ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
marine |
Feb 5 2021, 08:40 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნიშანდობლივია წმინდა მიწაზე [პალესტინის] ქართველთა მონასტერთა და მოღვაწეთა კვალი. ქართველები ბევრ სახელოვან სავანეებში მოსაგრეობდნენ ერთმორწმუნე ბერძნების, სირიელების, არაბებისა და სხვათა გვერდით, ჰქმნიდნენ იქ მნიშვნელოვან მწიგნობრულ კერებს. ქართული მწიგნობრობის ასეთ ცენტრებს განეკუთვნებოდნენ საბაწმინდა, პალავრა (ხარიტონწმინდა), სინას მთა კაპპათა, გეთსიმანია და სხვა".
/"კარიბჭე" N2, 2021, გვ.42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 28 2021, 11:03 AM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჯუმათის მონასტრის მამასახლისს, ნიკოლოზს, უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს. კლარჯეთის მონასტრიდან წიგნების წამოღება გამოწვეული უნდა ყოფილიყო ამ მხარეში თურქთა განუწყვეტელი თარეშით. 1873 წელს დ. ბაქრაძემ ჩოხატაურის რაიონში მდებარე უდაბნოს მონასტრის ბიბლიოთეკაში ნახა ადიშის მრავალთავი, რომელიც, როგორც ჩანს, XVII საუკუნეში გადმოუტანიათ აქ სვანეთიდან. მასთან ერთად მეცნიერს უნახავს იოანე ოქროპირის თარგმანები და მეტაფრაზი ანუ წმინდათა ცხოვრება. მაღალხარისხოვან ეტრატზე მთავრული ხუცური ანბანით შესრულებული ხელნაწერი. 1920 წელს მრავალთავი უდაბნოს მონასტრის ბერებმა დაუთმეს ა.შანიძეს. ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის. ჯუმათის მონასტერთან გახსნილი იყო სასულიერო და ჭედური ხელოვნების სკოლები. აქვე იმართებოდა ბაზრობა. თვით სახელწოდება ჯუმათი - ბაზრობით განთქმულ ადგილს ნიშნავს".
/პროფესორი ცაცა ჩხარტიშვილი "კარიბჭე" N2, 2014, გვ.47/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 11 2022, 08:01 PM
პოსტი
#83
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უცხოეთის ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა თუ საცავებში ინახება ქართული ხელნაწერები, რომელთა შესახებ არ გვაქვს სრული წარმოდგენა, მათზე ხელი არ მიგვიწვდება. ამჟამად ვცდილობთ, აქამდე მიუწვდომელ ასეთ არქივებში შესვლის ნებართვა მივიღოთ. რეალურად,როცა დადგება ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა, ამის თაობაზე აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას".
/დეკ. ანდრია ჯაღმაიძე "საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ.14/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2022, 06:54 PM
პოსტი
#84
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლელა ჯიბრიაშვილი
ამ მანდილოსნის სახელი შემოგვინახა XIII საუკუნის ერთმა სახარებამ, რომელიც ლელას დაუხსნია. სათანადო მინაწერში, რომელიც ხელნაწერის აღმწერის - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ლ. ქუთათელაძის აზრით XVI - XVII საუკუნეებისაა. ვკითხულობთ: "ესე ოთხთავი სახარებაი, წედის ციხე რომ აღიღო ერისთავმან, მაშინ წულუკიძემ წაიღო. მე ლელა ჯიბრიაშვილის ქალმან დავიხსენი". ჩანს, ლელას აფიქრებდა ქართულ ხელნაწერთა ბედი, ესმოდა მათი დაღუპვის საშიშროება და განადგურებისაგან ხსნის აუცილებლობა. /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 86/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2022, 07:09 PM
პოსტი
#85
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თინათინ დედოფალს [ლევან კახთა მეფის მეუღლე] გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გამრავლების საქმეში"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 73/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 21 2022, 01:29 PM
პოსტი
#86
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მარიამ დედოფალი [(1605 - 1682) ასული მანუჩარ დადიანისა, მეუღლე ქართლის მეფის როსტომისა, ხოლო შემდეგ ვახტანგ მეხუთისა] ენერგიულად უწყობდა ხელს ლიტერატურული ტრადიციების გაღვივებას. მისი ბრძანებით დამზადებული (1633-1643 წლებში) "ქართლის ცხოვრების" ძვირფასი ნუსხა. მარიამ დედოფალმა ტყვეობიდან დაიხსნა მთელი რიგი ხელნაწერები: პარხლის მრავალთავი, სვეტიცხოვლის ჟამნი, ტბეთის ოთხთავი. მანვე განაახლებინა პარხლის მრავალთავი, ს. ჭალის გულანი, ახლად შეაკვრევინა მეტაფრასი და ა.შ."
"პროფ. ლ. მენაბდე წერს: პ. ინგოროყვას "ინტერესი თამარის პოეტური მემკვიდრეობისადმი სავსებით გასაგებია, მისი ცდა თამარის პოეტურ ქმნილებათა გამოვლენისა მისასალმებელია და მოწონებას იმსახურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალა არ გვაძლევს საფუძველს, რომ ის თამარის კუთვნილებად მივიჩნიოთ. თამარის ლიტერატურული მემკვიდრეობა ახლაც ისევე ბურუსითაა მოსილი, როგორც წინა წლებში. ამ საკითხის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობის საპატიო ამოცანას წარმოადგენს" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 88/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 22 2022, 12:34 PM
პოსტი
#87
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მარიამ დაყუდებულის ბრძანებითა და შეწევნითა და საფასითა" XVII საუკუნეში გადაიწერა დავითნი. ხელნაწერის მოგებელი ანდერძში "ბატონ დაყუდებულ მარიამად" იწოდება.
ცნობილია სახარების შემცველი კრებული, რომლის ერთი ნაწილი XVIII საუკუნეში გადაუწერია მარიამ მონაზონს. ორივე ხელნაწერი დათარიღებულია ხელის მიხედვით. რამდენად ზუსტია ხელის მიხედვით დათარიღება, ვერაფერს ვიტყვით. არ არის გამორიცხული, რომ მარიამ დაყუდებული და მარიამ მონაზონი ერთი და იგივე პირი იყოს". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 92/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 5 2022, 04:50 PM
პოსტი
#88
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამავე დროს, "ოკრიბელი ბერის", ლავრენტი გოგელაძის [თედო ჟორდანიას ვარაუდით, სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ჯვრის მონასტრიდან იმ ხელნაწერების გამოტანას, რომლის ფურცლებმა თანამედროვის მიერ აღწერილი ჯვრის მონასტრის აღმშენებლის, გიორგი-პროხორეს "ცხოვრება" და მონასტრის XI საუკუნეში ქართველთაგან შენების ამბავი შემოგვინახა]. 1806 წლის მინაწერი გვამცნობს, რომ "იერუსალიმს ხი კარები აბია კვიპაროზის და ზედ ქართველი გიორგი მეფე სწერია".
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.9/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 3 2023, 08:41 PM
პოსტი
#89
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიდი სოფრონ, სანატრელი მამაი, შატბერდის ეკლესიის განახლებით ამაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი", ცნობილი საეკლესიო მწერალი იყო. სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია მისმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერელი წმიდა გიორგი მერჩულე მას იმ ბრძენ და სრულ მამათა რიცხვს მიაკუთვნებს, რომელთაგან ელოდა იგი "ცხოვრებისა ამის დაწერად". ამავე მონასტერში მოღვაწეობდა წმიდა გრიგოლ შატბერდელიც. საბედნიეროდ, დროთა ავბეთიდობას გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია ამ მონასტერში შესრულებულმა და გადაწერილმა X ს-ის ისეთმა წერილობითმა ძეგლებმა, როგორიცაა: შატბერდის კრებული, უდაბნოს მრავალთავი, ჰადიშის, ჯრუჭისა და პარხალის სახარებების სახელით ცნობილი ხელნაწერები"
/"კანდელი" N7, 2022, გვ.14/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 18 2023, 08:47 PM
პოსტი
#90
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...ძველი ისტორიული ფოლიანტებიდან ამოაკაშკაშა..."
/"ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 5 2023, 08:09 PM
პოსტი
#91
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძნელბედობისას მტერთაგან დაცულ სვანეთში ხიზნავდნენ საეკლესიო საგანძურს. სვანების სიმტკიცემ და შემართებამ, რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა მრავალი სიწმინდე გადაარჩინა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყავზე შესრულებული ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარ კოლექციას. მათ შორის უძველესია 897 წელს შატბერდში გადაწერილი "ჰადიშის ოთხთავი". ასომთავრულით შესრულებულ ამ წიგნს ულამაზესი მინიატურები ამშვენებს. საინტერესოა ასევე "მესტიის ოთხთავი", რომელიც 1033 წელს არის გადაწერილი ოშკში. იგი ნუსხურით არის შესრულებული და მასაც უნიკალური მინიატურები ამკობს. იქვეა XII საუკუნის "ლაბსყალდის ოთხთავი", ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის XII საუკუნეში იერუსალიმში გადაწერილი "ლაჰილის ოთხთავი". მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურს სთხოვს, ღამით კვამლს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით, რომ არ დაზიანდესო. აქვეა დაცული "ლატალის ლექციონარი" და სხვა იშვიათი ხელნაწერები".
/"კარიბჭე" N10, 2023, გვ.39/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 12 2024, 08:25 PM
პოსტი
#92
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი გრძელიშვილი ავრცელებს. წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა. უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, ამას ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი იოანე ზოსიმე მიუთითებს. წიგნს თან ერთვოდა მისი კოლოფონი (ცნობები ავტორის, მთარგმნელის, წიგნის შესახებ), სადაც წერია: „დაიწერა, გასრულდა და აიკინძა ეს წმინდა წიგნი, წმინდა სინას მთაზე ცოდვილი იოანეს ხელით“; „თქვენს წმინდა ლოცვებში მომიხსენეთ ცოდვილი იოანე“. წიგნი ინახებოდა სინას მთაზე, შემდეგ კი ის კერძო კოლექციაში მოხვდა. ბერი იოანე ზოსიმე ცნობილია, როგორც ავტორი ტექსტისა: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ამ ტექსტის ოთხი ხელნაწერი არსებობს, აქედან სამი სინას მთაზე, მეოთხე კი პეტერბურგში, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება. იოანე ზოსიმე მთელი ცხოვრება საქართველოს საზღვრებს მიღმა მოღვაწეობდა, ჯერ პალესტინაში, საბაწმინდას მონასტერში, შემდეგ კი ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. იოანე ზოსიმე იყო როგორც მთარგმნელი და გადამწერი, ასევე ამკინძველიც და მომხატველიც. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი ამბობს, რომ იოანე ზოსიმეში თავს იყრიდა ყველა უნარი, რაც კი წიგნის შექმნისთვის იყო საჭირო. „სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში მისი არცერთი ხელნაწერი არ ინახება. ძირითადად ისინი თავმოყრილია სინას მთაზე. XIX-XX საუკუნეებში, როდესაც ხელნაწერების მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, წმინდა ეკატერინეს მონასტერი ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი ხელნაწერი გაიტანეს, მათ შორის ქართულიც. დღეს იოანე ზოსიმეს გადაწერილი ტექსტები, სრულად თუ ფრაგმენტულად, უამრავ ქვეყანაში ინახება. ერთადერთი, სადაც არაფერი არ გვაქვს, საქართველოა, - ამბობს დალი ჩიტუნაშვილი, - გარდა იმისა, რომ ეს წიგნი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი, საყურადღებოა ის ტექსტიც, რომელიც ქვედა ფენაში იკითხება. მისი გაშიფვრა და შესწავლა ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ხელნაწერი, რამდენადაც ვიცი, მამათა სწავლებებს გადმოსცემს, მაგრამ რა ტექსტიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ღირსების ამბავია სახელმწიფოსთვის, იოანე ზოსიმეს ერთი ტექსტი მაინც ინახებოდეს საქართველოში“. აუქციონი ლონდონში, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყო. ხელნაწერი მეოთხე ლოტად იყო გამოტანილი და მალევე გაიყიდა." https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%98...0/32988322.html "რასაკვირველია დიდი და ეროვნული საქმე გაკეთდა, უძვირფასესი ხელნაწერი ქართველი ერის საკუთრება გახდება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ფაქტი არ იქცევა ერთგვარ დივიდენდად მოახლოებული არჩევნების პერიოდში. ისე ერთი მაგდენი რომ სხვამაც (ან თუნდაც მან) გაიღოს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი შესაბამისი სტარდარტების მიხედვით მოეწყოს, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა, თორემ ისიც იმავე ბედს გაიზიარებს, რაშიც არანაკლებ ძვირფასი სხვა ხელნაწერებია!" /პროფესორი მურად მთვარელიძე, FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი