IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი
realoba
პოსტი Dec 15 2011, 06:29 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



აღსარებაზე ვსაუბრობდით,, მკითხა რატომ აბარებო..

ამგვარად ვუპასუხსე: >>>სინანულის საიდუმლო უფალმა მაშინ დაადგინა, როდესაც იგი აღდგომის შემდგომ გამოეცხადა თავშეყრილ მოწაფეებს და ბრძანა: მიიღეთ სული წმიდაი. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მას მღვდელთნ აღსარება არ სჭირდება და პირდაპირ ესაუბრება უფალს, მაგრამ უკვე აღვნიშნეთ, მაცხოვარი რას ეუბნება თავის მოწაფეებს: ვისაც თქვენ მიუტევებთ, მიეტევოსო. ამიტომ სულიერი მოძღვრის გარეშე შეუძლებელია ცოდვების მონანიება.

მან კი ამგვარად მიპასუხა:>>>>> ebraelta 7:18 dan 28 chatvlit an 7: 17 dan daiwye 7:27 kargad weria .biiliss zusti konteqsti waikitxe ras ambobs gmdvlebze da vin aris gmdelmtavari.cveli agtmis tanaxad martalia ag axal agmtmashi es ukve ase ara

რა უნდა ვუპასუხო?? გთხოვთ დამეხმარეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 15 2011, 07:43 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



realoba
ჯერ კითხე, თუ რატომ აღარაა ძველ აღთქმაში ჩაწერილი სიტყვები მათთვის მისაღები. რას ქვია ძველ აღთქმაში იყო და ახალში აღარაა?
საიდან დაადგინეს, რომ ძველი აღთქმის სამღვდელოება გაუქმდა, რითი ადასტურებენ ამ მოსაზრებას?

განა თავად პავლე მოციქული არ ადგენს ახალი აღთქმის სამვდელოებას, როცა ხელს ასხამს ეპისკოპოსებს, ხუცესებს (მღვდლებს) და დიაკვნებს?
ეს ყოველივე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ვრცლად აქვს ნათქვამი მოციქულს.

უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის სამღვდელოება კი არ გაუქმდა, რომლის თქმაც სჩვევიათ სექტანტებს, არამედ შეიცვალა ახლით, ვინაიდან რჯულთან ერთად იცვლება რჯულის მსახურიც.


თუ რაიმეში დაგაბნია, ან პასუხს გთხოვს, დაწერე და გიპასუხებთ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Dec 16 2011, 12:41 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



აუ მეც მაინტერესებს ერთი რაღაც და შეგილიათ მიპასუხოთ?
მე იაგოველმა მეგობარმა მკითხა რაატომ ეძახით მოძღვარს მამასო როცა სახარებაში უფალი გარკვევით ამბობს რომ ჩემ გარად არავის დაუძახოთ მამა და მოძგვარიო . იქნებ ამაზეც გამცეთპასუხიი


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 16 2011, 02:32 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



gvanchi
ჩვენ გვქონდა ასეთი თემა, საინტერესო დისკუსიებით. იქნებ დაგაინერესოთ

რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Dec 16 2011, 03:17 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



ციტატა(k@the @ Dec 16 2011, 02:32 PM) *

gvanchi
ჩვენ გვქონდა ასეთი თემა, საინტერესო დისკუსიებით. იქნებ დაგაინერესოთ

რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?

გაიხარე დიდი მადლობაა mpua.gif


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 16 2011, 08:54 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(gvanchi @ Dec 16 2011, 12:41 PM) *

აუ მეც მაინტერესებს ერთი რაღაც და შეგილიათ მიპასუხოთ?
მე იაგოველმა მეგობარმა მკითხა რაატომ ეძახით მოძღვარს მამასო როცა სახარებაში უფალი გარკვევით ამბობს რომ ჩემ გარად არავის დაუძახოთ მამა და მოძგვარიო . იქნებ ამაზეც გამცეთპასუხიი

ამ თემაზეც საინტერესო პოლემიკა გვქონდა მე და მოწმეებს.
ძალიან აბნევენ ისინი მათეს სახარებაში ჩაერილი მუხლით მართლმადიდებელ მორწმუნეებს, კერძოდ: "ნურც მამას უწოდებთ ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ ზეციერი"(მათე 23, 9).
სანამ უშუალოდ სახარებიდან კონკრეტული მუხლების მითითებაზე გადავიდოდეთ ამ საკითხზე (თუ გაინტერესებს), იქამდე ლოგიკურად ვიმსჯელოთ და ასე უფრო შეძლებ, რომ სწორ აზროვნებაზე მოიყვანო ის შენი სექტანტი მეგობარი.

საუბარი ამგვარად დაუწყე, რომ თუ შენ (ანუ მიმართავ იმ შენ იეღოველ მეგობარს) ჭეშმარიტად დარწმუნებული ხარ, რომ მორწმუნემ მამა არავის უნდა უწოდოს ქვეყანაზე, მაშინ ჯერ შენი ოჯახიდან დაიწყე ამ რელიგიური რეფორმის გატარება. ჯერ შენი ლექსიკონიდან ამოიღე ეს "აკრძალული" სიტყვა, რომლის გამეორებაც ხშირად გიწევს და მერე გადასწვდი მართლმადიდებელ ეკლესიას-თქო.

განა მართლმადიდებლები ვართ დამნაშავე იმაში, რომ ეკლესიას აღვიქვამთ ერთ დიდ ოჯახად?
ვერ ვხვდები რატომ უნდა გავიტანო ოჯახიდან სიტყვები "მამა", "დედა", "ძმა"?

თუ პირდაპირ ვიგებთ ამ მუხლს, მაშინ ბოლომდე პირდაპირ გავიგოთ.
გასაგებად ამბობს უფალი, რომ მამა მთელ ქვეყანაზე არავის უწოდოთო. მაშინ რა უნდა დავუძახოთ იეჰოვას მოწმეთა ლოგიკით, მშობელ მამას?


ასე შეგიძლია ლოგიკურად გააჩუმო, ხოლო თუ ბიბლიური სწავლება მოგთხოვეს, ან ბიბლიური არგუმენტი ვინმეს მიმართ "მამის" დაძახებაზე, მაშინ ამაზეც უამრავი მაგალითი არსებობს წმინდა წერილში, რომლებსაც თუ დაგაინტერესებს, ან თუ დაგჭირდება, დაგიწერ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Dec 16 2011, 09:30 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



ტაძრიდან ვაჩრების გამოყრაზეც გვქონდა დებატები, კიდევ ღმერთმა თქვა ოფლით უნდა იშოვო ფული და მგვდლები ეგრე რატომ არ შვებიანო , უუუფ იმდენი კითხვა დამაყარა და დამაბნია რომ მამაომ მითხრა აღარ ესაუბრო იაგოვლებსო sad.gif

პპირველი საუკუნის ქრისტიანები რატო არ შერაცხეს წმინდანებად მაშინდელმა ქრისტიანება თუ საჭიროება მოითხოვდა ამას__ამ კითხვაზე რა უნდა ვუპასუხო? 003.gif

იოან. 14:6, 14,: „უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ. და რაც უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ“ (იესოს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ მამას მხოლოდ მისი მეშვეობით უნდა მივუახლოვდეთ და, თუ რამეს ვთხოვთ, იესოს სახელით უნდა ვთხოვოთ)______ეს დამიკოპირა და მითხრა რატო თხოვ დახმარებას სხვა წმინდანებსო , ვერც ამაზე ვუპასუხე sad.gif

1 ტიმ. 2:5, სსგ: „ერთია ღმერთი, და ერთია შუამდგომელი ღმერთსა და კაცთა შორის, კაცი ქრისტე იესო“ (ამ მუხლიდან გამომდინარე, ქრისტეს კრების წევრებისთვის სხვა შუამავალი არ უნდა არსებობდეს


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 16 2011, 09:48 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gvanchi
ციტატა
ტაძრიდან ვაჩრების გამოყრაზეც გვქონდა დებატები

როგორ ყველაფერი პირდაპირ ესმით!

ჯერ ერთი სახარებაში დაკონკრეტებულია, თუ ვინ გამოდევნა უფალმა ტაძრიდან. ესენი იყვნენ ვაჭრები, ცხოველთა და ფრინველთა გამყიდველები, გადამხურდავებლები და არა ტაძრის მსახურები, რომლებიც ლოცვისა და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთებს ყიდიან. ისიც არა შუა ტაძარში, არამედ შესასვლელში-სტოაში.

მეორე-ამ ვაჭრებში, წმინდა მამათა განმარტებით (რომლეც მათ ნაკლებად აინტერესებთ) იგულისხმება მოვაჭრე სამღვდელოება, რომლებიც ფულს ითხოვენ საეკლესიო საიდუმლობების აღსრულებაში და მღვდლობა ფულის, შემოსავლის წყაროდ უქცევიათ.

მეორე განმარტება არაა საჭირო სექტანტთათვის.
ციტატა
კიდევ ღმერთმა თქვა ოფლით უნდა იშოვო ფული და მგვდლები ეგრე რატომ არ შვებიანო

მათთვის, როგორც ჩანს ძალიან ადვილი საქმეა მთელი დღე გადარბენაზე იყო.
წირვა-ლოცვა, პარაკლისები, პანაშვიდები, სახლის, მანქანის, საფლავის კურთხევები, აღსარება, ნათლობები, ჯვრისწერები, სულიერ შვილებთან საუბრები და რავიცი, რამდენი რამ ჩამოვთვალო.
ჩემთან ტაძარში, ამ ყოველივეს ერთი მღვდელი აღასრულებს, როცა მე სანამ საკურთხეველს თავიდან ბოლომდე დავალაგებ, წელში ვწყდები ხოლმე, იმდენი საქმეა და მოძღვარმა ათასი გადარეული უნდა მიიღოს და წესიაერი პასუხი მიაგოს, არავინ დატოვოს უყურადღებოდა და თითოეულის თხოვნა დააკმაყოფილოს.

თუ ისინი იტყვიან, რომ ეს ადვილი საქმეა, მე ხელები ამიწევია.
ერთხელ დავესწარი მათ შეკრებას - ე.წ. "კონგრესს" და მათ "უხუცესებს" თუმე იმდენი საქმეები ქონიათ, რომ წესივრად ვერ იცლიან ოჯახებისთვის.
და რას აკეთებენ? დღეში მაქსიმუმ ორი საათი ქადაგებენ და მერე სახლში ისვენებენ, ხოლო მღვდელმა, ვისაც რა გაახსენდება და მოუნდება, ყველას სურვილი უნდა დააკმაყოფილოს და ამის შემდეგ თურმე ის იმის ღირსიც კი არ არის, რომ ოჯახში პურის ფული მაინც შეიტანოს.
ალბათ იეჰოვას მოწმეებმა კარგად იციან ჰაერით კვების პრაქტიკა და იქნებ გვასწავლონ?

უნამუსოები ეგენი!
მოვიშალე ნერვებზე...

განა პავლე მოციქული არ ამბობს, რომ "ჩვენ თქვენთვის სულიერად ვზრუნავთ და რა დიდი ამბავია თქვენგან ხორციელი მივიღოთ"-ო.
მასაც იმდენად დააყვედრეს შემოწირულობები, რომ ეს ათქმევინეს.
განა ეს სირცხვილი არაა?
ციტატა
უუუფ იმდენი კითხვა დამაყარა და დამაბნია რომ მამაომ მითხრა აღარ ესაუბრო იაგოვლებსო

თავის დანებება არაა გამოსავალი...
შენ შენი პოზიციისა და აღმსარებლობის დაცვა უნდა შეგეძლოს, თუკი პრეტენზია გაქვს, რომ ჭეშმარიტი რელიგიის წარმომადგენელი ხარ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Dec 16 2011, 09:56 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



გაიხარე დიდი მადლობააა მართალია აგარ ვეკამათებოდი იაგოვლებს მაგრამ ძააან მაწუხებდა უპასუხო კითXვები ძალიან გთXოვ ამაზეც მიპასუხე : უფრალი სახლში ქადაგებდა დალოცულობდა და არააა ეკლესიაში და თქვენ რატომ დადიხართ ეკლესიაშიო_მაგაზე რა ვუპასუხო?


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 16 2011, 10:12 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
პპირველი საუკუნის ქრისტიანები რატო არ შერაცხეს წმინდანებად მაშინდელმა ქრისტიანება თუ საჭიროება მოითხოვდა ამას__ამ კითხვაზე რა უნდა ვუპასუხო?

რა უნდა უთხრა, როცა საღვთო გარდამოცემის არ ჯერათ? არადა წმინდა წერილი მოითხოვს მის აღიარებას.
სწორედ მასშია აღწერილი მოციქულთა მიერ ხელდასხმები და უამრავი საეკლესიო საიდუმლოს ჩამოყალიბება-დადგინება.

ეკლესია ყალიბდებოდა და იწმინდებოდა საუკუნეების განმავლობაში. იწერებოდა საეკლესიო კანონიკა და აკრძალვები.
საეკლესიო გადმოცემაშია მოცემული წმინდანდ შერაცხვის საკითხიც, რომელიც მოციქულთა სწავლებებიდან იღებს დასაბამს.

აბა კითხე, თუ ვინ იყვნენ ის წმინდანები, რომლებიც იოანეს "გამოცხადებაში" დგანან უფლის ტახტის წინაშე და დედამიწაზე მცხოვრებ მორმუნეთათვის ევედრებიან?
ვინ შერაცხა ისინი წმინდანებად?
ან რას გულისხმობს მოციქული პავლე, რომელიც წმინადნებს მოიკითხავს?
ვინ რაცხავს მათ წმინადნებად? ვინ გამოარჩევს? ვინ და პავლე! ხოლო პავლე ვინ იყო? -ქრისტეს ეკლესიის თავი.
ციტატა
იოან. 14:6, 14,: „უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ. და რაც უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ“ (იესოს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ მამას მხოლოდ მისი მეშვეობით უნდა მივუახლოვდეთ და, თუ რამეს ვთხოვთ, იესოს სახელით უნდა ვთხოვოთ)______ეს დამიკოპირა და მითხრა რატო თხოვ დახმარებას სხვა წმინდანებსო , ვერც ამაზე ვუპასუხე

ჯერ ერთი მოყვანილ ციტატაში წმინდანდების პატივისცემა აკრძალული არ არის. აქ საუბარია თაყვანისცემასა და მსახურებაზე, რომელიც მხოლო ღმერთს უნდა მივაგოთ. ჩვენ წმინდანებს არ ვემსახურებით და არ ვცემთ თაყვანს, როგორც ღმერთს, არამედ წმინდა წერილის სწავლებით, პატივს ვცემთ მათ, როგორც ღვთის ერთგულ მსახურებს.

სახარებაში კი მრავლადაა მუხლი, სადაც ღვთის წინაშე სათნოდ მცხოვრებ ადამიანებს წმინდანები ეწოდებათ:

„არამედ როგორც წმიდაა თქვენი მხომებელი, თქვენც წმიდანი იყვენით ყველა თქვენი მოქმედებისას. ვინაიდან დაწერილია: წმიდანი იყვენით, რადგან მე წმიდა ვარ“ (1 პეტრ. 1, 15-16);

„აჰა, მოვიდა უფალი, მისივე წმიდაღა სიმრავლით“ (იუდ. 1, 14);

„ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხვენ ქვეყანას? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება ქვეყანა, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?“ (1 კორ. 6, 2);

„რომელიც არ გამჟღავნდებია კაცის ძეთა სხვა თაობებს, როგორც აწ გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთ“ (ეფეს. 3, 5).
ციტატა
1 ტიმ. 2:5, სსგ: „ერთია ღმერთი, და ერთია შუამდგომელი ღმერთსა და კაცთა შორის, კაცი ქრისტე იესო“ (ამ მუხლიდან გამომდინარე, ქრისტეს კრების წევრებისთვის სხვა შუამავალი არ უნდა არსებობდეს

კი ბატონო, მამ ღმერთთან შუამავალი არის იესო, რომელიც კაცად არის მოყვანილ მუხლში ნახსენები.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქრისტე, როგორც ადამიანი - ადამიანებს შუამდგომლობს მამა ღმერთთან. ამაში არაფერია დამაკნინებელი და გაუგებარი, რადგან იესო კაცობრივი ბუნების მატარებელიც არის.

მაგრამ ისმის კითხვა, ვინ უნდა გვიშუამდგომლოს იესო ქრისტესთან?
ვინ და წმინდანებმა, რომლებიც ვახსენე კიდეც, როცა მისი ტახტის წინაშე იდგნენ და მორწმუნეთათვის ევედრებოდნენ.

gvanchi
ციტატა
უფრალი სახლში ქადაგებდა დალოცულობდა და არააა ეკლესიაში და თქვენ რატომ დადიხართ ეკლესიაშიო_მაგაზე რა ვუპასუხო?

biggrin.gif biggrin.gif
ესეც მათი წმინდა წერილის ცოდნის უმაღლესი გამოვლინება...

უფალი ყველგან ქადაგებდა, სადაც ამის შესაძლებლობა და საჭიროება იყო: ტაძებშიც, სახლებშიც, ზღვის პირასაც და მთაზეც.

ტაძარი რა იყო? ქადაგებდა თუ არა იესო ტაძრებში?
რათქმაუნდა, სახარება ნათლად მიგვითითებს ამაზე.

რაც შეეხება ეკლესიას, ეკლესია არ არის მხოლოდდამხოლოდ შენობა.
ახალ აღთქმაში ამ სახელდებას შეუდარებლად უფრო ღრმა და საიდუმლო შინაარსი აქვს, რომელიც ძნელია სიტყვებით მოკლედ ჩამოაყალიბო.
ქრისტეს ეკლესიამ არსებობა დაიწყო მაშინ, როდესაც ამქვეყნად ძე ღვთისა მოვიდა და სამყარო გამოიხსნა.

მისი არსებობა სრული სახითა და მნიშვნელობით, სულიწმიდის ნიჭების სისავსით დაიწყო უფლის ამაღლების შემდგომ, სულთმოფენობის დღეს. მაშინ მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდგომ იერუსალიმში დაახლოებით სამი ათასი კაცი მოინათლა და შემდგომადაც "უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა" (საქმ. 2,47). ამ დროიდან იერუსალიმის, მოგვიანებით კი პალესტინის ტერიტორიები, აგრეთვე მთელი რომის იმპერია და მისგან დამოუკიდებელი ქვეყნები თანდათანობით აღივსო ქრისტიანული თემებით - ეკლესიებით. სახელი - ეკლესია განუყოფელი იყო თითოეული ქრისტიანული თემის, სახლისა და ოჯახისაგანაც კი. ეს მიუთითებს ამ ნაწილების მთელთან - ქრისტეს ეკლესიის სხეულთან ერთიანობაზე.

ქრისტეს სხეული - ეკლესია "ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა (კოლ. 2,19). მოციქული ნაგებობას ადარებს ეკლესიას და თან ამტკიცებს, რომ მისი მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, იგი გრძელდება: "ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად უფლისა მიერ" (ეფ. 2,21).

ეკლესიის მიწიერ ზრდაში მოიაზრება მისი საღვთისმსახურო და კანონიკური ურთიერთობების განვითარება, წმიდა მამათა ნაწერებით გამდიდრება, ამქვეყნიური არსებობისთვის აუცილებელი გარეგნული ფორმების გაფართოება.

ეკლესია ჩვენი სულიერი სახლია. ქრისტიანის ფიქრები და ქმედებები მჭიდროდ უკავშირდება მას, როგორც მშობლიურ სახლს და უფრო მეტსაც კი. სანამ ამქვეყნად ცხოვრობს, ადამიანს მართებს ეკლესიაში აღასრულოს თავისი ცხონების საქმე, მის მიერვე ბოძებული მადლმოსილი საშუალებები გამოიყენოს განწმედისათვის. ეკლესია თავის შვილებს ზეციური სამშობლოსათვის ამზადებს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Dec 16 2011, 10:14 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



113ფსალმუნში წერია კერპი წარმართთანი ოქროისანი და ვერცხლისანი ქმნული ხელთა კაცთანი,პირ აქსთ და არა იტყვიან,თვალ ასხნ და არაა ხედვენ,ყურ ასხენ და არაა ესმით,ცხვირ ასხენ და არა იყნოსონ ემსგავსებიან მათ მოქმედნი მათნი___

ეს კიდევ ხატებზე საუბრისას მომწერა fiqri.gif


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 16 2011, 10:28 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gvanchi
ციტატა
113ფსალმუნში წერია კერპი წარმართთანი ოქროისანი და ვერცხლისანი ქმნული ხელთა კაცთანი,პირ აქსთ და არა იტყვიან,თვალ ასხნ და არაა ხედვენ,ყურ ასხენ და არაა ესმით,ცხვირ ასხენ და არა იყნოსონ ემსგავსებიან მათ მოქმედნი მათნი___

გამოდის, რომ უფალი თავად უბრძანებს ამგვარი "კერპების" გაკეთებას მოსესsmile.gif

მოდი დავიწყოთ იქედან, თუ რას ნიშნავს საერთოდ კერპი, რადგან მოწმეებს არც ამისი მნიშვნელობა ესმით.
გამოსვლათა წიგნში მოთხრობილია, რომ სინას მთაზე ღმერთთან მოსაუბრე მოსემ დააგვიანა ხალხთან ჩამოსვლა. მაშინ ხალხმა უთხრა აარონს: "ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს... აარონმა საჭრეთლით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს" (გამ. 32, 1, 4).

შემდეგ აარონმა ააგო მათთვის სამსხვერპლო, დღესასწაულიც კი გამოაცხადა და ხალხმა კერპებს, როგორც ღმერთებს შესწირა მსხვერპლი. აი, როგორი ყოფილა კერპი. ახლა, რაც შეეხება წმინდა ხატებს - მართლმადიდებლებს განა ოდესმე უთქვამთ, რომ ესენი არიან ჩვენი ღმერთები და არა ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა? smile.gif

ჩვენ არ ვეთაყვანებით წმინდა ხატებს, როგორც ღმერთებს, არამედ მივაგებთ მათ შესაფერის პატივს. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს არა ხეს და საღებავს, რომლითაც შესრულებულია ხატი, არამედ იმ პიროვნებას, რომელიც მასზეა გამოსახული.

ეს რომ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება არ არის და ნებადართულია მისგან, წმინდა წერილიდანაც ჩანს. უფალი კერპების გამოსახულების გაკეთებას კრძალავს და არა - წმინდა ანგელოზებისას. მაგ.: მან მოსეს უბრძანა, გაეკეთებინა ანგელოზების - ქერუბიმების ქანდაკება და აღთქმის კიდობანზე დაემაგრებინა (გამ. 25, 1-21); "ოქროსაგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს, და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ" (გამ. 25, 18).

სოლომონმა კი მთელი ტაძარი ქერუბიმებით მოხატა.

კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა (2 ნეშტ. 3, 7);

"გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმენი გამოხატა" (2 ნეშტ. 3, 14).

ხოლო უფალმა მოიწონა ეს სახლი და მისმა დიდებამ აავსო იგი.

შეიძლება იმაზე გადასვლაც, თუ რატომ არ კეთდებოდა ძველ აღთქმაში ადამიანთა გამოსახულებები.
ეს ცალკე თემაა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Dec 16 2011, 10:34 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



მართალია იაგოველთან კამათის მერე ისევ მართლმადიდებელ ქრისტიანად დავრჩი მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მაწუხებდა ეს კითხვები და ეხლა უკვე პასუხები რომ ვიცი ისე მიხარიაააა. შენ გაიხარე გიორგიიი


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 16 2011, 10:42 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gvanchi

ციტატა
მართალია იაგოველთან კამათის მერე ისევ მართლმადიდებელ ქრისტიანად დავრჩი მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მაწუხებდა ეს კითხვები და ეხლა უკვე პასუხები რომ ვიცი ისე მიხარიაააა. შენ გაიხარე გიორგიიი

გაიხარეsmile.gif
მე არაფერ შუაში ვარ, ეს მართლმადიდებლობაა და მისი სწორი მიმართულება.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
realoba
პოსტი Dec 17 2011, 02:55 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 16 2011, 10:42 PM) *

gvanchi
გაიხარეsmile.gif
მე არაფერ შუაში ვარ, ეს მართლმადიდებლობაა და მისი სწორი მიმართულება.

ღმერთმა დაგლოცოს... ღმერთმა გაგაძლიეროს.. მე უკვე მაგრა გაფასებsmile.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 17 2011, 07:17 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



realoba
ციტატა
ღმერთმა დაგლოცოს... ღმერთმა გაგაძლიეროს.. მე უკვე მაგრა გაფასებ)

გაიხარე, დიდი მადლობაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 17 2011, 10:03 PM
პოსტი #17


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ამ თემის განვითარება უფრო მომეწონა, ვიდრე მისი დასაწყისი.
ვფიქრობდი რომ დახურვისთვის იყო განწირული, მაგრამ მგონი არ საჭიროებს დახურვას ჯერ. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 17 2011, 10:23 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ნაინა
არ ჯობია, ეს თემა აპოლოგეტიკის განყოფილებაში რომ გადავიდეს?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Dec 18 2011, 08:21 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



http://sarwmunoeba.ucoz.ru/load/pilmebi/re...ebtan/6-1-0-746 ეს ვიდეოები იაგოველ მეგობარს რომ ვანახო შეილება ხო მგონი?თუ აზრი არ ექნება მაინც არ მობრუნდება მართლმადიდებლობისკენ?


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 18 2011, 08:28 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(gvanchi @ Dec 18 2011, 08:21 PM) *

http://sarwmunoeba.ucoz.ru/load/pilmebi/re...ebtan/6-1-0-746 ეს ვიდეოები იაგოველ მეგობარს რომ ვანახო შეილება ხო მგონი?თუ აზრი არ ექნება მაინც არ მობრუნდება მართლმადიდებლობისკენ?

ეს რელიგიური დისპუტი მოწმეებისთვის ძალზე ნაცნობიაsmile.gif

ეს რუსთავში ხდება. ყველა რუსთაველია.
ვინც მართლმადიდებელთ პოზიციას იცავს, დღეს მღვდელია-იაკობი. რუსთავის საკათედრო ტაძარში მსახუობს. მამა იაკობი მამზადებს ხოლმე მოწმეებთან პოლემიკაში. ძალიან საყვარელი და თბილი ადამიანია.

აი ის, მოწმეების მხარეს რომ იცავს-ბადრი, გარდაცვლილია (თხილამურებზე სრიალებდა და გულმა დაარტყა), ხოლო მის უკან რომ ახალგაზდა ბიჭი ზის-ბაკური, მასთან ვიყავი ყავაზე დაპატიჟებული სახლში და მაგარი პოლემიკა გვქონდა. ეხლა ბაკური მოწმეების უხუცესია.

შეგიძლია ეს ვიდეო აჩვენო შენ დაქალს, მაგრამ დამიჯერე, არანაირი აზრი არ აქვს.
რაც არ უნდა დაუდო ცხვირწინ, რაც არ უნდა წააკითხო, ან აჩვენო, არ არსებობს რაიმე შედეგი გამოიღოს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 08:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი