი,

და ეჭვი გეპარება რომ ეს ასე იყო?
გეტყობა აზრზე არ ხარ მისი ცხოვრების შესახებ და რატომ წერ ასეთ რაღაცეებს?
ციტატა
ზოგჯერ მართლაც შეეძლო ვიღაც ადამიანების მომავალი დაენახა, მერე რა, ეს არაფერს ნიშნავს

აი მთელი შენი შეცდომა!
არაფერს ნიშნავს, არა?biggrin.gif
ხო, რა მოხდა, ჩვეულებრივი მოვლენააbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Aug 1 2011, 04:30 PM
პოსტი #125


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მოდი რა, დაუკვირდი რეებს წერ და თუ მამა გაბრიელი არაა შენთვის ავტორიტეტი, წესივრად მაინც მოიხსენიე!



გიორგი , რა არის იცი? მამა გაბრიელის სულიერ მიღწვებზე მე ვერაფერს ვიტყვი, ამის არც ცოდნა ამქვს და არც უფლება, მაგრამ, აქ საქმე მამა გაბრიელში კი არაა, რამედ, იმაში, რომ მართლა ბუმბერაზ წმინდანებს ვერ აღვიქვავთ, ესაა პრობლემა. მათ რომ ვერ ვაყენებთ მათთვის შესაბამის ადგილას და შესაბამის პატივს ვერ მივაგებთ, იმიტომაა, რომ დღეს, მათ გვერდით დგას ყველა შემთხვევითი გამვლელი (მამა გაბრიელს არ ვგულისმხობ, საერთოდ ვამბობ) . ისეთი წმინდანებია აქ დასახელებული, მათზე, მოწიწებით, რომ უნდა ილაპარაკო და საერთოდ, ასე თუ შეიძლება ითქვას, მათ ქრისტიანობის ,,განვითარებაში,, აქვთ უდიდესი წვლილი შეტანილი, მაგრამ, ალბათ ძნელია მათი მიწვდომა.

თუნდაც, ძალიან დიდი იყოს სულიერი მიღწევა მამა გაბრიელის, როცა ათანასე ალექსანდრიელს ახსენებ და მის მსგავსებს იქ blink.gif ეს სმაილიკი და მამა გაბრიელის ამ ადამიანებთან შედარება, ძალიან უხერხული და ზედმეტია. მამა გაბრიელი ბევრს გვიყვარს, თანამედროვეა ჩვენი და საინტერესოა ჩვენთვის მისი ცხოვრება, მაგრამ, უხერხულობამდე ნუ მივიყვანთ საკუთარ თავებს.ყველას, თავისი წილი პატივი სჭირდება . მამა გაბრიელის წმინდანობაში მე ეჭვს არ შევიტან, მაგრამ, როცა ძალიან ბევრი, უკვე შესწავლილი, გამოძიებული, დამტკიცებული, აღიარებული წმინდანი ჰყავს რელიგიას, ვიცთ მათი საქმეები, მათი წვილილი, ასე მარტივად ხელის აქნევა და მათ გევრდით ჩვენი ფავორიტების დაყენება, უკვე ნორმალური არაა. ცოტა გადაჭარბების სუნი უდის ამ ყველაფერს .

მამა გაბრიელს კიდევ როგორ აღიქვავთ, წმინდანად, თუ ამბის მთქმელად, რომელმაც რაღაცეები თქვა საქართველოზე და მეორედ მოსვალზე და ეხლა ამის ასრულებას ელით, ეს კიდევ ერთი საკითხია.

მეორედ მოსვლაზე, მამა გაბრიელმდე საუბროობდნენ და ელოდენენ და სხვათა შორის პირველივე საუკუნიდან. თუ ვცდები, აფხაზმა შემისწიროს : ))) ვინ იცის, ეგებ მართლაც ძალიანა ხლოსაა, ვერც ამის საწინააღმდეგო მტკიცებას შეძლებ, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა იყოს, მაგრამ, ასე იმპერატიულ ტონში საუბარი, აი, მამა გაბრიელმა თქვა და ეგააო, მაინც არ მიმაჩნია სწორად. უბრალოდ, სიფრთხილე სჭირდება ყველაფერს და მეორედ მოსვლის ან მის გარეშე, გაძლიერება რწმენაში.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 1 2011, 08:03 PM
პოსტი #126


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მხევალი ნინო
მე ერთს ვიტყვი:
თქვენ, პირველ რიგში არ იცნობთ მამა გაბრიელს; ელემენტარულად წაკითხულიც კი არ გაქვთ მის შესახებ, რადგან ასე რომ იყოს, მას ამასთან შედარებით ოდნავ განსხვავებულად მაინც მოიხსენიებდით.
თქვენ ვერ ჩაწვდომიხართ ამ უდიდეს მამას, არ იცით მისი სულიერი სიმაღლის და ღვაწლის შესახებ.არ იცით თუ რა გაუკეთა მან ქართველ(და არამარტო ქართველ)ერს, იგი სულიერი მოწამეა XX საუკუნისა.
მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ XX საუკუნემ მასზე დიდი მამა არ იცის.
ციტატა
ძალიან ბევრი, უკვე შესწავლილი, გამოძიებული, დამტკიცებული, აღიარებული წმინდანი ჰყავს რელიგიას, ვიცთ მათი საქმეები, მათი წვილილი, ასე მარტივად ხელის აქნევა და მათ გევრდით ჩვენი ფავორიტების დაყენება, უკვე ნორმალური არაა.

და დღევანდელი თუნდაც ქართველი ერის დანაშაული, ხაზს ვუსვამ დ ა ნ ა შ ა უ ლი ა ის, რომ არც შეუცვნიათ და არც დაუფასებიათ მამა გაბრიელის ღვაწლი.
ჯერ ერთი შენ იმაში ცდები, რომ გგონია მე მსოფლიოს უდიდეს მამებს გვერდს ვუვლი და ვივიწყებ მათ(ღმეთმა დამიფაროს!).ეს რა შუაშია.ანუ ვინც მამა გაბრიელს უდიდეს მამებში შერაცხავს, ის გვერდს უვლის სხვა წმინდა მამებს, თუ რაშია საქმე?რა სისულელეა!
დიახაც, მამა გაბრიელი მსოფლიოს უდიდეს მოძღვრებს შორის შესარაცხია და ეს დრო ძალიან მალე მოვა!ამას ამოწმებენ დღევანდელი ცოცხალი წმინდანები(მე მათ არ დავასახელებ და არც მსურს ამაზე ცალკე კამათის ატეხვა).მამა გაბრიელს ღმერთი თავისი დიდებით განადიდებს!დაიმახსოვრეთ ეს.და როცა ეს მოხდება, მერე თქვენი სიტყვების არ შეგრცხვეთ.
ვისაც მამა გაბრიელის წმინდანობაში ეჭვი ეპარება, მის საფლავზე მაინც მივიდეს, წაიკითხოს, ან მოუსმინოს მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს გარდაცვალების შემდგომ(თუ მისი სიცოცხლეში აღსრულებული არ სჯერა) და ელემენტარულად აქედან მაინც გამოიტანოს დასკვნა, თუ ვისთან აქვს საქმე.
მე რათქმაუნდა მამა გაბრიელის სიდიადეს მისი სასწაულებით არ ვაფასებ, მაგრამ ეს მათთვისაა დასანახი, ვისაც თვალები ამ სოფლის მპყრობელმა დაუბრმავა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Aug 1 2011, 08:21 PM
პოსტი #127


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
თქვენ, პირველ რიგში არ იცნობთ მამა გაბრიელს; ელემენტარულად წაკითხულიც კი არ გაქვთ მის შესახებ, რადგან ასე რომ იყოს, მას ამასთან შედარებით ოდნავ განსხვავებულად მაინც მოიხსენიებდით.



და რა იიც? თუ რაიმე წიგნია მასზე გამოსული, წაკიტხული მაქვს. მოსმენილი მაქვს მის შესახებ ისტორიები,ს ხვათა შორის თვითმხილველების. რამოდენიმე უახლოესი მეგობარი მყავს მცხეთელი და მათგან მაქვს მრავალი რამ მოსმენილი. დაკსვნები ჩეზმეა ხოლმე. ასევე მცხეთელისგან ჯერ კიდევ 90-იანწლებში მაქვს რაღაც სასწაული მოსმენილი მამა გაბრიელზე.

მე არ გეწინააღმდეგები, რომ მამა გაბრიელი წმინდანია. უბრალოდ, მის მიმართ დამოკიდებულებაა გადაჭარბებული და არასწორი. ერთი მოძღვრისგან მაქვს მოსმენილი, რომ მამა გაბრიელს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ლოცვის და იცი რა? ამის შესახებ, მხოლოდ ერტი მოძღვისგან მაქვს მოსმენილი. მეტი, არსად არ წერია, სხვა ყველა წიგნი გაბრიელზე სავსეა სასწაულებით და ამბებით. ანუ, ხალხს ორიენტირი აღებული აქვს სასწაულებზე და არა ამ ადამიანის მოღვაწეობაზე, სულიერ მიღწევებზე.

რაც არ უნდა იყოს
ციტატა
თქვენ ვერ ჩაწვდომიხართ ამ უდიდეს მამას, არ იცით მისი სულიერი სიმაღლის და ღვაწლის შესახებ.არ იცით თუ რა გაუკეთა მან ქართველ(და არამარტო ქართველ)ერს, იგი სულიერი მოწამეა XX საუკუნისა.
ეს რა წინადადებაა განმიმარტე, თუ შეგიძლია. რატომ გაქვს ასეთი ემოციურ დამოკიდებულება? გასაგებია, რომ განსაკუთრებული სითბოა შენს გულში მამა გაბრიელის მიმართ, მაგრამ ჩემს გულში ასეთივე და ამაზე მეტი სითბოა გრიგოლ ხანძთელის მიმართ. ეხლა რა ვქნათ ამის გამო? ან, სად ჩანს, რომ მამა გაბრიელი ვინმემ არ დააფასა? ზუსტადაც, რომ დაფასება არ აკლია მამა გაბრიელს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გადაფასებასაც აქვს ადგილი და შეწუხებულიცაა ამის გამო.

არა ჰქმნა თავისა შენისა კერპიო და ჩვენმა საზოგადოებამ ნამდვილად გააკერპა მამა გაბრიელი, აი, ნამდვილად და უკვე გამაღიზიაებელიცაა ყველა სიტყვაზე, ყოველ მომდევნო დღეზე გაბრიელის სახელის მოხსენიება. გაბრილეამდე ბევრი იყო და მართლა მნათობები, მათგან არაფრის სწავლა არ გინდათ, ან მათი სიტყვების და წინასწარმეტყველებების გამეორება?

ნუ აკერპებთ ტქო და ნუ გაქვთ ეს შეუვალი და მიოკიდებულება, მამა გაბრიელმა ტქვა!!!!!!!!!!!! კარგით რა. მამა გაბრიელს ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ, უსათნოესი, უკვიანესი , უბრძენესი პატრიარქი გვყავს და არანაკლები მოღვაწე კიდევ. ბოდიში ეხლა, ზეთი მისგან არ რიგდება, ეგებ, ისიც შევიმჩნიოთ და მის ქადაგებასაც ვუსმინოთ ხოლმე ხშირად?

გეუბნები, მამა გაბრიელი მეც მიყვარს და ვაფსებ იამს, რომ ლენინის სურათი დაწვა. ნამდვიალდ ვაფასებ და ქედს ვიდრეკ ამის გამო,. ვაფასებ მის ცხოვრებას, მაგრამ არ ვაკერპებ გიორგი. წავიკიხე და რაღაცეები დავიმახსოვრე მისი წიგნებიდა, მაგრამ მასთან ერთად და მის გვერდით ისეთები დგაგნა, რომ... არ შეიძლება ასე გაკერპება, არა!!! სადაა ნეტვ თვიტონ, დაგაწიწკნიდათ ყურებს

და საერთოდ, აცალეთ უფლებამოსილ ორგანოს სინოდს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება კანონიზაციაზე. შეისწვალონ ამ ადამიანის ცხოვრება და შეაფასონ. შენ გიორგი, არ ხარ ამაზ ე უფლებამოსილი. ყველა ჭკვიანი როგორაა საქართველოში და რაც მტავარია, სხვის საქმეში. შენ იცი, რომ წმინდანია, შენ ხვდდები, შენ გაქვს ჭვრეტა ამის. შენ ხედავ, რომ სხვზე მეტია და უდიდესია. ეგებ, ცოტა დაუკვირდე სიტყვებს? მე არ ვამბობ ასე არაა ტქო, მაგრამ, შენ საიდან ამდენი ხედვის უნარი, ეგ მიტხრაი რა. ამდენი ემოცია და არასწორი დამოკიდებულება რომაა მამა გაბრიელის მიმართ, სწორედ,ე ს აფერხებს მის მიმართ საკითხის გადაწყვეტას. ისტერიაა პირდაპირ. დღეში 200-ჯერ რომ გაუშვა მრევლი სამთავროში, 200-ჯერ წავა და მოილოცავს საფლავს, სამაგიეროდ, ამ 200 წასვლიდან, მაქსიმუმ 2-3-ჯერ თუ გაიხსენებს ვინმე, რომ სამთავროს გვერდით სვეტიცხოველია, უდიდესი, უწმინდსი ტაძარი, განსაკუთრებული სწიმინდით და ამ გახსენების შემდეგ, ან წავა, ან გადადებს წასვლას სხვა დროისთვის. ესა უბედურება, თორემ, გეყვარება თანამედროვე წმინდანი რაზეა ლაპარაკი და მის საფლავზეც წახვალ, ესეც ბუნებრივია. სხვა დანარჩენია გაკეპრება და არაბუნებროივობა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 1 2011, 09:44 PM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მხევალი ნინო
ციტატა
და რა იიც? თუ რაიმე წიგნია მასზე გამოსული, წაკიტხული მაქვს.

მაშინ ვერ ჩაწვდომიხარ.
მარტო წაკითხვა არაფერს შველის.
ოღონდ არ გეწყინოსkiss1.gif

მერე ამდენი რამ თუ იცი, რატომ გაქვს მაინც არაჯანსაღი დამოკიდებულება მამა გაბრიელზე?
ციტატა
უბრალოდ, მის მიმართ დამოკიდებულებაა გადაჭარბებული და არასწორი.

აი, ამას ვგულისხმობ, ესაა არასწორი დამოკიდებულება.
ეს შენ გეჩვენება ასე, თორემ მის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას, როგორსაც მამა გაბრიელი იმსახურებს.და რადგან ბევრს იმსახურებს, შენ ეს ზედმეტი გეჩვენებაsmile.gif
ციტატა
ერთი მოძღვრისგან მაქვს მოსმენილი, რომ მამა გაბრიელს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ლოცვის და იცი რა? ამის შესახებ, მხოლოდ ერტი მოძღვისგან მაქვს მოსმენილი

ეეე, შენც მაგარი ხარ რა!:D
სასწაულებს როგორ მოახდენს, თუ ლოცვის ნიჭი არ აქვს?სასწაულებს განა ლოცვებით არ აღასრულებდა?
რა გჭირს მართლმადიდებელო!
თუ არ ილოცე, სასწაული როგორ მოხდება, არ გადამრიო.
განა არ იცი რომ ლოცვის დროს 50 სანტიმეტრზე ჰაერში იწეოდა?ეს თვითონ დედა პარასკევამ იხილა.
ციტატა
ანუ, ხალხს ორიენტირი აღებული აქვს სასწაულებზე და არა ამ ადამიანის მოღვაწეობაზე, სულიერ მიღწევებზე.

biggrin.gif
ხომ გეუბნები აზრს არ უკვირდები-მეთქი.
სასწაულს მე ვერ მოვახდენ რადგან ბოლო დონის ცოდვილი ვარ.ელემენტარული მამაო ჩვენოს ვერ ვკითხულობ თვიდან ბოლომდე ისე, გონება რომ არ გამეფანტოს.
მამა გაბრიელმა კი თუ ლოცვა არ იცოდა, თუ სულიერი ნიჭები და მოღვაწეობა არ ქონდა, როგორ მოახდენდა სასწაულებს???
ციტატა
მაგრამ ჩემს გულში ასეთივე და ამაზე მეტი სითბოა გრიგოლ ხანძთელის მიმართ. ეხლა რა ვქნათ ამის გამო?

რა უნდა ვქნათ კაცო, მე ეს უფრო მიყვარს, შენ ის.ამაში არაფერია სადაო.
მე მაგალითად წმინდა გიორგი ყველა მოწამეზე მეტად მიყვარს, რადგან იგი ჩემი მფარველია და ნათლობისას მისი სახელი მიწოდეს.
ამაში ვერავინ შეგედავება რათქმაუნდა!


ჯერ ერთი გაკერპება ნიშნავს ღვთის ადგილზე რაიმეს დაყენებას და არამგონია ხალხი მამა გაბრიელს ღმერთად მიიჩნევდეს, არამედ მას მიიჩნევენ როგორც ღმერთის უდიდეს მსახურს.
მასზე იმიტომაა აქცენტები გაკეთებული, რომ პირვანდელ საუკუნეებში სასწაულება ძალიან მრავლად აღესრულებოდა და ეს უკვე თითქმის ყოველდღიურ და ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული, ახლა კი სასწაულები იშვიათია და როგორც თანამედროვე სასწაულმოქმედი მამა გაბრიელი ხალხს ძალიან უყვარს.

მერე გავაგრძელებ, ახლა გავრბივარ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Aug 1 2011, 09:46 PM
პოსტი #129


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
რატომ გაქვს მაინც არაჯანსაღი დამოკიდებულება მამა გაბრიელზე?



არაჯანსაღი მე მაქვს ხო? კაი, მე მოვრჩი ამ თემაზე შენთან biggrin.gif

ციტატა
უდიდეს მსახურს.



ტაში biggrin.gif და ეს უდიდესი მსახური რომაა, რომელმა იგრძენით სულით ?biggrin.gif biggrin.gif

ეჰ, სადაა ბერი გაბრიელი, მოგაჯენდათ თქვენ-თქვენ ადგილებზე : (



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 1 2011, 09:50 PM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(afxazi @ Jul 21 2011, 11:52 AM) *


5. წმიდა სინოდმა წმიდათა დასში აღადგინა V ს-ის დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე და ფილოსოფოსი პეტრე იბერი.

რაღატომ დაწერეს ორი დღის შემდეგ, რომ ჩვენ კი არ აღვადგინეთ, არამედ კომისიას გადავეცით ეს საკითხი განსახილველად. რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც მაშინ ხდებოდა, ამას სააშკარაოზე არასოდეს არ გამოვიტან. ბევრმა იცის აქაურმა და ამაში დამეთანხმებიან.

მაგრამ მე ამას არ მივიჩნევ ტრაგედიად, მთავარია შეცდომა დროზე გასწორდა.
მისი ბუბლიკაცია დავდე აქ და შეგიძლია წაიკითხო. როდესაც პიროვნებაზე არაერთი წყაროწ ერს, რომ ის იყო მონოფიზიტი, რომ მონოფიზიტთა მეთაურმა დაასხა ხელი, რომ მისი მოწაფეები მხოლოდ მონოფიზიტები იყვნენ და ა. შ. სულ მინიმუმ ეს საკითხი განხილვას უნდა დაექვემდებაროს, მაგრამ რა განხილვა პირდაპირ მოხდა მისი აღდგენა. რა შუაშია აქ პოლიტიკური მოტივი, ადმაიანს მოყავს ფაქტები. სინოდს შეეძლო არ დაეჯერებინა, მაგრამ დაუჯერა. დამარწმუნებ ეხლა იმაში, რომ ედიშერმა 38 (მაშინ მე მგონი 37) ეპისკოპოსი, პატრიარქიანა გადაწონა? ეს ხომ სასაცილოა. განხილვა მოხდა გამოუძიებლად და როდესაც გაირკვა ყველაფერი, დადგინდა ის, რაც საჭირო იყო.




ისე როგორ დავიჯერო სინოდის არცერთმა წევრმა არ იცოდა პეტრე იბერის მონოფიზიტობის შესახებ?! ანანია ჯაფარიძე (მანგლელი = მანგლისის ეპისკოპოსი თუ არ ვცდები) საერთოდ ისტორიკოსია და ეკლესიის ისტორიას იკვლევს ბევრი საინტერესო შრომაც ააქვს (შეიძლება კაცმა ბევრ რამეში არ დაეთანხმო, მაგრამ მაინც) თან სინოდის წევრიცაა, განა არ იცოდა პეტრე იბერის მრწამსის შესახენ, რაღაც არამგონია, რომ არ ცოდნოდა.



--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Aug 1 2011, 09:51 PM
პოსტი #131


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
სასწაულებს როგორ მოახდენს, თუ ლოცვის ნიჭი არ აქვს?



აი, მწარე შეცდომა biggrin.gif ამაშია მთელი უბედურება. რომელი წმინდანისგან, რა უნდა ისწვალოთ, ეს რომ არ იცის მრევლმა.ზოგს მარხვის ნიჭი აქვს, ზოგს ლოცვის და აშ. ნიჭები სხვადასხცვაა გიორგი. საქმეც ამაშია, არავის აინტერსებს რასი გამოიხატებოდა მამა გაბრიელის ლოცვის ნიჭი. მთავარი ხომ ისა, მის საფლავზე, რომ ზეთია და რომ წაისმევ და რომ... მოკლედ რა biggrin.gif
სამაგიეროდ, ზეთის, მორჩენილი ყურის, ცხვირის თვალის და ათასგვარი ავადმყოფობის შესახებ იცის... ან იგონებს.

არ ვამბობ არ მომხდარა მის საფლავზე სასწაული თქო, მაგრამ, ლოცვის შესახებ მოსმენა არც შენ გინდა და არც მაღალსულიერ მრევლს :დ მთავრი და კარგი გასართობია სასწაულები. ლოცვას ღვაწლი უნდა, სასწაული კიდევ გაგახალისებს, აღგაფრთოვანებს, სამთავროში წასვლის სურვილს აღგიძრავს და იქიდან ნათელი შუბლით, გაღიმებული თავლებით გამოდიხარ, ათასგვარი ისტორიებით დახუნძლული biggrin.gif



არადა, სვეტიცხოველშიც არის დიდი სასწაული, კეთილსურნელოვანი კვერთი, მაგრამ მაი ძველია biggrin.gif თანაც, მეორედ
მოსვალზე არ ყვება არაფერს. დღეს ანტიქრისტეზე უფრო საინტერესოა ამბების მოსმენა, ვიდრე ქრისტეზე.


ციტატა
ჯერ ერთი გაკერპება ნიშნავს ღვთის ადგილზე რაიმეს დაყენებას და არამგონია ხალხი მამა გაბრიელს ღმერთად მიიჩნევდეს



მე სხვანაირად ვხედავ. წმინდანი რისთვისა საჭირო იცი? ღმერთთან მისაყვან გზას გასწავლის. ზოგი ლოცვას, ზოგი მღვიძარებას, მარხვას , წამების ატანას და აშ, მაგრამ ეს ყველაფერი ღმერთთან მისაახლოვებლად გჭირდება და ამისთვის უნდა იკითხო მათი დარიგეგები როგორ ილოცო,. როგორ იმარხულო, რისთვისაა ეს საჭირო. თვითონ როგორ ცდილობდნენ ამის გაკეთებას, როგორ ეწირებოდნენ ქრისტე და აშ. ჩვენ კიდევ ქრისტე აღარ გვინდა, ჩვენ გვინდა მორჩენილი ცხვრი-ყური და ათასგვარი ჯუჯა ისტორიები, ბუხრის წინ მოყოლილი, მეორედ მოსვალზე, ანტიქრისტეზე, გაბრწყინებაზე და აშ და საბოლოოდ მოხდა ის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სახიფათოც და საინტერესო თემები, ჯამბაზად და დასაცინად იქცა.

მამა გაბრიელმა ტქვა, არ იქნება დევნაო და მორჩა!!!! მერე რა, რომ ბიბლიაში წერია, ყველგან იქნებაო biggrin.gif მამა გაბრიელმა ტქვა, არ იქნება-ვოოოოოოოოოოო biggrin.gif და მერე იტყვი, არ ვაკერპებთო. ღვთის ადგილს არ იჭერსო. უარესს შვება... და საერთოდ, სიიც არ იცით რა თქვა დევნაზე გაბრილემა!

მოვა დრო და გაბრიელი მოითხოვს სხვაგან გადაყვანას მიის ნეშტის და ჩემთვის ეს გასაგები იქნება. დაგვღალა ამ ისტერიამ. ქრისტიანობა, რომ ერთ ,, წმინდანამდე,, დაიყვანეთ, ესეც გაკერპებაა, მაგრამ განა შეისმენთ?

შენი ცოდნა არ ვიცი მე გიორგი, მაგრამ ეს ყველაფერი უწიგნურობის ბრალია, მრევლს არ ვეყენებ შეურაცყოფას, უბრალოდ, არავინ არაფერს ასწავლიდა, არსად, არაფერი წერია და რა ქნან? იციან მხოლოდ გაბრიელი და ტრიალებს კიდეც მის ირგვლივ მთელი ქრისტიანობა. მრევლის 90%-ზე მეტმა, ისიც კი არ იცის,რომ სხვადსახვა საუკუნეებში წინასწარმეტყველებდნენ სხვადასხვა ცნობილი წმინდანები მეორედ მოსვლას, მაგრამ ჩაიარა... ჩაიარა, რადგან ჩვენ არ ვიცით რომ ღმრთი მოწყალეა და გველდოება ლამის უსასროლოდ. რამდენს გადაწევს კიდევ, ეგეც არ ვიცით.

არ უნდა ასეე მიჯაჭვულობა, მოუსმინე და გაითვალისწინე, ფრთხილად იყავი და ისიც იოდე, რომ ეს პიროვნება არა პირველი, ვინც ქადაგებდა მეორედ მოსვლაზე. რაიმე, რომ არ ასრულდეს გაბრიელის იინასწარმეყველებიდან, ხომ დაინგრა ტქვენს ირგვლივ დედამიწა, რადგან მისი სიტყვების ირგვლი ტრიალებს. არადა, არაა მასე, რომ ადამიანი არ ცდებოდეს.

ბოლო პოსტია, მაინც არ მჯერა, რომ გაიგე რა მინდ აამ პოსტებით ვთქვა : ))) მაინც იმას იტყვი, არ გიყვარსო : D


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 1 2011, 10:51 PM
პოსტი #132


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მხევალი ნინო
ციტატა
ტაში და ეს უდიდესი მსახური რომაა, რომელმა იგრძენით სულით ?

მე ვიგძენი პირადად, რა იყო?"რომელსა ასხენ ყურნი სმენად ისმინენ და რომელსა ჰქონედ თუალნი ხედვიდენ"!
რა არ არის?არ გადამრიო ეხლა.წმინდანად მიმაჩნიაო და უდიდესი მსახური არ არის წმინდანი?ვაააჰ!
ციტატა
ეჰ, სადაა ბერი გაბრიელი, მოგაჯენდათ თქვენ-თქვენ ადგილებზე : (

რატო, რახან ვადიდებთ და გვიყვარს?
მაშინ დიდ წმინდანებს ძალიან დიდი საქმე ქონიათ, რომლის აღსრულებასაც კარგა ხანი დაჭირდებოდა:მათ ხომ მისი მადიდებელ-მოყვარულები ყავთ თავ-თავიანთ ადგილას ყავთ მოსასმელი!
ციტატა
აი, მწარე შეცდომა

რა შეცდომა, არ მესმის!შენ ღვთის სასწაული გინახია, რომელიც ლოცვის გარეშე სრულდება?თუ ეს ასეა, ხელები ამიწევიაdntknw.gif
ციტატა
რომელი წმინდანისგან, რა უნდა ისწვალოთ, ეს რომ არ იცის მრევლმა.

ვინც არ იცის, უნდა გაიგოს.ამით რატომ წყვეტ მრევლის მთლიან დამოკიდებულებას წმინდანისადმი?
ციტატა
საქმეც ამაშია, არავის აინტერსებს რასი გამოიხატებოდა მამა გაბრიელის ლოცვის ნიჭი.

ლოცვის ნიჭი ბევრ რამეში გამოიხატება.ეს არაა მხოლოდ სასწაულები.თუმცა სასწაულებს როგორ აღასრულებ, თუ ლოცვის ნიჭი არ გაქ?(ვგულისხმობ ღვთისმიერ საწაულებს)
თუ ელია წინასწარმეტყველს ლოცვის ნიჭი არ ქონდა, როგორ არ მოვიდოდა მისი ლოცვით სამ წელიწად ნახევარი წვიმა?
თუ მამა გაბრიელს არ ქონდა ლოცვის ნიჭი, როგორ განიკურნებოდა მისი ლოცვით ეშმაკეული?
ციტატა
მთავარი ხომ ისა, მის საფლავზე, რომ ზეთია და რომ წაისმევ და რომ... მოკლედ რა

და ამას აქ რატომ ახსენებ?ვიღაცა თუ უდიერად და გაუცნობიერებლად ხმარობს მამა გაბრიელის ზეთს, მთლიანი მრევლი, ან მამა გაბრიელი რა შუაშია?ატომ წყვეტავთ ხოლმე მთლიან საკითხს რამდენიმე პირის არასწორი მოქმედებით?
ციტატა
არ ვამბობ არ მომხდარა მის საფლავზე სასწაული თქო, მაგრამ, ლოცვის შესახებ მოსმენა არც შენ გინდა და არც მაღალსულიერ მრევლს :დ მთავრი და კარგი გასართობია სასწაულები. ლოცვას ღვაწლი უნდა, სასწაული კიდევ გაგახალისებს, აღგაფრთოვანებს, სამთავროში წასვლის სურვილს აღგიძრავს და იქიდან ნათელი შუბლით, გაღიმებული თავლებით გამოდიხარ, ათასგვარი ისტორიებით დახუნძლული

ეჰეეეეე!
რა არასწორად მსჯელობ სასწაულებზეეე...
შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ სასწაულები ურწმუნოებზეც აღესრულება და მანახე ერთი ეგეთი სასწაული.
მანახე პიროვნება, რომელიც ზეთს გასართობად ისვამს და ამ დროს სასწაული ხდება.
რა მაგარია!
საიდან მოიტანე?
ციტატა
დღეს ანტიქრისტეზე უფრო საინტერესოა ამბების მოსმენა, ვიდრე ქრისტეზე.

ვისაც ანტიქრისტეზე ურჩევნია ამბების მოსმენა, მისი პრობლემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასზე არ უნდა მოვისმინოთ.
წმინდა მამები ამბობენ:"მოძღვარი, რომელიც მრევლს ანტიქრისტეზე არ ესაუბება, იგი არ შეიძლება მოძღვრად ჩაითვალოს".
რაღა შორიდან უვლი, ბარემ პირდაპირ ასწავლე მამა გაბრიელს ანტიქრისტეზე უნდა იოსაუბროს თუ ქრისტეზე.
ხოლო თუ მრევლის არასწორ დამოკიდებულებას გულისხმობ, მაშინ აქ მამა გაბრიელი და მისი ავტორიტეტი არაფერ შუაშია.
ციტატა
მამა გაბრიელმა ტქვა, არ იქნება დევნაო და მორჩა!!!! მერე რა, რომ ბიბლიაში წერია, ყველგან იქნებაო მამა გაბრიელმა ტქვა, არ იქნება-ვოოოოოოოოოოო და მერე იტყვი, არ ვაკერპებთო.

და შენ მეუბნები წაკითხული მაქვს მაგის სწავლებებიო არა?
ეს ადგილი ბევრმა დაუპირისპირა მამა გაბრიელს, მაგრამ მათ და შენც, როგორც სექტანტებს სჩვევიათ, მხოლოდ ის ადგილი ამოგლიჯეთ, რაც გაწყობდათ და კონტექსტს აზრი დაუკარგეთ.
აი როგორ ამბობს მამა გაბრიელი,ზუსტად მისი სწავლებებიდან გიწერ:"ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში გაბატონდება, მაგრამ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს(აქ წყდება თქვენი ამოგლეჯილი ციტატა;გაგრძელება...). სახარებაში წერია,რომ დევნა ყველგან იქნება,მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღვთისმშობელი დაიფარავს თავის მორწმუნეს".
გეტყობათ სიტყვები:"დევნა" და "ტახტის დადგმა" ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან.ამის გამო კი მამა გაბრიელის სწავლებებს არასწორად მიიჩნევთ!
ციტატა
და მერე იტყვი, არ ვაკერპებთო. ღვთის ადგილს არ იჭერსო. უარესს შვება... და საერთოდ, სიიც არ იცით რა თქვა დევნაზე გაბრილემა!

ვსო, რა.
მე დავამთავრე შენთან საუბარი.
შენ თუ თვლი, რომ ეს შენი სიტყვები მამა გაბრიელის შეურაცხყოფა არაა, მაშინ მომკალი!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Aug 2 2011, 01:14 AM
პოსტი #133


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
და შენ მეუბნები წაკითხული მაქვს მაგის სწავლებებიო არა?
ეს ადგილი ბევრმა დაუპირისპირა მამა გაბრიელს, მაგრამ მათ და შენც, როგორც სექტანტებს სჩვევიათ, მხოლოდ ის ადგილი ამოგლიჯეთ, რაც გაწყობდათ და კონტექსტს აზრი დაუკარგეთ.
აი როგორ ამბობს მამა გაბრიელი,ზუსტად მისი სწავლებებიდან გიწერ:"ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში გაბატონდება, მაგრამ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს(აქ წყდება თქვენი ამოგლეჯილი ციტატა;გაგრძელება...). სახარებაში წერია,რომ დევნა ყველგან იქნება,მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღვთისმშობელი დაიფარავს თავის მორწმუნეს".
გეტყობათ სიტყვები:"დევნა" და "ტახტის დადგმა" ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან.ამის გამო კი მამა გაბრიელის სწავლებებს არასწორად მიიჩნევთ!

ეს მინდა გავიგო რას ნიშნავს:
ციტატა
ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში გაბატონდება, მაგრამ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს

ციტატა
სიტყვები:"დევნა" და "ტახტის დადგმა" ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან

ტახტი მაგ ვაჟბატონს ერთი ექნება-იერუსალიმში და ბუნებრივია რომ ვერც საქართველოში და ვერც არგენტინაში მეორე და მესამე ტახტი ვერ ექნება. დასაზუსტებელია აი რა: მის ბატონობას მთელი მსოფლიო დაექვემდებარება თუ არა? კი თუ არა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 2 2011, 11:34 AM
პოსტი #134


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
ტახტი მაგ ვაჟბატონს ერთი ექნება-იერუსალიმში და ბუნებრივია რომ ვერც საქართველოში და ვერც არგენტინაში მეორე და მესამე ტახტი ვერ ექნება.

"ტახტის დადგმა"ამ შემთხვევაში იმ მნიშვნელობის არ არის, როგორც შენ განმარტე(საერთოდ სწორია ეგ რაც თქვი).ამ შემთხვევაში კი "ტახტის დადგმაში" იგულისხმება გაბატონება.
ციტატა
დასაზუსტებელია აი რა: მის ბატონობას მთელი მსოფლიო დაექვემდებარება თუ არა? კი თუ არა?

აი ახლა რასაც ვიტყვი ეს აღარ მოგეწონებათ, მაგრამ მე მჯერა ძალიან ბევრი ავტორიტეტი წმინდა მამის, რომლებიც ამას ამბობენ.
მის(ანტიქრისტეს) მორჩილებაში იქნება მთელი მსოფლიო, გარდა საქართველოსი.
ვსო, დამთავრდა!


მამა გაბრიელის კარგი, არ გჯერათ, მაგრამ განა სერაფიმ საროველი მსოფლიოს ეს უდიდესი მამა რასაც ამბობს, არ შეიძლება ეს თქვენეული განმარტებები მისეულით შეცვალოთ?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Aug 2 2011, 12:10 PM
პოსტი #135


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
სერაფიმ საროველი მსოფლიოს ეს უდიდესი მამა რასაც ამბობს

რას ამბობს, სად ამბობს, წერია სადმე?
დადე წყარო.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 2 2011, 04:33 PM
პოსტი #136


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



terra
ციტატა
რას ამბობს, სად ამბობს, წერია სადმე?

სერაფიმ საროველი ამბობს:
ხსნა ქრისტესგან და საქართველოსგანაა
საკმარისია?
ციტატა
დადე წყარო.

"წმინდა მამები ბოლო ჟამის საქართველოს შესახებ"


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Aug 2 2011, 04:33 PM
პოსტი #137


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
აი ახლა რასაც ვიტყვი ეს აღარ მოგეწონებათ, მაგრამ მე მჯერა ძალიან ბევრი ავტორიტეტი წმინდა მამის, რომლებიც ამას ამბობენ.
მის(ანტიქრისტეს) მორჩილებაში იქნება მთელი მსოფლიო, გარდა საქართველოსი

მივმართოთ ბიბლიას:
"და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას"
ახალი აღთქმა
იოანეს გამოცხადება, 13:7

ციტატა
"წმინდა მამები ბოლო ჟამის საქართველოს შესახებ"


რუსულად თუ შეიძლება, ორიგინალი მინდა წავიკითხო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 2 2011, 04:36 PM
პოსტი #138


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
მივმართოთ ბიბლიას:

ბიბლიის გარდა საღვთო გარდამოცემაც არსებობს, რომელშიც წერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთიმშობელს საქადაგებლად ერგო საქართველო, რომლსაც ბოლო ჟამამდე დაიცავს იგი.
შენ თუ ამ გარდამოცემას უარყოფ, მაშინ დავამთავრებ ლაპარაკს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Aug 2 2011, 05:26 PM
პოსტი #139


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ბიბლიის გარდა საღვთო გარდამოცემაც არსებობს

ჰოდა რომელს დავუჯეროთ?

ციტატა
რომელშიც წერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთიმშობელს საქადაგებლად ერგო საქართველო, რომლსაც ბოლო ჟამამდე დაიცავს იგი

ჰოო, ახლა გასაგებია


ციტატა
საღვთო გარდამოცემაც არსებობს, რომელშიც წერია

სად წერია კერძოდ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 2 2011, 05:31 PM
პოსტი #140


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
ჰოდა რომელს დავუჯეროთ?

არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში თუკი დაუკვირდები.
ციტატა
სად წერია კერძოდ?

ეს გადმოცემა ეკლესიაშია დაცული.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 07:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი