IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები
neo
პოსტი Jan 11 2009, 05:37 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723




დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან...

ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?

ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ...

ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 11 2009, 06:09 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ

ჯერჯერობით მდუმარებას ვამჯობინებ biggrin.gif
ციტატა
წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს,

სადაა ნეტა მასე თავისუფლად, თორე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 11 2009, 06:58 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



neo
ციტატა
ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?

მდუმარების ღვაწლი ერში მცხოვრებ ადამიანს არ მოეთხოვება. მაგრამ საუბრისას საკუთარ სიტყვებზე დაკვირვება და მათი კონტროლი კი შესაშური საქმეა.
"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" . წმ. ილია მართალი.
სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპრიმენტი წყალზე. წყალი თურმე იმახსოვრებს ინფორმაციას. აიღეს წყლის წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს ალერსის და სითბოს გამომხატველი სიტყვები. მერე ეს წვეთი გაყინეს. აიღეს მეორე წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს წყევლისა და შეჩვენების სიტყვები. ეს წვეთიც გაყინეს. შემდეგ მიროსკოპით გასინჯეს ორივე წვეთი. რომელზეც წაიკიკთხეს დადებითი ემოციების გამომხატველი სიტყვები, იმ წვეთს ლამაზი ფიფქის ფორმა ჰქონდა მიღებული, მეორე წვეთი კი დაბზარული მინასავით იყო.
ასე რომ სიტყვები არა მარტო გერებია, არამედ მას გარკვეული ენერგიაც გააჩნია. ამიტომ აქვს მნიშვნელობა თითოეულ სიტყვას. piqri.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 11 2009, 09:30 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპრიმენტი წყალზე. წყალი თურმე იმახსოვრებს ინფორმაციას. აიღეს წყლის წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს ალერსის და სითბოს გამომხატველი სიტყვები. მერე ეს წვეთი გაყინეს. აიღეს მეორე წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს წყევლისა და შეჩვენების სიტყვები. ეს წვეთიც გაყინეს. შემდეგ მიროსკოპით გასინჯეს ორივე წვეთი. რომელზეც წაიკიკთხეს დადებითი ემოციების გამომხატველი სიტყვები, იმ წვეთს ლამაზი ფიფქის ფორმა ჰქონდა მიღებული, მეორე წვეთი კი დაბზარული მინასავით იყო.

მეკაჟე, ეს ფაქტი არამეცნიერულია და ძალიან თუ დაგაინტერესებს კანუდოსელს მიმართე და აგიხსნის, მე მოკლედ გეტყვი "კაცო" ქართულში არის სიტყვა "კაცი"-ს წოდებითი ხომ? აი იტალიურში კი იგივე "კაცო" არის
მაპატიე და მამაკაცის სასქესო ორგანო biggrin.gif რა გაიგოს ახლა წვეთმა? smile.gif ანუ
ეგ სისულელეა და იმისათვის, რომ სიტყვებს გაზომვა ჭირდება არაა საჭირო
რაიმე ფსევდომეცნიერული არგუმენტები, თეოლოგიურად ისიხიზმი აღმატებული ღვაწლია და ქრისტიანი მას თუკი მთლიანად ვერ იტვირთებს მიბაძავს მაინც, ანუ მრავალსიტყვაობას დაუტევებს...
ხო პაწა ჩანამატი აიტანეთ ახლა smile.gif
По выражению одного современного православного богослова, если монашество является средоточием православной духовности, то исихазм — самое ядро этого средоточия. Слово "исихазм" (от греч. "исихия" — "покой", "безмолвие") имеет много значений. В широком смысле оно подразумевает особые стороны православного мировоззрения и вероучения — те, что связаны с представлением об "обожении" подвижника-христианина уже в земной жизни, с идеей видения Божественного Света в глубине собственного сердца. "Обожение" достигается не просто личными усилиями человека или божественным даром, но согласным движением человеческой воли и воли Бога.
Исихастами обычно называют монахов-подвижников, которые применяют особые приемы "умного делания" — молитвы как внутренней духовной работы. Она совершается безмолвно и бессловесно, "умом" — глубинах человеческой души. Такая молитвенная практика, очень древняя, получила особую известность в III-XIV веках благодаря инокам Святой горы Афон. Наиболее полное богословское обоснование исихазму дал святитель Григорий Палама (1296-1359), митрополит Фессалоникийский. Он учил, что, хотя сущность Бога непознаваема, Божество можно непосредственно созерцать и познавать благодаря присутствию в мире нетварных (т.е. несотворенных, существующих вечно) божественных энергий.
Существует множество видов этих энергий, но в любой из них таинственным образом полностью присутствует Бог Живой: человеческие понятия "целое" и "часть" к Нему неприменимы. В церковных таинствах христианин в той или иной мере усваивает эти энергии. Их и видит "внутренними очами" подвижник как Фаворский свет — тот самый, который видели ученики Иисуса Христа при Его преображении на горе Фавор.
Великие молитвенники-исихасты неоднократно предупреждали: гордыня и самомнение, небрежение наставлениями Церкви неизбежно приводит к тому, что силы зла обманывают подвизающегося в "умном делании" ложным светом, который он принимает за божественный. Князь тьмы легко прикидывается Ангелом Света, чтобы подчинить себе человеческую душу, сделать ее своим орудием.
Современные православные богословы считают, что подобное происходит с тем, кто практикует восточные системы дыхательно-медитативных упражнений: приводя свое сознание в особое состояние, он в лучшем случае "видит" тот тварный свет, который изначально присутствовал и присутствует в Божьем творении, но отнюдь не сами божественные энергии. Монахи-исихасты тоже используют особые приемы дыхания и позы, которые способствуют молитвенному сосредоточению. Но они знают, что никакие человеческие действия не приведут к видению Бога, если того не пожелает Сам Бог, а опытные духовные наставники учат их отличать истинный Свет от ложного.
Исихазм пронизывает всю историю православия. Присущие ему идеи и устремления прослеживаются уже в творениях отцов Церкви первого тысячелетия. Они оказали огромное влияние и на духовную жизнь Русской православной церкви: видением Фаворского света, верой в реальность богообщения и обожения человека проникнуты иконопись преподобного Андрея Рублева, деяния преподобного Сергия Радонежского, поучения преподобных Нила Сорского, Паисия Величковского, Серафима Саровского, старцев Оптиной Пустыни.
იხარე;
კაიროსი!
პ.ს.
მდუმარების ფენომენის შემსწავლელთათვის ეს მაგიდის სახელმძღვანელოა:

Григорий Палама

ТРИАДЫ В ЗАЩИТУ СВЯЩЕННО-БЕЗМОЛВСТВУЮЩИХ

По изданию: Св. Григорий Палама. Триады в защиту священно-безмолвствующих. — М.: Канон, 1995. — С. 5–344.

http://www.krotov.info/acts/14/2/palama_06.htm



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 11 2009, 09:51 PM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



წყლის კრისტალებს არ შევეხოთ ამ თემაში.


მდუმარებას რაც შეეხება, ძალიან ძნელია. დიდ შინაგან ნებისყოფას მოითხოვს, რაიმეს არ თქმა და მერე იმის გადახარშვა, რომ სათქმელი იყო, არ თქვი, ხოლო იმათ ვისთვისაც უნდა გეთქვა, რამდენად სწორად გაიგეს შენი უთქმელობა.

ძირითადად, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან მიყვარს ხოლმე მდუმარება. განსაკუთრებით თუ კამათის საფრთხის წინაშე ვდგევარ. მირჩევნია სულ არ ვთქვა, საშინლად მეშინია, ისეთი რამ არ ვთქვა და ვაწყენინო, რომ გულში დარჩეს. მე თვითონაც არ ვიცი, წყენის დიდხანს შენახვა, ძალიან მალე მავიწყდება, ტკბილად თუ მომმართეს. smile.gif

ასევე, ყოფილა, რომ დუმხარ, როცა შენი ცოდნის ზედმეტი დემონსტრირებით, არ გინდა ყურადღების მიქცევა და ღიმილით აკვირდები, სხვა როგორ აკეთებს ამას.

საერთოდ კი, მდუმარების თვისება, კარგი რამაა, ყოველთვის მდუმარეს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს. თუნდაც სისულელის თქმისაგან თავს იზღვევ ადამიანი. მეტად შესაშური რამ იქნებოდა, ფორუმზე მპოსტავი იუზერებისთვის. biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Jan 11 2009, 09:53 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



Слово-серебро, молчание-золото


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 11 2009, 09:58 PM
პოსტი #7


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



neo
ციტატა
ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?

მე სულ მდუმარებაში არ ვარ ? (თქვენთან არა რა თქმა უნდა biggrin.gif ) თუ სამსახურში არაფერი მკითხეს ვარ ჩემით წყნარად biggrin.gif

ძალიან მიყვარს სიწყნარე და მდუმარებაც smile.gif

mekaje
ციტატა
სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპრიმენტი წყალზე. წყალი თურმე იმახსოვრებს ინფორმაციას. აიღეს წყლის წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს ალერსის და სითბოს გამომხატველი სიტყვები. მერე ეს წვეთი გაყინეს. აიღეს მეორე წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს წყევლისა და შეჩვენების სიტყვები. ეს წვეთიც გაყინეს. შემდეგ მიროსკოპით გასინჯეს ორივე წვეთი. რომელზეც წაიკიკთხეს დადებითი ემოციების გამომხატველი სიტყვები, იმ წვეთს ლამაზი ფიფქის ფორმა ჰქონდა მიღებული, მეორე წვეთი კი დაბზარული მინასავით იყო.


უპს, უპს, ოღონდ ეს არა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 11 2009, 10:00 PM
პოსტი #8


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ნათია
მეც იძულებულ მდუმარებაში ვარ მუდმივად biggrin.gif
სახლში ხმის გამცემი არ მყავს და სამსახურში ვმუშაობ, ბევრი-ბევრი შუალედში ვისაუბროთ ცოტა biggrin.gif
მარა, მგონი ეგ არ უგულისხმია ნეოს.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 11 2009, 10:02 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



ნათია
ციტატა
უპს, უპს, ოღონდ ეს არა

განა ასეთი რა დავწერე? unsure.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 11 2009, 10:05 PM
პოსტი #10


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



mekaje

არ იდარდო smile.gif

გარდა იმისა, რომ ეგ მსჯელობა, მხოლოდ რაღაც პოპულისტური ნააზრებია და ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული. ჩვენ ფორუმზე გვქონდა ადრე მაგ საკითხზე თემა, არც ისე ლამაზად განვითარდა, საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია და ბოლოს დაიხურა. ამიტომ, აღვნიშნეთ ასე.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 11 2009, 10:13 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუ სამსახურში არაფერი მკითხეს ვარ ჩემით წყნარად

ძალიან მიყვარს სიწყნარე და მდუმარება


ციტატა
მეც იძულებულ მდუმარებაში ვარ მუდმივად


გენათალეთ თქვენ smile.gif
მოდი ამ თემაში ასეთი წესი შემოვიღოთ, ვინც შემოვა და რაიმეს დაპოსტავს, ჯერ დადუმდეს ცოტა ხანი და მერე დაწეროს smile.gif biggrin.gif
არ ვხუმრობ... აბა აფოქრიაქებულმა მდუმარება რაა, როგორ უნდა დაწეროს?
იმდუმარეთ;
კაიროსი!
პ.ს.
მეკაჟუნა, მაგ საკითხზე PM-ზე მომწერე და დაგეხმარები, ისე პირდაპირ კანუდოსელს მიწერე სჯობს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 11 2009, 10:14 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



k@the
არ ვიცოდი ასეთი თემა თუ იყო ადრე.
ამ მოსაზრების შესახებ წავიკითხე მართლმადიდებლურ წიგნში: "ლაზარეს აღდგინება", არ მახსოვს რომელ ტომში იყო, სხვას ვათხოვე ის წიგნი და ჯერ არ დაუბრუნებია.
ისე, რატომ გამოიწვია დიდი კამათი ამ თემამ?


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 11 2009, 10:17 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამ მოსაზრების შესახებ წავიკითხე მართლმადიდებლურ წიგნში: "ლაზარეს აღდგინება", არ მახსოვს რომელ ტომში იყო, სხვას ვათხოვე ის წიგნი და ჯერ არ დაუბრუნებია.
ისე, რატომ გამოიწვია დიდი კამათი ამ თემამ?

აბსურდია და
ციტატა
პოპულისტური ნააზრებია და ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულ
მაგაზე პირადად მოგწერ, აქ მხოლოდ მდუმარება smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 12 2009, 02:45 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მე ვფიქრობ, რომ მდუმარება მაშინ შეიძლება იყოს ღვაწლი, როდესაც გული სუფთაა ანუ არ გაქვს წყენა და გაბრაზება, ანუ იმიტომ არ სდუმხარ, რომ ეს დამალო.

ხშირად ასეთი საერო დადუმება გამაღიზიანებელია, იმიტომ რომ გაურკვევლობაში აგდებ შენს ირგვლივ მყოფთ და აფიქრებინებ ათას რამეს. ამ შემთხვევაში ჯობია ითქვას რა არის პრობლემა და ის დაგაიჭრას, ვიდრე იყო ჩუმად და ნერვები უშალო გარეშეთ მყოფს. ამას ჩვენთან "ცხვირის გაშვერას" უძახიან ანუ არ ელაპარაკები იმიტომ, რომ გაბრაზებული ხარ smile.gif

მე ხშირად მიწევს მდუმარება მაგალითად როცა სერბეთში ვარ smile.gif ოღონდ არა რაიმეს დასამალად და ჯინაზე , არამედ იმისთვის რომ ხშირად ვხვდები ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჯობია წყნარად ვიყო, ჩუმად და ოდნავი ღიმილით ვუსმინო მათ smile.gif თუ მკითხავენ გავცემ ლაკონურ და ამომწურავ პასუხს. ამის გამო ხშირად თავი ვიტრინის თოჯინა მგონებია და საჩვენებელი რაღაც მანეკენი. ანუ, როცა იძულებული ვარ ვიყო იქ, სადაც არ მაქვს სურვილი და ერთი სული მაქვს როდის ავღმოვჩნდები ჩემს გარემოში ისევ smile.gif

მდუმარების ფენომენი კათოლიკებშიც არის ისე, ანუ იმ მდუმარების რასაც თემა გულისხმობს.


k@the


მე არ ვარ სახლში მარტოდ, დიდი ბიჭები ჩემთან არიან, მაგრამ ხანდახან ისე გავა დღე, რომ უსიტყვოდ ვატარებ smile.gif

სამსახურში უფრო ვლაპარაკობ, კაი სასტავი მყავს, ვაკეთებთ ხოლმე საბაასო პაუზებს, ან ერთად ვწყვიტავთ ამოცანას და ასე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 12 2009, 10:23 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მე ესეთ რამეს წავაწყდი:

არ ვიცოდი და თურმე სიტყვებს ძალიან ხშირად ვიყენებ იმისათვის რომ სხვებს რაღაცეები ვაკეთებინო ჩემს მაგივრად აი მაგალითად:

ერთი საათს დახედე და მითხარი;
წყალი მომიტანე რა;
ჩართე კომპიუტერი სანამ მოვალ;

smile.gif

კიდევ მივხვდი რომ ძალიან ბევრ ისეთ რამეს ვაბობ რასაც ცვლილებები არ მოსდევს და რომ არ მეთქვა არაფერი შეიცვლებოდა...


რაც შეეხება სიტყვის ძალას, (არ ვგულისხმობ ბგერით გამოხატულებას, და შესაბამისად არ ვირებ კაიროსის არგუმენტს), რას გვეუბნება სახარება რა შეუძლია სიტყვას თუ ის რწმენით გამოითქმება ?









--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 12 2009, 10:39 AM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



neo
ციტატა
რაც შეეხება სიტყვის ძალას, (არ ვგულისხმობ ბგერით გამოხატულებას, და შესაბამისად არ ვირებ კაიროსის არგუმენტს), რას გვეუბნება სახარება რა შეუძლია სიტყვას თუ ის რწმენით გამოითქმება ?




თუ რწმენა გექნება მთები შეგიძლია გადააადგილო. rolleyes.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 12 2009, 11:52 AM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



neo
ციტატა
ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ

თუ შენ ღვთისმეტყველების კუთხით განიხილავ ამ საკითხს, მაშინ ამ მოთხოვნის წამოყენება უადგილოა, რადგან ისიქასტური მოღვაწეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის საგანია ღვთისმეტყველებისა და საკუტარი შეხედულებისამებს განსჯა რა გითხრათ და არ იქნება ნორმალური, მაგრამ თუკი უბრალოდ პირადი გამოცდილება გინდათ დააფიქსიროთ, მაშინ სასაუბროში გადავიტან ამ თემა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 12 2009, 05:00 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
თუ შენ ღვთისმეტყველების კუთხით განიხილავ ამ საკითხს, მაშინ ამ მოთხოვნის წამოყენება უადგილოა, რადგან ისიქასტური მოღვაწეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის საგანია ღვთისმეტყველებისა და საკუტარი შეხედულებისამებს განსჯა რა გითხრათ და არ იქნება ნორმალური, მაგრამ თუკი უბრალოდ პირადი გამოცდილება გინდათ დააფიქსიროთ, მაშინ სასაუბროში გადავიტან ამ თემა.


შენ მიიღე გადაწყვეტილება ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს რა ქოლგის ქვეშ განვიხილავთ...

თანამედროვე გამოცდილება მაინტერესებს...

და

ისიქასტური რას ნიშნავს ?



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 12 2009, 07:04 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მმმმმმმმმმმმმმ

ასე ცოტა ადამიანია ამხელა ფორუმზე ვისაც მდუმარება გამოუცდია თავის თავზე ?

დაპოსტეთ რა smile.gif

ან გამოცადეთ და მერე დაპოსტეთ smile.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 12 2009, 07:16 PM
პოსტი #20


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(neo @ Jan 12 2009, 08:04 PM) *

მმმმმმმმმმმმმმ

ასე ცოტა ადამიანია ამხელა ფორუმზე ვისაც მდუმარება გამოუცდია თავის თავზე ?

დაპოსტეთ რა smile.gif

ან გამოცადეთ და მერე დაპოსტეთ smile.gif


ამ პოსტის ხათრით ვწერ, რადგან ვერ მივხდვი, სწორად ჩავწვდი თუ არა თემის არსს.

ბევრჯერ მქონია შემტხვევა, როცა უსამართლოდ მეკამათებოდნენ, თავიდან ვცხარდებოდი, ვცდილობდი თავი დამეცვა. ერთხელ მივხვდი, რომ ამით არაფერი იცვლებოდეა, სწორედ მაშინ მოვისმინე პირველად პატრიარქის ქადაგება დავით წინასწარმეტყველისა და სიმშვიდის შესახებ... ჰოდა, ჩემდაუნებურად ვცადე, ვერ გეტყვით, რომ მას მერე ბევრჯერ ვცადე, ცემმა სულმოკლეობამ დამძლია, მაგრამ ახლაც ვერ გადმოგცემთ იმ უცნაურ განცდას, მახსოვს, რარაც უცნაური სიმშვიდე მეუფლებოდა, მე მაკრიტიკებდნენ, მეუბნებოდნენ იმა,ს რაც ვიცოდი, არ იყო მართალი, თავიდან ისე მწარე იყო, ცრემლებიც კი გადმომცვივდა (არ დაუნახავთ), მერე უფრო ლაღად შევხვდი და ბოლო არც არავინ ცდილობდა კვლავ ეთქვა ჩემთვსი თეთრზე შავი... თუმცა ეს ადრე იყო, ახლა? ახა არ ვიცი, ხან ვცდილობ, საკუთარ თავს ვეუბნბეი, ჩუუუ, არ თქვა, ორივე სემთხვევაში ზიანდბეი, დაითვალე ათამდე, ხან ვჩერდები, მაგრამ უფრო ხშირად ვერა. თუმცა ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ სამსახურში დირექციაში ვიჯექი კომპთან, ისინი საუბრობდნენ გარეშე თემაზე, მე ინტერნეტში წერილებს ვამოწმებდი, მერე ფორუმი ჩავრთე მერე სხვა რამ და ხმა არ ამომიღია, დირექტორი რომ გადიოდა, გაბრაზდა და მითხრა, ჩვენი თანამშრომელი ხარ თუ არა, ხმას რატომ არ იღებო, არადა აშკარად სხვა საგანზე და სხვა, არასამსახურეობრივ თემებზე საუბრობდნენ. ის სიმწარეც მახსოვს, ვთქვა-არ ვთქვა რომ იბრძოდნენ და მაინც ვთქვი გულისტკივილი და ისევ მე გამაკრიტიკეს. ამიტომ დუმილი ყოველთვის ჯობს...

რა უცნაურია, დღეს ვფიქრობდი, რა განსხვავებაა დუმილსა და დათმენას შორის-მეთქი...

მომიტევეთ, თუ სხვანაირად გავიგე თემა smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი