შევიდე სახლსა შენსა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შევიდე სახლსა შენსა... |
Irine |
Aug 20 2006, 06:30 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ტაძარში შესვლისას უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს „სჭირდება“. პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ. სახლი ღმრთისა არის „სახლ სალოცველ“ და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“. ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის, ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან. ხატებთან სანთლის დანთებით, პირჯვრის გამოსახვითა და მათ წინაშე მეტანიის შესრულებით, გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს სიწმინდეთა მიმართ. ტაძარში დანთებული სანთელი, ეს პირველ რიგში ღმერთისთვის შეწირული მსხვერპლია. მსხვერპლი არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით. მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით. მნიშვნელობა არა აქვს, რა მატერიალური ფასეულობისაა ეს მსხვერპლი. მამას ხომ დაბადების დღეზე შვილის მიერ ნაჩუქარი, მისი ხელით შესრულებული ნახატი იმდენადვე გაახარებს (თუ უფრო მეტად არა), როგორც მის მიერვე დედის მიცემული ფულით ნაყიდი ძვირფასი ნივთი. ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ უფალთან „კომერციული ურთიერთობა“ დაამყაროს. მაგ: „ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ“. ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს. პირჯვრის გადაწერისას ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქრისტიანები და გვაქვს ღვთის დახმარების სასოება. გარდა ამისა, პირჯვრის გადაწერა გვიცავს ყველა უბედურებისაგან. მეტანია ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. მას აღვასრულებთ ღმრთის წინაშე ჩვენი ცოდვებისა და უღირსების შეცნობის ნიშნად და სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ. მცირე მეტანიის აღსრულებისას პირჯვარს ვიწერთ და ქედს ვიხრით, ხოლო დიდი მეტანია სრულდება მუხლმოდრეკით, როდესაც თავითა და ხელებით მიწას ვეხებით. ლოცვა შეგიძლიათ, როგორც ძველქართულად - ასევე თანამედროვე ქართულით. როდესაც კანონიკური ლოცვანის ტექსტებს შეეჩვევით, თანდათან თვითონვე გამოიყენებთ საეკლესიო ქართულ სიტყვებს და გამოთქმებს, რადგან იგრძნობთ, რომ საეკლესიო ენა თავისი ხატოვნებით, აზრის გამოხატვის სიზუსტითა და მხატვრული გამომსახველობით გაცილებით მოსახერხებელია უფალთან სასაუბროდ, ვიდრე ჩვენი სალაპარაკო, გამარტივებული და დამახინჯებული ენა. ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე უნდა მივიდეთ, რათა მოსახსენებლის შეგზავნა, სანთლების დანთება და ხატების წინაშე ლოცვა მოვასწროთ, შედეგ გავჩერდებით რომელიმე ადგილას - მამაკაცები მარჯვნივ, ქალები - მარცხნივ - პირით საკურთხევლისაკენ და მსახურების განმავლობაში ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ. თუ უძლურებაში ხართ, ანდა - ხანშიშესული, შეგიძლიათ მსახურებისას იჯდეთ (ამისთვის ტაძრის დასავლეთ მხარეს არის სკამები) და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვებისას წამოდგეთ. ღმრთისმსახურებისას ეცადეთ ყურადღებით ისმინოთ კითხვა და გალობა, რადგან საეკლესიო ტექსტების შინაარსი ღრმააზროვანია, მათში ღმრთისადმი დიდი სინანულია გამოხატული, მოთხრობილია წმიდანებზე და ღმრთის მიერ ქმნილებისადმი გარდამოვლენილი დიდი წყალობის შესახებ. შეეცადეთ, მსახურება იმდენად სმენით კი არა, უმეტესად - გახსნილი გულით მიიღოთ, ტაძრის კეთილისმყოფელი ატმოსფერო შეიწყნარეთ. ქვეყნიურ პრობლემებს განერიდეთ და ისაუბრეთ ღმერთთან. მხოლოდ ჩვენზე, ჩვენი რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული - გულის სიმშვიდესა და მადლმოსილ შემწეობას მივიღებთ, თუ მწუხარენი და უნუგეშონი დავრჩებით. ღმერთთან თვალთმაქცობა შეუძლებელია, მას ვერ მოვატყუებთ; „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8). მხოლოდ წმიდა გულიდან ამომავალ სიტყვებს ისმენს უფალი და სულიწმინდის მადლით აღავსებს მას. ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს საიმისოდ, რომ გულის განწმენდა მოვინდომოთ, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, უზაკველად მივმართოთ უფალს, რომელმაც იმისთვის, რომ მარადიული სიკვდილისაგან გამოვესყიდეთ, საკუთარი თავი სატანჯველად გაცოფებულ ბრბოს ნებით გადასცა. რომელმაც უდიდესი დამცირება და საშინელი სიკვდილი დაითმინა, რათა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა. და ამიტომ ჩვენი ვალია, საკუთარი თავი ვაიძულოთ და კეთილი საქმეები აღვასრულოთ, ლოცვის ღვაწლი ვიტვირთოთ, შემბილწველ ვნებათაგან განვიწმინდოთ გულები, შეწევნისა და მფარველობისათვის დედა ეკლესიას მივმართოთ, ყველა იმ მადლმოსილი საშუალებით განვიმტკიცოთ სულები, რომელთაც ტაძარში უხვად ვიპოვით. იმისთვის, რომ ტაძარი თქვენს მეორე და უმთავრეს სახლად იქცეს, იმისათვის, რომ იგრძნოთ, რომ იგი „თქვენია“, იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა აიროთ ტაძარში და უნდა იმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც თქვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგსწავლით, რომ ხელი მაგრამ ჩასჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგაყენებთ. მოამზადა თინათინ გოგიჩაიშვილმა „ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მნათე |
Aug 20 2006, 07:45 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ერთს დავამატებ კმევის დროს როდესაც მამაო ტაძარში მოძრაობს ხალხი მას მიყვება, ანუ პირს მისკენ მიაქცევს და როცა დასავლეთ მხარეს უკმევს ხალხი საკურთხეველს ზურგს უქცევს და კვლავ მამაოს უცქერის, ეს არ შეიძლება, ასევე უნდა გვახსოვდეს რომ ამ დროს კმევა ეკუთვნის ხატებს და არა ჩვენ, ჩვენ კი ხშირად საკუთრად ვიღებთ და თავს ვუხრით მამაოს, ეს არასწორია ამ დროს თავი უნდა მოუხარო იმ ხატს რომელსაც მამაომ უკმია, ხოლო ჩვენთვის განკუთვნილია კმევა ამბიონიდან, როდესაც მამაო მართლმადიდებელ ერს უკმევს . . . ეს იმიტომ აღვნიშნე რომ მამები ხშირად წუხან ამის გამო. . .
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Aug 20 2006, 10:48 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე ეგ არ ვიცოდი გავითვალისწინებ ხო ესაა, მეც კარგა ხანი ასე ვაკეთებდი სანამ შენიშვნა არ მომცეს, მამაო რომ აკმევს დასავლეთის მხარეს შეჩერდება ხოლმე და უყურებს როგორ შესცქერის მრევლი, შემდეგ გამოფხიზლდებიან და კვლავ შესაბამის მდგომარეობას უბრუნდებიან ასეა, როდესაც ხატებს უკმევდა ხოლმე, მე თავს ვხრიდი, შემდეგ მასწავლეს რომ თავი უნდა მოვუხარო იმ ხატს რომელსაც უკმევენ, ისე მნათეებს საკურთხეველში საკუთრივ გვიკმევენ, სულ ბოლოს როცა გარეთ უნდა გამოვიდეს დიაკონი ან მღვდელი. . . -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Aug 20 2006, 10:50 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მეც დავამატებ მაშინ.როცა ტაძარში შევალთ და წირვა დაიწყება ჩვენ უნდა დავივიწყოთ ყოველივე ამქვეყნიური პრობლემები და სრული კონცენტრაციითა გულმოდგინებით ჩავერთოთ წირვაში.მაშინ უფალი თავის მადლს მოიღებს ჩვენზე და ჩვენს თავს გასაოცარი რამ ხდება,რაც მეც გამომიცდია და რასაც სტყვებით ვერ გადმოსცემ
|
მნათე |
Aug 20 2006, 10:52 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კიდევ ერთი, ზოგიერთს აკოლოთიის ("ზიარების წინა ლოცვების") წაკითხვა წირვას უნდება "ბარემ უნდა ვიდგე"-ს მოტივით, რაც არასწორია, წირვაზე უნდა უსმინო წირვას!
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Irine |
Aug 21 2006, 08:18 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
-" ანთებული სანთლის ან კანდელის ნათელი სიმბოლურად ღვთიურ ნათელს განასახიერებს. თავად ზეთი, რითაც ანთია კანდელი, ღვთაებრივი მოწყალების სიმბოლოა. ხატების წინ მუდმივ ანთებული კანდელი (სასურველია, კანდელი მუდმივად ენთოს ხატების წინ) ღვთისადმი ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აჩვენებს. იგი ერთგვარი შესაწირია ღვთის წინაშე, ასევე, ნიშანია ღვთისადმი ჩვენი ერთგულებისა, უფლისადმი თავგანწირვისა და ჩვენი ქრისტესადმი სიყვარულის მზადყოფნისა.
სანთლის, საკმევლისა და ზეთის (კანდელის) გულით, სიყვარულით შეწირვა სახარებაში მოხსენიებულ იმ დედაკაცს გვამსგავსებს, რომელმაც ერთ-ერთ სახლში სტუმრად მყოფ ქრისტეს ძალზე ძვირადღირებული კეთილსურნელოვანი ზეთი წმ. ფეხებზე დაასხა. ამ საქციელით მან უდიდესი სიყვარული გამოხატა მაცხოვრის მიმართ, რამეთუ ყველაზე ძვირფასი (მატერიალური თვალსაზრისით) რაც ებადა, სრულად და მთელი გულით შესწირა უფალს. ამიტომ ქრისტემაც ხაზგასმით აღნიშნა მისი საქციელის (სიყვარულის შეძლებისდაგვარად სრული გამოვლინება) განსაკუთრებულობა. რა თქმა უნდა, ანთებულ კანდელს, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. იგი ანათებს ხატებს და თავისი მკრთალი ნათლით განგვაწყობს ლოცვისათვის, რომლის გარეშეც ყოველგვარ კანდელსა და სანთელს არსი ეკარგება. შესწირეთ უფალს მცირეოდენი, წრფელი გულით და ღმერთი იზრუნებს თქვენზე." მამა თეოდორე გიგნაძე -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
iako |
Sep 1 2006, 09:47 PM
პოსტი
#7
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
იმ რუსულ ეკლესიაში სადაც მე დავდივარ მამაო ნამდვილად მრევლისკენ აკმევს საკმეველს, იქვე ახლოს ხატები არ არის; თან არც დადის.მხოლოდ საკურთხეველთან დგას.
მე ვიცოდი რომ ეს კმევა, როგორც ხატებს, ასევე მრევლსაც ეკუთვნოდა. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მნათე |
Sep 1 2006, 09:50 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა იმ რუსულ ეკლესიაში სადაც მე დავდივარ მამაო ნამდვილად მრევლისკენ აკმევს საკმეველს, იქვე ახლოს ხატები არ არის; თან არც დადის.მხოლოდ საკურთხეველთან დგას. მე ვიცოდი რომ ეს კმევა, როგორც ხატებს, ასევე მრევლსაც ეკუთვნოდა. არა რა ხდება იცი როდესაც მამაო ტაძარს შემოივლის, იგი განასახიერებს სამოთხეში მოსიარულე ადამს რომელიც ღმერთს ადიდებს, როდესაც მამაო უკმევს ხატს იგი ეკუტვნის ხატს და გამოხატავს შესაწირს მისდამი ამ დროს ჩვენ თავი უნდა დავუკრათ ხატს რომ ეს შესაწირი მიიღოს ჩვენდამი მომარტული კი სულიწმინდის მადლს განასახიერებს როგორც სულიწმიდაა ტკბილი ასეთივეა საკმევლის სურნელება -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
anastasia |
Oct 21 2006, 07:52 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 19-October 06 წევრი № 295 |
ჩვენს ტაძარში მამა ბასილი ჯერ ხატებს უკმევს და მერე მრევლისკენაც ბრუნდება და ჩვენ გვიკმევს
-------------------- ჰე,უფალო და მეუფეო,მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა...
|
მნათე |
Oct 21 2006, 07:53 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ჩვენს ტაძარში მამა ბასილი ჯერ ხატებს უკმევს და მერე მრევლისკენაც ბრუნდება და ჩვენ გვიკმევს ყველგან ასეა, ამ დროს მორჩილების და სულიწმიდის მიღების ნიშნად თავი უნდა დავხაროთ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
anastasia |
Oct 21 2006, 08:00 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 19-October 06 წევრი № 295 |
შენ ამბობ ამბიონზე როცა დგას მამაო... მაგრამ მამა ბასილი თავიდანვე,როცა ხატებს უკმევს,მრევლისკენაც ბრუნდებამაგრამ მარტო მამა ბასილი აკეთებს ასე,დანარჩენები მარტო ამბიონზე ასვლის მერე აკმევენ მრევლისთვის
-------------------- ჰე,უფალო და მეუფეო,მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა...
|
მნათე |
Oct 21 2006, 08:05 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა შენ ამბობ ამბიონზე როცა დგას მამაო... მაგრამ მამა ბასილი თავიდანვე,როცა ხატებს უკმევს,მრევლისკენაც ბრუნდებამაგრამ მარტო მამა ბასილი აკეთებს ასე,დანარჩენები მარტო ამბიონზე ასვლის მერე აკმევენ მრევლისთვის აა ახლა მივხვიდ ეს ინდივიდუალურია -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
anastasia |
Oct 21 2006, 08:11 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 19-October 06 წევრი № 295 |
ხო... ალბათისე საკურთხევლისკენ ზურგითშემობრუნება სულაც არ არის სასიამოვნო
-------------------- ჰე,უფალო და მეუფეო,მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა...
|
თამარი |
Oct 21 2006, 08:49 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ხო... ალბათისე საკურთხევლისკენ ზურგითშემობრუნება სულაც არ არის სასიამოვნო არც სასიამოვნოა და არც სასურველი. საკურთხევლისკენ ზურგით არ უნდა შებრუნდე, კმევის დროსაც კი. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მხევალი ნინო |
Jan 15 2007, 07:54 PM
პოსტი
#15
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა ხო ესაა, მეც კარგა ხანი ასე ვაკეთებდი სანამ შენიშვნა არ მომცეს, მამაო რომ აკმევს დასავლეთის მხარეს შეჩერდება ხოლმე და უყურებს როგორ შესცქერის მრევლი, შემდეგ გამოფხიზლდებიან და კვლავ შესაბამის მდგომარეობას უბრუნდებიან ასეა, როდესაც ხატებს უკმევდა ხოლმე, მე თავს ვხრიდი, შემდეგ მასწავლეს რომ თავი უნდა მოვუხარო იმ ხატს რომელსაც უკმევენ, ისე მნათეებს საკურთხეველში საკუთრივ გვიკმევენ, სულ ბოლოს როცა გარეთ უნდა გამოვიდეს დიაკონი ან მღვდელი. . . სხვათა შორის ტაძრის კმევის დროს ჩემი მოძღვარი მრევლსაც აკმევს ხოლმე, თუმცა მეც გამიგია, რომ კმევის დროს მრევლი არ უნდა ტრიალებდეს მოძღვართან ერთად. პირადად მე გააჩნია სად ვდგევარ, თუ ისე ვდგევარ, რომ მოძღვარს კმევის დროს ზურგით უდგები, მართალი გითXრათ ამ დროს უხეხულობას ვგრძნობ, არა მხოლოდ მოძღვრის მიმართ, არამედ, თვთონ ამ რიტუალის (კმევას ვგულისმობ) მიმართაც, ამიტომ მაინც ვტრიალდები. რაც შეეხება ზიარების წინა ლოცვებს სახლში მირჩევნია წავიკითხო, ტაძარში არ გამომდის, სამადლობელი კი ჩვენთან წირვის დასრულების შემდეგ იკითხება, ასე, რომ შეგიძლია მოუსმინო, თუ არადა სახლში წავიკითხავ ხოლმე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
marine |
Oct 22 2014, 04:10 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„შეუძლებელია გულით ლოცულობდე და თან ეკლესიაში მყოფთა თვალიერებით იკმაყოფილებდე ცნობისწადილს“.
/არქმინადრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 30 2014, 01:49 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ჩვენი ქცევა ტაძარში უნდა შეესაბამებოდეს მის სიწმინდეს და დიდებულებას.“
„წმინდა ტაძარში ჭეშმარიტად თავდაჭერილი იყავი“. „ნახევარმეტანია მიწაზე ხელის შეხებით“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 31 2014, 01:12 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ტაძარში სივიწროვეა, უმჯობესია, დაწესებული მეტანიებიც არ შევასრულებთ, რომ ჩვენ გვერდით მდგომთა ლოცვითი განწყობა არ დავარღვიოთ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 1 2014, 08:56 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„სახლსა შენსა შუენის სიწმინდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა“ - სახლში იგულისხმება ეკლესია, მიწიერი და ზეციური, - სასუფეველი.
ეკლესიაში ქრისტიანები სიწმინდით უნდა ვცხოვრობდეთ და სიწმინდით განვადიდოთ უფალი, რათა როგორც უფალი იყო უბიწო თავის ხორცით, მიუდრეკელი ყოველგვარი ცოდვისაკენ, ასევე უნდა ვიყოთ ჩვენ მიუდრეკელნი და განწმენდილნი ყოველგვარი ცოდვისაგან“. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 4 2014, 05:40 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„თუ ადამიანს ცოცხალი რწმენა და სიყვარული არ ექნება და საკუთარ ძალებს დაემყარება, ძალიან მალე დაეცემა და მცირე განსაცდელიც უფლის საყვედრებელს ამოათქმევინებს.
კვლავ პავლე მოციქულის სიტყვა გავიხსენოთ: თუ ქრისტიანად ყოფნა გწადია, თავი განსაცდელთათვის განამზადეო, თუმცა ზოგს ჰგონია, რადგან ტაძარში მოვედი, დღეიდან ჩემი გზა ია-ვარდით მოიფინებაო, რაც არასწორია. ქრისტიანის ცხოვრება - განუწყვეტელი ბრძოლაა, რომლის გადატანასაც მუდმივი წვრთნა, უფლის დიდი მადლი და შემწეობა სჭირდება“. /მღვდელი საბა ბიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი