IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საინტერესო საკითხია
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 16 2007, 02:23 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27





მამა პაისი მთაწმინდელი
ჩვენს ეპოქაში ცოცხალი მაგალითები მოგვაკლდა
- წმიდაო მამაო, რატომ ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, რომ უკანასკნელი ჟამის მოწამეები სხვა ჟამის მოწამეებზე აღმატებულნი იქნებიან?!

- იმიტომ, რომ ადრე მრავალი სულიერი გოლიათი ცხოვრობდა, ჩვენს დროში კი საკმარისად არ არის ცოცხალი მაგალითები, მე ეხლა ზოგადად ეკლესიასა და მონაზვნობაზე ვლაპარაკობ. ჩვენს დროში სიტყვები და წიგნები მომრავლდა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება შემცირდა. ჩვენ მხოლოდ აღფრთოვანებას გამოვხატავთ ჩვენი ეკლესიის წმიდა მოღვაწეთა მიმართ და არ გვესმის, თუ რა დიდი იყო მათი შრომა. ეს რომ გავიგოთ, თავადაც უნდა ვიშრომოთ, უნდა შევიყვაროთ წმინდანები და φιλοτιμο [1], მთელი ძალისხმევა იქით მივმართოთ, რომ მათ მივემსგავსოთ. რა თქმა უნდა, სახიერი ღმერთი ჩვენი ეპოქის თავისებურებებსაც გაითვალისწინებს, იმ პირობებს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ჩვენგან ყოველივეს მასთან შესაბამისობაში მოითხოვს. და თუ ჩვენ სულ მცირე ღვაწლს მაინც აღვასრულებთ, უფრო მეტად დავჯილდოვდებით, ვიდრე ძველი დროის ქრისტიანები.

ძველად მოღვაწეობრივი სული ცოცხლობდა, თითოეული ცდილობდა, სხვისთვის მიებაძა. ამიტომ ვერც ბოროტება, ვერც უსულგულობა ფეხს ვერ იკიდებდა. უხვად იყო სიკეთე, ღვაწლის სურვილი, ამიტომ დაუდევარი ადამიანი ვერ ახერხგბდა თავის დაუდევრობაში განმტკიცებულიყო. მას სიკეთის დიდი ნაკადი იზიდავდა თავისკენ. მახსოვს სალონიკის ქუჩაში შუქნიშნის ნიშანს ველოდით, რომ გზა გადაგვეკვეთა. მწვანე აინთო, ადამიანების მასა შეიძრა და მე ვიგრძენი, რომ სხვებთან ერთად არ ვიყავი. მაშინ ისღა დამრჩენოდა, რომ ფეხები გადამედგა და ქუჩის მეორე მხარეს გადავსულიყავი. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ყველა ერთი მიმართულებით მიდის, მაშინ ვიღაც ერთს ძალიან გაუჭირდება მათ გვერდით არ იაროს - მაშინაც კი, როდესაც მას ეს არ სურს. სხვები იზიდავენ, რომ მანაც მათთან ერთად იაროს. მაგრამ თუ ადამიანს სურს პატიოსნად, სულიერად იცხოვროს, ამქვეყნად მისთვის ადგილი არ მოიძებნება, მას ძალიან გაუჭირდება და თუ ყურადღებას მოადუნებს, მთიდან დაექანება და ქვეყნიური ნიაღვარი ძირს წაიღებს.

ძველ დროს იყო სიუხვე სიკეთისა, სიუხვე ქველმოქმედებისა, იყო კეთილი მაგალითები, და ბოროტება სიკეთის სიუხვეში დაინთქმებოდა. ცოტაოდენი უწესობა, რომელიც ერში თუ მონასტერში არსებობდა, შეუმჩნეველი იყო და ხალხს არ ვნებდა. ეხლა კი რა ხდება? უხვადაა ბოროტი მაგალითები, ხოლო ის ცოტაოდენი სიკეთე, რომელიც კიდევ დარჩა, გროშადაც არ ღირს. ანუ დღეს სწორედ რომ საწინააღმდეგო ხდება, ცოტაოდენი სიკეთე დიდ ბოროტებაში ქრება და ხელისუფლებაშიც ბოროტებაა გამეფებული.

თუ ერთ ადამიანს ან რამდენიმე მათგანს მოღვაწეობრივი სული აქვს, ეს მეტად ეხმარება სხვებს, რადგან თუკი ვინმე სულიერად წარმატებულია, ამისაგან სიკეთეს მარტო თვითონ კი არ იღებს, არამედ ისიც, ვინც მასთან არის. ეს ეხება ადამიანების მოშვებულობასაც - ეს მოქმედებს სხვებზეც. თუ დასუსტდა ერთი, სხვებიც სუსტდებიან. ანუ გამუდმებით და შეუმჩნევლად ირგვლივ უკვე კარგი აღარაფერი დარჩება. ამიტომ გამეფებული მოშვებულობის ატმოსფეროში მეტად შველის მოღვაწეობრივი სული. ჩვენ მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ ამგვარ ურთიერთობებში, რადგანაც ამჟამინდელი ადამიანები სამწუხაროდ იქამდე მივიდნენ, რომ კანონებსაც კი იღებენ, რომ ეს მოშვებულობა და აღვირახსნილობა გაბატონდეს, იღწვიან კიდეც ამ კანონების აღსასრულებლად. ამიტომ ის, ვინც კეთილი ღვაწლი იტვირთა არა მარტო ერული სულის ზეგავლენას არ უნდა ემორჩილებოდეს, არამედ საკუთარ თავს ამა ქვეყნის ადამიანების გვერდით არც უნდა აყენებდეს [2], რადგან მათ გვერდით ქრისტიანები თავს წმინდანებად წარმოიდგენენ ხოლმე და საბოლო ჯამში იქამდე დადიან, რომ იმათზე უარესნი ხდებიან, ვისაც თავს ადარებდნენ. სულიერი ცხოვრების მაგალითები წმინდანები უნდა იყვნენ და არა ამსოფლური ადამიანები. კარგია, თუ თითოეულ სათნოებასთან დაკავშირებით ამგვარ შრომას აღასრულებ: მოძებნე წმიდანი, რომელიც ამა თუ იმ სათნოებით გამოირჩეოდა და ყურადღებით წაიკითხე მისი ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მიხვდება, რომ ჯერაც არაფერი გაუკეთებია და თავის სულიერ ღვაწლს მორჩილებით განაგრძობს. სტადიონზე მორბენლები იმის დასანახად, თუ ბოლოში ვინ მირბის, უკან არ იცქირებიან, რადგან თუ მათ ცქერას დაიწყებენ, თვით გახდებიან უკანასკნელნი. თუ მე შევეცდები, მათ მივბაძო, ვინც წარმატებულია, ჩემი სინდისი იხვეწება, ხოლო მათ ცქერაში, ვინც უკან მოჩანჩალებს, საკუთარ გამართლებას ვხედავ და თავს ვარწმუნებ, რომ მათ ცოდვებთან შედარებით, ჩემი ცოდვები არც თუ ისე დიდია. მე იმ აზრით ვინუგეშებ თავს, რომ ვიღაც ჩემზე უარესია. ამგვარად ვახშობ სინდისს, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, იმით ვამთავრებ, რომ ჩემი გული უგრძნობელი ხდება, თითქოს იგი ბათქაშის ფენით დაფარეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი