IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> ქრისტიანობა და ინდუიზმი
Atman
პოსტი Jun 2 2009, 08:32 PM
პოსტი #21


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ერთი რამ მაინტერესებს ქრისტეანობის გარდა რომელიმე სხვა რელიგიაში არის ეშმაკთან ბრძოლის პრეცედენტები, ანუ ისე როგორც ხდება ხოლმე ქრისტეანი ბერების შემთხვევაში!


ეშმაკთან ბრძოლა ინდუიზმშიცაა. "ნახევარღმერთების დაპირისპირებაა დემონებთან, სანსკრიტულად "სურების დაპირისპირება ასურებთან (დემონებთან). სხვათა შორის ისტორიულად ხანდახან დემონებიც იმარჯვებდნენ, თუმცა ესეც დროებითი იყო ხოლმე. თან მათი დემონები განსხვავდებოდნენ ეშმაკის ჩვენეულ გაგებასთან, სატანის ცნება იქ საერთოდ არაა და დემონებს მმართველად სხვადასხვა ისტორიული პიროვნება ყავდათ ხოლმე. სიტყვა სატანა არაბული "შაითანიდანაა" ტრანსფორმირებული, რაც არაბულად მტერს ნიშნავს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jun 2 2009, 11:24 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



cinemamu
ციტატა
ეშმაკთან ბრძოლა ინდუიზმშიცაა. "ნახევარღმერთების დაპირისპირებაა დემონებთან, სანსკრიტულად "სურების დაპირისპირება ასურებთან


ნახევარღმერთები რაღაც ვერ გავიგე. smile.gif
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 3 2009, 02:41 AM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(cinemamu @ Jun 2 2009, 08:19 PM) *

რატომღაც მჯერა ფილმისაც და არ ჩავძიებივარ smile.gif მიზეზს ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს ტყუილი a075.gif + აუდიოწიგნები მაქვს მოსმენილი მაგასთან დაკავშირებით. შენ კი წერილობითი მასალაც რომ დაგიდო თუ დაჯერება არ გინდა მაინც არ დაიჯერებ, ასე რომ არ შევიწუხებ მაგის ძებნით თავს, მითუმეტეს სანსკრიტი არ ვიცი და ინგლისური, რუსულად კი ვერ ვიპოვე.



ფილმები ძალიან არასერიოზული წყაროა აქ დიდი გასაქანი აქვს რეჟისორის ფანტაზიას (მსუბუქად რომ ვთქვათ), მაგალითისთვის ბიბლიურ სიჟეტებზე გადაღებული ფილმები გამოდგება.

ისეთ ''მარგალიტებს'' წააწყდები, რომ........ მაგალითად, რომ მიდიანელები ისმაილის შთამომავლები არიან biggrin.gif

მე არ ვიცი რა წყაროებს ეცნობი, მაგრამ ვედები ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ხოლო მათი წერილობითი ფიქსაცია ნამდვილად არ მომხდარა 5000 წლის წინ.

ინდუიზმმა დიდი სახეცვლილებები განიცადა საუკუნეთა მანძილზე.......

შენ ეტყობა ძალიან დაინტერესებული ხარ ამ საკითხებით და თუ იცი, რეინკარნაციის თემა, რაც დღეისათვის საკმაოდ ასოცირდება აღმოსავლურ რელიგიებთან და მათ შორის ინდუიზმთანაც არის თუ არა ნახსენები ვედებში?

QUOTE(cinemamu @ Jun 1 2009, 10:11 PM) *

ინდუისტი არ ვარ, დაინტერესებული ვიყავი ერთ დროს ინდუიზმითაც და ბუდიზმითაც. ძალიან ღრმად არ შემისწავლია ოღონდ...
მაგის თქმა არ მინდა. უბრალოდ ვედების ლეგენდები უფრო ზუსტი მგონია, ვიდრე ბიბლიის. თუნდაც იმიტომ რომ ორიგინალისგან თითქმის არაა ცვლილებები. სამწუხაროდ სანსკრიტი არვიი თორემ წავიკითხავდი. მანუს ისტორია მაინც ბევრი რაღაცით განსხვავდება ნოეს ისტორიისგან და წინაისტორიაც უფრო მრავლისმომცველი აქვს და წარღვნის შემდგომი განვითარებაც. მე ეგ ფილმში მაქვს ნანახი, ასე რომ წყაროებს ვერ დავდებ აქ. ვიშნუ პურანებშია ეგ ისტორია.




რას გულისხმობ biggrin.gif
QUOTE
თუნდაც იმიტომ რომ ორიგინალისგან თითქმის არაა ცვლილებები.

biggrin.gif


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 3 2009, 06:28 AM
პოსტი #24


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
შენ ეტყობა ძალიან დაინტერესებული ხარ ამ საკითხებით და თუ იცი, რეინკარნაციის თემა, რაც დღეისათვის საკმაოდ ასოცირდება აღმოსავლურ რელიგიებთან და მათ შორის ინდუიზმთანაც არის თუ არა ნახსენები ვედებში?


რეინკარნაციის თემა ცალკეა გახსნილი. ვედები სავსეა რეინკარნაციაზე მაგალითებით. მოვიყვან ყველაზე ცნობილი "ბჰაგავატ გიტას" ნაწყვეტს:

3. Именно эту древнюю йогу ныне тебе возвещаю,
Ибо ты друг Мой и бхакта; в ней высочайшая тайна.
Арджуна сказал:
4. Ты родился позднее, раньше Вивасвант родился,
Как же понять мне, что Ты её возвестил изначально?
Шри-Бхагаван сказал:
5. Много у Меня прошлых рождений, у тебя также, Арджуна,
Я знаю их все, ты же своих не знаешь, подвижник.
6. Я Атман, нерождённый, непреходящий, Я существ владыка,
И всё же, превосходя свою природу, Я рождаюсь собственной майей.
7. Всякий раз, когда ослабляется дхарма
И беззаконие превозмогает, Я создаю Себя сам, Бхарата.
8. Для спасения праведных, для гибели злодеев,
Для утвержденья закона из века в век Я рождаюсь.
9. Дивно Моё рожденье и Моё дело; кто это воистину знает,
Тот не возрождается; покидая тело, ко Мне он идёт, Арджуна.



ციტატა
ფილმები ძალიან არასერიოზული წყაროა აქ დიდი გასაქანი აქვს რეჟისორის ფანტაზიას (მსუბუქად რომ ვთქვათ), მაგალითისთვის ბიბლიურ სიჟეტებზე გადაღებული ფილმები გამოდგება.



რეჟისორის ფანტაზიას შეუძლია სიუჟეტი შეცვალოს, მაგრამ ფაბულას და ფაქტს ვერ შეცვლის. მითუმეტეს რელიგიურ თემებზე. და ძალიან გთხოვ სიტყვებზე ნუ მეკიდები და ცოტა კორექტული იყავი კი გიხდება სიცილი, მაგრამ მაინც.. a075.gif

ციტატა
ნახევარღმერთები რაღაც ვერ გავიგე.



იქ ანგელოზების სისტემას ნახევარღმერთების სისტემას ეძახიან. ნახევარღმერთების მმართველად კი ინდრა ითვლებოდა. (იგივე ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში. და საერთოდ ვისაც ბერძნები ღმერთებს უწოდებდნენ ინდუიზმში ეგენი ნახევარღმერთებადაა ცნობილი). ასევე გვხვდება ნახევარღმერთების დემონების მხარეზე გადასვლის ფაქტებიც. მოკლედ ვედები ძალიან ვრცელია და რას არ ნახავ კაცი biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Jun 3 2009, 10:11 AM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(cinemamu @ Jun 2 2009, 08:32 PM) *

ეშმაკთან ბრძოლა ინდუიზმშიცაა. "ნახევარღმერთების დაპირისპირებაა დემონებთან, სანსკრიტულად "სურების დაპირისპირება ასურებთან (დემონებთან). სხვათა შორის ისტორიულად ხანდახან დემონებიც იმარჯვებდნენ, თუმცა ესეც დროებითი იყო ხოლმე. თან მათი დემონები განსხვავდებოდნენ ეშმაკის ჩვენეულ გაგებასთან, სატანის ცნება იქ საერთოდ არაა და დემონებს მმართველად სხვადასხვა ისტორიული პიროვნება ყავდათ ხოლმე. სიტყვა სატანა არაბული "შაითანიდანაა" ტრანსფორმირებული, რაც არაბულად მტერს ნიშნავს.


არა მე ისტორიული მონაცემები არ მაინტერესებს აი რეალურად თუ ხდება, აი მაგალითად ჩვენთან მართმადიდებელ ბერებს ეს ბრძოლები დღესაც ააქვთ და ეს ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება ბერულ ცხოვრებაში. მე რაღაც არ გამიგია შეიძლება ვცდებოდე რომ ინდუიზმის მამებს რამე პრობლემები ჰქონდეთ დემონებთან, პირიქით ისინი მათთანაც მემგონი ჰარმონიაში შედიან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 3 2009, 11:40 AM
პოსტი #26


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
არა მე ისტორიული მონაცემები არ მაინტერესებს აი რეალურად თუ ხდება, აი მაგალითად ჩვენთან მართმადიდებელ ბერებს ეს ბრძოლები დღესაც ააქვთ და ეს ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება ბერულ ცხოვრებაში. მე რაღაც არ გამიგია შეიძლება ვცდებოდე რომ ინდუიზმის მამებს რამე პრობლემები ჰქონდეთ დემონებთან, პირიქით ისინი მათთანაც მემგონი ჰარმონიაში შედიან


გააჩნია მიმართულებას.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Jun 3 2009, 11:47 AM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(cinemamu @ Jun 3 2009, 11:40 AM) *

გააჩნია მიმართულებას.

ანუ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 3 2009, 12:15 PM
პოსტი #28


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



შივაიტებს აქვთ ტანტრები, რომელთა საშუალებითაც იხმობენ კიდეც დემონურ ძალებს, ასე ვთქვათ ხელშეკრულებას დებენ მათთან, მაგრამ ეს მათთვის ბანკთან ხელშეკრულების მსგავსია, იციან რომ რაღაცის მიღების სანაცვლოდ რაღაცას დაკარგავენ (ოღონდ არა სულს). მაგალითად გააკეთებენ არჩევანს: იყვნენ მდიდრები და არ ყავდეთ შვილები, ან ქონდეთ მაგიური ძალები ასკეტიზმის სანაცვლოდ. შივა ითვლება ცრუ ეგოს, დემონების და შავი ძალების მმართველად, ოღონდ თავად არაა შავი ძალა, უბრალოდ მართავს მათ. ისევე როგორც ციხის დირექტორი ციხეში biggrin.gif დაახლოებით ასეა: როგორც კი მოიპარავ, მოკლავ ან რამე ხელშეკრულებას დადებ დემონურ ძალებთან, მაშინვე შივას კონფედენციის ქვეშ ექცევვი. ესაა ინდუისტების ზოგადი აზრი, ხოლო თავად შივაიტებს შივა გონიათ უზენაესი ღმერთი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 3 2009, 12:23 PM
პოსტი #29


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შივა ითვლება ცრუ ეგოს, დემონების და შავი ძალების მმართველად, ოღონდ თავად არაა შავი ძალა, უბრალოდ მართავს მათ. ისევე როგორც ციხის დირექტორი ციხეში დაახლოებით ასეა: როგორც კი მოიპარავ, მოკლავ ან რამე ხელშეკრულებას დადებ დემონურ ძალებთან, მაშინვე შივას კონფედენციის ქვეშ ექცევვი. ესაა ინდუისტების ზოგადი აზრი, ხოლო თავად შივაიტებს შივა გონიათ უზენაესი ღმერთი.

რამხელა ალოგიზმს ვხედავ და რამხელა არეულობას ერთს გონია, რომ ეშმაკებს და ბოროტებს ისე მართავს ბოროტებაში, რომ თავად ბოროტი არ იქნება, ტალახიანი ღორის მაგალითი დავიწყნიათ და მეორეს ეს ციხის დირექტორი და გენერალეშმაკი საერთოდ ღმერთად მიაჩნია...
სინემამუ თავად რას ფიქრობ ამ არეულობაში? smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 3 2009, 12:27 PM
პოსტი #30


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ყოველთვის როცა ღვთის შიშზეა ლაპარაკი, ეს შივას ეხება, იმიტომ რომ ესაა დამსჯელი ღმერთი. სამყაროს აღსასრულიც მისი ძალით მოხდება. სინამდვილეში შივაც ნახევარღმერთია, რომელიც მედიტაციაშია და უზენაესი ღმერთის ბრძანებას ელოდება და როცა დრო მოვა გაანადგურებს სამყაროს. ნოეს დროინდელი წყალდიდობაც მისი ნამოქმედარია. საერთოდ ინდოეთში ტენდენცია იყო იმისა, რომ როცა უჭირდათ და რაღაცის საშიშროების წინაშე დგებოდნენ უფრო მეტად შივას სცემდნენ თაყვანს, ხოლო როცა კარგად იყვნენ ვიშნუს. მე პირადად სხვადასხვა მიმდინარეობის აზრები მაქვს მოსმენუილი ვედებთან დაკავშირებით, კრიშნაიტების, ვუიშნუიტების და შივაიტებისაც. საბოლოოდ მაინც უნდა ითქვას რომ ინდუისტები ერთ უზენაეს ღმერთს აღიარებენ, უბრეალოდ სხვადასხვა სახელებს უწოდებენ მას. და ის შეხედულება რომ მათ ბევრი ღმერთი ყავთ მცდარია.

ციტატა
რამხელა ალოგიზმს ვხედავ და რამხელა არეულობას ერთს გონია, რომ ეშმაკებს და ბოროტებს ისე მართავს ბოროტებაში, რომ თავად ბოროტი არ იქნება, ტალახიანი ღორის მაგალითი დავიწყნიათ და მეორეს ეს ციხის დირექტორი და გენერალეშმაკი საერთოდ ღმერთად მიაჩნია...სინემამუ თავად რას ფიქრობ ამ არეულობაში?


მე ინდუისტების აზრი მოგახსენე. თავად საერთოდ სხვაგან ვარ ამჟამად (თუ შეიძლება საიდუმლოდ შევინახავ ჩემს ამჟამინდელ კონცეფციას smile.gif ) biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 3 2009, 12:53 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ციტატა(cinemamu @ Jun 3 2009, 06:28 AM) *

რეინკარნაციის თემა ცალკეა გახსნილი. ვედები სავსეა რეინკარნაციაზე მაგალითებით. მოვიყვან ყველაზე ცნობილი "ბჰაგავატ გიტას" ნაწყვეტს:

3. Именно эту древнюю йогу ныне тебе возвещаю,
Ибо ты друг Мой и бхакта; в ней высочайшая тайна.
Арджуна сказал:
4. Ты родился позднее, раньше Вивасвант родился,
Как же понять мне, что Ты её возвестил изначально?
Шри-Бхагаван сказал:
5. Много у Меня прошлых рождений, у тебя также, Арджуна,
Я знаю их все, ты же своих не знаешь, подвижник.
6. Я Атман, нерождённый, непреходящий, Я существ владыка,
И всё же, превосходя свою природу, Я рождаюсь собственной майей.
7. Всякий раз, когда ослабляется дхарма
И беззаконие превозмогает, Я создаю Себя сам, Бхарата.
8. Для спасения праведных, для гибели злодеев,
Для утвержденья закона из века в век Я рождаюсь.
9. Дивно Моё рожденье и Моё дело; кто это воистину знает,
Тот не возрождается; покидая тело, ко Мне он идёт, Арджуна.
რეჟისორის ფანტაზიას შეუძლია სიუჟეტი შეცვალოს, მაგრამ ფაბულას და ფაქტს ვერ შეცვლის. მითუმეტეს რელიგიურ თემებზე. და ძალიან გთხოვ სიტყვებზე ნუ მეკიდები და ცოტა კორექტული იყავი კი გიხდება სიცილი, მაგრამ მაინც.. a075.gif
იქ ანგელოზების სისტემას ნახევარღმერთების სისტემას ეძახიან. ნახევარღმერთების მმართველად კი ინდრა ითვლებოდა. (იგივე ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში. და საერთოდ ვისაც ბერძნები ღმერთებს უწოდებდნენ ინდუიზმში ეგენი ნახევარღმერთებადაა ცნობილი). ასევე გვხვდება ნახევარღმერთების დემონების მხარეზე გადასვლის ფაქტებიც. მოკლედ ვედები ძალიან ვრცელია და რას არ ნახავ კაცი biggrin.gif



ისე მე რომც ვცდებოდე არაფერია ამ საკითხებში, მაგრამ შენ, რომელიც ასე დაინტერესებული ხარ აღმოსავლური რელიგიებით წესით უნდა იყო გაცნობიერებული იმ საკითხში, რომ 5000 წლოვან ვედებში და საერთოდ ინდურ რელიგიურ წარმოდგენებში რეინკარნაციის თემა ჩვენს წელთააღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში ჩნდება (ანუ სერიოზული რელიგიური ცვლილება სახეზეა), ხოლო ვედების წერილობითი ფიქსაცია არა ძველი წელთააღრიცხვის, არამედ ჩვენი წელთააღრიცხვის პერიოდში მომხდარი ფაქტია

[პოსტი ჩასწორებულია - განყოფილებაში დაუშვებელია ასოების გაფერადება და გადიდება]


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 3 2009, 01:08 PM
პოსტი #32


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ისე მე რომც ვცდებოდე არაფერია ამ საკითხებში, მაგრამ შენ, რომელიც ასე დაინტერესებული ხარ აღმოსავლური რელიგიებით წესით უნდა იყო გაცნობიერებული იმ საკითხში, რომ 5000 წლოვან ვედებში და საერთოდ ინდურ რელიგიურ წარმოდგენებში რეინკარნაციის თემა ჩვენს წელთააღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში ჩნდება (ანუ სერიოზული რელიგიური ცვლილება სახეზეა), ხოლო ვედების წერილობითი ფიქსაცია არა ძველი წელთააღრიცხვის, არამედ ჩვენი წელთააღრიცხვის პერიოდში მომხდარი ფაქტია.



ნწ smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 3 2009, 11:40 PM
პოსტი #33


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თუ ვინმეს სურვილი ექნება მთელ ბჰაგავატ გიტას დავდებ აქ... ეინშტეინის სამაგიდო წიგნი იყო ბოლოს და ბოლოს ცხოვრების დასასრულს smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 4 2009, 12:37 AM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(cinemamu @ Jun 3 2009, 01:08 PM) *

ნწ smile.gif


ცოტა მეტს რომ წაიკითხავ, გაიგებ. სხვათა შორის მერე არასწორ აზრსაც კი ნორმალურად უპასუხებ. შენი პასუხი ინდიკატორია შენი სულიერი მდგომარეობის.

ისე სხვათა შორის სომხები საქართველოში მცხოვრები ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობაა და ეთნიკური ჯგუფის უაპელაციოდ ქურდებად გამოცხადება არაა მოსაწონი საქციელი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თემის სათაურში მოყვანილი ფორმულირება უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ეთნიკური შუღლის გამომწვევი. თუმცა ფორუმის წესებით პოსტის გამუქება უფრო დიდი დარღვევაა ვიდრე ეთნიკური შუღლის პროვოცირება.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 4 2009, 12:47 AM
პოსტი #35


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ისე სხვათა შორის სომხები საქართველოში მცხოვრები ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობაა და ეთნიკური ჯგუფის უაპელაციოდ ქურდებად გამოცხადება არაა მოსაწონი საქციელი.სხვაგვარად რომ ვთქვათ, თემის სათაურში მოყვანილი ფორმულირება უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ეთნიკური შუღლის გამომწვევი. თუმცა ფორუმის წესებით პოსტის გამუქება უფრო დიდი დარღვევაა ვიდრე ეთნიკური შუღლის პროვოცირება.



მე მაპატიეთ...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 4 2009, 12:48 AM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(cinemamu @ May 31 2009, 08:45 AM) *

ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს შორის ბევრი საერთოა. განსაკუთრებით დიდი ტრადიციის რელიგიაა ინდუიზმი. და მას ბევრი საერთო აქვს ჩვენს რელიგიასთან. მაგალითად მოვიყვან ნოეს კიდობანის ისტორიას, რომელიც თითქმის ზუსტად ემთხვევა მანუს კიდობანის ისტორიას (ეს ცნობილი ისტორიაა ვიშნუ-პურანებიდან) როგორ შეაფასებთ ამას, დამთხვევაა? მითუმეტეს რომ ამ ისტორიის ხელნაწერები ძალიან ძველია და ინდოელები სომხები არ არიან რომ ქრისტიანობისგან მოეპარათ biggrin.gif


oops.gif


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 4 2009, 02:46 AM
პოსტი #37


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ზვარე
ციტატა
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თემის სათაურში მოყვანილი ფორმულირება უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ეთნიკური შუღლის გამომწვევი. თუმცა ფორუმის წესებით პოსტის გამუქება უფრო დიდი დარღვევაა ვიდრე ეთნიკური შუღლის პროვოცირება.

იუმორი ზომიერების ფარგლებში არ არის აკრძალული, განსხვავებით ცინიზმისა!
იმედი მაქვს თემას დაუბრუნდებით, თორემ კვლავ მომიწევს პოსტების შლა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 24 2009, 01:36 PM
პოსტი #38


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მეც დავბრუნდიიიი a075.gif კაიროს სად ხარ? აქ ვიკამათოთ რეინკარნაციაზე?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 8 2011, 04:12 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559




!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 8 2011, 04:20 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



რეინკარნაცია და ქრისტიანობა





თანამედროვე ოკულტური სისტემების (თეოსოფია, შტაინერიზმი, ასტროლოგია და სხვ.) ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას რეინკარნაცია, ანუ სულთა გარდასხეულების (მეტემფსიქოზის, სულთა ტრანსმიგრაციის) თეორია წარმოადგენს, რომელიც თავის დასაბამს ინდურ რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) იღებს. სწორედ რეინკარნაცია და მასთან დაკავშირებული კარმული კანონია ის ძირითადი იდეა, რაც საერთოა ამ სამი რელიგიისათვის და თავიდან ბოლომდე განმსჭვალავს სამივე მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თეოლოგიური და კოსმოლოგიური შეხედულებებით ეს სამი რელიგია ფრიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ ინდუიზმი პანთეისტური იდეალიზმია, ბუდიზმი - რელიგიური აგნოსტიციხმი, ჯაინიზმი კი - ათეიზმი.

თავის მხრივ, ინდუიზმი და ბუდიზმი უხვად ასაზრდოებენ თანამედროვე ოკულტურ სწავლებებს და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მეტემფსიქოზის თეორია აგრერიგად პოპულარულია ოკულტიზმის ადეპტთა შორის. მათი მტკიცებით, რეინკარნაცია დამახასიათებელია უძველესი დროიდან მოყოლებული ყველა რელიგიისათვის და იგი თვით ქრისტიანობისთვისაც არ არის უცხო. ე.რერიხის აზრით, ადრეული ქრისტიანობა აღიარებდა მეტემფსიქოზს და იგი თურმე მხოლოდ VI საუკუნეში აუკრძალიათ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 553 წელს.

უძველეს ხალხთა მითოლოგიისა და რელიგიის გაცნობას საპირისპირო დასკვნამდე მივყავართ. რეინკარნაციას არ იცნობს არც შუმერთა, არც ძველ ეგვიპტელთა და არც ძველი აღთქმის თანატოლოგია. რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისათვის. მართლაც ძველ ეგვიპტეში უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს - პირამიდას უშენებდნენ. საყურადღებოა, რომ მეფეთა და დიდგვაროვანთა პატივით დაკრძალვა, როდესაც მიცვალებულს თან ათასგვარ სიმდიდრესა და მსახურებსაც კი ატანდნენ, მრავალი ძველი ხალხის ყოფისათვის იყო დამახასიათებელი. შუმერებიც, ებრაელებიც და ძველი ბერძნებიც გარდაცვლილ სულთა სამკვიდროდ საიქიო ქვეყანას მიიჩნევდნენ, რომელსაც შუმერულად „ქური“ ეწოდება, ებრაულად „შეოლი“, ხოლო ბერძნულად „ჰადესი“ და რომლიდანაც უკან არავინ ბრუნდება. იქ სულები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხადია, რომ გარდაცვლილთა სულებზე ამგვარი წარმოდგენები სავსებით ეწინააღმდეგება რეინკარნაციის შესახებ სწავლებას. ეს უკანასკნელი არც ძველ ჩინურ რელიგიებში (კონფუციანელობა, დაოსიზმი) ჩანს, პირიქით, ჩინურ ტრადიციაში დიდი ადგილი ეთმობა წინაპართა სულებზე ზრუნვას, რომელიც მკაცრი, რიგორისტული წესებით აღესრულება. მეტიც, მეტემფსიქოზის თეორიას ვერ ნახავთ თვით ინდოელთა უძველეს რელიგიაში - ვედიზმში. ვედური ტექსტები (XVI ს. ჩვ.წ.აღ-მდე), ამის შესახებ არაფერს ამბობენ. რეინკარნაციის შესახებ ცნობა პირველად უპანიშადებში გვხვდება (VI ს. ჩვ.წ.აღ-მდე). სულთა გადასახლებას არ იცნობს არც ზოროასტრიზმი, უცხოა იგი ისლამისთვისაც. თვით გნოსტიკოსთა შორისაც მას მხოლოდ ვასილიდე და კარპოკრატე იზიარებდნენ.

ეგვიპტურ გარემოში მეტემფსიქოზზე სწავლება პირველად ე.წ. „ჰერმეტიკულ კორპუსში“ ჩნდება, მაგარამ ჰერმეტიზმი სულაც არაა ძველეგვიპტური წარმოშობის. იგი ახ.წ. III ს-შია დაწერილი ბერძნულად და სტოიციზმისა და პლატონიზმის კვალი ატყვია. ბერძნულ სინამდვილეში მეტემფსიქოზზე ცნობები შემოინახეს ორფიკულმა ტექსტებმა, სულთა გადასახლებას აღიარებდა პითაგორაც, რომლის მოძღვრებაც არ იყო წმინდა ბერძნული მოვლენა. პითაგორას მისტიკური ფილოსოფია მკვეთრ დისონანსს ქმნის საერთო ბერძნული ფილოსოფიის რაციონალისტურ ხაზთან. ის ფაქტი, რომ პითაგორა თავს ტროას ომის მონაწილე ევფორბის განსხეულებად თვლიდა, შემდგომში მახვილგონივრულად გააკრიტიკა ტერტულიანემ. მეტემფსიქოზის შესახებ სწავლების დამკვიდრებას ანტიკურ წარმართობაში ხელი შეუწყო პლატონის მოძღვრებამ, რომელმაც დასრულებული სახე ნეოპლატონიზმში მიიღო. რაც შეეხება იუდეურ ტრადიციას, მისთვის რეინკარნაციის ცნება უცხო რჩებოდა თვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც და მხოლოდ VIII საუკუნეში მიიღო იგი კაბალამ, რომელმაც სრულიად გაითავისა და ჩამოყალიბებული სახე მისცა სულთა ტრანსმიგრაციის შესახებ სწავლებას (სხვათა შორის სულთა გადასახლებას აღიარებენ თანამედროვე ტოტალიტარული სექტის - „საიენტოლოგიის“ მიმდევრებიც).

როგორც ვხედავთ, მიუხედავად თეოსოფოსთა დაჟინებული მტკიცებისა, რეინკარნაცია არ არის არც უძველესი და არც საყოველთაო-რელიგიური სწავლება. იგი ბევრად უფრო გვიანდელია და მხოლოდ გარკვეული რელიგიებისა და ფილოსოფიური სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ქრისტიანობას, მისთვის, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მეტემფსიქოზი თავისი არსით სრულიად უცხო და მიუღებელ სწავლებას წარმოადგენს და პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, რის გამოც რეინკარნაციის დოქტრინას მკვეთრად დაუპირისპირდნენ ქრისტიანობის პირველი აპოლოგეტები: იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე სირიელი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მუნციუს ფელიქსი და სხვები, რომლებიც დაუზოგავად ამხელდნენ პლატონისა და პითაგორას სწავლებას სულთა მარადიული არსებობისა და მეტემფსიქოზის შესახებ. რეინკარნაციის თეორიას აკრიტიკებს აგრეთვე ანტიკური ფილოსოფიისადმი თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი.

აშკარად და ერთმნიშვნელოვნად გმობს მეტემფსიქოზს მთელი IV-V საუკუნეების პატრისტიკა (კაბადოკიელი მამები, იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი, მეთოდე ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვ.). რეინკარნაციის თანამედროვე მომხრენი განსაკუთრებით ხშირად ორიგენეს პერსონით სპეკულირებენ. ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა. ამ კრებამ უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორიგენეს სწავლებათა სიმცდარე, რადგან, როგორც ჩანს, იყო მათი ხელახლა აღორძინებისა და ეკლესიურ სწავლებაში შემოტანის მცდელობა. კრების ოქმებში კი სიტყვა მეტემფსიქოზი საერთოდ არაა ნახმარი. სხვათა შორის, ეკლესიამ ასევე დაგმო XI საუკუნეში იოანე იტალოსის რეინკარნაციული იდეები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესია სწორედ მაშინ რეაგირებდა მწვავედ ქრისტიანობისათვის უცხო, მწვალებლურ სწავლებებზე, როცა ამის საჭიროება დგებოდა. ასე რომ, საფუძველშივე მცდარია ის აზრი, თითქოს ეკლესია VI საუკუნემდე იწყნარებდა სულთა გადასახლების თეორიას და შემდეგ რაღაც ახირების გამო უარყო იგი. თეოსოფოსთა მტკიცებას უარყოფს ის ფაქტიც, რომ მონოფიზიტი ქრისტიანები (სომხები, კოპტები, ეთიოპიელები), რომლებიც ქალკედონიის IV მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ (451 წ.) ჩამოსცილდნენ ერთიან ეკლესიას და მათთვის V საეკლესიო კრება არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, სულაც არ იზიარებენ რეინკარნაციის თეორიას. ანალოგიური მდგომარეობაა ნესტორიანელებშიც, რომლებიც დედა ეკლესიას კიდევ უფრო ადრე, ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ (431 წ.) დაშორდნენ. ეს რაც შეეხება საკითხის ისტორიულ მხარეს; ახლა განვიხილოთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება რეინკარნაციის თეორია მისგან გამომავალი ყველა შედეგითურთ ქრისტიანობას.

უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმიურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა „ჩვენი“ ახალი სხეულების ფორმირებისას, ე.ი. ცოდვაა ის დემიურგი, რომელიც ქმნის და ინახავს ადამიანურ ინდივიდუალობას.

მეტემფსიქოზის თეორიის მიხედვით, ადამიანს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვა მომდევნო ცხოვრებისას თავად დაატყდება თავს. პლოტინი წერდა, რომ „ის, ვინც მოკლავს საკუთარ დედას, შემდგომში თვითონაც საკუთარი შვილის ხელით მოკვდებაო“ (ენეადები III,2), ხოლო თანამედროვე დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“. კარმის შესახებ ამგვარად ფორმულირებული სწავლება „ბოროტების შენახვის კანონის“ სახეს იღებს, ე.ი. გამოდის, რომ ჩემს მიერ (და სხვათა მიერ) ჩადენილი ცოდვა აღარასოდეს გაქრება. კარმულღ კანონისათვის უცხოა ბიბლიის სიტყვები: „შენ ხარ ღმერთი შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე“ (ნეემია 9,17).

ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც. ეს კი სიკეთისა და ბოროტების განმასხვავებელი კრიტერიუმის არარსებობას მოასწავებს, მართლაც, თუ სულის მაღალ, ზეციურ რანგში მყოფობა არ შეიცავს სიხარულის სისრულეს, რამეთუ იქაც შესაძლებელი და მეტიც, გარდუვალია ცოდვა, ხოლო ამავე დროს ხეს, თაგვს, მაიმუნს, ღორს, შეიძლება რაიმე სათნოება გააჩნდეთ, რაც მათ უკეთესი გარდასხეულებისაკენ მიიყვანს. თუ ვაღიარებთ, რომ სული, რომელიც ზეცაში იმყოფება, ცოდვაში ჩავარდნის გამო სხეულებრივ ცხოვრებას იწყებს და შემდეგ კვლავ ზეცად ბრუნდება, გამოდის, რომ სხეულებრივი სიცოცხლე ხელს უწყობს ცოდვისაგან განწმენდას, ხოლო სულიერი ცხოვრება ზეცაში ბოროტების საწყისად გვევლინება. როგორც ვხედავთ, მეტემფსიქოზის თეორია შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს: თვლის რა სხეულებრივ ბუნებას ვნებისადმი დაქვემდებარებულად, იგი იმავდროულად ამტკიცებს, რომ ვნებიან გარემოცვაში შესაძლებელია ვნებათაგან განწმენდა, ხოლო მიიჩნევს რა ზეცას უვნებო ყოფიერების სფეროდ, მაინც უშვებს, რომ სწორედ იქ იწყება ყოველგვარი ვნება და შესაბამისად ცოდვაც. ამ შემთხვევაში საქმეს არ შველის ის ფაქტი, რომ რეინკარნაციის ზოგიერთი მიმდევარი უარყოფდა ადამიანის სულის ცხოველისა და მცენარეში ჩასახლების შესაძლებლობას და მხოლოდ სულის ერთი ადამიანიდან მეორეში გადასახლებას აღიარებდა. მაგ., პლოტინის მოწაფე პორფირიუსს სამარცხვინოდ მიაჩნდა იმის წარმოდგენა, რომ ქალს, რომლის სულიც ცხენის სხეულში ჩასახლდებოდა, შესაძლებელი იყო ზურგით ეტარებინა საკუთარი შვილი, მაგრამ, როგორც ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს: „განა ნაკლებ საშინელი და სამარცხვინოა იმის წარმოდგენა, რომ იგივე ქალი, რომელიც შემდგომში ქალწულის სხეულით იქნება შემოსილი, შესაძლებელია საკუთარ ვაჟს გაჰყვეს ცოლადო“ (ღვთის ქალაქი X,30).

მეტემფსიქოზის თეორია პლატონური სპირიტუალიზმიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც სხეული, როგორც მატერიალური საწყისი სულის დილეგია, პლატონი „კრატილოსში“ სხეულს (ბერძნ. სომა) და საფლავს (სემა) აიგივებს, ხოლო პლოტინს რცხვენოდა, რომ სხეული გააჩნდა. ინდუიზმის მიხედვით კი, რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი უპიროვნო აბსოლუტი - ბრაჰმანი, რომელიც ადამიანში ატმანის სახით ვლინდება (იგი აბსოლუტის იგივეობრივია). ცხოვრება ბოროტებაა (მარა), სამყარო ოილუზია (მაია). ასევე მირაჟია ადამიანური სხეულიც, რომელსაც ტანისამოსზე მეტი ღირსება არ გააჩნია. იგი უფრო უცხოა სულისათვის, ვიდრე სამოსი. ინდუიზმი და ბუდიზმი არ იცნობს პიროვნებას, როგორც სულიერ-ფიზიკურ მონადას, რეინკარნაციის თეორია ადამიანს არწმუნებს, რომ ცოდვა ადამიანის არსებას არ ეხება, რომ იგი რაღაც უცხო რამ არის, ხოლო ადამიანის არსება - ატმანი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფება. პიროვნების უარყოფით მეტემფსიქოზის მომხრენი სიყვარულის ადგილს აღარ ტოვებენ, რადგან სიყვარულის ობიექტი მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს. მოყვასის სიყვარული - ილუზიაა, რადგან მალე ისინი სხვა სხეულებში გადასახლდებიან და სამარადისოდ გაგვშორდებიან. ავადმყოფი ბავშვის სარეცელთან მწუხარედ დახრილი დედა, ან მომაკვდავი დედისაგან კურთხევის მომლოდინე შვილები - მხოლოდ ნიღაბია, წარმოდგენაა, ამიტომაც ამბობდა სვამი ვივეკანანდა: „იცინეთ განშორების ჟამს“. ქრისტიანობა კი პიროვნულ უკვდავებას გვასწავლის. იგი მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, რომელიც იმქვეყნადაც მიგვყვება, ქრისტიანული ეკლესია აერთიანებს ამქვეყნად მყოფთაც და გარდაცვლილთაც. ქრისტიანობა ოჯახს პატარა ეკლესიად მიიჩნევს, რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს? რა ფასი აქვს ამგვარ ცოლ-ქმრულ ერთობას, თუკი იგი მხოლოდ ეტაპია მომავალი განსხეულების გზაზე? როგორც ცნობილი არგენტინელი მწერალი, ლუის ბორხესი გადმოგვცემს, მაჰათმა განდი საავადმყოფოების მშენებლობის წინააღმდეგი იყო, რადგან ისინი თურმე ხელს უშლიან კარმის კანონის ბოლომდე მოქმედებას.

პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული სიცოცხლისათვის.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 02:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი