ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა |
ალექსანდრე |
May 7 2007, 08:53 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ესდ კითხვა მოძღვრის თემაში დაისვა ჩვენი ფორუმელის მიერ, მაგრამ მოძღვრის განყოფილებაში მოვერიდე ჩემი აზრის დაფიქსირებას და ამიტომ აქ ვხსნი ამ თემას. და ვისაუბროთ ამ ტემაზე, რადგან ხალხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იუდას გამცემლობის თაობაზე.
ციტატა როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული. რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის. უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ილია |
May 7 2007, 09:02 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ციტატა რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის. უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი. რო შეენანა იუდას აუუცილებლად შეუნდობდა უფალი, მარა ეს ხო ყველაფერი წინასწარი იყო მისთვის ცნობილი? რომ შეენანა სხვანაერად იქნებოდა ხომ რაღააცეები მარა უფალმა იცოდა რომ არ შეინანებდა , და მან თავისი მოთმინებით და სიყვარულით ჩვენ მოგვცა მაგალითი. -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ალექსანდრე |
May 7 2007, 09:14 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ციტატა რო შეენანა იუდას აუუცილებლად შეუნდობდა უფალი, მარა ეს ხო ყველაფერი წინასწარი იყო მისთვის ცნობილი? რომ შეენანა სხვანაერად იქნებოდა ხომ რაღააცეები მარა უფალმა იცოდა რომ არ შეინანებდა , და მან თავისი მოთმინებით და სიყვარულით ჩვენ მოგვცა მაგალითი. დიახ, მოთმინების, სიყვარულისა და სიმდაბლის მაგალითი მოგვცა ჩვენ. მოთმინების - უფალმა თითოეული ჩვენთაგანისათვის დაითმინა ნერწყვა, გვემა, დაცინვა და ჯვარზე სიკვდილი. სიყვარული - მიუხედავად იუდას გამცემლობისა, იგი მაინც უყვარდა და მის გადარცენას ცდილობდა, ჯვარმცმელებს კი მამას ავედრებდა: ''მამაო, მიუტევე მათ რამეთუ არა იციან რასა იქმან'' სიმდაბლის საოცარი მაგალითია თვითონ ის, რომ დაუსაბამო ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი იღებს მონის ხატებას, თავს იმდაბლებს, იშვება ბაგაში. მოდის მსახურად და არა რათა ემსახურონ. ფეხებს ბანს თავის ქმნილებას და სულსაც კი დებს მათთვის. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
nat_uly |
May 7 2007, 09:19 PM
პოსტი
#4
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
რომ გასცა იუდამ იესო ქრისტე,ძალიან ცუდად მოიქცა, ღმერთმაც იცოდა წინასწარ ეს,მაგრამ იმედი ქონდა იმისა რომ იუდა მოინანიებდა დანაშაულს და პატიებას თხოვდა უფალს.ამიტომაც იყო, რომ როცა იუდა თავს იხჩობდა ,ორჯერ გაუწყდა მას თოკი,ამით უფალი მიანიშნებდა რომ მოენანიებინა,მაგრამ იუდა ისეთი ამაყი იყო თავი არ დაიმდაბლა და ამით სამუდამო სატანჯველში აღმოჩნდა.მე ვფიქრობ რომ იუდას ქონდა შანსი მონანიების მაგრამ არ გამოიყენა ეს შანსი.
-------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
ალექსანდრე |
May 8 2007, 01:04 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ai gogoo
ციტატა რომ გასცა იუდამ იესო ქრისტე,ძალიან ცუდად მოიქცა, ღმერთმაც იცოდა წინასწარ ეს,მაგრამ იმედი ქონდა იმისა რომ იუდა მოინანიებდა დანაშაულს და პატიებას თხოვდა უფალს.ამიტომაც იყო, რომ როცა იუდა თავს იხჩობდა ,ორჯერ გაუწყდა მას თოკი,ამით უფალი მიანიშნებდა რომ მოენანიებინა,მაგრამ იუდა ისეთი ამაყი იყო თავი არ დაიმდაბლა და ამით სამუდამო სატანჯველში აღმოჩნდა.მე ვფიქრობ რომ იუდას ქონდა შანსი მონანიების მაგრამ არ გამოიყენა ეს შანსი. როდესაც ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოსთქვამს სიტყვებს ''მწყურის'' სწორედ ამ დროს იუდა თავს იხრჩობდა და მაცხოვარი ამ სიტყვებით იუდას მიმართავდა რომ მწყურია შენი გადარჩენაო, მართლაც მაცხოვარს სწყროდა იუდას გადარჩენა, ორჯერ გაუწყდა თოკი, ხოლო მესამედ უკვე თავი ჩამოიხრჩო და როგორც საქმე მოციქულთაში პეტრე მოციქული ამბობს: '' მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად და როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა'' აი ასეთი საშინელი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე იუდამ. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მხევალი ნინო |
May 8 2007, 02:06 PM
პოსტი
#6
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ღმერთისთვის დრო არ არსებობს, დროში ჩვენ ვცხოვრობთ უფალი ,,ყველა დროშია,, . ამიტომ უფალმა იცის ჩვენ რას გავაკეთებთ ხვალ, ზეგ და აშ. ამდენად, უფალმა კი არ აიძულა იუდა გაეცა იგი, არამედ მან იცოდა, იმიტომ, რომ უფალი ,,ყველა დროშია,, რას მოიმოქმედებდა იუდა. ამასთან, უფალმა ჩვენი გულის ზრახვებიც იცის. შენი სიტყვების საწინააღმდეგოდ მინდა გითხრა, რომ ბოლო წუთამდე მაცხოვარი აძლევდა სინანულის საშუალებას იუდას , როცა მან გასცა მკერდზე მთხვევით, (წმინდა მამები ამბობენ, რომ მკერდზეც ზუსტად ამ მიზნით ამთხვევინა), ასევე წმინდა მამების წერენ, რომ ქრისტემ იცოდა იუდას ვერცხლისმოყვარეობა და მას ყველაზე დიდი ნდობა გამოუცხადა, შესაწირი მას ჩააბარა, ანუ ქრისტე მუდამ ცდილობდა იუდას მოქცევას, მაგრამ ... იუდა ბოლოს სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ესეც უდიდესი ცოდვა, სინანულის სემთხვევაში... ეს ჩემთვის ცოტა რთული თემაა, მაგრამ ვფიქრობ უფალი მიუტევებდა. იუდამ თავის ჩამოხრჩობაც კი ვერ შეძლო, აქაც უფლის მცდელობა გადაერჩინა იუდა, რადგან მგონი იმ ხის ტოტი ძირს იწეოდა , რომელზეც ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ბოლოს იგი კლდიდან გადახტა. ანუ საბოლოოდ სასოწარკვეთილი მოკვდა, თავი მოიკლა ყველაზე დიდი ცოდვა... მე ესე ვიცი, კარგია მცოდნეებსაც მოვუსმინოთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ალექსანდრე |
May 8 2007, 07:48 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მხევალი ნინო
ციტატა იუდამ თავის ჩამოხრჩობაც კი ვერ შეძლო, აქაც უფლის მცდელობა გადაერჩინა იუდა, რადგან მგონი იმ ხის ტოტი ძირს იწეოდა , რომელზეც ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ბოლოს იგი კლდიდან გადახტა იუდას კლდიდან გადახტომაზე არაფერი მსმენია, მათე მოციქული ამბობს ''და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა''. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ზებედე |
May 8 2007, 07:58 PM
პოსტი
#8
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
იუდამ თავის ჩამოხრჩობაც კი ვერ შეძლო, აქაც უფლის მცდელობა გადაერჩინა იუდა, რადგან მგონი იმ ხის ტოტი ძირს იწეოდა , რომელზეც ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ბოლოს იგი კლდიდან გადახტა. ანუ საბოლოოდ სასოწარკვეთილი მოკვდა, თავი მოიკლა ყველაზე დიდი ცოდვა... მე ესე ვიცი, კარგია მცოდნეებსაც მოვუსმინოთ. ეს რაღაც მგონი ახალია წიგნი მათესი: 3. მაშინ, როდესაც ნახა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, ინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესებს 4. და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი უდანაშაულო სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ ნახე. 5. და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გაშორდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ბოლქვაძე |
May 8 2007, 08:57 PM
პოსტი
#9
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
იუდას თავი რომ არ მოეკლა ღმერთი შეუნდობდა! ღმერთი ხომ მოწყალეა
-------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
ქევანა |
May 8 2007, 10:52 PM
პოსტი
#10
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი უდანაშაულო სისხლი. ალექსანდრე იქნებ განმიმარტო ეს ადგილი. ეს მართლა შენანებაა? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ალექსანდრე |
May 9 2007, 01:41 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ციტატა და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი უდანაშაულო სისხლი. აი როგორ განმარტავს ამ ადგილს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი: იუდამ დაფიქრება იმაზე, რაც მოხდა, დააგვიანა და თუმცა მოინანია, მაგრამ არასწორედ: რომ შეიგნო, კარგია, მაგრამ თავის ჩამოხრჩობა ეშმაკის საქმეა. ვერ გადაიტანდა რა მომავალში გაკიცხვას,სიცოცხლე თვითონ მოისწრაფა, მაშინ, როცა უნდა ეტირა და ვინც გასცა, იმისათვის შეწყალება ეთხოვა. ზოგიერთები ამბობენ, ვერცხლის მოყვარე იუდამ იფიქრა, რომ ქრისტეს გაცემით ვერცხლსაც მოიგებდა და არც ქრისტე მოკვდებოდა და ისევე, როგორც სხვა დროს, იუდეველებს თავს ახლაც დააღწევდა. მაგრამ როცა ნახა, რომ ქრისტე გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, შეინანა რადგან საქმე ისე არ გამოვიდა, როგორც ვარაუდობდა. როგორც უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი იუდას ''სინანული'' დანანებას უფრო გავდა. პეტრემ უარყო ქრისტე, მწარედ ატირდა და ცრემლით მოინანია თავისი საქციელი, ხოლო იუდას ცრემლიც კი არ გასჩენია, ''მე ეს როგორ მომივიდა'', ან ''ეს როგორ დამემართა '' დაახლოებით ასეთ სინანულს შეიძლება შევადაროთ მისი სინანული, ანუ ისე რომ არ გამოვიდა როგორც იუდას ეგონა სწორედ ამაზე ინანა. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ქევანა |
May 9 2007, 09:29 AM
პოსტი
#12
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ალექსანდრე, ესე იმიტომ მოგმართე რომ ვინ ვინ და შენ ჩემზე მეტი სასულიერო წიგნები მოგეპოვება და ჩემზე მეტად ხარ ჩახედული საეკლესიო ისტორიაში. ამიტომ გკითხე...არა სხვა გაგებით...
ისე, მაინტერესებს, თვითმკვლელობის ცოდვა იუდადან ხომ არ მოდის შემთხვევით? შენთვის თუ ძველი ამბავია, ჩემთვის ევრიკაა... თუ იცი, ძველ აღთქმაში თვითმკვლელობის ცოდვა დაგმობილია, ან საერთოდ ნახსენები არის?...იქნებ მეშლება გამისწორე რაა.... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
დათიკო |
May 9 2007, 11:02 PM
პოსტი
#13
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
თემა გადადის ”წმინდა წერილის” განყოფილებაში.
|
მხევალი ნინო |
May 10 2007, 04:06 PM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ზებედე
ციტატა ეს რაღაც მგონი ახალია კაიროს, ახალი ვტქვი რამე??? ციტატა მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად და როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა'' აი ასეთი საშინელი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე იუდამ. აი ამის განმარტება ვიცოდი ასე. ცხადია ტავად არ მიცდია განმარტება, სადღაც წავიკითხე -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
May 12 2007, 11:20 AM
პოსტი
#15
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კაიროს, ახალი ვტქვი რამე??? ციტატა იუდამ თავის ჩამოხრჩობაც კი ვერ შეძლო, აქაც უფლის მცდელობა გადაერჩინა იუდა, რადგან მგონი იმ ხის ტოტი ძირს იწეოდა , რომელზეც ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ... არა ეგ გუჯამ გაიგონა პირველად ციტატა წავიდა და თავი ჩამოიხრჩო სწორედ ამ თავის ჩამოხრჩობის შემდგომ ისტორიას გვიყვება საეკლესიო ტრადიცია, ანუ ის რაც მოყვა ნინოს საეკლესიო გარდამოცემას შეადგენს, მაგრამ ის რომ კლდიდან გადახტა ნამდვილად არ მსმენია და არსად წერია, უბრალოდ ნათქვამია, რომ როდესაც ხეზე ჩამოეკიდა, უცბადვე არ მომკვდარა, ძირს ჩამოვარდა და ისე მოკვდა, მერე ამბობენ, რომ მისი ცხედარი გასივდა, და ან ურმის გადავლის ან სხვა რამ მიზეზის გამო, გამსკდარა გიდეც და შიგნეულობა გარეთ გადმოყრია, ძალიან ღრმად დაუმარხავთ ებრაელებს, მაგრამ სიმყრალის სუნი მაინც ვერ გაცლია იქაურობას, ისე რომ ბოლოს იქვე გამავალი გზაც კი შეცვალეს, III ს.მდე მყრალ ადგილად იწოდებოდა ის ადგილი, ასე გვიყვება IV ს.ის მამა... საშინელი ხვედრია, მაგრამ იუდას ყოველთვის შეეძლო თავი აერიდებინა ან შემდგომაც მოენანიებინა ეგ ცოდვა, მაგრამ თავისუფალი ნებით გააკეთა ასეთი საბედისწერო არჩევანი... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მამფალი |
May 12 2007, 11:47 PM
პოსტი
#16
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ჩემი აზრით იუდა ეს სახეა ადამიანური და იუდას ადგილზე სხვაც იქნებოდა. ანუ მთავარი აქ საქმეა და არა სახელი.
და რადგანაც ყველაფერს სიმბლლური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ეს საქციელი უნდა ჩადენილიყო. ამიტომ მას არჩევანი არ ქონდა რადგან ეს თავად მისი არჩევანი არ იყო -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
maZiebeli |
May 13 2007, 12:38 AM
პოსტი
#17
|
დავითი ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 |
მამფალი
მას არჩევანი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ სულისთვის დამღუპველი არჩევანი გააკეთა, რაც წინასწარ იცოდა უფალმა და ამიტომ აირჩია ის ერთ-ერთ მოციქულად. იუდას ნუ წარმოვადგენთ ისე, თითქოს წინასწარმეტყველების ასრულების საქმეს ანაცვალა საკუთარი სულის ცხონება. -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
მამფალი |
May 13 2007, 12:48 AM
პოსტი
#18
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
maZiebeli
იუდას ატ\რაფრისთვისთვის უნაცვალებია საკუთარი თავი. მე ვთქვი რომ რაც მან გააკეთა მან ეს იმ აზრსიგან დამ\ოუკიდებლად გააკეთა რასაც უფლის ნება ქვია მაგრამ მან რაც გააკეთა ეს თავად იყო ნება უფლისა. მის ადგილას ნებისმიერი მოციქული იქნებოდა. მე არ ვამბობ ამას რაიმე რელიგიური ცოდნის საფუძველზე. ეს ჩემი აზრია -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
დათიკო |
May 13 2007, 12:54 AM
პოსტი
#19
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მამფალი
ციტატა მას არჩევანი არ ქონდა რადგან ეს თავად მისი არჩევანი არ იყო სრულიად საპირისპირო აზრია მართლმადიდებლური სწავლებისგან. ძალიან გთხოვთ, უკვე მრავალჯერ გავიმეორე, რომ ეს განყოფილება არ არის საკუთარი ვარაუდებისა და მოსაზრებების საწერი ადგილი. ეს განყოფილება განკუთვნუილია შევისწავლოთ წმინდა წერილი წმინდა მამათა ეგზეგეზის მიხედვით. გთხოვთ ყველას სანამ დაპოსტავთ ხოლმე წაიკითხოთ წესები. აი, ეს არის სწორი მოსაზრება. ციტატა იუდას ყოველთვის შეეძლო თავი აერიდებინა ან შემდგომაც მოენანიებინა ეგ ცოდვა, მაგრამ თავისუფალი ნებით გააკეთა ასეთი საბედისწერო არჩევანი... |
მამფალი |
May 13 2007, 01:07 AM
პოსტი
#20
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
დათიკო
ბოდიშით ბატონო. არ ვიცოდი. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 08:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი