ფერარა-ფლორენციის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერარა-ფლორენციის |
mr_morrison |
Feb 25 2007, 01:24 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
თუ ვინმეს გაქვთ ამ საეკლესიო კრების შესახებ სტატიები გთხოვთ ატვირთოთ
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
KAIROS |
Jun 7 2007, 06:30 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
საინტერესო იყო და ლილეს მინდა ვკითხო, არის თუ არა გამოქვეყნებული ეს ნაშრომი?
მსურს რაღაც ცნობები შევავსო: 1) საინტერესოა, ის რომ 1377 წელს, დაწყებული კონჩილიარიზმი ანუ მოძრაობა კრების პაპზე უპირატესობის შესახებ, ძალიან ახლოს იყო, მართლმადიდებლური მოწყობის ეკლესიასთან, კერძოდ ძირითადში უარყოფდა პაპის პრიმატს და მის აღმატებულებას კრებაზე, კრების დეკრეტი "Haec Sancta", არეგულირებდა და აწესრიგებდა ეკლესიის მმართველობის სინოდალურ სისტემას, სამწუხაროდ ეს რეფორმა, როგორც სწორედ უწოდებს ინგლისელი ისტორიკოსი ფრიგსი, ძველ ეკლესიასთან დაბრუნების მცდელობა იყო, თუმცაღა განწირული, კონსტანცას კრებამ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა პაპისტურ მონარქიას, უფრო მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო, როგორც ლილეს ნაწერში ჩანს კარგად. 2) კონჩილიარიზმის მოძრაობა კონსტანცას კრების შემდეგ კრებას ატარებს პავიაში ( იტალია, ნეტარი ავგუსტინეს მშობლიური ქალაქი, იქვე განისვენებს, მისი ნაწილები) და შემდეგ სიენაში ( იტალია, ულამაზესი შუასაკუნეების ქალაქი, ტოსკანას რეგიონში), მაგრამ შემდგომი კრება ბასილეაში უკვე პაპის ძლიერ პოზიციებს წააწყდა, რომელსაც უკვე დაეწყო მომზადება ფერარა - ფლორენციის კრების მზადებისათვის, რამაც მისი პოზიციები უფრო გაამყარა. 3) აუცილებელია დაზუსტდეს, რას მოაწერეს ხელი მართლმადიდებლებმა, ციტატა განჩინების კომპრომისულ ვარიანტს დასთანხმდნენ. და რა იგულისხმება ამ "კომპრომისულ ვარიანტში", ისტორიკოსი იეზუიტი ნორმან თანერი, გამოყოფს ოთხ საკითხს, რომელშიც მხარეებმა მიაღწიეს თანხმობას ა) "ფილიოქვე" განხილულ იქნა, როგორც დასავლეთის ეკლესიის ტერმინოლოგიური სახესხვაობა, ერთიანი სწავლების გადმოსაცემად, ამიტომ ბერძნებმა ცნეს რა "ფილიოქვე"დამატებული "კრედო", მაინც დაიტოვეს უფლება, რომ თავიანთ "მრწამსს" არ შეცვლიდნენ. ბ) დასავლეთ ეკლესიის შიგა ტრადიციად იქნა განხილული ასევე ხმიადი პურით ევქარისტია, და აღმოსავლეთი იტოვებდა თავის ტრადიციას, აფუებული პურის გამოყენებას. გ) პურგატორიუმზე ( განსაწმედელი) იქნა მიღწეული შეთანხმება, საერთო ციტატის მიღებით : " (სულები ) განიწმიდებიან განწმედელი ( პურგატორიუმისეული ) ცეცხლით" რაც ახლოსაა I კორ. 3: 15 "..რომლისა – იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან." სამაგიეროდ საერთო სწავლებიდან ამოღებული იქნა ყოველგვარი სწაველა რაიმე პურგატორიუმის როგორც ცალკე ადგილის არსებობის შესახებ! დ) და ბოლოს შეთანხმება იქნა მიღწეული ასევე პაპის პრიმატის შესახებ სწავლებაში, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო, ჩემის აზრით ეს შეთანხმება ყველაზე მეტად სუსტი იყო და ყველაზე მეტად განიცადა პაპის გავლენა, რადგან შესწორება ბერძნების მხრიდან მხოლოდ აისახა მცირე დამატებაში, რომ პაპი უნდა იყოს პირველი და მწყოს ეკლესია, საეკლესიო კრებების და კანონების თანხმობაში ( ბეძ. "კატა", ლათ: "quemadmodum"), ეს კი უკვე აღარ იყო აღმოსავლური სინოდალიზმი, არც ის რასაც კონჩილიარიზმი ითხოვდა დასავლეთში, უფრორე ჩემის აზრით იყო ნაბიჯი აბსოლუტიზმისაკენ, რომელმაც მოგვიანებით ვატიკანის I კრებაზე, პაპის პრიმატის კიდევ ერთხელ დადასტურებაზე მიგვიყვანა და "პონტიფექს მაქმსიმუმის" უკიდურესი გაგების გამტკიცება "შეუმცდარობის" დოგმატის მიღებით ( "ექსკათედრას" დამატება ვერ ცვლის დოგმატის პოლიტიკურ მიზნებს) დასრულდა... ვფიქრობ, რომ მარკოზ ეფესელის და სხვა მართლმადიდებლების ( თუმცა ბევრ თანამედროვე ისტორიკოსებთან, ძირითადი აქცენტი მხოლოდ მარკოზ ეფესელზე კეთდება, ქართველებს პოპულარულ და სასწავლო წიგნებში არავინ ახსენებს), უარი სწორედ მეოთხე პუნქტმა განაპირობა, ხოლო თვითონ მართლმადიდებლების შიგნითა უთანხმოებამ და კრების შემდეგ დიდი იმედების უქონლობამ საბოლოოდ მთელი მართლმადიდებლური მხარე, კრების დადგენილებების წინააღმდეგ გამოიყვანა... 4) და ბოლოს მინდა დავასრულო, რომ მიუხედავად იმისა, მართლმადიდებლური სამყაროს, მართალია ხელმოწერით, მაგრამ ბოლოს მაინც წინააღმდეგი გამოვიდა კრებისა და ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლილა, ანუ განხეთქილება დარჩა ისევ განხეთქილებად, მაგრამ ამ ხელშეკრულების გარდა დაიდო სხვა ხელშეკრულებები, კერძოდ სომხებთან, სირიელებთან, კოპტებთან და სხვა ძველ აღმოსავლურ ( მონოფიზიტურ ან ნესტორიანულ) ეკლესიებთან, ამ ხელშეკრულებებს უფრო დიდი გავლენა მოახდინა ვატიკანის და აღმოსავლეთის ეკლესიების შემდგომ დროინდელი დაახლოებაზე, ზემოთნახსენები თანერი აზუსტებს, რომ სომხებთან ხელშეკრულებაში დაზუსტდა შვიდი საიდუმლოს აღსრულების და მნიშვნელობის სწავლება , ასევე დასავლეთის მიერ მიღებულ იქნა უცნაური სომხური წესი მღვდლად კუთხევისა, რომელიც ხელდასხმის გარდა ბარძიმ-ფეშხუმის გადაცემასაც მოიცავდა, მოგვიანებით პიუს XII ეს შეთანხმება უარყო...სირიელებთან კი წინადაცვეთის და წინდაცვეთილების წინააღმდეგ მიიღეს დადგენილებები და ამით დიალოგი დაიძრა, შემდგომში სომხურ-კათოლიკური და სირიუ-კათოლიკური ეკლესიების დაარსებით გაგრძელდა, თუმცა დღესაც დიდი სხვაობაა, მაგ. სომეხი კათოლიკები რომის პაპის პრიმატს არ ცნობენ... დღეს საკმარისია იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th April 2024 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი