თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ იოანე მახარობელი და მეორედ მოსვლა!

პოსტის ავტორი: ioanezosime თარიღი: Oct 14 2011, 10:46 AM

როგორც გახსოვთ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდებაო და სასწაულად ექნება ასო ,,წ", რაც ოთხ პერიოდს, ოთხ ათას წელს ნიშნავსო, ეს არის ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების ერთგავრი სიმბოლო. გარდა ასო ,,წ"–სა, ქართული ენის აღდგენას სასწაულად აქვს აგრეთვე 94 წელიო. როგორც ცნობილია იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი იყო იესოს საყავრელი მოსწავლე, რომელიც იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც იესოს ჯვარცმას ესწრებოდა და არ შეუშინდა მოსალოდნელ სასჯელს. იგი იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა. იგი არასდროს დაბრკოლებულა იესოს რწმენაში და მან და მისმა ძმამ იაკობმა სთხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას მის მარჯვნივ დაესვა ისინი. იესომ უთხრა არც კი იცით რას მთხოვთ, ძალიგიძთ კი იმ სასმისის შესმა რომელსაც მე ვსვამო. იმათმა კი შესაძლოა არ ცოდნის გამო, მაინც არ თქვეს უარი თავის თხოვნაზე. მოკლედ იოანე არის ის ერთადერთი მოწაფე, რომელმაც იცხოვრა 94 წლამდე(იოანე –ზოსმიეს წინასწარმეტყველებაშიც 94 წელი წერია ). გარდა ამისა იოანე არის მეოთხე მოსწავლე ქრისტესი. ასო ,,წ"–ც ხომ მეოთხე ეტაპს მიუთითებს?! ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ენის გაბრწყინება რამენაირად შეიძლება დაკავშირებული იყოს იოანე მახარობელთან, მით უმეტეს, რომ ქრისეტეს მეორედ მოსვლა მორწმუნეთათვის სასიხარულო ამბავია და ვინ უნდა გვახაროს ის, თუ არა იოანე მახარობელმა, იესოს საყავრელმა მოსწავლემ?! ამას გარდა გავიხსენოთ, რომ იესომ იოანეს და მის ძმას აღუთქვა, რომ მეორედ მოსვლისას თქვენ ჩემს მარჯვნივ დაგსვავთო.
http://lib.ge/body_text.php?5106
იესო ერთგან ეუბნება თავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან თქვენში ზოგიერთები, რომლებიც არ იხილავენ სიკვდილს, სანამ ღვთის საუსფეველს არ იხილავენ.
იოანეს სახარება თავი 21–ე, აბზაცი 23: ,,და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე(იგულისხმება იოანე მახაროებელი) არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო? (ეს იესომ უთხრა პეტრეს).

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 14 2011, 10:58 AM

ioanezosime

ციტატა
როგორც გახსოვთ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდებაო და სასწაულად ექნება ასო ,,წ", რაც ოთხ პერიოდს, ოთხ ათას წელს ნიშნავსო, ეს არის ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების ერთგავრი სიმბოლო.

როგორც გახსოვთ პავლე მოციქულის მიერ გალატელთა მიმართ ეპისტოლეში აი ეს წერია.
გალატელთა I 6-9
6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე.
7. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.
8. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.
9. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს.
ასე რომ ჯერ დავასაუბთოთ ახალი აღთქმის წიგნებიდან სად წერია რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდება და ბგერა "წ"-ს გემატრიული მნიშვნელობის შესახებ შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 14 2011, 12:14 PM

როგორც შალვა რამიშვილმა იკითხა: კი მაგრამ ქართული ენა მოკვდა? რომ აღდგეს, საჭიროა მოკვდეს :/

ციტატა
არდა ასო ,,წ"–სა, ქართული ენის აღდგენას სასწაულად აქვს აგრეთვე 94 წელიო.



ბულშით...

პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Oct 27 2011, 05:55 PM

ციტატა(ioanezosime @ Oct 14 2011, 10:46 AM) *

როგორც გახსოვთ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდებაო და სასწაულად ექნება ასო ,,წ", რაც ოთხ პერიოდს, ოთხ ათას წელს ნიშნავსო, ეს არის ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების ერთგავრი სიმბოლო. გარდა ასო ,,წ"–სა, ქართული ენის აღდგენას სასწაულად აქვს აგრეთვე 94 წელიო. როგორც ცნობილია იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი იყო იესოს საყავრელი მოსწავლე, რომელიც იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც იესოს ჯვარცმას ესწრებოდა და არ შეუშინდა მოსალოდნელ სასჯელს. იგი იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა. იგი არასდროს დაბრკოლებულა იესოს რწმენაში და მან და მისმა ძმამ იაკობმა სთხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას მის მარჯვნივ დაესვა ისინი. იესომ უთხრა არც კი იცით რას მთხოვთ, ძალიგიძთ კი იმ სასმისის შესმა რომელსაც მე ვსვამო. იმათმა კი შესაძლოა არ ცოდნის გამო, მაინც არ თქვეს უარი თავის თხოვნაზე. მოკლედ იოანე არის ის ერთადერთი მოწაფე, რომელმაც იცხოვრა 94 წლამდე(იოანე –ზოსმიეს წინასწარმეტყველებაშიც 94 წელი წერია ). გარდა ამისა იოანე არის მეოთხე მოსწავლე ქრისტესი. ასო ,,წ"–ც ხომ მეოთხე ეტაპს მიუთითებს?! ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ენის გაბრწყინება რამენაირად შეიძლება დაკავშირებული იყოს იოანე მახარობელთან, მით უმეტეს, რომ ქრისეტეს მეორედ მოსვლა მორწმუნეთათვის სასიხარულო ამბავია და ვინ უნდა გვახაროს ის, თუ არა იოანე მახარობელმა, იესოს საყავრელმა მოსწავლემ?! ამას გარდა გავიხსენოთ, რომ იესომ იოანეს და მის ძმას აღუთქვა, რომ მეორედ მოსვლისას თქვენ ჩემს მარჯვნივ დაგსვავთო.
http://lib.ge/body_text.php?5106
იესო ერთგან ეუბნება თავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან თქვენში ზოგიერთები, რომლებიც არ იხილავენ სიკვდილს, სანამ ღვთის საუსფეველს არ იხილავენ.
იოანეს სახარება თავი 21–ე, აბზაცი 23: ,,და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე(იგულისხმება იოანე მახაროებელი) არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო? (ეს იესომ უთხრა პეტრეს).

ესაა სრული სიგიჟის და ცრუპატრიოტიზმის ზენიტი და საერთოდ იოანე ზოსიმეს ეს ძეგლი აპოქრიფულია მგონი, და საერთოდ არაა მართლმადიდებლური, ვინც აბობს, რომ მეორედ მოსვლის დროს ქართული ენით განისჯება სამყარო ესეიგი იმან საერთოდ არ იცის მართლმადიდებლური დოგმატიკა და დამასკელი არ გაუგონია და ვინასაც დამასკელი არ გაუგონია და დოგმატიკა საერთოდ არ იცის ძნელად შეიძლება ვუწოდოთ მართლმადიდებელი და ჰალუცინაციური პატრიოტული სიგიჟეების გამოვლენა ხალხში გთხოვთ მოთოკოთ და ხალხს ნუ წამლავთ ვიღაც ვიღაცეების კომენტარებით და თავისებური სახარების განმარტებებით.

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Oct 27 2011, 07:58 PM

ioanezosime
იოანე ზოსიმეს "ქებაიში" 104 წელია მითითებული და არა 94. სასწაულად აქვს 104 წელი და არა ასო "წ". იოანე ღვთისმეტყველი რამდენადაც მახსოვს 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. რა კავშირშია იოანე ღვთისმეტყველი იოანე-ზოსიმეს ნაწარმოებთან ვერ ვხვდები.

gabrieli.

ციტატა
ესაა სრული სიგიჟის და ცრუპატრიოტიზმის ზენიტი და საერთოდ იოანე ზოსიმეს ეს ძეგლი აპოქრიფულია მგონი, და საერთოდ არაა მართლმადიდებლური, ვინც აბობს, რომ მეორედ მოსვლის დროს ქართული ენით განისჯება სამყარო ესეიგი იმან საერთოდ არ იცის მართლმადიდებლური დოგმატიკა და დამასკელი არ გაუგონია და ვინასაც დამასკელი არ გაუგონია და დოგმატიკა საერთოდ არ იცის ძნელად შეიძლება ვუწოდოთ მართლმადიდებელი და ჰალუცინაციური პატრიოტული სიგიჟეების გამოვლენა ხალხში გთხოვთ მოთოკოთ და ხალხს ნუ წამლავთ ვიღაც ვიღაცეების კომენტარებით და თავისებური სახარების განმარტებებით.

მე მომისმენია პატრიარქის ქადაგებაში, რომ ეს არის წინასწარმეტყველება იმაზე, რომ განსჯა ქართულ ენაზე იქნება.

პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Oct 28 2011, 12:13 AM

არვიცი რა მოგისმენია მაგრამ, ვინც არ უნდა თქვას ეს ასე არაა, პატრიარქმა რახან თქვა ეგრეა და მორჩა თუ როგორ არი? პატრიარქი რა შეუცდომელია?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Oct 28 2011, 10:54 AM

მე რაც მოვისმინე ის ვთქვი. თან რამდენჯერმე მაქვს მოსმენილი, სხვადასხვა დროს, პატრიარქის ქადაგებებში. პატრიარქი ცდება თუ არა მე არ ვიცი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 28 2011, 09:41 PM

აბა რა, პატრიარქი ცდება!
ის ხომ არც სახარებას, კითხულობს და მით უმეტეს არც იოანეს "გამოცხადებას".
ამიტომ იქნებ აუხსნათ, რომ იგი ცდება და მისი ეს სიტყვები მხოლოდამხოლოდ "სრული სიგიჟის და ცრუპატრიოტიზმის ზენიტია" და მეტი არაფერი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)