თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ შეკითხვა მოძღვარს

პოსტის ავტორი: Tatoo თარიღი: Nov 11 2012, 02:48 PM

დამლოცეთ მამაო...

ხშირად მომდის წყევლის მაგვარი ფიქრები (ალბათ ჩემდაუნებლიედ), თან ისეთ ადამიანებზე რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს (მშობლებზე, ძმაზე და ა.შ.) არადა სულაც არ მინდა ვინმე დავწყევლო მითუმეტეს საყვარელი ადამიანები და ასეთ ფიქრებს როგორ ვებრძოლო?

საეკლესიო მაღაზიებში, რომ ზეთები იყიდება წმინდანთა საფლავიდან მათი კანდელში ჩასხმა შეიძლება?

წინასწარ დიდი მადლობა...

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Nov 23 2012, 07:43 PM

დაგლოცოთ ღმერთმა!
ნებისმიერი ბრძოლა ბოროტის მიერაა და ჩვენ ვიცით მაცხოვრისეული შეგონება , რომ მას უნდა ვებრძოლოთ ლოცვითა და მარხვით. ეზიარეთ ხშირად , ჩააბარეთ აღსარება და მოგვარდება ყველაფერი.

აღნიშნული ზეთების ჩასხმა შეგიძლიათ კანდელში.

პოსტის ავტორი: Tatoo თარიღი: Nov 23 2012, 10:35 PM

მადლობა მამაო, პასუხებისთვის...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)