IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ერესები,სექტები,სქიზმები, განწვალება ანუ გამოყოფა ეკლესიის ისტორიაში
KAIROS
პოსტი Jun 25 2007, 11:26 PM
პოსტი #21


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კათოლიკურ რელიგიაში არსებულ ორდენებს, სექტა? მწვალებლობა? თუ ჩვეულებრივ, კათოლოციზმის აუცილებელი ნაწილია?


მაქამდე მივალთ, ისე კი მიახლოებით შემადგენელ ნაწილად მხოლოდ ფრანცისკანელები შეგვიძლია ჩავთვალოთ, ეს ერთერთი პირველი ორდენია ვატიკანის მიერ ოფიციალურად ცნობილი, ტემპლიერები, კი ჯვაროსნებისა ორდენია, თუმცა დაწვრილებით მათზე, შეგვიძლია სხვა თემაში ვისაუბროთ, ინტერნეტშიც ბევრი ინფორმაციაა, სექტად შეიძლება დღეს ტემპლიერები ჩაითვალონ...

თუმცა საინტერესო საკითხია, შეიძლება გავხსნა ცალკე თემაც smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 1 2007, 06:37 PM
პოსტი #22


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ესეც პირველი საუკუნეების მცირე სია სექტებისა

მოციქულებიდან არიოზამდე

პირველი ერეტიკოსები

იუდეველი ქრისტიანები - I ს.ის მეორე ნახევარიდან
ებიონიტები I ს.ის მეორე ნახევარი
ნაზარეველები I ს.ის მეორე ნახევარი
ნიკოლაიტები და ნიკოლოზ ანტიოქელი I ს.ის მეორე ნახევარი
დოკეტისტიები I - III ს.ები

სიმონ მოგვი I ს.ნე
გნოსტიკოსები I დან...

მენანდრი I-II სს.ბი
მანდეი და იოანეს ქრისტიანები I ს.ბი

დოსითე II ს.ნე
მარკიონე და მარკიონიტები 85-160 წწ.

ენკრატიტები 120-175 წწ.
მოციქულთა მიმდევარნი ანუ აპოქტატიები II სს.ები
სევერიუსები და სევერიანები II-IV სს.ები
ბასილიდე და გნოსტიკოსი ეგვიპტელები 120-140 წწ.
ადამისტები II ს.ნე

სატურნიუსი და გნოსტიკოსი სირიელები I-II სს.ები
ვალენტინიანე 160 წ.
მარკოსიუსი ( გნოსტიკოსი მოძღვარი) II ს.ის მეორე ნახევარი

კარპოკრატე 138 წ.
ოფიტები და ნაასენები II სს.ები

კაინიტები ანუ იუდაისტები II სს.ები
ქუინტილე და ქუინტილისტები II სს.ები
ჰერმანიანე და პროკლინიანე II-III სს.ები
ფიბიონიტები III-IV სს.ები
მანი და მანიქეველები

ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha_kartveli
პოსტი Oct 1 2007, 10:23 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 23-September 07
წევრი № 2,821



KAIROS
დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო ცნობების მოწოდებისათვის, გაიხარე. ჩემი მოკრძალებული აზრით ერესების წარმოშობის მთავრი მიზეზი ადამიანთა პიროვნულ ამპატავნებაში უნდა ვეძიოთ, როდესაც ისინი თავს განსაკუთრებულად განათლებულებად წარმოიდგენენ და თავს უფლებას აძლევენ ზემოდან შეხედონ ქრისტიანულ ჭეშმარიტ სწავლებას, არადა სწორედ მასში უნდა ვეძიოთ გზას ჭეშმარიტებისა და ხსნისა. მადლიერი ვიქნები თუ ფორუმის საზოგადოება თავის აზრს დააფიქსირებას, თუ რა იწვევს ერესის, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მოვლენის წარმოშობას ?


--------------------
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 3 2007, 02:28 PM
პოსტი #24


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



იხარე მიშა ბატონო smile.gif

საინტერესო საკითხია, ვისაუბროთ მაგაზე, ახლა ერთ რუკას შემოგთავაზებთ, რომელიც პირველ გვერდზე დადებული რუკის ანალოგიურია, მაგრამ ვფიქრობ უფრო ნათელი და დეტალური

IPB-ს სურათი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 13 2007, 10:08 PM
პოსტი #25


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



IV ს.ნე

არიოზი

ის იყო ყველაზე დიდი ერესიარქი IV ს-ში, რომელმაც ერთერთი ყველაზე დიდი სექტა შექმნა, რომელმაც ასობით წლები იარსება, მისი დაგმობის შემდეგაც და გარკვეული მოდიფიცირებით დღესაც აისახება სხვადასხვა სექტებშიც ( მაგ. რასელისტებში)

იგი დაბადებულია ლიბიაში, მიახლოებით 256 წელს, მისი ცხოვრების პირველი წლების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ უნდა ესწავლა ლუკიანუს ანტიოქიელის სკოლაში, სადაც გაიცნო ასტერიოს კაბადოკიელი და ევსები ნიკომიდიელი


IV ს.ის დასაწყისში ჯერ იყო კონფლიქტში ალექსანდრიის ეპიკოპოსს პეტრესთან,შემდეგ კი მასვე დაუახლოვდა და მისგანვე ეკურთხე დიაკონად, მიახლოებით 311 წელს.


ალექსანდრიის მომდევნო პატრიარქმა, აქილეოსმა, იგი პრესვიტერად აკურთხა, ახლად ნაკურთხი პრესვიტერი გულმოდგინედ შეუდგა სხვადასხვა ერესებთან ბრძოლას (გნოსტიკოსები, საბელიანისტები...), მაგრამ 319 წელს კონფლიქტი მოდის პატრიარქთან,რადგან თვლიდა, რომ ის რასაც ასწავლიდა ახლადარჩეული პატრიარქი ალექსანდრე: ძისა და მამის თანასწორობის შესახებ იყო მწვალებლობა, ასე დაიწყო არიანელობის სექტის განვითარება.

პატრიარქმა მოიწვია კრება,რომელსაც ასი ლიბიელი და ეგვიპტელი ეპისკპოსი დაესწრო და არიოზი განკვეთა, რომელიც ამ დროს უკვე პალესტინაში იყო გაქცეული, საიდანაც წერს წერილს ევსები ნიკომიდიელს , ის მას შეიწყნარებს

სწორედ ევსების პიროვნებას უნდა "ვუმადლოდეთ" არიანელობის მაღალ თეოლოგიურ დისპუტების არსებობას, ის რომ არ ყოფილიყო, არიანელობა ვერ მიაღწევდა თავის სიმაღლეებს, არიოზი კი თავის მხრივ სხვდასხვა სიმღერებს წერდა მეზღვაურთათვის და მოგზაურთათვის, რომელიც არიანელობით იყო გაჟღენთილი.



ნელნელა დაიწყო ერთგვარი ადგილობრივი სინოდთა კრებების მოწყობები, რომლებიც ისევ ევსები ნიკომიდიელის გავლენით, არიოზის მხარეს იკავებდა, ეს კრებები გაიმარტა ბითვინიაში და პალესტინაში, ევსები ნიკომიდიელი ხომ კონსტანტინე დიდის ნდობით სარგებლობდა...


განხეთქილება ისე აშკარა შეიქმნა, რომ თავად იმპერატორმა გადაწყვიტა 325 წლის 20 მაისს მოეწვია მსოფლიო კრება, რომელიც პირველ მსოფლიო კრებად იწოდება ეკლესიის ისტორიაში. ეს მოხდა ნიკეაში.

სხდომაზე ევსები ნიკომოდიელმა ღიად იქადაგა არიანიზმი,

რამაც რათქმაუნდა აღშფოთება გამოიწვია კრების მამებს შორის და ტერმინის "ჰომოუსიოს" ერთარსი, მოშველიებით შექმნეს კრედო ანუ მრწამსი, რომელიც საბოლოოდ მეორე კრებაზე კონსტანტინეპოლში დამტკიცდა და მიიღო ის სახე, რაც ჩვენ გვაქვს დღეს-

არიოზი ანათემირებულ იქნა,იგი გადაასახლეს და მისი წიგნები კი დაწვეს, თუმცა გადასახლებიდან სულ რაღაც 5 წელში ჯერ ევსები ბრუნდება, ხოლო 6/9 წელში კი არიოზიც, რომელმაც ლამის დაარწმუნა კონსტანტინე რომ უბრალო ტერმინოლოგიურ გაუგებრობას ქონდა ადგილი და ითხოვდა ეკლესიაში დაბრუნებას, მაგრამ მოულოდნელად 80 წელს მიღწეული ერესიარქი მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა კონსტანტიპოლისაკენ მიმავალ გზაზე, სხვა წყაროებით იგი "უწმინდურ ადგილას" საპირფარეშოში საშინელი ტკივილებით მოკვდა...ეს მოხდა 336 წელს...

ეს შუასაუკუნეებში წარმოდგენით დახატული არიოზია smile.gif

IPB-ს სურათი

მალე გავაგრძელებ,

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 14 2007, 02:37 AM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
მაგრამ მოულოდნელად 80 წელს მიღწეული ერესიარქი მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა კონსტანტიპოლისაკენ მიმავალ გზაზე, სხვა წყაროებით იგი "უწმინდურ ადგილას" საპირფარეშოში საშინელი ტკივილებით მოკვდა...ეს მოხდა 336 წელს...

რამდენადაც მე მახსოვს, არიოზმა თითქოს დაარწმუნა კონსტანტინე, გარეგნულად მიატოვა თავისი მწვალებლური სწავლება, მაგრამ შინაგანად ისევ მწვალებლობის მიმდევარი იყო და იმ დღეს, როდესაც ზიარებისათვის მიდიოდა და იუდას მსგავსად ბილწი ამბორით უნდა მიახლებოდა მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, გასივდა, გასკდა და იუდასავით შიგნეულობა გადმოეფანტა.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 14 2007, 02:37 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
მაგრამ მოულოდნელად 80 წელს მიღწეული ერესიარქი მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა კონსტანტიპოლისაკენ მიმავალ გზაზე, სხვა წყაროებით იგი "უწმინდურ ადგილას" საპირფარეშოში საშინელი ტკივილებით მოკვდა...ეს მოხდა 336 წელს...

რამდენადაც მე მახსოვს, არიოზმა თითქოს დაარწმუნა კონსტანტინე, გარეგნულად მიატოვა თავისი მწვალებლური სწავლება, მაგრამ შინაგანად ისევ მწვალებლობის მიმდევარი იყო და იმ დღეს, როდესაც ზიარებისათვის მიდიოდა და იუდას მსგავსად ბილწი ამბორით უნდა მიახლებოდა მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, გასივდა, გასკდა და იუდასავით შიგნეულობა გადმოეფანტა. აი ესეთი საზარელი სიკვდილით მოკვდა არიოზი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 14 2007, 11:22 PM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აი ესეთი საზარელი სიკვდილით მოკვდა არიოზი



კი მეც ეგ ვიგულისხმე

ციტატა
სხვა წყაროებით იგი "უწმინდურ ადგილას" საპირფარეშოში საშინელი ტკივილებით მოკვდა...


მაგრამ რადგან ეს ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, ანუ არ ვიცით , ესეთი სიკვდილი შემდეგ მოიგონეს, თუ მართლა ასე მოხდა, ისტორიული რეალობის შესანარჩუნებლად ვწერთ


ციტატა
მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა კონსტანტიპოლისაკენ მიმავალ გზაზე,


თუმცა იმ საშინელების გამო, რაც მან ეკლესიას მიაყენა, არ იქნება არც ის აღსასრული გასაკვირი...

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 3 2007, 08:04 PM
პოსტი #29


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არიოზის სიკვდილთან ერთად არიანელობა არ მომკვდარა, ძალიან მოკლედ მინდა დაგიწეროთ რა მოხდა შემდეგ

როგორც ცნობილია ნიკეის კრებამ , რომელიც დაიწყო 20 მაისს 325 წელს, ესწრებოდა 318 მამა ( სხვა წყაროებით 220) და არიანელობა დაგმო, შეიმუშავა ტერმინი "homooùsion" რაც ერთარსს ნიშნავს. არიოზის და ევსები ნიკომიდიელის ხვედრზე ზემოთ დავწერე, ისიც რომ კონსტანტინე დიდი სიკვდილის წინ სწორედ ევსების მიერ მოინათლა ( არიანელის მიერ !) , იმ ევსები ნიკომიდიელის მიერ, რომელმაც რამოდენიმე "კრება" ჩაატარა სადაც წმ. ათანასე დიდი ალექსანდრიელი ანათემას გადასცა, ათანასე კი რომის პაპმა დაიცვა 340 წელს, იულიუს I რომში მოწვეული კრებით ათანასე და მისი მართლმადიდებლური რწმენა დაამტკიცა და არიანელები კიდევ ერთხელ გადასცა ანათემას, ამის საპასუხოდ 341 წელს ანტიოქიაში არიანელი ეპისკოპოსები შეიკრიბნენ და მიიღეს ე.წ. არიანული მრწმასი, სადაც წინ წამოსწიეს ძე ღმერთის თანამყოფობა მამასთან, მაგრამ არა ერთ არსობა, თუმცა არც ამ კრების დადგენილებას და არც ევსები ნიკომიდიელს დიდი დრო არ ეწერა, ევსები იმ წელსვე გარდაიცვალა ( არიოზი 336 წელს), და არიანელობა საბოლოოდ გადავიდა "მიწისქვეშა" არსებობაზე.

არიანიზმის მთავარი წვალება გახლდათ შემდეგ ციტატაში " იყო, როცა (ძე) არ იყო" , "იყო" .ში არ ვგულისხმობთ "იყო დრო", რადგან ეს არ უთქვამს არიოზს, იგი დროის შექმნისას ძის არსებობას არ უარყოფდა, პირიქით დემიურგი ძეა მისთვის, მაგრამ ამბობდა რომ მაინც იყო, როცა ძე არ იყო, ანუ ძე არაა ისეთივე დაუსაბამო, როგორც მამა... ეს იქნა დაგმობილი ათანასეს მიერ ბერძნული წარმართული ფილოსოფიიდან გაქრისტიანებული ტერმინით "ჰომოუსიოს" - "ერთარსი", რასაც არიანული "ანომიოს" ( მსგავსი ) და ასევე "ომეოს" , მოკლედ რომ ვთქვა გაიყო ორი ფრთა, ერთი ულტრა არიანელები, მეორე კლასიკური არიანიზმი, საბოლოო ჯამში ვიდრე კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებამდე (მსოფლიო II კრება), ეს ორად გაყოფილი არიანელები ჯერ კიდევ არსებობდნენ საიმპერატორო კარზე და დიდ საეპისკოპოსო საყდრებზეც,

არიანელობის დევნის გამო მისი მომხრეები გაიფანტნენ და ისე მოხდა, რომ ბევრ ქვეყნებში ქრისტიანობა არიანელობის სახით გავრცელდა... განსაკუთრებით გერმანულ ტომებში, გოთები, ბურგუნდები, ოსტროგოთები, ვიზიგოთები, ლონგორბარდები, ვანდალები ( ისინი VIII ს.ში მოექცნენ მხოლოდ )...

მაგრამ არც ამით ამოწურულა არიანელობა, XVII ს.ში ის თავიდან გამოვიდა სცენაზე, კერძოდ სამუელ კლერკის ნაშრომებში, შემდეგ სხვადასხვა პროტესტანტულ მიმდინარეობებში გამოჩნდა, ყველაზე კლასიკური შემთხვევაა უნიტარიზმი.

....

დროებით,

კაიროსი!


ეს კი რავენას ( იტალია) არიანული ბაპტისტერიუმის ფრანგენტია
IPB-ს სურათი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 1 2008, 03:52 AM
პოსტი #30


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან მივიწყებას მიეცა ეს თემა, ნუ მარტო ვწერ და მეპატიება smile.gif

მაგრამ შიგდაშიგ დავუბრუნდები ხოლმე, დღეს მინდა მოვრჩეთ IV ს.ნე და ანტიმარიანულ სექტებს შევეხოთ ორი სიტყვით, მოგვიანო პროტესტანტული სექტები, რომლებიც უარყოფენ ღვთისმშობლის ქალწულობას, როგორებიც არიან დღევანდელი რასელისტები ( ე.წ." იეჰოვას მოწმეები"), არსში არაფერს ახალს არ ამბობენ, რადგან ეს მკრეხელობა უძველესი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას შემონახული აქვს, როგორც სექტა II-IV ს.ში გავრცელებული, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს ყავდა და-ძმები და არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ მათეს სახარების 4: 18-21, ასეთი პირველი სექტა იყო ებიონიტები, რომელიც წინ ვახსენეთ; შემდეგ ულტრაარიანელები, როგორც წმ. ეპიფანე თავის წიგნ "ერესთა წინააღმდეგ" Contra haeresis" წერს, ეს ანტიმარიანული სექტები გავრცელებული ყველაზე მეტად არაბეთის ნახევარკუნძულზე IV ს.ის დასასრულს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 1 2008, 04:13 AM
პოსტი #31


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



V ს.ნე

ეს ძალიან დაძაბული საუკუნეა, რომელმაც დიდი განხეთქილებები გამოიწვია ეკლესიაში, დაწყებული ნესტორიანიზმით და გაგრძელებული მონოფიზიტიზმით... ეს ის საუკუნეა როცა სულ რაღაც 24წელში 2 მსოფლიო კრება მოეწყო III ეფესოში 431 წელს და IV ქალკედონში 451 წელს...

მანამ კი გავრცელებული იყო პელაგიანიზმი; რომლის სწავლების ძირითადი ასპექტები იყო მანიქეიზმის და ორიგენიზმის შუა, ანუ ეწინააღმდეგებოდა მანიქეიზმის, სადაც ერთგვარი ფატალიზმი იქადაგებოდა, ადამიანთა ბედის წინასწარი განსაზღვრის შესახებ, მაგრამ სამაგიეროდ პელაგიანე ( ბრიტანელი) , ვარდებოდა ორიგენეიზმში, სადაც იქადაგებოდა, რომ ადამიანს თავად ძალუძს განერიდოს ცოდვებს და საკუთარი ნებით
(liberum arbitrium) ლოცვით და კეთილი საქმეებით იცხონოს თავი, ღვთის მადლის განსაკუთრებული ჩარევის გარეშე; როგორც ვთქვით ეს აზრი ადრე ორიგენეს გააჩნდა და წმ. თეოფილე ალექსანდრიელის მიერ იქნა დაგმობილი... პელაგიანიზმი უარყოფდა ასევე ადამიანის ბუნების დაზიანებას ადამის ცოდვის მიერ, არამედ მხოლოდ ადამი დაზიანდაო ასწავლიდა, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს რომ ეს აზრიც, ადრე სირიელი რუფინუსის მიერ იყო დამკვიდრებული და პელაგიმ უბრალოდ შეუერთა თავის სწავლებას, ამ სწავლებას ძალიან შეეწინააღმდეგა თავად ნეტარი ავგუსტინე, რომელიც თავად იყო ადრე მანიქეველი, ვიდრე მოექცეოდა...

პელაგის გარდაცვლაების შემდეგ 420 წელს, მისი სწავლების გავრცელებას ხელი მიყო ეკლანუსის ეპისკოპოსმა იულიანემ, რომელიც გადაასახლეს და იქიდანაც კი ეკამათებოდა ნეტარ ავგუსტინეს, თუმცა პელაგიანიზმი საბოლოოდ დამარცხდა მაშინ, როცა მას მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ნესტორიმ, რომელმაც თავის მხრივ ახალი წვალება ნესტორიანიზმი გაავრცელა, რაც გადაეცა კიდეც ანათემას III მსოფლიო კრებაზე ეფესოში...

ნახევრპელაგიანიზმი ცოტა ხანს შემორჩა ბრიტანეთში ( პელაგის სამშობლოში), უელსში და ირლანდიაში, თუმცა მალე იქაც დამარცხდა, აქ შეგიძლიათ იხილოთ ლიდდას კრების მიერ პელაგიანიზმის გამოძიების და დაგმობის ოქმები:

PELAGIUS

Synod Of Lydda To Investigate Pelagius' Teachings, 415 AD

http://www.seanmultimedia.com/Pie_Pelagius...ydda_415AD.html

ეს კი კართაგენის კრებაა ისევ პელაგიანიზმის წინააღმდეგ:

CANONS OF THE COUNCIL OF CARTHAGE MAY 1, 418

http://www.seanmultimedia.com/Pie_Council_..._May_1_418.html

შემდეგში კი უკვე ნესტორიანიზმით გავაგრძელებთ;

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 15 2008, 05:01 AM
პოსტი #32


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნესტორი და ნესტორიანიზმი ( 381- 451 წწ.)


დღეს, ცოტა არ იყოს გაბრაზებულ გულზე biggrin.gif , ნესტორიზე მინდა ცოტა ვისაუბროთ, ჯერ კიდევ V ს.ში ვართ, წინ ვისაუბრეთ პელიგიზე და პელაგიანიზმზე, ეს საუკუნეები საერთოდ ძალიან ცოცხალი, ძალიან დაძაბული საუკუნეები იყო ეკლესიის ისტორიაში, შემდეგშიც აშკარად გამოჩნდება და ახლაც სჩანს, რომ ეკლესიის სწავლება ამ საუკუნეებში ყალიბდებოდა ტერმინოლოგიურად, ამ პერიოდებშივე გამოჩნდებოდნენ უდიდესი მწვალებლები, რომლებიც ეკლესიის ერთიანობას ებრძოდნენ და მაშინვე უფალი მოუვლენდა ეკლესიას უდიდეს მამებს, არიოზის წინააღმდეგ ალექსანდრიელს ათანასეს თუ ნიკოლოზ მირონ-ლუკიელს, და ასე სხვა დროს, მაგრამ სამწუხაროდ ისედაც ხდებოდა, რომ ვინმე ერთ მწვალებლობასათან ბრძოლაში, ზედმეტი მოდიოდა და თავად ვარდებოდა მეორე უკიდურესობაში...

ნესტორი, არ ყოფილა არიოზივით ანტიოქელი მღვდელი, ის თავად კონსტანტინეპოლის პატრიარქი იყო! ერთერთი ყველაზე დიდი მწვალებელი... დაიბადა იგი სირიის დაბა გერმანიკუმში, 381 წელს ( II მსოფლიო კრების გამართვის დრო) , განათლება ცნობილ თეოდორე მოფსუესტელთან მიიღო ანტიოქიაში, იქვე ახლოს დარჩა ევფრეპიოსის მონასტერში, ვიდრე 428 წელს იმპერატორმა თეოდოსიოს II ემ იგი არ წარადგინა კონსტანტინეპოლის პატრიარქობის კანდიდარად, როდესაც გარდაიცვალა სისინიოსი... ახალი პატრიარქი ენერგიულად შეუდგა სექტანტების დევნას, ესენი იყვნენ : მაკედონიელები, არიოზელები, აპოლინირისტები თუ ნოვიციანელები.... რატომღაც მფარველობას გამოიჩენს პელაგიანელების მიმართ...

მალევე გამოჩნდება პრობლემა ტერმინ Theotòkos-ის ირგვლივ ( ანუ ღვთისმშობელი ბერძნულად) , ნესტორი არ ღებულობდა ამ ტერმინს, რადგან მას სურდა ხაზი გაესვა ქრისტეს კაცობაზე, და მთელი დატვირთვა ამაზე გააკეთა და წარადგინა ტერმინი Christotòkos- ანუ ქრისტესმშობელი, მაქსიმუმი რისი დაშვებაც შეეძლო ეს იყო Theodòchos - ანუ ღვთისმიმღებელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ღმრთისმშობელი ( თუ ღვთისმშობელი-ქართულში ამაზე დავა ახლაცაა)... რადგან იგი, ნესტორი დარწმუნებული იყოს ქრისტეში ორი პიროვნების არსებობაში... ეს კი უკვე ახალი მწვალებლობა იყო... როგორც ზემოთ დავწერე, უფალი თავის ეკლესიას უმალვე უგზავნის დიდ ღვთისმეტყველს დიდ მწვალებელთან ბრძოლაში და ასეც მოხდა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სამღვდელოების ნაწილმა გააკრიტიკა მათივე პატრიარქი და საქმე მივიდა ალექსანდრიის პატრიარქამდის, ამ დროს იქ იყო დიდი წმიდა მამა კირილე ალექსანდრიელი.

სამწუხაროდ ამ დროს არსებობდა ასევე შინაგანი დაპირისპირება ამ ორ საპატრიარქოს შორის, აქამდის თეოფილე ალექსანდრიელი იყო დაპირისპირებული კონსტანტინეპოლის პატრიარქ წმ. იოანესადმი, იგივე იოანე ოქროპირი... ეს თეოფილე კი კირილეს ბიძა იყო, პიროვნულმა შუღლმა დიალოგი შეუძლებლად გახადა და მაშინ დიპტიხში ნომერ პირველ-რომის პაპს მიმართეს, იქ იყო დიდი პაპი, წმ. ცელესტინიუს I ( 422-432 წწ.)
ვიდრე განხეთქილებამდე, რომის ეკლესია ერთგული დამცველი იყო საღვთო ჭეშმარიტებისა, და ახლაც ასე მოხდა,
430 წელს აგვისტოში, რომში მოწვეულმა სინოდმა დაგმო ნესტორის მწვალებლური სწავლებელი, და შედგინდა 12 ანათემა მის წინააღმდეგ.

ნესტორი შეეცადა 12 ანათემას 12 კონტარგუმენტით შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სიტუაცია ისე იყო დაძაბული, რომ თეოდოსი II ეფესოში 431 წელს იწვევს მსოფლიო კრებას, რიგით მესამე...
სხდომა ძალიან დაძაბული იყო და ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც გადადიოდა, როგორც სხდომაზე, ისე
მის გარეთაც...

საბოლოოდ კრებამ დაგმო ნესტორიანიზმი, აღიარა ყოვლადწმიდა მარიამი, როგორც დედა ღვთისა და თეოტოკოსი, რომში აშენდა დიდი ბაზილიკა "სანტა მარია მაჯორე" ამ მოვლენის აღსანიშნავად... ხოლო ნესტორი 435 წელს გადასახლეს ეგვიპტეში, ელ ხარგაში, სადაც 451 წელს გარდაიცვალა, ნაწილი ნესტორის მომხრეებისა გამოეყო ეკლესიას და შექმნა ნესტორიანული ეკლესიები, რომლებიც დღესაც არსებობენ, როგორ სირიულ-ნესტორიანულ ეკლესია...

ეს ნესტორია:

IPB-ს სურათი

ეს კი ნესტორიანული ეკლესია:

IPB-ს სურათი


ეს კი ის შრომებია, რომლებიც დაგეხმარებით კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ ნესტორიანიზმის ისტორიას:

А.В. Карташев.

Вселенские Соборы.

Глава: Несторианство.

http://www.klikovo.ru/db/book/msg/4862

Иоанн Мейендорф

Глава 9. Несторианство и христологические споры

http://www.krotov.info/library/m/meyendrf/patr_19.html

დღეს აქ გავჩერდეთ; შემდეგ ერთერთ დიდ მწვალებლობაზე მონოფიზიტიზმზე ვისაუბრებთ...

იხარეთ;

კაიროსი!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Apr 29 2010, 04:48 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



ციტატა
დღეს აქ გავჩერდეთ; შემდეგ ერთერთ დიდ მწვალებლობაზე მონოფიზიტიზმზე ვისაუბრებთ...



--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 29 2010, 05:03 PM
პოსტი #34


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



სომხურ-მონოფიზიტულ ერესზე მინდა რაიმე ლიტერატურა რას მირჩევთ?


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 30 2010, 04:36 AM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სომხურ-მონოფიზიტულ

ახლა აღარ ითქმის მასე, არამედ
სომხურ-მიაფიზიტური--- სადღაც ეწერა ამაზე კანონას, თუ მიაგნებთ დადეთ ლინკი.
სამწუხაროდ უშედეგო კამათებმა გამაცდინა და ამ დღეებში ვერ დავწერ მონოფიზიტიმზმის ისტორიას (და მიაფიზიტიზმის სიახლეს), ამიტომ მივანიშნებ ლინკებს და აქ იკითხეთ ჯერ:
http://www.magister.msk.ru/library/be/m/mo0002.htm
სოლოვიოვი
ეს ბულგარულადაა, მაგრამ მაინც მიხვდებით:
http://www.pravoslavieto.com/inoverie/eres...nofizitstvo.htm
ეს ბოლოტივის ეკლესიის ისტორიიდანაა ამოღებული:
http://www.church.by/resource/Dir0009/Dir0012/Page0013.html
მოკლედ ეს საკმაოდ დიდი და ძალიან ძნელი თემაა...
კაიროსი!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 12 2010, 08:57 AM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



არ ვიცი აქ არის თუ არა სწორი ვიკითხო ,მაგრამ მაინც ვწერ.. ამერიკაში რომ დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია გაიხსნა ამას რა თქმა უნდა ქართველებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს (იქ მყოფი) მაგრამ თავად ამერიკელებისთვის ეს მხოლოდ ,,დემოკრატიის გამოვლინებაა თუ უფრო მნიშვნელოვანი რამ..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
konstantin Logos
პოსტი May 5 2013, 01:19 AM
პოსტი #37


ქრისტიანი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 10-May 12
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 12,342



საინტერესო თემა იყო, რატომ შენელდა ასე.. დოკეტიზმზე თუ მოგეპოვებათ მეტი ინფორმაცია ქართულად, სიამოვნებით გადავხედავდი..

ნუ აქ იმას ვიტყოდი რომ ნეტსორიანელობის ერესის ახსნაში მცირე უზუსტობებია, კერძოდ ნესტორიანობა არ ასწავლის ქრისტეში ორ პიროვნებას. იმიტომ რომ პირი და ჰიპოსტასი არაა გაიგივებული, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია. პირი ნესტორიანელობაში პიროვნების თვისებებს ატარებს, ჰიპოსტასი კი კონკრეტული ბუნების ერთეულოვანი რეალიზაციაა.

შესაბამისად ნესტორიანელობა აღიარებს ერთ ღმერთკაცურ პირში ორი ჰიპოსტასის ღვთაებრივის და ადამიანურის შეერთებას. მართლმადიდებლური გაგებით პირი და ჰიპოსტასი იგივეობრივია, ამიტომაც გამოდის ორი პირი ქრისტეში. თორემ თვითონ ნესტორი უკვე ჩასახვიდანვე აღიარებდა ქრისტეს ერთ - ღმერთკაცურ პირს. სწორედ ამიტომ მოითხოვდა ქრისტემშობლის ტერმინის შემოღებას, რაც ღმერთკაცის მშობელს ნიშნავდა და არა მხოლოდ ადამიანის როგორც ეს ხშირად გვხვდება სტატიებში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 5 2013, 11:53 PM
პოსტი #38


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



konstantin Logos
,,ნესტორიანიზმის ტერმინის ახსნაში''
რომელ ახსნას გულისხმობ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
konstantin Logos
პოსტი May 6 2013, 09:06 AM
პოსტი #39


ქრისტიანი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 10-May 12
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 12,342



A.V.M
ციტატა
konstantin Logos
,,ნესტორიანიზმის ტერმინის ახსნაში''
რომელ ახსნას გულისხმობ?

კაიროსის პოსტი ვიგულისხმე http://church.ge/index.php?s=&showtopic=16...ndpost&p=437145
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 6 2013, 08:24 PM
პოსტი #40


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



konstantin Logos
ახლა დო ნამდვილად არ მაქვს წასაკითხად , მოგვიანებით გადავხედავ .
უბრალიდ თუ კაიროსის მიერ გამოთქმული აზრია ამ საკითხზე 100 % მართალი იქნება ...
(შენც რომ იცნობდე სოსოს დამეთანხმებოდი ამაში)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი