IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> რელიგიის დევნა საქართველოში
marine
პოსტი Oct 17 2015, 12:04 PM
პოსტი #121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტიღმერთული ეპოქა"

"მაშინ დახვრეტილ იქნა 500 ეპისკოპოსი და 50 000 მღვდელი და ბერ-მონაზონი.

საერთო ჯამში სარწმუნოების გამო 2 მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული".

/დეკ. დავით ქვლივიძე
"ქვაკუთხედი" N10, 2015, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2015, 10:55 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასტიკი იყო ბოლშევიკების ეპოქა. სასულიერო პირები ხედავდნენ, რომ კაცობრიობას ერთ-ერთი უმძლავრესი სატანური ძალა მოევლინა და მისადმი აშკარა დაპირისპირება ეკლესიის შესაძლებლობებს აღემატებოდა. უფალი უშვებდა ამ განსაცდელს, ერის ცოდვათა, თუ სხვა მიზეზთა გამო, და შეეძლო კი ეკლესიას შეეცვალა განგება ღვთისა?"

/"კარიბჭე" N22, 2015, გვ.59/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2015, 07:03 PM
პოსტი #123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაშინდელი ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაპატიმრებული ერთ-ერთი სასულიერო პირი, ამბროსი ამბოკაძე იგონებდა. როდესაც იგი გადასახლებიდან დაბრუნდა, საოცრად ნატანჯი და ჯანმრთელობაშერყეული... მივიდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესთან და უსაყვედურა: "კი მაგრამ, თქვენ სად იყავით მაშინ, როცა მე გადასახლებაში ვიტანჯებოდი?" პატრიარქ კალისტრატეს სიტყვა არ უთქვამს, უჩუმრად დაიჩოქა და შენდობა სთხოვა მას. "ამ საქციელმა მიმახვედრა, რომ უწმინდესი კალისტრატე უფრო მეტად პატიმარი იყო, ვიდრე მე და უფრო მეტად იტანჯებოდაო", - იგონებდა შემდგომში მღვდელი ამბროსი..."

/"კარიბჭე" N22, 2015, გვ.60/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2015, 07:25 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც მცენარე იზრდება უფრო სრწაფად, როცა მას რწყავენ, ასევე ჩვენი რწმენაც უფრო ძალუმად ყვავის, და უფრო სწრაფად ღრმავდება, როცა მას დევნიან"

/წმ. იოანე ოქროპირი
"კარიბჭე" N23, 2015, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2015, 08:26 PM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფლისადმი ერთგულება ადამიანს ღვთის საქმეს აკეთებინებს და თუკი ამ დროს ის იდევნება, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ იგი უფლის საქმის თანაზიარია".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2015, გვ.13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2016, 02:09 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იგი [მამა ალექსი შუშანია] თავისი მოძღვრებითა და სულიერი სიბრძნით რწყავდა უსჯულოებით დაკოდილ ჭაბუკთა გულებს და განწმენდდა მათ უმწიფარ გონებას ათეისტური ღვარძლისგან".

/"კარიბჭე" N2, 2016, გვ.54/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2016, 09:47 PM
პოსტი #127


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კომუნისტური მმართველობის სულის შემხუთველი იდეოლოგიის ხანაში რწმენის, სიყვარულის მაძიებელმა ადამიანებმა ახალგაზრდა პატრიარქში [ილია II] დაინახეს ქრისტიანული რწმენა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდი წარსული და იმედიანი მომავალი. უწმინდესთან ერთმა შეხვედრამაც კი ბევრი ადამიანი მოაბრუნა ეკლესიისაკენ".

/"კარიბჭე" N3, 2016, გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2016, 10:35 PM
პოსტი #128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წვიმა მოიყვანა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, გაბრიელ ჩაჩანიძემაც (+1956). იმერეთში დიდი გვალვის დროს მასაც მდინარე უკურთხებია და ისეთი თქეში მოსულა, ხიდები წაუღია, ნათესები გაუფუჭებია. ამისთვის დაუპატიმრებიათ და თბილისში უფროსებისთვის შეუტყობინებიათ: დავიჭირეთ, რადგან მისი ლოცვით მოსულმა წვიმამ დიდად დაგვაზარალაო. იქიდან დაუტუქსავთ: - ჩვენ ხალხს ვუმტკიცებთ, ღმერთი არ არსებობს, თქვენ კი მაგისთვის კაცს იჭერთ. ამის მერე ხომ მღვდელებს ადვილად დაუჯერებენო. და მღვდელმთავარი გაუთავისუფლებიათ".

/კალენდარი კარიბჭე, მართლმადიდებლური კალენდარი 2015, 29 ივნისი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2016, 10:57 AM
პოსტი #129


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უუფლებობის წყვდიადი ღამე"

/მერაბ კოსტავა
"კარიბჭე" N4, 2016, გვ. 12/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2016, 08:14 PM
პოსტი #130


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასე დევნილი და საარსებო წყაროს მოკლებული მოძღვარი [მამა ნიკოლოზ ქუხილავა] ერთ დღესაც უფროს ვაჟთან ერთად ზუგდიდს წასულა ურმით ღვინის გასაყიდად და იმ თანხით საზრდოს შესაძენად, მაგრამ გზაში შეუძლოდ გამხდარა. სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო, მაგრამ საავადმყოფოში ექიმებს რომ გაუგიათ, ავადმყოფი მღვდელიაო, ოპერაციაზე უარი უთქვამთ...

მართალია ახლობელთა ჩარევით ოპერაცია მაინც გაუკეთეს, მაგრამ ნაგვიანევი აღმოჩნდა - მამა ნიკოლოზი სულ მალე, 1932 წლის 26 აგვისტოს, საავადმყოფოში მიიცვალა".

/"კარიბჭე" N5, 2009, გვ.26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2016, 06:36 PM
პოსტი #131


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაანგრევთ კედლებს, მაგრამ დარჩება და ამ ნანგრევით უფრო გამაგრდება ტაძარი ჩვენს გულში, რადგან სიცრუეა მნგრეველი და ჭეშმარიტება - მშენებელი. საფლავს აღმოფხვრით მიწაზე, მაგრამ ჩვენ მის ძეგლად გადავაქცევთ ცას, რომელსაც თქვენ ვერ მიწვდებით!"

/პოლიკარპე კაკაბაძე
"კარიბჭე" N1, 2008, გვ.42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2016, 11:04 AM
პოსტი #132


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელში ხმა დაირხა, მამა აკაკის [გოშუა] "გაკრეჭვა" უნდათო. ეს იყო მღვდლის მიმართ ყველაზე დიდი მკრეხელობის გამოვლენა, რითაც თავს იწონებდნენ კომუნისტები. "ჯილდოდ" კი იღებდნენ თანამდებობებს, ამსოფლიურ პრივილეგიებს".

/"კარიბჭე" N1, 2008, გვ. 41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2016, 05:26 PM
პოსტი #133


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რა ჯურის მტერი აღარ უნახავს საქართველოს, მაგრამ რა ვანდალობანიც ბოლშევიკებმა ჩაიდინეს, მსგავსი ისტორიას არ ახსოვს...

1925 წელს ალავერდის ეპარქიაში შექმნილი ვითარების შესახებ გვიამბობს მთავარხუცეს ვასილ მაისურაძის მოხსენება ალავერდელი ეპისკოპოსისასდმი.

მთავარხუცესს კახეთის სოფლები შემოუვლა. ზოგან ტაძარი მოუწყობელი და გაძარცვული დახვედრია, ზოგან კი საშინელ სურათს შესწრებია: სოფელ ახალ გავაზში ერთი ეკლესია სახალხო სახლად გადაუკეთებიათ, მეორე განუძარცვავთ, ხის კანკელი დაუმტვრევითა, ხატებით კი სასკოლო სკამები გაუკეთებიათ..."

/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.32-33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2016, 10:41 PM
პოსტი #134


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამიშინჯეს ჯიბეები, გულის ჯიბეში მიპოვეს ჯვარი მკერდის ჯილდოსი, პატარა სპილენძის სანაწილე ხატი, გურიაში მღვდელ ჭყონიას ნაჩუქარი... ხატი გახსნეს, ნაწილებს დააფურთხეს და მომცეს. ჯვარი არ დავანებე, ხელში მეჭირა და ჯაჭვი - იმათ, რომ გავწიეთ, გაწყდა და ჯაჭვი თავში მომარტყეს, არ წაუღიათ..."

/არქიმანდრიტი მელქისედეკ ცელაძე (1870-1957)
"კარიბჭე" N9, 2008, გვ.24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2016, 10:03 PM
პოსტი #135


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უწმინდესი ეფრემი [სიდამონიძე] ხშირად იხსენებდა უწმინდეს ამბროსი ხელაიას, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დასწრებია მის სასამართლო პროცესსაც: "ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ესროდნენ სასამართლო პროცესზე პატრიარქ ამბროსის ლაყე კვერცებს. ის დიდსულოვნად იტანდა ყოველივე ამას. მთელი სახე და წვერ-ულვაში ლაყე კვერცით ჰქონდა მოსვრილი, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს, ვერ დაიმორჩილესო", - იგონებდა პატრიარქი ეფრემი".

/"კარიბჭე" N13, 2009, გვ.43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2016, 10:15 PM
პოსტი #136


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმავე პერიოდში რუსეთში ეკლესიებისა და სასულიერო სასწავლებლების დახურვა დაიწყო. შეიქმნა საშიშროება, ეს მოძრაობა საქართველოშიც გავრცელებულიყო. საქართველოს მაშნდელმა მთავრობამ სთხოვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, [ეფრემ მეორე სიდამონიძე] სოლიდარობა გამოეცხადებინა საკავშირო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის - დაეხურათ ორი ან თუნდაც ერთი ეკლესია მაინც. მაშინ უწმინდეს ეფრემს უთქვამს: "ისეთ საქმეს ნუ ჩამადენინებთ, მთელ მსოფლიოში შეგარცხვინოთ. როგორც კი ერთ ეკლესიასაც კი შეეხებით, იმ წუთას თავს მოვიკლავ, მანამდე კი ყველას გავაგებინებ, რამ მაიძულა, ასეთი რამ გამეკეთებინაო". ყველაფერი ეკლესიის გამარჯვებით დამთავრდა".

/"კარიბჭე" N13, 2009, გვ.43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2016, 01:26 PM
პოსტი #137


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა 40-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მოსთხოვეს, ზუსტად აღენუსხა იმ დრო მოქმედი ტაძრები და სასულიერო პირები, აღმოჩნდა, რომ თითზე ჩამოსათვლელი ეკლესია და სულ რაღაც 40-ოდე სასულიერო პირი შემორჩენილიყო, რომელთაგან ბევრი, სამწუხაროდ, უშიშროების მიერ გარკვეული დავალებით იყო შემოგზავნილი".

/"კარიბჭე" N25, 2009, გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2016, 01:53 PM
პოსტი #138


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ გვსმენია, რომ კომუნისტების დროს ეკლესიაში უშიშროების წარმომადგენლები დადიოდნენ სასულიერო თუ საერო პირთა სათვალთვალოდ. ამას დიდი როლი უთამაშია შემდგომ მათ რელიგიურ გრძნობებზე, ბევრი მოქცეულა კიდეც და გულწრფელადაც შეუნანებია წარსული".

/"კარიბჭე" N24, 2007, გვ. 19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2017, 09:52 PM
პოსტი #139


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთის "ქართული პარტიის" აქტიური წევრი იყო მღვდელი ბესარიონ [წმ. ამბროსი] ხელაიაც. იგი ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა სოხუმის ახალ ეპისკოპოსს. ურთიერთობა მათ შორის განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როცა 1895 წლის სააღდგომო ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა არსენმა საკათედრო ტაძრის კანდელაკს ბესარიონ ხელაიას სახარების ქართულ ენაზე წაკითხვა აუკრძალა, თუმცა ის სლავურ, ბერძნულ და მკვდარ ლათინურ ენაზე წაიკითხეს.

"საგაზეთო წყაროებით ყველასათვის ცნობილია, - წერდა 1906 წელს იმჟამად არქიმანდრიტი ამბორსი, - ეპ. არსენის განკარგულება, აღდგომას არ წაკითხულიყო ქართული სახარება მაშინ, როდესაც წაიკითხეს სხვა ენებზე, მკვდარ ლათინურზეც კი, რომელიც მლოცველთაგან არავის ესმოდა. მლოცვეთა ორ მესამედს ქართველები შეადგენდნენ; მოუთმენლად ელოდნენ ისინი წელიწადში ერთხელ მაინც მათთვის გასაგებ ენაზე მოესმინათ ბიბლიის წაკითხვა, მაგრამ შეცდნენ თავიანთ მოლოდინში. მათდამი ასეთი უყურადღებობით, მათი რელიგიური და ეროვნული გრძნობების ასეთი შეურაცხყოფით გაბრაზებულები ბიბლიის კითხვის დასრულებისთანავე დემონსტრაციულად გავიდნენ ტაძრიდან".

ბესარიონ ხელაიას იქვე უპასუხია ეპისკოპოს არსენისთვის: "აქ საქართველოა და არა რუსეთი და ამიტომ წირვაც ქართულად უნდა იყოსო!"

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ. 150/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2017, 12:38 PM
პოსტი #140


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,893
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბევრი ხატი გვქონდა ოჯახში. დედაჩემი, ოლღა, ყაჭეიშვილის ქალი გახლდათ. ყაჭეიშვილები თურმე თავაღებული ბოლშევიკები იყვნენ. ახალმოყვანილ პატარძალს მაყრიონი მოჰყვა. დედაჩემის ერთ-ერთ ნათესავს მამაჩემის ოჯახში ხატი რომ უნახავს, რევოლვერი ამოუღია თურმე და ტყვიით ჩამოუღია ხატი. აყვედრიდნენ დედაჩემს: "ეს რა ჩამორჩენილ ოჯახში გაგვითხოვებიხარო".

/"კარიბჭე" N6, 2009, გვ. 43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 01:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი