საქართველო, გამოჩენილ ხალხთა აზრები საქართველოზე და ქართველებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო, გამოჩენილ ხალხთა აზრები საქართველოზე და ქართველებზე |
ნიკოლოზ_V |
Nov 30 2006, 07:09 PM
პოსტი
#1
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
მეგობრებო, მოდით ამ თემაში მოვათავსოთ ფრაზები და გამონათქვამები საქართველოს შესახებ.
მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლიტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან,აბსოლიტურ დამოუკიდებლობას... აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობისათვის მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება. ჰეგელი ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი... კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა. ქრისტოფ რომელი გერმანელი ისტორიკოსი. ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველკთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას. ვინკელმანი არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი. თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს. სიუზან ეიზენჰაუერი პრეზიდენტ დ.ეიზენჰაუერი შვილიშვილი ყველა ევროპელი,რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად მშვენიერებაზე. იმანუელ კანტი ეს მეც მშვენივრად ვიცი საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერა გახლავთ. იმანუელ კანტი თბილისი ედემია, ზღაპული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული. მონტესკიე ქართველები უნიკალური, ყოვლისმხრივ დაჯოლდოვეული ხალხია. ბარონ ფონი მე ტითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში-- ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოპიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში. ალექსანდრე დიუმა მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია... მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ, გამოფენამ... ქართველი განსაკუთრებით პატივისმცემელია მანდილოსნისა (და როგორც ვიცით, ასეთ პატივისცემას აღმოსავლეთში ქალი მოკლებულია). აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვდრო- სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს რაღაც ზეციური შუამავალი ჩაერია... (ეხ რა დრო იყო) ბარონ დე-ბაი ფრანგი არქოელოგი, 1903 წ. მეოთხედ ჩამოვიდა საქართველოში. განცვიფრებული ვარ სვანეთის სიდიადით. სვანთა გაცნობას კი ამ მწვერვალზე ასვლას ვადარებ. მათ აუშენებით ეს მონუმენტური კოშკები, თავისუფლების ბურჯები. ვილემ ჰეკელი თბილისი თითქოს ბუმბერაზი პრომეთეა, ტაფობში ჩაწოლილ მკერდ ჯაჭვის პერანგი რომ უფარავს, რომლის ნაჭედურებიდან შუქი გამოკრთის,ხოლო ბეგთარზე მრავალი მარგალიტი ჰკიდია... თბილისი თავისებური დევგმირია, მაგრამ ამ დროს ის ფენიქსიცაა, რადგან თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ბევრჯერ გაუსწორებიათ მიწასთან, მაინც დგებოდა ფერფლიდან და კიდევ უფრო მიმზიდველი, ლამაზი ხდებოდა. ვიქტორ კერნბახი ქართველები უძველესი კულტურის ხალხია, ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ არ იცის, ვის ენათესავებიან ისინი--ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს... კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურის და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ. შარლ ჰუმელი ჟურნალ "ატლანტის" რედაქტორი ქართველთა ქვეყანაში მათთან ყოფნა მთელი მოვლენააა, რადგან გარშემო მუდამ გულითადობა და მხიარულება სუფევს. ვინც თქვა ტემპერამენტით ირლანდიელენს ჰგავსო, ცხადია, ქათინაურით დაგვაჯილდოვა. ეილონ ო'ჰანლონი ირლანდიელი ჟურნალისტი რაც საქართველოში ვიხილე, სრულიად უჩვეულო იყო. რამაც მე მომაჯადოვა, იყო არა მარტო უძველესი კულტურული ქვეყნის ეგზოტიკა, არამედ ის თანადროული ინტენსიურობა, რომლითაც ადამიანები დღეს საქართველოში ცხოვრობენ. ვერავითარი ნაწერი ვერ გადმოსცემს ამას. ფრიც მისაუგერმანელი მეცნიერი ქართველებმა შეაზანზარე პარიზი. იშივიათად სადმე ყოფილა მრავალ საუკუნოვანი ისეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორც ის შენარჩუნებულია ქართულ ეროვნულ ბალეტში.. როცა საქართველოს რიტმებს ეხები, სუნთქვა გეკვრის. გაზ. "პარიზ ლიბერე: 1988 წ -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
marine |
Dec 1 2006, 03:22 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. რუსთაველის ქვეყანაში მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკები. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები."
ალფრედ კურელა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Georg |
Dec 4 2006, 12:01 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
საოცარი თემა გაგიხსნიათ! დიდი მადლობა!
უფალს ებარებოდეთ თქვენ და საქართველო! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
marine |
Dec 4 2006, 01:50 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველო - სამოთხის ერთი ნაწილია
ფოტოალბომის სათაური, გერმანია, 1984 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მატასი |
Dec 6 2006, 05:32 PM
პოსტი
#5
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
"არიან ქვეყნები,სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა და ყველაფერი ლამაზია.... მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე ." __ ვინკელმანი
-------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ვეშაპო |
Dec 7 2006, 03:46 AM
პოსტი
#6
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
საქართველო არის უძაანმაგრესი ქვეყანა დედამიწის ზურგზე - მე
-------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ალექსანდრე |
Dec 7 2006, 03:52 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
marine
ციტატა "საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. რუსთაველის ქვეყანაში მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკები. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები." ალფრედ კურელა ელფრიდე კურელა გარდაიცვალა არხოტის მთებში ცხენი დაუფრთხა და გადმოაგდო, მისი საფლავი იქაა. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
marine |
Dec 7 2006, 12:17 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ალექსანდრე
დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, ნამდვილად არ ვიცოდი. ალბათ, ისე გულწრფელად უყვარდა საქართველო, რომ უფალმა ისურვა მისი სამუდამო განსასვენებელი ამ ქვეყნის მთებში ყოფილიყო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 25 2006, 12:35 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვინც არ ყოფილა საქართველოში, იმან არ იცის, თუ რას ნიშნავს სიტყვა კრასავიცა."
გრიგოლ ორბელიანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია |
Mar 27 2007, 01:14 AM
პოსტი
#10
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
*** „საქართველო ოქროს საწმისის ქვეყანაა... ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთით, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა“. ჰანს შერფიგი *** „მთელ ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში მოღვაწეობის დროს პატივს ვცემდი, მიყვარდა და ვიცავდი რიცხვმცირე, კაცთმოყვარე, კეთილშობილ ქართველ ხალხს, ვიცავდი ორგულთა ვერაგობისაგან და ვერასოდეს ვერავითარი მზაკვრული ღონისძიებით ვერ შეარყიეს ჩემი რწმენა, ამ ერისადმი ერთგულება“. ვასილ ველიჩკო *** „მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ქართველი, რაც უნდა ღარიბი იყოს, უღვინოდ პურს არ გატეხს, მე მათ შორის იშვიათად შევხვედრივარ ლოთებს. ქართველი ხალხი კეთილია, გულახდილი, გამბედავი, უდარდელი, არ არის კარჩაკეტილი, უყვართ ქეიფი და მეომრობა. მრეწველობა და ვაჭრობა ქართველების საქმე არ არის“. ბარონ ტორნაუ * * * საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება! ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია... ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღვრემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელ-გაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის! ოლივერ უორდროპი „საქართველოს სამეფო * * * როდესაც სტუმართმოყვარეობას ვამბობ, ამ სიტყვას ისე კი არ ვხმარობ, როგორც საზოგადოდ არის მიღებული. ქართველი კაცი ისე თავაზიანად და ისეთი სიყვარულით ეკიდება თავის სტუმარს, რომ ევროპელთ არც კი დაგვესიზმრება. ოლივერ უორდროპი „საქართველოს სამეფო * * * ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას. საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა. მარჯორი უორდროპი * * * მინდა გითხრათ, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვთივკურთხეული მიწა, არამედ ლამაზი ქვეყანაცაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას უდიდესი წარსული და მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ იმდენად გულთბილად მიგვიღეს, რომ მეტსაც გეტყვით – თავს ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში. გაოცებული დავრჩით იმით, თუ რაოდენ ღირსეული ხალხია ქართველები. გაგვაოცა ხალხის რაოდენობამ, რომელიც ეკლესიებში ვიხილეთ. ორი დღის განმავლობაში ათასობით მორწმუნემ მიმართა სიონის ტაძარს, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა იყო დაბრძანებული. ყოველივე ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურებაა. ის ძალიან საყვარელი პიროვნებაა, მას ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობა და დიდი სიყვარულით არის მისდამი გამსჭვალული. ინტერვიუ ათენისა და ელადის მთავარეპისკოპოს უნეტარეს ქრისტოდულოსთან ტელევიზიის პირველი არხი, 6 სექტემბერი, 2002 * * * ქართველი – ეს არის თავით ფეხებამდე აბრეშუმისა თუ ხავერდის ტანისამოსში გახვეული მეჩვიდმეტე საუკუნის ცივილიზაცია, ეს არის ვენეცია, სიცილია, საბერძნეთი. ა. დიუმა * * * ქართველ ხალხს ისევე უყვარს გაჩუქება, როგორ სხვა ხალხებს საჩუქრების მიღება. ა. დიუმა * * * ქართველები უნდა ნახოთ ომში, როცა მათ ესმით თავიანთი წყეული ზურნის ხმა, რომელიც თოჯინების ასაცეკვებლადაც კი არ ვარგა. ამ დროს ისინი ნამდვილი ტიტანები არიან და მზად არიან ცაზე მიიტანონ იერიში. შერემეტიევი * * * ყველა აქაური სიმღერები წარმოადგენენ უბრალო გრძელ და სევდიან ჰანგებს, მაგრამ მათ შეიძლება საათების განმავლობაში უსმინო და არ მოგწყინდება. ეს ჰანგები ნანას გიმღერიან, მაგრამ როდი გაძინებენ. ისინი ფხიზელ მდგომარეობაში ოცნებებში გახვევენ. ა. დიუმა * * * ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ... საერთოდ წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება. პიეტრო დე ლა ვალე „სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა“, 1628წ. * * * ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი)... საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც... აქ ბევრის მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა. მარკო პოლო, მოგზაური (1254-1324წწ.) * * * მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების კონტრასტია მწვანე ხეობა, რომლის შუაგულშიც გადაშლილა დიდმშვენიერი ქალაქი. ეს გახლავთ თბილისი! დიდებული სახლები ჭადრაკის ფიგურებს მოგაგონებენ. დიდი ქუჩები თითქოს უზარმაზარ ფიანდაზებში ჩაწნული ნატიფი ბაფთებია. ვდგავარ შუაგულ თბილისში და შევყურებ მთებს, ყოველი მხრიდან რომ გალავნად აკრავს ქართველთა ძველ სატახტოს, შორს კი აქლემის ზურგივით აწვდილი ყაზბეგი ღრუბლებზე ამაღლებულა. ქაიროს შემდეგ აღმოსავლეთის არცერთი ქალაქი არ გვთავაზობს იმდენ საინტერესო, ცვალებად სურათს, რამდენსაც თბილისი. აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეგზომ განსხვავებული ორი სამყარო ამ ერთ ვიწრო უბანზე ხვდება ერთიმეორეს. აღმოსავლურად განკიდეგანებულ ამ ერთ ქალაქში ევროპის კულტურა იფურჩქნება. არსად დაღვრილა იმდენი სისხლი, არსადაც არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანძარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში... თათრის ურდოები, დიდი თემურლენგის აფთრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადმოდიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეთები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტკვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს. რობერტ ბლაიხშტაინერი (1891-1954), ავსტრიელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი * * * ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს... არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ... საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა... ჰანს-იორან ჰოქსტენტი, ფინელი სოციოლოგი, პედაგოგი * * * კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილნი არიან ივერიელები (ახლანდელი ქართველები)... ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილნი მცირე აზიაში. მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები) და ტიბარენები (ტებალ-ტაბლაი), რომელთაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაბადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში. ედუარდ მაიერი (1855-1930) გერმანელი ისტორიკოსი * * * გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს. პროფესორი რიხარდ მეკელაინი, ქართველოლოგი * * * ქართველებმა შეაზანზარეს პარიზი. იშვიათად სადმე ყოფილა მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორი ისეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორც ის შენარჩუნებულია ქართულ ეროვნულ ცეკვაში... როცა საქართველოს რიტმებს ეხები, სუნთქვა გეკვრის. გაზეთი „პარიზენ ლიბერე“. 1988 * * * პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის დონის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი. გუსტავ კირკი, გერმანელი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი * * * თუ ვინმე ქართველებს სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია. მიხაი ზიჩი * * * ქართველები გულწრფელი, ენაწყლიანი, ლაღი და ტემპერამენტიანი ხალხია... ნამდვილი შემოქმედებითი ასპარეზია ქართული სუფრა... საქართველო მზიური, მრავალფეროვანი ქვეყანაა. გილერმო დიას პლაია, ესპანელი მეცნიერი, აკადემიკოსი * * * ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა. ნიკო მარი * * * ცხოვრობს აღმოსავლეთში ქრისტიანი ხალხი - ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მებრძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები... როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თაყვანისსაცემად, წმიდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრებიან ორადინუსს, დამასკოს პრონცს იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ. ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრიუსი) XIII საუკუნე * * * ქართული ანბანი უკლებლივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია. პ. კ. უსლარი - რუსი ენათმეცნიერი (1816-1875) * * * ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნებას ქართული ანბანი სრულიად და ზუსტად გამოხატავს; ყოველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება, ყოველი ასო-ნიშანი ზუსტად და მკაფიოდ გამოითქმის; ამ თვალსაზრისით ვერც ერთი სხვა ანბანი ქართულ ანბანს ვერ შეედრება. უილიამ ედუარდ დევიდ ალენი - ინგლისელი ორიენტალისტი (1901-1973) * * * „აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთი უწარჩინებულესთაგანია არა მარტო იმ სიწმინდეებითა და მეცნიერებით, რომლებიც მან წარმოშვა და სასულიერო ხელოვნების ნამოქმედარია, რომლის ზოგიერთმა ძვირფასმა ნიმუშმა ჩვენამდე მოაღწია, არამედ თავისი ბრწყინვალებითა და ზეგავლენით, მრავალ უცხო ქვეყნებში რომ მოიპოვა და აგრეთვე მუდმივი ბრძოლით, ყოველთვის რომ აწარმოებდა თავის შვილთა სარწმუნოების დასაცავად. მისი ეს ბრწყინვალე სხივოსნობა თვალსაჩინო შეიქნა განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში, უფრო მეტად კი მთაწმინდასა და პალესტინაში. საშუალო საუკუნეთა რამდენიმე ასი წლის განმავლობაში მას სახელი გაუთქვა მისმა სამხედრო ძლიერებამ, საზღვარგარეთ გაფანტულ ასობით ბერ-მონაზონთა სათნოებამ, სასულიერო-საქველმოქმედო დაწესებულებებმა და მისი მწერლების სამწიგნობრო და სასულიერო ღვაწლმა... ინებოს ღმერთმა და წარსული დიდების ხსოვნამ შთააგონოს ქართველებს, რათა დაიბრუნონ ის საპატიო ადგილი, რამელიც მათ უნდა ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს მიერ დამყარებულ ერთადერთ მსოფლიო ეკლესიის წიაღში“. რენე ჟანენი *** თბილისი ნაყოფიერი და გამაგრებული ქალაქია. იქ უხვად მოიპოვება პროდუქტები იაფფასებში... თბილისში უცხოელებს შეუძლიათ გულმშვიდად იყვნენ, იქ ყველას, მათთან შემთხვევით მისულსაც კი, მეგობრულად ექცევიან. იბნ-ჰაუკალი, არაბი გეოგრაფი *** პირველად ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული ვარ. მე წამიკითხავს ზოგიერთი ქართველი წმინდანის შესახებ; ახლა უკვე რეალურად დავინახე, როგორი კარგი და მორწმუნე ხალხია აქ, გაოცებული ვარ ასეთი თბილი შეხვედრით. ყველას სურს ლოცვა-კურთხევის მიღება, ძალზე დიდ პატივს მიაგებენ დედა ღვთისმშობელსა და ათონის მთას, მსგავსი რამ მე არსად მინახავს, სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ასეთ რამეს არ შევხვედრივარ. საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანებია, რომლებიც ძალიან კარგები არიან. მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტერი 2005 წლის ივნისი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Paradise |
Mar 27 2007, 01:27 AM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 27-March 07 წევრი № 1,503 |
ერთმა უცხოელმა ნაცნობმა მითხრა: ძალიან ცოტაა ქვეყნები, რომლებშიც ასე მრავლადაა ღვთის სახლი ეკლესიები და მონასტრები. ნამდვილად დალოცვილი მიწააო.
|
ნოდარიკო |
Mar 27 2007, 01:27 AM
პოსტი
#12
|
Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 |
საქართველო ნოეს კიდობანია,პირაპირი გაგებით
როგორც გინდათ გამიგეტ ეს ასეა |
ნათია |
Mar 27 2007, 01:32 AM
პოსტი
#13
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველო ნოეს კიდობანია,პირაპირი გაგებით როგორც გინდათ გამიგეტ ეს ასეა გეთანხმებით ერთმა უცხოელმა ნაცნობმა მითხრა: ძალიან ცოტაა ქვეყნები, რომლებშიც ასე მრავლადაა ღვთის სახლი ეკლესიები და მონასტრები. ნამდვილად დალოცვილი მიწააო. ნამდვილად დალოცვილები ვართ მადლობა უფალს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
გლახა |
Mar 27 2007, 10:50 AM
პოსტი
#14
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ნოდარიკო
დღეის შემდეგ ხარ არა ნოდარიკო, არამედ ნოე |
iako |
Mar 27 2007, 01:20 PM
პოსტი
#15
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
როგორც ჩემმა ამხანაგმა მომითხრო.( ხელოვნების სკოლაში სწავლობს)
სემინარზე ერთმა ახლმა ლექტორმა გამოიკითხა სტუდენტების ეროვნულობა. და როდესაც გაიგო რომ ეს ქართველი იყო,აღფრთოვანებული მთელი 15 წუთი საქართველოზე მოუთხრობდა სტუდენტებს.ანბანზე და ასოებზეც ესაუბრა.მსგავსი სილამაზე ნამდვილად არსად შემხვედრიაო. და ბოლოს დააყოლა ამ მხარეში გადაღებულ სურათებს არავითარი მონტაჟი არ სჭირდებაო. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
არძინბა |
Mar 28 2007, 04:50 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 28-March 07 წევრი № 1,522 |
კაი ხალხი ხართ ქართველები
-------------------- თავისუფლება აფხაზეთს!!!
|
matebichi |
Mar 28 2007, 04:56 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 26-March 07 წევრი № 1,499 |
საქართველო
არ უნდა ამას სიტყვები განიცადე |
მამფალი |
Mar 29 2007, 03:33 PM
პოსტი
#18
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ციტატა კაი ხალხი ხართ ქართველები აბა რა. "ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ გინდა მცირეთა: აზვავდებიან იტყვიან : უჩემოდ ვინ იმღერეთა?" -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
მამფალი |
Apr 8 2007, 07:45 PM
პოსტი
#19
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვდერილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.
საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. იმანუელ კანტი ეს ფორუმის მანდილოსნებს ეძღვნება. განურჩევლად ყველას. ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი! ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ... საერთოდ წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთინაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება. პიეტრო დელა ვალე. ჩვენ ქვეყანაში მოსული სჯობს ჩვენი ხალხის სილამაზეს აქებდეს უწინარეს ყოვლისა: მთები რომ ლამაზი გვაქვს, ეს ჩვენი დამსახურება როდია. არა მგონია, ჩვენი დიაცების სილამაზეც ჩვენი დამსახურება იყოს. ჩვენი დამსახურება ისაა, ეს ლამაზი ქვეყანა რომ შევირჩინეთ. კონსტანტინე გამსახურდია -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
marine |
Apr 12 2007, 02:06 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აი, რას წერს საქართველოსა და ქართველთა შესახებ სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში:
"საქართველოს მთელი ხალხი, ყოველი კაცი და ყოველი ქალი იქაური ჰავა-ჰაერის სინაზის გამო, ნატიფ ღაწვტა და ლოყათა სიტურფითა და სინარნარით, ნაკვთებისა და ხელების მოხდენილობით, ყველა სხვა ადგილთა და ქვეყანათა ხალხებს სჯობია. ყველანი სამოთხის ბინადარი ქალის, ჰურიას მსგავსნი და იოსებ მშვენიერის ღაწვთა მქონენი არიან, მოსეს შუქმფენი ხელის სხივები გამოკრთის მათი სახეებიდან და ქრისტიანული სასწაულიც ცხადად ჩანს მათი საოცარი ენატკბილობიდან და საამური ქცევებიდან. თუმცა საქართველოში ქრისტიანობაა გავრცელებული და ქართველები მოკლებული არიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ თავისი სიმშვენიერით, ჰავის სიჯანსაღით, მიწა-წყლის უმწიკვლობით და ნაყოფიერებით ქეყვნიერების ვერცერთი მხარე საქართველოს ვერ შეედრება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი