მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, კიიდევ რა თემა შეიძლება ამ განყოფილებაში გავხსნა,
თან ცოტა სახალისოც რომ იყოს და თან ფორუმელებს მისი წაკითხვისას სახეს ღიმილი უმშვენებდეთთქო.
ჰოოდა,
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ( - ალბათ უფრო ცოტა, ბევრი ფიქრის დრო სად მაქვს )
და აი, რა მოვიფიქრე :
დავწეროთ ჩვენს თავს გადამხდარი უჩვეულო და სახალისო ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან.
პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა
პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ
მოვალ საღამოს და დავწერ რამეს, ჯერ გავიხსენო
ართი ვარდი
ერთხელ მატარებლით ვმგზავრობთ მე და ჩემი და და რათქმა უნდა ქართულად ვსაუბრობთ. თან მატარებელი სავსე იყო და ფეხზე ვიდექით (ესეთებიც ხდება ხოლმე აქ ), ერთი კაცი გამოდმებით გვიყურებს და თითქოს რაღაც ჩაფიქრებულ-სერიოზული- ცოტა გაღიზიანებულიც მოგვეჩვენა . ვიფიქრეთ ალბათ უცხო ენის მოსმენაზე ღიზიანდებაო.ბოლოს ვეღარ მოითმინა და გვეკითხება, საიდან ხართო. უფრო ჩეხურს მივამსგავსეო. გოგონა ახლავდა, ესპანელი აღმოჩნდა გაცვლითი პროგრამით ჩამოსული. იმისთვისაც უკითხავს შენი მხრის ხალხი ხომ არ არიანო
ბოლოს ხან პოლონეთიო, ხან კიდევ რა ვიცი რა, მაგრამ ერთადერთი რაც არ გაუფიქრია რუსეთი, მათი ენა ცოტა უხეშად ჟღერსო.
ხოდა დავაკმაყოფილეთ მისი ცნობისმოყვარეობა (რადგან საჩხუბრად არ გვეკითხებოდა გაგვიხარდა), ჩასვლის წინ გვეუბნება: უი კი ჩემი შვილი ხშირად არის თქვენსკენ, მივლინებაშიო და თურმე ბელარუსიისთვის მიუკუთვნებია საქართველო.
რამდენიც გინდა, იმდენი კურიოზი ხდება ჩვენს ირგვლივ ზოგი თავიდანვე სასაცილოა, ზოგიც მერე ხდება სასაცილო , თორემ შემთხვევის ადგილას ხშირად მიწის გახეთქვა მერჩივნა ამ უკანასკნელზე გეტყვით:
მოკლედ, შარშან მიწურული შემოდგომისას ღამე 5 ზე დავბრუნდი სახლში სამსახურიდან, უნიფორმა მეცვა, არც გამიხდია ეგრევე საქმე დავიწყე, მილაგება, საუზმის მზადება ბიჭებისთვის და ასე სახლის საქმეები. ამ დროს 7-იც გახდა და ბავშვები ადგნენ სასკოლოდ, გავაცილე, 8 ხდებოდა. ოთხშაბათი დღე იყო, მარხვის, და ვიფიქრე, ბარემ გავალ თურქის მაღაზიაში და რამე ხილ-ბოსტნეულს ვიყიდი, სადილს მოვამზადებ, მოვიცილებ ანუ და მერე დავწვები
ასევე გამოუცვლელად მივედი თურქებთან, 9-ის ნახევარია უკვე დილის, ვატყობ რომ უძილობის და დაღლილობის გამო მაქანებს, მაგრამ პირველად ხომ არაა, მოკლედ, ავაგროვე რაც მსურდა, ხალხიც ცოტა იყო ისე, ახალგახსნილზე(კიდევ კაი!). მივედი კასასთან, მომითვალა გამყიდველმა გოგომ რა მაქვს გადასახდელი, მე ჩემს პატარა ხელცანთაში ხელი ჩავდე საფულის ამოსაღებად, და გამოვშტერდი ალბათ გადაღლილობის გამო და საფულის მაგივრად ამოვიღე რევოლვერი უცებ სრული სიმშვიდე ჩამოვარდა და ვხედავ, რომ კასირშას ხელები მაღლა და თვალებგაფართოვებული კანკალით მიყურებს! მაშინ დავაფიქსირე რაც ხდებოდა, ეგრევე შევცვალე საფულით, მარა რაღა დროს!!!! მოკლედ, ადრენალინი იმ გოგოზე მეტად მე წამომეწია, სირცხვილის, გაუგებრობის და რა ვიცი, მოსალოდნელი მწვანეების (პოლიცია) გამოჩენის გამო. მოკლედ, მოვიბოდიშე, დაღლილი ვარ თქვა, ჩავყარე ცელოფანში ეს პროდუქტი და გამოვბრუნდი, მიწის გახეთქვას ვნატრობდი კიდევ კაი თურქები იყვნენ, თორემ სროკისა რა ვთქვა და ჯარიმის გადახდა მომიწევდა, თორემ ყველა ჭკუათმყოფელი მიხვდება, რომ თურქების მაღაზიას დილას ახალგახსნილზე ვინ დააყაჩაღებს ასე იზმენებით მოვედი სახლში... ისე , როცა მეგობრებს მოვუყევი და იმათმა იცინეს, მერე მეც მეცინებოდა, თუმცა კაი ხნის მერე
iako
staywhite
ამ თემას ჩემგან შეყვარება ემუქრება
1997 წელს ვიყავი თურქეთში, ქალაქ ქოჯაელში (სტამბულთან ახლოს, მარმარილოს ზღვის ნაპირას) მათემატიკის კონფერენციაზე.
თავისუფალ დროს ლუნაპარკში შევდიოდით ხოლმე. იქაურმა ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ ბევრი უცხოელი იყო ჩასული (30-მდე ქვეყნიდან ვიყავით) და დიდი ინტერესით გვათვალიერებდნენ და თუ საშუალება მიეცემოდათ, გამოგვესაუბრებოდნენ.
ერთ დღესაც, 2 თითქმის ჩემი ტოლი თურქი მეკითხება, სადაინ ხარო. მეც ამაყად მივუგე: გურჯისთან !!!
უცებ ასეთი სახე მიიღეს მერე ასეთი მერე კი ასეთი რის მერეც ატეხეს პანიკური ხარხარი....
მეთქი რა მოხდა-თქო და გურჯისტანი არსებობსო? მახსოვს ისტორიაში გავდიოდით, რომ ოსმალეთს გურჯისტანთან ჰქონდა ომები შუა საუკუნეებში და ახლაც თუ არსებობდა ეგეთი ქვეყანა არ ვიცოდითო. გავმწარდი (მარა რა ვიცოდი, უარესი გამწარება რამდენიმე წამში მელოდა ) და ვკითხე, აბა თურქეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით რომელი ქვეყანა ესაზღვრება-თქო და პასუხი ეგრევე მომცეს: რუსია
P.S. როგორც გავიგე, დაახლოებით იგივე შეგრძნება ჰქონიათ, ვინმემ რომ გითხრას, შუმერი ვარო
კანონისტი
პირადად მე სიმწრის ცრემლები ცამომცვივდა. და ეს იმ ხალხისგან ვინც ტავად ცხოვრობს სხვის ტერიტორიაზე და ისიც სულ რამოდენიმე საუკუნეა. ასეთი ,,სასაცილოები,, აღარ მოყვეთ, ტქვენ კი ბატონოო კანონისტო, სასწრაფოდ გამოცხადდით სკაიპში!
თურქეთში ყოფნისას ერტი-ორი მწარე კურიზული ამბავი გადამხდა,მაგრამ აქ არ მოიყოლება
მამაჩემს კი ასეთი პატარა კურიოზი შეემთხვა თურქეთსი..
მამაჩემი და ჩემი ძმა რაღაც გამოფენაზე არიან წასულები,სადაც უნდა შეხვდნენ თურქ წარმომადგენლებს...მოდის მამაჩემთან ვიღაც თურქი და ეუბნება:
- მერაბა (''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას )
მამაჩემიც ართმევს ხელს და ეუბნება:
-ირაკლი
მამჩემს ქართვლი მერაბა ეგონა და გაეცნო დიდი ამბით თურქი კიდე გაოცებული უყურებდა,ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურქულად
S a l l y
ლოოოოოოოოოოოოლ , მაგარი იყო
2004 წლის მიწურულში რომში ვიყავი ჩემი ახლობელი ბიჭების ერთად. ერთ საღამოსაც, კორსო რომ ჩავათავეთ და მანამდე მთელი დღე ფეხით დავდიოდით (მანქანა სადღაც შედარებით იაფფასიან სადგომზე იდგა უსაფრთხოდ, რამეთუ რომში ისე დაგეჯახებიან პარკინგისას, როგორც დაგიბარებია ), მივაღწიეთ ესპანური კიბეების მისადგომებთან, ცივა მაგრად თან და მე ,12 სმ სიმაღლის ჩექმებით უკვე ნაბიჯს ვერ ვდგამ, ბიჭებმა შeმომთავაზეს სადმე კაფეში დამესვენა, სანამ ისინი კიბეებზე სურათებს გადაიღებდნენ. მოკლედ, შევედი რომელიღაც კაფეში, არც წამიკითხია რა კაფეა. ახლა ბომჟივით ჩაცმული ნაღდად არ ვიყავი, მარა შიგ ისეთი ჩაბრილიანტებული საზოგადოება იჯდა, რომ ჩემი მეგობრის ზურგჩანთა, რომელიც მომაბარეს (ზურგჩანთას ეწერა თან "fitness company" ), გვერდით რომ მედო, ჩამოვიღე და სკამის ქვეშ შევაცურე გადასამალად ნუ, შევუკვეთე კაპუჩინო (რომელიც თურმე 18 ევრო ღირს ), ამ დროს ჩემმა რომაელმა მეგობარმა სმს მომწერა სად ხართ გამოვალო (სამარიაჟოდ ნოკია კომუნიკატორი მქონდა ), ხოდა უნდა მივწერო ახლა სადაც ვარ,მარა რა ქვია კაფეს არ ვიცი. გვერდით ორი
იტალიელი ქალბატონი ზის, ჩაგუჩ-ჩაოოქროვილ-ჩაესკადებული და ვეკითხები ჯერ გერმანულად, რა ქვია ამ კაფეს თქვა, გაკვირვებული მიყურებენ, მერე ინგლისურად ვკითხე და უარესად გაკვირვებულებმა მითხრეს , რომ კაფეს ქვია "ელ გრეკო" და კაპუჩინოს ფინჯნის ლამბაქზე მიმითითეს, ნახე ზედ აწერიაო.მოკლედ,მივწერე მეგობარს, რომ ვზივარ ელ გრეკოში,მისგან მოვიდა პასუხი "lol". ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ზუსტად რაშია საქმე. მოლედ, ამ ქალების მზერამ ცოტა უხერხულშიც ჩამაგდო,ცოტა გავისწორ-გამოვისწორე კაბა და კურტკა, ერთი პატარა თVლიანი ბრილიანტის ბეჭედი მეკეთა, ისიც გავასწორე , ეს ქალები ადგნენ მერე და ცავიდნენ, რაღაც დაელაპარაკნენ აფიციანტს იტალიურად, ვერ გავიგე. ნუ,დავლიე ეს კაპუჩინო,ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ და გავდივარ,ვეძახი ოფიციანტს, უნდა გადავიხადო, მოვიდა და მეუბნება, სენიორა, თქვენი გადახდილიაო. გამოვშტერდი ცხადია, მარა მადლობა თქვა და გამოვედი.
მერე წავიკითხე გარეთ აბრაზე, ეს ელ გრეკო ყოფილა რაცხა ბაბასილი კაფე, ადრე გოეთე და მაგარი ტიპები რომ დადიოდნენ და დღეს მილიონერების სასტავი რომ შედის .
ბიჭების ვერსიით , იმ ქალებმა გადამიხადეს ის ერთი ჭიქა 18 ევროიანი კაპუჩინო, ორი მიზეზის გამო: 1. ეგონათ ძალიან მაგარი ვიღაც ვარ, რომ დაჟე მკიდია რა კაფეა და სახელიც არ ვიცი ამ ელიტარული დაწესებულების; 2. შევეცოდე
რამდენი ვიცინე გაიხარეთ
აუფ, რა მაგარი თემა გავხსენი
მაგრად ვიცინე, ისე ნან, პარიზში შევბოდიალდით ეგრე ჩვენ 3 ქართველი და ერთი გერმანელი გოგო ბარში და აღმოჩნდა მონმარტრის მთაზე უძველესი ბარი , კედლებზე სურათები ვნახეთ ბარის მეპატრონე ალენ დელონთან, იქეთ შარლ აზნაურთან და მოკლედ ბევრი ეგეთი ამ ბარში გადაღებული და ეს მეპატრონე გვერძე მაგიდაზე იჯდა ასაკიანი კაცი. მარა ჩვენთვია არავის გადაუხდია
k@the
S a l l y
ნანა
თურქული მაღაზიის ამბავი გამახსენდა შენ რომ მომიყევი.მაშინ მეც ბევრი ვიცინე
iako
კარგი ისტორიებია, გაიხარეთ თქვენ, კარგად ვიხალისე.
ერთს მეც დაგიწერთ, რამდენად სასაცილოა ეგ არ ვიცი, იმ დროს
ნამდვილად არ მეცინებოდა ისე ვიყავი გამწარებული
რამდენიმე წლის წინ ამანათს ვაგზავნი სახლში, ანუ თბილისში ჩემებთან,
ხოდა მივედი საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტაში (ქართულად ასე ჰქვია)
ხოდა შევავსე სპეციალური ბლანკი და ჩავწერე REP. OF. GEORGIA. ანუ საქართველო.
კი იცით ამერიკას აქვს შტატი ჯორჯია.
ხოდა რამდენიმე ხნის მერე რომ არადა არ ჩავიდა თბილისში ჩემი ამანათი ავტეხე რეკვები ფოსტაში, კაი ხნის საქმის გარჩევების შემდეგ მიპასუხეს, რომ ჯორჯიაში, აღნიშნულ მისამართზე რამდენჯერმე იქნა მიტანილი ამანათი მაგრამ სახლში არავინ დახვდაო, ამიტომ დაგიბრუნდებათ უკანო, კი დამიბრუნდა ლოდინის შემდეგ, მაგრამ ისიც გაირკვა რომ არა საქართველოში, არამედ შტატ ჯორჯიაში გააგზავნეს.
მაგრამ ყველაზე მეტად რა მაინტერესებს იცით?
ეს კითხვა ფოსტაშიც დავუსვი, მაგრამ ვერაფერი მიპასუხეს.
როცა მითხრეს რომ მისამართზე რამდენჯერმე იქნა ამანათი მიტანილი და არავინ დაგვხვდა სახლშიო, ძალიან მაინტერესებს ვიცოდე ჯორჯიის რომელ მხარეში იპოვეს ქეთევან წამებულის გამზირი და თან რამდენჯერმეც მივიდნენ ამანათის მისატანად.
ეხლა უფრო იციან რომ საქართველო არსებობს სადღაც, ადრე მაგ მხრივ აქ ნამეტანი სიბნელე იყო
მეზობლები მყავს ცოლ-ქმარი ექიმები, შავკანიანები, შესანიშნავი ხალხია მართლა. მშვენივრად იციან სადაა საქართველო, რომელი ქვეყნები ესაზღვრება და სხვათა შორის სურვილსაც გამოთქვამენ მოინახულონ კიდეც.
სალლი ჩაგეთვალა
მაგაზე ის ანეკდოტი გამახსენდა "ბონ აპატიტ" და "ჭიჭიკია ბატონო"
ერთი სამხრეთამერიკელი სრულიად სერიოზულად მეკითხება: ძროხას ჭამთო? საწყალს თურმე სადღაც ინდუისტურ სამყაროში ვეგონეთ... თუმცა სატირალია ეს უფრო..
კარგი ისტორიებია გაიხარეთ!
ერთხელ ჯამრთელობის დაზღვევის ასაღებად ვართ და ჩვენი რიგი რომ მოვიდა,ერთმანეთში ვსაუბრობდით ორნი ვიყავით.თანამშრომელი დაინტერესდა თუ რომელ ენაზე ვსაუბრობდით და მე არ ეცოდინებოდა ჯეორჯია და კაცი მეუბნევა "ა,როგორ არ ვიცი სტალინიდან დაწყებბული სუყველა ბანდიტები ხართო" დაზღვევას ვინ ჩივის ლამის პოლიცია გამოიძახეს.
პოლონეთში ვარ სბორებზე მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად,და ყოველი საღამოს ვარჯიშის შემდეგ მივდიოდით ძალიან დიდი აუზში , დაახლოებით 500 კაცი იქნებოდა, სუყველა არ ცამოვიდა ჩვენგან და 5 ვიყავით,რო შევედით ყურადგების ცენტრში მოვხდით ,და ვიგაც ბიჭები მოვიდნენ და შეგვიკლეს ხელში არ გვეშვებოდნენ ბოლოს ერთმა ჩემმა გუნდელმა რუსულად ეუზდელა ,( არ დავწერ იმ სიტყვას), თურმე პოლონურადაც ეგრე ყოპილა, ერთ წუთში ალყაში ვიყავით ჩვენ და ისინი ვისთანაც სპორი მოგვივიდა,500 კაცი ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა,ერთმა ჩემმა გუნდელმა (ელდარმა)უთხრა პირისპირ ვიჩხუბოთო, კარგიო, ჩხუბი ახალი დაწყებული ქონდათ პოლოცია მოვიდა და დაგვშალეს, მეორე დღეს დილით ვარჯიში გვქონდა და სასტუმროდან გადმოვიხედე 50 კაცი იდგა დუბინკებით, იმ დღეს არ გვივარჯიშია, პოლიცია გვაცილებდა ყველა ვარჯიშზე.მშვიდობით ჩავედით მოსკოვში
კიდევ დავწერ იმედია თავს არ მოგაწყენთ, ბარსელონაში ვარ ტურნირზე ,ყოველ ცელს ტარდება 17 -მდე გუნდების თამაშები,თამაშები კი იმართება ბარსელონადან ნახევარი სათის გზა არის კოსტა ბრავოში. სულ 32 გუნდია ზოგიერთს ჩამოვთვლი ( ბრაზილია, იაპონია,შვეიცარია, ბარსელონა,რომა ,აიაქსი.და სხვადასხვა ქვეყნების),ერთ-ერთი თამაშის დროს ბურთი გადავარდა სტადიონიდან და ისე მოხდა სტადიონზე ბურთი ვერ ვიპოვეთ თან ამ დროს ჩვენი ზამენის ფეხბურთელები ხურდებოდნენ კარების უკან, და მსაჯმა უთხრა ერთ-ერთ ჩემ გუნდელს(საპოგს)ესპანურად გადახტი მოიტანე ბურთი კი მართალია ესპანური არ იცოდა მაგრამ მსაჯმა მისახვედრად უთხრა ,არ მიაქცია ყურადგება საპოგმა და არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა ,ისედაც არ უწევდა თამაში.ეგ უნდოდა კიდე. ესე დარჩა საპოგი უთამაშებელი
davita88
არა არა მაგარი თემაა პოპულარიზაცია ჭირდება.დაწინაურება
davita88
მაგეებზე მაგარი, საბუთები რომ არ შეგიმოწმეს, ისაა...
ოხ საბუთებზე გამახსენდა.ერთხელ ფრანგული ჟანდარმერია გვაჩერებს მე და მეგობარს სადღაც გადაკარგულ სოპელში;ბებერი ჟანდარმი უსაქმური "გაიშნიკივით" იდგა და რულთან მე ვზივარ არანაირი საბუთი გარდა ქართული მართვის მოწმობისა.ხოდა საბუთები მოითხოვა და მეგობარმა მიაწოდა ლიტვური პასპორტი მართვის მოწმობა ხო "ეს კაიო წესრიგში გქონიათო წადით აბაო" ხოდა რომ უნდა დავძრა მანქანა გვაჩერებს მოიცათ მოიცათ კი მაგრამ შენი რად მინდა რულთან ის ზისო:)
ვაი დამცხა მეთქი დამახევს თავზე შევარდნაზის "პრავას" მივაწოდე ხელის კანკალით ეს რა არისო.სხვა რა გზა მქონდა რისკზე უნდა წავსულიკავი.მართვის მოწობა ვუპასუხე,მერე საფრანგეთში რომ დადიხარო უფლება ვინ მოგცაო .როგორ მეთქი თქვენ რა არ იცით რომ საქართველო შენგელში შევიდა ეს რამდენიმე დღეებია მეთქი,"ა,უი დაკოოღ" იყო პასუხი ანუ გასაგებიაო.როგორც ჩანს იმ სოფელში სიბნელე იყო მაგ მხრივ:)
ძაან ბებრი იყო თან მარტო
მეც გამახსენდა ერთი ისტორია რომელიც ჩემ მეგობარს გადახდა მოსკოვში, ამ ამბავზე ახლაც მეცინება
მეგობართან ერთად ტაქსით მგზავრობდა და ეუბნება (თავისი ჭკუით ქართულად) ეს ტაქსისტი რა ნაგლი როჟააო
გაგრძელებას აღარ მოვყვები, ისეთი ამბები ატყდა რომ მოსკოვის ხსენებაც კი აღარ უნდა
ტყავის ბურთის ოსტატებს გაუმარჯოს!!!
იმდღეს აქ პარკში ვეთამაშეთ ფრანგებს სამი სამზე და სამწუხაროდ წავაგეთ.ჯერ იმიტომ რომ ნასვამები ვიყავით მერე იმიტომ კიდე რომ პასებს არ ვაძლევდით ერთმანეთს და ყველა თავდასხმაში ვიყავით.ერთი კიდე საერთოდ გაგებაში არ იყო ბურთის იმათკენ იყო.მოკლედ მატჩი კაი გამოვიდა სანახაობრივად.გულშემატკივარი მოხიბლული დარჩა ჩემი თანაგუნდელის "ტეხნარობით" ისე მეც კოფილი თქვენი კოლეგა ვარ მარათალ "პონტში"
არ ვიცი რამდენად სასაცილო იქნება თქვენთვის, მაგრამ ჩვენ ბევრი ვიცინეთ ერთ პატარა წინადადებაზე...
მოკლედ, კნოსოსის სასახლიდან ავტობუსამდე მისასვლელად ჩვენმა კოორდინატორმა 10 წუთი მოგვცა, მაგრამ ჩვენ სუვენირების მაღაზიებს გვერდი ვერ ავუარეთ და 20 წუთით დავაგვიანეთ. უკვე ყველა ავტობუსში იყო გარდა ერთი ქართველი და ერთი აზერი გოგოსი (იქ სადაც ქართველები ნახევარი საათით იგვიანებენ აზერები ერთი საათით იგვიანებენ, სომხები კიდე საერთდ არ იგვიანებენ ).
კოორდინაორმაც გადაწყვიტა არ დალოდებოდა ამ ბავშვებს და გზა გაგვეგრძელებინა. აზერებს დიდად არ გაუპროტესტებიათ, ქართველებმა სერიოზულად გავაპროტესტეთ, მაგრა ამაოდ. ბერძნებისგან ისედაც უკმაყოფილო ქართველებს მეტი რაღა უნდოდათ, ავტობუსის მთელი ქართული ნაწილი აქოთქოთდა თუ რამდენად უხეშები და ასეთი და ისეთები არიან ბერძნები და რომ ამას ქართველი არასოდეს იზამდა და თუ როგორ შეიძლება სადღაც კრეტაზე დატოვო უცხოელი სტუდენტები მაშინ როცა შეიძლება ინგლისურად მოსაუბრე ადამიანი არ შეხვდეს ადამიანს, მაშინ როცა გაგვაფრთხილეს კრიმინალის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია კრეტაზე და რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ა.შ და ა.შ
მთელი ერი განვიკითხეთ უმაღლეს დონეზე...
ცოტა ხანში ყველა გაჩუმდა... ავტობუსი ბერძნული სიმღერებით მშვიდად მიუყვებოდა გზას მატალის სანაპიროსკენ, მარცხნივ თვალს ვერ აწვდენდი ისეთ სიშორეზე იყო გადაჭიმული ზეთისხილების პლანტაციები, ბავშვები უკვე ტაქსში ისხდნენ ავტობუსში მყოფი ბერძნულად მოსაუბრე ქართველი გოგოს დახმარებით და ჩვენსკენ მოემართებოდნენ, მაგრამ გაბრაზება და დაძაბულობა ჰაერში მაინც იგრძნობოდა... ასეთ დროს ერთ პატივცემულ დოქტორანტს ბატონ რეზოს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იყო, ძალიან მშვიდად აღმოჰხდა: ამათ გაააუხმეთ ზეთისხილები...
იმ დაძაბულ მომენტში ამ ფრაზამ ძალიან ბევრი გვაცინა იმდენად სერიოზულად იყო ნათვამი
ისე, კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ქართველებისთვის და აზერებისთვის (სომხებს არც სჭირდებიდათ), მაგის შემდეგ თვით აზერებიც კი 10 წუთით ადრე მიდოდნენ ყველგან
იოანა
იოანა
ვაა, მაგარი იყო
იოანა
ვააა მართლა ესე ტოვებდნენ ?? უყურე მაგათ... ჰმ... ბერძენს არ დატოვებენ მაგენი არსად...
ერთი ამბავი მოვყვე მინდა, თუმცა იფიქრებთ ეს გიჟიაო მარა ნუ რა ეხლა სიმართლე კია მაი და თლა დალაგებული ნამდვილათ არ ვარ, კი კი...
ხოდა ერთხელაც მოვდივარ ქუჩაში, აქ აახენში და მოვდივარ რა თქმაა და ლამისაა მოვრბივარ! რათა რო სახლში რადიატორის რეგულატორი უნდა გამოეცვალათ და იმათ უნდა მოვუსწრო, ჩოყლაყები უნდა მომადგნენ რა
ხოდა ამ სირბილში რაღაცა სასიამოვნო ამბავი მომაგონდა, ესე ვარ - სულ რაღაცას ვფიქრობ (აკი მოგახსენეთ არ ვარ დალაგებული თქვა ).
გამახსენდა ანუ რაღაცა სასაცილო და გვარიანად გამეღიმა ესე მარტო მოარულს და უცებ ორმა გოგომ შემომხედა და ქართულად ამბობენ
აბა ნეტა ამას რაღა აცინებსო... მე გავიშლიგინე... და მერე მოვედი აზრზე მეთქი ამათმა ქართულად რა თქვეს ??
აი მართლა მეჩქარებოდა და დღემდე ვნანობ რომ არ მივტრიალდი და ქართულადვე არ ვუთხარი მიხარის და ვიცინი თქო....
ასე იყო ეს -თ
ეს კი მე და k@the-ს შეგვემთხვა... )
ერთ-შაბათს კიოლნში ვართ და გავიარეთ მაღაზიებში... რაღაცა უმაგრესი ჩანთების მაღაზიას ჰქონდა ფასდაკლება და ნუ
შევედით თვალისთვის წყლის დასალევინებლად და ძალიან კარგი გოგო იყო გამყიდველი (გერმანელი!).
ამ ნამეტან თვალიერებაში რომ გვნახა შეგვეკითხა სადაურები ხართო. ვუპასუხეთ... უი ბევრი მეგობარი მყავს ქართველიო.
და მერე გვეუბნება გამარჯობათ-ო ქართულად... გავშტერდით... მარა გაშტერება დაიცა ჯერ სად ვიყავით.
ნუ ვერაფერი ვნახეთ ხეირიანი და გამოვედით, მაგრამ გარედან ვიტრინაში
რომ შევხედე ბოლოს კიდევ ერთხელ რაღაცა ჩანთა მომეწონა, დავუძახე ქეთის და იმასაც მოეწონა.
ისევ შევბრუნდით და ნუ როგორღაც იყო ეს ჩანთა ჩამოვახსნევინეთ ამ ვიტრინიდან და ასე რომ გადავიხადე გვეუბნება
”დიდი მადლობა” და მერე ” აბა ჰეე”...
მე და ქეთი გაშტერებულები და ნასიამოვნები გამოვედით.
ასე იყო ესეც, არა ქეთი ?!
მარაბელას მონათხრობზე გამახსენდა:
ერთხელ ბავშვებს მოუნდათ ნაყინის ჭამა, მივიდნენ გამყიდველთან და რათქმაუნდა ინგლისურად ეუბნებიან აის ქრიმი გვინდაო, გამყიდველმა ვერაფერი გაიგო. ბავ\სვები ხელებს, ფეხებს არ იშურებენ რომ აუხსნან რა უნდათ. ბევრი იტანჯეს თუ ცოტა და ამასთან გამყიდველი ხომ სულ მთლად დატანჯეს, განყიდველი მიუბრუნდა იქვე გვერდზე მდგომს და ქართულად ეუბნება: მგონი ჩაი უნდათო
აქ ხომ ძალინ ბევრი ქართველია, ნუ ქუჩაში რომ მივდივართ, თუ ვინმე ბერძნულად რამეს იტყვის ვამბობთ: უი, ბერძენი ჩამოსულაო
იოანა
ვაიმე ვიცინე ბევრი!
და ისა კი მარა კაცო ნაყინის გამყიდველი თუკი იყო ეხლა რა დიდი მიხვედრა იმასღა უნდოდა რა ენდომებოდათ გამყიდვლებს, ჰაა ???
იოანა
ნაყინის ამბავი მაგარი იყო
უახლოესი ინციდენტი ჩემი რამდენიმე დღის წინ ბელგრადში სასტუმრო "სლავიის" რესტორანში ვიყავი, იქვე განთავსებულია ინტერნეტ კაფეც და რაღაცის გადმოწერა მინდოდა , თან იქაურ ქართველს ველოდებოდი იქ მოლაპარაკებისამებრ. ვიფიქრე,თან რაღაცას შევუკვეთავ, სანამ აქ ვზივარ მაინც, ხოდა ვინც მუშაობს იქ გოგო, იმან მითხრა რესტორნის ოფიციანტებთან უნდა შეუკვეთოო. ავდექი და გავედი რესტორნის მხარეს (დაღლილი და უძინარი ვიყავი ცხადია ), მოკლედ, ერთ მაგიდასთან ორი ახალგაზრდა კაცი ზის თეთრი საროჩკებით ერთნაირად ჩაცმულები და რაღაც საფულეები უდევთ მაგიდაზე. მივედი და ვეუბნები თუ შეიძლება 1-ელ მაგიდასთან 1 თურქული ყავა და წყალი მომიტანეთ თქვა. ნუ მიყურებენ და ბატონოო, მეკითხებიან: გავუმეორე და მეუბნება ერთი, იცით ქალბატონო ჩვენ დაცვის პოლიციელები ვართო სადილზე შემოსულიო და ოფიციანტი რომ მოვა გამოგიგზავნითო 1 მაგიდასთანო მაგრად შემრცხვა, თან გვერდით მყოფებმა მაგრად იხალისეს, დავიბენი და გერმანულზე გადავედი სერბულის მაგივრად, ბოდიში და მიტევება გერმანულად ვთხოვე, ამაზე მთლად დაიზმენდნენ... თუმცა, ესენი უშუალო ხალხია და არ იციან ავარდნები ასეთებზე ღმერთს მადლობა.
ნანა შენ რომ არ შეგემთხვა ისეთი კურიოზი თუ არსებობს ნეტა.
Marabella და k@the
ასეა ავალაპარაკეთ ლამის გერმანია ქართულად.
staywhite
ახალი ჩამოსული ვარ გერმანიაში და არ ვიცი ჯერ აქაური "წესები".... მაშინ პრაქტიკას ვაკეთებდი დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში ერთ არც-ისე მიმზიდველ ქალაქში. მე ქალაქში ვცხოვრობდი და ეს უნივერსიტეტი კაი ხელა მანძილზე იყო ქალაქგარეთ, 1 საათი მინდოდა გზაში. საღამოა და მოუთმენლად ველოდები ავტობუსს რომ ძლივს სახლში მივიდე... ნუ რაღაცა დაემართა და დააგვიანა, მოვიდა როგორც იყო. დავდექი მე უკანა კარებთან და ველოდები ეხლა გააღებს ეხლა გააღებს რომ ავიდე თქო... და უცებ დაიძრა ავტობუსი და წავიდა... გავეკიდე გიჟივით "გააჩერე გააჩერე". სარკეში დამინახა და კიდევ კარგი გააჩერა (აქ იშვიათად რომ გაგიჩერონ მერე) გამიღო კარი და ავედი. თურმე რა... კარების გვერდზე კნოპკა რომაა იმისთვის უნდა მიმეჭირა რო კარები გაღებულიყო, მე კიდე ველოდებოდი იდიოტივით მძღოლი გამიღებს თქო
მართალია ეს ამბავი უცხოეთში არ მომხდარა, მაგრამ მაინც "თარგმანში დაკარგულებს" ეხება
ერთ-ერთი მორიგი მგზავრობის დროს ბათუმიდან თბილისამდე, ერთი ასეთი სახალისო ამბის მომსწრე გავხდი -
ზაფხულის ბოლო იყო და მოგეხსენებათ ამ დროს რა რაოდენობის დამვენებელი უბრუნდება ოჯახს, საქართველოა მაინც და არც ერთი ადგილის ორჯერ (თუ მეტჯრ არა) გაყიდვა არის უცხო....
ჰოდა, ბათუმიდან თითქოს არაუშავს მშვიდად დავიძერით, მაგრამ აი ქობულეთში კი... დაიწყო რაც დაიწყო, დავა, ჩივილი, ნებით თუ ძალით ადგილის დამკვიდრება (პირდაპირი მნიშვნელობით), მოკლედ საკმაოდ "სახალისო" სიტუაცია შეიქმნა.
ერთ ერთ ასეთ ორნაყიდ ადგილას ორი უცხოელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებიც საკმაოდ მშვიდად და მათი აზრით პატიოსნად მგზავრობდნენ და საკმაოდ გაოგნებულები ადევნებდნენ თვალს ამ აუზაურს. მშვიდად მანამდე, სანამ ერთი საოცრად გარუჯული ფაშფაშა ქალბატონი არ დაადგათ თავს და კატეგორიული ტონით არ განუცხადა: "ფლიიზ ვსტანწე"! ...
დანარჩენი წარმოიდგინოს თავად მკითხველმა!...
კიდევ კარგი დროზე გამოჩნდა მადლიანი გამცილებელი, რომელსაც ინგლისური თუ არა, მდგომარეობის შინაარსი მაინც ესმოდა კარგად, და მალევე იხსნა საწყალი უცხოელები "პოლიგლოტი" ქალბატონის რისხვისაგან
მე შემემთხვა ამას წინათ თურქეთის საელჩოში:
რაღაცის გასარკვევად დავრეკე და ცხადია, თურქულად მომესალმა:
– ბუირუნ, ეფენდიმ (გისმენთ, ბატონოო). მეც ჩავირთე ( ) ვუხსნი, ამისთვის და ამისთვის მოვედი (საელჩოსთან ვიყავი), ეს საქმე მაქვს, ვიღაც თურქების სახელებიც ვუხსენე და უცებ ძალიან მშვიდი ხმით მეკითხება:
- უკაცრავად, თქვენ ქართველი ხართ?
- დიახ?....
- მერე რას მტანჯავთ? ქართულად მითხარით რა...
მაგარია
მე მყავს ერთი გულითადი ძმაკაცი, მოკლედ ვართ ამ ჩვენს ლამაზ დედაქალაქში ( სადაც ნანას ის ამბავი შეემთხვა) ხოდა, შესულა თურმე ჩვენი ძმა და მეგობარი მეტროში... კაი მოსული ქართული და ჯიშიანი ცხვირიანი გახლავდათ ეს ჩვენი ძმა ( ახლა ოპერაცია გაიკეთა, პროფესიიდან გამომდინარე), ხოდა არის თავისთვის... უცებ ესმის ერთი კაცი ეუბნება მეორეს ," აუ ნახე რა ცხვირი აქვსო", მეორემ ".ა აბა, აბაო, არა აქვს ბადრიჯანივითო" მერე იმან, არა ჩემს მეზობელ პეტროსას ქონდაო, იმან კიდევ ვიღაცას შეადარა და არის ერთი ქართული სიცილი და ხითხითი... ითმინა, ითმინა ჩვენმა ძამიკომ და ჩასვლის წინ უთხრა" არც შენ გაქვს ჩემო ძამია ნაკლებიო" გაშტერდნენ თურმე ...
ხო ახლა მეზე, მოკლედ ახლა აქ კაიროსი კი ვარ, მარა მეც მაქვს გვარი, ხოდა, ეს გვარი მეგრულია, მარა იმერეთში გაზრდილს არაფერი მესმის მეგრული ( იშვიათის და აუცილებელის გარდა ) , ჰოდა, ვარ ერთხელ ჩემთვის, გამწარებული ვმეცადინეობ, რაღაც გამოცდა მქონდა და ვათევ ღამეს, მერე ცოტა ტვ-ს გავხედე, არხიდან არხზე გადავრთე და უცებ მშობლიური ქვევრი არ შევნიშნე? ვაა.. დავბრუნდი, ქართული ფილმია ღამის 4 სთ.ზე გამეხარდა საოცრად, მოვეწყე, ვუყურებთქო, მარა... მეგრულადაა მთელი ფილმი და არ მესმის ინჩი-ბინჩი , ხოდა ამ ორ საათიან ფილმს სულ ქვემოთ დაწერილი თარგმანით ვუყურე საქმეა ესა? გადატრიალდებოდა ჩემი მეგრელი წინაპარი საფლავში
KAIROS
მოკლედ, 2006-ში რაღაც საქმეზე ვიყავი ბოსნიაში და იქ დღეა, რომ ვბრუნდები უკან. ჩემი ბოსნიელი ძმაკაცი მაცილებს და მანამდე სარაევოში რესტორანში შევედით. მე გამოპრანჭული ვარ, როცა მბეზრდება სწორი თმა, საღამოს როცა დავიბან თმას, წვრილ ნაწნავებად ვიმწნი და დილას რომ გავშლი ამ დამწნილს, თმები დახვეულია და ცოტა სხვანაირად გამოვიყურები და ამ დღესაც ასე დახუჭუჭებული ვიყავი.
ვზივართ რესტორანში, ძმაკაცის მეგობარია კიდევ ჩვენს ერთად. უცებ მეზობელი მაგიდიდან მოიჭრა ერთი ახალგაზრდა კაცი და დაეცა ჩემს წინ მუხლებზე შემდეგი რეჩით: "ქალბატონო ინდირა, მე თქვენი ერთგული ფანი ვარ, თქვენ კი ჩემი სალოცავი ხართ, მე ღმერთმა მომცა ეს ბედნიერება, რომ თქვენ გიხილოთ, შემიბრალეთ მე უბადრუკი და ნება მომეცით თქვენს ხელს ვემთხვიო!". ნუ, ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, მე გამოქლიავებული ვუყურებ ამ კაცს, ხან ჩემებს, ვწითლდები, აზრზე არ ვარ რა ხდება, ან რატომ ვარ უცებ ქალბატონი ინდირა და ასე. ეს აგრძელებს თავისას, ჩემმა მეგობრებმა მოკიდეს ხელი აყენებენ, ეს არ დგება, წავიდა გაწევა-გამოწევა, ჩაერია რესტორნის პერსონალი, ეს კაცი გაყვირის, ეუბნება ჩემს მეგობარს , თქვენ ალბათ მისი მენეჯერი ხართ და ხელწერა მაინც მიბოძეთო... ერთი სიტყვით, როჟა გაიტანეს...
და რა ხდება ახლა: თურმე ვეგონე იუგოსლავიის ცნობილი პოპ-დივა ინდირა რადიჩი მომღერალი ქალი, ძალიან პოპულარული მას მერე ჩემი ბოსნიელი ძმაკაცი კლიჩკად მენეჯერია , მე კი ძველი იუგოსლავიის ტერიტორიაძე აღასასოდეს არ ვიხუჭუჭებ თმას
აი, სურათები ჩემი და ინდირასი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img140/indiraradic1btbh7.jpg/1/
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img136/me1jf1.jpg/1/
პ.ს. ის მოღებულ მკერდიანია ინდირა
გაიხაროს ამ თემის გამხსნელმა
მე რა დამემართა ეხლა. ერთი წლის წინ მე და ჩემი მეგობრები მოვხვდით პეტერბურგში. ხოდა რამოდენიმე დღე ვცხოვრობდით ერმიტაჟის წინ პატარა ჰოსტელ "ნორდში". მოკლედ ჩვენი ჩასვლა დამეთხვა როლინგ-სტოუნზის კონცერტს.ხოდა მსოფლიოს მასშტაბით თუ კი სადმე იყო ამ ჯგუფის ფანი ყველა პეტერბურგში იყო. თან კონცერტი უნდა ჩატარებულიყო ერმიტაჟის წინ რომ მოედანია იქ, თუ არ ვცდები სამეფო მოედანი ქვია. ჩვენი "ნორდიდან" სულ 10 მეტრში. ნუ დავიკავეთ ნომერი ამ ჰოსტელში დავტოვეთ ჩვენი ბარგი და გამოვედით ეხლა ერმიტაჟის დასაპყრობად. ჯერ მარტო ისაა კურიოზი, რომ ერთ დღეში ნახევარი ზამთრის სასახლე დავათვალიერეთ. ხოდა მოსაღამოვდა ეხლა და ვბრუნდებით უკან დაღლიღ-დაქანცულები, ერთი სული გვაქვს, როდის შევჭამთ რამეს და დვიძინებთ. უდაქანცულესები ვართ. შევაღეთ ჩვენი ნომრის კარი და რას ვხედავთ - ოთახი გადატენილია საწოლებით, რომლებზეც ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის ადამიანებს სძინავთ. და რომელთაც როგორც ჩანს არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვთ ჰიგიენურ საშუალებებთან. კულმინაცია კი იყო იატაკზე დაწოლილი საცვლების ამარა ჩინელი ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც ისე ხვრინავდა რომ კედლებს ზანზარი გაუდიოდა. გაშეშებულები ვიდექით სადღაც 10 წუთი, მერე გავვარდით ადმინისტრაციასთან. თურმე როლინგსტოუნზის ფანების შემოტევის გამო ყველა ნომერი ასე იყო გადატენილი. მტრისას ის ღამე ჩვენ გავატარეთ!!! ის იყო ყველაზე საშინელი და ყველაზე სასაცილო ღამე ჩემს ცხოვრებაში. მე კი მეცინება ამის გახსენებაზე და სხვისი არ ვიცი
staywhite
სხვათაშორის მე თავიდანვე ეგ სურათი მომხვდა თვალში და თქვენ მეგონეთ - მეთქი ეს ფოტო როგორ დადო აქ-თქო
dariala
staywhite
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)