IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ჯვრისწერა
mirzazrim
პოსტი Oct 13 2012, 03:33 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 13-October 12
წევრი № 12,675



დაგვლოცე მამაო.
საეკლესიო კანონების მიხედვით, შეიძლება თუ არა ცოლად მოვიყვანო ქალი რომელიც არის ჩემზე 5 წლით უფროსი და რომელიც წლების წინ იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში (ჯვარი დაწერილი არ ჰქონდა). ასეთი ქალის ცოლად შერთვა ითვლება თუ არა მრუშობად?
..."ვინც განტევებული შეირთოს მანცა იმრუშა"...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mama archili
პოსტი Oct 14 2012, 12:59 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 15-February 12
წევრი № 12,059



დაგლოცოთ ღმერთმა!
თქვენ შგიძლიათ მოიყვანოთ ცოლად ეგეთი ქალი.
ხოლო რაც შეეხება მაგ ფაქტს:,,ვინცა განტევებული შეირთო'' რადიკალურად სხვა რამესთან გვაქვს შეხება.
თუ გაინტრესებთ კონკრეტულად რის შესახებაა საუბარი გირჩევთ ნახოთ წმ.იოანე ოქროპირის ან თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mirzazrim
პოსტი Oct 17 2012, 10:38 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 13-October 12
წევრი № 12,675



მამა არჩილ მადლობა უფალს და მადლობა თქვენ გულისხმიერებისათვის და გამოხმაურებისათვის!
...
" ზ) ქორწინება ურყევია მეუღლეთაგან რომელიმეს გარდაცვალებამდე. „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მათ. 19,6).

„გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში შეკრულია რჯულით, ხოლო თუ ქმარი მოკვდა, განთავისუფლებულია ცოლქმრობის რჯულისაგან. ამიტომაც თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ და სხვას რომ გაჰყვეს აღარ იწოდება მეძავად“ (რომ. 7,2-3). „დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს, მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს“ (1 კორ. 7,10-11). "
" ი) რჯული კრძალავს განქორწინებას: „უფალი არ შეიწირავს თქვენს შესაწირავს“. „თქვენ ამბობთ რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო (მალაქ. 2,13-14). „ასევე თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი, ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვეულს შეირთავს, მრუშობს“ (მათ. 5,31-32 ან მათ. 19,9). „თუ ცოლი ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება“ (რომ. 7,3). "

მამაო შენდობას ვითხოვ თუ ვზედმეტობ. წმ.იოანე ოქროპირის ან თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებები ჯერ ვერ მოვიპოვე. რაც ამ ეტაპზე ვნახე ეს არის http://orthodoxy.wanex.net/ojakhi/qortsineba1.htm
[ხოლო რაც შეეხება მაგ ფაქტს:,,ვინცა განტევებული შეირთო'' რადიკალურად სხვა რამესთან გვაქვს შეხება.] ანუ რადგან ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი ამიტომ არის "სხვა რამესთან შეხება" ალბათ ხომ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 02:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი