ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას - 3 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას - 3 |
A.V.M |
Jul 3 2013, 09:36 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ძალიან მიხარია რომ ახალი თემის გახსნა მიწევს , თან იმის გამო , რომ წინამ 100 გვერდს მიაღწია .
იმედი მაქვს ეს თემაც ისეთივე პოპულარული და შედეგის მომცემი იქნება , როგორც წინა 2 . გისურვებთ წარმატებებს! ღმერთი არს ჩვენთან ! ვიწყებთ ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ბადრი |
Jul 6 2013, 12:56 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს საავტორო უფლებებს ამ თემაზე :დ
ასევე, ღვთის შეწევნით, ვფიქრობ ეს თემა იქნება ხალხმრავალი -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
A.V.M |
Jul 6 2013, 01:07 PM
პოსტი
#3
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბადრი
ციტატა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს საავტორო უფლებებს ამ თემაზე :დ (არადა წინა თემა აფხაზის გახსნილი იყო...): კითხვა- კაპერნაუმში რომ ჩაუშვეს დავრდომილი სახურავიდან , ეგ ეპიზოდი ყველას მოგეხსენებათ . რა ტიპის სახურავი იყო და როგორ ახადეს? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mekaje |
Jul 6 2013, 01:39 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
A.V.M
ციტატა კაპერნაუმში რომ ჩაუშვეს დავრდომილი სახურავიდან , ეგ ეპიზოდი ყველას მოგეხსენებათ . რა ტიპის სახურავი იყო და როგორ ახადეს? აღმოსავლეთში სახლები უმეტესად წარმოადგენდა ოთხკუთხა ნაგებობას, რომლის შუაგულშიც ეზო იყო მოქცეული, ე.ი. სახლი ეზოს ეკრა გარს. სწორედ აქ იმართებდა დღესასწაულები და საოჯახო შეკრებები, თუ საუბრები. შესაძლოა, მაცხოვარი, მეტი სიფართოვის გამო, ხალხს სახლის ოთახში კი არ ასწავლიდა, არამედ ეზოში, რომელსაც, მზის მცხუნვარებისაგან დასაცავად თხელი ტყავით ან ქსოვილით ფარავდნენ. ამ საფარებლის მოცილება სულ ადვილად შეიძლებოდა ისე, რომ ხალხისათვის, რომელიც ეზოში იყო შეკრებილი, არავითარი საფრთხე არ შეექმნათ. სახლის სახურავები იყო ბრტყელი, რომელსაც გარს მოაჯირი ერტყა. იქ თავისუფლად შეეძლო სული მოეთქვა კაცს, ამიტომაც სახურავებზე ასასვლელად სახლს ეზოდან ან ქუჩიდან კიბეები ჰქონდათ მიდგმული. ადვილი შესაძლებელია, რომ მძიმე ავადმყოფის გულშემატკივრებს, ამ კიბეებით ესარგებლათ რათა სახურავიდან ჩამოეშვათ სხეული იესოსთან. ცხადია, რომ ყოველგვარი სიტყვების გარეშე, ისინი თავიანთი მოქმედებით გამოხატავდნენ ქრისტესადმი დიდ რწმენას. კითხვა: რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე? -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
ბადრი |
Jul 9 2013, 03:13 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
ციტატა ბადრი ციტატა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს საავტორო უფლებებს ამ თემაზე :დ (არადა წინა თემა აფხაზის გახსნილი იყო...): არადა წინის წინა ჩემი გახსნილი იყო -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
mekaje |
Jul 9 2013, 10:04 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
ციტატა კითხვა: რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე? უპასუხეთ ამ კითხვას და დასვით კითხვები -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
A.V.M |
Jul 9 2013, 02:50 PM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
mekaje
ციტატა რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე? რაც მითითებულია ტექსტში ის პასუხი გინდა თუ როგორც განიმარტება? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mekaje |
Jul 9 2013, 03:36 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
A.V.M
ციტატა რაც მითითებულია ტექსტში ის პასუხი გინდა თუ როგორც განიმარტება? ორივე -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
A.V.M |
Jul 9 2013, 05:42 PM
პოსტი
#9
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
mekaje
ციტატა ორივე ტექსტით დავიწყებ მაშინ : და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მთ. 21,19) რაც შეეხება განმარტებას . ამაზე საუბარი დიდხანს შეიძლება და ამიტომ ცოტას დავდებ... სახარების განმმარტებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ იგავში ყოვლადწმიდა სამების პირებს შორის თავისებური დიალოგი იგულისხმება. მამა ღმერთი - ვენახის პატრონია, განხორციელებული ძე ღვთისა - მევენახეა. ისინი საუბრობენ ძველი აღთქმისეული ისრაელის ბედზე, რომელიც ლეღვის ხის სახით გვევლინება. 3 წელია, ლეღვის ხეს (ისრაელს) ნაყოფი არ გამოუღია. რატომ 3 წელი? სწორედ ამდენ ხანს უქადაგებდა იესო ებრაელებს. - See more at: http://orthodoxy.ge/tserili/pasukhebi/legv...h.a23r6cW3.dpuf ისტორიულ პლანში ლეღვის ხის დაწყევლა - ქრისტეს მიერ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა უარყოფაა, რომლებმაც უფალი უარყვეს. მაგრამ წმიდა წერილი - ეს არაა სასწაულებისა და მაღალი ზნეობრიობის მქონე ქადაგებათა არქივი და არც წყევლათა და კურთხევათა მუზეუმი ანუ ყველაფერი, რასაც იესო ქრისტე იქმოდა უწინ - დღემდე იქმს: უყვარს ისინი, ვინც სხვას არავის უყვარს; შეუნდობს მათ, ვისაც ყველამ ზურგი შეაქცია; კურნავს სულიერ და ფიზიკურ სნეულებათაგან ისეთ ავადმყოფებს, რომელნიც, ფაქტიურად, განწირულნი არიან... მაგრამ ისევე, როგორც 2000 წლის წინ, ზოგჯერ ის კვლავ აწყდება უნაყოფო ხეს. მაგრამ ახლა უკვე იგი შეფოთლილია არა ძველი აღთქმისეული, არამედ ახალი აღთქმისეული ფოთლებით. მცნებებით, რომლებიც ზოგჯერ ფორმალურადაა აღიარებული, რადგან მათ ადამიანის გული არ შეუცვლიათ... ამიტომ ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა არის ისტორიასა და დროზე ამაღლებული გაფრთხილება ყველა თაობისადმი, შეგონება იმისა, რომ ლეღვის ხის ადგილზე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. - See more at: http://orthodoxy.ge/tserili/pasukhebi/legv...h.a23r6cW3.dpuf -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mekaje |
Jul 9 2013, 05:51 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
A.V.M
კეთილი და პატიოსანი კითხვაც შემოგვთავაზე ბარემ -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
vaxushti13 |
Jul 10 2013, 09:50 PM
პოსტი
#11
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
და არამგონია მე რომელიმე კითხვა გამოვიცნო და ესეიგი კითხვები არ დავსვა?
|
qarizma2 |
Jul 11 2013, 12:15 AM
პოსტი
#12
|
soso_soso ჯგუფი: Members პოსტები: 370 რეგისტრ.: 11-January 13 წევრი № 12,880 |
ციტატა და არამგონია მე რომელიმე კითხვა გამოვიცნო და ესეიგი კითხვები არ დავსვა? ჩვენი დროც მოვა -------------------- ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს… ცუდი მკითხველი.
|
A.V.M |
Jul 11 2013, 07:38 PM
პოსტი
#13
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გავიხსენოთ ბალაამ მოგვისა და სახედრის ,,საუბარი.''
რა ფორმით მიმდინარეობდა ? მართლა სამეტყველო ბგერებს გამოსცემდა ვირი ? რატომ ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jul 15 2013, 11:58 PM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ცოტას გადროვებთ კიდევ...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mekaje |
Jul 16 2013, 10:01 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
A.V.M
ციტატა გავიხსენოთ ბალაამ მოგვისა და სახედრის ,,საუბარი.'' რა ფორმით მიმდინარეობდა ? მართლა სამეტყველო ბგერებს გამოსცემდა ვირი ? რატომ ? ვირი ადამიანური ენით ამეტყველდა და ბალაამი ამლხილა. რადგან ბალაამმა უმოწყალოდ დაუწყო ცემა ვირს, რომელიც ანგელოზის ხილვით იყო შეჩერებული. როგორ უნდა გავიგოთ სასწაული, რაც ბალაამის სახედარს შეემთხვა? რა თქმა უნდა ეს იყო ნამდვილი სასწაული და არა რაიმე ილუზია, ბალაამს რომ შეეძლო წარმოედგინა. წმ. მოციქული პეტრე ამაში საეჭვოს არაფერს ხედავს, როცა ამბობს, რომ უტყვი სახედარი ადამიანურად ამეტყველდა (2 პეტ. II, 6). მართლაცდა, თუკი გველს შეეძლო ლაპარაკი ევას შესაცდენად ეშმაკის ძალით, მით უფრო სახედარი შეიძლებოდა მიმხვდარიყო ღვთის ძალით ბალაამის უგუნურებას. არაჩვეულებრივ შემთხვევებში უფალი იყენებს არაჩვეულებრივ საშუალებებს თავისი სახელის სადიდებლად. აქ საქმე ეხებოდა მთელი ისრაელის ბედს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ უტყვი სახედარისთვის ბაგის გახსნა იყო უფრო ნაკლებ გასაკვირი, ვიდრე დაბნელება და უდრეკობა ბალაამისა. კითხვა: ბიბლიის მიხედვით ვინ იყო პირველი მღვდელი? (სრულად დავახასიათოთ იგი ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, ვისი წინასახე იყო, მისი მსხვერპლის მნიშვნელობა და ა.შ) -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
marine |
Jul 17 2013, 03:24 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კითხვა: ბიბლიის მიხედვით ვინ იყო პირველი მღვდელი? (სრულად დავახასიათოთ იგი ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, ვისი წინასახე იყო, მისი მსხვერპლის მნიშვნელობა და ა.შ) მელქისედეკი ხომ არა? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
mekaje |
Jul 17 2013, 04:04 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
marine
ციტატა მელქისედეკი ხომ არა? rolleyes.gif დიახ უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით მელქისედეკზე? -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
A.V.M |
Jul 17 2013, 07:43 PM
პოსტი
#18
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
mekaje
ციტატა მართლაცდა, თუკი გველს შეეძლო ლაპარაკი ევას შესაცდენად ეშმაკის ძალით, მით უფრო სახედარი შეიძლებოდა მიმხვდარიყო ღვთის ძალით ბალაამის უგუნურებას აი სწორედ აქაა ,,ძაღლის თავი.'' გველი პირდაპირი მნიშვნელობით ესაუბრებოდა ევას? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mekaje |
Jul 17 2013, 11:35 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
A.V.M
ციტატა აი სწორედ აქაა ,,ძაღლის თავი.'' გველი პირდაპირი მნიშვნელობით ესაუბრებოდა ევას? გველის ბუნებისთვის არ არის დამახასიათებელი ლაპარაკი. გამომდინარე ამ გარემოებიდან, ასევე იქიდან, რომ სამოთხის გველი მოქმედებდა გონიერად და განზრახული გეგმით, ადამიანის დაღუპვის მიზნით, - ცხადდება, რომ ეს იყო არა უბრალო ცხოველი, არამედ მასში რაღაც უფრო დიდი არსება იმალებოდა და ამასთან ბოროტი და ღვთის მოწინააღმდეგე. ეს არსებაა _ ეშმაკი, რომელსაც გამოცხადებაში ეწოდება "გუელი დასაბამისაი", ხოლო სახარებაში: "კაცის მკვლელი დასაბამითგან". -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
esre ars cheshmariteba |
Jul 17 2013, 11:51 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ბადრი (არადა წინა თემა აფხაზის გახსნილი იყო...): კითხვა- კაპერნაუმში რომ ჩაუშვეს დავრდომილი სახურავიდან , ეგ ეპიზოდი ყველას მოგეხსენებათ . რა ტიპის სახურავი იყო და როგორ ახადეს? გიფსკარდონი ნაღდად არ ყოფილა და შენ რა იცი რა ტიპის სახურავი იყო? marine დიახ უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით მელქისედეკზე? მელქისედეკზე ბიბლია დუმს და შენ რაღას მეტყვი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი