ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
marine |
May 1 2022, 03:52 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოში პურისადმი, როგორც ძირითადი და წმინდა საკვებისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. მას მოწიწებით ეპყრობიან და პატივს სცემენ. სუფრაზე პირველად პური და ღვინო მიაქვთ. პურს ხელით ტეხენ და დანით არ ჭრიან, ჩანგლით არ ჭამენ, თუ შემთხვევით ძირს დაუვარდათ, აიღებენ და კოცნიან. პურის ჭამის დაწყების წინ პირჯვარს ისახავენ და ღმერთს მისი მოყვანისთვის მადლობას სწირავენ. "პური ჩვენი არსობისა", ეს წმინდათაწმინდა ქრისტიანული სენტენცია დღესაც მოქმედებს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 169/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 1 2022, 04:23 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[ქართლსა და კახეთში] თუ პურს მიცვალებულისთვის აცხობდნენ, მაშინ ლავაშს იქვე გატეხდნენ და ერთ ნატეხს ხელუკუღმა ძაღლს გადაუგდებდნენ, საიქიოში მვკდარს დარაჯობს და ერთი ლუკმა მასაც ეკუთვნისო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 170/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 2 2022, 08:00 PM
პოსტი
#23
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შრატის ფაფა ღარიბთა საკვები იყო; გურიაში მას "ქაქიას" ეძახდნენ. სიღატაკეში ნაცხოვრებ კაცზე კი იტყოდნენ "ქაქიაზე გაზრდილიაო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 173/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2022, 07:58 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შებოლვის თავისებური, გამორჩეული ტრადიცია აქვს რაჭას. აქ დამარილებულ ღორის ხორცს, რომელსაც სამზადში, შუა ცეცხლთან ბოლავდნენ, საუკეთესო გემოვანი თვისებები აქვს. ამდენად, რაჭული ლორი ეროვნული ფენომენია".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 177/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2022, 09:06 PM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაფართოებული პოლიეთნიკური სივრცის პირობებშ ქართულმა სამზარეულომ თანდათან აითვისა სხვადასხვა ხალხთა, აზიური და ევროპული სამზარეულოს კერძები. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ადგილობრივი, ძირძველი ტრადიციის გადაფარვა. ამდენად ეროვნული სამზარეულო მაინც მდგრად, კონსერვატულ, კულტურულ ფენომენად დარჩა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 178/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 5 2022, 12:54 PM
პოსტი
#26
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში სტუმარს ისე არ გაუშვებდნენ, კეცში შემწვარი ვარიითა და ხაჭაპურით რომ არ გამასპინძლებოდნენ (კეცზე შემწვარი ვარია კავკასიაში "ტაბაკას" სახელოწოდებით არის ცნობილი). ზემო იმერეთში შემწვარ ქათამს მაყვლის წვენში აწყობენ, რაჭველებს კი უფრო ნიორწყალი უყვართ (ქართლში მას "წეწვენას" ეძახიან). ტრადიციულია ასევე ძველკოხური კერძი "ჩახოხბილი" (წვნიანი), რომელსაც ძველად გარეული ფრინველის "ხოხბისგან" ამზადებდნენ, ამჟამად კი ჩვეულებრივ ქართმისგან მზადდება".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 178/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 5 2022, 07:33 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კუბად - კუბდარი
"1 კგ. საქონლის ბარკლის მსუქანი ხორცი წვრილად დავჭრათ, შევაზილოთ დაკეპილი ხახვი, დანაყილი ნიორი, უცხო სუნელი, წიწაკა, ხმელი ქინძი, გიცრული (ძირა), სვანური მარილი. გავაჩეროთ ცოტა ხნით, რომ სუნელი ხორცს გაუჯდეს. მოვზილოთ საფუვრიანი ცომი (ხაშით ან საფუარით) და ღუმელში ხაჭაპურივით გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე. გამოდის 5 ცალი". /"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 48/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 5 2022, 07:50 PM
პოსტი
#28
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლუცფექ - წყალფქვილა
"1 ლ. მდუღარე წყალში ჩავასხათ ცოტა წყალში გაქნილი 3 სკ პურის ფქვილი და ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ, დავუმატოთ 2 სკ დანაყილი ნიორი და სვანური მარილი (ოდნავ უნდა კბენდეს). უნდა დაილიოს ცხლად - უებარია გაციების დროს". /"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 49/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 27 2022, 09:11 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლღერღილ - სვანური ლობიანი
"კარგად მოხარშული ლობიო გავატაროთ, შევაზილოთ მოხარშული გატარებული კარტოფილი (4 წილი ლობიო და 1 წილი კარტოფილი), ცხიმში მოშუშული ხახვი, ნიორი, ხმელი სუნელები, წიწაკა, გატარებული ნიგოზი, სვანური მარილი. ჩავდოთ ცომში და გამოვაცხოთ. ზედაპირზე გადავუსვათ ცხიმი". /"კარიბჭე" N6, 2022, გვ.49/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 4 2022, 01:51 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველო მდიდარია მრავალგვარი ნედლეულით. მაგრამ ჩვენში არ მოიპოვება ისეთი აუცილებელი პროდუქტი, როგორიცაა სუფრის მარილი. ანტიკური ხანიდან მარილი ჩვენში მეზობელი მხარეებიდან შემოჰქონდათ, უფრო ადრე კი, როდესაც ტომებს შორის გაცვლა-გამოცვლა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი იყო, საქართველოს შავიზღვისპირეთში მარილს ზღვის წყლიდან იღებდნენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 129/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 6 2022, 11:53 AM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სუნს ხომ შეუძლია მეხსიერების დაფარულ სიღრმეებში შეაღწიოს და იქიდან სანუკვარი წვრილმანი ამოატივტივოს"
/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.45/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 7 2022, 03:36 PM
პოსტი
#32
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე)] ახალგაზრდობიდანვე ოჯახში კარგი სადილი თუ ჰქონდათ, - "ამ სადილს სტუმარი უხდებაო", - იტყოდა თურმე და მაშინვე ვინმეს მოიპატიჟებდა"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2021, გვ. 21/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 27 2022, 10:25 PM
პოსტი
#33
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კავკასიას, მსოფლიო გასტრონომიულ კულტურაში "კულინარიული ქვაბის" სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ამ კულინარიულ ქვაბში გამორჩეული ადგილი ქართულ სამზარეულოს უჭირავს.
ქართული სამზარეულო ყველანაირი ტიპის ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს, რადგან ის მოიცავს კერებს ვეგანების, ვეგეტარიანელების, სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრებისა, თუ გურმეებისათვის" /"კარიბჭე" N9, 2022, გვ.39/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 6 2022, 08:45 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველისთვის პური ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალური კერძია, მას საკულტო დანიშნულება გააჩნია და ამიტომაც ნებისმიერი სეზონის და ნებისმიერი ტრაპეზის განუყოფელი ნაწილია. ქართველი ლხინს "პურობას" ეძახის, ერთად ტრაპეზს კი "პურის გატეხვას", გულღია და ხელგაშლილ ადამიანს "პურადი" ჰქვია, ხოლო ძუნწს - "პურძვირი", ასე რომ, პურის მრავალნაირი სახეობა აქვთ რეგიონების მიხედვით: გურგვალი, ლავაში, შოთი, დედას პური, ხმიადი. ქართული პურის არომატს ოდითგანვე ტექნოლოგიური პროცესი განსაზღვრავს, შეშით, წალმით თუ თონეში გამომცხვარი სხვადასხვა არომატისა და გემოს მატარებელია. აქედან გამომდინარე, ყველა სეზონზე ის ნებისმიერი ქართული მენიუს განუყოფელი ნაწილია.
ქართველები სუფრასთან მხოლოდ ჭამა-სმისთვის არ სხდებიან. მათი სიხარული იმითაც არის განპირობებული, რომ მათი მონაწილეობით სრულდება რიტუალი, რომლის მიზანია, ადამიანთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება-განმტკიცება. კავშირი ერთმანეთთან აწმყოში და წინაპართან წარსულში. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ეს დიდწილად ასე არის". /"კარიბჭე" N9, 2022, გვ. 40/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 7 2022, 08:47 PM
პოსტი
#35
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თაფლში დავარგებულ სულგუნს დამოუკიდებელი ყველის სახეობად ვერ განვიხილავთ. ეს არის სულგუნის ბაზაზე მიღებული ნაირსახეობა, როგორც შებოლილი სულგუნი, გამხმარი სულგუნი და სხვა. სულგუნის ბაზაზე უამრავი რამ კეთდება.
თაფლში ყველის დავარგება, სავარაუდოდ, მომთაბარე მწყემსების კიდევ ერთი გენიალური მიგნებაა. იალაღზე თვეობით მყოფ მწყემსს რძის პროდუქტების მოვლა და შენახვა ყოფითი გარემოსთვის უნდა მოერგო. სავარაუდოდ, ასეთ გარემოში იშვა თაფლში დავარგების და შენახვის ტექნოლოგიაც. ჩვენში რამდენიმე წლის წინ თაფლში სულგუნს არავინ ავარგებდა. რეცეპტი მოგვაწოდა სოფელ კოლხიდის მკვიდრმა, ვენია ჭედიამ - მასთან ქალბატონმა მანანა ტრენკლემ დაგვაკავშირა. ქალბატონმა ვენიამ გვიამბო, რომ სულგუნს დებდნენ თაფლში. თაფლი გარსს უკეთებს ყველს, ვაკუუმირებას ახდენს და მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს. თაფლით შემოგარსული ყველი ფართოდაა გავრცელებული და სულაც არ არის ტკბილი, თაფლის არომატი რჩება, მაგრამ სიტკბო არა..." /"კარიბჭე" N10, 2022, გვ. 46/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 29 2022, 10:17 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს იმერული ყველის არა მარტო შენახვის წესი, გაკეთების ტექნოლოგიაც დარღვეულია. იყენებენ ფხვნილს, მცენარეულ ცხიმებს და ახლა უკვე ირანულ რძე-პასტას. ზოგჯერ, ცილის მოსამატებლად, ყველში ხბოს საკვებ ფხვნილსაც ამატებენ, რომელიც ანტიბიოტიკსაც შეიცავს და სრულიად მიუღებელია ადამიანის საკვებად"
/"კარიბჭე" N11, 2022, გვ.42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 30 2022, 08:37 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ცხადია, კვლევა დღემდე არ შეჩერებულა. მაგალითად, შარშან აღმოვაჩინეთ აჭარული ყველის სახეობა - წყალდასხმულა, რომელიც, მომზადების ტექნოლოგიით ძალიან ჰგავს სვანურ ნარჩვს - მის მსგავსად იტკეპნება თიხის ჭურჭელში და რამდენიმე თვის მანძილზე ვარგდება, მაგრამ ნარჩვისგან განსხვავებით ხაჭოპროდუქტია. დავარგების დროს ისე ქვავდება, ამოღება ჭირს, ამიტომ, მოსარბილებლად მდუღარე წყალს ასხამენ და შემდეგ ამოიღებენ კოვზით. წყალდასხმულა ამიტომ ჰქვია. ამ ყველს აჭარაშიც ძალიან ცოტა იცნობს. მაღალმთიან სოფელ ქედში მივაგენით შემთხვევით. რაც უფრო მაღალია სოფელი, ეთნოლოგისთვის ოქროს საბადოა, რადგან ასეთ ადგილებში ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვენი ეთნოლოგიური წარსულის ფრაგმენტები.
ქართული ყველის თემა ამოუწურავია. თვალის ერთი შევლებით, ქვემო ქართლს ყველის არანაირი განსაკუთრებული სახეობა არ აქვს. გავრცელებულია გუდის ყველის მსგავსი ტიპური სუფრის ყველი, საქონლის რძისგან დამზადებულ ყველის დიდ თავებს ტომარაში აკეთებენ, თუმცა, ქართლში გვხვდება კიდევ ერთი, უცნაური სახეობის ყველი - დომხალი. მას გაწურული მაწვნისგან ამზადებენ - ძალიან დიდხანს იხარშება ცეცხლზე, ვიდრე ოქროსფერს მიიღებს, შემდეგ, თავს დააფარებენ და ინახავენ სარდაფის ტემპერატურაზე. ძირითადად წვნიანებში გამოიყენება. შეგიძლიათ პურზე კარაქივით წაისვათ და ისე მიირთვათ. ხულოს რაიონში სრულიად შემთხვევით გადავწყდი ყველის სახეობას, რომელსაც დამპალ ყველს უწოდებენ. ეს არის ობმოკიდებული თეთრი ყველი, კარაქის შიგთავსით. საგემოვნო თვისებებით ძალიან ჰგავს ფრანგულ „კამამბერს“. ამ სახეობის ყველი მხოლოდ ოჯახებში მზადდება და ქართულ ბაზარზე არ გამოაქვთ; აჭარაში აკეთებენ კიდევ ერთ უგემრიელს ყველს, „შუშველას“. შუშველაც მხოლოდ ოჯახებში მზადდება და ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი“. /"კარიბჭე" N11, 2022, გვ.43/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 5 2022, 05:09 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არქანჯელო ლამბერტი წერს, რომ "მეგრელებს დიდის გულმოდგინებით მოჰყავთ ღომი". ღომის დათესვისა და მოყვანის კულტურა მთელ დასავლეთ საქართველოში საერთო იყო, რაც კარგად ჩანს ეთნოგრაფიულ ყოფაში".
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 19 2022, 03:51 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არქანჯელო ლამბერტი, თავის "სამეგრელოს აღწერაში" საგანგებოდ ეხება სამეგრელოს სუფრის კულტურაში ღომის ადგილს: "სამზარეულოდან საჭმელები მოაქვთ წინდაწინ დაწყობილის წესით. ყველაზე წინ მოაქვთ დიდი ქვაბით ღომი. ქვაბში გაყრილია ერთი კეტი, რომელიც მხრებზე ადევს ორ კაცს. ამათ მოსდევს ერთი კაცი, რომელმაც უნდა დაარიგოს ეს ღომი. მას მხარზე გადებული აქვს ჩოგანი, რომლითაც იღებს ღომს. ამას მოსდევს მეორე მოსამსახურე პატარა კარდალათი, რომელშიც კიდევ ღომია, მაგრამ უფრო თეთრი და უფრო კარგად მომზადებული. შემდეგ მოდის ხაბაზი. ამას მოაქვს ტყავის ჩანთით ხუთი თუ ექვსი პური, რომელიც უნდა ჩამოურიგოს ბატონს და უფრო პატივცემულ სტუმრებს"
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.38/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 16 2022, 09:41 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პურობისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სად დასვამდა მეფე ელჩებს, თავისთან ახლოს თუ ოდნავ მოშორებით. ამ ნიუანსს ოდითგანვე აქცევნდნენ ყურადღებას დიპლომატიურ პარქტიკაში. კასტელის მითითებით, მეფე მას ყოველთვის გვერდით მოისვამდა ხოლმე, პატივისცემის ნიშნად. ასევე საპატიო ადგილს მიუჩენდნენ იმერეთის მეფის სუფრასთან რუს ელჩებს. პურობა "მამაო ჩვენოს" თქმითა და სუფრის დალოცვით იწყებოდა. შემდეგ მეფე და მასთან ერთად ყველა მასპინძელი სვამდა იმ ქვეყნის მონარქის სადღეგრძელოს, რომელმაც გამოგზავნა ელჩი იმერეთში. სანაცვლოს შემდგომ უკვე ელჩები ამბობდნენ იმერეთის მეფის სადღეგრძელოს. პურობაზე საჭმლის შემოტანაც ეტიკეტის დაცვით მომდინარეობდა. სუფრაზე მეფე ელჩებს თავისი სინიდან საჭმელს სთავაზობდა, ხოლო სასმისიდან ღვინოს - ნიშნად პატივისცემისა. სადილი ხშირად დიდხანს გრძელდებოდა და იყო შემთხვევა, ელჩები იღლდებოდნენ. ამ დროს ამ უკანასკნელთ შეეძლოთ მეფისთვის ბინაზე წასვლის ნებართვა ეთხოვათ.
ნადიმიდან ელჩების გაცილებაც განსაზღვრული ცერემონიით მიმდინარეობდა. მათ იმერელი აზნაურების დასი აცილებდა. ღამე თუ იყო, ელჩებს სანათურებითა და ჭრაქებით მიუძღოდნენ წინ და ასე უნათებდნენ გზას" /ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N2, 2022, IV-VI, გვ.28/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი