IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
ნათია
პოსტი Jun 28 2007, 06:32 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



პირველი ქართველები ფერეიდანში

ზურაბ შარაშენიძის "ფერეიდნელი გურჯების" მიხედვით


1. ლადო აღნიაშვილი


პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდანის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი.
ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს კახეთში. თითქოს ბედმა არგუნა მას ყველაფერში პირველობა! იგი იყო ქართული ენის პირველი მასწავლებელი სათავადაზნაურო სასწავლებელში, პირველი ქართული გუნდის დამაარსებელი, პირველი ქართველი მოგზაური ფერეიდანში.


IPB-ს სურათი


მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის დიდ ინტერესს იჩენდა ირანში მცხოვრები ქართველების მიმართ, მხოლოდ ლადო აღნიაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით გამგზავრებულიყო ამ შორეულ და საშიშროებით მოცულ გზაზე, რომ ერთხელ კიდევ მოეხადა ვალი თავისი ხალხის წინაშე.
1894 წლის ზაფხულში რუსეთის გემმა ლადო აღნიაშვილი კასპიის ზღვის ნავსადგურ ენზელში (დღევანდელი ფეჰლევი) მიიყვანა. ენზელიდან იგი რუსეთში ჩავიდა, ხოლო აქედან ყაზვინს გაემგზავრა. იმ დროს ირანის ქალაქებს შორის კავშირი ქარავნებით ხორციელდებოდა. ლადო აღნიაშვილიც ქარავანთან ერთად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და დიდ სიძნელეებს, მაგრამ ბევრ საინტერესოს ხვდებოდა ამ მოგზაურობის დროს.
ყაზვინიდან დიდის გაჭირვებით და ვაი-ვაგლახით ჩავიდა ლადო აღნიაშვილი თეირანში, სადაც ვერაფერი შეიტყო ფერეიდანში ქართული მოსახლეობის შესახებ და თვენახევარის შემდეგ გაემგზავრა ისფაჰანისაკენ. აქ კი მთელი ზამთრის გატარება მოუხდა, ვინაიდან გაზაფხულამდე ფერეიდანის მაღალ მთებში ასვლა ძნელი იყო.
დადგა აპრილის თვე, საკმაოდ სიცხეები დაიჭირა. ლადოც შეუდგა სამზადისს ფერეიდანში გასამგზავრებლად. მაგრამ ამჯერად ახალი დაბრკოლება გამოუჩნდა. ისფაჰანში ფართოდ იყო გავრცელებული ხმები, რომ ფერეიდანის გზებზე საშინელი ყაჩაღობაა, მდიდარსა თუ ღარიბს, დიდსა თუ პატარას, ყველას ძარცვავენო. ლადოს უკვე მოთმინება ჰქონდა დაკარგული და, მიუხედავად ამგვარი ხმებისა, მაინც გადაწყვიტა გამგზავრება. იგი მოურიგდა ჩალვადრებს, ნახევარი თანხა წინასწარ გადაუხადა და გაუდგა გზას.
პირველი სადგური, რომელსაც ლადო აღნიაშვილი მიადგა, ნეჯეფაბადი იყო. მას ორი ცხენოსანიც შეუერთდა, რომლებიც შირაზიდან ბრუნდებოდნენ, მალე მათ წამოეწია ერთი შეიდი (სასულიერო პირი, რომელიც თავს მოჰამედის შთამომავლად თვლის) პატარა ბიჭით და ყველანი ერთად დაადგნენ გზას ყალანაზარისაკენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ "დღისით მზე სულ ცეცხლს უკიდებდა", საშიშროების გამო არ უნდოდათ ღამით მგზავრობა. ისეთი მწველი მზე იყო, რომ აღნიაშვილს რამდენიმე დღეში სამჯერ გადასძვრა პირზე კანი.
ერთი სიტყვით, დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია "დომბექამარამდე". ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არა უწყოდა რა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია.
როდესაც ლადო ამ სოფელში შევიდა, მას ერთი ეზოდან შემოესმა საკმაოდ ხმამაღალი ქართული საუბარი:
- ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი.
- შენ რაით გინდა? შინ არი - უპასუხია მეორეს.
- როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში.
- ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე.
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში:
- ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?
- ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?
- მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად.
- იიი, გურჯი კი არა!
- ჰო, მართლა გეუბნები - მიუგო ლადომ.
- მაშ გურჯი ხარ? - თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს
ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო.
გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა:
- იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი.
- იი, გურჯი კი არა? - უპასუხა ბარიანმა.
მაგრამ, როდესაც ლადომ ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ისიც დარწმუნდა, გაექანა, ცხენს ფაფარში წაავლო ხელი და თან გაჰყვა ნელ-ნელა მიმავალ მხედარს. მათ გზაში ერთი კაცი შემოეყარათ. ფერეიდანელმა ბიჭებმა უთხრეს მას: - ბიჭო, იცი, ეს ჩვენი ძველიაო.
სოფლის ბოლოში ლადო გამოემშვიდობა მათ, აღუთქვა მალე შეხვედრა. აუხსნა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა ქართული სოფლის ნახვა და ამიტომ დროებით გტოვებთო, დომბექამარელმა ქართველებმა იგი გააცილეს სოფელ დაშქეშანისაკენ მიმავალ ნახევარ გზამდე და შემდეგ უკან გაბრუნდნენ გახარებულები. მათ ხომ თითქმის სამასი წლის განმავლობაში პირველად იხილეს თავიანთი თანამემამულე.
შესანიშნავად აგვიწერს ლადო აღნიაშვილი სოფელ მარტყოფში მისვლის ამბავს: "მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა - ეს "საჰაბიაო" (ბატონი). მეორემ უთხრა, - "არა ეს ჩვენია, გურჯიაო". - "არა, საჰაბიაო, ფარანგიაო" (უცხოელი). - არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო". და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: "ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო!"
"სანამ შიგ სოფელში შევიდოდი აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა - აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? - "სალამ!" - "ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს": მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი".
ამგვარად, დიდი წვალებისა და გაჭირვების შემდეგ, ლადო აღნიაშვილმა მოახერხა ფერეიდანის მხარის თითქმის ყველა სოფლის ნახვა. იგი იმდენად გადაღლილი იყო მოგზაურობით, ბევრი დაბრკოლების გადალახვითა და ხელმოკლეობით, რომ მალე დაუტოვებია ფერეიდანი და საქართველოში დაბრუნებულა.
დაუღალავმა შრომამ წელში გატეხა ლადო აღნიაშვილი; სულიერადაც მოქანცა იგი, დასნეულებული ლადო გარდაიცვალა 1904 წლის აპრილში. იგი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.



2. პავლე ლორთქიფანიძე


პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიის მხედრიონი აქტიურად მოქმედებდა ირანსა და თურქეთში. 1916 წელს ირანში ქართული ესკადრონის მეთაური იყო შტაბს-კაპიტანი პავლე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე. იგი ფერეიდანში შეხვდა იქაურ ქართველებს და იყო ფერეიდნელი ქართველის სეიფოლა იოსელიანის სტუმარი.
აი, როგორ აგვიწერს პ. ლორთქიფანიძე ქართველებთან შეხვედრას თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1916 წლის გაზეთ "სახალხო ფურცელში": "დრო არა მაქვს, ამ წერილის წამომღებიც მიჩქარის და სამსახურიც ისეთია, რომ "წინ გასწით!"-ო გვიძახიან. გზაში ვარ, მაგრამ ქართველ მკითხველს მინდა გადავცე შემდეგი:... ქალაქ ისპაჰანის მოშორებით გაშენებულია პატარა სამაჰმადიანო საქართველო, თორმეტი თუ ცამეტი სოფელი... არაფერი არ ვიცოდი... შეველ ერთ სოფელში მოგზაურობის დროს და ირგვლივ ქართულად ლაპარაკობდნენ. თავბრუ დამესხა, ომი ახალი შეწყვეტილი გვქონდა და გონსაც არ მოვსულიყავი... ვიფიქრე, ეს რა ამბავია, ნუ თუ საქართველოს რომელიმე კუთხეში ამოვყავი თავი მეთქი... მაგრამ სპარსული ტანისამოსი როგორღაც მეჩოთირებოდა... როცა მე ქართულად დავიწყე ლაპარაკი, იმდენი ქალი და კაცი შემომესია, რომ ტევა არ იყო... საიდანა ხარ ბატონო? - გაიძახოდნენ... მხოლოდ მაშინ მომაგონდა შაჰ-აბასის სიმხეცე და მისგან გადასახლებული ქართველები სპარსეთში. დედაენა ჩინებულადაა დაცული, დიდი და პატარა მხოლოდ ამით ამაყობს - ქართულად ვლაპარაკობთო... ჩვენი ქართველობა მხოლოდ დედაენით გამოიხატებაო... თხოულობენ "სკოლას", ქართველ მასწავლებელს... ნუთუო, ლაპარაკობენ: ჩვენი ქართველები ისე უგულო შეიქნენ, რომ ჩვენზე არ ფიქრობენო".





3. ამბაკო ჭელიძე


ამბაკო ჭელიძე 1923 წლის ივლისის პირველ რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ სპეციალისტთა ჯგუფს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ირანში საბჭოთა ბანკის გახსნა, გაჰყვა თეირანში ამავე წლის შემოდგომაზე, როგორც ფინანსიური საქმის მცოდნე. მას თან ახლდა მისი მეუღლე სარა ჭელიძე. ამ შემთხვევამ შესაძლებლობა მისცა ამბაკოს ჩასულიყო ფერეიდანში და ადგილზე გასცნობოდა ფერეიდნელთა ყოფას. მან ბევრი რამ იცოდა ლადო აღნიაშვილის გადმოცემით, მისი წერილებიდან და წიგნიდან. ამბაკო ჭელიძე ირანში სამუშაოდ იყო წასული და, მიუხედავად დიდი სურვილისა, მას არ შეეძლო უნებართვოდ დაეტოვებინა თეირანი და ფერეიდანში გამგზავრებულიყო.
დადგა 1927 წლის ზაფხული და ამბაკო ჭელიძეც მოემზადა ფერეიდანში გასამგზავრებლად. სეიფოლა იოსელიანს წინასწარ შეატყობინეს და ივლისის პირველ რიცხვებში ამბაკო, მისი მეუღლე - სარა, დაქირავებული ფოტოგრაფი და მძღოლი ფერეიდანისკენ დაიძრენ.

IPB-ს სურათი


პირველად ამბაკო ჭელიძე ახორე ფაინში - ქვემო მარტოფში მისულა. აქ მას სეიფოლა იოსელიანის მიერ გაგზავნილი კაცები შეგებებია, რომლებსაც ზემო მარტოფში უნდა წაეყვანა სტუმრები.
გზა სოფლისაკენ ყანებს შორის გადიოდა. მათ მოულოდნელად წინ გადაუდგა მარტყოფელი გლეხი ქალაჯი მაჰმუდი, გვარად თავაზიანი, ბარით ხელში. იგი თურმე ვენახს რწყავდა, როგორც კი ამბაკო და მისი თანამგზავრები დაინახა, თავი დაანება მუშაობას და მათ მიეგება. მან მეტად ზრდილობიანად მოიკითხა ამბაკო და მისი მეუღლე და მორიდებით უთხრა: - დიდხანს გვპირდებოდით, ბატონო მოსვლას, მოდი ჩემი ღარიბი ოჯახიც ნახე.
სოფლის შესასვლელთან ბევრი ხალხი მიეგება სტუმრებს. ბევრი მათგანი ამბაკოს ნაცნობი იყო და სხვებს ეუბნებოდნენ: - "ჩვენი ძველი არის, ჩვენი პატრონი საქართველოდან" ანდა კიდევ: "სალამი მიე, ჩვენები არიან. ჩვენებური ნამაათ (ლამაზად) იციან".
სეიფოლა იოსელიანი სოფლის თავში ცხოვრობდა, რის გამოც მთელი სოფელი ფეხით გაიარეს ამბაკომ და მისმა მეუღლემ. "სახლების ბანებზე და გომებზე გამოფენილი იყვნენ ჭრელი, ხშირი ნაოჭებიანი კაბებით მორთული ქალები, ყველა უჩადროდ, უნიღბოდ (ესეც ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო ქართველი ქალისა ირანელისაგან), ისინი გადასძახოდნენ ერთიმეორეს კრიალა ხმით. დარბოდნენ, კისკისებდნენ. ქალების სითამამემ გადააჭარბა კაცებისას" - შენიშნავს ამბაკო.
სეიფოლას სახლთან რომ მივიდნენ, იქ უკვე ტევა აღარ იყო. ფერეიდნელები აღფრთოვანებით გაიძახოდნენ - დიდი საქართველოდან მოსულანო. ბევრ ქართულ ოჯახს მიუწვევია ამბაკო და მისი მეუღლე. ფერეიდნელი ქალები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ თურმე სარა ჭელიძეს. ერთხელ, როცა სარა ფეხზე დგომით დაღლილა, ერთ ფერეიდნელ გოგონას მიწაზე ცხვირსახოცი დაუფენია და მისთვის უთქვამს: - "მე ცხვირსაწური (ცხვირსახოცი) ნამაათ (ლამაზად) დაგიფინე, დაჯექი!"
ამბაკო ჭელიძე ირანში 1929 წლამდე დარჩა. ექვსი წელი დაჰყო მან ამ ქვეყანაში და ჩამოიტანა მეტად ძვირფასი ცნობები ფერეიდნელი ქართველების შესახებ.
ამბაკო ჭელიძის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1944 წელს ირაკლი კანდელაკს მიეცა საშუალება ჩასულიყო ფერეიდანის მხარეში და ენახა ქართული სოფლები, სადაც იმ დროს ინგლისის ჯარები იყო განლაგებული. იგი, ჯერ კიდევ ისფაჰანში ყოფნის დროს დაახლოებია ფერეიდნელ ქართველ ხანს - ჰოსეინ დავითაშვილს, რომელიც რამდენიმე სოფლის პატრონი იყო ფერეიდანის მხარეში და მასთან ერთად გამგზავრებულა ქართული სოფლების დასათვალიერებლად.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კანდელაკმა ფერეიდანში ყოფნის დროს მოახერხა დოკუმენტური ფილმის გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ ფილმიდან მხოლოდ ნაწყვეტები გადარჩა, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში.









ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი

ამონარიდები ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან

ფერეიდნელი "გურჯები"



იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებები, მოვიტანოთ რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს:
"მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)... მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო... შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)".
"ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი... ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი... დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ... ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო... გუნდა... მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში... ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში... დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა..."


P.S. მართლა ასე საუბრობენ ჩემი ნაცნობი ფერეიდნელი ქართველები


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
32 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 59)
gugua
პოსტი Dec 15 2007, 08:19 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ რომ თბილისის 90-საჯარო სკოლაში გაიმართა მშვენიერი საღამო "ქეთევან ქართველი". მოწვეულები იყვნენ კახა მულიანი, ორი თვის წინ ჩამოსული ფერეიდნელი შოთა იოსელიანი, ვახტანგ ონიკაშვილი თავისი ოჯახით, სხვათაშორის მისი დედა, ქალბატონი თამილაც იქ ბრძანდებოდა... ერთი სიტყვით ძალიან ამაღელვებელი საღამო იყო... როცა მასალებს დავამუშვებ, საიტში აუცილებლად ავტვირთავ...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 19 2007, 11:23 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დღეს, 19 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიხსნა საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები". ფერეიდნელი ბიჭების სიმღერამ სენსაცია მოახდინა...
შემდეგი პროგრამა -
20 დეკემბერი - სამედიცინო უნივერსიტეტი;
21 დეკემბერი - სახელმწიფო უნივერსიტეტი;
22 დეკემბერი - ტექნიკური უნივერსიტეტი;
23 დეკემბერი - კონსერვატორია 20.00 სთ;
24 დეკემბერი - "ქარვასლა" 12.00 სთ.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 19 2007, 11:49 PM
პოსტი #43


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



gugua
გმადლობთ ინფორმაციისთვის!

ციტატა
23 დეკემბერი - კონსერვატორია 20.00 სთ;

ბილეთები რა ღირს ხომ არ იცით და სად უნდა შევიძინოთ?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 20 2007, 08:30 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ნათიას!
სამწუხაროდ ბილეთები არ იყიდება, შესვლა მხოლოდ მოსაწვევებითაა, უბრალოდ ვერაფერს ვერ გირჩევთ... ერთს კი დავამატებ: ჩემი ქალიშვილი მახლდა თან ფილარმონიაში, დაბადების დღეზე იყო წასასვლელი და თავიდანვე გამაფრთხილა, ადრე გამოვალო... სანამ კონცერტი არ დამთავრდა, გამოსვლა არც კი უფიქრია... სადისტი ხომ არა ვარ???


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 22 2007, 12:44 AM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



კომენტარების გარეშე...

ბატონო გურიჩა, გამარჯობათ! მე ფერეიდნელი ალეკო აბრამიშვილი გაწუხებთ. ერთი თხოვნა გვაქვს. თუ არის საშუალება ქართველ ხალხს გააცნოთ ჩვენი საიტი www.fereidani.ge რამეთუ დღემდე არის ხალხის ის კატეგორია, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ ფერეიდნელების ქართულ არსებობაში შორეულ ირანში. პატივისცემით ალიკო. ღმერთს ებარებოდეთ.

ბატონო ალიკო, ძალიან დიდი მადლობა ამ მართლა არაჩვეულებრივი საიტისათვის. ორშაბათს დილით აუცილებლად გავაშუქებ. ძალიან გთხოვთ ხშირი მიმოწერა ვიქონიოთ და ვიმეგობროთ, პატივისცემით, გურიჩა.

გამარჯობათ ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? სამწუხაროდ ისე აეწყო ჩემი საქმეები, რომ არ გახლდით საქართველოში. საახალწლოდ ვეცდები აუცილებლად მოგინახულოთ. თქვენი საიტი www.fereidani.ge გავუგზავნე რუსთავი2-ს. მათ აქვთ დილით საიტების მიმოხილვა, გურიჩა. და ვთხოვე მაყურებლისთვის გაეცნო ამ საიტის შესახებ. მივიღე პასუხი, რომ ორშაბათს დილით იქნება თქვენი საიტის განხილვა. დიდ ბოდიშს კი ვიხდი თქვენს უნებართვოთ, რომ გავაკეთე, მაგრამ მე მგონი კარგი იქნება. პატივისცემით თქვენი მეგობარი ალიკო. ღმერთს ებარებოდეთ.

ჩემო მეგობარო, მადლობის მეტი რა მეთქმის? კარგად იცი, რომ ყოველთვის ვცდილობ შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მეტ ხალხს გავაგებინო თუ რა ხდება ირანში, კერძოდ კი ფერეიდანში მცხოვრებ ქართველების ცხოვრებაში. ამ წერილებს კი ბევრ ჩემს მეგობარს გავაცნობ და მეც სიამოვნებით ვუყურებ მაგ გადაცემას! შეხვედრით კი აუცილებლად შევხვდეთ. ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთი ურთიერთობების შემდეგ წლები კი არ მემატება, პირიქით უფრო ვახალგაზრდავდები. ესეც ერთ-ერთი სასიამოვნო სიურპრიზია ჩემთვის! ღმერთს ებარებოდეთ! გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 23 2007, 11:05 AM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ, მოინახულოთ ჩემი "შინაურული" საიტი www.fereidani.ge , სადაც დაემატა ახალი ქვეთავი 64 - "ინა ინარიძე - აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედი!"
ღმერთს ებარებოდეთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 23 2007, 01:29 PM
პოსტი #47


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



gugua
მეც ვარ ნამყოფი ფერეიდანში, ძალიან თბილი ხალხია.. ისპაჰანში ვიყავი სტუმრად და რომ გაიგეს ქართველია ისპაჰანშიო ჩემს მასპინძელს დაურეკეს და ფერეიდანში ქორწილში დაგვპატიჟეს smile.gif

უცნაური ქორწილი ქონდათ smile.gif


აინტერესებდათ ყველაფერი საქართველოს შესახებ... ჩვენთან როგორი ქორწილი იციან, როგორი სკოლებია, ხალხის ურთიერთობა, ეკლესიების შესახებ, ისტორია და ა.შ. smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 24 2007, 09:20 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ნათია, ჩემო კარგო, ამას გვიმალავდი? არ არსებობს ჩანაწერები და სურათები არ გქონდეს... დამიხარისხე და მერე შევხვდეთ, კარგი? ოღონდ სურათები შეარჩიე... ქალების სახეები არ უნდა ჩანდეს გარკვევით, განსაკუთრებით კი პატარძლის... ძალიან კარგი სურათები მეც მაქვს ქორწილის, მაგრამ ვერ ვრისკავ... დიდი პრობლემები შეექმნებათ იქ... ერთი სიტყვით, მე თვითონ დავახარისხებ, კარგი? აბა გელოდები!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 24 2007, 10:19 PM
პოსტი #49


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



gugua
ჩემო კარგო, სამწუხაროდ, სურათები არ გამომატანეს.. ნებართვა ვითხოვე პატარძლის სურათი გამატანეთ თქო და არაო.. ეს რომ საზღვარზე ნახონ არ შეიძლებაო... ამიტომ რაც სურათები გადავიღე მათთან დარჩა...

თუ გინდა ისპაჰანში ვისთანაც ვიყავი მათი სურათები მაქვს ოჯახში გადაღებული და თუ სკაიპი გაქვთ გადმოგიგზავნით smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 25 2007, 10:51 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ნათია, ე-მაილზე გამომიგზავნე არ ჯობია? ძალიან ბევრია? Gugua56@gmail.com თუ დიდი მოცულობისაა, მერე სხვა გზა მოვნახოთ, რამე ტექსტიც მოაყოლე რააა!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 25 2007, 11:07 PM
პოსტი #51


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



gugua
კარგით იმეილზე გადმოგიგზავნით smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mii
პოსტი Dec 27 2007, 07:32 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 28-November 07
წევრი № 3,304



მე ვიცნობ რამდენიმე ფერეიდნელ ქართველებს ძაან მაგრები არიან და პატრიარქიც ძალიან ეხმარება და გვერდში უდგას. გაიხარეთ და როგორც ფერეიდანში ილოცებით ისე დაგლოცავთ ღმერთს ებარებოდეთ)))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 30 2007, 09:51 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



mii-ს!
სასიამოვნოა თქვენი წერილის წაკითხვა! მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ ყოველთვის! იქნებ მოგვწეროთ მათი ვინაობა და თქვენ თუ იცნობთ პირადად?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 1 2008, 08:58 PM
პოსტი #54


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაუმარჯოს ჩემს ქართველებს, ჩემს თანაფესვებს და თანანერგებს...რა ბედნიერება რომ ოთხასი წლის შემდეგ, ცისარტყელიდან გამოძვრები და ხედავ ამ ყველფერს რასაც სიზმარში და ოცნებებში ნატრობდი...და დღეს ჩემს ქართველებთან ერთად ამ ლამაზ და ბედნიერ ახალ წელს აღვნიშნავთ, ამ წუთას ჩემს და ყველასთვის საყვარელ ადამიანთან რომელმაც თავის სამამულო საქმიანობით დიდ ღვაწლი შეიტანა არამარტო ფერეიდნელების ისტორიაში არამედ საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ფერეიდნელები ხო ამ ქვეყნის შვილები ვართ და ამ პროსესით გაადვილა ეს ურთიერთობები და ფერეიდანი თავის ჩირდილისკენ გამოიყვანა.
ახლა გავრბივარ ყველა თითეული თქვენ განის სადღეგრძელოს შესასმელად.აბა ღმერთს ებარებოდეთ!
თქვენი თანაფესვი და თანაერი კახა ფერეიდნელი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 4 2008, 09:25 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გილოცავთ შობა-ახალ წელს და გთხოვთ მოინახულოთ ჩემი ”შინაურული” საიტი www.fereidani.ge სადაც დაემატა 26-ე და 27-ე ჩანაწერები ”შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები”-ს ქვეგანყოფილებაში - ”საქართველო”; 23-ე ჩანაწერი ქვეგანყოფილებაში - ”ქართული დიასპორა”. ასევე დაემატა ახალი ქვეთავები:
1. 63 - გიორგი ოჩკუროვი - საქართველოს სიყვარულით...
2. 64 - ინა ინარიძე - აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედი!
3. 66 - პატარ-პატარა ამბები ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე.
ღმერთს ებარებოდეთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი



--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mii
პოსტი Jan 5 2008, 12:33 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 28-November 07
წევრი № 3,304



ციტატა(gugua @ Dec 30 2007, 09:51 PM) *

mii-ს!
სასიამოვნოა თქვენი წერილის წაკითხვა! მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ ყოველთვის! იქნებ მოგვწეროთ მათი ვინაობა და თქვენ თუ იცნობთ პირადად?

893674538 ეს არის ერთი ფერეიდნელის ნომერი ვახტანგი ქვია თუ არ ვცდები მე ფერეიდნელად მიწერია ტელეფონში)))) ღმერთმა ხელი მოგიმართოს მრავალ შობა ახალწელს დაესწარი)))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 19 2008, 01:54 AM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გილოცავთ ნათლისღებას!
გთხოვთ, მოინახულოთ ჩემი ”შინაურული” საიტი www.fereidani.ge სადაც შეტანილია შემდეგი სახის ცვლილებები: საიტის მუსიკალურ ფონში მეორე სიმღერად დაემატა ”ბინდისფერია სოფელი” მიხა ხელაშვილის ლექსებზე; 66-ე ქვეთავში დაემატა 4.2 ”ფერეიდნელი ქართველის სიმღერა”.
ამის გარდა დაემატა 65-ე ქვეთავი - თბილისის 90-ე საჯარო სკოლის პროექტი - ”ცისარტყელაში გამოვლილები” და 67-ე ქვეთავი - ”პირველი ფერეიდნელები, რომლებმაც წინაპართა სამშობლო მოინახულეს”.
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 24 2008, 10:22 PM
პოსტი #58


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ წაიკითხოთ დღევანდელი ჟურნალი "გზა", გვ.95; "მისდანდობელი" ძმაკაცებისაგან მოკლული ველის პოეტი (მიხა ხელაშვილი)
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 1 2008, 11:09 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



2007 წლის 14 მაისი − “ბაქოდან პირდაპირი რეისით თეირანში გადავფრინდით, სადაც დაგვხვდა ისპაჰანის კავშირგაბმულობის ცენტრის თანამშრომელი – ბატონი აღზანფარ გუგუნანი, რომელმაც ისპაჰანში ჩამოგვიყვანა. გზაში აღზანფარი ყოველნაირად ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა მიეღო ქართულ მეტყველებაში. როდესაც ვკითხე მისი სახელის ქართული შესატყვისი, მიპასუხა, ქართულად ჩემი სახელი როგორ არის არ ვიცი, მნიშვნელობით კი ”ლომს” ნიშნავსო. ავუხსენი რომ ”ლომო” სახელად მაინცდამაინც მისაღები არ იყო, სამაგიეროდ ”ვეფხვია” შევარქვი, რაც ძალიან მოეწონა. თან ახალი სიტყვები ”ნათლია” და ”ნათლული” ვასწავლე (სხვათაშორის მთელი ურთიერთობის განმავლობაში ყველანი ახალი სახელით მივმართავდით).”
2008 წლის 28 იანვარი − მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ კაპანაძემ გადმომცა ჩემი ”ნათლულის”, ბატონ აღზანფარ გუგუნანის წერილი, ირანის მწვერვალ ”ქარქასზე” ასვლის სერთიფიკატი და ორი CD, სადაც ჩვენი მოგზაურობის ოფიციალური ნაწილი მთლიანად არის ასახული.
"ჩემო ძმებო გიურგი (ალავერდაშვილი), ივანე (ჯაფარიძე), აფი (გიგანი) და იდრის (ხერგიანი). შორისგნით დაკოცნავყე. შორის გზიდან ვეთაყვნები და მოვახსენებ რომ მივხელავად იმისას რომ ქვენ გამგზავრეთ ფერეიდუნშაჰრჩი და დაველოდეთ რომ დასავშვიდებლად ჩამოხვიდეთ ჩვენთან მარა ეს არ მოხდა და ცხვედით. ახლა ბატონ ოლეგის საშვალებით თითოევილ თქვენს გაწვდით ერთ სამახსოვრო ტაბულას და ორ ცალ CD-ს. თქვენი და თქვენი ოჯახების დიდება არის ჩვენი სურვილია საქართველოს დიდებასთან ერთად."
თქვენი მოყვარე აყზანფარ გუგუნანი (ვეფხია).


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Feb 1 2008, 11:13 PM
პოსტი #60


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



gugua
მოკითხვა ჩვენს ფერეიდნელებს smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 10:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი