იგავი ტალანტებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იგავი ტალანტებზე |
afxazi |
Jan 31 2011, 02:45 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მათ თავისი ქონება: და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას - ორი, ხოლო რომელიღაცას - ერთი, თითოეულს თავისი ძალის მიხედვით, და მაშინვე წავიდა. ხოლო წავიდა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი; ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც. ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი და თქვა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია; და შემეშინდა, წავედი და დავფალი შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის, და როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. (მათე, 25- 14-30).
ეს იგავი მეტად ცხოვრებისეულია და ვფიქრობ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მისიას. ყველა ჩვენთაგანს, ვინც კი მოხმობილ იქნა ქრისტიანობაზე, სწორედ ეს ტალანტი მიეცა, რომელშიც არ იგულისხმება რა თქმა უნდა მატერიალური რაღაც ფული. ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება. ჩვენი თავი შესაძლებელია ამ სამი ადმიანიდან რომელიმეს შევადაროთ. ვისაუბროთ რამდენად ვანაყოფიერებთ მოცემულ ტალანტს, თუ უბრალოდ დაფლული გვაქვს ღრმად მიწაში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ikanosi |
Mar 29 2011, 11:20 PM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
იქნებ გაგევრცო აფხაზ კიდევ
-------------------- ფარით ან ფარზე
|
.zakaria. |
Mar 30 2011, 01:07 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
იქნებ გაგევრცო აფხაზ კიდევ რა ქნას იგავი გააგრძელოს? მაგარი ხარ იკა. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
George Leluashvili |
Mar 30 2011, 08:53 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
.zakaria. ციტატა რა ქნას იგავი გააგრძელოს?მაგარი ხარ იკა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
mekaje |
Mar 30 2011, 09:23 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
afxazi
ციტატა ეს იგავი მეტად ცხოვრებისეულია და ვფიქრობ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მისიას. ყველა ჩვენთაგანს, ვინც კი მოხმობილ იქნა ქრისტიანობაზე, სწორედ ეს ტალანტი მიეცა, რომელშიც არ იგულისხმება რა თქმა უნდა მატერიალური რაღაც ფული. ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება. ჩვენი თავი შესაძლებელია ამ სამი ადმიანიდან რომელიმეს შევადაროთ. ვისაუბროთ რამდენად ვანაყოფიერებთ მოცემულ ტალანტს, თუ უბრალოდ დაფლული გვაქვს ღრმად მიწაში. ღვთისგან მონიჭებული ტალანტი მაშინ იქნება უსარგებლო ჩვენთვის როცა სიზარმაცისა და დროის ჯუჭად ფლანგვის გამო ვერ გავამრავლებთ მას. შრომისმოყვარეობა დიდი სათნოებაა. ikanosi .zakaria. leluashvili.giorgi ნუ დაგვავიწყდება რომ ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
კოკა |
Mar 30 2011, 01:53 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
იქნებ ღვთისაგან ბოძებული ტალანტი არა მხოლოდ სარწმუნოებაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არამედ მართლაც ის ტალანტები, რომლებიც ჩვენ მოცემული გვაქვს...........
ზოგს სიმღერის, ზოგს ცეკვის, მშენებლობის და ბიზნესის წარმოებისაც კი.......... ანუ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს მაქსიმალურად კარგად......... მომღერალმა - იმღეროს და თავისი განვითარებული ტალანტით დაატკბოს სხვათა სმენა; მოცეკვავემ - იცეკვოს და თავისი განვითარებული ტალანტით დაატკბოს მაყურებელი; მშენებელმა - აშენოს და თავისი განვითარებული ტალანტით უზრუნველყოს ხალხი საცხოვრებლით; ხოლო ბიზნესმენმა უნდა აკეთოს ფული, და თავისი განვითარებული ტალანტით ნაშოვნი ფულით უნდა დაეხმაროს იმ გაჭირვებულებს, რონმლებსაც ნაკლებად გაუმართლათ ცხოვრებაში ან არ აქვთ მიღებული თავისი ტალანტი, ან გაუშვეს ხელიდან შანსი ტალანტის განვითარებისა და გამოყენებისა, და დაეხმაროს ამ დაფლული ტალანტის მიწიდან ამოღებაში და განვითარებაში......... იქნება და ზოგიერთი ჩვენთაგანის ტალანტი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ სხვის ტალანტის გამრავლებაზე ვიზრუნოთ და სწორედ ამით გამრავლდება ჩვენიც......... არა? -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
ikanosi |
Mar 30 2011, 03:54 PM
პოსტი
#7
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
.zakaria.
ციტატა რა ქნას იგავი გააგრძელოს? აი ეს ციტატა ეს იგავი მეტად ცხოვრებისეულია და ვფიქრობ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მისიას. ყველა ჩვენთაგანს, ვინც კი მოხმობილ იქნა ქრისტიანობაზე, სწორედ ეს ტალანტი მიეცა, რომელშიც არ იგულისხმება რა თქმა უნდა მატერიალური რაღაც ფული. ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება. ჩვენი თავი შესაძლებელია ამ სამი ადმიანიდან რომელიმეს შევადაროთ. ვისაუბროთ რამდენად ვანაყოფიერებთ მოცემულ ტალანტს, თუ უბრალოდ დაფლული გვაქვს ღრმად მიწაში განმარტება განავრცე მეთქი... -------------------- ფარით ან ფარზე
|
George Leluashvili |
Mar 31 2011, 11:42 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
mekaje
ციტატა leluashvili.giorgiნუ დაგვავიწყდება რომ ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი და რა შეგვატყვე დავიწყებისა ასეთ შეგონებებს რო იძლევი? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ქევანა |
Apr 4 2011, 11:41 AM
პოსტი
#9
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
დაფლული განძი მარტო ხელოვნებათმცოდნეებსა და არქეოლოგებს თუ გამოადგებათ
ახლა სერიოზულად და ეს იგავი მართლა ძალიან საინტერესო და მასში ჩადებული აზრი რთული შესასრულებელია.. ციტატა ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება. აბა რომელს გაუკეთებია ეს ორმაგად და სამმაგად მეტი? ერთეულებს. ხოდა ამიტომ ვამბობ რომ რთულია -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
beks777 |
Apr 5 2011, 10:10 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 |
ტალანტებში იგულისხმება ნიჭები
სულიწმინდის შვიდი ნიჭი ღვთისმსახურება,ღვთისმოშიშებ ,ძლიერება,ზრახვა,მეცნიერება, ულსხმისყოფა,სბრძნე ეს შვიდივე ნიჭი ქონდათ მოციქულებს და წინასწარმეტყველებს მხოლოდ. ღმერთი ყველას აძლევს ერთ ნიჭს მაინც ,არ არსებობს ადამანი რომელსაც არ ქონდეს ამ ნიჭებიდან ერთ ერთი მაინც. დააკვირდით იგავს:5 ტალანტის მიმღებმა კიდევ სხვა 5 შესძინა,2 ის მიმღებმა კიდევ სხვა 2 ,ანუ გაამრავლეს ორმაგად 5 ტალანტის მიმღებს რომ 4 ტალანტი შეეძინა და არა 5 ის ვერ ცხონდებოდა,იმიტო რო 1 ნიჭს დაკარგავდა,და გამოდის რომ უკან დაუბრუნებდა იმ ერთს ბატონს მონაგებს გარეშე,დაისჯებოდა და ის ბედი ეწეოდა რაც ეწია ერთი ტალანტის მიმღებს რომელმაც სარგებელი ვერ პოვა და უკან დააბრუნა ეს ტალანტი მონაგების გარეშე,ამიტომაც დაისაჯა.ღმერთი ყველას ერთნარად არ აძლევს ამ ნიჭს ,ვისაც რამდენის ზიდვა შეუძლია იმდენს,ასევე ყველას ერთნაირად არ მოეთხოვება,ზოგს მეტი ზოგს ნაკლები. ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლეროს,და მოგვცეს ძალა ჩვენთვის მოცემული ტალანტების გამოყენებისა -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
კოკა |
Apr 6 2011, 11:58 AM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
beks777
ციტატა ტალანტებში იგულისხმება ნიჭები სულიწმინდის შვიდი ნიჭი ღვთისმსახურება,ღვთისმოშიშებ ��,ძლიერება,ზრახვა,მეცნიერებ ,��ულსხმისყოფა,სბრძნე და რა იგულისხმება გამრავლებაში? თუ მე ღმერთმა დამაჯილდოვა მაგალითად ძლიერებით და ზრახვით რა უნდა გავაკეთო? კიდე სხვა 2 ნიჭი უნდა მოვიპოვო ჩემით? -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
beks777 |
Apr 6 2011, 04:24 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 |
რა იგულისხმება და ის რომ მაქსიმალურად გამოიყენო ბოძებული ნიჭი,ანუ გამრავლება (ის რომ 5 ტალანტის მქონემ კიდე სხვა 5 შესძინა,2 ტალანტის მქონემ კიდე სხვა 2)
ე.ი მაქსიმალურად გამოიყენეს ღვთისან ბოძებული ნიჭი და არა ნაწილობრივ რა შენ როგორ ფიქრობ აბა? -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
ქევანა |
Apr 6 2011, 04:35 PM
პოსტი
#13
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა 5 ტალანტის მიმღებს რომ 4 ტალანტი შეეძინა და არა 5 ის ვერ ცხონდებოდა,იმიტო რო 1 ნიჭს დაკარგავდა,და გამოდის რომ უკან დაუბრუნებდა იმ ერთს ბატონს მონაგებს გარეშე,დაისჯებოდა და ის ბედი ეწეოდა რაც ეწია ერთი ტალანტის მიმღებს რომელმაც სარგებელი ვერ პოვა და უკან დააბრუნა ეს ტალანტი მონაგების გარეშე,ამიტომაც დაისაჯა. როცა ღმერთის სახელით ვისიმე ცხონება/არცხონების შესხებ საუბრობენ, მე უნებურად მეხარხარება არა მგონია ტალანტებში იგულისხმებოდეს 7 ნიჭი, ან რატომ 7? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
beks777 |
Apr 6 2011, 05:06 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 |
ქევანა
აბა რა იგულისხმება შენი აზრით? -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
კოკა |
Apr 6 2011, 10:16 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
beks777
ციტატა რა შენ როგორ ფიქრობ აბა? მე ზევით მიწერია როგორც ვფიქრობ და გადახედე აბა........ http://church.ge/index.php?s=&showtopic=87...ndpost&p=666638 ციტატა მაქსიმალურად გამოიყენეს ღვთისან ბოძებული ნიჭი და არა ნაწილობრივ როგორ უნდა გამოიყენო მაგალითად ძლიერება ან/და ზრახვა???? ამასთანავე გამოყენებაც არის და გამოყენებაც........ ღვთისაგან ბოძებული სიბრძნე ადამიანს შეუძლია გამოიყენოს მრავალმხრივ....... მათ შორის ბოროტების საკეთებლადაც....... ასე რომ იქნებ უკეთესი არგუმენტები მოიყვანო შენი ვერსიის დასასაბუთებლად......... -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
beks777 |
Apr 6 2011, 10:54 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 |
ციტატა ანუ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს მაქსიმალურად კარგად......... მომღერალმა - იმღეროს და თავისი განვითარებული ტალანტით დაატკბოს სხვათა სმენა; მოცეკვავემ - იცეკვოს და თავისი განვითარებული ტალანტით დაატკბოს მაყურებელი; მშენებელმა - აშენოს და თავისი განვითარებული ტალანტით უზრუნველყოს ხალხი საცხოვრებლით; ხოლო ბიზნესმენმა უნდა აკეთოს ფული, და თავისი განვითარებული ტალანტით ნაშოვნი ფულით უნდა დაეხმაროს იმ გაჭირვებულებს, გეთანხმები ,კი ეგრე წერია განმარტებებში, იქნებ დაფიქრებულიყავი შენ რომ ამ ყველაფრისთვის რაც შენ ჩამოთვალე აქ საჭიროა ზრახვა, სიბრძნე და გონიერება .არ მეთანხმები? -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
კოკა |
Apr 7 2011, 09:41 AM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
beks777
ციტატა კი ეგრე წერია განმარტებებში რომელ განმარტებაში? ციტატა ამ ყველაფრისთვის რაც შენ ჩამოთვალე აქ საჭიროა ზრახვა, სიბრძნე და გონიერება .არ მეთანხმები? მთლად ვერ დაგეთანხმები......... მაგალითისათვის ავიღოთ მომღერლის სასიმღერო ნიჭი........ რატომ არის აუცილებელი მომღერალი იყოს ბრძენი? მემგონი საერთოდ არაა აუცილებელი ყველა კარგი მომღერალი იყოს ბრძენი........ რაც შეეხება გონიერებას, ზოგადად ნებისმიერი ადამიანი ითვლება გონიერად და ამ თვისების ტალანტად ჩათვლა არ იქნებოდა მართებული....... იგივე ნაირად შეგვიძლია ტალანტი დავუძახოდ მაშინ მეტყველების უნარსაც და ელემენტარული ფიქრის შესაძლებლობასაც......... ტალანტი არის ისეთი რამ (რა თქმა უნდა ჩემი აზრით), რომელიც ყველა ადამიანს ვერ ექნება, და რომლის შეძენა შეუძლებელია....... თანდაყოლილი უნდა იყოს ანუ ღმერთისაგან ბოძებული....... ზრახვა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში გამოიმუშავოს და შესაბამისად ტალანტი ზრახვა ვერ იქნება......... -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
beks777 |
Apr 7 2011, 11:40 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 |
http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/25_14-30.htm
აქ წერია და ნახე,რომ არ არსებობს ადამანი რომელსაც ღმერთმა არ მისცეს თუნდაც ერთი ტალანტი მაინც -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
beks777 |
Apr 7 2011, 01:13 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 |
კოკა
ეგ ჩემი აზრი კი არააა რომ ამ იგავში სულიწმინდის ნიჭებზეა საუბარი,არამედ წმინდა მამების განმარტებაა ასეთი. იოანეს სახარების განმრატებაში წერია.მიგითითებ წყაროს და წაიკითხე ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი იოანეს სახარების განმარტება გამომცემლობა "მრწამსი" თბილისი 2010 წელი გვერდსაც გეტყვი რომელ გვერდზე წერია.86 გვერდზე -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
esre ars cheshmariteba |
Apr 28 2013, 09:13 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ვერცერთმა ვერ ახსნა ეს იგავი! სად არის სულიწმინდა?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი